
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ქუთაისის “ტორპედომ” რამდენიმე ძალიან საინტერესო ტრანსფერი (პაპუნაშვილი, ბუღრიძე, მანჯგალაძე) განახორციელა, მაგრამ გია ცეცაძეს საყვარელი შეგირდი ჯერ კიდევ არ დაუმატებია. “სამტრედიის” ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ არაბიძე “ტორპედოში” ვარჯიშობდა და სულ ახლოს იყო გუნდთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ “ნასიონალმა” მის იჯარაში ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. არადა, გიორგის “ნასიონალთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. საქმეში “ტორპედოს” მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორი, დავით კერესელიძე ერთვება, რომელიც პროფესიით იურისტია და საერთაშორისო პარტნიორებთან უნივერსიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. სწორედ კერესელიძე აწარმოებს მოლაპარაკებებს პორტუგალიელებთან და იჯარის ალბათობა 50-50-ზეა. გარდა ამისა, კერესელიძე მილანის “ინტერთან” თანაშრომლობს და თანაშრომლობის ფარგლებში აკადემიის მშენებლობაა გადაწყვეტილი. The post დავით კერესელიძის პირველი ჩართვა – არაბიძე “ტორპედოში” უნდა დარჩეს! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბელგიური “გენტის” 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. ესპანურ შეკრებაზე ჩაკვეტაძე ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა მცირე ტრავმა მიიღო და ამხანაგურ მატჩებში ვერ ითამაშა. ბოლოს ჩაკვე მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს “ფლორასთან” შეხვედრაში გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის “გენტიდან” წასვლა იჯარით სურდა, მაგრამ ბელგიელები ამაზე თანახმა არ არიან. The post გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განაცხადში ზედმეტი 200 გრამის არ შეიყვანა და ხაუმე დომენეკი დააყენა, რომელიც საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. “ვალენსიას” ფანები ქართველს ურჩევენ, იჯარით წავიდეს. “ხაუმე კარში არ უნდა იდგეს, საშინელი გამოსვლები. მამარდაშვილს წუთები სჭირდება, აბა რისთვის მოვიდა?” Jaume no debería estar de vuelta en la portería. Salidas pésimas, paradas de vez en cuando pero ninguna prácticamente. Mamardashvili necesita minutos, para algo vino. — AficionChe (@AficionChe2) January 23, 2022 “მამარდაშვილის დროა!” Es hora de Mamardashvili pic.twitter.com/yGgQsgjuQJ —
-
იტალიური “ჯენოას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა. უკრაინული წყაროების თანახმად, 45 წლის სპეციალისტი წელიწადში ანაზღაურების სახით ორნახევარ მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც ნაწილს პოლონეთის ფეხბურთის კავშირი, ნაწილს კი სპონსორები დაფარავენ. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა. პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან. The post შევჩენკო და პოლონელები შეთანხმდნენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ბათუმის “დინამო” თურქულ შეკრებაზე “ლეხთან” 1-2 გამარჯვების შემდეგ ისევ პოლონურ “რაკუვს” დაუპირისპირდა და 3-3 ითამაშა. “დინამოდან” გოლი გაფრინდაშვილმა, ტეიდმა და ზარიამ გაიტანეს. მე-3 გოლის მომენტში ბათუმელებს ძალიან გაუმართლათ და კვლავ ეპიზოდის ეპიცენტრში გაფრინდაშვილი იყო, რომელიც შეკრებაზე საუკეთესოა. | My early vote for the luckiest goal of the year goes to Dinamo Batumi https://t.co/XBNzkrZ4lc pic.twitter.com/ZSUDnHj706 — Georgian Footy (@GeorgianFooty) January 23, 2022 The post ბათუმის “დინამოს” ყველაზე იღბლიანი გოლი “რაკუვთან” (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
UFC-ის ინგუშმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა სოციალური ქსელის საშუალებით ქართველებს მიმართა. როგორც იცით, ევლოევი და ილია თოფურია ერთმანეთს UFC 270-ზე, 23 იანვარს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ქართველი და ინგუში მებრძოლები სოციალურ ქსელში ერთმანეთთან დაპირისპირებას აგრძელებენ, ისინი ერთმანეთის შეურაცხყოფას არ ერიდებიან. ევლოევის მიმართვა ქართველებს: “გამარჯობა, გენაცვალე!!! ძვირფასო ქართველებო, ნუ მიიღებთ პირადად, თქვენი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს. საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი სახლის კარი ნებისმიერი ქართველისთვის ღიაა”, – წერს 27 წლის სპორტსმენი. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/272271949_686504836127177_6657890448576361077_n.jpg The post ევლოევი ქართველებს: “თქვენი ხალხის მიმართ მხოლოდ პატივისცემა მაქვს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ვერძი ამ კვირას მიიღებთ პოზიტიურ ემოციებს. მოემზადეთ იმისთვის, რომ გქონდეთ მოტივაცია თქვენი მომავალი წამოწყებისთვის. მთლიანობაში ეს კვირა მოგანიჭებთ სიმშვიდეს და ჰარმონიულობას. პლანეტა მარსი მართავს თქვენს ნიშანს, რიცხვები 1, 8 და ასოები ა,ლ,ე იქნება თქვენი მეგზური და მოგიტანთ წარმატებას. კურო დღეს შესანიშნავი დღეა იმუშაოთ თქვენს პროექტებზე და შემოქმედებით ჰობზე. დღეს წინ წამოიწევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. უმჯობესია დრო დაუთმოთ დასვენებას, რათა შეძლოთ საკუთარი თავის მოვლა. პლანეტა ვენერა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველია, ამიტომ იღბლისთვის იხელმძღვანელებთ 2 და 7 ნომრებით და ასოებით ბ, ვ, უ. ტყუპები შეიძლება მოგინდეთ დღეს იოგით ან მედიტაციით დაკავება. დღეს თქვენი სულიერი მხარე აქტიურად მუშაობს. ზოგიერთისთვის ეს დღე არის […] REZONANSI
-
სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:3 მარტი – დედის დღე8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 […] REZONANSI
-
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 47 803 ტესტი, მათ შორის 26 793 სწრაფი და 21 010 PCR ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 20,28%-ია, ბოლო 14 დღის – 12,56%, ბოლო 7 დღის – 15,66%; გარდაიცვალა 28 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოში 14 701 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა 1 051 445 შემთხვევა. The post ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ: 3 მარტი – დედის დღე 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლითგაგრძელდება. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ. წყარო : Mshoblebi.ge The post მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის ! appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი, BA.2 გამოჩნდა. ახალი მუტაციის 400-ზე მეტი შემთხვევაა უკვე გამოვლენილია ბრიტანეთში. მეცნიერები ახლა სწავლობენ, ეს არის “ომიკრონის” ქვე ჯგუფი თუ სრულიად ახალი და უფრო აგრესიული ჰიბრიდი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ინფექციის დადგენა მოქმედი ტესტებით, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შტამების. მხოლოდ საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსი ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა. პრევენციულ ზომებს იღებს შეერთებული შტატები, სადაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა იმ 22 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ამერიკელებს პანდემიის გამო გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მათ შორისაა ისრაელი, ავსტრალია, არგენტინა და ეგვიპტე. გარდა ამისა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინა “ომიკრონის” წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი “ბუსტერ” დოზით აცრის შემთხვევაში. ინფიცირების მზარდი დინამიკაა ჩინეთსა და იაპონიაში. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსი 50 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 5 წელს ზემოთ ბავშვებისთვის pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია. The post ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც მოქმედი ტესტებით ვერ ადგენენ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ნიკა გვარამია, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი „მთავარი არხის“ ეთერში საუბრობს იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გუშინ გაეცნო. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში, მიხეილ სააკაშვილის მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მასალას 6 წუთ-ნახევარი აკლია. „ჩვენ ვხედავთ როგორ შემოდის სასწრაფო გლდანის ციხის ტერიტორიიდან, ეს არის გარე კამერის კადრები, რომელსაც ხმა არ აქვს, ვხედავთ მერე როგორ დგება სასწრაფო გლდანის მე-18 დაწესებულებასთან, მერე ვხედავთ, რომ იღება კარი და მიმდინარეობს უკვე სატელეფონო ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნაწილი გამოგვიქვეყნა პენიტენციურმა დაწესებულებამ. სრულია ეს ჩანაწერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, 16 წუთი გრძელდება, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ეს სად მომიყვანეთ, რატომ მომატყუეთ, ეს არ არის ის დაწესებულება, ხო მითხარით რომ სხვაგან მივდიოდით? დასტურდება, რომ ის მოტყუებულია. არ გადმოდის და იძახის რომ მე ჩემი ნებით აქედან არ გადმოვალ, თქვენ არღვევთ ყველა კონვენციას და საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ვიდეომასალაში ჩანს და ისმის, როგორ ეუბნება მიხელ სააკაშვილს დაწესებულების ხელმძღვანელი ცხვარიაშვილი, რომ ის იქ დროებითაა მიყვანილი და ანალიზების გაკეთების შემდგ, უკან დააბრუნებენ. „ერთვება გიორგაძე, რომელიც შენობით ელაპარაკება სააკაშვილს, რომელიც ეუბნება მძიმე ტექსტებს და მერე ეუბნება სააკაშვილი, რომ ეს ყველაფერი ჩემი აშენებულა და რატომ მელაპარაკები ამ ტონალობაში, ვის უბედავ საერთოდ და უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ძალიან კარგად ჩანს ამ კარებში, ის იცავს თავს ყვავ- ყორნებისგან და ის [გიორგაძე] პასუხობს ცინიკურად, რომ შენი აშენებული თუა იმიტომაა ეს ხალხი რომ ასე გიყვირის. ამაზე სააკაშვილს ასევე აქვს ემოცია და მერე უცებ ითიშება კამერა და არის შიდა კამერა, რომელიც ხმოვანს იწერს ამ ყველაფერს“, – ამბობს ნიკა გვარამია The post გამქრალი კადრები მიხეილ სააკაშვილის საქმეში – ნიკა გვარამია ვიდეოჩანაწერის დეტალებს ასაჯაროებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ სიტყვა სამძიმარს რომ ჩვენთვის ვერ გაიმეტებდნენ ვერა“, – ამის შესახებ სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებმა, დევნილმა ესმა ბაღათურიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზურას სისხლმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. „ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ სიტყვა სამძიმარს რომ ჩვენთვის ვერ გაიმეტებდნენ ვერა, თუნდაც ჩვენი აფხაზეთის მთავრობა, პრემერმინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ამას თუ გააკეთებდნენ, სიტყვა სამძიმარი 7 ასოსგან შედგება და ეს ვერ გაიმეტეს ჩვენთვის. 12 საათზე ვიქნებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზურას სისხლმა უკვალოდ არ ჩაიაროს. ეს შეიძლება გაგრძელდეს თვეები, მაგრამ გავაკეთებთ იმას, რაც მან პირადად ჩემთვის გააკეთა. ის ხომ პირადად ჩემთვის, ესმას გულისთვისაც გადმოხტა და გაწირა თავი?“, – ამბობს ესმა ბაღათურია. The post „ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ სიტყვა სამძიმარს რომ ჩვენთვის ვერ გაიმეტებდნენ ვერა“ – აფხაზეთიდან დევნილები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
კიევში შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან საელჩოს რიგითი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე აცნობა, რომ ევაკუაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ თუ შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს გადაჭარბებული რეაქცია იქნება. ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას. The post კიევში აშშ-ს საელჩო ევაკუაციას იწყებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი ბუნებრივ მოვლენებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. როგორც თეა გოდოლაძემ განმარტა, მიწისძვრები საქართველოში ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია, რისი მიზეზიც საქართველოს მდებარეობაა – ქვეყანა ტექტონიკურად აქტიურ ზონაშია მოქცეული. როგორც გოდოლაძე აღნიშნავს, საქართველოში არა თუ ბოლო პერიოდში, არამედ დღის მანძილზე რამდენიმე მიწისძვრა ხდება, რაც ნორმალურია, რადგან სტიქიის ბიძგები დაბალი მაგნიტუდის სიმძლავრისაა და ამაში საგანგაშო არაფერია. „არანაირად არ არის გახშირებული, ჩვეულებრივი პროცესია, გახშირებული რომ იყოს, ვიტყოდით. თქვენ იგებთ ძალიან ცოტას მომხდარი მიწისძვრების შესახებ. დაბალი მაგნიტუდის მიწისძვრები დღეში ხდება რამდენიმე საქართველოში, ანუ, ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხს ასე, რომ – გახშირდა მიწისძვრები. სულ, რომ არ ხდება და მერე დიდი მოხდება, ეს უფრო პრობლემაა, ვიდრე იყოს ფონური მიწისძვრები. მოსახლეობასთან რამდენჯერმე განვმარტეთ და კიდევ განვმარტავთ, რომ მიწისძვრები ამ ქვეყანაში მოხდება, ხდებოდა და ამისაგან დაზღვეული არ ვართ, იმიტომ, რომ ტექტონიკურად აქტიურ ზონაში ვართ. როგორც წვიმა მოდის ხოლმე, როგორც ქარია, ისე იქნება მიწისძვრები. ეს არის გუნდური მიწისძვრების კლასი, რომელიც ხდება ხოლმე, ძირითადად ჯავახეთის რეგიონში, ჯავახეთში სულ ხდება, უბრალოდ ახლა აღრიცხვა მიდის ამ პროცესის, ადრე არ ხდებოდა. ახლა არის გამართული სისტემები, მიწისძვრების რეგისტრაციის და რეპორტინგის სისტემაა აწყობილი. ეს მცირე მიწისძვრები მეწყერსაშიშ ზონებზე გავლენას არ ახდენს. დიდი მიწისძვრა მეწყრულ ტერიტორიაზე რა თქმა უნდა, დაძრავ მეწყრულ პროცესს“, – განაცხადა თეა გოდოლაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში. The post რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რატომ არის საშიში პაუზა სტიქიებს შორის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power და თელმიკო • Telmico თქვენი დედები მოვტ.. ნ და ზედ ყველასი,ვინც ვალდებულია, რომ 21-ე საუკუნეში შუქი და წყალი არ მქონდეს სანატრელი!!!!! პანდემია ისე გავიარე, ხან შუქი არ მქონდა, ხან წყალი, შესაბამისად-გათბობაც . ახლაც იგივე მჭირს. შაბათს საღამოს!!!!!! სახლში ყოფნა შემაზიზღეს ამ ნაბიჭვრებმა“, - წერს ჟურნალისტი. tia.ge
-
ბელორუსული მედიის ცნობით, გუშინ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან სამხედრო ტექნიკით დატვირთული 33 მატარებელი შევიდა. – ამის შესახებ ტოპნიუს.რუ იუწყება. ერთ მატარებელს, საშუალოდ, 50 ერთეული ტექნიკა გადააქვს, ხოლო ბელორუსიაში ჯამში, მატარებლების საერთო რაოდენობა 200 იქნება. შესადარებლად – “Запад-2021”-ის ფართომასშტაბიანი წვრთნებში მხოლოდ 29 სამხედრო ეშელონი იყო ჩართული, რაც დაახლოებით შვიდჯერ ნაკლებია მოახლოებულ წვრთნებზე, რომელიც “Союзная решимость”-ის სახელით გაიმართება. როგორც „იზვესტიასთვის“ გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნები 10-დან 20 თებერვლამდე გაიმართება. როგორც თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ ოლეგ ვოინოვმა განაცხადა, წვრთნები და ტექნიკის გადაცემა „მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს“. „ჯარები გაივლიან მომზადებას, როგორ მოიგერიონ ტერორისტების მოულოდნელი თავდასხმა, რომელსსაც სამხედრო დახმარებას უწევენ საზღვარგარეთიდან და შემდეგ როგორ დაამარცხონ ეს ფორმირებები“, – განუცხადა გამოცემას სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა. tia.ge
-
მომღერალ კაკი ბოლქვაძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მას დედა გარდაეცვალა, რომელიც უზომოდ უყვარდა და რომელზეც ძალიან ზრუნავდა. სოციალურ ქსელში მომღერლის კოლეგები მეგობრები და ახლობლები კაკი ბოლქვაძეს სამძიმარს უცხადებენ. როგორც აღმოჩნდა კაკი ბოლქვაძის დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. “კაკი, მე ვიცი როგორ გიყვარს დედა, როგორ თან ყვებოდი, ყველა საუბრობდა შენ დაუსწრებლად, რომ იდეალური შვილი ხარ და როგორ ზრუნავდი დედაზე. გითანაგრძნობ ამ მოუშუშებელ ტრაგედიას. გამძლეობას გისურვებ, შენ ახლა უფრო მეტად უნდა გაძლიერდე. ამიერიდან დედაშენი მფარველ ანგელოზად იცხოვრებს შენში.” – წერს გია ჯაჯანიძე მომღერლის დედის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ასევე ირმა ინაშვილმაც. The post დიდი ტრაგედია დატრიალდა ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახში – საშინელებაა, არ მინდა დავიჯერო… appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურის, კეი აჰიმ შონბახის განცხადებით, საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი. შონბახი სვამს რიტორიკულ კითხვას, ჭკვიანურია თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და თავადვე პასუხობს, რომ „არა“. „უკრაინა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ნატოში გაწევრიანების შესახებ, რადგან ის ოკუპირებულია დონბასის რეგიონში რუსული არმიის, ან რასაც ისინი უწოდებენ, სეპარატისტების მიერ. საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი, ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია გყავდეს ისინი წევრად? რა ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. მოგვიანებით გამოცემა „ბილდმა“ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შონბახის განცხადება გერმანიის პოზიციას არ წარმოადგენს. The post გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური: საქართველო მზად არის გახდეს ნატო-ს წევრი, მაგრამ ჭკვიანურია გყავდეს ის წევრად? appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჟურნალისტი მაგდა პოპიაშვილი: „ონის “ლიბრეში” რამდენიმე თანამშრომელს კოვიდი აქვს, რამდენიმეს სიცხე აქვს, მაგრამ სწრაფი ტესტით კოვიდი ჯერ არ დადასტურებიათ. მაღაზია ჩვეულებრივად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ იქ სულ 10 თანამშრომელია და მათგან ნახევარს ან უკვე დადასტურებული აქვს, ან სიმპტომი აქვს, მეორე ნახევარი კი დანარჩენების კონტაქტია. ჰოდა, გამაგებინეთ, ეს ნორმალურია? პასუხისმგებლობა არც თანამშრომლის და არც მომხმარებლის წინაშე არ გვაქვს, ხო? ლიბრე იაფი სუპერმარკეტი – Libre შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office The post „ლიბრეში“ კოვიდინფიცირებულ თანამშრომლებს ამუშავებენ?! – რას წერს ჟურნალისტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power და თელმიკო • Telmico თქვენი დედები მოვტ.. ნ და ზედ ყველასი,ვინც ვალდებულია, რომ 21-ე საუკუნეში შუქი და წყალი არ მქონდეს სანატრელი!!!!! პანდემია ისე გავიარე, ხან შუქი არ მქონდა, ხან წყალი, შესაბამისად-გათბობაც . ახლაც იგივე მჭირს. შაბათს საღამოს!!!!!! სახლში ყოფნა შემაზიზღეს ამ ნაბიჭვრებმა“ The post „თქვენი დედები მოვტ.. ნ!.. სახლში ყოფნა შემაზიზღეს ამ ნაბიჭვრებმა“ – ვის აგინებს ინგა გრიგოლია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი: „ახლა გავიგე რომ ინფექციური და ინტენსიურები კოვიდიანი ბავშვებით გადაჭედილიაო საქართველოშიო და ძალიან ვთხოვ ყველას, პრობლემა ეძებოს მაქ, ადგილზე და არა აცრაში. აქ დავდებ სატატისტიკას გერმანიის სტატისტიკის ბუნდესამტი 20 წლამდე ასაკის და კოვიდთან მიმართებით გარდაცვლილთა რაოდენობა 2წლის ანუ მთელი პანდემიის მანძილზე, ანუ 2020, 2021 და ახლა 2022 წლის 21 იანვრამდე ასეთია მთლიანად ამ პანდემიის მანძილზე გარდაიცვალა 20 წლამდე ასაკის 53 ბავშვი/ახალგაზრდა 2020 წლის სტატისტიკით, ანუ, როცა არ იყო აცრა, გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 27 ბავშვი/ახალგაზრდა ანუ, აცრას არავითარი გავლენა არ მოუხდენია კოვიდით ბავშვთა სიკვდილიანობაზე. ახლა კი მეორე სტატისტიკა 2019 წელს გერმანაიში 20 წლამდე ასაკის ბავშვი/ახალგაზრდა გარდაიცვალა სულ და ერთადერთ წელში 4.430, დიახ ოთხი ათასზე მეტი. პანდემიის 2 წლის მანძილზე გერმანიაში 20 წლამდე ასაკის ბუნებრივი სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 8.800 და აქედან 53 არის დაფიქსირებული, რომ კოვიდ პოზიტიური ტესტი ჰქონდა. რა ჰქონდათ სხვა დაავადების მხრივ ამ ბავშვებს/ახალგაზრდებს, ამას ეს სტატისტიკა არ გვიჩვენებს მიუხედავად ამისა, აბსოლუტური დამაჯერებლობით უნდა ითქვას, რომ კორონა არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვის ან ახალგაზრდის პრობლემას და თუ წარმოადგენს, და თუ ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ადგილობრივად ინფექციის მართვის, ჰიგიენის და რათქმაუნდა ფულის პრობლემაც – ფულის ნაკლებობის კიარა, პირიქით, ფულის კეთების პრობლემა. აი სტატისტიკაც https://de.statista.com/…/todesfaelle-aufgrund-des…/ https://de.statista.com/…/sterbefaelle-in-deutschland…/ The post „თუ საქართველოში ინტენსიურები კორონიანი ბავშვებით გადაჭედილია, ეს არის ადგილობრივი ჯანდაცვის, ჰიგიენის და ფულის კეთების პრობლემა!“ – იაგო ფრანგიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE