
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში წერს: „გააუქმეთ ტესტირება და პანდემია დასრულდება! გუშინ 78 000 ტესტირება ჩატარებულა და ეს სახელმწიფოს 1 მილიონი დოლარი დაუჯდა! ყოველდღე მილიონებს ვყრით იმის გაგებაში, თუ რამდენი ადამიანი გაცივდა!!!“ – წერს ტომარაძე. The post „ყოველდღე მილიონებს ვყრით იმის გაგებაში, თუ რამდენი ადამიანი გაცივდა!!!“ – ზვიად ტომარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია რეზოლუციის პროექტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, განხილვების შემდეგ დღეს დილით ქართულმა ოცნებამ პროექტში ცვლილებები რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიტანა, თუმცა დღევანდელი განხილვის შემდეგ, კვლავ ძველი პროექტი წარადგინა, რის გამოც, ოპოზიცია თანაინიციატორობაზე უარს ამბობს. „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის ტექსტში რუსეთის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის, რის გამოც, ოპოზიცია მათი რეზოლუციის თანაინიციატორი ვერ იქნება. ოპოზიციონერები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ ცალკე რეზოლუცია დააინიციროს. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ კომიტეტებზე განხილვისას „ქართული ოცნების“ რეზოლუციაში ცვლილებების შეტანა მოითხოვონ. „ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ, შემხვედრ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ტექსტს ნახავთ თქვენ და ყველა კითხვაზე, რატომ არ დავუჭირეთ მხარი თანაინიციატორობას, იქ არის პასუხი გაცემული. შესაძლებელია დავაინიციროთ ცალკე, შესაძლებელია კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. The post „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია რეზოლუციის პროექტზე ვერ შეთანხმდნენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
დღეიდან ნებისმიერი ოპოზიციონერი მორალურ უფლებადაც კარგავს უკრაინის თაობაზე ხმა ამოიღოს – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უარს საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით. როგორც ქართველიშვილი განმარტავს, მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია. ,,უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა – საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა. მათ ინტერესებში არც ომის არდაშვება, არც რეგიონული მშვიდობა და უსაფრთხოება – უბრალოდ არ შედის. მათ გეგმებში შედის 2008 წლის აგვისტოს განმეორება – ახალი პროვოკაცია, ახალი აგრესიული რიტორიკა, ახალი საბაბის შექმნა რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციის ბოლომდე მიყვანის მიზნით. საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გატარების გარდა, უკრაინაც და საქართველო მათ რეალურად ფეხებზე კიდიათ, ერთადერთი ძალისხმევა მიმართულია უკრაინისა და საქართველოს ანექსია/ოკუპაციის საბოლოო გაფორმებაზე. ამ პროცესებში 2008 წელს სააკაშვილმა სამაჩაბლო/აფხაზეთის და 2014 წელს მანვე – ყირიმთან მიმართებაში კრემლის კატალიზატორის როლი ითამაშა. დღეიდან ნებისმიერი ოპოზიციონერი მორალურ უფლებადაც კარგავს უკრაინის თაობაზე ხმა ამოიღოს, ან ხელისუფლების მისამართით თითი გაიშვიროს თავისი ფარისევლური აღშფოთებით. მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ახალ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია. და ახალი კატალიზატორების როლის მორგება საკუთარ თავზე – ნაც/ოპოზიციურ ძალებს და მათთან საბოლოოდ აპელირებულ მარგველაშვილსაც, ისტორიის სანაგვეზე მათთვის განკუთვნილი ადგილების კიდევ ერთი გაფორმების ტოლფასი იქნება.’’ – წერს დავით ქართველიშვილი. The post „მათ ძირითად მიზანს – საქართველო ჩაითრიონ ახალ ესკალაციაში, განხორციელება არ უწერია“ – დავით ქართველიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო. ცნობისთვის, საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა. ავიამიმოსვლის შეჩერებას წინ უძღოდა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. pia.ge tia.ge
-
ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს ეხმიანება, რომელშიც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. „ე.ი. რა ხდება, რეზოლუცია არ მოეწონათ ნაცებს, რატომ?იმიტომ, რომ იქ არ წერია ლილიპუტინი, არ იბრიქება სახელმწიფო, არ აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთი შემოიჭრას და რაც მთავარია, ეს დოკუმენტი არ დაგვაკარგინებს 110-ზე მეტ სოფელს და სრულ ოკუპაციაში არ მოგვაქცევს!!! ჩემი ქვეყანა მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, ჩემი ქვეყანა ყოველდღე უმტკიცებს მსოფლიოს, რომ ჩვენი მომავალი გზა არის ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი… საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური… !!! ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს…. ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!! P.S. მადლობა ჩემს პარლამენტს ზემოხსენებული რეზოლუციისათვის“ – წერს ირაკლი ლატარია. The post „ეს დოკუმენტი არ დაგვაკარგინებს 110-ზე მეტ სოფელს და სრულ ოკუპაციაში არ მოგვაქცევს!!!“ – ირაკლი ლატარია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს აფასებს, სადაც რუსეთი და რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის. „უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას თუ იღებ, სადაც ლაპარაკია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დაუშვებლობაზე, სამხედრო აგრესიის საფრთხეზე და ა. შ., ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის ხსენებაზე უარის თქმა იმას ჰგავს, დედის გინების ნაცვლად კეთილებს რომ აგინებ ვინმეს და იმედი გაქვს, ისე ძალიან არ ეწყინებაო….. მოკლედ, სრულიად ელემენტარული ქაჯობაა ეგ და როგორმე აუხსენით ეგ ჩვენი უმრავლეობის ბედოვლათ ლიდერებს, რათა იმათ აუხსნან ვისაც ჯერ არს, რომ პუტინი მასზე ყველა ვარიანტში გაბრაზდება, იმისდა მიუხედავად, იქნება რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ნახსენები თუ არ იქნება. ჰოდა, რახან ხარჯი ნაქნარია, ბარემ ამ უაზრო ტაბუირებასაც შეეშვან…….. ოღონდ თუ მაინც გაჭედეს (გასაგებია რეალურად ვინც ჭედავს ამაზე, მაგრამ მრავლობით რიცხვს ვიხმარ მაინც), რაც პრინციში, მოსალოდნელია, მაშინ ტექსტში (რომელიც მე არ მინახავს და არ ვიცი) თუ ცალსახადაა იდენტიფიცირებული რუსეთისგან მომავალი საფრთხე და ასევე ცალსახადაა უკრაინის მხარდაჭერა გამოხატული, ვფიქრობ, ოპოზიციურმა ფრაქციებმა მაინც უნდა დაუჭირონ მხარი მის მიღებას, რადგან საპარლამენტო ფრაქციების ერთიანი პოზიციის დაფიქსირება ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია. თან ისიც არაა გამორიცხული, რომ ოცნება სპეციალურად აკეთებდეს ამას, რათა მერე იყვიროს, ოპოზიცია დესტრუქციულია, უკრაინა არ ენაღვლება და მხოლოდ რუსეთის პროვოცირება უნდაო და ა. შ. ჩვეულ ქოცურ სტილში…… .მოკლედ, რეზოლუცია არის ყველა ვარიანტში მისაღები, ამდენი გიშრომ-გიწვალიათ ბოლო-ბოლო. მერე კი შეგვიძლია რამდენჯერაც მოგვეხასიათება იმდენჯერ ვაგინოთ ხელისუფლებას ამგვარი სიმხდალისთვის……უფრო ისეთი ტექსტია, ორი მეგრელი რომ ჩხუბობდა 90-იანებში ერთ-ერთ თოქ-შოუში და ერთი ეუბნებოდა მეორეს: ბოდიში მომითხოვია და ნაძირალა ბრძანდებითო……თუმცა, პუტინს ესეც ეწყინება და რა აზრი აქვს ამ უკაცრავად და ქვეშა**იობას, ვერ ვხვდები მართლა……რეზოლუცია კი ყველა ვარიანტში მხარდასაჭერია კენჭისყრის დროს“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბიშვილი. The post „ამ უკაცრავად და ქვეშ***იობას, ვერ ვხვდები მართლა“ – დავით ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელების მიერ მეტროში შშმ პირზე განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას ითხოვს. "უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე. tia.ge
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები, „მეტრომანები“ უქმდება. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სამგზავრო ბარათები სამგზავრო აბონემენტების პარალელურად კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის გადახდის საშუალებად. „სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. „მეტრომანით“ მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას. თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post ცნობილია, უქმდება თუ არა „მეტრომანი“ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს: „ომი არ იქნება, ამასობაში, უკრაინამ უპრეცედენტო სამხედრო დახმარებაც მიიღო და ფინანსურიც. ევროპაც შეფუცხუნდა. ყოჩაღ, დემოკრატებს შტატებში! რას ნიშნავს მაინც ინტელექტუალური მმართველობა სისტემურ სახელმწიფოში. აი, ეს არის რეალ-პოლიტიკა p.s. რაო, მაინც ვოლოგდა გვირჩევნიაო?! p.p.s. საერთო სურათს თუ ვერ ხედავ, დეტალებში აუცილებლად გაიჭედებიო, ძვ. სვანური ანდაზა“ – წერს სოფიო ხორგუანი. The post „ომი არ იქნება, ამასობაში, უკრაინამ უპრეცედენტო სამხედრო დახმარებაც მიიღო და ფინანსურიც“ – სოფიო ხორგუანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას უმხელს ინფორმაციას იმ ნარევის შესახებ, რომელსაც ის იმუნიტეტის გასამყარებლად ამზადებს. "მეგობრებო, მინდა გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი. დაიცავით თავი ყველანაირი ვირუსისგან საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებით. ალოეს ფოთლები მკვეთრი დანით გაჭერით. გახეხეთ ფოთლები გლუვამდე. გამოწურეთ წვენი მიღებული შემადგენლობისგან. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი მიღებული წვენი 4 სუფრის კოვზ თხევად თაფლს და 1 სუფრის კოვზ გაწურულ ლიმონს. მიირთვით დღეში 1 ჩაის კოვზი ჭამის წინ სამი კვირის განმავლობაში. ეს ნარევი მოქმედებს მთელ სხეულზე და აქვს შესანიშნავი ეფექტი. მე ვასმევ ბავშვებს ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს სიჭინავა. tia.ge
-
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „რუსეთი რომ ეხსენებინათ, დაიქცეოდა ქვეყანა??? რუსეთის დამოკიდებულების აღწერა საერთაშორისო სამართლისა თუ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ არ უნდა შეეძლოს 90 წევრიან უმრავლესობას???მოკლედ, ყოველ საღამოს ავლენს ქართული პოლიტიკური კლასი თავის უმდაბლეს დონეს, კატასტროფულ დონეზე არიან დაცემულნი ჩვენი პოლიტიკოსები.ოპოზიცია ყველაფერს რუსეთს აბრალებს, ყველაფერში რუსულ კვალს ხედავს, თავისი წარუმატებლობისა და უნიათობის მიზეზად მხოლოდ რუსეთს მიიჩნევს, წინდებზეც რუსეთს აგინებს, ხელისუფლებას კი მტრის ხსენებისაც ეშინია. რუსეთს “ჩვენ რომ ვიცით იმას” უწოდებენ როდესაც ქვეყანაში რუსეთის საკითხები მამუკა მდინარაძისა და ხათუნა სამნიძის დონეზე ირჩევა, რისი იმედი უნდა გვქონდეს საერთოდ! მხოლოდ უნდა გვეშინოდეს!ქართული პარლამენტი საცოდავია!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე. ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა. The post „ყოველ საღამოს ავლენს ქართული პოლიტიკური კლასი თავის უმდაბლეს დონეს, კატასტროფულ დონეზე არიან დაცემულნი ჩვენი პოლიტიკოსები“ – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. The post ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა გაციებასთან, კოვიდპანდემიასთან და პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "სანამ "ტრიაპკაში" ისუნთქებთ საკუთარ ნახშირორჟანგს და გაიმრავლებთ მიკრობებს, სურდო თქვენი მუდმივი თანამეცხედრე იქნებᲐ! შენადა ცხვირში კიტინმაც მიჩვევა იცის? რას დარბიხართ ამ ტესტებზე, თქვენით ვერ იხოცავთ? ხიხი ბაბა, ხიხი....", - წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქზე. tia.ge
-
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საკმარისი ძალები არ ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს. კულებამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას ნებისმიერ მომენტში დაესხას თავს, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, თუმცა ამ დროისთვის სრული შეტევისთვის საჭირო ძალების მობილიზებას ვერ შეძლებს. „უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზებული რუსი სამხედროების რიცხვი დიდია, ეს საფრთხეს წარმოადგენს – პირდაპირ საფრთხეს უკრაინისთვის. თუმცა, ეს რიცხვი არაა საკმარისი უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის. მათ [რუსებს] ასევე არ აქვთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ხელსაწყო და სისტემა ამგვარი სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დღეში 100-ჯერ გავიმეოროთ, რომ შეჭრა გარდაუვალია, თუმცა ეს არ ცვლის ადგილზე არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, თუ დასავლეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. კულებამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო შეჭრა არაა ერთადერთი საფრთხე რომლის წინაშეც ახლა დგას უკრაინა. „ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დესტაბილიზაციის სცენარს და ეს სცენარი გარდაუვალია, ის უკვე ხორციელდება – პანიკის გავრცელებით, უკრაინის ფინანსურ სისტემაზე წნეხით, უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბედნიერი იქნება, თუ ამ გეგმით მიაღწევს წარმატებას. მას აღარც კი დასჭირდება სამხედრო ძალებისთვის მიმართვა იმისთვის, რომ უკრაინა მოწყვლად პოზიციაში ჩააყენოს. N1 პრიორიტეტი დღეს სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებაა, რომ ვიყოთ რეალისტები მყისიერი საფრთხის შეფასებისას თუმცა იმავდროულად რეალურზე მცირე საფრთხედ არ აღვიქვათ სამხედრო შეჭრის პოტენციალი“ – განაცხადა დმიტრო კულებამ. კრემლი ამ დრომდე უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს და აცხადებს, რომ ნატო-ს მხრიდან უკრაინის დახმარება, მათ შორის იარაღების მიწოდება და სამხედრო წვრთნები, რუსეთისთვის დასავლეთ ფლანგზე საფრთხეებს ზრდის, რაზეც კრემლს რეაქცია ექნება. წყარო The post რუსული ჯარების რიცხვი არაა საკმარისი უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის – დიმიტრი კულება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ გარკვეულ მეტიკამენტებს, რომელიც მას აღარ სჭირდება, გააჩუქებს. "ვისაც გესაჭიროებათ შემდეგი მედიკამენტი: ბეტალოკი ზოკი 50 გმ ფიზიოტენსი 04 მგ ადიპინი 10 მგ კოპლავიქსი 75/100 მგ შემიძლია გადმოგცეთ საჩუქრად. ექიმის მიერ დანიშნულების ცვლილების გამო მაქვს გარკვეული მარაგი", - წერს მირცხულავა. tia.ge
-
გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე ოპოზიციის იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ. ალბათ ამ ზაფხულსაც მწარედ იმედგაცრუებულები დარჩებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს. მათ აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისთვის, რომ ხალხს რამე უკეთესი შესთავაზონ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა. „მეჩვენება, რომ ხალხიც დაიღალა მუდმივად იმის ანალიზით, დღეში რამდენჯერ ჩაიხედა პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკეში, რა აღმოაჩინა, რა გაიფიქრა, რა გააკეთა და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ. ოპოზიცია ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ ჩამოაგდოს ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი. ეს შეიძლება დადგეს 2024 წელს და არა უადრეს. ოპოზიციისთვის შრომის დროა, მუშაობის დროა, დასერიოზულების დროა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა . The post ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და მას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი – თეა წულუკიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის. ამის შესახებ ტვიტერზე გერმანიის თავდაცვის სამინისტრო წერს. თავდაცვის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა დახმარების შესახებ ბუნდესტაგში თავდაცვის კომიტეტს მოახსენა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე გერმანია უკრაინაში იარაღის მიწოდების მომხრე არაა. გერმანიის კანცლერმა 18 იანვარს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, თუმცა დაამატა, რომ შეეცდება დიპლომატიური გზით არ დაუშვას რუსეთის შეჭრა. წყარო The post გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის appeared first on [/url]. ALIA.GE
-
29 წლის ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “დინამო ბათუმში” გააგრძელებს. ელგუჯა ბოლოს ყაზახურ “ტობოლში” თამაშობდა, რომელთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს დაუმთავრდა და ყაზახეთში დარჩენას ბათუმში თამაში არჩია. “დინამოს” სწორედ ფორვარდი სჭირდებოდა და ლობჯანიძე მშვენიერი დანამატია. თავდამხმელი 2017 წელს “დინამოში” ერთხელ უკვე ასპარეზობდა და სწორედ აქედან წავიდა რუსულ “ორენბურგში”. ლობჯანიძეს საქართველოს ნაკრების 10 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. The post ელგუჯა ლობჯანიძე “დინამოში” დაბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
პრეზიდენტი დამნაშავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. ამასთან სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული პირების სახის განზოგადება არ შეიძლება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს. “უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს,”- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. REZONANSI
-
მეტეოროლოგების ცნობით, დღეს, 26 იანვარს, 21 საათიდან გორში ტემპერატრა დაეცემა და მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით. ღამის 1-ლი საათიდან ნავარაუდევია – 4 გრადუსი და ნალექის მატება, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებს, შესაძლოა, ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცეს, მთის ზონის ცალკეულ მონაკვეთებზე კი ნავარაუდევია ინტენსიური თოვა. ღრუბლიანობა, მცირე ნალექი და დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება 27 იანვარსაც. დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება 15-16 სათისთვის. REZONANSI
-
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადების შესახებ განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ამირან გამყრელიძის განცხადება ტესტირებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო სახის იყო. აზარაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ არსებობს და შესაბამისად, არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. „ტესტირებას რაც შეეხება, მან (ამირან გამყრელიძემ) გააკეთა რეკომენდაციის ხასიათის მოწოდება, რადგან „ომიკრონს“ აქვს სწრაფი გადადება და გავრცელება. იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ვიხილავთ, შეიძლება ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება, გადამოწმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. The post ჯანდაცვის მინისტრი გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„რა გააკეთეს ამ პოლიციელებმა – ბავშვი შოკშია”, – ამის შესახებ განცხადება ისნის მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი შშმ პირის დედამ გააკეთა. არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ დაზარალებულს თავის არეში ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, აპირებს, რომ შვილი საავადმყოფოში წაიყვანოს. „რა გააკეთეს ამ პოლიციელებმა. ბავშვი შოკშია. ექიმთან უნდა წავიყვანო ბავშვი აუცილებლად. თავზე რაღაც დაზიანება აქვს. თავი სტკიოდა მერე. ცუდად გახდა“, – განაცხადა დაზარალებულის დედამ. ცნობისთვის, 24 იანვარს ისნის მეტროსადგურზე პატრულ-ინსპექტორი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე იმყოფებოდა მეორე პატრულ-ინსპექტორიც, რომელსაც ფიზიკური ძალადობის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. საქმეზე დაკავებულია ორივე მათგანი. The post „ბავშვი შოკშია“ – პოლიციის მიერ ნაცემი შშმ პირის დედა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პოლიციის მიერ ისნის მეტროსადგურზე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, შშმ პირის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა ადრეც განხორციელებულა. ოჯახი აცხადებს, რომ 2019 წელს არასრულწლოვან შშმ პირზე გამომძიებელმა ირაკლი აბსანძემ ზეწოლა მოახდინა, რათა ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მასზე მშობლები ფიზიკურად ძალადობდნენ. „ეს ოჯახი შეშინებულია, მართლა სტრესის ქვეშ არის. ერთხელ იყო პოლიციაში ჩაყვანილი და ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ამ ბავშვზე. ეს იყო ორი წლის წინ, როდესაც გამომძიებელმა ირაკლი აბსანძემ ზეწოლა მოახდინა ბავშვზე და თავის ოჯახზე შემოუტრიალა ამბავი, თითქოს მამა ან დედა სცემდა. არადა სრული ტყუილი იყო. ისიც კი გამიგია რომ გამომძიებელს ხელიც კი გაურტყია რომ ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომ მამა მასზე ძალადობდა“, – განაცხადა შშმ პირის ახლობელმა. The post ოჯახი ამბობს, რომ ისნის მეტროში ნაცემი შშმ პირი პოლიციის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი ადრეც გამხდარა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo