Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში“ მუშაობს და ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია. „გორის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია „ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში“. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა. გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკაონ სიცრუის ტირაჟირებისგან […] REZONANSI
  2. ემიგრანტი, ვატო გელაშვილი პოსტს აქვეყნებს და ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გერმანიაში მცხოვრები სტუდენტების დანაბარებს გადასცემს. "გახსოვთ ალბათ, 12 წლის ბავშვის გაუპატიურებას ბაბუამისს რომ აბრალებდა რძალი. ეს ამბავი მაშინ ასე გადიოდა ტელესივრცეში: "სად იყო ამ დროს სკოლა, სად იყო პოლიცია, სად იყო სახელმწიფო და მთვარობა”. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვი არ იყო ბაბუისგან ძალადობის მსხვერპლი. ახლა იგივე ტელევიზიები ამ ამბავს ესე აშუქებენ: "პროკურატურას შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ბაბუის საქმე თავზე ჩამოექცა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბაბუას შვილიშვილზე არ უძალადია”. აი, ასეთი ამბები ხდება "გრუზიაში”. მთავრობა პრორუსული, ოპოზიცია სას@@ეთი, ჟურნალისტები ინფო მოძალადეები და ხალხი დაზომბებული. ინგა გრიგოლია – შენთან დამაბარეს ქართველმა სტუდენტებმა გერმანიიდან, მაგ დაბრეჟნევებული, ვითომ პოლიტიკური ელიტის ყურება და მოსმენა არ მოგწყინდა? 2020 წელს რომ კითხვებს უსვამდი და რა პასუხებიც ჰქონდათ, იგივე კითხვებს რომ სვამ 2022 წელსაც და იგივე პასუხები რომ აქვთ, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ პოლიტიკურ ბალასტთან გაქვთ საქმე. ბიძინამ როგორ ჩანს, მარტო ქვეყნის განვითარება კი არ შეაჩერა ,არამედ ყველა განუვითარებელი დატოვა მაგ ქვეყანაში. სულაც არ გვიკვირს, რაც ხდება, თავად უწყობთ ხელსო”, - წერს ემიგრანტი. tia.ge
  3. „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლი, ზურაბ მახარაძე, რომელმაც პარტია "კონსერვატიული მოძრაობა” დაარსა, თავის ტელეკომპანია "ალტ ინფოში” ყველა იმ ადამიანს აკრიტიკებს, რომლებიც უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში და ამბობს, რომ ყველა წავიდეს უკრაინაში, სანგრებში. - ვცდილობ ხოლმე, რომ არ ვიბილწსიტყვაო, მაგრამ ამაზე უნდა ითქვას ახლა – დავაი, ნა@@ი უკრაინაში, სანგრებში, ვისაც ეს პოზიცია გაქვთ, – მიმართა ეთერიდან ზურაბ მახარაძემ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ვითარების ფონზე მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. - ჯერ არ დაწყებული ომის ვეტერანები რომ პატრიოტობთ და უკრაინის საელჩოსთან გეი პერფორმანსებს აწყობთ, ახლა აახვიეთ და წადით აქედან და მერე იტლიკინეთ. შე ჩემისა, დაახვიე, რას დგახარ აქ, ეს ვირიშვილი რომ დგას და პატრიოტობს, დაახვიე! – ამბობს მახარაძის თანაწამყვანი. წყარო tia.ge
  4. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% სწორედ „ომიკრონია“, „ომიკრონის„ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის „ომიკრონი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ომიკრონის“ ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს. დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად უნდა ვიანგარიშოთ 3-4 ჯერ მეტი. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს. ისინი უნდა იყვნენ სახლში! არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ გაქვთ თუ არა და შტამი გაქვთ თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რადგან 90 %-ში ცირკულირებს "ომიკრონის" შტამი ე.ი არის "ომიკრონი" და იყოთ სახლში! დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმის საშუალებით, სიმპტომების მიხედვით მდგომარეობა მართოთ. 90% შემთხვევებში და მეტი ეს ჩაივლის რამდენიმე დღის, 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით. 37-37.5 გრადუსი ტემპერატურით და ოდნავ ყელის ტკივილით. იცით ამ დროს რა უნდა გამოიყენოთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევებიდან, მხოლოდ 1%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ეპიდემიოლოგი საზოგადოებას მოუწოდებს არ აყვნენ პანიკას. „ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული და მათგან ჰოსპიტალიზაცია 16-მდე ადამიანს, 1%-ს დასჭირდა. იქიდან 13 ადამიანი სწრაფადვე გაეწერა, 3 რჩება, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. „ომიკრონით“ დაინფიცირების საშუალო ასაკი 33.7 წელი გვაქვს. რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 18-19%-ის ფარგლებშია 19 წლამდე ბავშვების წილი. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. tia.ge
  5. რუსეთში მომუშავე ქართველმა აგენტმა თემურ ღურწკაიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის. თითქოს ესეთი ფეხბურთელი საერთოდ არ არსებობს, ინტერესი სრულიად დაიკარგა. თუ გაზაფხულზე სიტუაცია არ გამოასწორა, იქნება ისევ ინტერესი მის მიმართ და მისცემენ “რუბინს” 10 მილიონს? “რუბინისთვის” ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაზაფხული იქნება”, – განაცხადა ღურწკაიამ. გავრცელებული ცნობით, ყაზანური გუნდი ხვიჩას ყველა მსურველს 15-დან 20 მილიონამდე ევროს სთხოვდა. კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნახევარში 15 მატჩი გამართა და 1 გოლი და 2 საგოლე პასი განახორციელა. დეკემბერში Transfermartk-მა კვარა 16 მილიონად შეაფასა, როცა მანამდე 18 მილიონად იყო შეფასებული. The post ქართველი აგენტი: “ხვიჩა კვარაცხელია თითქოს არც არსებობს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა Bmg-ის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა. “უპრეცედენტო შემოთავაზება მივიღეთ გემბლინგ კომპანიისგან, უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდნენ სასპონსორო კუთხით. გარდა ფიქსირებული თანხისა, Europebet იღებდა ვალდებულებას კლუბის პოპულარიზაციის და გულშემატკივრის მოყვანის. ბიუჯეტის 25%-ს ავსებდა.” “რეგულირებული რომ უნდა იყოს სათამაშო მიმართულებები, მეც ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი კომუნიკაცია. არ შეიძლება, დაუგეგმავად, ერთი ხელის მოსმით რაღაცეები გააკეთო, თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ამდენი პრობლემა შეიქმნა” “ჩვენ გვქონია მცდელობები სხვა კომპანიებთან ურთიერთობის, იყო ბანკი ჩვენი პარტნიორი. თუმცა ამ ბიუჯეტის მქონე პოტენციურად დამხარჯველი, რასაც რეალურად გემბლინგი სთავაზობს სპორტს, არ არსებობს” “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. The post გიორგი ყიფიანი: “Europebet უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. პანიკის საფუძველი არ არის. სისტემა არის მზად, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება ამტკიცებს, რომ „ომიკრონს“ მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას არ იწვევს. „ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენც ვაკვირდებით, შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, კლინიკურ სექტორში არ გვაქვს [მატება]. მთავარი მიზეზი, რის გამოც რეგულაციების გამკაცრებასა და ახალ შეზღუდვებს იწვევს ჯანდაცვის სექტორი, ეს არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, რასაც დღეს არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარეს აფრიკის ქვეყნებმა, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს და შემდეგ უკვე ბრიტანეთმა. მართვადია ეს ყველაფერი. დღეს მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე […] REZONANSI
  8. ვერძი ნუ ეცდებით საგნების გადაადგილებას; თქვენს მზარდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აქვს უნარი დაგავიწყოთ თქვენი სხეულის მოთხოვნები. თქვენზეა დამოკიდებული, დაიცავთ წონასწორობას და თავიდან აიცილებთ გადაღლილობას თუ პირიქით. თქვენი იღბლიანი ფერია წითელი. პლანეტა მარსი დომინირებს თქვენს ნიშანში, ასე რომ, ციფრები 1, 8 და ასოები ა, ლ და ე იქნება თქვენი მეგზური. კურო თქვენ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება. ეს დღე საკმაოდ ემოციურია, მაგრამ პოზიტიური თვალსაზრისით. დღეს უფრო მეტად გააცნობიერებთ საკუთარ მოთხოვნებს. თქვენ მეტად აკონტროლებთ საკუთარ თავს და სწორ გზაზე ხართ. წარმატებისთვის ატარეთ მუქი ფერები, როგორიცაა ლურჯი. იღბალს მოგიტანთ ნომრებით 2 და 7, ასევე ასოები ბ, ვ და უ. ტყუპები გონივრული იქნება,თქვენს ცხოვრებაში ბალანსის დამყარება სცადოთ. […] REZONANSI
  9. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რაც შეეხება სკოლების მუშაობას, განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები, როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე, სწავლის გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით“, – განაცხადა გაბუნიამ. REZONANSI
  10. ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი “ბოსნია-ჰერცეგოვინაში” წასვლას არ აპირებს და გუნდში რჩება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი ბოსნიის მე-8 ადგილოსან “ველეს მოსტარში” მიდიოდა, თუმცა შემდეგ აღარ დადასტურდა. მარგველაშვილი შეკრებაზე სოლიდურად არ გამოიყურება და გასულ საჩემპიონო სეზონშიც ელიგაში მხოლოდ 9 მატჩი ითამაშა. გარდა ამისა, გულშემატკივარი განსაკუთრებულად დაცვის გაძლიერებას ლეგიონერით თხოვს, თუმცა ბათუმში გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიაძე ვიხილეთ. კარგი მცველები, მაგრამ ნაკლებად მოქნილები. გაგი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის კაპიტანიც იყო. 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში 120-ზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული და კარიერის გაგრძელება უნგრულ “მეზოკოვეშდიში” გადაწყვიტა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად წამოსვლა მოუწია და საქართველოში დაბრუნდა. The post გაგი მარგველაშვილი “დინამოში” რჩება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამასთან, არსებული წახალისების პროგრამა გახანგრძლივდება ერთი თვით. “50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით”, – თქვა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ. არსებული წახალისების პროგრამით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 50+ ასაკის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ. 25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 8 634 აცრა ჩატარდა. The post ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50+ მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს მობილიზებული საწოლფონდის, ასევე, ბავშვების საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება.როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური ზრდა.„დღევანდელი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის „ომიკრონის“ ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283. როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია […] REZONANSI
  13. ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები 100 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.ამასთან, არსებული წახალისების პროგრამა, გახანგრძლივდება ერთი თვით.”50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით”, – თქვა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ.არსებული წახალისების პროგრამით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემთხვევაში 50+ ასაკის ადამიანები 200 ლარს მიიღებენ.25 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ​კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ბოლო 24 საათში 8 634 აცრა ჩატარდა. REZONANSI
  14. საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 74 200 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო 7 დღის – 18,01%. დღიურად 8 634 აიცრა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 14 774 ადამიანია გარდაცვლილი. The post 24 საათში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 075 154. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 14.15% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.01%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 972 745. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების […] REZONANSI
  16. ისნის მეტროსადგურზე პოლიციის მიერ შშმ პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების მიმდინარეობის შესახებ განცხადება გაკეთდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ „ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. „ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, – განაცხადეს უწყებაში. dailyinfo
  17. შშმ პირის მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები დააკავეს, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გააკეთეს. მათივე განმარტებით, ერთ პატრულ-ინსპექტორს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ხოლო მეორეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.“, – განაცხადეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. dailyinfo
  18. მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიციატივას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, არანაირ პატიმრობას არ იღებს, მათ შორის შინაპატიმრობას. „ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალ–ღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს. ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე”, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. The post ეთანხმება თუ არა მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  19. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დაკავებულია შსს-ს 2 თანამშრომელი. მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს. მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო. „დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები. ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია. გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან. მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით,“- განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა. The post შშმ პირის ცემის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად ამერიკაში, კერძოდ ,,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწრთვნელ ცენტრში’’ მუშაობს. ეს ცენტრი ნიუ-იორკიდან 71 მილის დაშორებით ნიუ-ჯერსიში მდებარეობს. როგორც ჭიდაობის სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ აფიშიდან ირკვევა, ხინჩეგაშვილი ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია. ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, პრაქტიკოს-მასწავლებლის ფუნქციებს დღესაც აგრძელებს. ამერიკაში ბოლო ვიზიტი მას 2022 წლის 11-17 იანვრის პერიოდში ჰქონდა. ჩვენს მიერ მოპოვებული აფიშით ირკვევა, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საწვრთნელი ვარჯიშები სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბერშიც ჩაატარა. კერძოდ, 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ აფიშაზე აღნიშნულია, რომ იმ დღით ერთ-ერთი ტურნირის მონაწილეებს წვრთნები შეეძლოთ გაევლოთ აფიშაზე გამოსახულ ცნობილ სპორტსმენებთან. იმყოფებოდა თუ არა ნიუ-იორკში 2021 წლის 16 ნოემბერს (თბილისის დროით – 17 ნოემბერი)? ამის დამამტკიცებელი სხვა საბუთი, გარდა აფიშისა, არ მოგვეპოვება. შესყიდვების ვებ-გვერდზე 2021 წლის 17 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე არც ერთი დოკუმენტია გამოქვეყნებული, სადაც ხელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აწერს. ამ ვებ-გვერდის მიხედვით, გორის მერმა ,,კაფე 22’’-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას 2021 წლის 16 ნოემბერს (ნიუ-იორკის დროით 15 ნოემბერს) მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, მისი ხელმოწერის კვალი 22 ნოემბრამდე არ ჩანს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუშაობას, გორის მერის რანგში, 2021 წლის 29 ოქტომბრეს შეუდგა. თუკი აფიშას დავუჯრებეთ, ის ნიუ-იორკში 16 ნოემბერს (თბილისის დროით 17 ნოემბერს) იმყოფებოდა. თუმცა, ამის დამამტკიცებელი სხვა საბუთი არ გვაქვს. რაც შეეხება 2022 წლის იანვრის შვებულებას, აქ საქართველში მისი არყოფნა სწორედ დოკუმენტების მეშვეობით დამტკიცდა. ბოლო დოკუმენტს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2022 წლის 5 იანვარს მოაწერა ხელი. 11 იანვრიდან კი მერის მოვალეობის რანგში მისი პირველი მოადგილე გამოჩნდა. ის, რომ 2022 წლის იანვრის შვებულება გორის მერმა ამერიკაში გაატარა, პირადად არც დაუმალავს. მან ფოტო ინსტაგრამზე დაბრუნების შემდეგ 21 იანვარს გამოაქვეყნა. ფოტოზე ნიუ-ჯერსის სანაპიროდან გადაღებული ნიუ-იორკი ჩანს. რაც შეეხება გორის მერიას, აქ დღემდე განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რა მიზნით იმყოფებოდა გორის მერი ამერიკაში არჩევიდან სულ რაღაც 2 თვეში. ,,ნიუ-იორკის ჭიდაობის რეგიონალური ცენტრი’’ 2017 წელს დააფუძნა უკრაინელმა სპორტსმენმა – ვალნტინ კილინკამ. მსგავსი სკოლა კლინიკას უკრაინაშიც აქვს გახსნილი. ლადო ხინჩეგაშვილი უკრაინის სკოლის ხშირი სტუმარიცაა. ნიუ-იორკის ჭიდაობის სკოლაში საქართველოდანაც ხშირად მიდიან, მათ შორის გორიდან. მაგალითად, ამ სკოლაში გაიარეს ტრენინგები – გორის სპორტის სკოლის წარმომადგენელებმა – დათო ტლაშაძემ, ბექა ბუჯიაშვილმა და სხვებმა. ამჟამად, ამ სკოლაში ავთანდილ კეჭაღმაძე მუშაობს. ოფიციალური საიტიდან ირკვევა, რომ ნიუ-იორკის სკოლის მოსწავლეები საქართველოშიც ხშირად ჩადიან, კერძოდ სკოლის დამფუძნებელმა გორში საზაფხულო ბანაკი ჩამოაყალიბა, სადაც ამერიკელი სპორტსმენები გორელ თანატოლებთან ერთად ვარჯიშობენ. მერად არჩევამდე ამ პროცესს გორში ლადო ხინჩეგაშვილი კურირებდა. წყარო tia.ge
  21. ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსის პოსტიდან მოხსნეს და თბილისში გადმოიყვანეს. მთავარი არხისთვის ცნობილი ხდება, რომ ის თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. მის ადგილას კი გრიგოლ ბესელია დანიშნეს. გალდავას სახელს უკავშირდება ბადრი ესებუას საქმე, სწორედ ის ხელმძღვანელობდა “საქართველოს ბანკში” მიმდინარე სპეცოპერაციას. როცა თავდამსხმელმა შენობა მძევლებთან ერთად დატოვა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ გალდავა იყო, რომელიც ესებუას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა. ასევე, სწორედ მან მიუტანა ესებუას ნახევარი მილიონი. The post აჭარის პოლიციის უფროსის პოსტიდან მოხსნილი გალდავა თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. მის ადგილას კი გრიგოლ ბესელია დანიშნეს?! appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. ძალადობის მსხვერპლი მოზარდი იდენტიფიცირებულია. „ყრუთა კავშირის" ინფორმაციით, ეს 17 წლამდე ახალგაზრდაა, რომელიც უბინაოა და ქუჩაში ცხოვრობს. კავშირის პრეზიდენტი, მაია მეტონიძე აცხადებს, რომ 17 წლის ლევან ა.-ს პრობლემები სამართალდამცველებათან ადრეც ჰქონია. „ეს ახალგაზრდა არის 17 წლის ლევან ა., ის უფრო მეტყველ პირებთან მეგობრობს. მათთან ერთად მოძრაობს, სახლი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს. მას პრობლემები ჰქონდა სამართლებრივ ასპექტში, თავშესაფარში იყო და გამოიქცა“, - განაცხადა მეტონიძემ „ტვ პირველთან“. tia.ge
  23. “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, სამგორის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. უბნების ჩამონათვალი: სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, თრიალეთის, ჯავახეთისა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. The post თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები. ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია. გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, – განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა. tia.ge
  25. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დაკავებულია შსს-ს 2 თანამშრომელი. მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. „დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც […] REZONANSI
×
×
  • შექმენი...