Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მსახიობი ბესო ზანგური ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ბოლოდროინდელ სკანდალს ეხმაურება და ჩოგბურთელს სოლიდარობას უცხადებს. "ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბულინგი და ცილისწამება არანაკლები ძალადობაა…ის, რასაც დღეს "Tv-pirveli" სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უკეთებს ნიკას, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც შესაძლოა, 115-ე მუხლი აამოქმედოს "ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა. ამიტომ მასთანაც და ჩემს შემთხვევაში ფრთხილად კომენტარებში. სულ ესაა", - წერს მსახიობი. tia.ge
  2. “ალიას” ესაუბრება 48 წლის მაია ყელბერაშვილი, რომელსაც ფილტვების 75 პროცენტი დაუზიანდა. მაია ყელბერაშვილი: თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრებს დაუდგინათ კორონავირუსის. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. მეშინოდა, რომ ჩემ მეუღლეს გაურთულდებოდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ შესაძლოა, არც ისე სუსტი ფორმით გადამეტანა ვირუსი, კიდევ მეტად დავიწყე ნერვიულობა. სამწუხაროდ, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საავადმყოფოების მიმართ. არ მაქვს არც ერთი ქრონიკული დაავადება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორედ ნერვიულობის გამო მომერია ვირუსი ასე. მოგვიანებით გამირთულდა სუნთქვა. რომ არა სუნთქვის პრობლემა, არ მინდოდა კლინიკაში გადასვლა, ძალიან მეშინოდა საავადმყოფოში გადაყვანის. არ დავმალავ, ბევრ საავადმყოფოზე ძალიან ბევრი ცუდი ისტორია მაქვს მოსმენილი. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ სწორედ “ნიუ ჰოსპიტალსში”მოვხვდი. მისვლიდან ძალიან მალე, მომეხსნა დაძაბულობა და ნერვიულობა. ავადმყოფი იმასაც კი აკვირდება, როგორ ექცევიან სხვა პაციენტებს ექიმები, ექთნები და სანიტრები. ყველა პაციენტი მოვლილი იყო და ყოველ ჩვენ კითხვას პასუხობდა პერსონალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მკურნალ ექიმს, ანა ერაძეს. 8 დღე დავყავი კლინიკაში და რვავე დღე პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ჩემთანაც და რასაც ვხედავდი, სხვა პაციენტებთანაც. წამით არ მიგრძვნია თავი უყურადღებოდ, დაწვრილებით მეკითხებოდა ყოველ სიმპტომზე, შეგრძნებებზე. პანდემიამდე, ალბათ, ამ 8 დღიდან, ერთი დღე მაინც დაისვენებდა, როგორც ჩანს, ახლა ძალიან იშვიათად აძლევენ დასვენების უფლებას თავს ჩვენი ექიმები. კლინიკაში შეყვანის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული ვიყავი, თუმცა, მეორე დღიდან უკვე სიმსუბუქე ვიგრძენი და მეხუთე დღიდან კი – შვება. ფილტვების 75 პროცენტი დაზიანებული მქონდა და მართლა სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. მკურნალობა რომ არ დამეწყო “ნიუს ჰოსპიტალსში”, ფიქრიც არ მინდა იმაზე, რა მომივიდოდა. ჩემი აზრით, გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თეთრეული მუდამ იცვლებოდა, სისუფთავეს ზედმიწევნით კარგად იცავდნენ. ექიმზე რომ აღარაფერი ვთქვა, ყველა ექთანი თბილად და ყურადღებით გვპასუხობდა. ამანაც განაპირობა, რომ ნერვიულობა მომეხსნა, დავმშვიდდი და ჩემმა გონებამ ანდო ჩემი ჯანმრთელობა ექიმებს – შედეგად, 8 დღიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ, სახლში დავბრუნდი. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ექიმის და კლინიკის. მათ, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეს, რწმენა დამიბრუნეს ექიმების და საავადმყოფოების და შეიძლება ითქვას, ჩემი შიში კლინიკებისადმი აშკარად შემცირდა. და ბოლოს, მინდა ყველას, ვინც საკუთარი თავი ამოიცნო, როცა ამ წერილს კითხულობდა, ვუთხრა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას. მინდა ვურჩიო მათ, არ ინერვიულოთ, მესმის, რთულია, მაგრამ სცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დროულად მიმართოთ ექიმს. The post “ფილტვების 75 პროცენტი დაზიანებული მქონდა და მართლა სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს” – ერთი პაციენტის ისტორია appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე დიდმა ბირიტანეთმა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების გაწვევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდება. რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-რუსეთის საბჭოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ლიზ ტრასმა რუსეთის აგრესიული და დესტაბილიზებული ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობა მიუღებელია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი თავისი ბოლოდროინდელი ქმედებებით არღვევს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო უკრაინაში სამხედრო შეჭრა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მინისტრის ცნობით, დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები გაერთიანებულები არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ეწინააღმდეგებიან კრემლის მუქარის შემცველ ქცევას. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა დეესკალაცია და მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩართვაა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინაში არ იმოგზაურონ და ქვეყანა დატოვონ. უსაფრთხოების პირობები განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია უკრაინის საზღვრებთან. The post დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან დიპლომატების გაწვევა დაიწყო appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. "ავადმყოფი ბავშვის დედამ რონალდუს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ შვილისთვის მისი მაისური უნდოდა მისივე ხელმოწერით, რათა შემდეგ ის გაეყიდა და ბავშვისთვის სამკურნალო ფული შეეგროვებინა.. რონალდუმ კი ეს გააკეთა" View the full article
  5. რატომ არ შეხვდა შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს? – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველ ინტერვიუს ჩაშლილ ვიზიტზე “პირველებს” აძლევს და ევროპელ პოლიტიკოსებს სიიცრუეში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ევროპარლამენტარებისთვის მოუცლელობის გამო შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. “ქართული ოცნების” ლიდერი ბრიუსელისგან სრული კომუნიკაციის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც მათსა და პარლამენტის სპიკერატს შორის მიმდინარეობდა და რომელიც სწორედ აღნიშნული დიალოგის გამართვას შეეხებოდა. ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს წამოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის, ამიტომ საჭიროა, ეს შეთანხმებები შედგეს მანამ სანამ იქნება სხვა ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკიაცია ჰქონდა მათ შორის ამ ჯგუფსაც”- თქვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ვიდრე ევროპარლამენტარებთან დიალოგი დაიწყებოდა, მისი თხოვნა იყო, გამართულიყო შეხვედრა, სადაც ფორმატი შეთანხმებოდა და ამის შემდეგ დაწყებულიყო დიალოგის პროცესი. როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების ჯგუფს”- დასძინა შალვა პაპუაშვილმა. მისივე მტკიცებით, მოუცლელობა ამ ვიზიტის ჩაშლის მიზეზი არ ყოფილა. რა თქმა უნდა მიზეზი ეს (მოუცლელობა) არ ყოფილა… განმარტებები თვითონ კაბინეტმა გააკეთა. საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია. პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჟან მონეს დიალოგში” – აღნიშნა მან. წყარო The post „რა თქმა უნდა მიზეზი მოუცლელობა არ ყოფილა“ – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს სიცრუეში ადანაშაულებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია „ჭრელო პეპელასავით“ არიან, პარლამენტში ხან შემოდიან, ხან არა. ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა პარლამენტში თუნდაც, თავიანთი ამომრჩევლის ინტერესების გატარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში თუ ჩაერთვება, მათი ჭკვიანური აზრი ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი. „ჩამოყალიბდნენ, საერთოდ რა უნდათ. მათი ინიციატივა, რაც ახლოს იყო სიჭკვიანესთან, გავიდა, მათ შორის თვითმმართველობაში. არავინ ბლოკავს, ოღონდ მუშაობა უნდოდეთ. ჩაერთონ პროცესებში და ჭკვიანური აზრი ყოველთვის იქნება გაზიარებული, მხარდაჭერილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. The post „ჭრელო პეპელასავით“ არიან, ხან შემოდიან, ხან არა – ზარქუა ოპოზიციაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. ერთი სული აქვთ როდის ჩაითრევენ ქვეყანას რაიმე ახალ დაპირისპირებაში – მუსიკოსი ზაზაკევლიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის დამოკიდებულებაზე წერს: „რასაც თვალს ვადევნებ, უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის მხრიდან დახმარების მოთხოვნით ყველაზე ხშირად ნაცმოძრაობის თითიდან გამოწოვილი ურაპატრიოტები გამოხტებიან ხოლმე. საკუთარი დაკარგული ტერიტორიები უკვე მოინელეს და ერთი სული აქვთ როდის ჩაითრევენ ქვეყანას რაიმე ახალ დაპირისპირებაში. წაგებული ომის ზეიმი და ამავე ომზე ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში კობა ნაყოფიას გადაყრილი ფულები არის ამათი საიმიჯო სახე. ასე ესმით პატრიოტიზმი ამ იდიოტებს“ – წერს კევლიშვილი. The post „ასე ესმით პატრიოტიზმი ამ იდიოტებს“ – მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ოჰო, საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ეს ჩვენი ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ: არიქა, უკრაინა რუსეთის, უფრო სწორედ რუსეთისა აშშ-სა და დასავლეთის დაპირისპირებაზე აქვთ აზრები თურმე. აზრებიცაა და აზრებიც, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა "წარმატებით" იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ... 152 სოფელი დაკარგეს( თუმცა მათმა ბელადმა სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა), შემდეგ 20 % ოკუპაცია. ასე, რომ რადიკალების, ნაციონალების ყალბი გულისტკივილი მშვიდობის მისამართით ცოტა არ იყოს და ამორალურია. თან თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენჯერ აქვთ ნათამაშები რუსული სცენარი მათი ამ გამოწვევაში მონაწილეობა შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი. tia.ge
  9. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მსგავსად, უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს. როგორც ბორელმა თქვა, სიტუაციის “დრამატიზება საჭირო არ არის”, ვინაიდან რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. “ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, რადგან არ ვიცით რაიმე კონკრეტული მიზეზები. მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვაცნობებს. არ ვფიქრობ რომ სიტუაციის დრამატიზება უნდა მოვახდინოთ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვერ ვხედავ უკრაინის დატოვების მიზეზს, შესაძლოა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მეტი ინფორმაცია აქვს და თუ ასეა, გაგვაცნობს”,-თქვა მან. The post „ვერ ვხედავ უკრაინის დატოვების მიზეზს“ – ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას არ გეგმავს appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. მომღერალი, ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში სანატორიუმში “ქართლი” მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. “მთელი გულით ვიზიარებ -სანატორიუმ ქართლის – ზურაბ ქირიას გარდაცვალების გამო, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როდესაც სანატორიუმის ფანჯრებიდან 30 წელი უყურებ შენს ირგვლივ თუ როგორ შენდება ათასობით კორპუსები,თან იმდენი რომ სუნთქვაც კი შეუძლებელია… 30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავდ ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა. და ვინმეს გონია რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო?!!! ყველას მოეთხოვება!!!”, – წერს ქათამაძე. tia.ge
  11. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. The post სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. "კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც უკრაინაში თავდაცვის ძალებში ქალთა გაძლიერებას ეხმაურება და საქართველოსთან ავლებს პარალელს. "ჩვენთან პარტია „გირჩი“ (ორივე გირჩს ვგულისხმობ - ყველას, ძველსაც და ახალსაც ) 40000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს (ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში) საკუთარი - შინაური „დედაოს და მამაოს“ კურთხევით და უკრაინაში კი 50 000 უკრაინელი ქალი სამშობლოს იცავს! ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენთან უკუღმაა ყველაფერი. სამაგიეროდ ჩვენთან (ეს უკვე გირჩს არ ეხება) პოლიციით ზურგგამაგრებული „მამიკოს ბიჭუნები“ გიენებივით-ტურებივით ჯგუფურად თავს ესხმიან ერთ ადამიანს და უსწორდებიან. ჩემს ბავშვობაშიც და ახლაც ერთი სახელი აქვთ ამ ტიპის "ზურგგამაგრებულებს“ ისინი სამშობლოს ნაღდად არ და ვერ დაიცავენ, აი, მათ კი ამ "მამიკოს ბიჭუნებს“ "იცავს“ პოლიცია და რუსეთზე მომუშავე სუსი“, - წერს თაკო ჩარკვიანი. tia.ge
  13. ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვონ სამსახური საკუთარი პროფესიით. ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა. ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს. პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე, დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ. ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. მე და ჩემ ქართველ “კოლეგებს” არ გაგვიმართლა ამ მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა – შოუბიზნესის. ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო, ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული. არც ახლა მილხინს – დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში. მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი. რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქეთში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება. მაგრამ ეს ხომ საქართველოა. ჰოდა, შეეშვით მორალის კითხვას – ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ. სხვა გზა არაა! და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი. ეძებეთ მიზეზი – რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი. იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო. მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს – შეგვეშვით. უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ. ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება. 43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის. და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას. დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ. ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე. არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2×2-იც არ ესმის.თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად!დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი.წარმატებულ კვირას გისურვებთ – ყველა კარგ საქმეში.” The post მორალს ნუ გვიკითხავთ.. ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული – ნიკა ქავთარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. „პრაიმთაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის საქმის მასალები, მათ შორისაა სატელეფონო საუბარი, საქართველოს პირველ ჩოგანსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის. View the full article
  15. მომღერალი, ნინო ქათამაძე სანატორიუმში “ქართლი” მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მთელი გულით ვიზიარებ -სანატორიუმ ქართლის – ზურაბ ქირიას გარდაცვალების გამო, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როდესაც სანატორიუმის ფანჯრებიდან 30 წელი უყურებ შენს ირგვლივ თუ როგორ შენდება ათასობით კორპუსები,თან იმდენი რომ სუნთქვაც კი შეუძლებელია… 30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავდ ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა. და ვინმეს გონია რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო?!!! ყველას მოეთხოვება!!!”, – წერს ქათამაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე. mix.metronome.ge The post „ვინმეს გონია რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო? ყველას მოეთხოვება!!!“ – ნინო ქათამაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. ფრანგი დიზაინერი ტეირი მუგლერი (Thierry Mugler) 73 წლისა გარდაიცვალა, – ამის შესახებ BBC წერს. მუგლერის მიერ შექმნილ სამოსს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ვარსკვლავი ატარებდა, მათ შორის – დევიდ ბოუი, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი და ლეიდი გაგა. მისი შექმნილი დიზაინით შექმნილი სამოსით მაყურებლის წინაშე არაერთხელ წარმდგარა ბიონსე, მიუგლერის შექმნილი ცნობილი კაბა ეცვა კიმ კარდაშიანს 2019 წლის Met Gala-ზე. მისი ბრენდი ცნობილი გახდა ისეთი სუნამოებით Angel-ი და Alien-ი. მუგლერი 1948 წელს, სტრასბურგში დაიბადა. 14 წლისა Ballet du Rhin-ში ცეკვავდა. 1970-იან წლებში პარიზში თავისი პირველი ბუტიკი გახსნა. The post ფრანგი დიზაინერი ტიერი მუგლერი გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში, სადაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარების შესახებ წერს. "პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება. შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას. დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს, რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. tia.ge
  18. პარლამენტში ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაასრულეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა პროექტის ინიცირება და შემდგომ სასესიო კვირას ერთობლივი მხარდაჭერით მიღება შეძლონ. “ვითხოვთ “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების იმისთვის, რომ აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ზომები და ასევე კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე ჩვენ გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად”, – თქვა თეონა აქუბარდიამ. გარდა რეზოლუციისა, ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო კომიტეტთან. ხატია დაკანოიძის თქმით, საგარეო კომიტეტზე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა მივიდნენ, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებენ. “აუცილებელია უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი, უმრავლესობის და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პარალელურად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს”, – თქვა დეკანოიძემ. დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ უახლოეს დღეებში უნდა შეთანხმდეს 2 რეზოლუციის ტექსტი – უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. მისი თქმით, ნათელი უნდა გახდეს ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება. The post ერთობლივი ვიზიტი კიევში – ოპოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. მსახიობი, ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ ადამიანებს მიმათავს, ვინც სხვისი საქმიანობის კრიტიკით არიან დაკავებულნი მაშინ, როდესაც თავად არაფერს ქმნიან. "ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვონ სამსახური საკუთარი პროფესიით. ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა. ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს. პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე, დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ. ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. მე და ჩემ ქართველ “კოლეგებს” არ გაგვიმართლა ამ მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა - შოუბიზნესის. ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო, ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული. არც ახლა მილხინს - დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში. მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი. რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქეთში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება. მაგრამ ეს ხომ საქართველოა. ჰოდა, შეეშვით მორალის კითხვას - ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ. სხვა გზა არაა! და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი. ეძებეთ მიზეზი - რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი. იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო. მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს - შეგვეშვით. უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ. ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება. 43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის. და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას. დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ. ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე. არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2x2-იც არ ესმის.თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად!დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი.წარმატებულ კვირას გისურვებთ - ყველა კარგ საქმეში", - წერს მსახიობი. tia.ge
  20. საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით. ამასთან, განცხადება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება; მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით. განცხადებაზე ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს „მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით“. „საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე. მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post „რეფორმების ჯგუფი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. ამერიკაში UFC-ის მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და ზვიად ლაზიშვილი ილია თოფურიას შეხვდნენ და როგორც დვალიშვილი წერს, თოფურია ჯანმრთელად არის და შემდეგი ბრძოლისთვის ემზადება. აქვე, ბიჭები ევლოევთან დაპირისპირების თემას შეეხნენ. “მთავარია ჯანზე ხარ და გელოდებით, ევლოევს როდის დაუნგრევ თავს” – დვალიშვილი “გავაძრობ თავს” – თოფურია მოსალოდნელია, რომ მარტში UFC ლონდონზე ევლოევი – თოფურია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. View this post on Instagram A post shared by MERAB DVALISHVILI-THE MACHINE (@merab.dvalishvili) The post “გავაძრობ თავს” – ილია თოფურია ევლოევზე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა. „ჩვენ უკრაინასთან მიმართებით მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ, რაც არაერთხელ გაკეთებულა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს. არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშირისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორიო ასპარეზზე. ყოველგვარი ოკუპაცია მიუღებელია. მიუღებელია და ვგმობთ მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. The post უკრაინასთან მიმართებით მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ.. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს – ირაკლი ზარქუა appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. 25-26 იანვარს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25 იანვრის 23:00 სთ-დან 26 იანვრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკის-თბილისი, ხოლო 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისის-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის სენაკის-თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისის-სენაკი მიმართულებაზე და თბილისის-სენაკი მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის […] REZONANSI
  24. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არსებული ეპიდვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი მიმართულებით”, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიჰყვება. შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებასა და ბუსტერ დოზის დამატებას. დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი და ეპიდვითარების ამსახველ გრაფიკს აქვეყნებს. The post „შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი“ – ბიინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაცემას “პოსტ-ფაქტუმი” აღარ გაუძღვება. ამის შესახებ გაბუნია ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. “გაბულოგი #77 – სექტემბერი, 2021 წელი რამდენიმე დღეში გავა ზუსტად ორი წელი მას შემდეგ, რაც “მთავარ არხზე” პირველი “პოსტ-ფაქტუმი” წავიყვანე. მანამდე ორწელიწად-ნახევარი მიმყავდა “პოსტ-სკრიპტუმი” “რუსთავი 2”-ზე ანუ, თითქმის, ხუთი წელია, რაც ამ ყველასგან გამორჩეულ გუნდთან ერთად ვმუშაობ. ხუთი წლის შემდეგ ვთვლი და, უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. ამდენი წლის შემდეგ ცვლილებაა საჭირო, ისევე, როგორც ყველაფერში – ცალკე ჩემთვის და ცალკე გადაცემისთვის. არასწორად არ გაიგოთ – „მთავარი არხიდან“ არ მივდივარ; ეკრანზე აღარ გამოვჩნდები, უბრალოდ, თორემ აქ საქმე კადრს მიღმაც უამრავია. როდისმე, ალბათ, დავბრუნდები სხვა გადაცემით; ან არ დავბრუნდები… ჯერ არ ვიცი. ჩემი გადაწყვეტილება მომავალი არჩევნების შედეგებზე არანაირად არ იქნება დამოკიდებული – აგერ, ხომ ხედავთ, ახლავე ვამბობ, რომ წავალ, როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები. არადა ვინ იფიქრებდა?… 2006 წელს „მაესტროდან“ „რუსთავი 2“-ზე რომ გადავედი, ერთი გადაცემის, „ბიზნეს-კურიერის“ რიგით გრაფიკოსად დავიწყე მუშაობა, მაგრამ თან ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი და ძალიან მინდოდა „პოსტ-სკრიპტუმში“ მუშაობის დაწყება. ერთ-ერთ იქაურ ჟურნალისტს ვთხოვე კიდეც, ეკითხა პროდიუსერებისთვის, თუ არსებობდა შანსი, რომ „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდის წევრი გავმხდარიყავი. არ ვიცი, მივიდა თუ არა საერთოდ ეს ამბავი პროდიუსერებამდე… იმიტომ, რომ ჩემთვის აღარავის არაფერი უთქვამს და მეც აღარ ამომიღია ხმა. მალევე მივხვდი, როგორი მიამიტური იყო მაშინ ჩემი წარმოდგენა, რომ „ბიზნეს-კურიერის“ დანჯღანულ, ფერადთმიან, უკუღმაშარვალამოცმულ, ყურებდახვრეტილ გრაფიკოსს – თანაც სათანადო ჟურნალისტური გამოცდილების გარეშე – „პოსტ-სკრიპტუმის“ თუნდაც რიგით კორესპონდენტად მიმიღებდნენ. და იმ დროს ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, რომ მე როდისმე ჯერ „კურიერის“, შემდეგ არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუ „არჩევანის“ და ბოლოს სწორედ „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანი გავხდებოდი, ხომ არც დავიჯერებდი და მაგრადაც დავცინებდი. ახლა კი საკუთარი ნებით მივდივარ და ვტოვებ გადაცემას, რომელში მოხვედრასაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამაოდ ვცდილობდი. ამ ჟურნალისტებთან, ოპერატორებთან, პროდიუსერებთან მუშაობა დიდი პატივია არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით, არამედ სუფთა ადამიანური კუთხითაც. სტანდარტების და გემოვნების საკითხში მათ ბევრი ვერ შეედრება; ჩემი გამოხტომები ყველაზე მეტად მათთვის იყო მიუღებელი, მაგრამ ყოველთვის გაგებით და მოთმინებით მიღებდნენ – როგორც ოჯახის წევრს რომ პატიობ წარმოუდგენელ დანაშაულსაც კი და ცდილობ, ფრთხილად მისცე შენიშვნა; ისე, რომ არ აწყენინო – ასე იქცეოდნენ ჩემთან მიმართებით ეს ადამიანები ყოველთვის. პუტინი რომ საფლავში ჩავდე, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ელი თუ სხვა კოლეგები სოციალურ ქსელებში ღიად მგმობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემს გაკრიტიკებას და ჩემგან გამიჯვნას, როდესაც ზოგიერთი მათგანი დირექტორის კაბინეტში სამსახურიდან ჩემს დაუყოვნებლივ გაგდებას მოითხოვდა, ზუსტად ისე, როგორც ხელისუფლების წაქეზებით გარეთ შეკრებილი გააფთრებული ხალხი, მაშინაც ეს გუნდი ჩემს გვერდით დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლიდან ყველაზე მიუღებელი ჩემი საქციელი, შესაძლოა, სწორედ მათთვის იყო. მაგრამ მათ გამიგეს და დაინახეს, რა ვითარება იყო ირგვლივ და რა სახიფათო მდგომარეობაში აღმოვჩნდი პირადად მეც. ამიტომ იმ მომენტში არცერთ მათგანს აზრადაც კი არ მოსვლია ჩემთან დაპირისპირება, ან საყვედურის თქმაც კი, საჯარო პოსტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… ვიცი, რომ ისინი ახლაც გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას წასვლის თაობაზე. მათ ბევრად უფრო მეტი იციან – თქვენთან ყველაფერს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი… მაგრამ ჯერ მე ისევ აქ ვარ – არჩევნების ორომტრიალის დასრულებამდე არსად მივდივარ, რამდენიმე გადაცემა კიდევ დამრჩა წასაყვანი. ნეტავ, ის გამაგებინა, „ქართულ ოცნებაში“ როდის მიხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა? მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის “პოსტ-ფაქტუმი”. თქვენ ხართ მთავარი”, – წერს გაბუნია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე. The post „მივდივარ და ვტოვებ გადაცემას, რომელში მოხვედრასაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამაოდ ვცდილობდი“ – გიორგი გაბუნია appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...