Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. მსოფლიოს ნ1 ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ მონტენეგროში სერბულ მონასტერს ეწვია და მოილოცა წმინდა ბასილისის წმინდა ნაწილები და მონტენეგროს მიტროპოლიტს ესაუბრა. ნოვაკის მწვრთნელის განცხადებით, ჯოკოვიჩს მენტალურად საკმაოდ გაუჭირდა და გადაწყვიტა, ტაძარი მოენახულებინა. ნოლე ავსტრალიიდან რამდენიმე დღის წინ დაადეპორტეს, მას შემდეგ, რაც საზღვრის გადაკვეთა აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე სცადა. მან ავსტრალიის მთავრობას სასამართლო ერთხელ მოუგო, მაგრამ ჯერ ემიგრაციის მინისტრმა ქვეყანაში არ შეუშვა, შემდეგ კი მეორედ გასაჩივრებული სასამართლომ არ დაუკმაყოფილა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/0RU8ZK_61eaea6143faa3_10221929-tmb-720x411xfill1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/sE7U5R_61eaea985cd150_965104361.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/nol.jpg The post ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ სერბულ მონასტერს ეწვია (ფოტოები) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. როგორ გამოეხმაურა ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ამბავს View the full article
  3. ვერძი სტუდენტებს შეიძლება შეექმნათ გარკვეული სირთულეები სწავლაში. გაყიდვები შეიძლება შემცირდეს ბიზნესში. დაასრულეთ თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაო შუადღემდე. ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენი შვილების ქცევას. ართრიტის ტკივილი შეიძლება გამწვავდეს. იყავით მთლიანად კონცენტრირებული თქვენს სამუშაოზე.რიცხვები 1,8 და ასოები ა,ლ,ე მოგიტანთ დღეს წარმატებას. კურო თქვენი მუშაობის ეფექტურობა დღეს შემცირდება. შეინარჩუნეთ თქვენი ცხოვრების პარტნიორის რწმენა. დღე აღმავლობითა და ვარდნით სავსე იქნება. გირჩევთ დაიცვათ მოძრაობის წესები. შეიძლება იყოს შეფერხებები მთავრობასთან მოლაპარაკებისას. ნომრები 2 და 5, ასოები ბ, ვ, უ და თეთრი ფერი გაგიმართლებთ. ტყუპები თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ თქვენი შემოქმედებითი აზრებით. კვლევაზე დაფუძნებული მუშაობა დღეს თქვენს ინტერესს გამოიწვევს. სამსახურში ენერგიული და ცოცხალი იქნებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გადატვირთულ განრიგს. […] REZONANSI
  4. ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა და Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ჯეიმი კარაგერმა გუშინ, პირდაპირ ეთერში საინტერესო ამბავი გაიხსენა. Sky Sports-ის ერთ-ერთ გადაცემაში “ლივერპულის” ლეგენდამ სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ლიონელ მესი არ შეიყვანა და მის ადგილას მოჰამედ სალაჰი დააყენა. როგორც აღმოჩნდა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამით უკმაყოფილო დარჩა. “სეზონის დასაწყისში გვქონდა კამათი – მესი თუ რონალდუ? მე მესისკენ ვიყავი, თუმცა ის ჩემზე მაინც გაბრაზდა. მე ვფიქრობდი, რომ ის “პარი სენ-ჟერმენისთვის” კარგი შენაძენი არ იყო. მესისგან Instagram-ში პირადი შეტყობინება მომივიდა. არ ვაპირებ პირადი შეტყობინება გაჩვენოთ, თუმცა მან ვირი მიწოდა. როგოც ჩანს, ის ჩვენს გადაცემას უყურებდა. ლიონელ, მე შენ მიყვარხარ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. შენთან შედარებით, მე მართლაც ვირი ვარ, თუმცა შენ, კოპა ამერიკის მოგების მიუხედავად, იმდენად კარგი არ ყოფილხარ, რომ მო სალაჰი გვერდზე დამეტოვებინა”, – განაცხადა კარაგერმა. The post კარაგერი: “მესიმ პირად შეტყობინებაში მომწერა, რომ ვირი ვარ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 875 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 189 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 11 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 041 749. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.32%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 956 627. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების […] REZONANSI
  6. 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა. დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების […] REZONANSI
  7. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილია მისი ძალიან დახვეწილი გემოვნებით. მის ჩაცმულობაზე პრესა ხშირად წერს და უმეტეს შემთხვევაში მას გემოვნებას უწონებს. საზოგადოებაშიც და მის ოპონენტებშიც კი კალას გემოვნება აღიარებას იწვევს. მერის საქმიანობის წლის ანგარიშზე კი მისი „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლები უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე ეკრანზე გამოტანილი საქმიანობის ამსახველი გრაფიკა. View the full article
  8. სექსუალურმა ბრაზილიელმა მოდელმა დენიზ ბუენომ სამოყვარულო გუნდების: "დისაირისა" და "სპორტინგის" მატჩში მთავარი არბიტრის დამხმარედ იმუშავა. View the full article
  9. 22 იანვარს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში წვიმა ელჭექით არის ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მესტიაში ძლიერი ქარი და +0 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსამდე დაეცემა, ღამით […] REZONANSI
  10. 22 იანვარს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში წვიმა ელჭექით არის ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მესტიაში ძლიერი ქარი და +0 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსამდე დაეცემა, ღამით […] REZONANSI
  11. 20 იანვარს დისტანციური სწავლებაზე მოსწავლეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ETALONI.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სურვილი 23 869 მოსწავლემ გამოთქვა.რაც შეეხება ონლაინ სწავლებიდან საკლასო ოთახი დაბრუნებას, აღნიშნული მოთხოვნაზე რეგისტრაცია 4 842-მა მოსწავლემ გაიარა.სწავლების ფორმატის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ყოველ ხუთსაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში საიტიდან – https://online.emis.ge. REZONANSI
  12. დაუმარცხებელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას ამბავს გამოეხმაურა და თან მოვსარ ელოევი მონიშნა, რომელსაც თოფურია თავდაპირველად უნდა შეხვედროდა. როგორც იცით, თოფურია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჟორდენთან მატჩს ჩაეხსნა, მანამდე კი ევლოევი ქართველს კოვიდის გამო. ევლოევი წარმოშობით ინგუში და ხაბიბის მეგობარია. “შენი ჯერია მოვსარ” – დაწერა ნურმაგომედოვმა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screenshot_2-1.png The post ხაბიბ ნურმაგომედოვმა ილია თოფურიას დასცინა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. UFC 270-ს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა, რომელიც წონის დაკლებასთან იყო კავშირში. თოფურიას მეტოქემ, შარლ ჟორდენმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მან სამუშაოს მისი ნაწილი შეასრულა და ოპტიმალურ წონაში იყო. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ მან 9 დღეში შეძლო წონის დაკლება, თოფურია ამ დროს კი სრული კემპის განმავლობაში ემზადებოდა. ჟორდენმა 10 დღის წინ ევლოევი ჩაანაცვლა, რომელსაც კოვიდი დაემართა. მიუხედავად ყველაფრისა, ჟარდენმა თოფურიას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/kkaaa.png ჟარდენის ოპტიმალური წონა http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/272211014_310156171042260_3258221464789503223_n-1024x1024.jpg The post შარლ ჟორდენი თოფურიას: “მე 9 დღეში გავაკეთე, შენ კი 3 თვეში ვერაფერი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. 2022 წელი UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, როცა 2021 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 15 იანვარი – მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო. საქართველოში მას ოპერაცია უთხრეს, ამერიკაში ურჩიეს ჯერ ფიზიოთერაპია სცადოს. დვალიშვილი ვარჯიშს გარკვეული პერიოდით ჩამოშორდა. 16 იანვარი – გიგა ჭიკაძემ UFC-ში მისი პირველი მატჩი წააგო და კელვინ კატარისგან მძიმე დარტყმები მიიღო. ჭიკაძეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება და დიდი ალბათობით, მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს. 19 იანვარი – ქართველმსუბუქწონოსანს ზვიად ლაზიშვილს ნევადის ათლეტთა კომისიამ 9 თვიანი დისკვალიფიცია გამოუწერა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის მოხვედრის გამო. ლაზიშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზმში პრეპარატი ექიმის დაუდევრობის შედეგად მოხვდა. 21 იანვარი – ილია თოფურია, რომელიც დღეს 25 წლის გახდა, კანადელ ჟორდეთან მატჩს ჯანმრთლობის პრობლების გამო ჩაეხსნა. თოფურია წონას იკლებდა, თუმცა ექიმებმა მას წონის კლება აუკრძალეს და სავაადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. თოფურიას 23 იანვარს უნდა ეასპარეზა. სამწუხაროდ, 2022 წელი ასე დავიწყეთ, თუმცა იმედია, ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება. The post ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდით – 2022 წელს UFC ქართველებმა საშინლად დაიწყეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. 5-6 თებერვალს პარიზში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურნირი – პარიზის გრანდ სლემი გაიამართება. წინასწარი ინფორმაციით, შეჯიბრებას საქართველოს ნაკრების 14 წევრი ეწვევა. 60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი თემურ ნოზაძე 66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, როსტომ ხახალეიშვილი 81 კგ: ვლადიმირ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი 90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე 100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი მთავარი მწვრთნელი: ლაშა გუჯეჯიანი The post საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის გრანდ სლემზე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს. ბრაზილიელ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას “ბარსელონა” აწარმოებს. ეს ინფორმაცია თავად ოსკარმა დაადასტურა. “ბარსელონასთან” მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფეხბურთელების დამატებას. მათ მოთამაშეებიც უნდა გაუშვან გუნდიდან”, – აღნიშნა ოსკარმა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის ევროპულ კარიერაში მხოლოდ ლონდონის “ჩელსია”, რომლის ღირსებასაც 2012-2017 წლებში იცავდა. ამის შემდეგ ოსკარმა ჩინურ “შანხაი პორტს” მიაშურა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ნოემბერს ეწურება. თავის მხრივ, “ბარსელონა” მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და ამის გამო ფეხბურთელების უსასყიდლოდ დამატებასა და იაფფასიან ტრანსფერებზეა ორიენტირებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. The post “ბარსელონა” მოლაპარაკებას ოსკართან აწარმოებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. წონაში საგრძნობლად მოიმატა - როგორ გამოიყურება დღეს დარია ბილოდიდი ? (ფოტო) View the full article
  18. ჩასწორება: ოფიციალურად – თოფურია ბრძოლას ჩაეხსნა ბოლო დროს ქართველებს UFC-ში ნაკლებად უმართლებთ. გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან წააგო და ახლა, შესაძლოა ილია თოფურიამ ჟორდენთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს. როგორც ესპანური და ამერიკული ჟურნალისტები იტყობინებიან, ილიას სამედიცინო გუნდმა სასწრაფოდ წონის შეწყვეტა მოთხოვა. თოფურია ახლა შემოწმებას გადის. საერთოდ, ილიას ნათქვამი აქვს, რომ წონის კლება უჭირს და როგორც ჩანს, ამ მხრივ გარკვეული პრობლემები წარმოიშვა. ჯერჯერობით, თოფურიას გუნდს დაზუსტებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია. შესაძლებელია, მებრძოლს ჰონორარის 30% ჩამოეჭრას და ისე შედგეს ბრძოლა. საინტერესოა, რომ ქართველთან რამდენიმე დღის წინ ბრძოლას მოვსარ ელოევი კოვიდის გამო ჩამოშორდა. თოფურია – ჟორდენის დაპირისპირება თბილისის დროით 23 იანვარს დილით არის ჩანიშნული. The post რა ხდება ილია თოფურიას თავს? შესაძლოა, ქართველმა UFC-ში ვერ იბრძოლოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ეუთოს ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. სახელმწიფო მინისტრმა, მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა, ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობას ცხინვალის რეგიონის, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს […] REZONANSI
  20. ფქვილის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 37,576 ტონა (12,020 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, რაც 2015 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს ქვეყანამ 10,800 ტონა (3,062 მლნ აშშ დოლარი) ფქვილი შეიძინა. რაც შეეხება ბოლო წლების მონაცემებს, ასე გამოიყურება: 2019 წელს – 16,885 ტონა (4,836 მლნ აშშ დოლარი) 2018 წელს – 14,705 ტონა (3,998 მლნ აშშ დოლარი) 2017 წელს – 15,028 ტონა (4,071 მლნ აშშ დოლარი) 2016 წელს – 26,487 ტონა (6,994 მლნ აშშ დოლარი) 2015 წელს – 38,424 ტონა (10,763 მლნ აშშ დოლარი) აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ფქვილის მთავარი […] REZONANSI
  21. პარლამენტის დეპუტატი, თამარ კორძაია კოლეგებთან ერთად უკრაინაში შეხვედრებს მართავს. განხილვის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა. დეპუტატი „ტვ პირველთან“ აცხადებს, რომ უკრაინა სააკაშვილის მე-12 ციხიდან გასაყვანად ყველა ვერსიას განიხილავს. კორძაია ამბობს, რომ კიევი ორ ვერსიაზე მსჯელობს – ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მოიხადოს უკრაინაში და მეორე, რომ მას სასჯელი გადაუვადდეს, რეაბილიტაცია და მკურნალობა კი უკრაინაში ჩაუტარდეს. „ყველა მიმართულებით მსჯელობენ და ფიქრობენ, აბსოლუტურად მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა მიხეილ სააკაშვილის მე-12 დაწესებულებიდან. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამის განხორციელების სხვადასხვა გზა არსებობს და აქ მუშაობენ ყველა მიმართულებით. სრულფასოვანი მკურნალობა უნდა მოხდეს ციხის გარეთ და უცხოეთში იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც 50 დღე შიმშილობდა, მერე გაითიშა ორჯერ, ერთხელ 20 წუთით და არავის არ ეგონა, რომ გადარჩებოდა, ადამიანი, რომელსაც არაადამიანური მოპყრობა მოუწყეს, ვერ რეაბილიტირდება იმავე პირობებში, სადაც ჩააგდეს. ზუსტად იციან აქ, რომ განსაკუთრებით დენისოვამ, რომ შეუძლებელია ამ ვითარებაში მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულფასოვნად განხორციელდეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „ტვ პირველთან“. The post რა ვერსიებს განიხილავს უკრაინა სააკაშვილის მე-12 ციხიდან გადასაყვანად appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ექთანი დაჭრა, – ამის შესახებ ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. ექთანს შემოვლისას ერთ-ერთმა პაციენტმა ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ლოლუას ინფორმაციით, 50 წლამდე პაციენტი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. „05:00 საათზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექთანი აკეთებდა შემოვლას. შეამჩნია, რო პაციენტი წუხდა, დაინტერესდა მისი მდგომარეობით, მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. შესაბამისად, დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, სწორედ ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით“, – განაცხადა სალომე ლოლუამ. The post კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა ექთანი დაჭრა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. ერგნეთში გასაიდუმლოებული შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ეუთოსა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შეხვდებიან. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ეთნიკურად ოს სამ პირს, რომლებიც 2008 წელს გაუჩინარდნენ და ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. „განცხადებას მთავარი ოფისი გააკეთებს, ჩვენ არ ვართ ჩართულები, ეს არის ეუთოს შეხვედრა“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს წარმომადგენლებმა განხილვის მთავარ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთონ. The post ერგნეთში ეუთოსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გასაიდუმლოებული შეხვედრა მიმდინარეობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს მართავს. ისინი ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ დენი 6 თეთრი ეღირებოდა, ახლა კი მისი საფასური 18 თეთრამდეა გაზრდილი. „სანამ ელექტროენერგია ძვირდება, დავით ნარმანიამ ნახევარი მილიონი ლარის ქონება დააგროვა დავით ნარმანიამ. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე 11-თეთრიანი ელექტროენერგიის განახევრებას ჰპირდებოდა, 6 თეთრი ეღირებაო. ამასობაში კი ყველაზე იაფი დენი 18 თეთრი გახდა, ძვირი კი 26.5 თეთრი. მეწარმეებს კი ორჯერ გაუძვირდათ ტარიფი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეკრებილი მოქალაქეები დენის ტარიფის შემცირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც ნაჩვენებია ელექტროენერგიის საფასური 2012 წელს და ახლა. გარდა ამისა, მათ ადგილზე მიიტანეს ბანერები სემეკის ხელმძღვანელის დავით ნარმანიას გამოსახულებით. The post თბილისი, ბათუმი, ქუთაისი – სამ ქალაქში დენის ტარიფის ზრდას აპროტესტებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა. გარდა ამისა, დენისოვა ბრეგაძეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების თხოვნით მიმართავს. „ქართველ პარლამენტარებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე“, – წერს ლუდმილა დენისოვა. The post უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...