Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ისნის მეტროსადგურზე პატრულ-ინსპექტორების მიერ შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალაობის ფაქტს აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო შსს-სთან. აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე ტროტუარზე სტიკერების დაკვრას აპირებდა, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა და სტიკერები წაართვა. ინციდენტის შემდეგ მაცაბერიძემ პოლიციას სტიკერების დაბრუნებისკენ მოუწოდა, მას მონა და სტიკერების ქურდი უწოდა. „სტიკერები მომპარე და მე მიჭერ? დააბრუნე ჩემი სტიკერები“, – მიმართა მაცაბერიძემ პოლიციას. საპასუხოდ კი სამართალდამცველმა აქტივისტი გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დააკავებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა. The post „არა მილიციას“ – „ოცნების“ ოფისსა და შსს-სთან აქცია მიმდინარეობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. უკრაინაში მებრძოლი ქართველები „ფორმულას“ ეთერში განცხადებას აკეთებენ და უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და მზაობის შესახებ საუბრობენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცი, გელა ბეგლარაშვილი აცხადებს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იერიშის მოგერიებისთვის ძლიერად ემზადებიან. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის, ასევე მოლდოვისთვისაც. ჯარისკაცი ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს მშვიდობისთვის იბრძოლებენ. „დღესდღეობით მზადება არის ძალიან ძლიერი, ვემზადებით პირდაპირი მნიშვნელობით იერიშის მოგერიებისთვის. ეს მოგერიება რას ნიშნავს? ველოდებით ძალიან დიდ შემოტევას, ალბათობა 50/50-ზეა. შეიძლება მანიპულირებს რუსეთი, ძალთა დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ შეიძლება რომ პირდაპირი შეტევა განახორციელოს. არ არის გამორიცხული ასეთი ფაქტი. დღესდღეობით უკრაინაში მიმდინარეობს აქტიური წვრთნა, სწავლებები, ტაქტიკური აზრთა ცვლა. მზად ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინისა და საქართველოს მშვიდობა. ეს საფრთხე არის აღქმული არამარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მოლდოვასთანაც, მასაც იგივე ელის, ბელარუსი უკვე ჩაძირულია“, – განაცხადა ბეგლარიშვილმა „ფორმულასთან“. The post უკრაინაში მებრძოლი ქართველები განცხადებას აკეთებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში განათლების მიღების საშუალება „განუზომელი რაოდენობით“ ბავშვს არ ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ „იუნისეფისა“ და მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 10 წლის ბავშვების 70%-ს კითხვა და მარტივი ტექსტის გააზრება არ შეუძლიათ. კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე 53%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, „იუნისეფისა“ და მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, სკოლების დახურვის გამო, მსოფლიოში 635 მილიონ ბავშვს სათანადო განათლების მიღება დღემდე არ შეუძლია. „იუნისეფი“ გამოდის მოწოდებით, რომ პანდემიის გამო დაზარალებულ მოსწავლეებს დახმარება აღმოუჩინონ, რათა მათ განათლების დანაკლისის აღდგენა შეძლონ. The post რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლებაზე – ახალი კვლევა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. სახალხო მოძრაობის „გზა მომავალი საქართველოსკენ“ დამფუძნებლებმა ვატო გელაშვილმა და რაულ ყოლბაიამ 22 იანვარს ქალაქ ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭესთან გამართეს შეხვედრა, ქართველ და უკრაინელ ემიგრანტებთან, რომლებმაც გააპროტესტეს რუსეთის მზადება უკრაინაში შესაჭრელად და გერმანიის საზღვაო ძალების სარდლის კია-ახიმ შიონბახის განცხადებები. მოუწოდეს ნატოს და ევროკავშირს მეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოსა და უკრაინის NATO-ში მიღებისთვის. აქციის შემდგომ მოძრაობის წევრებს ქონდათ ინდივიდუალური საუბრები ქართველ სტუდენტებთან და ემიგრანტებთან. გააცვნეს მათ სამომავალო გეგმები და მოისმინეს ის მიზეზები, თუ რის გამო გამორბიან ქვეყნიდან, არ პირობებში უწევთ ცხოვრება, როდის აპირებენ დაბრუნებას ქვეყანაში. როგორც ვატო გელაშვილი “ალიას” უყვება, ქართელი სტუდენტები და ემიგრანტები ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზად ასახელებენ სამუშაო ადგილების სიმცირეს, ასევე დაბალ შემოსავალს და ძალზედ გაძვირებულ ცხოვრებას, უპერსპექტივობას, არაპროფეიონალიზმს… ცოდნის დაბალი დონე, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე აღარაფერს ამბობენ. ვატო გელაშვილი: “მოკლედ ესეთი პირობა აქვთ, თუ დავინახავთ რომ ვინმეს აქვს უნარი საფუძველი ჩაუყაროს ქვეყნის განვითარებას ამ შემთხვევაში ჩამოვალთ და დავეხმარებით, თუ არა და გამოდის, რომ საკუთარ თავს თავად უნდა მივხედოთო. არ მოწონთ ერთი და იგივე პოლიტიკოსების როტაციები ოპოზიციიდან ხელისუფლებაში, მერე ისევ ოპოზიციაში, მერე ისევ ხელისუფლებაში და მერე ისევ ოპოზიციაში, თან ისე რომ არცერთს არანაირი პროდუქტი არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის რომელიც რაიმე სიკეთის მომტანი იქნებოდა. კითხვაზე თუ როგორი ხელისუფალი უნდათ? ესე მიპასუხეს „არც ძველი გვინდა და არც მოქმედი, გვინდა ახალი და ორივეზე უკეთესი“ The post რა პირობით დაბრუნდებიან ქვეყანაში ემიგრანტები? – რას უყვება “ალიას” ბერლინიდან ვატო გელაშვილი? appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. ემიგრანტი, ანა ბალამწარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს: “ეს პაწაწუნა ხელები ეგრეთწოდებულ საზღვართან მცხოვრებ და ეხლა გორში, დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მწოლიარეს ეკუთვნის, შევძრწუნდი როცა ვნახე, დავურეკე ექიმს (გვარს არ დავწერ შეგნებულად პაციენტის უსაფრთხოების გამო) პირადად და ვესაუბრე, ვიკითხე მიზეზი რა ჭირდა პატარას, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია ბრონქიტია მიზეზი რის გამოც იქ მოხვდა… არც არაფერი ისეთიო, მითხრა, კათეტერი რომ ჩავუდგით დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა და ეს იმის შედეგიაო… კარგი დავიჯერე რომ ეს ასეა, შემდეგ იწყება მთავარი, დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო, და საერთოდ საიდანღაც რეკავთ (ნომერი უცხო იყო) იქ ექიმები ამდენს არც დაგელაპარაკებიანო, რა პანიკები ატეხეთ 2-3 დღეში გაუვლისო, ჩხუბი თუ გინდათ არაა პრობლემაო… არა და ძალზედ მშვიდად ვსაუბრობდი, არ მჩვევია ასეთ სიტუაციებში ემოციებზე აყოლა… საუბრის ბოლოს “მიმითითა” იყავით იქ სადაც ხართ და დამანებეთ თავიო, მიხვდით ალბათ რა კატეგორიასთან მქონდა ეს დიალოგი, თან ექიმია, ექიმი- რომელმაც პირველ რიგში ენით უნდა განკურნოს პაციენტი, ალესილი დანებივით საუბრობენ ვისგანაც არაფერს ელიან!!!!! ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას პაციენტთან მიმართებაში და მშობლისთვის გადაბრალებას, ყველაზე საგანგაშო ესააა!!!!!!! ყაარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ნამდვილ ექიმს და ასეთებს ბევრს ვიცნობ!!!” “ალიამ” სცადა სამედიცინო ცენტრთან დაკავშირება, თუმცა, არც მითითებულ ნომერზე და არც სოც. ქსელში, მათ არ გვიპასუხეს. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ცენტრი გააკეთებს კომენტარს, მასალა აქვე განახლდება. The post (ფოტოები) – რა შეემთხვა ბავშვს სამედიცინო ცენტრ “იავნანაში” და რას პასუხობს ექიმი მოქალაქეს? appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. BA.2 – ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ საქართველოში „ომიკრონის“ მეორე შტამიც ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% სწორედ „ომიკრონია“ და სწრაფი გავრცელების ტალღა შესაძლოა უკვე იდენტიფიცირებულ მეორე ქვეშტამს უკავშირდებოდეს. როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ კი ადამიანს რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ეწყება, ის აუცილებლად უნდა იყოს სახლში და ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი. „ომიკრონის„ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის „ომიკრონი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ომიკრონის“ ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს […] REZONANSI
  7. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დედაქალაქში 48 ბაღი დაიხურა. სააგენტოს ინფორმაციით, სრულად დაკეტილი საბავშვო ბაღების გარდა, მუშაობა შეჩერებულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფში. როგორც სააგენტოში ამბობენ, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი არის დაინფიცირებული. The post თბილისში 48 საბავშვო ბაღი დაიხურა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  8. ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში შსს-ს თანამშრომლის მიერ გუშინ შშმ პირის ცემას ეხმაურება. “არ ვიცი, როგორ უნდა უყურო პოლიციელის ქცევას, თუ ბოროტებას, თუ ბარბაროსობას, თუ რას? სიტყვაც კი ვერ მომიძებნია თუ რა დავარქვა იმ პოლიციელის აღვირ ახსნილ, მხეცურ ცემას შრომის უნარ შეზღუდულ მოქალაქეზე, რომელიც მეტროში მოხდა. მე დავკარგე შეხედულება საერთოდ პოლიციელებზე. ამას მაფიქრებინებს სხვა პოლიციელების დუმილი მომხდარზე, ან თუნდაც დღევანდელ აქციაზე პოლიციელთა მიერ დაპატიმრებები უბრალო მოქალაქეებისა. იმის მაგივრად, რომ პოლიციამ თითონ გამოააშკარაოს დამნაშავე პოლიციელი , პირიქით იცავს ასეთ დამნაშავეებს. მე მოვუწოდებ პოლიციას, სანამ მთლად არ ჩაძირულა მათი ავტორიტეტი, მანამ თითონვე ებრძოლოს მათ რიგებში მოკალათებულ მხეცური აზროვნების პოლიციელებს”, - წერს ბლოგერი. tia.ge
  9. უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. „ამ მომენტისთვის, დამატებითი შეზღუდვები არ წესდება. გადაწყდა, რომ, 50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით გაგრძელდება. ამასთან, 50 წელზე უფროსი მოქალაქეები, ბუსტერ-დოზის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. REZONANSI
  10. ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე: “გადაიარა ემოციებმა და დაიწყო “პოლიტ-ვიგოდნიკობა”… ნანუკა ჟორჟოლიანი დააყენეთ წინა ხაზზე პატ-ოპოზიციავ. ის მოგიყვებათ რა განსხვავებაა სისტემურ ძალადობასა და მოძალადე რიგითს შორის… ყველა თემა გააბაიბურეთ… ყველანაირი პროტესტი გააუფასურეთ…იცი რატომ?… იმიტომ, რომ ყველა მოძალადე ვინც კი სისტემურ ძალადობაში იყო შემჩნეული მებაირაღეებად აქციეთ…პოლიტიკურ სტრატეგიათ “ფეიკნიუსები” გაიხადეთ… ერთი კაცის დაკრულზე დაიწყეთ ცეკვა საზოგადოება კარგად ხედავს რეალურ განსხვავებას-ხელისუფლების რეაგირებას დანაშაულზე და ოპოზიციას მიტმასნილ მოძალადეებს შორის… აგერ მეგისა ქარდავას გაუკეთებია განცხადება ძალადობაზე…მალე ბაჩო ახალაიაც დაგვმოძღვრავს… “ლუზერი ოპოზიცია” ( გუბაზის დარქმეულია) ისევ იმ მდინარესთან ზის და თევზაობს- იქნებ ოქროს თევზი ამოყვეს ანკესს და რევოლუციას ჩაუთქვამენ. არადა გახვრეტილი ჩექმის მეტი არაფერი რჩებათხოლმე ანკესზე… P.S. “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”… ისევ იგივე წრეზე წავიდნენ…” The post “დაიწყო “პოლიტ-ვიგოდნიკობა”… მალე ბაჩო ახალაიაც დაგვმოძღვრავს…” – ზურაბ ქადაგიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი: “გუშინ მართლაც, საშინელი ფაქტი მოხდა, საშინელი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რამის ყურებას მართლაც ყველა გადაეჩვია. ხელისუფლებაც და “ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს და მსგავს გადაცდომებსა თუ დანაშაულებს უმკაცრეს პასუხს გასცემს. შესაბამისად, ამ ფაქტს სათანადო რეაგირებაც მოჰყვა; ორივე მოძალადე დაკავებულიცაა და კანონის წინაშეც აგებენ პასუხს. თუმცა, რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ თემით სასწრაფოდ მოხდა პოლიტიკური სპეკულაციები, იმ პოლიტიკური პარტიებისგან თუ სუბიექტებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში ძალის გადამეტება თუ ძალადობა, წამება, ღირსების აყრა, გაუპატიურება და მკვლელობა თითქმის ყოველდღიური და ჩვეულებრივი დღის წესრიგი გახლდათ. ელემენტარულად გავიხსენოთ, მათი ბელად სააკაშვილს, მრავალ ბრალდებათა შორის 7 ნოემბრის საქმეზეც ედავებიან, და რომლიც სასამართლო პროცესზე სულაც არ გამოცხადდა, და ამჯერად კუთვნილ საკანში დაემალა მართლმსაჯულებას, დროებით რასაკვირველია. არა და 7 ნოემბრის საშინელი ძალადობის ვიდეო კადრები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.” შეგახსენებთ, გუშინ ლევან ნიკოლეიშვილი წერდა, რომ მოძალადე პოლიციელთა დაკავებაზე პასუხისმგებელი, სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაიაა. “ყოველი წამი, როცა შშმ პირის მცემელი ადამიანი თავისუფალია ლონდა თოლორაიას სინდისზეა!!!” – ნიკოლეიშვილი The post “ქართული ოცნება” იცავს და დაიცავს ადამიანის უფლებებს” – ლევან ნიკოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს: "ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს", - წერს ვოლსკი. tia.ge
  13. ანალიტიკოსი, გია აბაშიძე: “ჩემთვის პოლიციელი გმირია. ოფიცრები 24/7 იცავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა მეტროს სადგურშია, მოძრავ ეკიპაჟშია, საოკუპაციო ხაზთანაა თუ სხვაგან. დღეს, არაპოლიტიზირებული პოლიციის დამუნათება კატეგორიულად მიუღებელია! განსაკუთრებით იმ ჩლუნგი სეგმენტისგან, რომელიც სააკაშვილი-მერაბიშვილის უკანონობისას, სამარცხვინოდ ჩუმად იყო! ცალკეული უღირსნი არიან როგორც პოლიციაში, ასევე სამღვდელოებაში. და რა, უღირსი სასულიერო პირის გამო ქრისტეს უარი ვუთხრა?! ვერასოდეს! მადლობა და პატივისცემა პოლიციელებს და ნებისმიერი დარგის არაანგაჟირებულ სპეციალისტებს!” The post “პოლიციელი გმირია… სამღვდელოებაშიც არიან უღირსნი…” – გია აბაშიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  14. “ჰალ სიტიმ” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის გათავისუფლება. გუნდში შოთა არველაძეს ელოდებიან, რომელმაც სამუშაო ვიზა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მიიღო და სტამბულიდან ინგლიში გაფრენას დღეს აპირებდა, მაგრამ თოვლის გამო სტამბულიდან ყველა ფრენა შეჩერდა და საერთოდ, სტამბულის აეროპორტი თოვლის გამო მინიმუმ ღამის 10 საათამდე დაიხურა. არველაძის წარდგენას დღეს აპირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზენტაცია 1 დღით გადაიდება. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/turkey.jpeg The post რატომ ვერ მიდის არველაძე ინგლისში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად ციხეში, სოციალურ გვერდზე, წერდ: “მათ, ვინც ვერ გაიგო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება “მცირე” და “ფართო” მასშტაბით რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რეაგირებასთან დაკავშირებით რუსეთმა საქართველოში “მცირე” მასშტაბით შეჭრა განახორციელა: – 2007 წელს – ე.წ. “განმუხურის მოვლენები” და “7 ნოემბრის აქცია” – 2009 წელს – ე.წ. “მუხროვანის ამბოხი” – 2011 წელს – ე.წ. “მაისის მოვლენები” და “26 მაისის აქცია” – 2012 წელს – ე.წ. “ციხის კადრები” და “საპარლამენტო არჩევნები” " alt=რუსეთმა საქართველოში “ფართო” მასშტაბის შეჭრა განახორციელა: – 1991 წელს “სამაჩაბლო” -1992 წელს “აფხაზეთი” – 2008 წელს – ე.წ. “აგვისტოს ომი” მაშინდელი მსოფლიოს ლიდერების მხრიდან არცერთ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ისინი იმდენად სუსტები იყვნენ, რომ სანქციები რუსეთს კი არა საქართველოს დაუწესეს და ლეტალური იარაღის შეძენის უფლებაც კი არ მისცეს!!! დღეს კი უკრაინა მთელი მსოფლიოს მიერ ყველანაირი სახის იარაღით მარაგდება და რუსეთის ნებისმიერ ქმედებაზე რეაგირება ხდება!!! P.S. ” FUCK RUSSIA “!!!” The post “მათ, ვინც ვერ გაიგო ბაიდენის განცხადება “მცირე” და “ფართო” მასშტაბით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რეაგირებასთან დაკავშირებით…” – მეგის ქარდავა appeared first on [/url]. ALIA.GE
  16. ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე და პოლიციელების მხრიდან, შშმ მოზარდზე ძალადობას ეხმაურება და წერს: “არ ვიცი, როგორ უნდა უყურო პოლიციელის ქცევას, თუ ბოროტებას, თუ ბარბაროსობას, თუ რას? სიტყვაც კი ვერ მომიძებნია თუ რა დავარქვა იმ პოლიციელის აღვირ ახსნილ, მხეცურ ცემას შრომის უნარ შეზღუდულ მოქალაქეზე, რომელიც მეტროში მოხდა. მე დავკარგე შეხედულება საერთოდ პოლიციელებზე. ამას მაფიქრებინებს სხვა პოლიციელების დუმილი მომხდარზე, ან თუნდაც დღევანდელ აქციაზე პოლიციელთა მიერ დაპატიმრებები უბრალო მოქალაქეებისა. იმის მაგივრად, რომ პოლიციამ თითონ გამოააშკარაოს დამნაშავე პოლიციელი , პირიქით იცავს ასეთ დამნაშავეებს. მე მოვუწოდებ პოლიციას, სანამ მთლად არ ჩაძირულა მათი ავტორიტეტი, მანამ თითონვე ებრძოლოს მათ რიგებში მოკალათებულ მხეცური აზროვნების პოლიციელებს.” The post “მე საერთოდ დავკარგე შეხედულება პოლიციელებზე” – ლამარა აბჟანდაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  17. მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართავს და წერს: “მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს. ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.” The post “გამოაქვეყნეთ ჩემზე, გლდანის ციხეში განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მასალები, ასევე გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო” – სააკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, "მწვანე პასპორტების" საკითხზე მისი განცხადება სწორად არ იყო აღქმული. „მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული - შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე ეს საკითხი. მე ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს. ჩვენ გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე, ანუ ბაზაში. ამ ადამიანებისთვის გამოიცა ბრძანება, რომ ისინი, ვისაც 1 დეკემბრამდე ასეთი მოცემულობა ჰქონდათ, თუ იყვნენ აღრიცხულები და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში. ანუ ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო. აუცილებელია, რომ ადამიანს ტესტი ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ 1 დეკემბრამდე ვისაც რაღაც მიზეზის გამო არ ჰქონდა ტესტი ან არ იძებნება მისი ტესტის პასუხი სისტემაში და ისინი აღრიცხულები იყვნენ 112-ში ან ონლაინკლინიკებში, მათ შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც იყვნენ მიმაგრებულები, შესაბამისი განცხადებით. ეს ყველა მონაცემი შეგროვდება და თუ ადამიანს უდასტურდება კოვიდი, ისინი დარეგისტრირდებიან labcov.ge-ს პორტალზე“, - განაცხადა გამყრელიძემ. tia.ge
  19. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს: “ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა. ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე. არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ. სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ.” The post “რუსეთი აპირებს ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს…” – სააკაშვილის სკანდალური განცხადება appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ რაც უნდა ჩუმად იყოს საქართველოს ხელისუფლება, რუსეთი თავის გეგმას მაინც განახორციელებს. "ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა. ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე. არა მგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგეს, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ. სხვათა შორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. tia.ge
  21. პოლიტიკოსი, ეკა ბესელია “მთავარ არხთან” ამბობს: “არ ვიცი, რატომ ვერ დასძლია საბჭოთა მენტალიტეტი ჩვენმა სამართალთდამცავმა ორგანომ. რატომ ვერ ხვდება, რომ თუ რამე გადაარჩენს ნდობას პოლიციელთა მიმართ, ამას შეძლებს იმით, რომ ცუდს დაარქმევს ცუდს და პასუხს მოსთხოვს. ინსტიტუტების უნდობლობა რომ არის, ამიტომ გვჭირდება დამოუკიდებელი სამსახურები, შენი უწყების თანამშრომლის საქმე, მოდი სხვა უწყებამ გამოიძიოს. ამიტომ შევქმენით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ახლა ამას ანგრევენ. ვერც კი ხვდებიან ეს ბრიყვები, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ეს ოხანაშვილები, კობახიძეები… ვინც არის ხელისუფლებაში, ვერც კი ვხდებიან, რომ მისთვისაა გადარჩენა, რომ გარედან გყავს მაკონტროლებელი, რომელიც რაღაცნაირად სისტემას ჭაობად არ აქცევს. ეს რომ არ ესმის ხელისუფლება და ეშინია იმის, რომ ვიღაცა მაკრიტიკებელი დარჩა… ლომჯარია როგორ მოაშთონ იმას ფიქრობენ… ეს არის საბჭოური მენტალიტეტი. რა უნდა ამ ხალხს ამ საუკუნეში? რომელ ევროპულ ოჯახში მიიღებენ ამ მენტალიტეტის მქონე ხელისუფლებას, რომელ განაცხადს მიიღებენ და საერთოდ რა ფსიქოლოგიის ხალხია, არ ვიცი, გაოგნებული ვარ, არაფერი რომ არ შველით… რომ ვერ ხვდებიან, რომ არ უნდა თქვან გარეთ მაინც… როგორ გაგვეპარაო, რომ ლონდა თოლორაია ჩვენგან განსხვავებულად აზროვნებსო…” The post “ეს ბრიყვები… რა უნდა ამ ხალხს ამ საუკუნეში? რომელ ევროპულ ოჯახში მიიღებენ ამ მენტალიტეტის ხელისუფლებას?” – ეკა ბესელია appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0720 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0763 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.43 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4661 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4808 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.47 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2269 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.1358 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 იანვრიდან შევა ძალაში. tia.ge
  23. პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "განყოფილებაში ცემა" იყო საბჭოთა მილიციის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. ჩემს ახალგაზრდობაში ბიჭებმა კარგად ვიცოდით, რომ თუ დაგიჭერენ და განყოფილებაში წაგიყვანენ, ესე იგი გცემენ. რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო, ან გარემოებათა დამთხვევა, ან ნამეტნავად ჰუმანური მილიციონერი უნდა შეგხვედროდა, რომ ერთი-ორი მაინც არ წამოერტყათ. ეს აღიქმებოდა იმდენად ბუნებრივად და ლამის დაკანონებულ წესად, რომ არც არავინ აპროტესტებდა სერიოზულად. ეს დაუწერელი კანონი უცვლელად გადმოვიდა პოსტსაბჭოთა ეპოქაში და 90-იანი წლების პოლიციაში, სადაც ზუსტად იგივე გრძელდებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პრაქტიკა პრაქტიკულად ამოიძირკვა. წამების და სასტიკი მოპყრობის ფაქტი არაერთი იყო, მაგრამ "განყოფილებაში", ანუ სასამართლო გადაწყვეტილებამდე, წინასწარი დაკავების დროს ცემა აღარ ხდებოდა. გამონაკლისი იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, როგორც მაგალითად მურმან დუმბაძის თუ დაჩი ცაგურიას შემთხვევებში. ხელისუფლების ცვლის და ქართული ოცნების მოსვლის შემდეგაც ამ მხრივ თითქოს არაფერი შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში განყოფილებაში ცემის ამბავი მე არ გამიგია. შეიძლება ცალკეული ფაქტები იყო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, რაღაც ხმაური მაინც აიწეოდა და შეუძლებელია არ გამეგო. ახლა კი, ასე თავხედურად შშმ პირის ცემა კამერების თვალწინ, არის პრეცედენტული მნიშვნელობის საქმე. ეს თუ ერთს შერჩა, მეორეც ჩაიდენს იგივეს და განყოფილებაში ცემის ძველი საბჭოთა ტრადიციის აღდგენასაც ბევრი აღარაფერი დაუდგება წინ. ისედაც საბჭოთა საქართველოს ჩინური ვერსიისკენ მივდივართ, რასაც ზოგადად ვუყურებ და ვუსმენ, მაგრამ მაინც. ამიტომ ეს ვირგლა პოლიციელი ხომ უნდა დაისაჯოს და მაქსიმალური სასჯელი გაედოს, და, გარდა ამისა, თუ ვინმე გამოვა გამპრავებლური ბოდვით და ნაცებისკენ გაიშვერს თითს (რაღაც მსგავსი ვეჭვობ აუცილებლად მოხდება თუ უკვე არ მოხდა), იმათ ხელისუფლების შეცვლის მერე სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ საჯარო სამსახურში და ნებისმიერ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა. ეჰ, წესით ახლა ქალაქი უნდა ზანზარებდეს ისეთი ამბავი უნდა იყოს, მაგრამ ცალკე კოვიდმა და ცალკე ამ ფუჭმა მიტინგობანამ არაქათი გამოგვაცალა სრულიად და არაფერზე აღარ ვრეაგირებთ სათანადოდ", - წერს ზურაბიშვილი. tia.ge
  24. გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ "ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’ მუშაობს, რაც უწყების თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. „გორის მერია საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ,ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა. გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში“, - ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
  25. გემოვნებიანი სახლი თბილისში, გვერდით ულამაზესი შარლოტა და საოცრად წარმატებული სეზონი - რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ წელს ? View the full article
×
×
  • შექმენი...