
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
სამხედრო ვეტერანი,ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს:“გასული ორი-სამი დღეა დიდ ეიფორია შეინიშნება “ფეისბუქ საზოგადოებაში“, უკრაინისთვის მხარდაჭერის აქცია “მძვინვარებს“.მეე?… მე კიდე მკიდია!რატომ?მიტომ, რომ:– საქართველოდან გაქცეული კრიმინალ-პოლიტიკოსების თავშესაფრად, რომ იქცა უკრაინა? მიტომ!მიხეილ სააკაშვილი გაიქცა?მაღალი პოლიტიკური თანამდებობა მისცეს და უკრაინის მოქალაქეობა ჩაახუტეს.მეგისა ქარდავა გაიქცა?უკრაინაში ნებივრობდა.გიგი კალანდაძე გაიქცა?უკრაინაში რაღაც გასამხედროებული ორგანიზაცია შექმნა, რომლის წევრებსაც საქართველოში ყველა არჩევნების წინ აგზავნიდა, ქვეყნაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად.არაფერს ვამბობ დეკანოიძე, დგებუაძე, საყვარელიძე, ადეიშვილი და მსგავსი ;წვრილფეხა; კადრების დასაქმებაზე მაღალი თანამდებობებზე, საიდანაც შენს არ უშვებდენ ხელიდან ქვეყნის დისკრიმინაციის ან დესტაბილიზაციის ხელის შესაწყობად.ამ ყველაფერზე, მანამდე პოროშენკო და ეხლა ზელენსკი თვალს ხუჭავდა და “ნევიჟუს“ აკეთებდა.ხოდა ეხლა ვფიქრობ, რომ კაკრას კარგი დროა “ნევიჟუს“ გასაკეთებლად.კბილი, კბილის წილს.ასე, რომ მე, პირადად, მკიდია!თუ ვინმეს ომის სურვილი ან წყურვილი აწუხებს? ფეისბუქზე დროშების გამოფენა და საელჩოესთან დროშის ფრიალი, არამგონი საკმარისი იყოს?!ადგილზე უნდა ჩაბრძანდეთ, არ ღირს ძვირი თვთფრინავი…..იარაღსაც იქ იყიდი იაფად…..თვითონ უკრაინელი ჯარისკაციდან თან…ბოლობოლო, ამ რამდენიმე ხნის წინ, ერთი სახელგანთქმული “მებრძოლი“ ჩამოვიდა ;სმეტანის; კონტეინერით და თუ იქედან ჩამოსვლა შეიძლება? ესეიგი აქედან იქეთაც იქნება შესაძლებელი იგივე გზით წასვლა.ვისაც სახელმწიფოებს შორის მეგობრობის და პოლიტიკოსებს შორის ადამიანური გრძნობების ჯერა?შეგიძლიათ უბრალოდ გაატაროთ ეს ჩემი მოსაზრება და გააგრძელეთ დროშების ფრიალი!წარმატებები!P.S. ნუ შეეცდება ვინმე იმის მოყოლას, რომ უკრაინელები აფხაზეთის ომში ჩვენს მხარეს იბრძოდენ, თორე მე მოგიყვებით თუ ;რამდენად; იბრძოდენ თვეში მათი ;ნაიომნიკები;, რომელი “კანტორა” უხდიდა ორივე მხარეს მებრძოლ ;ნაიომნიკებს; და თუ რა ბედი ეწია ჩვენს ბატალიონში მაგ სტატუსით შემომძვრალ ორ უკრაინელ დივერსანტს სერგეი და ვიტალიკას.– წერს ჯიშკარიანი. The post ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი:”უკრაინისთვის მხარდაჭერის აქცია “მძვინვარებს“. მეე?… მე კიდე მკიდია! – რატომ?„ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები. ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია. გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, – განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა. The post მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“არა მილიციას” – ამ ლოზუნგით 25 იანვარს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართება. “დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთი პოლიციელი გამეტებით ურტყამს ყრუ-მუნჯ ადამიანს, ხოლო მეორე პოლიციელი, ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს. ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს, ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება”, – ნათქვამია განცხადებაში. აქციას უერთდებიან ლელო საქართველოსთვის, ლელო ახალგაზრდული, სირცხვილია, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, შეცვალე. მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. The post “არა მილიციას” – 25 იანვარს, 15:00 საათზე შსს-სთან აქცია გაიმართება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
25 იანვარს ქუთაისში თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია თოვლი. სოხუმშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.მესტიაში თოვლი და -3 გრადუსია მოსალოდნელი დღღსით, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში […] REZONANSI
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. The post ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. The post გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
25 იანვარს ქუთაისში თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია თოვლი. სოხუმშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -3 გრადუსია მოსალოდნელი დღღსით, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -2 […] REZONANSI
-
კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. იაპონელი მეცნიერების თქმით, მათ არაერთი ლაბორატორიული ცდა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ახალ შტამს გავრცელების უნარი დროის გაცილებით მოკლე შუალედში ჰქონდა. შედარებისთვის, კორონავირუსის „ალფა“ ვარიანტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 საათია, „ბეტასი“ 191, „გამა“ ვარიანტი 156 საათს ცოცხლობს, „დელტა“ კი- 114 საათი. იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია. Euronews-ის ინფორმაციით, „ომიკრონ“ ვარიანტი ზოგიერთ ქვეყანაში დომინანტური შტამი გახდა. ბოლო დღეების […] REZONANSI
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდგვები მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. REZONANSI
-
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრები, ორი შვილის დედა, თეონა ლომთათიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა. „დავასაფლავეთ ჩვენი თეონა, შესანდობარი ვუთხარით დიდი მადლობა ყველას, რომ ასე გიყვარდათ. ვთხოვ უფალს მომცეს ძალა, მთელი ცხოვრება თქვენზე ვილოცოთ. ბარბის თხოვნით რამდენიმე დღე მომყავს თბილისში ვისაც სურვილი გექნებათ პირადად გაგაცნობთ გიორგის და ბარბარეს. დიდი მადლობა ყველაფრისათვის ჩვენზე ილოცეთ უფალი გფარავდეთ“, – წერენ თეონას პირად გვერდზე. „სოციალურად დაუცველები ვართ. სახლში არავინ ვმუშაობთ. ჯანმრთელი მხოლოდ ჩემი ქალიშვილია _ მეც წამლები მჭირდება და ჩემი მეუღლესაც. შემოქმედელი მიტროპოლიტი და მონაზვნები მეხმარებიან“, – ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში. The post ძალიან მეშინია, თუ ვერ გადავრჩი იცოდეთ რომ…” – სიკვდილამდე წერილი დაწერა და გარდაიცვალა, ქალი რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართელოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია მეტონიძემ „ტვ პირველის“ ეთერში პოლიციელის მიერ შშმ პირის სცემის ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბავშვი არის დაზარალებული ფიზიკურად, ეტყობა ძალადობის ნიშნები. „ტელეფონი არ გაჩერებულა, თემისთის ეს იყო, თითოეული მათგანისთვის ფიზიკურად გასწორება. ეს იყო უმძიმესი რამ. განსაკუთრებულად მძიმე იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები ანალოგიური შეზღუდვის მქონენი არიან. ყველაზე საშინელი იყო ფრაზა, რომ მას ის აალაპარაკებდა… თარჯიმანთა ინსტიტუტი 15 წელია ჩამოყალიბებულია, შსს-მაც იცის, პირველ რიგში დაირღვა, ფიზიკურ ზეწოლამდე ის, რომ როდესაც ესაუბრები ყრუ ან სმენდაქვეითებულ პირს, უნდა გამოიძახო პირი, ვინც შეძლებს მასთან კომუნიკაციას. ჩვენ გვქონდა საუბარი ბენეფიციართან, ის არის დაზარალებული ფიზიკურად, ეტყობა ძალადობის ნიშნები, ჩავრთეთ ჟესტური ენის სპეციალისტი, ის მუშაობს და მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედებებში. გასაუბრების დროს გვითხრა ბავშვმა: „არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა…“ ვერ გაიგო რა უნდოდა, კომუნიკაციაში ვერ შევიდა… აიყვანე, წაიყვანე, ხელს კიდებ, არ იცის სად მიყავთ და რატომ. როდესაც ხელს კიდებ, აკავებ, მას უნდა განუმარტო – ეს ძალიან ელემენტარულია, კანონმდებლობითაც დაცულია და ჟესტური ენა აღიარებულია საკომუნიკაციო ენად“, – განაცხადა მაია მეტონიძემ. The post შშმ პირის პირველი კომენტარი, რომელიც პოლიციელმა სცემა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი: “ნაცია! ნაცის შვილია! პროვოკაციაა! დადგმულია! მეტროს ჯიბგირია! ყრუ-მუნჯი არა ის კიდევ! სიმულანტია! ტყუილად არ გალახავდნენ! “ციგანია”, მეტროში ხალხს აწუხებდა! პოლიციელმა თავი დაიცვა! წინააღმდეგობა გაუწია და… კონტექსტიდან ამოგლეჯილი კადრებია! აგინებდა პოლიციელს და იმანაც ვეღარ მოითმინა, კაცია რა! ნარკომანია ეგ… ორჯერ ნასამართლევი! კაცს ფეხი თუ წაუცდა, მზად ხართ გადაუაროთ რა! დადგმული რომ არ იყოს, კარს ხომ მიხურავდა?! შესაძლოა მართალია… კადრი შეიცავს შესაძლო გადაცდომას! მე ამოვწურე გაპრავების ჩემი მარაგი. Any idea???????” The post “გაპრავების მარაგი: ნაცია! დადგმულია! ჯიბგირია! ტყუილად არ გალახავდნენ!” – გიორგი კალატოზიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე, დღეს გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ბიჭი ყრუ-მუნჯია. ზურაბ ქადაგიძე: “კანონის უმკაცრესად, სამაგალითოდ და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დასაჯეთ მოძალადე… ნაბიჭვარი, რომელიც სამარცხვინო მოქალაქეა ამ ქვეყნის…. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი უნარშეზღუდული,თუ შეუზღუდავუნარიანია??? ადამიანის მიმართ ძალადობა და თან კანონის უპირატესობით უფრო მეტი დანაშაულია… მოძალადე, განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელე, რომელსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი სიმკაცრით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს… მუნდირის, ქვეყნის და საზოგადოების წინაშე სამაგალითოდ უნდა გასამართლდეს… ეს ნაბი@ვარი…” The post “დასაჯეთ ეს ნაბი@ვარი, სამარცხვინო მოქალაქეა ამ ქვეყნის” – ქადაგიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი: “მოვუწოდებ ლონდა თოლორაიას, სასწრაფოდ ადეკვატური პასუხი გასცეს საზოგადოებრივ მღელვარებას, სასწრაფოდ გვერდზე გადადოს პირადი პოლიტიკური გემოვნება და გეგმები და მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოძალადე პოლიციელის მიმართ!საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, რომ ყოველი წამი, როცა შშმ პირის უმოწყალოდ მცემელი ადამიანი თავისუფალია, სწორედ ლონდა თოლორაიას სინდისზეა!!!” შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დღეს გადასცა შსს-მ გარკვეული სახის ინფორმაცია, თუმცა, კერძოდ რა ტიპის მასალები მიაწოდა, უცნობია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის დამსახური იშლება, რაც, ექსპერტთა და საერთაშორისო პარტნიორთა შეფასებით, გაუქმების ტოლფასია. The post “ყოველი წამი, როცა შშმ პირის მცემელი ადამიანი თავისუფალია ლონდა თოლორაიას სინდისზეა!!!” – ნიკოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„მწამებელი სისტემა“, – ამ ლოზუნგით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები პოლიციელის მიერ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ბიჭის ცემის ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებაში მონაწილე პოლიციელების დასჯად მოითხოვენ. The post „მწამებელი სისტემა“ – აქტივისტები პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემას აპროტესტებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა (როკი) UFC-სთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ყოველი ახალ ღონისძიებაზე, აწონვებისას და პრესკონფერენციაზე მებრძოლებს როკის კომპანიის ფეხსაცმელები ეცმევათ. UFC 270-ზე არცერთი ქართველი არ გამოსულა, მაგრამ უკვე მარტში, ლონდონში, ილია თოფურიას ველით და თოფურია მატჩამდე სწორედ როკის ფეხსაცმელებით გამოჩნდება. ფართო გაყიდვებისთვის ფეხსაცმელი წლის ბოლომდე ჩაეშვება. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/ROAA-1024x705.jpg HISTORIC. I’m honored & proud, my @ProjectRock is the OFFICIAL GLOBAL FOOTWEAR PARTNER of the @UFC Starting this weekend at #UFC270 NGANNOU vs GANE, all athletes & teams will rep @ProjectRock footwear. Engineered for the HARDEST WORKERS IN THE ROOM who WALK THE WALK. ~ dj pic.twitter.com/TInm2iwEz4 — Dwayne Johnson (@TheRock) January 21, 2022 The post ჭიკაძე, ნგანუ, თოფურია, დიასი და UFC-ის ვარსკვლავები ლეგენდარული როკის პროექტში appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრები განაახლა. დღეს ორბელიანების სასახლეს 5 ქალი პოლიტიკოსი სტუმრობდა. შეხვედრას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია და „ქართული ოცნების წევრები, ნინო წილოსანი და ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ. ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განცხადებები გაკეთდა, თუმცა ზურაბიშვილის ბურუსით მოცულ გეგმებს ნათელი მაინც ვერ მოეფინა. ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, ეროვნული თანხმობის პროცესი შექმნილი კრიზისის ფონზე, რამდენად მოკლე დროში შეიძლება მიიღწეს. შეხვედრის შემდეგ TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ვიზიტისას თავიდანვე ითქვა, რომ პროცესი მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდზე გათლილი არ არის. „მე ვისაუბრე იმაზე, დღეს არსებულ პრობლემებს რას ვუშვრებით და იქნება თუ არა ეს ფორმატი გათვალისწინებული იმისთვის, რომ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში გამოსავალი ვნახოთ, რაზეც ითქვა თავიდანვე, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული“, – აღნიშნა გიგაურმა. იმავე განცხადებას აკეთებს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესის „აქ და ახლა“ საკითხებზე გათვლილი აშკარად არ არის. „მეც მრჩება ბევრი კითხვა. რაღაცებს, ალბათ, პროცესი გამოაჩენს და მეტ სიცხადეს შეიტანს ამ საკითხში. აქტუალობაზე ყველა ვთანხმდებით. აქ და ახლა რომ ხდება პრობლემები ამაზე რა ხდება გვქონდა კითხვები, მაგრამ „აქ და ახლა“ საკითხებზე ეს პროცესი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რეზიდენციაში საკითხზე სასაუბროდ მყოფმა მხარეებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი თემატური ჯგუფების შექმნას გეგმავს. აღნიშნულ ჯგუფებს მოდერატორები ეყოლება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ჯგუფებს შესაძლოა მოდერატორობა იმ ქალებმა გაუწიონ, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. The post „აქ და ახლა?“ – სალომე ზურაბიშვილის ბურუსით მოცული გეგმა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 27 საბავშვო ბაღია დახურული. გარდა ამისა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 67 ბაღის 112 ჯგუფში. სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებული აქვს საბავშვო ბაღების 125 თანამშრომელს და 54 აღსაზრდელს. The post რამდენი საბავშვო ბაღი დაიხურა კორონავირუსის გამო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ბათუმში ზღვამ შუახნის ქალის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალის ცხედარი ზღვამ გუშინ დილით გამორიყა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. The post ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "არა ბატონებო! ეს ის ქვეყნაა სადაც კრიმინალებზე ორგაზმში ვარდებიან, თორე სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ნიჭიერი ახალგაზრდების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, პენსიონერების და შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების წამება და სიკვდილი!!! ეს ის ქვეყანაა სადაც კრიმინალების აყროლებულ ტრაკს იმაზე მეტი ფასი აქვს ვიდრე თავად ქვეყანას!!! კრიმინალურ მენტალიტეტზე მოჩუკუნე ქვეყანა!!!", - წერს ნუგზარ სულაშვილი. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა. შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია. tia.ge
-
ჟურნალისტი, ელისო კილაძე პოლიციელის მიერ შშპ პირზე განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურება: "დაბრმავდით და დაყრუვდით ?! სად ყრიხართ ის ხალხი ,სისხლიანი ცხრა წელეეეო ,ქუჩაში რომ ბღაოდით ?! ააა,უპატრონო ყრუ-მუნჯია ?! ელიწა მეტროს კვადრატში არ მოძრაობს ?! და რგვალი ბაღის პროტესტიც არალი ?!", - წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა. შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია. tia.ge
-
იურისტი, გიორგი მშვენიერაძე პოლიციელის მიერ შშმ პირზე ძალადობას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ამას რიგითი პოლიციელების დასჯით არ ეშველება". "პოლიციელის მიერ დაკავებულის "წამორტყმა" ჩვეულებრივი ამბავია. დიახ, მათ გონიათ, რომ საკუთარი მუჭითა და ძალაუფლებით მუნჯს აალაპარაკებენ. ადამიანის აბუჩად აგდება, უყურადღებობა, პასუხის ღირსად არ ცნობა ხომ ყოველდღიურობაა. ყოველდღიურობაა ცრუ ჩვენებები სასამართლოში, გამოგონილი ბრალდებებით ადამიანების დაკავება ან დაჯარიმება. "პოლიციის შესახებ" კანონით პოლიციის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები იცით როგორ იწყება? "პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს." რამხელა ცინიზმია... ჩვენნაირ ქვეყნებში პოლიციელები იცავენ ბრძანებებს, თუნდაც ეს ბრძანებები ცალსახად უკანონო იყოს, ხოლო კანონი და ადამიანის უფლებები მათთვის მეათეხარისხოვანია. იმიტომ, რომ კანონის ან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პოლიცილები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო უკანონო ბრძანების შეუსრულებლობის გამო - ბევრი. ამას რიგითი პოლიციელების დასჯით არ ეშველება", - გიორგი მშვენიერაძე ფეისბუქზე. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა. შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია. tia.ge