
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ჯაბა კანკავამ ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა, ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა გულშემატკივარს საკუთარი ინსტაგრამის მეშვეობით აცნობა:“ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, დაახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ […] REZONANSI
-
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს სიმპტომების ჩამონათვალს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქე უნდა დარჩეს სახლში ან გადავიდეს საიზოლაციო სივრცეში NCDC-ის ინფორმაციით, ეს სიმპტომებია: ყელის, თავის ან წელის ტკივილი; სურდო; ზომიერი ცხელება; ხველა; ღამით ოფლიანობა; საერთო სისუსტე. ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეზღუდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან ურთიერთობისას გამოიყენონ პირბადე. NCDC-ის განცხადებითვე, პირველივე საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, მოქალაქე აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან დარეკოს 112-ში და მიიღოს ონლაინ კლინიკის მომსახურება. „ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. თავი მოარიდეთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივრცეების გამოყენებას. თუ ეს შესაძლებელია, იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. […] REZONANSI
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები. უწყება ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებს. “ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილულუ იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე”,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. REZONANSI
-
პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არ არიან. “ბრალდებულებისთვის წარდგენილი გვაქვს კადრები და უარყოფენ, რომ ისინი არიან, თუმცა მათი უშუალო თანამშრომელი და ხელმძღვანელია დაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებში”, – ამბობს ის. პროკურორი აღნიშნავს, რომ დაზარალებულს ამოცნობის პროცედურაში მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა დაკავებულებმა ამ პროცედურაზე უარი განაცხადეს. მისივე განცხადებით, სასამართლოზე ისინი სამართალდამცავების პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებენ. “დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. რაც შეეხება […] REZONANSI
-
ჯაბა კანკავამ 35 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების უვკე ყოფილმა კაპიტანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. “ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა”, – წერს კანკავა. ჯაბამ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი 2004 წელს ჩაატარა, როცა ის 18 წლის იყო. მის ანგარიშზე 100 კეპია. The post ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
იტალიაში, ნაპოლში რამდენიმე დღით გაუჩინარებული გოგოს, სალომე ტეტუნაშვილის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ძმა სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ბადრი ტეტუნაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და განმარტავს, რომ მისი დის გაუჩინარების მიზეზებზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სიმართლის დადგენას კი ადვოკატები შეეცდებიან. როგორც ტეტუნაშვილის ძმა აცხადებს, ამ დრომდე სალომე ტეტუნაშვილის არცერთი სიტყვა არ არის ადეკვატური და საზოგადოებამ მოგონილი ისტორიების შესაბამისად არ უნდა იმსჯელოს. “მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, არც კი ვიცით სიტყვა მადლობა თუ ატარებს საკმარის შინაარსს, იმისთვის რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ! მადლობა, რომ სალომეს პოვნაში დაგვეხმარეთ; მადლობა, რომ დედას არ ტოვებდით მარტო; მადლობა, რომ ყველა რისკზე მიდიოდით, რათა მიგეღოთ პასუხები… სალომე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის, […] REZONANSI
-
შოთა არველაძე სულ მალე ჩემპიონშიპის ბინადარ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს და საქმეში ოფიციალურად ჩაერთვება. BBC-ის ინფორმაციით, არველაძის წარდგენა ხვალ, პარასკევს მოხდება, რომელსაც პირადად შოთას მეგობარი, “ჰალის” ახალი მფლობელი აჯუნ ილიჯალი წარუძღვება. გარდა ამისა, არველაძემ რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი მოითხოვა და ყოფილი “ლივერპულელის”, 35 წლის რაიან ბაბელის ტრანსფერი დაბლოკა. მას “ფენერბაჰჩეს” დიმიტრის პელკასის და ტანზანიელი მბვანა სამატას გადმობირება ურჩევნია, რომელიც ბოლოს “ასტონ ვილასას” და “ფენერბაჰჩეში” თამაშობდა. The post გადაწყდა: როდის წარადგენს “ჰალი” არველაძეს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ვერძი შეეცადეთ არ იყოთ ზედმეტად მკაცრი. თქვენ უკეთ აკონტროლებთ თქვენს გრძნობებს და გექნებათ მეტი ენერგია. დღეს იღბალი თქვენსკენაა. თქვენი მეგზური იქნება რიცხვები 1 და 8, ასევე ასოები ა,ლ და ე. კურო ყველაფერი დაიძაბება. თუმცა, რამდენიმე კარგი ამბავი მოხდება, რაც დაგეხმარებათ არ დაკარგოთ ოპტიმიზმი. თქვენ ხშირად კარგავთ ენერგიას. ატარეთ მუქი ფერები, როგორიცაა შინდისფერი, ეს დაგეხმარებათ წარმატებაში. რიცხვები 2 და 7, ასევე ასოები ბ,ვ,უ დაგეხმარებათ. ტყუპები ბევრად უკეთ გააკონტროლებთ თქვენს ემოციებს და უფრო ჭკვიანი ჩანხართ. დღეს მზად იქნებით ისწავლოთ მართლაც ღირებული რამ, რაც სასარგებლო იქნება თქვენი ფინანსებისთვის. მერკური არის პლანეტა, რომელიც მართავს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. ასოები კ,ც და გ, ისევე როგორც ციფრები […] REZONANSI
-
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საქართველში ბოლო 24 საათში 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 24%-მდეა, ეს კი ყველაზე მაღალი მონაცემია პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში. მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, სამი ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “საწოლები გვაქვს, გასაწერია 34 პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში გაეწერებიან და კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოთავისუფლდება. რეანიმაციაში ახალი მძიმე პაციენტები არ შემოუყვანიათ, ის სამი პაციენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმედ არიან და რჩებიან მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე სასწრაფოსაც მოჰყავს წლამდე ასაკის ან რისკჯგუფის მქონე პაციენტები,”- აცხადებს მაია […] REZONANSI
-
თბილისის “ლოკომოტივის” 24 წლის მაროკოელი ნახევარმცველი ულად-ომარ იმრანი “როტორს” თურქულ შეკრებაზე გაყვა. ფინანსური პრობლემების გამო “ლოკომოტივმა” ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შეძლო და მათ შორის, იმრანიც წავიდა. დიდი ალბათობით, ომარი “როტორში” მამუკა ჯუღელის დამსახურებით მოხვდა, რომელმაც გასულ სეზონში ბათუმის “დინამოდან” გუნდში ჯოვინო წაიყვანა. “როტორში” იმრანს ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე და ნიკოლაი ყიფიანი დახვდებიან. 51 მატჩში მაროკოელს “ლოკოს” შემადგენლობაში 13 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს შესრულებული. The post ჯუღელის კვალი? იმრანი რუსეთში მიდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
36 წლის გელა ჩაღიაშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მას 60 წლის თანასოფლელმა, გიორგი მღებრიშვილმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ვერსია შურისძიებაა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა და ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილი 11 წელი მოიხადა. ოჯახის ახლობლების თქმით, არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ჩაღიაშვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი: ხელზე, თავში და ფეხზე. “დუელი დაუნიშნა ჩემს შვილს, დაჭრა გულში და მოკლა, წავიდა ციხეზე, 11 წელი მოიხადა ბალღმა, გამოვიდა და ახლა მოკლა. ერთი ხელში აქვს გარტყმული, თავში და ფეხში, დანგრეულია ბალღი,”- აცხადებს გარდაცვლილის მამა. REZONANSI
-
საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 73 250 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%, ბოლო 14 დღის – 16,51%, ბოლო 7 დღის – 20,58%. დღიურად 8 630 აიცრა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 14 840 ადამიანია გარდაცვლილი. The post 24 საათში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მეკარე ზვიად კუპატაძე იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არაერთი შესანიშნავი სეივი გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კომენტარი გააკეთა: „მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში. მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ”, – განაცხადა კუპატაძემ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. The post ზვიად კუპატაძე: “ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად 500 ლარიანი დახმარებას თბილისის მერია გასცემს. ამ სოციო – ეკონომიკურ პროგრამაზე, თუ ვის და როგორ შეუძლია სერვისით სარგებლობა, დეტალურ ინფორმაცია: რა არის პროგრამის არსი? სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა. ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები? ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა. რას მოიცავს პროგრამა? ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით: ა) 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე; ბ) 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე; გ) 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე. როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი? თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1-ლ მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში. კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა? მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) – ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი. The post 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარება ბავშვებს – ვის და როგორ შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეო დადო, სადაც აქტიურად ემზადება ახალი შეჯიბრებისთვის. როგორც ჩანს, ლაშამ ბოლო დროს მისი მთავარი მეტოქე – ტრავმა ბოლომდე დაამარცხა. View this post on Instagram A post shared by Lasha Bekauri (@bekaurilasha) The post ლაშა ბექაურმა ვარჯიში დაიწყო (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ციგა საბა ქუმარიტაშვილის ოჯახის ბიზნესია. საქართველოში ამ სპორტის შემოტანა მის ბაბუას, ალეკო ქუმარიტაშვილს უკავშირდება, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, ნახევარი საუკუნის წინ. მამა, ფელიქს ქუმარიტაშვილი ფედერაციას უძღვება – წერს ამერიკული გამოცემა Associated Press და საბა ქუმარიტაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. სამშობლოში, მისი ოჯახი ციგაობათან არის გაპიროვნებული, ოლიმპიადაზე მწუხარებასთან. ცოტა ხნის წინ საბა ქუმარიტაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის ლიცენზია მოიპოვა. 12 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც საბას ბიძაშვილი, ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერის თამაშებზე ტრაგიკულად დაიღუპა. ნოდარი 21 წლის იყო, როცა ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა. საბა ახლა 21 წლის არის და იმედია, მწუხარებასთან ერთად ოლიმპიადაზე მის გვართან სხვა განცდაც იქნება ასოცირებული. “ჩვენი ოჯახის ყველა თაობაში 1 მოციგავე მაინც იყო და ახლა, მე და მამაჩემი მივსდევთ ამ ტრადიციას და ნოდარის ნაბიჯებს. მასზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ დიდ ძალას მაძლევს.” “ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი ოჯახი და ქვეყანა ოლიმპიადაზე წარვადგინო. მე დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ, რადგან ჩემგან კარგ შედეგებს ელიან. ეს დიდი მოტივაციაა და ვეცდები ყველაფერი გავცე”, – ამბობს საბა. “ნოდარისთვის” – ყველას გვახსოვს ნოდარის ტრაგედია და ყოველ წელს ვიხსენებთ მას. საბას შესახებ საზოგადოებაში პირველი ინფორმაციის გავრცელებიდან, ბევრს ნოდარის ძმა ეგონა. იმედია, პეკინში ქუმარიტაშვილების გვარი საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს და სწორედ ამის სურვილი აქვს საბას, საბა ქუმარიტაშვილს. Associated Press The post “ნოდარისთვის” – ქუმარიტაშვილის გვარი ოლიმპიადაზე ბრუნდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს. იუშენკო იხსენებს, რატომ იდგა 13 წლის წინ თბილისში, რუსთაველის მოედანზე, ქართველი ხალხის გვერდით. „საქართველოში 2008 წლის 13 აგვისტოს დილა თენდებოდა, თუმცა, მზის სხივებმა შუქი სრულიად განსხვავებულ სამყაროს მოჰფინა. სრულ სიბნელეში მივიკვლევდით გზას. მანქანის ფარები ღამეს ღორღისა და რაღაც სამშენებლო ტექნიკის ნაკუწებს სტაცებდა. გზის პირას მტვრით დაფარული გრეიდერები და სატვირთო მანქანები იდგა. ეს მთის ცუდი გზა იყო და ორმოებზე საგრძნობლად გვაჯანჯღარებდა. დაძაბულობა იგრძნობოდა. ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. მუდმივად მატყობინებდნენ მდგომარეობას. ზარებს შორის შუალედებში შესაძლო სცენარებზე ვფიქრობდი. ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ გზაზე მსჯელობ, რა იქნება შემდეგში. ნახევარ საათში ნებისმიერი რამ შეიძლება, მოხდეს – შესაძლებელია სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენების განვითარება. ვერავინ გამორიცხავდა ჩვენი მისიის საბედისწერო დასასრულს, რომელსაც მარტივად წარმოაჩენდნენ შემთხვევითობად, როგორც რომელიღაც სერჟანტის შეცდომას. სერჟანტს რუსული სამხრეები ეკეთებოდა და შეიძლებოდა, უკრაინული გვარი ჰქონოდა. ასეთ გარემოებებში რთული არ არის დანაშაული უბედურ შემთხვევად გაასაღო და ეს ისე გააკეთო, რომ მთელმა მსოფლიომ მარტივად დაგიჯეროს. საქართველოში მეგობრებთან უკვე შემდეგ ჩასვლაზე მაჩვენეს რუსული ტანკებით განადგურებული ვენახები. ეს თბილისთან სულ ახლოს იყო, იმ ადგილებთან ახლოს, სადაც ჩვენმა მანქანებმა ჩაიარა ჩვენს კოლონაში, დაახლოებით, 15-მდე მანქანა იყო. მათ შორის იყვნენ ესტონეთის პრეზიდენტი, ტომას ილვესი, ლიტვის პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი, პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, ლატვიის პრემიერმინისტრი, ივარ გოდმანისი და მე. ჩვენ თბილისში მივდიოდით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს დედაქალაქს რუსული ჯარი უახლოვდებოდა. იყო გაურკვევლობის განცდა. არ იყო ცხადი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. კითხვაზე, რატომ ვართ აქ, არანაირი ცხადი პასუხი არ არსებობდა. იმ დღეების პირველი მოსაზრება იყო: ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოში. ჩვენ უნდა ვიყოთ აქ. ისე, როგორც ოდესღაც კენედი ამბობდა, „დღეს მე ბერლინელი ვარ!“, ასევე ვიყავი მზად გამემეორებინა ეს სიტყვები თბილისში, „დღეს მე ქართველი ვარ“. ეს იყო უჩვეულო სიტუაცია. ოთხი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი საომარი მოქმედებების ზონაში მიდიოდნენ. რუსები უკვე თბილისთან იყვნენ. ერთადერთი ფიქრი მქონდა: არაფერი იმუშავებს ისე, როგორც ეს მორალური მხარდაჭერა. მაშინ ჩემთვის მნიშვნელოვან სიტყვებს ვიხსენებდი, რომელიც იმ საღამოს სულ თავში მიტრიალებდა: „როდესაც ისინი მივიდნენ კომუნისტებთან, მე გავჩუმდი, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ სოციალისტებთან, მე გავჩუმდი, რადგან სოციალ-დემოკრატი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ პროფკავშირებთან, მე გავჩუმდი, რადგან პროფკავშირების წარმომადგენელი არ ვიყავი. როდესაც ისინი მივიდნენ ებრაელებთან, მე გავჩუმდი, რადგან არ ვიყავი ებრაელი. როდესაც ისინი ჩემთან მოვიდნენ, აღარავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები“ სიტყვები სხვა ეპოქიდან იყო, ისინი ნაციზმის ისტორიის ექოსავით ჟღერდნენ, თუმცა, მაშინ, რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, მარტინ ნიმიოლერის სიტყვების არსი არ მშორდებოდა გონებიდან: როდესაც ისინი მივიდნენ ჩემს მეზობელთან, ვდუმდი, როდესაც მოვიდნენ ჩემთან – აღარავინ იყო დარჩენილი ხმის ამომღები. ის, რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინის საკითხიც იყო. ეს იყო ჩვენი არსებობის საკითხი, ჩვენი უსაფრთხოების საკითხი. მე ვხვდებოდი, დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა. ჰემინგუეიმ ოდესღაც დაწერა იმაზე, რაზეც იმ საღამოს გზაში ვფიქრობდით: მე კაცობრიობის ნაწილი ვარ და თუკი ვინმე კვდება, კვდება ჩემი ნაწილიც. ამიტომაც, როდესაც ზარი რეკავს, არ იკითხო, ვისთვის რეკავს ზარი – შენთვისაა“, – წერს ვიქტორ იუშენკო. dailyinfo
-
„დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები“, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში პოლიციელის მიერ შშმ პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. ის აცხადებს, რომ მიუღებელია მსგავსი შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს. პრეზიდენტი ამბობს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. „უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – ამბობს ზურაბიშვილი. The post სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პედოფილიის მორიგი შემთხვევა - ბაბუა 12 წლის შვილიშვილზე სქსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მოძალადე ციხეშია, თუმცა მოზარდს მუქარის წერილებს უგზავნის. შემზარავი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, 12 წლის გოგონა, რომელიც 9 წლიდან საკუთარი ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, ტრავმიდან ვერ გამოდის, რის გამოც მან რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა. დღეს მან "რუსთავი2"-ს თავად მოუყვა გაუპატიურების არა ერთი ფაქტი. გოგონა მამამ დაბადებამდე მიატოვა. შემზარავი დანაშაულის შესახებ პოლიციას დედამ შეატყობინა, თუმცა ქალმა ძალადობის მსხვერპლ შვილზე საბოლოოდ თავადაც უარი თქვა, სასამართლომ კი მას მშობლის უფლება ჩამოართვა. არასრულწლოვანზე მისი მეგობრის დედა ზრუნავს, რომელსაც ბავშვი დედობილად მოიხსენიებს. არასრულწლოვანს ბაბუა დანით აშანტაჟებდა და მოკვლით ემუქრებოდა. პედოფილს კვალის დაფარვის მიზნით მსხვერპლი ტყეში მიჰყავდა. მას ახლა სასჯელის უმაღლესი ზომა აქვს მისჯილი, თუმცა არასრულწლოვანს მაინც ემუქრება. მოზარდთან ინტერვიუ ტელეკომპანიამ მას შემდეგ ჩაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი თვითნებურად დატოვა. მიყენებული სტრესის გამო მოზარდმა თვითმკვლელობაც რამდენჯერმე სცადა და რომ არა თავშესაფრის ადმინისტრაციის დროული რეაგირება, ყველაფერი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. როგორც "რუსთავი2" ავრცელებს ინფორმაციას, ტელეკომპანიამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავშესაფარში დააბრუნა, სადაც ის სპეციალური ზრუნვის ქვეშ იმყოფება. დაწესებულების ადმინისტრაცია, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს და არც იმას განმარტავს, თუ როგორ მოახერხა მან ტერიტორიის თვითნებურად დატოვება. tia.ge
-
იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქალაქ ნეაპოლში მოინახულეს საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. როგორც იტალიაში საქართველოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ინფორმაცია ვრცელდება, სალომე ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. "ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იტალიის პოლიციამ სალომე ტეტუნაშვილს რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, 26 იანვარს მიაგნო tia.ge
-
ავარია თელავში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე, ყვარლისა და გურჯაანის მიმართულების გამყოფ ხაზთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სამარშრუტო ტიპის მანქანები შეეჯახა. რა გახდა ავტოავარიის მიზეზი უცნობუა. მიმდინარეობს გამოძიება. tia.ge
-
საფრანგეთში მცხოვრები სოფია რაჭველი ბასილაშვილი იტალიაში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ და დღეს ნაპოვნ სალომე ტეტუნაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ჩემს მეგობარს სახელს და გვარს არ დავასახელებ საქართველოში დაუდგინდა მეოთხე სტადია სიმსივნე.. მე პირადად ექიმს რომ ვაჩვენე მისი დასკვნები მითხრა 3-4თვეზე მეტი ვერ იცოცხლებსო… ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდი და არამარტო მე ყველა.. მოკლედ ავუკრიბეთ ფული ყველას ვთხოვეთ დახმარება გავუშვით ეს გოგო თურქეთში და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა. იმკურნალა ბევრიც იწვალა მაგრამ როგორც საქართველოში გადადეს გოგო სასიკვდილოდ ეგეთი არაფერი ქონია.. მაგრამ როცა ხალხმა გაიგო ეს ამბავი რა მოხდა? არ აპატიეს გადარჩენა და არ აპატიეს კარგი ამბავი.. ყველაფერი თქვეს რაც კი შეიძლებოდა ენიდან ამოსულიყო.. გოგო იმ დონეზე მიიყვანეს ისიც კი თქვა მერჩივნა მომკვდარიყავიო.. რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი.. ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელებს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია. იმიტომ რომ გადარჩა და ვაი და ვუის ვერ დაწერენ.. საშინელებებს წერენ და ფიქრობენ ასეთი არაფერი მინახია.. რამ გადაგრიათ ხალხნო, საიდან გაქვთ ამხელა ფანტაზიები.. სხვისი ოჯახის საქმე თქვენ უფრო კარგად როგორ იცით? სხვისი სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენ როგორ იცით? ამდენი მოსამართლე და გამომძიებელი ყველა როგორ ხართ??? ეს გოგო აზრზე რომ მოვა შეიძლება ამასაც ანატრებიოთ სიკვდილი..", - წერს სოფია რაჭველი ბასილაშვილი. tia.ge