Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საფეხბურთო გუნდი “გაგრა” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და ფეხბურთელებს იმატებს. “გაგრაში” 30 წლის თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე და 23 წლის შემტევი თემურ ჩოგაძე ითამაშებენ. ბუხაიძე ბოლოს “სამგურალში” იყო და ძირითადად შეცვლებზე გამოდიოდა. ჩოგაძე “თელავში”, მანამდე კი უკრაინაში. “გაგრაში” ვიხილავთ მეკარე ბექა ქურდაძეს და გამოცდილ ნახევარმცველ თემურ შონიას. The post ბუხაიძე და ჩოგაძე “გაგრაში” ითამაშებენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. უეფამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ორგანიზაცია მას სამწვრთნელო გამოცდების ჩაბარებას სთხოვს. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის სერთიფიკატს ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა, სწორედ ამიტომ მისი განახლებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, 62 წლის მწვრთნელს “რეალის” მატჩების მიმდინარეობისას ტრიბუნაზე ყოფნა მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის “მილანში”, “ჩელსიში”, პსჟ-ში, “რეალში” და “ბაიერნში”, მწვრთნელის ამპლუაში, 21 ტიტული აქვს მოგებული. The post უეფა კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო გამოცდების ჩაბარებას სთხოვს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 45 623 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%. დღიურად 1 665 აიცრა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 14 980 ადამიანი გარდაიცვალა. The post კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. “პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე”, – განაცხადა რატიანმა, გარდა ბევრი სითხის მიღებისა, ლევან რატიანის თქმით, აუცილებელია პაციენტებმა ტუტე გარემოს შესაქმნელად ყოველ ორ საათში პირისღრუში სოდიანი წყალი გამოივლონ. “როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს”, – განაცხადა რატიანმა. ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად “ბორჯომის” მიღებაც სასარგებლოა. წყარო: itar.ge The post “ეს სასმელი ყველაზე ეფექტურია და არაფერი დაგემართებათ” – ლევან რატიანი კორონას მკურნალობის საუკეთესო საშუალებას ასახელებს! appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ნათელი მოჰფინა ლაშა ტალახაძის ახალ იმიჯს. ტალახაძე გუშინ ფოტოებში ულვაშით გამოჩნდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-31-at-12.31.05-AM.png The post “უცებ ისმის საშინელი გინების ხმა, გავრბივარ და მომსდევს” – ტალახაძის ულვაშის ისტორია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. 5. ჩედ ევანსი (გაამართლეს) http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/manct.png 2011 წელს ჩედ ევანსი და კლეიტონ მაკლდონალდი 19 წლის გოგოს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, რომელიც იმდენად მთვრალი იყო, რომ თანხმობის მიცემა სექსუალურ კავშირზე არ შეეძლო. ევანსი 2012 წელს დამნაშავედ ცნეს და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ის დეკორატორად მუშაობდა. 2.5 წლის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ევანსმა იმდენი ქნა, გამოტანილი განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა და საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფეხბურთელმა 800 ათასი ევრო მიიღო იმ იურიდიული ფირმიდან, რომელიც მას პირველ სასამართლო პროცესზე წარადგენდა და საქმე წააგო. 4. ადამ ჯონსონი http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/city.jpeg ერთადერთი ფეხბურთელი ამ სიაში, რომელიც არა გაუპატიურების, არამედ პედოფილიის გამო არის, თუმცა მის ქეისში, გაუპატიურებაც ფიგურირებდა, რაც შემდეგ გამოირიცხა. ჯონსონი ინტერნეტით მის 15 წლის ფანს დაუკავშირდა და პირველ შეხვედრაზე 2 ხელმოწერილი მაისური გადასცა. ამ დროს, ჯონსონის მეგობარი გოგონა ორსულად იყო. მე-2 შეხვედრაზე ადამმა 15 წლის გოგოს აკოცა, თუმცა სექსუალური კავშირი უარყო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ის სწორედ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს. ინგლისელი 2019 წლის 22 მარტს 3 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 3. რობინიო http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/man-1024x768.jpeg ბრაზილიელი ფეხბურთელი 2 კვირის წინ იტალიის სასამართლომ ჯგუფური გაუპატიურების გამო 9 წლით ციხეში გაუშვა. 2020 წელს მილანის სასამართლომ თქვა, რომ “მსხვერპლი იყო შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული რობინიოს და მისი მეგობრების მიერ მათი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად”. მოსალოდნელია, იტალია მის ექსტრადიციას მოითხოვს. რობინიოს “მანჩესტერ სიტიშიც” უთამაშია, ისევე როგორც ადამ ჯონსონსა და ჩედ ევანსს. 2. ბენჟამინ მენდი (მიმდინარეობს) http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/rape.jpeg “მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი ბენჟამინ მენდი 7 ქალის გაუპატიურებაში არის ბრალდებული. ის 1 თვის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. “სიტიმ” ფრანგი გამოძიების დასრულებამდე შემადგენლობიდან ამოიღო. მენდის თავიდან 1 ადამიანი უჩიოდა, ეს რიცხვი კი დღეს 7-ზე არის ასული. 1. მეისონ გრინვუდი http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/mas.jpeg გრინვუდს არასდროს უთამაშია “სიტიში”, მაგრამ გრინვუდი “მანჩესტერ იუნაიტედელია”. დღეს მისმა მეგობარმა გოგონამ დაზიანებების შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, შემდეგ აუდიო ჩანაწერი და ბოლოს თავდამსხმელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. გრინვუდი “მანჩესტერმა” ვარჯიშიდან მოკვეთა, პოლიციამ კი უკვე დააკავა. განსხვავებით მენდისგან, ევანსისგან და რობინიოსგან, გრინვუდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მისი შესაძლო დანაშაულის ამსახველი ფოტოები და ჩანაწერი გამოქვეყნდა. The post ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც გაუპატიურების გამო დააკავეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. ანა მარია მარკოვიჩი 22 წლის ხორვატი ფეხბურთელია. ის ხორვატიის ნაკრებისა და შვეიცარიული “გრასჰოპერის” ღირსებას იცავს. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/1-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/2-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/3-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/4-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/5-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/6-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/7-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/8-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/9-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/10-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/11-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/12-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/13.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/14.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/15.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/270625175_347057327311052_5869043081382668515_n.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/261262811_446772650127250_638790890603543538_n.jpg The post ანა მარია მარკოვიჩი – ულამაზესი ხორვატი ფეხბურთელი (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. უცნაური შემთხვევა მოხდა ისრაელის ჩემპიონატში. იერუსალიმის “ჰაპოელსა” და ბეერ-შევის “ჰაპოელს” შორის გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მთავარმა არბიტრმა ლირან ლიანიმ სტუმართა მცველ ჰატემ აბდ ელ-ჰამედუს წითელი ბარათი ხელის ძლიერად ჩამორთმევის გამო უჩვენა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბეერ-შევის “ჰაპოელის” აღმასრულებელმა დირექტორმა გაი პრიმორმა, რომელიც მომხდარის შემსწრე იყო: “იქვე ვიყავი, მსაჯთან ხელის ჩამოსართმევად გავეშურე. არბიტრმა მითხრა, რომ ჰატემის ხელის ჩამორთმევამ მას ტკივილი მიაყენა. რატომ ხარ დამნაშავე, თუ ძლიერი ხელის ჩამორთმევა გაქვს?” The post ისრაელში მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი ხელის ძლიერად ჩამორთმევის გამო უჩვენა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ დელტა შტამის დამძიმების შედეგია, თუმცა გამყრელიძე აცხადებს, რომ “ლეტალურ შედეგებს შორის ომიკრონის შტამიცაა“. ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა “ომიკრონით“, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. თუმცა, გამყრელიძე ადასტურებს, რომ აღნიშნული შტამით გარდაცვალების ფაქტი საქართველოში უკვე დადასტურდა. “ამჟამად, დადებითი შემთხვევების 90-95% “ომიკრონია“. ამიტომ ჰოსპიტალიზაციაშიც და სამწუხაროდ, გარდაცვალებაშიც მისი წილი თანდათან მოიმატებს. ზოგადად, დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების პროცენტი შემცირებულია. მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში ალბათ, “ომიკრონის” ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, – 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები და, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, “ომიკრონითაა” გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, “ომიკრონი” უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, “ომიკრონით” ბევრი ადამიანი ინფიცირდება და, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. The post საქართველოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  10. ვერძი დღეს უნდა გამოხვიდეთ წინა პლაზნე. შესაძლოა, თქვენს სამუშაო გუნდში დიდი ხანია კონფლიქტი მწიფდება და ასეთ ვითარებაში მხოლოდ თქვენ შეძლებთ ცივი გონების შენარჩუნებას. Სამწუხაროა, რომ ასტროლოგიური კალენდარი ამ პერიოდს არ გიხანგრძლივებთ. საღამოს შეგიძლიათ ესტუმროთ ბარს და რესტორანს, განტვირთვის მიზნით. უმჯობესია არ წახვიდეთ ღამის კლუბში, შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. კურო დადგა დრო საკუთარი ვალდებელებები შეასრულოთ. სამსახურში დაგროვებული საქმის შესრულების დროა. დაურეკეთ თქვენს კოლეგებს, თანაშემწეებს, არაფერი დაგაახლოვებთ ისე, როგორც “ერთობლივი მუშაობა თქვენს სასარგებლოდ”. ამავე დროს, შეეცადეთ შეუმჩნევლად გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი. შესაძლებელია ფულის დახარჯვა, ქვების გაფანტვის დრო დადგა, მაგრამ მათი შეგროვების დროც მოვა. ტყუპები დღეს ყველაფერს მოასწრებთ და ყველაფერი გამოგივათ. თუმცა მოვლენების კალეიდოსკოპში რაღაცის გამოტოვების ან შემთხვევით დავიწყების ალბათობა დიდია, რაც შემდგომში შეიძლება სერიოზულ სირთულედ იქცეს. არ არის გამორიცხული მოკლე მივლინებები. დღეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოტყუება უფრო ადვილია, არ დაეთანხმოთ შემოთავაზებებს უცხო ადამიანებისგან. ნუ აიღებთ ლიდერობას საკუთარ თავზე, რადგან შესაძლოა “განტევების ვაცის” როლში აღმოჩნდეთ. კირჩხიბი თუ გაგიჩნდათ ცდუნება რაიმე სარისკო მოვლენაში ჩაერთოთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, ნაკლებად სავარაუდოა იღბალი თქვენს მხარეს იყოს. კოლეგებს შეუძლიათ ჩაგითრიონ არასაჭირო კამათში ან განსაცდელში. შეეცადეთ, თავი დააღწიოთ ამას ნებისმიერი გზით. უმჯობესია თქვენს გეგმებს მიჰყვეთ და მიიღოთ მორალური კმაყოფილება. საღამოს, რომანტიკულ შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით. ლომი დღევანდელი დღით უკმაყოფილო დარჩებით. Სულში ეჭვის თესლს დათესავთ უკეთესი მომავლის იმედით. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდადაა, უბრალოდ დაიღალეთ გაუთავებელი საზრუნავით და ცხოვრებას დიდი ხანია სასიამოვნო სიურპრიზი არ გაუკეთებია. ცოტა მოთმინება და ყველაფერი გამოვა, საქმიანი კონტაქტები კმაყოფილებას მოგიტანთ. თუმცა, ეს არ შეიძლება ითქვას საყვარელ ადამიანებთან შეხვედრებზე, ისინი შეგაწუხებენ წვრილმანი თხოვნით და მუდმივი პრეტენზიებით. ხვალინდელი საღამო უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ქალწული შესაძლოა კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზება მიიღოთ. არ თქვათ უარი. წარმატებული დღეა ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დასადებად. უბრალოდ, უფრთხილდით კოლეგების შურს, იყავით უფრო ფრთხილად თქვენს ქმედებებში და არ გადადოთ კონფლიქტის მოგვარება განუსაზღვრელი ვადით. თქვენი შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი წარმატებამდე მიგვიყვანთ, მაგრამ ნუ მიენდობით იღბალს, ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ რეალურ საქმეს. საღამოს ყოველმხრივ მოერიდეთ ოჯახურ ჩხუბს, გამოიჩინეთ თავშეკავება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. სასწორი ჰორიზონტზე შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თანაგიგრძნობთ, ყველა თქვენს საზრუნავს გულთან მიიტანს და დაგეხმარებათ მათ მოგვარებაში. თქვენს ცხოვრებაში ნათელი ხაზი ჩნდება, იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას. თუ სამსახურში გამოიჩენთ ინიციატივას, შეგიძლიათ მომგებიანი საქმიანი კონტაქტი დაამყაროთ. ახალი ნაცნობობა აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის დაკავებაში დაგეხმარებათ. დადეთ ფსონი მატერიალურ მოგებაზე, რადგან სხვაზე არ იყოთ დამოკიდებული. საღამოს თავისუფალი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, თქვენს ჯანმრთელობას და დასვენებას. მორიელი თქვენი დაუოკებელი ამბიციები მოითხოვს სოციალური სტატუსის ამაღლებას და სწორედ ახლაა გეგმების განსახორციელებლად შესაფერისი დრო. Შესაძლოა, ახალი პოზიცია შემოგთავაზონ, არ იჩქაროთ არჩევანის გაკეთება, დაფიქრდით, მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს. ამ ეტაპზე ერთადერთი რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, არის ზედმეტი გახსნილობა უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას. მშვილდოსანი წარმატებული დღეა იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებიც კულტურით ან ჟურნალისტიკით არიან დაკავებულნი. კარგი დროა რუტინული საკითხების მოსაგვარებლად და შემოქმედებისათვის. შესაძლებელია თქვენი პარტნიორი იყოს კაპრიზული, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, ყველაფერი მალე მოგვარდება. უმჯობესია საღამოს სპორტით დაკავდეთ, გქონდეთ მსუბუქი ფლირტი და ზედმეტი ფიქრები ამოიგდოთ თავიდან. თხის რქა ხელსაყრელი დღეა ხელშკრულებებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად. თქვენს მიღწევებს დააფასებენ კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. დღე განსაკუთრებით წარმატებულია მეწარმეებისა და გონებრივად მომუშავეებისათვის. შესაძლებელია თქვენმა მეორე ნახევარმა თავი მიტოვებულად იგრძნოს, შეეცადეთ თავიდან ააცილოთ ეს თქვენი მზრუნველობით და ყურედღების გამოვლენით. მერწყული კარგი დღეა ახლი საქმის და უცნობი სფეროს შესასწავლად. შეგიძლიათ დაესწროთ ნებისმიერ კურსს, რასაც ისწავლით, შესაძლოა ცხოვრებაში არ გამოგადგეთ, მაგრამ ეს გააფართოვებს თქვენი კონტაქტების წრეს. Ხელსაყრელი დღეა სამუშაო გუნდში ავტორიტეტის გასაძლიერებლად, თქვენ შეძლებთ დაამტკიცოთ, რომ ხართ არა მარტო სანდო თანამშრომელი, არამედ იდეების გენერატორი. კოლეგების მიმართ კეთილგანწყობა და ყურადღება ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგის განმტკიცებას. თევზები დღევანდელი მოქნედებები და გადაწყვეტილებელი დაკავშირებული იქნება ბიზნესის დაწყებასთან და განვითარებასთან. შესაძლოა, რომ სრულიად ახალი საქმიანი ურთიერთობები დაამყაროთ მეგობრებთან, მაგრამ ერთობლივი პროექტები ნაკლებად სავარაუდოა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც თქვენ გსურთ. საღამოს ნუ დახარჯავთ ენერგიას გაჭიანურებული რომანის გასაგრძელებლად, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და გადაწყვეტილების მიღება მიანდეთ პარტნიორს. The post 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. ჟურნალისტი ჟერარ რომერო იუწყება, რომ ლონდონის “არსენალი” მზად არის, გუნდის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი სეზონის ბოლომდე “ბარსელონაში” გაანათხოვროს. მოვლენების ასეთ განვითარებაზე თავად გაბონელი ფეხბურთელიც თანახმააა, თუმცა გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ კატალონიელები უსმან დემბელეს გუნდიდან გაუშვებენ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კლუბმა სახელფასო ფონდი განტვირთოს. შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს “არსენალის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და დაახლოებით ორი თვეა, “მეთოფეთა” განაცხადში ვერ ხვდება. The post “ბარსელონა” ობამეიანგზე შეთანხმდა, პრობლემა დემბელეა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. ფუტზალში ევრო-2022-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. დამდეგ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის წევრმა შაგინიამ. “ესპანეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ჩვენთვის მძიმე გაკვეთილი (0:8) გამოდგა და რუსეთთან სრულად ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ, რათა იგივე აღარ დავუშვათ. არ ვფიქრობ, რომ ის ანგარიში ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, ვინაიდან ბევრ ჩვენგანს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და ასეთი შედეგისგან გამოწვეულ ყველა უარყოფით გავლენასთან გამკლავება შეუძლია”. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 1-ელ თებერვალს, ამსტერდამის “ზიგო დომეში” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. The post შაგინია: “ესპანეთთან ნაჩვენები შედეგი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. ახალგაზრდა მსახიობი, პანოს ნაცი გამთენიისას მომხდარ საზარელ ავარიას შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას სპიროს ბიბილა ავრცელებს. არსებული ცნობებით, პანო თავისი კოლეგის დაბადების დღიდან სახლში მოცოტიკლით ბრუნდებოდა, როდესაც ფურგონს შეეჯახა და ავარია მისთვის ფატალურად დასრულდა. 31 წლის მსახიობის დაკარგვა დიდი ტკივილია რა მხოლოდ მისი ოჯახი, არამედ კოლეგებისთვისაც. ნაცი მონაწილეობდა გიორგოს კაპუძიდის ახალ სერიალში, “ΣΕΡΡΕΣ”, რომლის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია Open-ზე საუბრობდა. The post ტრაგედია საბერძნეთში: მსახიობი, პანოს ნაცი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  14. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის მოსწავლეთა სახლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ. ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები? პროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები. რას მოიცავს პროგრამა? • მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით: ა) მხატვრული კითხვა – 25 ლარი; ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 30 ლარი; გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – 40 ლარი; დ) ქორეოგრაფიული სტუდია – 50 ლარი. როგორ უნდა ჩაერთოს პირი პროგრამაში? მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე. The post “მოსწავლეები მთავრობისგან 175 ლარს მიიღებენ…” – გადაამოწმეთ, ხართ თუ არა სიაში appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. ემოციების ზღვა - რაფაელ ნადალმა მედვედევი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო (ვიდეო) View the full article
  16. “ლივერპულმა” “პორტუს” ნახევარმცველი ლუის დიას მარულანდა დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელმა “ენფილდროუდელთა” რიგებში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ის “ლივერპულში” 23-ნომრიანი ფორმით ითამაშებს. გავრცელებული ინფრომაციით, ინგლისელებმა კოლუმბიელი მარცხენაფლანგელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, კიდევ 20 მილიონი კი ბონუსის სახით იქნება გაცემული. ლუის დიასმა მიმდინარე სეზონში “პორტუს” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. The post “ლივერპულმა” “პორტუს” ნახევარმცველი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. 27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები View the full article
  18. დადასტურდა - ვინ არის ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც თაკო ნაცვლიშვილის გული მოიგო View the full article
  19. ინგლისელმა ქომაგებმა შოთა არველაძეს უმღერეს (ვიდეო) View the full article
  20. ქეთი ხუციშვილი 10 წელზე მეტია ვარკეთილში, 337-ე კორპუსში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბოლო 3 თვეა მის სადარბაზოში ბზარები გაჩნდა. 10-სადარბაზოიან კორპუსში ყველაზე დიდი ბზარები მის სადარბაზოშია. ყველაზე დიდი საფრთხე კი მაშინ იგრძნო, როცა ბზარები მის სახლში გაჩნდა. მისი ყოველი დილა ბზარების შემოწმებით იწყება და ამბობს, რომ დღითი დღე მატულობს. The post “ძალიან გვეშინია, ბავშვები გვყავს, დღითი დღე მატულობს” – რა ხდება ვარკეთილში, ერთ-ერთ კორპუსში appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. "მასთან როგორ წევხარ" - როგორ დასცინა ფეხბურთელმა მარიო ბალოტელიმ კიმ კარდაშიანს View the full article
  22. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი კომპანიის შპს „საბადური ვილაჯე“ დირექტორად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. კომპანიამ ორი თვით ადრე დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს და წერს, რომ ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ საბადურის ტყეში გადაცემულ 10 ჰექტარზე 4 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, თუმცა ნარმანიას ცოლის კომპანიას აღებული ვალდებულებების ამ დრომდე არ შეუსრულებია. გამოცემის ცნობით, „საბადური ვილაჯეს“ გადაცემულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის თავსებადი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2 წელში უნდა უზრუნველეყო. აღებული ვალდებულებების შესრულების ვადა 2021 წლის 28 ივნისს ამოეწურა. კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო. ვალდებულებები ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. dailyinfo
  23. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ 7 ოჯახი ქუჩაში დატოვა და ადგილობრივების საცხოვრებელი სპეცტექნიკის დახმარებით მიწასთან გაასწორა. შენობების ნგრევის შემდეგ, ორხევის დასახლებაში სამმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. სოციალურად დაუცველების თქმით, მერიას ფართის დაკანონების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს და წინასაარჩევნოდ მიწის დაკანონების დაპირებაც მიიღეს, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა. უსახლკაროდ დარჩენილები განმარტებებს მერიისგან ამ დრომდე ელოდებიან. . dailyinfo
  24. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, 8 400 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი ჯამში დაუფიქსირდა 1 145 50 პირს, საიდანაც 14 911 გარდაიცვალა, 995 328 კი გამოჯანმრთელდა. The post კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო 24 საათში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი "უცნობის” გადაცემაში "კიდობანი” "ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გუბაზ სანიკიძის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს. "რომ იძახი 30 წელია პოლიტიკაში ვარ და ნოლი ვარო, არ გრცხვენია?! – აი, გუბაზი, რომ გამოვიდა და ჰანიბალივით ზის… დაუკვირდი რა ხდება? – ვიზუალი აქვს ისეთი, რომ გეგონება ყირიმი უკვე უკრაინას დაუბრუნა, ალპები აქვს გადავლილი, ეს შარფი უკეთია და ნახე ტექსტი რა აქვს?! – ბიჭო, ყველა ნული ვართ, მეც ნული ვარ, ისიც ნულია… აი, ნახე ტექსტი ხომ? – ნული ვართო და ამ დროს ვიზუალი აქვს, რომ თითქოს ჰერაკლე შემოვიდა! რაღაცა ბაყბაყდევი ამბობს, რომ ნული ვარო! ეს ურთულესი რამეა, რომ ლაპარაკობს ერთს და ვიზუალი სხვა რამეს ამბობს. ამ დროს კი აქეთ, რომ ერთი გობი საცივი დაუდგა და იქით სამი დროშა, რომელს აირჩევს?!” – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: "ზოგი ოპოზიციონერის მიმართ განულებული მაქვს ნდობა. ნულების პარადია რა, "ზეროა” ოპოზიცია დღეს, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.” tia.ge
×
×
  • შექმენი...