Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის 23 წლის კონკურენტი, კრისტიან რივერო იჯარის წესით “ალკორკონში” გაუშვა. რივერო 6-თვიანი იჯარით წავიდა. “ალკორკონი” ესპანეთის მე-2 ლიგაში ბოლო ადგილზეა. როგორც ჩანს, “ვალენსია” მამარდაშვილს ამ სეზონში არ გაანათხოვრებს, მიუხედავად ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციებისა. ქართველი მოედანზე 22 სექტემბრის შემდეგ არ გამოსულა. The post ოფიციალურად: “ვალენსიამ” მამარდაშვილის კონკურენტი გაუშვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  2. ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, როდის დაუბრუნდებიან კვარაცხელია, სამოშნიკოვი და აბილგორი საერთო ჯგუფთან ვარჯიშს. “მე-2 შეკრებისას ისინი გუნდთან ერთად იქნებიან. კვარაცხელია და სამოშნიკოვი უკვე ფიზ.მომზადების მწვრთნელთან ერთად მუშაობენ. ჩვენი სურვილი იყო, ამ ფეხბურთელებს ფიზიკურ კონდიციებში მოემატებინათ და სწორედ ამიტომ ვარჯიშობდნენ ცალკე. ახალი შეკრებისას უკვე გუნდთან ერთად დაიტვირთებიან”, – განაცხადა სლუცკიმ. კვარა ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებდა ფოტოებს სავარჯიშო დარბაზიდან. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/271864058_461047872193434_5216085580031084684_n.jpg The post სლუცკიმ ახსნა, რატომ ავარჯიშებდა ხვიჩას ცალკე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  3. ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი კარიერას ჩრდილო მაკედონიურ “შკუპი 1927”-ში გააგრძელებს. გაგიმ “შკუპისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. “შკუპის” ცენტრალური მცველი დაემტვრა და გაგი სწორედ მას შეცვლის. გუნდი 18 ტურის შემდეგ 42 ქულით ჩრდილო მაკედონიის უმაღლეს ლიგას ლიდერობს და მე-2 ადგილოსანს 9 ქულით უსწრებს. 1 კვირის წინ მარგველაშვილი ბოსნიურ “ველეს-მოსტარს” დაუკავშირეს, თუმცა მაშინ ინფორმაცია უარყო. ფეხბურთელი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის კაპიტანიც იყო. 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში 120-ზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული და კარიერის გაგრძელება უნგრულ “მეზოკოვეშდიში” გადაწყვიტა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად წამოსვლა მოუწია და საქართველოში დაბრუნდა. The post გაგი მარგველაშვილი მაინც წავიდა – ჩრდილოეთ მაკედონიაში appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  4. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, გადახედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას – „არა და არასდროს“. პრეზიდენტის თქმით, მესამე პრეზიდენტის შეწყალება ზეპოლარიზებას შეუწყობს ხელს, რის გამოც, აღნიშნულ საკითხს არ გადახედავს. „მე ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი და საბაბი და არა დეპოლარიზაციის. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი და მე არაფერს არ გავაკეთებ, რაც პოლარიზაციისკენ კიდევ დამატებით წაიყვანს ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. dailyinfo
  5. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას ჰქონდა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული შეთანხმების პროცესის შესახებ აეხსნა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით დაურეკა ივანიშვილს, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიტიკაში აღარაა და შესაბამისად, საუბარი არ შედგა. „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მე მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარი გახდა თითქმის. იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეროვნული შეთანხმების პროცესი. შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ჩვენი საუბარი არ შედგა“, – ამბობს ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, ამბობს, რომ დამოკიდებულია მხოლოდ საზოგადოებაზე. მე ვთვლი, რომ ამ პროცესში ვარ სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და ის გადაწყვეტს ეს პროცესი რამდენად წავა წინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. dailyinfo
  6. „ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან, ვერტიკალიდან მართული“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული შეთანხმების საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა შექმნას სივრცე, სადაც საზოგადოებას საკუთარი ხმის დაფიქსირების საშუალება ექნება. „ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ ამ ქვეყანაში, და დიდი ხანია ეს გრძელდება, ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული, ვერტიკალიდან მართული და საზოგადოებამ რეალურად დაკარგა თავისი ხმის თქმის უფლება. თუნდაც როცა ხმას აძლევს არჩევნებზე იქ ითვლება, რომ მისი მანდატი არც არსებობს და მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, რაც სრულიად გაუგებარია. ვინც მიიღო საზოგადოების ხმა, ამ ხმას უნდა მიყვეს. დროულია, რომ დავუბრუნდეთ საზოგადოება და მათ მივცეთ საშუალება რომ საუბრის სივრცე დაიბრუნონ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. The post პრეზიდენტი: ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  7. „ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია თუნდაც ბოლო 30 წლის არ გაგვაჩნია“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ისტორიის გარკვეულ ფურცლებზე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ. „პროცესი იწყება იმით, რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია თუნდაც ბოლო 30 წლის არ გაგვაჩნია. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს რეალურად უკან თუ გავიხედებით არაფერზე არ ვართ შეთანხმებული. ეს ნიშნავს რას, რომ ყოველივე ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია ამ ფურცლების, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ და მომავალ დღეზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად და ჩაბეტონებულია. ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ შეიძლება უფრო გაღრმავდეს ეს დაპირისპირება. ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა – დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო, ამიტომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც ვალდებულია ერთიანობაზე, რომ რაღაცებზე შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. The post ზურაბიშვილი: სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია, თუნდაც ბოლო 30 წლის, არ გაგვაჩნია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  8. „მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული შეთანხმების საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესები დიალოგის ფორმატში გადავა. პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა. „დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. The post პრეზიდენტი: გამოვთქვამ იმედს, რუსეთი არ გამოიყენებს იმ აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  9. კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევების სწრაფი ზრდის შემდეგ, აშშ გამამხნევებელ ნიშნებს ხედავს, – ამის შესახებ სტატიას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში დადასტურებული შემთხვევების კლების ფონზე, ბევრი იმედოვნებს, რომ ეს ვირუსთან ბოლო დიდი ბრძოლა იქნება. ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ „ომიკრონი“ „სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის დამაჯერებელ იმედს აჩენს“. მანამდე, აშშ-ს მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ, თქვა, რომ არ უნდა ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ, მაგრამ „ვირუსი სწორი მიმართულებით მიდის“. რა განაპირობებს ოპტიმიზმს? – იდეა, რომ ბევრი ადამიანი იმუნიტეტს ვაქცინაციით ან „ომიკრონით“ ინფიცირების შემდეგ შეიძენს, რის გამოც ვირუსი საზოგადოებაში ფართო გავრცელების საფუძველს ვერ იპოვის და ჩვენი ცხოვრებიდან მალევე გაქრება. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ბევრი ადამიანის დაინფიცირებით, „ომიკრონი“ უდავოდ გვაახლოებს პანდემიის დასასრულთან. ინფექციების ამჟამინდელი მატება უკან იხევს და არსებობს იმედი, რომ მას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის კლებაც მოჰყვება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნორმალური ცხოვრებისკენ მიმავალი გზა შეიძლება იყოს მოკლე და პირდაპირი, ან შეიძლება იყოს გრძელი და შემთხვევების მზარდი რაოდენობა კვლავ ვიხილოთ. სტატიაში „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსი ოდესმე სრულად გაქრეს. The post როგორია მოლოდინები Omicron-თან დაკავშირებით – დაასრულებს თუ არა პანდემიას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  10. პარლამენტის წინ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს. „დროას“ ინფორმაციით, 2 საათის განმავლობაში ჯამში 250-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. „250-ზე მეტი ხელმოწერა 2 საათში! უკრაინის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოსაწერად, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები მოვიდნენ. ხელის მოწერა ასევე შესაძლებელია ონლაინ, გადადით ბმულზე: https://manifest.ge/item/3599”, – აღნიშნულია „დროას“ განცხადებაში. The post პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას ხელი 250-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  11. საქართველოს გენერალური პროკურატურა ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ – საქმეზე “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა. ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით, წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისხლის სამართლის დარგის შვეიცარიელი ექსპერტი – დანიელ ჟან ზაპპელლი. ექსპერტ დანიელ ჟან ზაპპელლის ცოდნის, კვალიფიკაციის და შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციაში მდებარე სენტ მიშელის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი, ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორი, პროკურატურის ბიზნეს აგენტების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე, პროკურატურის მანდატურების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე, ჟენევის სასამართლო ხელისუფლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოთა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე, ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომერციული და გაკოტრების საქმეთა პალატის პრეზიდენტი, ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 სამოქალაქო საქმეთა პალატის პრეზიდენტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ ჟან ზაპპელლი მინისტრთა კომიტეტთან შეთანხმებით, ხსენებული საქმის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციის მიზნით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩაერთო. გარდა შერჩეული ექსპერტისა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის დარგის სხვა ექსპერტების კანდიდატურების მოძიება. კანდიდატურები, მოძიების შემდეგომ, დამატებით ერთი ექსპერტის შერჩევის მიზნით, წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. The post პროკურატურა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  12. „“ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად“, – ასე ეხმაურება NDI-ის კვლევას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, შანსი არაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს. „რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე და გირეკავთ უცნობი პირი და გეკითხება, ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდანო. ვთქვათ, თქვენ მოგწონთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, მაგრამ ნახევარი საათის წინ ტელევიზიით ნანახი გაქვთ, რომ ასეთი პოზიციის გამო წულუკიანმა ძალიან პატივსაცემი ხალხი გაყარა სამსახურიდან. ამ დროს, რა თქმა უნდა, ირთვება ქართული „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ და ან ამბობ, რომ არავინ მოგწონს ან ვინმე ხელისუფლებიდან. ეგაა და ეგ. შედარებით ობიექტური პირისპირ ანკეტური გამოკითხვაა. ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. „ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. The post სააკაშვილი: იდეალური ნიადაგია აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივ გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე, მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება და ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. მელიას განცხადებით, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, ქვეყანაში არსებულ შიშზე მიუთითებს. ის ამბობს, რომ ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს. „მე, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერი, უკეთეს საარჩევნო (გარემოს მიუხედავად) შედეგს ვისურვებდი და სწორედ იმიტომ, რომ სურვილი სურვილად არ დარჩეს და ამ ქვეყანაში რეალურ ცვლილებებამდე მივიდეთ, სწორად უნდა გავიაზროთ რა სურს ხალხს და სინამდვილეში რა არის ყველაზე საინტერესო აღნიშნულ კვლევაში: მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოსახლეობას მიუხედავად გამოხატული თუ არ გამოხატული პოლიტიკური პოზიციისა აქვს ერთნაირი აღქმა, კერძოდ კი: ის, რომ სიღარიბე და ეკონომიკური საკითხები ერთნაირად პრობლემატურად მიაჩნიათ, როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის მხარდამჭერებს – მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური პრობლემების. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი. თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით – ყველაფერი გამოგვივა. სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია. პირადად ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ. ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, ქვეყნის მომავალს, განსახორციელებელ პროექტებს და ასე შემდეგ მოკლედ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი წელია, უამრავ რამეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი”, – წერს ნიკა მელია. The post მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ყოველი არჩევნები ადასტურებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში 15 762. ბუნებრივია, პირველი კითხვა რაც მშობლებს უჩნდებათ, გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება: “სკოლებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ბუნებრივია, ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გდასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე მათგანი სრულად ონალინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლებიშერეული ფორმით გააგრძელებენ მუშაობას.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მაღალია. დღეს კი კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა და 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ფონზე, ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ იგეგმება ბაღების სრული დახურვა. ამ შეკითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს და ჯერჯერობით, პროცესთან დაკავშირებით ცვლილება არ აქვთ: “საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე, პერიოდულად, ინდივიდუალურად ხდება წერტილოვანი ან სრული დაკეტვა.” – გვითხრეს სააგენტოში. ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს აქტიურად მოუწოდებენ,რომ თუ მათ შვილს აქვს რაიმე სიმპტომი, აღენიშნება ტემპერატურა, გრიპისა და გაციების ნიშნები, არ გაუშვან სკოლასა და ბაღში და სახლში დატოვონ. წყარო : Mshoblebi.ge The post გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს. როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (0:2) ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი ნახევარმცველი გაცხარდა და ედერ მილიტაოს დაუპირისპირდა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და ბარელა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. “ინტერი” “ლივერპულს” “ჯუზეპე მეაცაზე” 16 თებერვალს მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი “ენფილდზე” 8 მარტს ჩატარდება. The post ბარელა “ლივერპულთან” ორივე მატჩს გამოტოვებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 10-15მ/წმ-ში. ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება.meteo.gov.ge=ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი 3 დღე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში, ტემპერატურა ღამით -4 -5 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა +6 გრადუსამდე იქნება. 29 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30-31 იანვარს კი ზოგან წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა -4 დან +10 შორის იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი. თბილისში 31 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. -4 გრადუსამდე ყინვაა 29 იანვრის ღამით. დანარჩენ დღეებში კი ტემპერატურა -3 დან +8 გრადუსამდე შუალედში იქნება. The post როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. ჟურნალისტი, ელისო კილაძე ბაკურიანის ტყის გასხვისებასთან და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვის მეუღლესლთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ქოცგამპრავებლების საყურადღებოდ: ნუნუკა თამაზაშვილისთვის ტყის ჩუქება ხაზარაძის საძოვრებით არ გაპრავდება. იმიტომ რომ ის საძოვრები ხაზარაძეს ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა,სოფ.ვაზისუბნის ღარიბაშვილები უჩიოდნენ პრემიერს,ასდასის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი 18 თებერვალს(ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს) ლურჯბაბთიანი ძროხების მიტინგს აწყობდა სოლოლაკში,ეს ამბავი გაბაზრდა და ირაკლი ღარიბაშვილმაც უკან დაიხია. სოფელს საძოვრები დაუბრუნა ! p.s.ღარიბაშვილების საჩივარი გვარებით,სახელებით,ტელეფონის ნომრებით ქრონიკა+-ში ინახება", - წერს ელისო კილაძე. tia.ge
  18. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ყველაზე მოკლედ და შეიძლება ითქვას, ყველაზე უცნაურადაც, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვებს პასუხობს. მერაბ მეტრეველი: -თქვით, პოლიტიკური ელიტები ვერ შეთანხმდებიანო, საუბრობთ საზოგადოებაზე, მაგრამ საზოგადოება ფართო მცნებაა და ვინ უნდა შეთანხმდეს მაშინ ერთმანეთში, თუ პოლიტიკური ელიტები ვერ შეთანხმდებიან, რადგან სწორედ ისინი ქმნიან პოლიტიკურ დაძაბულობას. ასევე, გამსახურდიას ეპოქაზე, ვთანხმდებით, რომ გადატრიალება ცუდია, მაგრამ დავა მიდის იმაზე, ეს გადატრიალება ვისი ბრალი იყო. მახსოვს ზვიად გამსახურდიას მომხრეებს თქვენ მიმართაც აქვთ პრეტენზია და დღემდე ახსენებენ, რომ სალომე ზურაბიშვილიც იყო გამსახურდიას წინააღმდეგ და მიაჩნიათ, რომ ამით თქვენც შეუწყვეთ ხელი ამ პროცესს. ბოლოს მინდა მოკლედ ვთქვა, თქვენ თქვით რა უნდა გაკეთდეს, ჯადოსნური ჯოხი არ არისო, მე გეტყვით, რა არის ჯადოსნური ჯოხი თანხმობის პროცესში – ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, ამას ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სასამართლო არის იმისთვის, რომ უთანხმობა მოგვარდეს, ეს არის მისი დანიშნულება, როცა არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ არ მიდის საქმე გადატრიალებამდე, იმიტომ რომ ასეთ ქვეყანაში არ არსებობს ავტორიტარიზმი, ვერ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. დღევანდელი პროცესი ავიღოთ, მთავარი განხეთქილება არის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუ უსამართლოდ. რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, ეს განხეთქილებაც არ იქნებოდა, გაასაჩივრებნენ სასამართლოში და თუ არსებობს სასამართლო, რომლის მიმართ ნდობაა, ის იტყვის სათქმელს და დამთავრდება… სალომე ზურაბიშვილი: -არ მთავრდება, გადავხედოთ ამერიკის სიტუაციას, ხომ აქვთ დამოუკიდებელი სასამართლო, მაინც ვერ თანხმდებიან, რესპუბლიკელების 75 პროცენტი თვლის რომ არჩევნები იყო გაყალბებული. მერაბ მეტრეველი: -ხო, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მიიღო? დამოუკიდებელი სასამართლო ბევრ რამეს შეცვლიდა – მაგალითად გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? თქვენ გქონდათ მნიშვნელოვანი როლი, როცა წარადგინეთ იუსტიციის საბჭოში წარმომადგენელი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ისიც კლანის წევრი ყოფილა, თქვენი წარდგენით გააძლიერეთ კლანი. ბოლო ცვლილებებს თუ ავიღებთ, ხელისუფლებამ კიდევ უფრო გადადგა ნაბიჯი სასამართლოს შესუსტებისკენ და ამ ცვლილებებს ვეტო არ დაადეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ როცა ვსაუბრობთ რა გაკეთდა, ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები, თქვენ ხელში რაც იყო ბერკეტი, რომ გამოგეყენებინათ რაციონალურად წინ ვიქნებოდით წასული. სალომე ზურაბიშვილი: -არამგონია წინ წავიდოთ, ეს ბერკეტი როგორი ბერკეტია, თქვენც კარგად იცით, ჩემი სიტყვა და პოზიცია ნათლად იქნა გამოხატული, ვეტო ამაში არაფერს ცვლის. ეს არის ფსევდო… დამოუკიდებელი ადამიანი ავირჩიე, უაპელაციაო რაღაცა… ეს არის სწორედ, მე რასაც ვეძახი – არა საუბარი. თუ გვინდა დავიწყოთ საუბარი, მოსმენით, კითხვებით, პასუხების მოსმენით უნდა დავიწყოთ და არა უაპელაციად რაღაცა კრიტიკით, რაც არაფერთან არ მიდის… ყველას აქვს თავისი პოზიცია, იწყება და მთვარდება. რა წინააღმდეგობებია ამ პროცესში, რა შეუშლის ხელს – შეუშლის ხელს უნდობლობა და სკეპტიციზმი. მეორეს მხრივ – პოლიტიკური პოზიციონერება. მექნება გასავლელი ძალიან ვიწრო ხიდზე. ვინ როგორ გაიგებს, გამაკრიტიკებს, მიჩვეული ვარ და პრობლემა არ გამაჩნია. ჩემი თავის წინაშე მექნება დიდი მოთხოვნა. მერაბ მეტრეველი: -ჩემი პირველი კითხვა იყო კონკრეტულად ვინ უნდა შეთანხმდეს, თუ პოლიტიკური ელიტება არა, საზოგადოება ფართო მცნებაა… სალომე ზურაბიშვილი: -თუ არ ცნობთ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ასევე… ნუ მიიღებთ პირად კრიტიკად, ეს არის საბჭოთა მენტალობის ნარჩენები, არაღიარება საზოგადოების ცალკე ძალად, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას. სამწუხაროდ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, სადაც შეიძლება საზოგადოების მანდატებიც არაფრად ჩათვალონ პარტიებმა. ეს არის პოსტ. საბჭოთა სივრცის უნიკალურობა. The post “რაღაცა კრიტიკა; ვეტო არის ფსევო; საბჭოთა მენტალობა; გადავხედოთ ამერიკას…” – რას პასუხობს პრეზიდენტი მერაბ მეტრეველს appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. საქართველოს ყოფილ შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცველად გთავაზობთ: "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ - საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა. ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით, წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისხლის სამართლის დარგის შვეიცარიელი ექსპერტი - დანიელ ჟან ზაპპელლი. ექსპერტ დანიელ ჟან ზაპპელლის ცოდნის, კვალიფიკაციის და შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციაში მდებარე სენტ მიშელის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი, ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორი, პროკურატურის ბიზნეს აგენტების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე, პროკურატურის მანდატურების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე, ჟენევის სასამართლო ხელისუფლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოთა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე, ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომერციული და გაკოტრების საქმეთა პალატის პრეზიდენტი, ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 სამოქალაქო საქმეთა პალატის პრეზიდენტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ ჟან ზაპპელლი მინისტრთა კომიტეტთან შეთანხმებით, ხსენებული საქმის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციის მიზნით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩაერთო. გარდა შერჩეული ექსპერტისა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის დარგის სხვა ექსპერტების კანდიდატურების მოძიება. კანდიდატურები, მოძიების შემდეგომ, დამატებით ერთი ექსპერტის შერჩევის მიზნით, წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს", - აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge
  20. „პლანეტა ლიმონი“ - გრანდიოზული ქართულ-უკრაინული რეალითი შოუა, რომელსაც მაყურებელი თებერვლის ბოლოდან იხილავს. ეს არის ახალი პლანეტა, სადაც ყველაფერი, რაც გაშუქდება, გვპირდებიან, რომ იქნება ჯანსაღი - პროექტის მთავარ ამოცანას კი ამა თუ იმ ქვეყანაში ტურისტის სწორი ნავიგაცია წარმოადგენს. რეალითი შოუ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობის კიდევ ერთი დამადასტურებელი პროექტია, რომელიც მსოფლიო ტურიზმის, ტურისტული ობიექტებისა და ცხოვრების რეალობას ასახავს. საქართველოსა და უკრაინის გარდა, პროექტში ამ ეტაპზე კიდევ 4 ქვეყანა იქნება ჩართული (დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი). გადაცემას წარუძღვება უკრაინის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ოლია დუმნოვა, რომელსაც თეატრის სცენის გარდა, არაერთ სარეკლამო რგოლში აქვს უკრაინაში მონაწილეობა მიღებული. 32 წლის მსახიობს, ერთგვარად, გაუმართლა, რომ გიორგი კიკალეიშვილს შეხვდა, რადგან მისი კარიერული აღმასვლა სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება. ოლია დუმნოვა უკვე საქართველოშია და სწორედ აქედან იწყება პირველი გადაცემის გადაღება. პროექტის ფარგლებში, უკრაინელი მსახიობი, როგორც ტურისტი, საქართველოში 3 კვირას დაჰყოფს და მსოფლიოს გააცნობს საქართველოს - მოუყვება მისი ტრადიციების, კულინარიის, ტურისტული ადგილებისა და კულტურის შესახებ ყველაფერს, რაც საქართველოსთვის ღირებული და დამახასიათებელია. აღსანიშნავია, რომ „პლანეტა კრეატივი“ 6 ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი. ესენია: დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ბელარუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო. შესაბამისად კი, გადაღებები ზემოხსენებულ ქვეყნებში გაგრძელდება... ეს გეოგრაფიული არეალი არ არის საბოლოო მიზანი, პროექტი შემდგომ განვითარებას და გაფართოებას გეგმავს. ორგანიზატორები სამომავლოდ მთელი მსოფლიოს დაფარვას ვარაუდობენ, იქ, სადაც მიდის თვითმფრინავი, გემი, მატარებელი თუ მანქანა. პროექტის სახელწოდებაც - “პლანეტა ლიმონი“ სწორედ აქედან გამომდინარეობს. პროექტზე საავტორო უფლება, რეჟისურა და სცენარი გიორგი კიკალეიშვილს და „პლანეტა კრეატივს“ ეკუთვნის. „პლანეტა კრეატივი“ და ჰოლდინგი „lemon group“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაერთიანდნენ და ექსკლუზიური პარტნიორები გახდნენ. შესაბამისად, „პლანეტა კრეტივის“, ყველა გადაცემის, რეალითი შოუსა თუ კინოგადაღებების და ა.შ. პრომოუშენს „lemon group“-ის გუნდი და მისი დამფუძნებელი, ირა მელიმონაძე უზრუნველყოფენ. „პლანეტა ლიმონის“ პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: myvideo.ge, „პალიტრა მედია“, ambebi.ge, TIA.ge, “თბილისელები“ და რადიო „ფორტუნა“ და “ფორტუნა +”. ასევე, პროექტს სრულად უჭერს მხარს ყაზახურ მედიაჰოლდინგი “kazmedia” და მასში შემავალი 12 წამყვანი ტელე-რადიო და ინტერნეტმედია. გადაცემას მხარს უჭერს საქართველოს კულტურის პალატა, რომლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების გაჩენა და გაღრმავება. და რაც პროექტის მასშტაბს ხაზს უსვამს მისი მხარდამჭრია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა BGCC-London , რომელიც პასუხისმგებლობას იღებს, მასში შემავალი ბიზნესწარმომადგენლობების ინფორმირებაზე, ასევე ბრიტანულ წამყვან მედიასაშუალებებში აღნიშნული გადაცემის გავრცელებას, პრომოუშენსა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება პროექტში შემავალი დანარჩენი ქვეყნების მთავრობებთან, კულტურის სამინისტროებთან და სავაჭრო პალატებთან შემდგომი თანამშრომლობისთვის. მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და პროექტი ძალიან მალე გაეშვება. პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ გადაცემა ქართულ ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად და მნიშვნელოვანად შეღავათიანი პირობებით მოახდინოს პროდუქტების, სერვისების, შეთავაზებების გაცნობა პროექტში მონაწილე დანარჩენი 5 ქვეყნის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი აქტივობაა ქართული ბიზნესისთვის პანდემიის შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიამ ყველაზე ძლიერი დარტყმა ტურიზმის სფეროს მიაყენა, პროექტის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ეს გადაცემა არის ერთგვარი სოციალური აქტივობა ქართული ბიზნესისთვის და ძალიან დიდი შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საქართველო მრავალმხრივ. ქართულ-უკრაინული რეალითი შოუ “პლანეტა ლიმონი” კვირაში ერთხელ სრული ქრონომეტრაჟით ინტერნეტ სივრცეში გავა YouTube - ის არხზე, ხოლო სხვა წამყვან სოციალურ მედიაში კი გავრცელდება ოლია დუმნოვას კადრს მიღმა ცხოვრების ამსახველი დეტალები. tia.ge
  21. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთ წელზე მეტია, რაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთანთან კომუნიკაცია არ ჰქონია. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა განმარტა, მას ჰქონდა სურვილი, მისთვის "აეხსნა" და ესაუბრა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებულ პროცესზე, თუმცა მიიღო პასუხი, რომ პოლიტიკაში აღარ არის: "იმას გეტყვით, მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო. არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა", - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. mtavari.tv tia.ge
  22. ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე: “პრეზიდენტს ალბათ მართლა ძალიან უნდა „ეროვნული თანხმობა“. ასე გულწრფელად უნდათ “მშვიდობა მთელ მსოფლიოში” სილამაზის კონკურსების კონკურსანტებსაც. თანხმობა ან ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა შედგეს, ან ფაქტებზე.ღირებულებებზე შეთანხმების პროცესი ძალიან რთული და ხანგრძლივიაო, თავად ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა. უახლოეს მომავალში არ გამოვაო. ფაქტებზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, არ უნდა. 90-ანებში დახვრეტილ მშვიდობიან ზვიადისტებზე კი არა, 5 ივლისის გუშინწინდელ პოგრომზეც კი. მორატორიუმი გამოვაცხადოთო კაი, ჩემო ძმაო.” The post “კაი, ჩემო ძმაო” – ირაკლი აბსანძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია: “ვერაფრით ვერ დავწერ ზურაბიშვილზე ცუდს. შინაარსი ვერ გამომაქვს და, რა ვიცი, იქნებ კარგს ამბობს? ps სამარცხვინო” The post “ვერაფრით ვერ დავწერ ზურაბიშვილზე ცუდს” – ნიკა გვარამია appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე და მასზე საქართველოს მთავრობის რეაგირებაზე საუბრისას, ამბობს: “ვიცი, რომ საზოგადოებაში საზოგადოება არის ამ საკითხზე შეჯერებული, მაგრამ ეს არ არის წამოსული ამ საზოგადოებრივი პროცესიდან, არ შეიძლება დავიწყო დასკვნებით, გითხარით ჩემი პოზიცია ამ საკითხზე და მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს, რომ როცა ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები, თავის დროზე, მან ჩემთან შეხვედრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება თავისი სუვერენობიდან გამომდინარე, აირჩიოს თავისი მოკავშირეები. ეს ძალიან კარგი საწყისია და მინდა ეს გავახსენო.” The post “მინდა გავახსენო ბატონ ლავროვს…” – რა უთხრა ლავროვმა ზურაბიშვილს? appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს და ამბობს: “რაზე შეიძლება შეთანხმება ამ საუბრების დროს? – მაგალითები უფრო საინტერესო იქნება, ალბათ. წარსულზე და ალბათ, რაც უფრო ადრინდელი წარსულია, უფრო ადვილია, ნაკლებად მწვავეა დღევანდელი დღისთვის. არ უნდა გამოვრიცხოთ არც ერთი პერიოდი – ვართ იმისთვის მზად დღეს, რომ ერთად, საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ, რომ გადატრიალება მიუღებელია სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა, რომ ვერ დაიცვას თავისი პრეზიდენტი გადატრიალებისგან. ეს არის ერთი შეთანხმების წერტილი. არ მაქვს ილუზია, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიადის (გამსახურდია) შეფასებაზე, ალბათ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ის იყო გმირი და ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მას აქვს ჩადენილი ბევრი შეცდომები – ამას ისტორიკოსები განიხილავენ, მაგრამ ჩვენ არ შევიკავოთ თავი, ჩვენ სადაც არის ვიწრო ელემენტები, იმაზე შევთანხმდეთ. როდის მეორდება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ განმეორდეს. კიდევ ერთი მაგალითი, თქვათ, შევარდნაძის პერიოდში, ზვიადის მომხრეების დარბევები… მერეც მოყვა ისტორიაში, მოხდა დარბევები უდანაშაულო ადამიანების. მედიის დარაბევა, ზეწოლა. მედიაში სპეცრაზმებით შეჭრა, ეს ყველაფერი აღარ გვინდა? თუ ვთანხმდებით, ყველაფეირ უნდა გავიაროთ. რაც გამოიკვეთება, ნათლად გამოიკვეთება – შეიძლება თქვან, ამაზე ვერ ვთანხმდებით, ესეც არის ნაწილი მრავალფეროვნების, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ქვეყანა ქვეყანა არ არის, თუ მას არა აქვს თავის წარსულზე ხედვა. არაფერზე ვერ ვთანხმდებით, დაწყებული იქედან ერეკლეს უნდა მოეწერა ხელი, თუ არ მოეწერა ხელი… მაგალითად, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება რეპრესია გადავიდეს კოლექტიურად მოქალაეებზე და რეგიონზე, ლაპარაკი მაქვს სამეგრელოში რეპრესიებზე – მოვიდა დრო, როცა ამაზე შეგვიძლია საუბარი. ეს ჩემი პირადი აზრია და მინდა ასეთი საუბრები მოვისმინო საზგადოებიდან. არ დავიწყოთ, ვისიბრალი იყო და ვიღაცეები არ მოიქცენ ასე თუ ისე. უნდა შევთანხმდეთ, ზოგადად, რომ ასეთი ქმედებები მუღებელია. არსებობს მექანიზმები, რომლებიც იწყება საბჭოთა პერიოდში და ჩვენდაუნებურად გამოყენებულია, ცდუნება არსებობს. მაგალითად მტრის ხატი, რომ ნებისმიერი ადამაიანი, ვინც არ გეთანხმება უცებ ხდება რუსეთის აგენტი… ეს მეც შემეხო. ეს იწყება მაშინ და გრძელდება დღემდე. მტრის ხატია გამოყენებული, იმის მაგივრად, რომ შევეგუოთ, ეს არის განსხვავებული აზრი. თუ არაა ეს შესაძლებლობა, მაშინ საზოგადოება როგორც საზოგადოება არ არსებობს თუ ყველაფერზე არ შევთანხმდებით, მაშინ არაფერზე ვთანხმდებით, ეს არის მოლაპარკებების პრინციპი. ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და უნდა მოვნახოთ იმის ძალა, რომ გამოვჯანმრთელდეთ.” The post ზურაბიშვილი, პირველ რიგში, გამსახურდიას და შევარდნაძის მომხრეების შერიგებას გეგმავს? – “უფრო ადვილია, ნაკლებად მწვავეა” appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...