Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველო კი ბნელეთს ლიდერობს! - ასე აფასებს პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ანტივაქსერულ კამპანიას. "ბნელი" ამერიკა, სატანები მაგენი.... 3,500 გაუშვებენ სამსახურიდან, არ იცრებიან. რომ იცოდეთ ამირიკის ჯარში 1,400,000 ადამიანი მსახურობს! ბნელეთი ყველგან არის … ზოგ ქვეყანაში მეტია, ზოგში - ნაკლები … საქართველო კი ბნელეთს ლიდერობს!", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
  2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაზე საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მთელი გუნნდის შეცვლას ითხოვს. ""ფული, ბაბაია, ფული" (ციტატა "დათა თუთაშხიადან") მეზღაპრეები ბევრი მინახავს, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია… 3 წლის ბავშვიც არ დაგიჯერებთ… ფაიზერის ვადასთან დაკავშირებით რა ხდება?! ხალხი გადარიეთ და ადეკვატურად ახსნა ვერ მოახერხეთ (ბოდიშზე ლაპარაკი ზედმეტია) ჩინური ბუსტერი თურმე მაგარია (ჩინელების გარდა არავის მიერ გადამოწმებულ კვლევაზეა საუბარი) საინფორმაციო კამპანიამ ხომ საერთოდ "ააფეთქა" ინტერნეტი თქვენი “მესიჯებით” ნარკობარიგებს ვითომ ებრძვით (განარკომანდა მთელი ქვეყანა) , ნარკოპოლიტიკა ვერ დაალაგეთ ქვეყანაში, რომ ბავშვები ტყუილად ციხეში არ იყვნენ გამომწყვდეული და “რემდესივირის” (ჯანმო რომ არ აძლევს რეკომენდაციას) ბარიგამ ბიუჯეტიდან 400 000 დახარჯა… ამ ბოლო დროს ოცნების პარტაქტივი შემომისიეთ თავისი ბოტებით, “სტატიები” და ასე შემდეგ … რა, ამით ჩემი ვითომ დისკრედიტაცია რამეს მოგცემთ ?! ქართული ანტივაქსერების სექტის გაძლიერებაში უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის დამნაშავე თავისი უნიათო ქმედებებით და თავისი სრული არაპროფესიონალიზმით და არა კომპეტენტურობით. კორუფციაზე საერთოდ ხმას არ ვიღებ… ეს სხვების პრეროგატივაა …. ეს პირდაპირი შესყიდვები, ტესტების, წამლების და ასე შემდეგ … თქვენ ჩაძირეთ ქვეყანა! თქვენ დაუკარგეთ ადამიანებს “უსაფრთხოების და ნდობის” შეგრძნება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ დამოუკიდებელი აზრი (მეცნიერულ-აკადემიურზე ზედმეტია საუბარი) იქნას ჩაქოლილი ქვეყანაში. შეკითხვაა მხოლოდ ერთი, რატომ აკეთებთ ამას?! სამშობლოს სიყვარული ?! - არა პატრიოტიზმი ?! კარგით, რა ერთადერთი ლოგიკური პასუხია …. თქვენ და თქვენს გუნდს გაწყობთ, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყის გადატვირთული! თქვენ ხართ დაინტერესებული, რომ ჰოსპიტლები იყოს სავსე “კლიენტებით”! თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს ასე ყოფილიყო! ფული, ბაბაია, ფული! მთელი ჯანდაცვის გუნდი არის შესაცვლელი სასწრაფოდ! პოლიტიკოსებო, მე-100 ხარისხოვან საკითხებზე რომ მსჯელობთ, ვერ ხედავთ, ქეყანას რომ შიგნიდან ანგრევენ?! ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკიდებელი ჯანდაცვის სამინისტრო და დაკომპლექტდეს მხოლოდ პროფესიონალებით! ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს აპოლიტიკური სამინისტრო", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
  3. “ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრის დაკავებას ეხმაურება. “იმ ქვეყანაში სადაც უსმენენ მამაოებს, მეუფეეებს, პედაგოგებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. როგორ ხდება, რომ ასობით ოფისია გახსნილი და ათასობით ადამიანია ჩართული და ხელისუფლებამ თითქოს არაფერი არ იცის. 6 თანამშრომელი დააკავეს კი არა, ათასობით ადამიანია ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული და ამ ყველაფერს მფარველობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უჩა მამაცაშვილი, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი. The post „6 თანამშრომელი დააკავეს კი არა, ათასობით ადამიანია ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული“ – ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების თანამშრომლების დაკავებაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს: „2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა ვაქცინირებული 385, ხოლო აუცრელი 10 532 პირი. აიცერით და დაიბუსტეთ!!! NCDC-ის ანგარიშის მე-8 გადახედვა!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი. The post 2021 წლის მარტი-დეკემბერში Covid 19-ით 385 ვაქცინირებული და 10 532 აუცრელი პირი გარდაიცვალა – ბიძინა კულუმბეგოვი appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. NATO-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე, ნორვეგიისა და ბრიტანეთის ავიაგამანადგურებლებმა რამდენიმე რუსული ბომბდამშენი და მზვერავი თვითმფრინავი დააფიქსირეს და გააძევეს. წყარო The post ჩრდილოეთის ზღვის თავზე, რუსული ბომბდამშენები შენიშნეს – NATO appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. ზოგიერთი ადამიანი 2022 წელს იმუშავებს დატვირთულ რეჟიმში, დაიღლება, სხვები კი ისარგებლებენ უზარმაზარი წარმატებებით და გამდიდრდებიან. ზოგიერთ ნიშანს გაუმართლებს წლის გარკვეულ თვეებში, ზოგი იპოვის სიყვარულს, ზოგი კი წარმატებას მიაღწევს კარიერულ კიბეზე. 12 ნიშნიდან თითოეულს ახალ წელს ერთი იღბლიანი თვე მაინც ექნება. რომელი თვე იქნება ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანები თავს საუკეთესოდ გრძნობენ აპრილში და მაისში, ქალწული აგვისტოში და სექტემბერში, თხის რქა კი დეკემბერში და იანვარში. ჰაერის ელემენტის ნიშნების შემთხვევაში სიტუაცია ასეთია: ტყუპები წარმატებას მიაღწევენ მაისში და ივნისში, სასწორი სექტემბერში და ოქტომბერში, ხოლო იღბალი გაუღიმებს მერწყულს იანვარსა და თებერვალში. წყლის ელემენტის ნიშნებს გაუმართლებს წლის უემეტეს პერიოდებში. ასე რომ, კირჩხიბების ცხოვრება სავსე იქნება წარმატებებითა და შესაძლებლობებით ივნისში და ივლისში, მორიელების – ოქტომბერში და ნოემბერში, ხოლო თევზების – თებერვალსა და მარტში. ვერძს ივლისსა და აგვისტოში (და არა მხოლოდ ფინანსური, არამედ სიყვარულშიც) იღბალი გაუჩნდება, ნოემბერსა და დეკემბერში ლომს ბევრი ახალი შესაძლებლობა გაეხსნება, მარტსა და აპრილში კი ბედი გაუღიმებს მშვილდოსანს. მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები მაისსა და ივნისში ნებისმიერ პროფესიულ სირთულეს ადვილად გადალახავენ, მათზე დაკისრებული ყველა დავალების შესრულების შემდეგ. ამ თვეებში ისინი წარმატებულები იქნებიან პირად ცხოვრებაში. მერწყულის ცხოვრება სავსე იქნება რომანტიკით და მათი ქორწინება უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე. შემოდგომა სასწორების დროა. 9-დან 30 სექტემბრამდე მათ კარგი ამბები ელით. ეს შეიძლება იყოს სამსახურში დაწინაურება ან ახალი ურთიერთობის დაწყება. სასწორის იღბლიანი ნომრებია: 10, 17 და 82. ტყუპები წარმატებას მიაღწევენ სამსახურში, განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, მას ბევრი კარიერული შესაძლებლობა გაეხსნება. რაც შეეხება სიყვარულს, 2022 წელი საკმაოდ საინტერესო იქნება ამ მხრივაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იანვარსა და ოქტომბერს – ნუ დახარჯავთ ენერგიას, არამედ კონცენტრირდით იმაზე, რაც გსურთ. თევზები შემოქმედებითი ადამიანები არიან და ეს თვისება გამოგადგებათ აპრილსა და მაისში. ისინი ჩვეულებრივზე აქტიურები იქნებიან, რაც მათ პროფესიულ სარგებელს მოუტანს. თავისუფალ თევზებს შესაძლებლობა ექნებათ დაიწყონ ახალი ურთიერთობები და იპოვონ ნამდვილი სიყვარულიც კი. ისინი, ვინც უკვე არიან ურთიერთობებში, ამ თვეებში დიდ სიამოვნებას მიიღებენ ერთად ყოფნისგან. დასასრულს, 2022 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ტრანსფორმაციებით სავსე დაუვიწყარ პერიოდს გვპირდება. მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ იღბლიანი ნიშნების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს არ ნიშნავს, რომ წარმოუდგენელი ცხოვრებისეული გამოცდილება არ გელით – ის მოულდონელი სიურპრიზებით არის სავსე, ასე რომ… horoskopi.ge The post 2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 385 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 385 511 886 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 703 131 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 75 681 309 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 894 316 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (19 999 561), მესამეზე კი ინდოეთია (41 803 318). ჩინეთის ხელისუფლებამ აქამდე უცნობი ვირუსის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა 2019 წლის 31 დეკემბერს. სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ვირუსი. ექსპერტების ჯგუფი სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდა. იმავე დღეს ვუჰანის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა ახალი ვირუსის შესახებ, თუმცა განცხადება ამის შესახებ ჯანმომ 5 იანვარს გაავრცელა. The post მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 385 მილიონს გადააჭარბა appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე გერმანული „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობას აკრძალავს და მოსკოვის ოფისის თანამშრომლების აკრედიტაციას გააუქმებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მოსკოვი ასევე აპირებს „დოიჩე ველეს“ უცხოურ მედიასაშუალებად – „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადების საკითხის განხილვას. ცოტა ხნით ადრე „რაშა თუდეიში“ განაცხადეს, რომ გერმანულ ენაზე საინფორმაციო არხს უშვებდნენ. საპასუხოდ გერმანული მედიამარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ევა ფლეკენმა განაცხადა, რომ ამ არხს გერმანიაში მაუწყებლობის ლიცენზია არ აქვს და აღნიშნულის თაობაზე გამოძიების დაწყება გამოაცხადა. ზემოხსენებული მოქმედების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა, რომ კრემლი იძულებული იქნებოდა, გერმანიაში RT DE-ს გახსნაზე უარის სანაცვლოდ, შესაბამისად ეპასუხა. The post რუსეთში „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა აიკრძალება appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: “2016 წელს, როდესაც მე ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური იყო ერთ-ერთი საკანომდებლო ორგანოში, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო დაამოუკიდებლად, არ მიჰყვა პარტიულ განკარგულებას და მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მე ეს არასდროს დამავიწყდება. გისურვებთ გამოჯანმრთელებას”, – წერს დოლიძე “ფეისბუქი”-ს გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის გართულების გამო ჰოსპიტალიზებულია. მეჭიაურის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, მას ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს. mix.metronome.ge The post „ეს არასდროს დამავიწყდება…” – რას წერს ანა დოლიძე თამაზ მეჭიაურის შესახებ appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. სისხლიანი გარჩევა ქორწილში - სოფელ ჯანდარაში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების გამო, სიძე და სიძის ძმა დააკავეს. მათი საგამოძიებო ორგანოში დაბარება და დაკავება, ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოხდა. თავდაპირველად შსს მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებდა, თუმცა ბრალი გადაკვალიფიცირდა. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მამედოვების ოჯახს პატარძლის ნათესავები სასტიკად რამდენიმიმე დღის წინ გაუსწორდნენ. დაშავებულთა თქმით, ჩხუბის დროს ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბიჭს გამეტებით ურტყამდნენ. "პირველების" ინფორმაციით, მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები ამ წუთებშიც მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მისი ახლობლების მტკიცებით, არმატურებით ცემის შემდეგ, მას მანქანაც კი დააჯახეს. რა გახდა ანგარიშსწორების მოტივი, ამ დროსითვის უცნობია. ცნობისთვის, ქორწილში ნაცემი პირების ოჯახის წევრები პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში მთელი დღის განმავლობაში ადანაშაულებენ. დაშავებულთა ახლობლები "პირველებთან" ყვებოდნენ, რომ ერთ-ერთი ნაცემი პირის მეუღლეს გარდაბნის პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, თუ რატომ გაახმოვანეს ქორწილში მომხდარი დაპირისპირების შესახებ. tia.ge
  11. ოპოზიციას რომ მაინც ეჩვენებინა ერთიანი სახე და ერთიანი დელეგაციით წასულიყვნენ არ სჯობდა?! – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს: :აი, მართლა მაინტერესებს: ჩვენს ოპოზიციას მაინც რომ ერთიანი სახე ეჩვენებინა უკრაინისთვის და ერთიანი დელეგაციით წასულიყვნენ, ასე ცალ-ცალკე ჯგუფებად სიარულს, არ სჯობდა?! არც დამიშვია, რომ ცალ-ცალკე მიდიოდნენ, დღეს დილით მეგობარს რომ არ ეთქვა,” – წერს ხათუნა ლაგაზიძე. შეგახსენებთ, კიევში უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ოპოზიციის რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა. მათ უკრაინაში შეხვედრები გამართეს, მათ შორის რადაშიც, სადაც საქართველოს დროშაც გამოფინეს. The post ოპოზიციას რომ მაინც ეჩვენებინა ერთიანი სახე და ერთიანი დელეგაციით წასულიყვნენ არ სჯობდა?! – ხათუნა ლაგაზიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, არ სჯერა ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების. „მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვას არ გავცნობივარ, მაგრამ პირობას გაძლევთ, გულმოდგინედ წავიკითხავ. დოკუმენტი ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს, თუ რაიმე სასარგებლო იქნება, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, აუცილებლად გულმოდგინედ წავიკითხავ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. ცოტა არ მჯერა, ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ, რადგან შეიძლება იქაც იყოს რაღაც რაციონალური. რასაც ყური მოვკარი, პენსია 500 ლარი გახდება უცებ, ეს არის წყალ-წყალა პოპულიზმი და მეტი არაფერი. თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მას შეეძლო, პენსია 500 ლარიც გაეხადა და 500 000, მაგრამ არ მჯერა, რომ „ჰოპ“ და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. კარგია, რომ პენსია 14 ლარიდან ასი გახდა. თუ გგონიათ, რომ რაც კარგი იყო, არ მომწონს, ძალიან ცდებით – თავის დროზე გაქანებული მიშისტი ვიყავი. მის მიმართ გული მაშინ გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა, როცა ვნახე, ასლან აბაშიძე რომ გარბოდა და როგორ გაძარცვეს მისი ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა – გიგი უგულავამ, ახალაიებმა, სანოძემ. ვნახე, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძისა და გიორგი აბაშიძის ქონება და იმ ქონებას როგორ იტაცებდნენ. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო და ძალიან აღტაცებული ვიყავით იმით, რომ ასლან აბაშიძე გააქცია. ამით უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მერე დავრჩი თვე ნახევარი მივლინებით, ჟურნალისტი ვიყავი და ვნახე შემზარავი ფაქტები, როგორ ძარცვავდენენ სოსო გოგიტიძის კაბინეტს, ასლან აბაშიძის კაზინოს და ჭურჭელი გაჰქონდათ. ეს მოყოლილიც მაქვს და ჩვენებასაც მივცემ, თუ გამოძიება დაიწყება“, – განაცხადა ელისაშვილმა. tia.ge
  13. პიარ-მენეჯერი, ხატია შამუგია სოციალურ ქსელში ხატია სიჭინავას მიმართავს და წერს: "ხატია სიჭინავა, შენ დაგედოს ჩემი ცოდვა, რას ერჩოდი ამ ჩვენს სახელს, რომ ტრიალებს აქეთიქეთ? ის არ გეყო ხომ ბავშვი რომ სამშობიაროდან გამოიყვანე და მოწმობაში დედა ხატია შამუგია ეწერა?“- წერს შამუგია. tia.ge
  14. კოვიდინფიცირებული თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ამის შესახებ ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს. "ფილტვების დაზიანების 4% ით შევიდა 2-3 დღეში უკეთ იყო ველაპარაკებოდი ვაცაპის ლაივით,გუშინწინ დილის 9 ზე რო დაურეკე ცუდად იყო და მითხრა ძლივს გავათენე ღამეო, მეთქი ექიმები სად იყვნენ და გადააგდო გვერდზე თავი ძალიან უიმედოდ.გუშინ კატე გადაუღეს უკვე 18ზე გაიზარდა დაზიანება ფილტვების, დღეს უკვე 85% ია ,ხალხნო ესაა მკურნალობააა!და ამას ვეუბნებით არ დანებდეო,რომელიც 4 ქულით მივიდა დახმარების თხოვნით და პირიქით კოვიდის მხარეს აღმოჩნდნენ ის ხალხი ვისი იმედიც ჰქონდა!!! ვერ ვხვდებით???", - წერს კვიციანი. tia.ge
  15. დღე მეორე - ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ვერ ამბობენ, რატომ არღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს ინფიცირებული პრემიერი. მეორე დღეა მთავრობის ადმინისტრაცია არ ამბობს, სად არის ის თეთრი კაბინეტი გერბით და თეთრი სავარძელი საიდანაც ინფიცირებული ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა. "პერსონალურ ინფორმაციებს არ გავცემთ"- უთხრა "პირველებს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. "პირველების" ინფორმაციით პრემიერი COVID 19-ის დადასტურების მიუხედავად ისევ კაბინეტშია და სამსახურში ინფიცირებული დადის. ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც მოქალაქეებს ბუსტერ დოზის გამოყენებას სთხოვს, თავად მესამედ აცრილი არ არის. "პირადი ინფორმაცია სატელევიზიო გარჩევას არ ექვემდებარება" - უპასუხა აზარაშვილის საკითხზე დასმულ კითხვას ჯანდაცვის მინისტროს მოადგილე თამარ გაბუნიამ. წყარო tia.ge
  16. ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კანავარო კარიერის გაგრძელებას ევროპაში აპირებს. მისი სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ აზიას მოიცავს. ის 2013 წლიდან მოყოლებული არაბულ და ჩინურ კლუბებს წვრთნიდა. ბოლოს კანავარო “გუანჩჟოუ ევერგრანდს” ედგა სათავეში, რომელიც გასული წლის სექტემბერში დატოვა. მან “ტიანცზინ ტიანჰაისთან” ერთად ჩინეთის პირველი ლიგა (რანგით მეორე დივიზიონი; 2016 წ.), “გუანჩჟოუსთან” ერთად კი ჩინეთის სუპერლიგა ( რანგით უმაღლესი დივიზიონი; 2019 წ.) და სუპერთასი (2018 წ.) მოიგო. ახლა იტალიელი ევროპაში გეგმავს საკუთარი სამწვრთნელო უნარების მოსინჯვას. კანავაროს პირველი შემოთავაზებები ინგლისიდან უკვე ჰქონდა. “ვფიქრობ, ევროპაში მწვრთნელად მუშაობისთვის მზად ვარ. აზიაში საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ საუკეთესო კლუბები და საუკეთესო მწვრთნელები ევროპაში არიან. თუ საუკეთესოთა შორის მოხვედრა მინდა, მათთან უნდა შევიდე კონკურენციაში. საამაყო იყო ის, რომ ჩემი კანდიდატურით “ევერტონი” და “უოტფორდი” დაინტერესდნენ. ამას ვაფასებ. ვიცი, რომ ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. ჩემთვის სწორი კლუბი უნდა შევარჩიო – ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში. დღესდღეობით შედეგის ხილვა ყველას დროის მოკლე პერიოდში სურს. ასე რომ, კლუბში დარწმუნებული უნდა ვიყო. თანახმა ვარ პატარა კლუბის ჩაბარებაზეც, რადგან მწვრთნელად მუშაობა და ჩემი გამოცდილების გაზიარება მინდა. არც მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის გაწვრთნაზე მაქვს რაიმე პრობლემა. იქაც შეგიძლია, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი იყო. ჩემი ფილოსოფია მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვის შეიძლება სწავლა და განვითარება. არ ვარ მწვრთნელი, რომელიც იტყვის: “ეს არის ჩემი სისტემა და დამთავრდა”. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუ არ იცი, როგორ ელაპარაკო შენს ფეხბურთელებს. ზოგჯერ მამის როლი უნდა მოირგო, ზოგჯერ – ძმის, ზოგჯერ კი – მეგობრის. ბევრ მწვრთნელს არ ადარდებს, რას აკეთებს გუნდი მოედნის მიღმა, მაგრამ მე ყველაფერს ვაკვირდები. თუ გუნდი მინდორზე ბედნიერია, მაგრამ მოედანს მიღმა – დამწუხრებული, ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს დღეს, მაგრამ ხვალ უსათუოდ იქნება”, – კანავაროს კომენტარი “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა. The post კანავაროს ევროპაში უნდა: “მზად ვარ, თუნდაც მეორე დივიზიონში ვიმუშაო” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. სებმა ეროვნული ბანკის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0286 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.07 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4042 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4250 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.08 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2221 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.0880 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 თებერვლიდან შევა ძალაში. tia.ge
  18. პო­ლი­ტი­კოს თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი შვი­ლი, ზაზა მე­ჭი­ა­უ­რი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც ირ­კვე­ვა პო­ლი­ტი­კო­სი კო­ვიდ 19-ს ებ­რძვის. “მამა! არ და­ნებ­დე! იბ­რძო­ლე!” – წერს ზაზა მე­ჭი­ა­უ­რი. თვი­თონ თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი 27 იან­ვარს. “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერ­და: “კო­ვიდს ვერც მე გა­და­ვურ­ჩი, დღეს და­მი­დას­ტურ­და… სა­კონ­ტაქ­ტო პი­რებს გთხოვთ გა­ი­ა­როთ ტეს­ტი­რე­ბა… p.s. ტან­კის­ტო­ბამ ვერ მიშ­ვე­ლა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს…” REZONANSI
  19. იმუნიზაციის გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საბჭომ დღეს იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებაზე, იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე. ასევე, გეგმის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე. „ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის. შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც […] REZONANSI
  20. 2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი ვაქცინებიცაა გათვალისწინებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან. წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს კომპონენტი გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. REZONANSI
  21. რა ჭირს კონორს ? - მაკგრეგორმა უცნაური ვიდეო გამოაქვეყნა View the full article
  22. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ. „აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მოგეხსენაბთ, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, […] REZONANSI
  23. იანვარში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მიერ 177 072 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 424,4%-ით, ხოლო 2020 წლის იანვართან შედარებით შემცირებულია 66,2%-ით. ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს: თურქეთი — 31 775 ვიზიტი; რუსეთი — 28 381 ვიზიტი; საქართველო (არარეზიდენტი) — 22 119 ვიზიტი; სომხეთი — 19 606 ვიზიტი; უკრაინა — 12 31 ვიზიტი; ისრაელი — 8 240 ვიზიტი; აზერბაიჯანი — 7 221 ვიზიტი; ყაზახეთი — 4 552 ვიზიტი; საუდის არაბეთი — 4 439 ვიზიტი; ირანი — 4 083 ვიზიტი; ბელარუსი — 3 678 ვიზიტი; უზბეკეთი — 3 339 ვიზიტი; ფილიპინები — 2 026 ვიზიტი; ინდოეთი — 1 927 ვიზიტი; პოლონეთი — 1 849 ვიზიტი. აღსანიშნავია, […] REZONANSI
  24. 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ გუშინ და გუშინწინ “ჰამბურგის” ვარჯიშები გააცდინა. გერმანული Mopo.de-ს ცნობით, მიზეზი ბიუროკრატიულია და ჩაკვეტაძეს ბელგიაში 2-დღიანი წასვლა დოკუმენტების საბოლოოდ მოგვარების გამო მოუწია. შესაბამისად, ჩაკვეს შანსები კვირას “დარმშტადთან” სასტარტო შემადგენლოში დაიწყოს, საკმაოდ შემცირდა. სწორედ სამშაბათს და ოთხშაბათს ჩაატარა “ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა საკმაოდ დატვირთული ვარჯიშები. ჩაკვე გერმანელებს “გენტიდან” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. The post მიზეზი ბიუროკრატიულია – რატომ გააცდინა ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” ვარჯიშები? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  25. სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე წყალზე, ელექტროენერგიაზე და ბუნებრივ აირზე იანვრის თვეში ფასებმა მოიმატა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, […] REZONANSI
×
×
  • შექმენი...