
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, რომელიც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის შეხვდა, ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა გაუარესებულია. იაკოს შეფასებით, სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი საშუალება, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა: სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება 1 საათით მქონდა. ვსაუბრობდით ტელეფონით. ყოველ შეხვედრაზე მე ვხედავ, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. ის არის მხნედ, მაგრამ მე ხომ ვამჩნევ, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ისეთ მდგომარეობაშია, რომ რთულია აწარმოო რაიმე დიალოგი. ჩემთვის როგორც უკრაინელისთვის, ეს მძიმე სანახავია. მე ვფიქრობ, რომ როდესაც რაიმე გამოსავალია მოსაძებნი, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში კომუნიკაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა”- თქვა დეპუტატმა. ტვ პირველი The post სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი საშუალება, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა – ლიზა იასკო appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს: "გავრილოვის პარლამენტში დახვედრას, პუტინის დედის ხსოვნის გამო რ2-თან მოვარდნას და საგარეოს სამარცხვინო განცხადებას, პოზნერის ელარჯირებას, უკრაინაზე თავისმომჭრელ დადუმებას და ჩაჯმას დაემატა გუდკოვის არშემოშვება ქვეყანაში, იმის ფონზე, რომ სავსეა რუსეთის დაზვერვის ხალხით ქვეყანა. კიდევ მეტყვის მერე ვინმე, რომ ქოცები დათო ზურაბიშვილის წასვლის მერე პრორუსულ კლანად არ იქცნენ?!", - ქეთი დევდარიანი. tia.ge
-
რუსთავში, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი წევრის არჩევას, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო. ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის.” წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია აირჩია. The post „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება“ -მიხეილ სააკაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. „ხელფასი რომ არ დაგექვითოს რომ მოდიხარ კომიტეტების სხდომების წინ, ხელს რომ აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ და არ შემოდიხარ, ესე იგი მუშაობა გეზარება. კარგი იქნება, თუ მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით. ხალხის რეალურ პრობლემებზე თუ მოვახდენთ კონცენტრირებას, მათ შორის „ნაცმოძრაობაც“, და ვიმუშავებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე და არა მარტო იმაზე, რომ სააკაშვილი არის სადღაც გამოკეტილი, იქნება ძალიან კარგი“, - აცხადებს ელისაშვილი. „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. tia.ge
-
ახლახან ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი ზურაბ ზვიადაური მამა გახდა. მისმა მეუღლემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს იმშობიარა და წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. მართა ზვიადაურის დაბადებას მის მშობლებს სოციალური ქსელის საშუალებით უამრავი ადამიანი ულოცავს. The post ზურაბ ზვიადაურს გოგონა შეეძინა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ. „ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა გაბუნიამ. tia.ge
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: „მეშახტე ჭაბუკა სოფრომაძე, წუხელ ტყიბულის შახტში მეთანის აფეთების შედეგად დაიღუპა. 8 მეშახტე მისივე ცვლიდან თბილისში გადმოიყვანეს სხეულის დამწვრობით და მძიმე მოტეხილობებით. 2010 წლიდან ტყიბულში 38 მეშახტეა დაღუპული. შრომის ინსპექციამ უკვე თქვა რომ: “აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას”. ეს ინსპექციის გარეშეც ვიცით რომ ასეა. ასეთი აფეთქებები მაშინ ხდება, როდესაც მეთანის კონცენტრაცია სათანადოდ გაზომილი არ არის ან ეჭვია რომ მაღალია მაგრამ ბრიგადა მაინც იღებს დავალებას აფეთქებაზე. ასე იყო 2018 წელს როცა სახიფათო და რთულ უბანზე მუშაობა დაევალათ მეშახტეების რამდენიმე ცვლას. ერთის მამა გვიყვებოდა რომ მის შვილს ამ უბანზე შესვლის ეშინოდა. ამბობდა რომ სახიფათოა იქ აფეთქება თუმცა, მაინც ავალებენ. უბანზე მუშაობის დაწყებიდან მალე, მის მეგობრებთან ერთად ამ უბანზე მომხდარ აფეთებას ემსხვერპლა, რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. იმ წელს ამ შახტში 12 ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა რომ შახტს მუშაობა პანდემიის მიუხედავად არ შეუწყეტია, ინპექცია 2020 წლიდან იქ ერთხელაც არ შესულა. შრომის ინსპექციის შექმნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია რომ ნეკროლოგები დაგვისაბუთოს. რამე გააკეთეთ ამ ხალხისთვის, ვინც ამ კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიყავთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ლინა ღვინიანიძე. ცნობისთვის, ძლიერი აფეთქება მინდელის შახტში ღამის 11:00 საათისთვის იმ დროს მოხდა, როდესაც მიწის სიღრმეში მეშახტეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივ კლინიკაში გაუწიეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. The post „რამე გააკეთეთ ამ ხალხისთვის, ვინც კომპანიის მფლობელების მოგებისთვის სიკვდილზე მიყავთ“ – ლინა ღვინიანიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სებმა ეროვნული ბანკის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0518 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0521 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.03 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4104 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3994 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2271 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.1028 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ლი თებერვლიდან შევა ძალაში. tia.ge
-
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 36 წლის დიმა ბუცხრიკიძე სატვირთო ავტომანქანის შეკეთების დროს დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. "ურეკში, ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი იყო. რაღაც დაზიანებულა, შესულა ავტომანქანის ქვეშ, გასაკეთებლად. ამ დროს კი ნაწილი ჩამოვარდნილა და თავში დაცემია. იქვე გარდაცვლილა. მთელი სოფელი დაზაფრულია. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი დავკარგეთ. 36 წლის დიმა ბუცხრიკიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იმ დღეს ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღე იყო… საუკეთესო ოჯახია, თუკი რამ კარგი შეიძლება, ამ ოჯახზე უნდა ითქვას”, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. tia.ge
-
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. "ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არაა ისეთი მაღალი, როგორც ეს „დელტას“ დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი. სტაბილიზაცია იქნება, თებერვლის მეორე ნახევრიდან. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. tia.ge
-
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ემიგრანტის, ქეთი ჭარელიშვილის პოსტი, სადაც წერდა, რომ ახლახან გარდაცვლილ მამას გლოვობს, ამასობაში კი მთავრობა ართმევთ ბინას, რომელიც თავად გაარემონტეს, რადგან იქ მხოლოდ კედლები იყო და ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ყველაფერი დაალპო. "ღმერთო ჩემო, რა პოსტს მაწერინებთ, მიცვალებული ჯერ სახლში მყავს... სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში გმირებს სათანადოდ ვერ აფასებენ, ჯერ პანაშვიდიც არ გასულა და სახლის წართმევას გვიპირებს მთავრობა. მამიკოს სახლს გვართმევენ ხალხო, მიშველეთ... მთავრობისააო, არადა, ცარიელი კედლები იყო და მამაჩემმა გააკეთა ყველაფერი, ჭერიდან წყალიც ჩამოვიდა და დაალპო ძვირფასი ნივთები და ავეჯი, როცა ავღანეთში იყო მამა. დაალპო წვიმამ ნივთები და ავეჯი. მერე ნივთები, ავეჯი გადაყარეს, ჭერიც სათანადოდ გაარემონტებინა, წყალი რომ აღარ ჩამოსულიყო... რა ნამუსით ითხოვს მთავრობა, მთავრობას უთხარით, რომ ვერ მოისყიდეს „ჭარელა“, მილიონებს სთავაზობდნენ ხალხნო, ყველა შოკში იყო ირგვლივ, „ჭარელამ“ სამშობლო არ გაყიდა და მდიდარი სულის დარჩა, მაგრამ სულიც ამოხადეთ, გულიც გაუხეთქეთ და ისე დაუმახინჯეთ გვამი, შეფუთულია, არ მაძლევენ ნებას ავხადო და მაგრად ჩავეხუტო. ლამის გული გამისკდეს, ხალხნო. თუმცა უფალი გააკრეს ჯვარზე, რა მიკვირს. მაშ, ამას იმსახურებდა ჭარელა?! აბა, სად ხართ ღირსეულო ძმაკაცებო, ყველას მხარდაჭერა მჭირდება. ჭარელას ბინა ვერ უნდა წაართვან. არც უნდა ეკადრათ, კაცური კაცი იყო მამიკო, სანთლით საძებარი და იმედია, მისი მეგობრებიც, მასავით სუფთა და ღირსეული აღმოჩნდებიან. ბოდიში, ახლა არ მცალია და აზრზე რომ მოვალ, მერე მოგაკითხავთ ყველას, იმედია თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვებათ. პატივისცემით: „პატარა ჭარელა“. „პრაიმ თაიმი“ პოსტთან დაკავშირებით ქეთი ჭარელაშვილს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ მგლოვიარე ოჯახი შეცდომაში შეიყვანეს და მათ მთავრობიდან უკვე დაუკავშირდნენ. „მთავრობიდან დამირეკეს, არაფერს გერჩით, პირიქით, იქით დაგეხმარებითო. არადა, მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარმა დაგვირეკა და ასე გვითხრა. ტყუილი იყო თუ მერე უარყვეს, არ ვიცი. მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი მოგვარდა და დიდი იმედი მაქვს, აღარაფერს გვართმევენ“, - გვითხრა ქეთი ჭარელიშვილმა. ცნობისთვის, ხვიჩა ჭარელიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ავღანეთის ლომი,“ „კახელი-ამერიკელი“, „მისტერ ჩარლი“ ასე ეძახდნენ ავიაციის ყოფილ კაპიტანს მეგობრები და კოლეგები. წყარო tia.ge
-
შოთა არველაძეს “ჰალ სიტმა” პირველ მატჩში “სუონსი” 2-0 დაამარცხა, მაგრამ გუნდს გაძლიერება სჭირდება და “ჰალი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 2 ფეხბურთელის დამატებას ცდილობს. 22 წლის ფორვარდი მარკურს ფორსი “ბრენტფორდიდან” და 21 წლის მარჯვენა მცველი სტივენ სესენიო “ფულჰემიდან”. ორივე მათგანს კლუბისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია. გარდა ამისა, “ჰალიმ” “ფენერბაჰჩედან” 20 წლის თავდამსმელი, ირანი ალაჰიარ საიადმანეში გადაიბირა. ”სიტი” ჩემპიონშიპში შემდეგ მატჩს 5 თებერვალს “პრესტონთან” გამართავს. The post შოთა არველაძე “ჰალში” 2 ფეხბურთელს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი. ჯერჯერობით ეს საწოლფონდი კოვიდს თავისუფლად ყოფნის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც გაბუნია განმარტავს, ნაწილი კლინიკების 10 იანვრიდან, ნაწილი კი 17 იანვრიდან დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას და მისი თქმით, ამ ეტაპზე, გარდა კოვიდისა, ახორციელებს სხვა საჭიროებებისთვის მომსახურების გაწევას. „ამ ეტაპზე მობილიზებული არის 8000-ზე ოდნავ მეტი საწოლი. ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად დაგვჭირდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება. ჯერჯერობით საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი. კლინიკების ნაწილი, დაახლოებით, 10 იანვრიდან, ნაწილი კი 17 იანვრიდან დაუბრუნდა ჩვეულ საქმიანობას, დაახლოებით 700-800 საწოლი. გახსოვთ, 9000-მდე საწოლი იყო მობილიზებული, ეს აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ გარდა კოვიდისა, არსებობს სხვა საჭიროებები და ამ მიმართულებითაც […] REZONANSI
-
82 წლის კაცმა, საკუთარ შვილს სამზარეულოს დანით 30 ჭრილობა მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა, 47 წლის გიგიტა მეგრელიშვილი კი სიკვდილს ებრძვის. მას კლინიკა "გორმედიში" ურთულესი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა. "გუშინ კლინიკაში შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით. დაზიანებები მრავალგვარი და ბევრი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო - დაზიანებულია მარკვენა ფილტვის ნაწილი, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადფილას იყო გადაჭრილი წვრილი ნაწლავი. გაკეთდა ფართო მასშტაბის ოპერაცია"- აცხადებს მკურნალი ექიმი. მისი თქმით, პაციენტი შოკიდან ჯერ-ჯერობით არ გამოდის. რაც შეეხება მომხდარს, გორში თემაზე საუბარი უჭირთ. გოგი მეგრელიშვილი შვილს თავს მაშინ დაესხა, როცა მამაკაცს ეძინა. წყარო tia.ge
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა, ქუთაისში კი ავტომანქანების გაქურდვის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი ამხილა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მხილებულ პირებს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი – 2007 […] REZONANSI
-
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით გვქონდა ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა ჩვენ დღეს, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მან განმარტა, თუ რატომ მიიღო ფრაქციამ აღნიშნული გადაწყვეტილება. „პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში, დატყვევებული […] REZONANSI
-
სოციალურ ქსელში ლია წიქარიშვილი გერმანიის მოქალაქის, არნოლდ დინელტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მამაც, ბორჯომში დაიბადა. პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ: „ამ ფოტოს და პოსტს ვდებ ბატონი არნოლდ დინელტის (Arnold Dinelt) სურვილით. ის გერმანიის მოქალაქეა, დაიბადა ბერლინში, 1951 წელს. მისი მამა, ალექსანდრე დინელტი დაიბადა 1891 წელს ბორჯომში, იყო თბილისელ ქალბატონზე დაქორწინებული, შემდეგ დაშორდნენ, იბრძოდა 1 მსოფლიო ომის დროს რუსულ გვარდიაში, შემდეგ გერმანიაში დასახლდა და დაქორწინდა. საქართველოში დარჩნენ ბატონი ალექსანდრეს მამა, ადოლფ დინელტი და ძმა, კარლ დინელტი. ბატონი არნოლდი დაინტერესებულია, გაიცნოს ნათესავები. გთხოვთ, დაეხმაროთ ბატონ არნოლდს. სამწუხაროდ, მამის ფოტო არ აქვს, ამიტომ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს,“ – წერს ლია წიქარიშვილი. სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post გერმანიის მოქალაქე საქართველოში ნათესავებს ეძებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც ათეულობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებლობა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. “ჩვენი პროგნოზი რაც იყო, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო ვიდრე ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო პარტნიორების. ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს. ძალიან ბევრი პროგრამა იგეგმება 2022 წელს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და საბოლოო ამოცანა და […] REZONANSI
-
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები სკოლების სწავლებისა და ბაღების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს საბჭოს სხდომაზე დააყენებენ. „რაც შეხება სკოლების სწავლების ონლაინრეჟიმზე გადასვლას და ბაღების მუშაობას, ეპიდემიოლოგების მიერ თუ იქნება საკითხი დაყენებული, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა. REZONANSI
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. REZONANSI
-
ვერძი დღეს თქვენ აღმოჩნდებით ინტელექტუალურ და კრეატიულ სივრცეში. ზოგიერთი თქვენგანი აღმოაჩენს, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველა საკითხზე სწრაფად და მარტივად მუშაობა. შეეცადეთ საკუთარ თავს მისცეთ მოტივაცია,რათა შეიქმნათ საუკეთესო მომავალი. თქვენთვის იღბლიანი იქნება ნათელი ფერები. პლანეტა მარსი მართავს თქვენს ნიშანს, რიცხვები 1, 8 და ასოები ა,ლ,ე იქნება თქვენი მეგზური. კურო დღეს თქვენ მზად იქნებით სამუშაო კვირისთვის, ყურადღებით იყავით კარიერასთან . ზოგიერთი თქვენგანისთვის,ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა ადვილი იქნება. ახალი მთვარე შთაგაგონებთ, რომ მეტი კრეატიულობა შემოიტანოთ თქვენს საქმიანობაში, ასევე შეიძლება მოგეწონოთ მუშაობა თქვენი კომპანიის ეთიკის საკითხებზე. პლანეტა ვენერა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მმართველია, ამიტომ იღბლისთვის ჩაცვით ღია ფერები. იხელმძღვანელებთ 2 და 7 ნომრებით და ასოებით ბ,ვ,უ. […] REZONANSI
-
გორში, კომბინატის დასახლებაში მამამ შვილი დაჭრა, 45 წლის მამაკცი მრავლობითი ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მედიკოსების თქმით დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. REZONANSI
-
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +13, +15 გრადუსამდე გათბება. REZONANSI
-
1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული – ტყიბულის შახტში, არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა. დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადებმა გვიან ღამით, თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დამწვრობა აღენიშნებათ, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, დანარჩენების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. სავარაუდოდ, აფეთქება გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე მოხდა. ამ დროისთვის, უბედური შემთხვევის დეტალები უცნობია.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. REZONANSI