
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ დაწესებულებაში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. სუსის ცნობით, ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის. “გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა,” – აცხადებენ სუს-ში REZONANSI
-
საქართველოში გასულ წელს დანაშაულის 56 343 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 253 შემთხვევით, 0.45%-ით ნაკლებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა – გასულს წელს სამართალდამცველებმა დანაშაულთა 49.82%, 28068 ფაქტი გახსენეს, 2020 წელს კი 35.56%. უწყების სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, რეგისტრირებული დანაშაულებიდან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული იყო 2078, რაც 2020 წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 15.46%-ითაა შემცირებული. რა შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, გასულ წელს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 9513 რეგისტრირებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 5994 გაიხსნა; სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის გაუპატიურების 54.97%-ით მეტი, 530 ფაქტი აღირიცხა, გაიხსნა 265; 2020 […] REZONANSI
-
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108-ს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 თებერვლის მდგომარეობით არის 30.05%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 102 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა, აჭარა – 2 334, იმერეთი – 3 413, ქვემო ქართლი – 1 296, შიდა ქართლი – 1 115, გურია – 537, სამეგრელო – […] REZONANSI
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის ბიძგები სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. სეისმოლოგებმა სტიქია თბილისის დროით 02:04 საათზე დააფიქსირეს. REZONANSI
-
“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი ძირითადში კვლავ არ დააყენა. “ვალენსიამ” კოპა დელ რეის 1/4 ფინალში “კადისი” 2-1 დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ გუნდმა გასახდელიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამარდას მაისური არ აცვია და მისი ფორმები ცალსახად ჩანს. ფოტოში “ვალენსიას” ფანები სწორედ მამარდას ფიზიკურ კონდიციას დააკვირდნენ და აქტიურად ისმევა კითხვები – , “ამ ბიჭს ახლა წონაში აქვს მომატებული”? “მამარდაშვილს ბორდალასის ვალი აქვს?” და ა.შ. მწვრთნელმა 2 კვირის წინ გიორგი განაცხადში 200 გრამის გამო არ შეიყვანა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/mamar-1024x626.jpeg http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/kaka-479x1024.jpeg The post ამ ბიჭს ახლა წონაში აქვს მომატებული? – ქსელში მამარდაშვილის ფოტო ვრცელდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ცნობილი იტალიელი მსახიობი, მონიკა ვიტი გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. მონიკა ვიტი ცნობილია რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში მონაწილეობით. იტალიური მედია მონიკა ვიტის მიქელანჯელო ანტონიონის მუზას უწოდებს. შეგახსენებთ, რომ სერიოზული გენეტიკური დაავადების გამო, მსახიობი ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა. The post იტალიელი მსახიობი მონიკა ვიტი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
მსაჯმა ჯანი სიკაზვემ განმარტა, თუ რატომ დაასრულა აფრიკის ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისისა და მალის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა (0:1) ვადაზე ადრე. “ძალიან ცხელოდა, ტენიანობა 80 პროცენტს აჭარბებდა. მატჩამდე გავხურდით, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. რამდენი წყალიც არ უნდა დამელია, წყურვილი მკლავდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ორიენტაციას ვკარგავდი. თანაშემწეების მითითებები აღარ მესმოდა. ისინი ხედავდნენ, რომ საქმე ცუდად იყო და ყურასასმენის საშუალებით ჩემთან დაკავშირებასა და დახმარებას ცდილობდნენ. მე მათი არ მესმოდა და არ მახსოვს, რას მეუბნებოდნენ. ჩემს სამყაროში ვიყავი, მათგან მოწყვეტილი. მზის დარტყმა მივიღე, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უარესად ყოფილიყო. საავადმყოფოში მითხრეს, რომ შეიძლებოდა კომაში ნებისმიერ მომენტში ჩავვარდნილიყავი. იმ დღეს კინაღამ კუბოში აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო იყო. ალბათ, ღმერთმა მითხრა, რომ მატჩი ნაადრევად დამესრულებინა. მან მე გადამარჩინა”, – ციტირებს სიკაზვეს სიტყვებს ფრანგული “ლეკიპი”. შეგახსენებთ, რომ ზამბიელმა არბიტრმა საფინალო სასტვენი დადგენილზე ხუთი წუთით ადრე ჩასტვინა, შემდეგ თამაში განაახლა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეხვედრა მაინც დაასრულა. The post მსაჯი აფრიკის თასიდან: “მატჩის ნაადრევად დასრულება ღმერთმა მთხოვა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისის “დინამო” ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ჩემპიონ “ლუდოგორეცთან” 0-1 დამარცხდა. გოლი ცენტრალური მცველის, საიმონ ბენიოს შეცდომიტ შედეგად გავიდა, რამაც ცხადაძე ძალიან გააბრაზა და ტოგოელი მცველი შესაშური სიტყვებით შეამკო. მთელი მატჩის განმავლობაში ცხადაძე ძალიან ემოციური იყო და მოთამაშეებს მითითებს აქტიურად აძლევდა. The post “Son of a bi***h” – ცხადაძე ბენიოს შეცდომამ საშინლად გააბრაზა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
იხილეთ ვიდეო GOLO Aburjania 64' Liga Portugal bwin (#20) | Benfica 0-2 Gil Vicente#LigaPortugalbwin #SLBGVFC pic.twitter.com/eJaflhdLam — VSPORTS (@vsports_pt) February 2, 2022 The post გიორგი აბურჯანიამ “ბენფიკას” გაუტანა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე “სუონსთან” მატჩში Black Lives Matter-ს აქციას არ შეუერთდა და დაწყების წინ მუხლი არ მოიდრიკა. არველაძის ამ საქციელს “ჰალის” ფანები გამოეხმაურნენ. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_2.png “ის სწორად მოიქცა. პოლიტიკას სპორტში არაფერი ესაქმება” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_11.png “მათი გადაწყვეტილება მუხლის მოყრა, მისი დგომა. ყველას თავისი არჩევანი აქვს” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_6.png “ხალხი დაიღალა ამ ყველაფრით” “არავითარი პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ყოჩაღ შოთა” “ეს მისი პირადი არჩევანია. ეს მას რასისტად არ აქცევს” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_4.png “ვის სჭირდება ეს? მუხლის მოყრა არ შეცვლის ამპარტავანი რასისტების აზრს” The post “ყველა დაიღალა ამ ყველაფრით” – ინგლისელი ფანები შოთა არველაძეს აქებენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის და სხვა ქართველი ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი ფოთის “კოლხეთში” მიდის და გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯუღელმა გასულ წელს ფეხბურთელებს ეკიპირება უყიდა და წელს უკვე კლუბში თანხის ჩადებას აპირებს. “კოლხეთში” მისვლა რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ბიზნესმენებს სურდათ, ისინი ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესაც შეხვდნენ, თუმცა ჯუღელის გამო მათ უარი უთხრეს. ფოთელებმა უკვე დაიმატეს გამოცდილი დათა სიჭინავა, გიორგი კახელიშვილი, ლუკა შეროზია, ბექა გაბისკირია, დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე მუმლაძე და შაქრო დვალიშვილი. The post მამუკა ჯუღელი პირველი ქართული გუნდის დირექტორი ხდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თბილისის “ლოკომოტივში” 2 ფეხბურთელი – მარჯვენა მცველი გიორგი გაბაძე და ნახევარმცველი დავით სამურკასოვი დაბრუნდნენ. გუნდმა მათი დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. სამურკასოვი “ლოკოს” კაპიტნის სტატუსით ამხანაგურ მატჩში “თბილისი სითისთან” გაუძღვა, რომელიც 3-3 მორჩა. “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. The post “ლოკომოტივს” 2 წასული ფეხბურთელი დაუბრუნდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული “ზირას” 26 წლის თავდამსხმელით ირანული “პერსეპოლისი” ინტერესდება. ვოლკოვს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, აზერბაიჯანული ლიგის ბომბარდირია და ნაკრებში ძალიან წარმატებული სადებიუტო მატჩები ჰქონდა. “პერსეპოლისი” ირანული ფეხბურთის ფლაგმანია, ამ სეზონში კი 35 ქულით “ეშტეგალთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ვოლკოვს თავის გამოჩენის შანსი აზიის ჩემპიონთა თასზეც ექნება. საინტერესოა, რომ გუნდში ყველა ირანელი ფეხბურთელი თამაშობს და ლეგიონერი არ ჰყავს. Transfermartk-ზე დავითი 700 ათას ევროდ არის შეფასებული. The post დავით ვოლკოვს ირანის უძლიერესი გუნდი ეპატიჟება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
47 წლის ნატო ფხაკაძე, რომელიც 10 წლის განმავლობაში შვილს ელოდა, სამწუხაროდ კორონავირუსით გარდაიცვალა. ტრაგედიაა ის ფაქტიც, რომ დაიღუპა ტყუპი, რომელიც ქალმა ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა. ახლა, ნატოს მეუღლე, რომელიც სულ მარტო დარჩა, სუროგატი დედის დახმარებით ცდილობს, შენახული კვერცხუჯრედი გამოიყენოს და ასე მაინც შეინარჩუნოს მისი დაკარგული ოჯახის მცირე ნაწილი. გარდაცვლილი ქალის ქმრის დასახმარებლად მისი და, ელენა ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს: “ნატო ფხაკაძე, ფარცხანაყანევის ერთ ლამაზ და მშრომელი ხალხის ოჯახში დაიბადა, ის ძალიან კარგი მოსწავლე და წარჩინებული სტუდენტი იყო, თავისი შრომით, ბიოგრაფიის ფურცელი საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებით შეივსო. დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა სკოლის პედკოლექტივსა თუ მოსწავლეთა შორის. მოგვიანებით შექმნა ოჯახი გოჩა საბანაძესთან, მაგრამ მათ შვილი არ ებოძათ. ნატო რწმენას არ კარგავდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დედა გამხდარიყო, თავისი ოცნებისთვის ათენებდა და აღამებდა ეკლესიებში. გინეკოლოგიური მკურნალობის შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, ტყუპ გოგო-ბიჭზე ფეხმძიმე ნატოს სხეულმა ვეღარ შეძლო მშობიარობამდე მისულიყო და გაეჩინა შვილები, სამწუხაროდ 2 სექტემბერს სამშობიარო სახლში დასრულდა მისი სიცოცხლე, მალე მისი უნახავი ქალ-ვაჟიც იმიერში დედას ჩაეხუტნენ. დღეს, ნატოს მეუღლე გოჩა საბანაძე მზადაა და აიყვანა სუროგატი დედა, რომელსაც ნატოს ერთადერთი ცოცხლად შენახული კვერცხუჯრედი უნდა გადაუნერგონ, რათა დაიბადოს ნატოს შვილი. მე ელიკო, ნატოს და, გთხოვთ უმორჩილესად, გაუწიოთ დახმარება, რადგან შესაგროვებელია 15 000 დოლარი შვილის მოსაპოვებლად, რათა ნატოს საფლავი ისევ მისმა შვილმა შეამკოს ყვავილებით, მოგმართავთ ნატოს ნაცნობ-მეგობრებს, თანამშრომლებს, უცხო და ნაცნობ ადამიანებს, ვისაც გული შეგტკივათ ნატოსთვის, დაეხმაროთ ამ მდგომარეობით დამძიმებულ ოჯახს,” – წერს გარდაცვლილი ქალის და. #ნატოსთვის #ნატოსშვილისთვის #ახალისიცოცხლისთვის. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის, ანგარიშის ნომერი: GE97BG0000000345888454 #მიმღები ელენა ფხაკაძე სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post იმერეთში კაცი, კოვიდით გარდაცვლილი ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
თუ თქვენი ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, მაშინ უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს და შეავსოთ განაცხადი. რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება? მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია: The post “30-100 ლარამდე დახმარება ყველას ვინც…” – ნახეთ ვინ მიიღებს მთავრობისგან დახმარებას და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ინფიცირების მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება. 31 იანვრის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 433 ადამიანია, ბოლო 24 საათში კი 13 150 ადამიანი დაინფიცირდა. მართალია, კვლევებმა ცხადყო, რომ “ომიკრონის” კლინიკური სიმპტომები სხვა შტამებთან შედარებით ბევრად მსუბუქია, თუმცა ინფიცირებულების მდგომარეობის მართვა კვლავ საჭიროა, ეს ნაწილი კი ოჯახის ექიმების ხარჯზეა. “ომიკრონის” სპაიკ ცილაში არსებული მუტაციების გამო ის სწრაფად ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს პაციენტების რაოდენობას. ინფიცირების მაჩვენებელი და ოჯახის ექიმების რაოდენობა დღეს არაპროპორციულია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კარანტინის დროს ექიმთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტებისთვის ინფორმაციის ნაკლებობასა და დაბნეულობას იწვევს. The post “არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ” – ინფორმაცია მათთვის, ვინც ახლა კოვიდინფიცირებულია და ბინაზე მკურნალობს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
თბილისში, ვაჟა – ფშაველას გამზირზე #50 (დელისის მეტროსთან) სააფთიაქო ქსელის „იმპექსის“ ახალი იისფერი აფთიაქი გაიხსნა. “იმპექსი” მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი აფთიაქით კიდევ უფრო აფართოვებს ხელმისაწვდომობას დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე 28 თებერვლის ჩათვლით, ასევე -35% და -40% ფასდაკლებით თავის მოვლის ევროპულ პრემიუმ კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე: VICHY, TOPICREM, La Roche-Posay, MONTBRUN, PHYTORELAX, INTRA, ALPHANOVA და ა.შ. გარდა ამისა, 3 თებერვლის ჩათვლით პარაფარმაციის ყოველ 30 ლარიან ან მეტ შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა საჩუქარი „იმპექსის“ ექსკლუზიური ევროპული კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციიდან. დღესდღეისობით „იმპექსფარმი“ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. „იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „იმპექსის“ საფთიაქო ქსელის მფლობელი კომპანია, შპს „იმპექსფარმი“ გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი და დასახელდა, როგორც ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია წინა კალენდარული წლის შედეგებზე დაყრდნობით. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატების მქონე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“ შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მომხმარებლებისთვის. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მომხმარებლებზე ზრუნვის ფარგლებში მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებსა და ფასდაკლებებს, რომლით სარგებლობა ქსელში „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy The post დელისის მეტროსთან „იმპექსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა და განსაკუთრებული აქციებით, საჩუქრებით ელოდება მომხმარებელს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გაუქმდეს “მწვანე პასპორტების” მოთხოვნის ვალდებულება ეხმაურება და წერს: “24 ათასი ახალი შემთხვევაა და ამათმა მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმეს. მთელი მთავრობა ანტივაქსერი პოპულისტები არიან.” The post “მთელი მთავრობა ანტივაქსერი პოპულისტები არიან” – ნანუკა ჟორჟოლიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. “ერთი წელი დიდი თემურის გარეშე.. ერმა დაკარგა – ადამიანი. მე დავკარგე სტიმულის სტიმული. თემო… „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. “ერთი წელი გავიდა…” , – წერს ქეთი წიკლაური და ვიდეოს აქვეყნებს. კომენტარებში წერენ: “საქართველო თემურ წიკლაურის გარეშე განა რააა? ის ყოველთვის არის და იქნება ყველა ქართველის სულში და გულში. ჩვენი სიმდიდრე დაა სიამაყე საქართველოს არწივი. ასეთი ადამიანები ეხლა აღარ იბადებიან ნათელი და სანთელი მის სულსს. ბატონი თემური უკვდავია.” “უფლის რჩეულო, ერის სიმდიდრევ და სიამაყევ, ერის უსაყვარლესო ვაჟკაცო აქ ხარ, ჩვენთან ხარ, ჩვენს გულებში ხარ მარად, გვიყვარხარ უზომოდ.” თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ის 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. The post “ერთი წელი დიდი თემურის გარეშე” – რა ვიდეოს აქვეყნებს წიკლაურის ქალიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE