
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში, ტყის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: "მე გავიზარდე ბაკურიანში. რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა. მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა. თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო. რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?! ნაციონალებმა მეტი წაიღესო. რავიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე. tia.ge
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს და ამბობს: “ეს არის არის ჩემი პროცესი, არც ერთი პრეზიდენტის პროცესი, საზოგადოება არ ელოდება, რომ პრეზიდენტებმა რაღაცა გადაწყვიტონ. საზოგადოებამ უნდა დაიწყოს თავად გააზრება თავისი წარსულის, იმ ეპიზოდები, რომელზედაც გადაწყვეტს, რომ შეუძლია მონახოს ელემენტები შერიგების. ჩვენ ვართ მიჩვეული, რომ ინიციატივები და პროცესები მხოლოდ ზემოდანაა მართული. საზოგადოებამ დაკარგა თავისი ხმის მიცემის უფლება. მეტიც, ხმას რომ აძლევს არჩევნებში, ითვლება, რომ მისი მანდატი არ არსებობს და მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, ან მერე თქვა, რომ 43 პროცენტი დამჭირდება… ვინც მიიღო საზოგადების ხმა, იმან უნდა ამას მიჰყვეს, დავუბრუნოთ საზოგადოებას საუბრის სივრცე, რომელიც არსად აღარ არსებობს, დავუბრუნოთ, მივცეთ მას და თვითონ გამონახოს, სად არის ის წერტილები, სადაც შეუძლია შეთანხმდეს, მოისმინოს, რაც ასევე დავივიწყეთ და მივიდეთ რაღაც შეთანხმებაზე. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ხმა და ძალა გამოაჩინოს, რომელიც დაკარგა, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ ეს გადადის უკვე პოლიტიკურ პროცესში, ვინც არ შეასრულებს პოლიტიკური პარტიები, მთვარობა კანონდებელი ორგანოები, საზოგადოება თავის აზრს გამოიტანს და თუ საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის, მოდით მერე და ნუ შეხვალთ პარლამენტში, რომ შეასრულოთ მისი მოთხოვნები. არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ისეთი შეკრული პროცესია, უკვე ვიცი სად დამთავრდება, ვხედავ მსვლელობას, იქნება ბევრი შეფერხება, კითხვები, შედეგი უკვე არის… ერთი დავდეთ შედეგი – როცა შევხვდი ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაგალითი იქნა საზოგადოებისთვის, რომ ყველასთან შეიძლება საუბარი. …სანამ საზოგადოება არ იტყვის გარკვეულად, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ.” The post “საზოგადოებამ თავისი ხმა და ძალა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, თვითონ გამონახოს, სად არის ის წერტილები, მოისმინოს…” – რას ელის პრეზიდენტი ხალხისგან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე". "ავშენდით, ახალი წამალი თურმე “ზარის ხმა” ყოფილა … ახლა მივხვდი ინდოეთში რატომ არ ვრცელდება ეს ... ცოტა პოზიტივი ამდენ ნეგატივში. ვიხალისოთ მაინც რა დაგვრჩენია …..", - წერს გიორგი ფხაკაძე. #drpkhakadze tia.ge
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს: “საზოგადოება გადაიღალა. ორი თემაა საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. რამ უნდა გვიშველოს? თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი…. ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, ეს არის ჩემი დასკვნა სამი წლის თავზე, ჩემი საპრეზიდენტო მანდატის. ვთქვი, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ეს დაპირისპირება რომელიც გროვდება, უნდა გადავიდეს საქმიან ერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიატივა, ჩემი ინიცირებულია, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, ფორმაც იქნება საზოგადოების მიერ შექმნილი. რითი იწყება ეს პროცესი, იმითი რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის არც ერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია ამ 30 წლისა, უკან თუ გავიხედებით არაფერზე არა ვართ შეთანხმებული. ყველა ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება, ეს იმას ნიშნავს რომ ვერ შევთანხმდებით ვერც დღევანდელზე და ვერც მომავალზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება და ჩაბეტონებულია, თუ არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვინდა ყველას – დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო.” The post “რა გვეშველება და რამ უნდა გვიშველოს? ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, ეს არის ჩემი დასკვნა სამი წლის თავზე” – სალომე ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ის, რასაც საქართველოში ფემინიზმს უწოდებენ, უბრალოდ, კიდევ უფრო განამტკიცებს ქალისადმი სასტიკ მოთხოვნას — ნებისმიერ ფასად და მუდამ იყოს ახალგაზრდა და ლამაზ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი, ნოდარ ლადარია წერს. "იდევ როდემდე უნდა ფიქრობდეთ, რომ ქალი თავისუფლად თუ ლაპარაკობს თავის განცდებზე, როგორც უნდა, ისე თუ იცვლის პარტნიორებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ "თავისუფალი" და "ძლიერია"? ელენე ბაქრაძის გარშემო ატეხილი აურზაური სინამდვილეში მის "პოეტურ ნიჭზე" კი არა, მის ფოტოზეა დამყარებული. აბა ყოფილიყო დაბალი და ძვალმსხვილი, მოგრეხილი ფეხებითა და კოტიტა მკლავებით, ცხვირპაჭუა და მრგვალსახიანი! - ვის დააინტერესებდა ფილოლოგია? თუნდაც მეორე საფო ყოფილიყო. სამწუხაროდ, ის, რასაც საქართველოში ფემინიზმს უწოდებენ, უბრალოდ, კიდევ უფრო განამტკიცებს ქალისადმი სასტიკ მოთხოვნას — ნებისმიერ ფასად და მუდამ იყოს ახალგაზრდა და ლამაზი. თავისუფლებას არანაირი ზარალი არ ადგება იმით, თუ რომელიმე ტექსტის ნამდვილი ავტორი დადგინდება. თავისუფლება ზარალობს იმით, რომ ბედნიერების ღირსნი მხოლოდ "ანგელოზივით ბავშვები" და "ღმერთივით გოგოები" არიან", - წერს ლადარია. tia.ge
-
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა: „მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა. ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, ამას შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, მე-20 საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია. ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ, მთლიანად დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი გადავა დიალოგის ფორმატში“ The post “იმედია, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა” – პრეზიდენტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას აკრიტიკებს. "ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით? ვინაა, რას წარმოადგენს? თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა - ეს ვიცით. მეხუთე პარტია ევროპული საქართველოა და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც “ქართულ მიწას არ ყიდიან” და “ჩამოთრეულებს” იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ). ლელო (მეოთხე ეგა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაზე ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას - მათი ნებაა. ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის", - წერს თამარ ჩერგოლეივილი ფეისბუქზე. tia.ge
-
ბოლო დღეებია ოპოზიციის ამომრჩეველი, მეტ აქტიურობას ითხოვენ პარტიისგან და რიგ შემთხვევაში პასუხსაც კითხვაზე: – რა გაკეთდა. ორი დღეა აქტიურად ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის 1 ოქტომბრის, დაკავებამდე გამოქვეყნებული წერილი. წერილს ავრცელებს, სამოქალაქო აქტივისტი მიშა კაპლანიც და წერს: “ვისაც მახსოვრობა არ უვარგა ან სტრაუსის პოზა ევასება” “ნაგვის ყუთში ჩაგდებას მთხოვდით ვაშაძის… იყავით პრო@ები! მიშას ენმ-ის ლიდერები მხოლოდ ქულების დასაწერად რომ იყენებთ ძაან ტეხავს!” – ჩარლი გრიგოლია The post “თუ დამაკავეს, იმედია, უკან არ დაიხევთ… დავიძრებით თბილისისკენ” – სააკაშვილის რომელ წერილს ახსენებენ მხარდამჭერები “ენმ”-ს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სამოქალაქო აქტივისტი, ჩარლი გრიგოლია: “ვისაც გინდათ გეწყინოთ, არ მაინტერესებს, სიმართლე ესეთია და როცა გინდათ, მაშინ დაგისაბუთებთ თუ საშუალებას მომცემთ ტელევიაზიაში, საზოგადოების წინაშე! მიშისტი არვარ, მაგრამ ამ ადამიანს ენმს ლიდერები მხოლოდ ქულების დასაწერად რომ იყენებთ ძაან ტეხავს! ნებისმიერ ჯანსაღ კრიტიკას თქვენდამი სუსის ნარატივად თვლით და ამით იმართლებთ თავს! ასევე ამბობთ,თქვენ ვისაც აკრიტიკებთ, მიშამ რა წერილი გამოუგზავნა მაგ ხალხსო კი ხედავთო და ასევე იმასაც გეტყვით,რომ კარგად გაიხსენეთ მიშამ 2 ოქტომბერზე რაც დაწერა და ის რატომ არ შეასრულეთ ზედმიწევნით სწორად ძაან მაინტერესებს! ( Misha Kaplan შეგიძლიათ ამ ადამიანის პოსტი ნახოთ) კარვებში რომ ვცხოვრობდი პარლამენტში შესვლაზე, რომ მიდგებოდა საუბარი მეკითხებოდნენ შენ რას იზამ, ვაშაძე რომ შევაო და მე გარკვევით ვაფიქსირებდი, რომ ჩემთვის მიუღებელია პარლამენტში შესვლა და სულ გავაპროტესტებთქო. ასევე მაშინ რომ გვეკითხა იმ დიდი პარტიიდან არავინ შედიოდა და ვაშაძე მოღალატე იქნებოდა და ვინც ამას მეუბნებოდა იმის ხაბეიშვილი რომ შევიდა და სხვებიც მიყვნენ საინტერესოა მაშინ რა ხდება? თუ თქვენ მომავალში შესვლა სწორ ნაბიჯად ჩათვალეთ და რამდენიმე თვის წინათ შესვლა ღალატად შემირცხვენია თქვენი პოლიტიკური ხედვა! დღეის მდგომარეობით კიდევ მე თავიდანვე რაც ვთქვი, პარლამენტში შესვლა მიუღებელიათქო მაგ აზრზე ვარ ისევ და ასევე არც ვაშაძესთან ვარ თქვენთან კიდევ რა ხდება? ვინც პარლამენტში შევიდა ისევ იმათთან ხართ და თან უპრავებთ შესვლას და მე ნაგვის ყუთში ჩაგდებას მთხოვდით ვაშაძის! მოდით რა თქვენნაირ პრო@ ლიდერებთან ყოფნას და ასევე მის გამპრავებლებთან გვერდით დგომას! მირჩევნია მარტო ვიყო, საკუთარი აზრი და სიმართლე გამაჩნდეს! ლაშა ელიაძე ამ კაცმა ბოლომდე იბრძოლა ამის პარტიას დღემდე ლანძღავთ და ამას რასაც თხოვდით ის ამან გააკეთა და თქვენ კი ყველასთან შეხვედით ალიანსში! მათ შორის გახარიასთან! (მე პირადად არ ვარ წინააღმდეგი) მაგრამ კარგად მახსოვს თქვენ რასაც იძახდით! სიტყვის პატრონობა რომ არ შეგიძლიათ არ თქვათ მაინც და ისე იყავით უბრალოდ პრო@ები! კამერას თუ არ დაენახეთ ან ქულებს თუ არ იწერთ ისე აქციაზე არ მიდიხართ! პ.ს ასევე დავამატებ, ბევრმა იცით ეგრე, რომ არის, მაგრამ არ მომიწონებთ პოსტს! მერე რა პასუხს გასცემთ პარტიაში მაგისთვის ჰო ცალკე ხალხი არსებობს, რომ ეგ შეამოწმოს! #მანდატების #მეძავი #ოპოზიცია“ The post “ნაგვის ყუთში ჩაგდებას მთხოვდით ვაშაძის… იყავით პრო@ები! მიშას ენმ-ის ლიდერები მხოლოდ ქულების დასაწერად რომ იყენებთ ძაან ტეხავს!” – ჩარლი გრიგოლია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართებაში. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობა შეიარაღებულ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება და დიალოგის ფორმატში გადავა. დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. tia.ge
-
კოვიდკლინიკების უმრავლესობაში მიმართვიანობა გაზრდილია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილები არის და იმედია, ისეთი სიტუაცია არ გვექნება, როგორც დელტა შტამის დროს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა. „აღნიშნულზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეებში გვაქვს. ვიცით, რომ სამწუხაროდ, „ომიკრონს“ აქვს უფრო რეინფექციის გაზრდილი უნარი და ამის შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება, თუმცა ჩემი ინფორმაციით, რეინფექციის შემთხვევების უმრავლესობა მიმდინარეობს შედარებით უფრო მსუბუქად. კოვიდკლინიკების უმრავლესობაში მიმართვიანობა გაზრდილია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილები არის და იმედია, ისეთი სიტუაცია არ გვექნება, როგორც დელტა შტამის დროს, მაგრამ მომართვიანობა საავადმყოფოებში გაზრდილია“, – განაცხადა გოგინავამ. REZONANSI
-
ციციშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს, საიდანაც 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 066 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი. ინფექციისგან განიკურნა 5 397 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 42 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 894. REZONANSI
-
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო მიწების დატაცების უფლებას არავის მისცემს. მისივე თქმით, სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოკვლევის შემდეგ დაიწყო. „სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, […] REZONANSI
-
22 წლის ქართველი ნახევარმცველი “ჰამბურგმა” გუშინ წარადგინა და დღეს ჩაკვეტაძეს უკვე დებიუტი ჰქონდა ამხანაგურ მატჩში. “ჰამბურგი” “მიდტიულანდთან” 1-5 განადგურდა. ჩაკვე მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა და პრაქტიკულად 1 წუნიც არ ჰქონია. მისი ყველა პასი ადრესატამდე მივიდა, 3-ჯერ კი თამაშიც გაამწვავა. კუთხური, ასევე, გიორგიმ გაათამაშა. მის წინააღდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ. კომენტატორის მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩაკვეტაძის გვარი ისმოდა. ქართველს 7-ნომრიანი მაისური ეცვა. The post კლასი ეტყობოდა – “ჰამბურგში” ჩაკვეს დებიუტი შედგა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, გუშინ, 36202 მოსწავლის მშობელმა დაწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს. მათივე განმარტებით, 20-27 იანვრის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 4031-მა მშობელმა გააუქმა. შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია. REZONANSI
-
კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა 30 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს და ბოლო ვაქცინაციიდან კი 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მან ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში უმჯობესია გაკეთდეს ბუსტერ დოზა. „კორონავირუსის გადატანიდან ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს 30 დღის შემდეგ და ბოლო ვაქცინაციიდან 90 დღეზე მეტი უნდა იყოს გასული. ეს ორივე კრიტერიუმი უნდა იყოს შესაბამისობაში, რომ ბუსტერული დოზა გავიკეთოთ. პირველ რიგში, აუცილებელია, გამოიყენოთ პირბადე და გაიკეთეთ მესამე ბუსტერული დოზა, ვისაც ეს ეკუთვნის, განსაკუთრებით 50 წელს ზევით მოქალაქეებმა სწრაფად დაიმატეთ, რათა ინფიცირების მაჩვენებლები ასე სწრაფად არ გაგვეზარდოს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. REZONANSI
-
გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებს. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს […] REZONANSI
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-სა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხები მოსკოვს მთავარ პრობლემასთან – ნატო-ს გაფართოების საკითხთან- დაკავშირებით არ აკმაყოფილებს. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ახლა ვსწავლობთ პასუხს, რომელიც მივიღეთ. პირველი შეფასებები უკვე გავაჟღერეთ. ის საერთოდ არ გვაკმაყოფილებს მთავარ პრობლემაზე: რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებებს უსაფრთხოების შესახებ და უგულვებელყოფს ჩვენს ინტერესებს?“- განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ომი არ სურს, თუმცა არ დაუშვებს მისი ინტერესების იგნორირებას. „თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება. ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვასა და იგნორირებას “, […] REZONANSI
-
გორის “დილა” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და ახალ ფეხბურთელებს იმატებს. “დილაში” კარიერას 22 წლის თავდამსხმელი გიორგი ივანიაძე გააგრძელებს. გიორგი ბოლოს “სიონში” თამაშობდა და 14 მატჩში 4 გოლი შეაგდო. ივანიაძე სადაც იყო, ყველგან შედეგიანობით გამოირჩეოდა. “სამტრედიის” ყოფილი მარცხენა მცველი, 24 წლის გიორგი ახალაძეც გორში მიდის. გიორგის მთელი კარიერა მხოლოდ “სამტრედიით” შემოიფარგლება. ახალაძეს კარგი დარტყმა აქვს. “დილამ” მანამდე დემეტრე ბულისკერია, გიორგი ლომთაძე, თამაზ მაქაცარია, თორნიკე ძოწენიძე, მალელი შემტევი ჰაჯი დრამე ესტონური “პაიდედან” და “ლვოდიდან” ბრაზილიელი ალვარო ტავარესი დაიმატა. აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე საქმეშია… The post გორის “დილა” კარგ ფეხბურთელებს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოფელ ჯარიაშენის სასაფლაოდან ას მეტრში ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. მოქალაქეების განცხადებით, ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ. ჯარიაშენთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ახორციელებენ. როგორც „დეილიინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, პროცესი 18 იანვარს დაიწყო და საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 20 იანვრის შეხვედრაზეც განხილეს. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები არიან. The post სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში ხელისუფლებამ ნელთბილი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკიდურესად სამარცხვინოა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად მსგავს გზასა და ნაბიჯებს ირჩევს. „მე მივესალმები მოქალაქეების ჩართულობას ამ საკითხში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ხმა პეტიციის სახით იქნება ეს თუ რაიმე სხვა სახით, ასევე იყოს გაჟღერებული. ამავე დროს, რეალობა არის ის, რომ სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს თანამედროვე საერთაშორისო სამართალსა და ურთიერთობებში ინსტიტუციების მიერ დაფიქსირებული პოზიცია. ჩვენ უკიდურესად სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ საკითხზე ძალიან ნელთბილი ნაბიჯები და განცხადებები გაკეთდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. The post ნაცვლიშვილის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ხელისუფლებამ ნელთბილი პოზიცია გამოხატა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
კორონავირუსის გამო, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით განათლების სამინისტროს გუშინ 36 202 მოსწავლის მშობელმა მიმართა. სამინისტროს განცხადებით, 20-27 იანვრის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 4 031-მა მშობელმა გააუქმა. ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ონლაინსწავლებაზე 23 869 მოსწავლე უკვე გადავიდა. საქართველოში სულ მოსწავლეთა რაოდენობა 624 000-ს შეადგენს. The post ონლაინსწავლების რეჟიმზე კიდევ 36 202 მოსწავლე გადავა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ქუთაისში მამაკაცმა მშობლების საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ე.წ საქუსლიას სასაფლაოზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდის მიზეზი, უცნობია. ცხედარი სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. The post ქუთაისში მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„როდესაც სახლი არ აქვს და ცალხელა კაცს, თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის ერის გენოციდი“, – ამის შესახებ ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით ადგილობრივმა განაცხადა. როგორც მან თქვა, იმ პირობებში, როდესაც იანვარია და ცივა, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გარეშე დატოვება არ შეიძლება. „ჩვენ არ გვყავს რეალურად მთავრობა, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ამნაირ პირობებში ადამიანებს ასე ექცეოდე. იმ დროს, როდესაც საცხოვრებელი არ აქვს და ცალხელა კაცს, თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის ერის გენოციდი. იანვარია, გარეთ აგდებენ ამ ყინვაში ხალხს. როგორ გძინავთ სახლში? რა გაძლევთ ამის საშუალებას, რომ კომფორტის ზონიდან გვიყუროთ, როგორც ბარბაროსულად გვექცევა ჩვენ მიერ დაქირავებული პოლიცია“, – განაცხადა ადგილობრივმა. ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ახორციელებს. ამ ეტაპისთვის 7 სახლი უკვე დაანგრიეს. პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. The post „ცალხელა კაცს თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ“ – ორხევის დასახლების მკვიდრი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo