
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე: “საღამო მშვიდობისა! ამ შეკითხვას არ დავსვამდი, რომ არ გადამემოწმებინა ჩემს რამდენიმე მეგობართან და უკლებლივ ყველასგან რომ მივიღე დადებითი პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე მეკითხა ყველასათვის. მოკლედ: ბოლო ორი თვეა, ან შეიძლება მეტიც, ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაღალი “ვოლტაჟით” და არც “ამპერაჟით” არასოდეს გამოვირჩევოდი იგივე სჭირს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. შიშით ვერ შევხებივარ ვერაფერს და რაც მთავარია ვხედავ იმ ლურჯ დამუხტულ ძაფს ჰაერში სინთეტიკა გაცვია და ა.შ. არ მიიღება. მაცვია ის, რაც აქამდეც მეცვა ადამიანისთვის ხელი ვერ ჩამომირთმევია თქვენსკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით კოლეგებო?” The post “ბოლო ორი თვეა, ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს, იგივე სჭირს ჩემი ოჯახის ყველა წევრს” – ბაკურაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა: “მე 2020 წელს რა გავაკეთე, გახსოვთ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა. პარლამენტში ან ხარ, ან არ ხარ. ადამიანი ნახევრად ორსულად არ შეიძლება, იყოს. პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე სულ მცირე ექვსი წელიწადია, მძვინვარებს საქართველოში, ეკონომიკურთან და სოციალურ კრიზისთან ერთად, გადავლახოთ“ The post “პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის…” – გრიგოლ ვაშაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დღეს გიგი უგულავას სასამართლოს ჩვენება მესაზღვრე პატრულმა პაატა ბახტურიძემ მისცა, რომელიც ამტკიცებს, რომ ინცინდენტის თვითმხილველია. ბახტურიძე: -ვხედავდი, ბატონი გიგი ხელს იქნევდა, სადღაც ხვდებოდა, სახეში, მაგრამ ცხვირში ხვდებოდა, სად ხვდებოდა, არ ვიცი, ზურგით იდგა… ანალოგიურად ისიც, ვხედავდი, ხელით იგერიებდა. გავაშელიშვილს ნიკაპში ხვდებოდა, თუ ზურგში, ტკიოდა, თუ არ ტკიოდა, არ ვიცი. ბატონ გოკას ფეხი სტკიოდა და გადაადგილება უჭირდა. ბადრი გავაშელიშვილს მოტკეცილი მაისური ეცვა, ყელთან ჩამოხეული ჰქონდა, თვითონ აღელვებული, ანერვიულებული იყო, მიუთითებდა, ბატონ გიგიზე, შეურაცხყოფა მომაყენაო. გიგი უგულავამ მოწმეს მიმართა, დაესახელებინა, ჰქონდა თუ არა მას ინციდენტის შემდეგ დაზიანება. ბახტურიძე: -რატომ გგონიათ ვუარჰყოფ მე, რომ თქვენ დაზიანება გქონოდათ, შესაძლებელია გქონოდათ დაზიანება, მაგრამ რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა იმას, მე დავინახე, თუ არა? თქვენ გინდათ, თქვენ მოყვანილ ვერსიაზე გითხრათ, ან კი, ასე იყო, ან არა. მე მოვყევი ის, რაც დავინახე. The post “ბატონი გიგის ხელი სადღაც ხვდებოდა, სახეში, მაგრამ ცხვირში ხვდებოდა, სად ხვდებოდა, არ ვიცი” – რას ჰყვება მოწმე პროცესზე? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, იმ პირებს, რომელთაც ე.წ. მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, მისი მიღება კვლავ შეეძლებათ. "იმ ხალხს, ვისაც მწვანე პასპორტი სჭირდება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავინდებურად შეუძლია. ქვეყნის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები ავიცილოთ თავიდან“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. tia.ge
-
გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე, ერთმანეთს ოპოზიციონერი და მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი არაერთხელ დაუპირიპირდნენ. გიგი უგულავა: -ნუ მეჩრებით პირში, დაიწყნარეთ ნერვიული აპარატი, დამაცადეთ საუბარი, გაჩუმდით და მომისმინეთ. ამდენი დრო არ დაიკარგებოდა, რომ გამოძიებას კეთილი ენება და ის კადრები ამოეღო, რომელზეც ასე ხელისცეცებით საუბრობენ მოწე და ბატონი ადვოკატი. ბადრი კოჭლამაზაშვილი: -ნუ მიყვირი. უგულავა: -მგონი 5 წუთი უნდა დაისვენოთ, გადახვედით წითელ ხაზებს. თქვენთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და თქვენც კარგად იცით, რომ ჩვეულებრივ ფარსში მონაწილეობთ. The post (ვიდეო) – “ნუ მეჩრებით პირში, გაჩუმდით და მომისმინეთ” – “ნუ მიყვირით” – გიგი უგულავა და მოსამართლე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ და ის ფაქტი, რომ მათ გაორმაგებული გადასახადები მიიღეს, არ შეესაბამება სიმართლეს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფიზიკურ პირებს დასუფთავების გადასახადი არ გაზრდიათ“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება. tia.ge
-
ფოტო – ტვ პირველი პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა – ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში #freesaakashvili ბანერი გაშალა. საკანონმდებლო ორგანოში “ენმ-ძალა ერთობაშია”-ს დეპუტატები საქართველოსა და უკრაინის დროშებით მივიდნენ. საგაზაფხულო სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, ახლა კი პოლიტიკური განცხადებებს აკეთებენ. The post #freesaakashvili – ბანერი პარლამენტში appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რისკჯგუფებში, 50 წელს ზემოთ, პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში კვლავინდებურად მოქმედებს 100 ლარიანი წახალისების სისტემა“ The post რა უნდა გააკეთონ პირებმა, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ? – დეტალები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო აღარ იქნება. უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე განმარტავს, რატომ მიიღეს „მწვანე პასპორტის“ გაუქმების გადაწყვეტილება. „თავიდანვე გაჟღერბული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავ ატარებს. შესაბამისად აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებთ. „მწვანე პასპორტის“ გაუქმება განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და ეს სისტემა ქმედითი აღარ არის“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. video - "პრიმეტიმე" tia.ge
-
საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “ომიკრონის სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი იქნება და ის პირები, რომელებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. The post გაუქმდა “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება – დეტალები appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“დღეიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა ძალაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” – თამარ გაბუნია https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/02/dgheidan-kidev-erthi-tsvlileba-shevida-dzalashi-es-gansakuthrebith-.mp4 The post “დღეიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა ძალაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” – თამარ გაბუნია appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დღეიდან სამედიცინო სექტორში ცვლილება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც კოვიდპაციენტების შინ მკურნალობას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ. კოვიდის შინ სამკურნალოდ ოჯახის ექიმებმა გადამზადება გაიარეს და ამიერიდან ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ. „დღეიდან ამოქმედდება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერი – დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავიანთი პაციენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post დღეიდან სახლში მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ. tia.ge
-
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს “ომიკრონის” შტამით ინფიცირების მორიგი რეკორდია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ჯერ ქვეყანა პიკში ისევ არ შესულა და ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება. დევი ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ შემთხვევების რაოდენობა 35 000-მდე ავიდეს: “ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება. თებერვლის ბოლოდან […] REZONANSI
-
რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "საღამო მშვიდობისა! ამ შეკითხვას არ დავსვამდი, რომ არ გადამემოწმებინა ჩემს რამდენიმე მეგობართან და უკლებლივ ყველასგან რომ მივიღე დადებითი პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე მეკითხა ყველასათვის. მოკლედ: ბოლო ორი თვეა, ან შეიძლება მეტიც, ისტერიულად ვურტყამ დენს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაღალი “ვოლტაჟით” და არც “ამპერაჟით” არასოდეს გამოვირჩევოდი იგივე სჭირს ჩემი ოჯახის ყველა წევრს. შიშით ვერ შევხებივარ ვერაფერს და რაც მთავარია ვხედავ იმ ლურჯ დამუხტულ ძაფს ჰაერში სინთეტიკა გაცვია და ა.შ. არ მიიღება. მაცვია ის, რაც აქამდეც მეცვა ადამიანისთვის ხელი ვერ ჩამომირთმევია თქვენსკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით კოლეგებო?", - წერს ბაკურაძე. tia.ge
-
"ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს: “პოლიტიკა არ გამოსდის არალეგიტიმურ საპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ ეროტიკა ხომ გამოსდის? ამდენი შიშველ ქოცს სად ნახავდით? რეზოლუციით გააშიშვლების მასტერკლასი დაიდო!". ნაციონალურ მოძრაობას და მასში აზელილ მედია სახეებს რომ ვუყურებ და ვუსმენ, როგორ აცხადებენ პანაცეად იმას, რის გამოც სხვას ნაგავს აყრიდნენ, მიშა სააკაშვილის ციტირება მინდება – “ჩასარეცხებზე”. ქართველი ხალხის კერპთაყვანისმცემელ ცხვრის ფარად წარმოჩენა, რომელიც ყველაფერს გადაყლაპავს, მთავარია ტელევიზორიდან დაუჯერებელი, ურთიერთგამომრიცხავი სიბრიყვეები ელაპარაკო – სამარცხვინოა. ეს მენტალიტეტი ჩასარეცხია!”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. tia.ge
-
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან. „საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვიანობის სისტემა რჩება და ვისაც ეს საბუთი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროება, ამ მექაიზმით სარგებლობას შეძლებს“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. REZONANSI
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, რამდენად არის „ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების შემთხვევები, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები უკვე აღწერილია. „ძალიან საინტერესო კითხვაა. სამწუხაროდ, ეს შემთხვევები უკვე აღწერილია. საქართველოში „ომიკრონის “ პირველი შემთხვევები დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა და ამიტომ ჩვენთან „ომიკრონის“ რეინფიცირება არ აღგვიწერია, მაგრამ „ომიკრონით“ დაინფიცირება, ვისაც კორონავირუსის სხვა ვარიანტები ჰქონდა გადატანილი, საკმაოდ ხშირია. „ომიკრონით“ რეინფიცირება სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო გავრცელება, უკვე აღწერილია. ჩვენ ხომ ვიცით, „ომიკრონის“ 2 ვარიანტი „დადის“ ძირითადად, შეიძლება პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ, ეს სხვა ქვეყნებში სამწუხაროდ უკვე […] REZONANSI
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას არავისთან დაპირისპირება არ სურს. "მე მესმის რომ ყველა დაიღალა, მესმის, რომ რაღაცები გვავიწყდება/გვეშლება. იმედია, რომ ბატონმა პაატამ არასწორად გაიგო ჟურნალისტის შეკითხვა. საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით (ომიკრონამდე მიღებული), კოვიდგადატანილები 2 ჯერ იცრებიან …. ყველაფერი იცვლება… და არსებული რეგულაციების გადახედვა უნდა მოხდეს. ეს არის ჩემი მოსაზრება არსებული მონაცემების საფუძველზე… მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს, ვინაიდან დაპირისპირების საგანი არ არსებობს. ჩვენ ყველა ვუპირისპირდებით ერთ მტერს და ეს არის კოვიდი“, - წერს გიორგი ფხაკაძე. შეგახსენებთ, "ორჯერ აცრილი ადამიანი კოვიდინფირების შემდეგ ხელახლა, სამჯერ უნდა აიცრას“ - ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ამ განცხადებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ბატონი გიორგის ფხაკაძე გამონათქვამებზე კომენტარს არ გააკეთებს. tia.ge
-
ლეგენდარული ბრაზილიელი მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში 1 მატჩით ბრუნდება, თანაც ინგლისის Sunday league-ზე, სადაც მოყვარული გუნდები თამაშობენ. კარლოსი ასეთი სახელწოდების გუნდს – “ხარი ბარნის იუნაიტედში” შეუერთდება, რომელიც შროფშირის (მთავარი ქალაქი შრიუსბერი) ერთ-ერთი პაბის გუნდია და ბიჭები კვირა დღეს ფეხბურთს აგორებენ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? იბეიზე შესაძლებელი იყო კლუბებს 5 ფუნტი გადაეხადათ, ლატარეაში ჩართულიყვნენ და ლატარეის პრინციპით, ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი გამარჯვებულის რიგებში ითამაშებდა. სწორედ ასე გაუმართლა შრიუსბერელებს და თებერვალში 48 წლის ლეგენდა “ხარი ბარნის იუნაიტედში” შეცვლაზე შევა. 1 დღის წინ “ხარებზე” ძალიან ცოტამ თუ იცოდა, დღეს კი მათ შესახებ BBC, Talk Sport, Sport bible, Reuters და სხვა ცნობილი გამოცემები წერენ. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screen-Shot-2022-02-01-at-11.48.46-AM.jpg The post ლეგენდარული რობერტო კარლოსი ფეხბურთში ბრუნდება და თანაც სად? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article