
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“, ისაუბრა იმის შესახებ თუ რამდენად შეიძლება "მწვანე ბარათი" მთლიანად გაუქმდეს. მინისტრის თქმით "მწვანე ბარათმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით. "ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა, – ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში. აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. tia.ge
-
ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ელჩთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრებს ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" უთავმოყვარეობას და "პრინციპულობას" საზღვარი არა აქვს. ეს ახალი არავისთვის არ არის. მათი თითოეული ქმედება ამის ყოველდღიური დადასტურებაა.... მაგალითად, როცა გუშინ უკრაინის ელჩთან დამწუხრებული მალვინას სახით შედიოდნენ....ჯერ იყო და მათმა ბელადმა და სულიერმა ლიდერმა სულ მექრთამე და კორუფციონერი უწოდა და საშინელი სიტყვებით ლანძღა უკრაინის ელჩი. ახლა გაუჩნდათ ელჩთან შეხვედრის სურვილი? მათ ფეხებზე ჰკიდიათ უკრაინაც და ყველაფერი...მთავარია მათთვის ვიწროპარტიული ინტერესები", - წერს ანალიტიკოსი. tia.ge
-
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების გააქტიურება შეინიშნება. აქ, სოფლის სასაფლაოსთან დაახლოებით 50 მეტრში რუსეთის მესაზღვრეებმა გაუგებარი დანიშნულების თხრილი გაავლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოკუპანტები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 2 დღის განმალვლობაში მუშაობდნენ. ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უწყებაში ამბობენ რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება. REZONANSI
-
საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 7 997 აცრა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია – 26,5%, ბოლო 14 დღის – 17,88%, ბოლო 7 დღის – 22,1%. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 64 412 ტესტი. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 870 ადამიანი. The post კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
დიდი ხანია საზოგადოებას აღარ უნახავს და ის სახალისო ბიჭი რამდენიმე წელია საჯაროდ აღარ გამოჩენილა. გთავაზობთ ახალ ფოტოს – ნახეთ როგორ გამოიყურება ბიჭი დღეს, რომელიც უკვე საკმაოდ გაიზარდს. როგორც დათუნა კვირკვიას ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, მან გასულ წელს საჯარო სკოლა დაამთავრა. ის ხშირად მოგზაურობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. The post საუკეთესოდ ასრულებდა ვანოს პაროდიას – ნახეთ როგორ გამოიყურება ახლა ვანოს ჯავახიშვილის ყველაზე ცნობილი პაროდისტი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე უკვე ოფიციალურად დაინიშნა. მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოეწერა ხელი. შოთამ “ჰალის” ჩაბარების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: “მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ინგლისში მუშაობა ფეხბურთში ჩართულ ნებისმიერ პირს სურს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი ამაყობს. ძალზედ მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბს ამ ბიჭებით, ხარისხითა და აქ მყოფი ახალგაზრდა ტალანტებით კარგად ასპარეზობა შეუძლია. გუნდში შემოქმედებითობისა და ნიჭიერების და გამოცდილების კარგი მიქსია. სანახაობრივი ფეხბურთი მომწონს, როდესაც ქომაგები შენ გვერდით არიან – მათ უნდათ და უხარიათ ფეხბურთის სანახავად მოსვლა. “სუონსი სიტისთან” მატჩსა და ფანებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. კარგი და სანახაობრივი თამაშის საჩვენებლად ჩვენი მაქსიმუმის გაღებას ვაპირებთ. მთავარი მიზანი მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გასვლა იქნება. ფანები უნდა მოვიდნენ და უქომაგონ კლუბსა და ბიჭებს, რომლებიც უყვართ. დიდებული ფეხბურთელები გვყავს იმისთვის, რომ მოხვიდეთ და მათი ცქერით სიამოვნება მიიღოთ. მოდით გავაკეთოთ ეს ერთად, ერთად ვუქომაგოთ და ერთად გავიმარჯვოთ”. “ჰალი” 29 იანვარს საკუთარ მოედანზე “სუონსის” მიიღებს. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიცია უკავია და ათი ქულა აშორებს გასავარდნ 22-ე ადგილს. The post ოფიციალურად: შოთა არველაძე “ჰალის” თავკაცია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეს მიმართავს და მადლობას უხდის. “ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას. და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო. ლაშა ტალახაძე, ჩემპიონი ხარ” – დაწერა ჟორჟოლიანმა. მანამდე ნანუკამ 10 წლის საბას შესახებ დაწერა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. “ეს არის საბა, 10 წლის, რომელიც თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა. თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $ არ გადაუხადა გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას რომ ბავშვი ვერ გადარჩება. ნანუკას ფონდიდან ჩავურიცხავთ 5 ათასს დოლარს, მაგრამ დარჩენილი თანხა უნდა შეგროვდეს და ვისაც რა შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ. ანგარიშის ნომერი კომენტარებშია.” ანგარიშის ნომერი კომენტარებშია.” მიმღები: მამა: ბექა ბერიშვილი / Beqa Berishvili თიბისი ბანკი: #GE65TB7665445061100005 დედა: მადლენა ხოჭოლავა / Madlena Khocholava ლიბერთი ბანკი: #GE95LB0211120575643000 საქართველოს ბანკი: #GE28BG0000000161188601 The post “ლაშა ტალახაძე, ჩემპიონი ხარ” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტალახაძეს მადლობას უხდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
2 საათის წინ “ჰამბურგმა” გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ორიგინალური ვიდეოთი დაადასტურა, რაც ფანებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ გულშემატკივრები ხელმძღვანელობის ჩუმი და ნაყოფიერი მუშაობით კიდევ უფრო კმაყოფილები არიან. სანამ ჩაკვეტაძე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლიდა, მანამდე გერმანულ მედიაში ერთი ინფორმაციაც არ გავრცელებულა ფეხბურთელის დამატების შესახებ. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-28-at-12.04.11-AM-1024x200.png “ის არცერთხელ არ ყოფილა მედიაში. “ჰსვ” ნელ-ნელა ამ გუნდით ამაყს მხდის. ყოჩაღ სპორტის და მედია დეპარტამენტს” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-28-at-12.04.53-AM-1024x176.png “ძალიან მაგარი. მე ვფიქრობ, 1 ჭორიც არ გამიგია მის შესახებ ან? როგორც იქნა, ვიღაც მაგარი ბიჭი მოვიდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ჰამბურგში” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-28-at-12.05.00-AM-1024x163.png “ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ახალი ფეხბურთელის შესახებ არსაიდან იგებ. ეს სიუპრიზი ძალიან კარგია” http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screen-Shot-2022-01-28-at-12.13.22-AM-1024x163.png “დიდი კომპლიმენტი ჩვენ სპორტულ მენეჯერებს, იონას ბოლდტს და მიქაელ მუტცელს გიორგის მოულოდნელი ტრანსფერისთვის. კეთილი იყოს “ჰსვ”-ში” The post “ის არცერთხელ არ ყოფილა” – ფანები “ჰამბურგის” ხელმძღვანელობით გაოცებულები არიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად 500 ლარიანი დახმარებას თბილისის მერია გასცემს.ამ სოციო – ეკონომიკურ პროგრამაზე, თუ ვის და როგორ შეუძლია სერვისით სარგებლობა, “პრაიმტაიმი” დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ: რა არის პროგრამის არსი?სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.რას მოიცავს პროგრამა?ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი – მე-3 […] REZONANSI
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად 500 ლარიანი დახმარებას თბილისის მერია გასცემს.ამ სოციო – ეკონომიკურ პროგრამაზე, თუ ვის და როგორ შეუძლია სერვისით სარგებლობა, “პრაიმტაიმი” დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ: რა არის პროგრამის არსი?სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.რას მოიცავს პროგრამა?ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი – მე-3 […] REZONANSI
-
“გენტის” 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე 6-თვიანი იჯარით “ჰამბურგში” ითამაშებს. “ჰამბურგმა” ჩაკვე ორიგინალურად წარადგინა. The post “მე პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ “ჰამბურგში” – როგორი ვიდეო მიუძღვნეს ჩაკვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ნაკრების და ბელგიური “გენტის” 22 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “ჰამბურგში” ითამაშებს. ჩაკვე “ჰამბურგში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადაბარგდა და სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. “ჰამბურგს” 20 ტურის მერე 34 ქულა აქვს და ლიდერ “დარმშტადს” 5 ქულით ჩამორჩება. “ჰამბურგი” ისტორიული გუნდია და 5-ჯერ არის ბუნდესლიგის ჩემპიონი. The post გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
UFC-ის ქართველი მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და ზვიად ლაზიშვილი ილია თოფურიას მატჩისთვის UFC 270-ზე წავიდნენ, თუმცა გზაში გაიგეს, რომ შეხვედრა გადაიდო. ბიჭები გიგა ჭიკაძეს, გიგას შვილს, მაქსი ჭიკაძეს და მამას, ზაზა ჭიკაძეს შეხვდნენ და ამერიკაში აჭარული ხაჭაპურები მიირთვეს. ეს მომენტი კი ძალიან სასიამოვნო იყო… The post “ბატონო ზაზა როგორ ხარ” – მერაბ დვალიშვილის მაგარი მომენტი (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მეჯვრისხევის ათეულობით ჰექტარი ტერიტორია შესაძლოა ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდეს. ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სოფელში არსებული ვითარების გასაცნობად არავინ მისულა. „ამაზე მძიმე რაღა უნდა იყოს როცა საკუთარ ტერიტორიაზე შემოდიან და გართმევენ სახლსა და კარს. ეს უკვე არის ნიშანი, რომ უნდა ვიომოთ. მე წამსვლელი აქედან არა ვარ. დაგვიდგება მთავრობა გვერდში, დაგვიდგება, არადა ჩვენ ჩვენი ძალებით“, – განაცხადა ერთ – ერთმა ადგილობრივმა. შეგახსენებთ, რომ მეჯვრისხევში რუსი ოკუპანტები უკვე რამდენჯერმე გამოჩნდნენ – ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს. dailyinfo
-
„ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ! როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ, ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ და ვიტყვი რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობი მიმართავს სასულიერო პირებს, რომ „ერთ კაცს“ ქვეყანას ნუ გადააყოლებენ. „ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი? თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო, აბა, რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული? უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა? ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა. dailyinfo
-
1 დოლარი ხვალ 3.0637 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0696 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4298 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4625 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0327 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
27 წლის შაკო ზოსიაშვილს დახმარება სჭირდება. ის 24 იანვარს გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაუდგინდა გულის აორტის ანევრიზმა, ოპერაციას მოჰყვა გართულებები, რის გამოც გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: თიბისი ბანკი: #GE94TB7503745061100002 საქართველოს ბანკი: #GE31BG0000000124362400 მიმღები გიორგი ზოსიაშვილი The post 27 წლის შაკო ზოსიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მოსწავლეები მიკროავტობუსებითაც უფასოდ იმგზავრებენ -1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი სააბონემენტე სისტემა ამოქმედდება. ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. ახალი სააბონემენტე სისტემის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 1-ლი თებერვლიდან მოქალაქეები მგზავრობის საფასურის გადახდას შეძლებენ, როგორც მეტრომანებით ერთჯერადად, ასევე პლასტიკური ბარათებით და, რა თქმა უნდა, ახალი სააბონემენტე ბარათებით. „როგორც მოგეხსენებათ, ლურჯ მიკროავტობუსებსა და მეტროსადგურებში, აქამდეც შეუძლებელი იყო მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა, ასევე ბარათით ხდება ანგარიშსწორება ახალ ავტობუსებშიც, თუმცა არის რამდენიმე ავტობუსი დარჩენილი, სადაც კვლავ არის შესაძლებელი ნაღდი ფულით მგზავრობა, მაგრამ ეტაპობრივად იქაც მოხდება ამის ამოღება,“-აღნიშნა წილოსანმა. მისივე თქმით, სააბონემენტე სისტემის ამოქმედების მიუხედავად, 1-ლი თებერვლიდან მგზავრების ნაწილი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას კვლავ შეძლებს. მათ შორის, ეს შეღავათი უკვე მიკროავტობუსებზეც გავრცელდება და თუ მაგალითად, მოსწავლეები აქამდე ავტობუსებით და მეტროთი უფასოდ მგზავრობდნენ, ახლა მიკროავტობუსითაც უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას. ამასთან, როგორც წილოსანმა აღნიშნა, მგზავრების 55% სწორედ შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და ა.შ. ამასთან, შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ სტუდენტები, პენსიონერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. წყარო: bpn.ge tia.ge
-
მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 36 202 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს. ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასებისა და სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევების გამო, ონლაინსწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს. ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 031-მა მშობელმა შეიტანა. შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინსწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. The post მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 36 ათასზე მეტი მოსწავლე გადადის appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, პოლიტირური პარტიები მასში საფრთხეს ხედავენ, მთავრობას კი ეშინია. ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. "პოლიტიკური პარტიები ჩემში ხედავენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე სარგებელს. თქვენს სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ნუთუ ვერ ხვდებით?! ამდენ ბოტებს და კვატებს რომ ასროლინებთ ჩემ წინააღმდეგ. მთავრობას ეშინია, იმიტიმ, რომ უკონტროლო ვარ და შეიძლება არაღაცა ავტეხო. მაგრამ უნდა ვთქვა, გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს არ იზამს, რადგან მე ვარ ქართველი და მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ძალიან მარტივი პასუხი ყველას, გინდა ოპოზიციას, გინდა პოზიციას - სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს ვიზამ. ჩემთვის მინისტრი არ არის სახელი, ეს არის თანამდებობა. მე ყოველთვის ვეხმარებოდი და მომავალშიც თუ მთხოვეს, დავეხმარები საქართველოს ჯანდაცვის ნებისმიერ მინისტრს. სახელმწიფოებრივი ხედვა რომ არ გვაქვს, მაგაშია პრობლემა", - განაცხადა ფხაკაძემ. #drpkhakadze tia.ge
-
პატრულ-ინსპექტორებს, რომლებმაც ისნის მეტროში შშმ პირს სცემეს, პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე პოლიციელების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა. მოსამართლემ მხედველობაში მიიღო მტკიცებულებების განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკები და საქმეზე ბრალდებულებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა შეუფარდა. The post პოლიციელებს, რომლებმაც ისნის მეტროში შშმ პირს სცემეს, პატიმრობა შეეფარდათ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვერ ჩაუდგება. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, შევჩენკომ “ჯენოასთან” შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სპეციალისტი იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში რჩება. დოკუმენტს ვადა 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით აქვს. ამრიგად, პოლონეთის ფეხბურთის კავშირს კანდიდატურის შერჩევა ადგილობრივი სპეციალისტებიდან მოუწევს. ნაკრების ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი გუნდის ყოფილ თავკაც ადამ ნავალკას აქვს. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა. პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან. The post შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article