Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე”, – ამ სიტყვებით მიმართა ფოთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს 37 წლის ქალმა, რომელსაც გამოზიება უმძიმეს დანაშაულს ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულმა 10 თებერვალს საკუთარ სახლში იმშობიარა, განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. საზარელი დანაშუალი ფოთში სამი დღის წინ მხოდა. გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქალმა ახლაშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მოსახლეობამ მას შემდეგ იპოვა , რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ბავშვი გადაგდებამდე ცოცხალი იყო თუ არა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. REZONANSI
  2. კორონავირუსის მიმდინარეობის პერიოდში პაციენტების უმრავლე​სობას 3-5 დღის მანძილზე ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთის შემთხვევაში, ამან ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. ეს კი ე.წ ხანგრძლივი კოვიდის მანიშნებელია.​ „პრაიმ თაიმი“ ბევრისთვის არსებულ პრობლემაზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს მარინა ენდელაძეს ესაუბრა. მან პაციენტებს ურჩია, ასეთ შემთხვევაში ექიმს მიმართონ. „ინფიცირების დროს ტემპერატურა 1-5 დღეს გრძელდება, შემდგომ ნორმალიზდება. თუ ისევ გაგრძელდა, ეს არის გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომი, განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, მაინც საყურადღებოა. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან მან გადაწყვიტოს, ეს გახანგრძლივებული კოვიდია ნამდვილად, თუ სხვა რამე გართულება. კლინიკური კვლევაა საჭირო“, – განაცხადა ენდელაძემ. The post გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომი – როგორ მოვიქცეთ თუ ინფიცირების შემდეგ ტემპერატურა გახანგრძლივდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაეხმარა თუ არა ფონდის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ დონორს, არაბ მილიარდერ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში. ლონდონის პოლიციის განმარტებით, საქმე აღძრულია სახელმწიფო ჯილდოების მიღებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო, ბოროტად გამოყენების გამო. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიების დაწყება გადაწყვიტა გასულ წელს გავრცელებული ცნობების შეფასების საფუძველზე. საუბარია ბრიტანული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრინც ჩარლზის ყოფილი პირადი თანაშემწე და მისი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი მაიკლ ფოსეტი საუდის არაბეთის მოქალაქეს, ბიზნესმენ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს დაეხმარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში, შემდეგ კი, კონფიდენციალური წერილით დაჰპირდა მოქალაქეობის მიღებაში დახმარებასაც. მაჰფუზმა ორდენი 2016 წელს მიიღო, ხოლო ფოსეტის წერილი, ბრიტანული გამოცემების თანახმად, 2017 წელსაა დაწერილი. თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია. მაიკლ ფოსეტმა საქველმოქმედო ფონდის დირექტორის თანამდებობა 2021 წლის დეკემბერში დატოვა, ფონდმა კი განაცხადა, რომ შიდა გამოძიება დაიწყო. ლონდონის პოლიციის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, საქველმოქმედო ფონდმა კომენტარზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრინცმა ჩარლზმა არაფერი იცის იმის შესახებ, ფონდის საქმიანობის დაფინანსების სანაცვლოდ ვინმეს სთავაზობდნენ თუ არა ორდენს, ან მოქალაქეობას. პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეა, თუმცა, მის ყოველდღიურ საქმიანობას არ ხელმძღვანელობს. წყარო The post ლონდონში პრინც ჩარლზის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. მამუკა მდინარაძემ რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გასამართი შუალედური არჩევნების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე ენმ-ის კანდიდატია და ის ამ არჩევნებს მმართველი პარტიის კანდიდატს ვერ მოუგებს. ერთადერთი ინტრიგა კი ამ არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხია. „ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. სხვანაირად წარმოუდგენელია. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა „ბრინჯაოს გიორგით“ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რომ რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა საინტერესო გახდეს ეს ამბავი. თუ ამას ვერ გაბედავს, რადგან ძალიან გაშიშვლდა მათი პოლიტიკა, მაშინ კიდევ უფრო მარტივად იქნება ყველაფერი. ის 2-3%, რომელიც დარჩენილია გახარიას ანგარიშზე, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის, მაგრამ საუბარია 2-3%-ზე და არა 6-7%-ზე. ერთადერთი ინტრიგა რჩება – ის ამ ბრძოლაში შემოვა თუ არა; ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ არა ამ თამაშში. მეტი დანარჩენი ყველაფერი გადაწყვეტილია. ირაკლი შატაკიშვილს შეუძლებელია მოუგოს გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ენმ-ის კანდიდატმა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. The post ერთადერთი ინტრიგაა – შემოვა თუ არა ამ ბრძოლაში „ბრინჯაოს გიორგით“ წოდებული გახარია – მდინარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფოთში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, დედამ ჩვილი გაგუდა შემდეგ კი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. “ის რომ დედა ჩვილის მკვლელი გახდა, ქალის მეორე ხარისხოვან როლს უკავშირდება ამ ქვეყანაში. ეს სამარცხვინო ღირსების მკვლელობაა! შვილის სასტიკი მკვლელობით გაუკუღმართებული ღირსება დაიცვა, რომელსაც საზოგადოება ახვევს თავს ქალებსაც და კაცებსაც ჩვენს საზოგადოებაში ქალი მისი ოჯახის ღირსების განმსაზღვრელი ნივთია. ამიტომ მაქვს ჯიხადი გამოცხადებული მათ მიმართ, ვინც გაჩუმებას მთხოვდა იმიტომ რომ ვიღაცის ცოლი ვარ, იმიტომ რომ ქალი ვარ და კაცებს უნდა ვაცადო. ჩემ გამო არ ვერჩი – მე ვერ მომერევიან, მათზე ჭკვიანი ვარ, მათზე ძლიერი და ძლიერი ზურგი მაქვს – ჩემი ოჯახი. მაგრამ მათი დამოკიდებულება უამრავი მკვლელობის და უამრავი ადამიანის ცხოვრების დასახიჩრების საფუძველი ხდება. ამიტომ მინდა მორალურად გავანადგურო ყველა, ვინც ქალის როლს მეორეხარისხოვნად აღიქვამს და ცოლის ლეგიტიმურ აქტიურობას, ქმრის კომპრომატად აღიქვამს. “ღირსების მკვლელობის ერთერთი განმაპირობებელი სტატუსის დაკარგვის შიშია. იქ, სადაც ღირსების მკვლელობები ნორმაა, ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას საზოგადოების წევრები ნაკლებ პატივს სცემენ და პათოლოგიურად ეშინიათ იმ სახის დაკარგვის, რა სახის ქონასაც მათ საზოგადოება აიძულებს. სახის დაკარგვისა და სოციალური ჯგუფიდან გარიყვის შიში მათ ძალიან მკაცრად გაწერილი სოციალური რეგლამენტის დაცვას აიძულებს. ასეთ საზოგადოებებში სოციალური იდენტობის მოპოვება/შენარჩუნების და სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ მავანი სხვა სიცოცხლის განადგურების,- ან სამუდამო დასახიჩრებისთვისაც კი მზადაა”, – წერს ჩერგოლეიშვილი. The post „ამ ქალმა საკუთარი შვილის სასტიკი მკვლელობით გაუკუღმართებული ღირსება დაიცვა, რომელსაც საზოგადოება ახვევს თავს ქალებსაც და კაცებსაც“ – ჩერგოლეიშვილი ფოთში მომხდარ ფაქტზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! – ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება და ძვირდება! – აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ მოსთხოვა. ვაშაძე დაინტერესდა, რას აპირებს ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში ფასების დასტაბილურებისთვის. ამასთან, როგორც ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით განაცხადა, მოქალაქეებს ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან აინტერესებს, “რა უბედურება სჭირს ლარს და რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება”. “მაინტერესებს, ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი და რატომ მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმესს დღეში ჩააგდეთ?! ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ფაქტობრივად წაართვით და ლარის კურსის მანიპულაციით ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ. ახლა არ მითხრათ, ეს ეროვნული ბანკის საქმეაო! თქვენ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ხართ და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ პასუხი კითხვაზე, თუ რა სჭირს ლარს და რატომ ხდება მოკლე ვადაში ლარის კურსის მანიპულაციური ცვლილება?!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ლაშა ხუციშვილის მისამართით. ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ. The post როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! – გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. კომპანია „თელმიკო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ამჟამად შპს „თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია ქალაქ თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო. კომპანია მაქსიმალურ დახმარებას უწევს შემოწმების ფარგლებში და წარადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. ინფორმაცია შედეგების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით შემოწმებების დასრულების შემდეგ. შპს „თელმიკო“ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა თითოეულ აბონენტს განუმარტოს დარიცხვები. ქოლ-ცენტრი (ნომრები 23 5000 777 და 16700 ) მუშაობს 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო კლიენტთა მომსახურების ცენტრები – კვირაში 6 დღე. ელექტროენერგიის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ასევე მიმართოს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge, ჩვენი საიტიდან telmico.ge, Whatsapp +995 591 926578 და Facebook https://www.facebook.com telmicoLTD იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა და ეს რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის: ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე; ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან; საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას; იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა. შპს „თელმიკო“ მომხმარებელთა თითოეულ მომართვაზე ინდივიდუალურად მუშაობს. სს „თელასთან“ ერთად ხდება ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის რეგულარული შემოწმება და ანალიზი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეძლევათ გადახდის გადავადების შესაძლებლობა, ხდება მხარდაჭერის სხვა ზომების მიღებაც. გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს“, – აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge
  8. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან გადაცემა “ახალი კვირა” გაქრა. ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ყოველგვარი განმარტების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით დახურა. “ახალი კვირის” უკვე ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირადად მის გამო გამოაცხადა რეორგანიზაცია, რასაც მისი გადაცემის დახურვა მოჰყვა. “მენეჯმენტმა ერთადერთი მიზეზი თქვა, რომ გადაცემამ არსებულ ფორმატში თავი ამოწურა და საჭიროა ფორმატის ცვლილება, შესაბამისად, გადაცემიდან მომხსნეს მე, როგორც წამყვანი. არ უთქვამთ რა ფორმატზეა საუბარი, თვითონაც არ იცოდნენ იმ მომენტში, მე დიდი ეჭვი მაქვს, კი არა 100%-ით ვამბობ რომ ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა მთელი ეს რეორგანიზაცია, როგორც გადაცემის წამყვანის”, – ამბობს იმედა დარსალია „მთავარ არხთან“. მისივე თქმით, რეპორტაჟის – “ალტ ინფოს სახიფათო იდეოლოგია” გასვლიდან ერთ თვეში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები იმუქრებოდნენ – “არხმა ის გააკეთა, რასაც ალტ ინფოს ლიდერები საჯაროდ იმუქრებოდნენ, რომ გაგვაქრობდნენ ამ პროფესიიდან”- ამბობს იმედა დარსალია. The post „ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა მთელი ეს რეორგანიზაცია, როგორც გადაცემის წამყვანის” – იმედა დარსალია appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. რით შეიძლება აიხსნას დაუსრულებელი განცხადებები ამერიკის მხრიდან რომ რუსეთი ომს აპირებს – ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ ვითარებას განიხილავს. „რით შეიძლება აიხსნას დაუსრულებელი განცხადებები ამერიკის მხრიდან რომ რუსეთი ომს აპირებს.წესით იმით რომ თუკი (წესით არ უნდა მოხდეს, მაგრამ) რუსეთი ომს დაიწყებს მას ოდნავი შანსიც არ ჰქონდეს რომ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს. როცა მთელი მსოფლიო მომართულია და რუსულ აგრესიას ელოდება, მეორე მხარისათვის გადაბრალება მას გაუჭირდება.ხოლო თუკი რუსეთი ომს არ დაიწყებს, ასე გამოვა რომ მან უკან დაიხია. მოკლედ, წაუგებელი თამაშია.ცუდი ისაა რომ ამ სიტუაციაში უკრაინის ეკონომიკამ სერიოზული ზარალი ნახა და კრიზისი მალე თუ არ დასრულდა ალბათ კიდევ ნახავს.ზელენსკი კრიზისის დროს საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება. მაგრამ მთავარი ამოცანა მას წინ აქვს: როცა კრიზისი დასრულდება (და იმედი მაქვს, მშვიდობიანად) მან ხელი უნდა მოკიდოს იმ საქმეს რომელსაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ მოაბა თავი. ეს სხვა არაფერია თუ არა კორუფციის დამარცხება და უკრაინის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენება. ეს ხომ რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში უდიდესი ტერიტორიით. მისი პოტენციალი რომ თავის დროზე აემუშავებინათ არც 2014 იქნებოდა და მითუმეტეს არც ახლანდელი კრიზისი.ცნობისათვის, უკრაინის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის მიხედვით) საქართველოსას უტოლდება“ – წერს შარაშენიძე. The post „ზელენსკი კრიზისის დროს საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, მაგრამ მთავარი ამოცანა წინ აქვს“ – თორნიკე შარაშენიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია". "თამარ ჩერგოლეიშვილის შეხედულება არის დასტური იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" კეზერაშვილის თანხები არჩევნების დროს იყო აქტიურად გამოყენებული. რა მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა კეზერაშვილის ამის სანაცვლოდ, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ერთს ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არის ურთულესი დაპირისპირება," - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ. tia.ge
  11. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლური მედიასაშუალებები უკრაინის გარშემო სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა, რითაც გამოეხმაურა გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკრაინაში 20 თებერვალს შეიჭრება. „20 თებერვალს სრულდება ჩვენი და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები, როგორც ეს აქამდეც იყო ცნობილი. დასრულდება თუ არა ესკალაცია? არ ვიცი, მას ჩვენ არ ვაღვივებთ“, – განაცხადა ლავროვმა იტალიელ კოლეგასთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრის შემდეგ. ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, წვრთნების დროს პირობით მოწინააღმდეგეს პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის ჯარები წარმოადგენენ. The post „დასრულდება თუ არა ესკალაცია? არ ვიცი, მას ჩვენ არ ვაღვივებთ“ – სერგეი ლავროვი appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ნატო არის უსაფრთხოების გარანტი. მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა „გრძელი“ იქნება. „ასე რომ, როგორ შეიძლება ავირჩიოთ სხვა გზა? ჩვენთვის ეს არის გარანტია, არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამ გზაზე ყველაზე მთავარია, არ დავკარგო ჩემი ქვეყანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. კითხვაზე, რას ფიქრობს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რომელსაც უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანება არ სურს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს ჩვენი ალიანსში ყოფნა. ეს ასე არ არის.“ „ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია,“- აღნიშნა ზელენსკიმ. tia.ge
  13. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ ფართო გავრცელების გამო, მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა, ეს პროგრამა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. „ვაქცინაციის პროგრამა, ამ ეტაპზე, შედარებით, შენელებულია. ეს, შესაძლოა, „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით აიხსნას. მიმდინარე პერიოდში, ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. ამდენად, შესაძლოა, მათ ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს, თუმცა, სამომავლოდ, ვაქცინაციის პროგრამა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია. REZONANSI
  14. მოკლული პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. იზა ომაძე წერს, რომ აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ გიორგი კაველაძეს აღიარებული აქვს დანაშაული და სწორედ მისი აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ეს იყო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული. „მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული. მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით. ჯგუფურს მარტო კავილაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ […] REZONANSI
  15. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურა, კერძოდ დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში. REZONANSI
  16. რუსეთის ოკუპაციური ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს. „რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში. ამასთან, პრესცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურა, კერძოდ დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრესცენტრის განცხადებით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა ოპერატიულად მოახდინეს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთა ევაკუაცია. tia.ge
  17. პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. "მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ოპოზიციონერ კოლეგას, რომელმაც გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა. რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა მხარდაჭერა, კიდევ რამდენიმე პარტია იქნება ასეთი. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ" მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს არის საჯაროდ დადასტურება იმის, რაც მიმდინარეობს და რაც საჯაროდ ცნობილია მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უბრალოდ მოხდა კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ დადასტურება იმის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება," - აცხადებს ჯაფარიძე. tia.ge
  18. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, უკვე ხვალიდან, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა. მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის – „ავერსი-ფარმა“, „პსპ ფარმა“, „ფარმადეპო“, „გეფა“, „ინპექსფარმი“ და „კალანდაძე“-ს წარმომადგენლებმა მოაწერეს. REZONANSI
  19. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.; გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ; დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაულები 4 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს. ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, -აცხადებენ შსს-ში. tia.ge
  20. "ტაბულას" დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ერთ-ერთ გადაცემაში ნიკა მელია დავით კეზერაშვილზე საუბრობს, მას ბრალდებებს უყენებს და კორუმპირებულს უწოდებს. "პატივს არ გვცემო. ერთი მიზეზი მითხარით ან ამას, ან აქ დასახელებულ პიროვნებას, ან ვინც ამ ხალხს საიმედოდ თვლის, პატივი რატომ უნდა ვცე? მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა (მისი ნებაა და რაც უნდა ის ქნას, ეგ მე არ მეკითხება). უბრალოდ პირობას უყენებდა მელიას, ბოკერია მოტეხე თავისი პროექტიდან თორემ ფულს არ მოგცემო. (კომპლექსები და ეგო აწვალებდა). ასეთები არიან და პატივი გვეციო ​ პატივს კი არ გცემთ - სამარცხვინოებად გთვლით," - წერს ჩერგოლეიშვილი. tia.ge
  21. იტალიაში, სან-დონატო-მილანეს სადგურზე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ბიჭი დააკავეს. მამაკაცი, რომელიც მრავალჯერ იყო დაკავებული ძარცვის გამო, ამჯერად ქურდობისთვის დააკავეს. კარაბინერებმა მას შემდეგ გამოჩნდნენ, როცა მეზობლებმა 112-ზე დარეკეს და შეატყობინეს, რომ ვია დი ვიტორიოს ქუჩაზე მამაკაცი პირველი სართულის ერთ-ერთი ბინის ფანჯარას ამტვრევდა. კარაბინერების გამოჩენისთანავე მამაკაცი ფანჯრიდან გადმოხტა და გაქცევა სცადა. თუმცა, ორივე ფეხი მოიტეხა და დააკავეს. ის თავდაპირველად ქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, დახმარების აღმოსაჩენად, შემდეგ კი ციხეში. tia.ge
  22. ნატო-ს გენერალურმა მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა. მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ. „თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი და მისი უნარი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. tia.ge
  23. 2022 წელს ნავთობის ღირებულება იზრდება და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. უკანასკნელი მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 93 აშშ დოლარს გადააჭარბა, WTI-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 92 დოლარს. მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდეციას ისევ ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ტიპის ბენზინის ფასი ერთ თვეში 6.84%-ით გაიზარდა და მისმა საშუალო ღიღებულებამ ლიტრზე 3,16 ლარი შეადგინა. Super 95-ის საშუალო ფასი 3,25 ლარია, ერთი თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი კი 5.09%-ია. გარდა ამისა, გაზრდილი Premium 98-ის ტიპის საწვავიც და მისი ღირებულება საშუალოდ 3,33 ლარს […] REZONANSI
  24. ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. „დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე”, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. REZONANSI
  25. ილია თოფურიას დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია მოვსარ ევლოევის განცხადებას ეხმაურება, სადაც ინგუშმა თოფურია ესპანელად მოიხსენია. “ჩემი რუსთაველი ქმარი, რომელიც ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. რატომ გადაწყვიტა, რომ ევროპაში დაიბადა. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს, საქართველოარასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ შვილო. “ილიას ერთ სიტყვას რომ,,პირველ რაუნდში მოგიგებდა, რამხელა რამ ააყოლე. გეპასუხა, მეც პირველ რაუნდში ვაპირებ მოგებასო. რა ესპანელი, რის ტილო. მერე არგაჩერდი და კიდე აგრძელებ?არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ!“, – პასუხობს მოვსარს ილიას დედა. ჯერჯერობით, ევლოევი – თოფურიას შეხვედრა არ შედგება, რადგან მოვსარი 5 ივნისს დენ იგეს დაუპირისპირება. ჩვენებურის მეტოქე ცნობილი არ არის. © MMAGeorgia The post ილია თოფურიას დედა ევლოვს მიმართავს: “არასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ, შვილო” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...