Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ანრი და კახა ,,ოცნების ქალაქის“ პირველი მობინადრეები იქნებიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისთან და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს. ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი ბათუმის „დინამოს“ აკადემიაში ისწავლიან. ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში. The post ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით, ,,ოცნების ქალაქის“ პირველი მობინადრეები იქნებიან appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. ტელეკომპანია „მთავარიარხის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ შესაბამისი სამედიცინო დასკვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ. “იუსტიციის მინისტრის “სამართალი, როგორც პოეზია” “სამართლის, როგორც ქცევის წესების ნატიფი ერთობლიობა, ხანგრძლივ დუღილს საჭიროებს” იუსტიციის მინისტრის “სამართალი, როგორც პოეზია” ps და “დუღილის” რამე ფეტიშია ოცნებაში? “, – წერს გვარამია . The post „იუსტიციის მინისტრის “სამართალი, როგორც პოეზია” – ნიკა გვარამია რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმიანება appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, თუ რატომ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და შესახლების ვიდეოკადრები. „განხორციელდა სააკაშვილის გადაყვანა და კარგად გვახსოვს გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესახლებას რა ისტერია მოჰყვა. ამისი მომსწრე არის საზოგადოება. ალბათ ყველა ადევნებდა თვალყურს სატელევიზიო გადაცემებს. კეთდებოდა საჯარო მოწოდებები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. მისმა ადვოკატმა ორჯერ გააჟღერა შესაბამისი მოთხოვნა, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ასევე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე. ამის გარდა, მრავალი სხვა მოწოდებაც გვესმოდა. ამ დროს იკრიბებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან ხალხი. ბუნებრივია, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება. მოგახსენებთ, იქ დაახლოებით 2 000 პატიმარი იმყოფება და წარმოდგინეთ, რა ვითარება შეიძლება, ყოფილიყო, როდესაც გარეთ მოვიდოდა ხალხის დიდი მასა. რა თქმა უნდა, როდესაც ვინმე სახელმწიფოს აბრალებს წამებას, გამოიწვევდა აღშფოთებას. მთელი ეს განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას მძიმე ბრალდებით, თითქოს სახელმწიფო აწამებს პატიმარს. უნდოდათ, სრული უნდობლობა გაჩენილიყო სახელმწიფოს მიმართ. ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ საკააშვილს, გადავიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში. იმ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეუარცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს. ეს იყო ამ კადრების გასაჯაროების მიზანი. შესაძლებელია, ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როდესაც ვინმე ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირებას და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბუნებრივია, სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი. სწორედ ამ საჯარო ინტერესების ფარგლებში ვიმოქმედეთ. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. კადრების გამოქვეყნება ემსახურებოდა საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. The post სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების გამოქვეყნება არის ის, რაც ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც – რატი ბრეგაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. 19 დეკემბერს პარიზში საბავშვო ევროვიზიაზე ნიკო ქაჯაია, მეორე ნომრად წარდგება. ხმის მიცემა უკვე დღეიდან, თბილისის დროით, 23:00 საათიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე junioreurovision.tv/story/vote-jesc-2021 როგორია ხმის მიცემის პრინციპი: ვებგვერდზე ირჩევთ საქართველოს და კიდევ ორ ქვეყანას. ხმის მიცემა გაგრძელდება ორი დღე. 19 დეკემბერს კი 15 წუთით განახლდება, მას შემდეგ, რაც კონკურსანტები თავიანთ გამოსვლებს დაასრულებენ. The post საბავშვო “ევროვიზიაზე” ქართველი კონკურსანტის მხარდასაჭერად ხმის მიცემა დღეიდან იწყება appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. ესტონური მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა პრემიერ ღარიბაშვილს საელჩოს მიყურადებაზე გამოძიების ანგარიში მოსთხოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2 ქვეყნის პრემიერის საუბარი თბილ ატმოსფეროში წარიმართა, თუმცა კალასმა ისიც აღნიშნა, რომ განიხილებოდა უფრო რთული თემებიც – “მე ვთქვი, რომ ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ. გაატარეთ სასამართლო რეფორმა, ეცადეთ დაძლიოთ განხეთქილება საზოგადოებაში” – თქვა კალასმა. მისივე თქმით, ისაუბრეს შეჩერებულ რეფორმებზე და შემოდგომაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში ფარულად უსმენდნენ უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთის, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. “მე ვთქვი, რომ სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, თქვენს ზურგს უკან არაფერს ვამბობთ” – განაცხადა კალასმა. ესტონეთის პრემიერმინისტრი დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობით, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც კალასმა აღნიშნა, ღარიბაშვილს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა. სექტემბერში, სუს-დან გაჟონილ ათასობით ფაილში აღმოჩნდა, რომ დიპლომატებსაც უსმენენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ესტონეთის პრემიერმინისტრის მოთხოვნაზე. მთავარი არხი The post თქვენს ზურგს უკან არაფერს ვამბობთ, მიუღებელია, რომ გვისმენთ – ესტონეთმა ღარიბაშვილს დიპლომატების მოსმენებზე გამოძიების ანგარიში მოთხოვა appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. ბარბარობის დღსასწაულთან დაკავშირებით საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “წმინდაო ბარბარე ალბათ ახლა შენს კალთაში ზის 9 თვის პატარა, რომელიც ბარბაროსულად შეწირეს ჩემს ქვეყანაში. საოცარია თქვენი ტრაგიზმი, რადგან ორივე კაცთა გაუმაძღრობას, ამპარტავნებას, მომხვეჭელობას და ტახტის სიყვარულს უკავშირდება… შენ, ქრისტეს და ზემოთ ჩამოთვლილ მანკიერებებს შორის გააკეთე არჩევანი, რადგან არჩევანის უფლება გქონდა. 9 თვის ბარბარე კი არჩევნებს შეწირეს, მისთვის არჩევანის უფლება არავის მიუცია. ისიც არ ვიცი ამ ბარბაროსობის ჩამდენ ქვეყანას, თუ გვაქვს მორალური უფლება, დღეს შენი სახელი ვახსენოთ და შეწევნა გთხოვოთ, მაგრამ ისევ შენივე მოწყალების მადლით მოგვიტევე და მოგვანელებინე ლობიანებით გამძღარი სტომაქი, რომ უარესი არ ვცოდოთ კიდევ… ვიცი, შენ ზუსტად გამიგებ რის თქმაც მინდოდა… ჰო, დანარჩენები მაგრად მკიდია რას იფიქრებენ… მე შენ მიყვარხარ”, – წერს სულაშვილი. The post ალბათ ახლა შენს კალთაში ზის 9 თვის პატარა, რომელიც ბარბაროსულად შეწირეს ჩემს ქვეყანაში – ნუგზარ სულაშვილის ემოციური პოსტი appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. დინამო თბილისის შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. ბილენკიმ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. სტანისლავი სლოვაკური “დუნაისკა სტრედას” საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით ბრესტის “დინამოში” თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა. ფეხბურთელი დონეცკის “შახტარისა” და “ოლიმპიკის” აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც ოლიმპიკის ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ დუნაისკა სტრედაში, პოლონურ ზაგლებიეში და უკრაინულ რუხში ასპარეზობდა. რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე 1 მატჩია. Fcdinamo.ge The post “დინამო თბილისმა” პირველი ლეგიონერი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. იხილეთ ვიდეო The post ლაშა ტალახაძის რეაქცია, როცა მას მსოფლიო რეკორდს არ უთვლიდნენ (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ? View the full article
  10. ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია. გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი, ქართულ ბრიგადასთან ერთად გიორგი ყრუაშვილმა 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა. ქართველი არბიტრები გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომლებიც დღემდე ფიფა-ს მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობენ. The post პირველად ისტორიაში ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. 17 დეკემბერს, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა. ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე შთამბეჭდავად იასპარეზა და ორი ახალი რეკორდიც დაამყარა. ლაშამ ატაცში 225კგ აწია, აკვრაში კი – 267. მის საოცარ ასპარეზობას უცხოელი ქომაგები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ: “ლაშა ტალახაძე ყველა დროის საუკეთესოა, უბადლო ჯარისკაცია, რომელიც ღმერთის ძალით არის გაჟღენთილი!” Lasha Talakhadze est le GOAT c’est introllable c’est un soldat infusé par la puissance de Dieu — Groogalz (@Groogalz) December 17, 2021 “ლაშა ტალახაძე ღმერთის დონეზეა. როგორ შეუძლია ათლეტს ყველა ჯერზე ახალი რეკორდი დაამყაროს, როცა ფიცარნაგზე ადის. გასაგიჟებლად დაუჯერებელია.” Weightlifting: Lasha Talakhadze is GOD level.. How can an athlete set new World Record everytime he/she steps onto the dias.. UN’FREAKIN’BELIEVABLE.. — Vishank Razdan (@VishankRazdan) December 17, 2021 “დიდი პატივისცემით მაიკლ ფელპსთან, მაგრამ ლაშა ტალახაძე, საქართველოდან, არის ყველა დროის საუკეთესო ათლეტი ისტორიაში.” فيه رباع رفع أثقال من چورچيا اسمه Lasha Talakhadze ، أعتقد انه في طريقه انه يكون أعظم رياضي في التاريخ مع احترامي الكامل لمايكل فيليبس — Eslam Emad (@eslam_10) December 17, 2021 “დაუჯერებელია.” “ვიღაცამ წითელს რატომ დააჭირა?” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/1-3.jpg “ღმერთო ჩემო! თითქოს არც კი გაუჭირდა.” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/2-5.jpg “ყველა დროის საუკეთესო.” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/3-4.jpg “სიტყვები ზედმეტია.” “ჯამში 500 კილო უფრო და უფრო ახლოვდება. ეს კაცი შეუდარებელია.” “არანაირი კითხები. ყველა დროის სუპერმძიმეწონოსანი.” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/4-3.jpg “ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში.” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/5-2.jpg “ჯანდაბა… ყოველ ჯერზე, როცა ის მსოფლიო რეკორდს ამყარებს, ვგრძნობ, რომ უფრო მეტის აწევაც შეეძლო. გასაოცარი სანახავი იქნება, თუ მალე ატაცში 230 კილოგრამს აწევს.” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/6-1.jpg The post “ის ღმერთის დონეზეა!” – რას წერენ უცხოელები ლაშა ტალახაძის საოცარ გამოსვლაზე? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. მსოფლიოს ყველაძე ძლიერი მამაკაცი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ზედიზედ 5-გზის გამარჯვებულია. ლაშა ტალახაძემ ატაცში და აკვრაში საკუთარი მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა. ატაცში პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მე-2 ცდაზე 218, საკუთარი რეკორდი კი 2 კილოგრამით გააუმჯობესა – 225. აკვრაში ტალახაძე ჯერ 247-ზე მივიდა, შემდეგ 257 აწია, ბოლოს კი საკუთარი რეკორდზე 2 კილოგრამით მეტი – 267, ჯამში კი 492 კილოგრამი დადო. მე-2 ადგილზე გასულ ლალაიანს ტალახაძემ 35 კილოგრამით აჯობა. იხილეთ ვიდეო The post ლაშა ტალახაძის ფენომენალური გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე! (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი გიორგი წიტაიშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას სლოვაკურ “სლოვანში” გააგრძელებს. მხარეებმა თითქმის ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება. წიტაიშვილი “სლოვანში” იჯარით წავა და სლოვაკებს მისი გამოსყიდვა 2 მილიონ ევროდ შეეძლებათ. გიორგი იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში” გამოდიოდა, თუმცა “ჩერნომორეცში” ხელმძღვანელობა იცვლება და არენდით მოსულ ფეხბურთელებს უკან აბრუნებენ. “სლოვანს” საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თავკაცობს. გუნდში ნაკრების კაპიტნები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა არიან. The post გიორგი წიტაიშვილი ქართველების გუნდში გადადის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. კატალონიის “ბარსელონა” მილანის “ინტერთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ლუკ დე იონგისა და ალექსის სანჩესის გაცვლაზე. გარდა ამისა, ჩავის გუნდში მარკ ბარტრას დაბრუნება სურს. დე იონგი ჩავის გეგმებში არ შედის, სანჩესს კი “ინტერში” ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ესპანური Sport-ის მიხედვით, ბარტრათი პირადად ჩავია დაინტერესებული, რომელიც წლების წინ ფეხბურთელობისას მარკის მენტორი იყო. 2018 წლიდან მოყოლებული “ბეტისის” ღირსებას სტაბილურად იცავს. სანჩესი “ბლაუგრანაში” 2011-14 წლებში თამაშობდა და 88 მატჩში 39 გოლი გაიტანა. ბოლო დროს საუბარია “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ედისონ კავანის დამატებაზეც. The post ჩავი “ბარსელონაში” 2 ყოფილ ფეხბურთელს აბრუნებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი Transfermartk-ზე უკვე მილიონ 200 ათას ევროდ ფასობს. Transfermartk-მა გერმანიასა და ავსტრიაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ლოჩოშვილი ერთბაშად 400 ათასი ევროთი გაძვირდა. 2 ივნისს ლუკა 800 ათას ევროდ იყო შეფასებული. გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძის ფასი 150 ათასი ევროთი შემცირდა და ახლა 450 ათას ევროდ ფასობს. ოთარ კიტეიშვილი, ტრავმის მიუხედავად, 3 მილიონიან ნიშნულზე დარჩა. The post ლუკა ლოჩოშვილი მილიონს აცდა, გიორბელიძეს მოტივაცია მიეცა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვისაც დაასახელებს, მისთვისაც მისაღები იქნება. “პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება. The post “ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები” – ეკატერინე ტიკარაძე შემცვლელზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 11:10 საათზე, საქართველო-სომხეთის საზღვართან დაფიქსირდა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2021/12/ramdenime-tsuthis-tsin-saqarthveloshi-mitsisdzvra-mokhda-sad-iqho-e.mp4 The post რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი? appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. რა პასუხი გასცა ლიანა ჯოჯუამ რუსებს, რომელთაც ქართველს მათი ქვეყნის სახელით გამოსვლა შესთავაზეს View the full article
  19. დღეიდან ღამის კლუბები იხსნება. „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ღამის კლუბები ფუნქციონირებას ქვეყნის მასშტაბით დღეიდან, თითქმის ორწლიანი დახურვის შემდეგ განაახლებენ. „17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება. მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე, შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“, – წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში. The post შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა – ცნობილია ახალი გადაწყვეტილების შესახებ appeared first on InterPost.ge. View the full article
  20. თეატრის მკვლევარი ლაშა ჩხარტიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ულამაზესი ქალი, მინერვა, რომელსაც ყველა ბათუმელი იცნობდა. „მინერვა, ბათუმელი კოლორიტი, რომელიც ხშირად შემიდარებია მარგოზე. საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ ყოველთვის უკმაყოფილო, ალბათ, მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. მუდმივად ჩნდებოდა თითების თეატრის მიმდებარედ, სადაც ჩვენი სტუდიაა და მუდმივად მსაყვედურობდა, რომ ჩემს ადგილას ის უნდა მდგარიყო. ამბობდა, რომ ოდესმე დიდ სცენაზე აუცილებლად ითამაშებდა დეზდემონას. ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, შესაშურიც. ყვავილებზე გიჟდებოდა. როცა მოვუყევი, რომ დიდი კოლექცია მქონდა, გადაირია, შემპირდა, რომ აუცილებლად დაათვალიერებდა. დღეს გავიგე მისი გარდაცვალება და გული დამწყდა, ბათუმს, ქალაქს ამშვენებდა. აი, რატომაც მიყვარს ეს ქალაქი, მთელი ბათუმი მინერვას ჭირისუფალია… აქ, ქალაქის და ქალაქელობის ფასი იციან. მჯერა, რომ იქ თეატრი არის და იქ მაინც ითამაშებს დეზდემონას, აქ დაუფასებელი მინერვა”, – დაწერა ლაშა ჩხარტიშვილმა. The post უდიდესი ტრაგედია ბათუმში – “მის ასეთ ტრაგიკულ სიკვდილს არავინ მოელოდა, ყველა ტირის…” appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. მეტოქე გუნდის დასამარცხებლად სხვადასხვა დროს მწვრთნელები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ , მაგრამ ეს ხერხი რასაც საბჭოთა წლებში ალმა-ათის "ქაირათი" აწყობდა დაუჯერებელია. View the full article
  22. მადრიდის "რეალში" კოვიდმა იფეთქა, ერთბაშად გუნდის ხუთ ფეხბურთელს დაუდგინდა ვირუსი. View the full article
  23. 1890 წელს გადაღებული უკანასკნელი შემორჩენილი ვიდეო კადრი გოლიათის შესახებ, რომელიც კუნძულ ხახაძიმაზე ცხოვრობდა View the full article
×
×
  • შექმენი...