Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა. “როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი”, – წერია მიმართვაში. tia.ge
  2. „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ხვალისთვის დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. „სიმბოლურად აქცია დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება აქცია, როგორიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალრიცხოვანი აქცია. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამ აქციის მთავრი მიზანი, დავანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები“, – განაცხადა უდუმაშვილმა. tia.ge
  3. ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდებისა და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი. ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, Zolotaya Korona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ. საქართველოს მასშტაბით ‘ლიბერთი ექსპრესი’ გზავნილების გაგზავნა და მიღება უკვე ბანკომატითაც არის შესაძლებელი, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ლიბერთის ბანკომატებს განახლებული ინტერფეისი და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილება აქვს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია - გზავნილების კომფორტულად მიღება და გაგზავნა მომხმარებელს ფილიალებისა და ბანკომატების გარდა, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკშიც შეუძლიათ. „პანდემიის პირობებში მომხმარებლების საბანკო საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ციფრულ არხებში ინტეგრაციის პროცესს. ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნის სერვისის ბანკომატებში დანერგვით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ გზავნილების მიმოცვლის მარტივი პროცესი 24/7-ზე. ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი გაციფრულებული სერვისი დავნერგეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, რაც თავის მხრივ, ემსახურება მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების და ბანკისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ამ არხიდანაც ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო გზავნილს მიიღებს და გაანაღდებს. გათამაშების ფარგლებში ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად ჯილდოვდება 10 ლარით, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის დაწესებულია 200 და 500 ლარიანი პრიზები. გზავნილებით ბანკომატის საშუალებით სარგებლობა მარტივია, დეტალურ ინფორმაციას ლიბერთი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge tia.ge
  4. “მდგმურები ცხოვრობდნენ, შესულა ადამიანი, ეტყობა აანთო სინათლე და სინათლის ანთებაზე იყო აფეთქება. გამოვარდა ცეცხლწაკიდებული და ძირს ეგდო… 80%-ით იყო დამწვარი“ – აცხადებს ადგილობრივი. ვიდეო: ფორმულა The post “გამოვარდა ცეცხლწაკიდებული და ძირს ეგდო… მდგმურები ცხოვრობდნენ“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შესახებ appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თანამედროვე აკადემიაა, რომელშიც 100-ზე მეტი აღსაზრელი ირიცხება და ყველა მათგანი გათავისუფლებულია გადასახადისგან. ამჯერად, “უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სახლიდან სათამაშოები მოიტანეს. “ფეხბურთის მთავარი იდეა სიკეთე და სხვებზე ზრუნვაა. ჩვენი აკადემიის თითეულმა აღსაზრდელმა სეზონის ბოლოს სტადიონზე თითო საჩუქარი დატოვა, რათა ჩვენ იმ ბავშვებს გადავცეთ, რომლებიც ახალ წელს უსაჩუქროდ ხვდებიან. მოგიწოდებთ ყველას – ვაკეთოთ სიკეთე ყველამ ერთად” – წერს “უქიმერიონი”. ეს ესპანური ტრადიციაა, როდესაც გულშემატკივრები ტრიბუნებიდან სტადიონზე სათამაშოებს ყრიან იმ ბავშვებისთვის, რომლებთაც გაჭირვების გამო არ აქვთ. “უქიმერიონი თბილისი” მხოლოდ შემოწირულობებით ფუნქციონირებს და ყველა აღსაზრდელი გადასახადისგან გათავისუფლებულია. გარდა ამისა, “უქიმერიონისთვის” გაღებული თანხა ნებისმიერ მსურველს კლუბის აქციონერად აქცევს და მომავალში, შესაძლოა, ეს საკმაოდ მომგებიან ინვესტიციად იქცეს. The post “უქიმერიონის” ფეხბურთელებმა სტადიონზე სათამაშოები დატოვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. მინდა, პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია. “მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. The post პროფესიულ დღეს ვულოცავ საჯარო მოხელეებს – ირაკლი ღარიბაშვილი appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. “ვალენსიამ” 21 წლის გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა და “დინამო თბილისს” უახლოეს პერიოდში 1 მილიონამდე ევროს გადაუხდის. “ვალენსიასთან” დაახლოებული ჟურნალისტის, სალვა გომისის ინფორმაციით, კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდება და გამოსასყიდ თანხა 20 მილიონი ევრო დაფიქსირდება, რომელიც 2024/25 წლების სეზონში 30 მილიონამდე გაიზრდება. გარდა ამისა, შეიძლება, მამარდა იჯარით ლა ლიგის რომელიმე გუნდში გაანათხვორონ, რათა სათამაშო დრო მიიღოს. გიორგიმ ლა ლიგის პირველ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. The post “ვალენსიამ” მამარდაშვილი 30 მილიონად შეაფასა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ომიკრონი“ საქართველოშია. „ომიკრონი საქართველოშია. იანვრის შუა რიცხვებამდე დომინანტი იქნება. ახლა ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა არ შეიძლება“, – წერს გიორგი ფხაკაძე. 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. The post „ომიკრონი“ საქართველოშია“ – გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. კორონავირუსმა ერთ კვირაში ოჯახის ორი წევრი – დედა და შვილი იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს: „ისინი საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყვნენ. ლამარა ქოჩქიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნაბოლარა შვილი, რომელიც ერთი კვირის წინ მივაბარეთ მიწას. ერთი კვირაც ვერ გაუძლო უბედურმა დედამ შვილის მონატრებას, კვალდაკვალ მიყვა ლაშას და ისევ გაუთბო უბე მდუღარე ცრემლით, ახლა ორივე ერთად მიემგზავრებიან სოფელ ლემშვანიერადან“,- წერს ახლობელი. The post კორონავირუსმა ერთ კვირაში დედა და შვილი იმსხვერპლა appeared first on InterPost.ge. View the full article
  10. ფოტოებს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს, სადაც მომღერალს სტილს და სილამაზეს უწონებენ. „უხ, რა ლამაზი ხარ, ადამიანო“ „მართლაც რომ ულამაზესო“ „ბრწყინავ და ბრჭყვიალებ, ჩემო ულამაზეს-უსაყვარლესო სოფო!!!“ „დაბრუნებას გილოცავ, ჩემო ლამაზო“, – წერენ ფოტოებზე მომღერლის თაყვანისმცემლები. ათასობით კომენტარს შორის ერთ-ერთი კომენტარი სოფოს პირად ცხოვრებასაც ეხება, სადაც გულშემატკივარი წერს: „რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში??? “, რომელსაც თავად ნიჟარაძე სიცილით პასუხობს. The post „რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში???“ – სკანდალური კომენტარი სოფო ნიჟარაძის ფოტოზე და მომღერლის პასუხი” appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. ამერიკიდან საქართველოში შვილთან ერთად დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებაში ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ვიცით, რომ ის სცენას უბრუნდება. მომღერალი შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოების გასაჯაროებასაც ჯერჯერობით თავს არიდებს. ამჯერად, სოფო ნოჟარაძემ წითელ, სექსუალურ კაბაში იპოზიორა და ფოტოები instagram-მეგობრებსაც გაუზიარა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. The post „თვალებს ვერ ვუჯერებ“ – ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. ცოტა ხნის წინ ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მაშველებმა კორპუსიდან დაშავებული 2 ადამიანი გამოიყვანეს. ბინაში, სადაც სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, შემთხვევის დროს მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ საცხოვრებელში ის ქირით ცხოვრობდა. ამ წუთებში კი შემთხვევის ადგილისკენ ბინის მეპატრონე მიემართება. სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post რას ამბობენ მეზობლები კაცზე, რომლის სახლშიც სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  13. 20 დეკემბერიდან 23 დეკემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შედარებით აცივდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით +1°, ხოლო დღისით +12° გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში კი ღამით -5°-მდე აცივდება, ხოლო დღისით +9°-მდე დათბება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და თოვლჭყაპი. დასავლეთ საქართველოს ბარში 20 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, უმეტესად იწვიმებს, მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება –1°, ხოლო დღისით +5°-დან +16°-მდე იმერყევებს. დასავლეთის მთიან რაიონებში ღამით ჰაერის ტემპერატურა -3° გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +11°-მდე დაფიქსირდება. 22-23 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი, ზოგ რაიონში ძლიერი. თბილისში 20-23 დეკემებერს უმეტესად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა ღამით +2° გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით, მაქსიმალური სითბო +11° იქნება. The post თოვლი და ყინვა – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  14. 25 წლის ბრაზილიელმა შემტევმა როჯერ გუედეშმა შური “პალმეირასზე” 4 წლის შემდეგ იძია. 21 წლის ასაკში გუედეში “პალმეირასში” თამაშობდა, 2017 წლის 2 ოქტომბერს კი მის დაბადების დღეზე, ვარჯიშზე საშინელი რამ გაუკეთეს. საერთოდ, ბრაზილიაში მიღებული წესია, როდესაც ვინმეს დაბადების დღე აქვს, თავზე ტუალეტის ქაღალდი შემოახვიო, კვერცხი ესროლო და მსგავსად გაეხუმრო, თუმცა გუედეშმა გაცილებით მეტი მიიღო. დაიჭირეს, თოკით შებოჭეს, ფეხებს ურტყამდნენ და ა.შ. მალევე ფეხბურთელი იჯარით “ატლეტიკო მინეიროში” გაუშვეს. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ გუნდის დიდ ნაწილს გუედეში პიროვნულად არ მოსწონდა და კარგი მომენტი ნახეს შეურაცხყოფისთვის. ვიდეოში ცნობილი ფეხბურთელებიც ჩანს, მათ შორის, იერი მინა, ფელიპე მელო და ზე რობერტო. მე-2 მხრივ, ამბობდნენ, რომ როჯერი ცდილობდა გუნდში სხვების ადგილი დაეკავებინა და როცა ძირითადში თამაში არ უწევდა, ხშირად წვეულებებზე დადიოდა და კლუბის სანქციებსაც ყურადღებას არ აქცევდა. მოკლედ, მიუღებელი აღმოჩნდა “პალმეირასისთვის”. “პალმეირასმა” 9.6 მილიონ ევროდ ჩინეთში გაყიდა, საიდანაც 2021 წელს “კორინთიანსში” დაბრუნდა და “პალმეირასის” წინააღმდეგ გამოვიდა. გუედეში მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოოდ გამოიყურებოდა და 2 გოლი გაიტანა, მე-2 კი ძალიან მაგარი გამოუვიდა. ასე იძია შური ბრაზილიელმა 4 წლის შემდეგ. The post როჯერ გუედეში – ფეხბურთელი, რომელმაც შური 4 წლის შემდეგ იძია! (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. 19 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელი მწვრთნელი მთავარ არბიტრ პოლ ტირნის გაესაუბრა და მას უთხრა: “შენ ფეხბურთი არასოდეს გითამაშია.” Jurgen Klopp is not happy with the referee at full-time pic.twitter.com/POyJl9BzN2 — Football Daily (@footballdaily) December 19, 2021 The post კლოპი მსაჯს: “შენ ფეხბურთი არასოდეს გითამაშია” (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ხელოსნებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე წერს, რომ მას ხელოსნებმა, რომლებმაც სამზარეულოს ზედაპირი შეცვალეს, სხვა ბევრი რამის გაფუჭება მოახერხეს. „სამზარეულოს ზედაპირი გამოვცვალე გუშინ და ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ დამარბიეს მუშებმა, ქვა დაჭრეს აივანზე, მთელი სახლი სარემონტო გახდა, გამოგლიჯეს წყლის მილი ისე, რომ გამოსაცვლელია, გაზი გამომიერთეს და ეს მილიც დააზიანეს, გასდის, დამტოვეს ცხელი წყლის გარეშე, ერთი კარადის კარის მიმაგრება ვთხოვე და ისიც ვერ შეძლეს, “კლუჩი” არ ჰქონდათ და ვზივარ ახლა და ვრეკავ ასიათას ხელოსანთან, რომ ყველა გაუგებრობა ნაწილ-ნაწილ გამოვასწორო. ხოდა ვურეკავ ერთერთს, მოდი ვინტები დაუჭირე კარადებს-მეთქი. ვერაო, პატარა შეკვეთებზე არავინ დავდივართ, არ გვევასებაო. ორმაგს გადავიხდი, ოღონდ მოდი-მეთქი, მაინც ვერაო… გთხოვ, არ მიმატოვო-მეთქი.. არ მიმატოვოზე ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც თავისაზე დადგა, მაპატიე, მაგრამ ვერაო.. აქ კი საბოლოოდ მიმტყუნა ნერვებმა და მეუთხარი, ისე უბედური ვარ ახლა, კარადის შეკეთებაც აღარ მინდა, წუთით მაინც დამენახე- მეთქი… რომ იცოდე, რა გოგო ვიყავი, ბუზებივით მესეოდნენ ხელოსნები და ისე მომექცა საქმე, ერთიც ვეღარ შემიბია, რომ ნახევარი საათი მესტუმროს, გამიღიმოს და ფულიც იქით გადავუხადო-მეთქი და დემონსტრატიულად შევისრუტე ცხვირით ცრემლები. ქვის გული არ ჰქონია, გენერალიზებული სასოწარკვეთის აღწერამ გაჭრა. მოდის!“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში. tia.ge
  17. ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი: “დღეს რუსი ჰოკეისტები საბჭოთა კავშირის ფორმებით გამოვიდნენ მოსკოვში გამართულ 2021 Channel One-ს ფინალურ მატჩში ფინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, პირველი რაც ამ ფორმებში გამოწყობილი რუსების დანახვისას ფინელებს გაახსენდათ, 1939 წლის “ზამთრის ომი” იყო. ამიტომ ფინელებმა ბოლომდე იბრძოლეს და იგივე დამართეს რუსებს, რაც მანერჰეიმმა უყოთ 1939-ში – ძნელად, მაგრამ მაინც მოიგეს 3:2. შიგ მოსკოვში! გაუმარჯოს ფინეთს! Eläköön Suomi! “ The post “ფინელებმა იგივე დამართეს რუსებს, რაც მანერჰეიმმა უყოთ 1939-ში – შიგ მოსკოვში!” – ზურაბ ბატიაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. პანდემიის გამო საბავშვო ბაღების ხშირად დაკეტვამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბაღის აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და თავად აღმზრდელების ცხოვრება. გლობალურმა პანდემიამ ასევე დიდი გავლენა იქონია თავად მშობლებზეც, რომელთაც წესით და რიგით, ყველაზე უკეთ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული ინფექციის რისკები. ამასთან, მიღებული შედეგიც და მით უფრო მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის რამდენიმე ბაღში თავად მშობლების გულგრილებისა თუ არასერიოზული დამოკიდებულების გამო, აღსაზრდელები ინფიცირებისგან დაცულები არ არიან – სხვადასხვა მიზეზით, რაზეც ოდნავ ქვემოთ, თავად მშობლების კომენტარებითაც დარწმუნდებით. 31 დახურული ბაღი – ინფიცირებული აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით, ინფიცირების შემთხვევების გამო, სულ 31 ბაღია დახურული, მათგან ზოგიერთი ნაწილობრივ, რაც ნიშნავს, რომ ბაღში სააღმზრდელო პროცესს მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი გამოეთიშა. როგორც „ფორტუნას“ ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ასეთი ბაღების რიცხვი (ნაწილობრივ დახურული) 14-ს შეადგენს. ამასთან, ისიც გვითხრეს, რომ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, თითქმის ყველა სრულად დაკეტილი ბაღი, უახლოეს 2 კვირაში მუშაობას განაახლებს. საგულისხმოა, რომ მეტწილად საბავშვო ბაღების დაკეტვის მიზეზი, თავად იქ დასაქმებული თანამშრომლების ინფიცირებაა, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ვირუსი მშობელს ან აღსაზრდელს უდასტურდება და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სააღმზრდელო პროცესი სრულად ჩერდება. ბაღების სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის 31 ბაღიდან, 23 თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა, ხოლო აღსაზრდელების შემთხვევაში, ასეთი 8 ფაქტი გამოვლინდა. „ნუ მოგყავთ გაციებული ბავშვები ბაღში!!!“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად თავად ბაღების გაფრთხილებისა, როგორც აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს გარკვეული გამოხატული სიმპტომებით აღსაზრდელები ბაღში მაინც მიჰყავთ. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს სურდო, ძლიერი ხველა, ტემპერატურა, რა დროსაც ცხადია, ტესტირების გარეშე, ინფიცირების გამორიცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია და ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კოვიდი უკვე დიდი ხანია ბავშვებსაც ემართებათ. მაგალითად, გუშინ თბილისის 74-ე ბაგა ბაღმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მშობლებს მოუწოდებს, გამოხატული სიმპტომებით აღსაზრდელები ბაღში არ მიიყვანენ. „მშობლების საყურადღებოდ ვწერ, ნუ მოგყავთ გაციებული ბავშვები ბაღში!!! დღეს მასწავლებელი გააფრთხილებს იმ მშობლებს ვის შვილებსაც აქვს სურდო და ხვალიდან ნუ მოიყვანთ ასეთ გაციებულ ბავშვებს ბაღში, ალერგიას და გაციებას ჩვენ ვარჩევთ ერთმანეთისგან – სამი გამოცდილი ექთანი გვყავს ბაღში. გაუფრთხილდით თქვენს შვილებსაც და სხვის შვილებსაც და ბაღის თანამშრომლებსაც!!“ – წერს 74-ე ბაგა ბაღი. რას წერენ თავად მშობლები გთავაზობთ რამდენიმე აღსაზრდელის მშობლის კომენტარს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Happy Kids-ის ღია „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „სამწუხაროა რომ ამის წერა გვიწევს. ჩვენი ბაღიც სწორედ იმიტომ დაიკეტა, რომ დედას ჰქონდა კოვიდი, მაგრამ შვილი მაინც დაჰყავდა ბაღში. რამდენიმე დღეში კი ბავშვსაც დაუდასტურდა… სამწუხაროა რომ პასუხისმგებლობის გრძნობის ძალიან დაბალი დონეა საზოგადოებაში,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ჯგუფში. კიდევ ერთი მშობელი კი წერს, რომ მნიშვნელოვანია ასეთ დროს 112-ს ეცნობოს , რომ კოვიდ ინფიცირებული ოჯახის წევრი არღვევს იზოლაციას და ოჯახის წევრი ბაღში მიჰყავს. „შეამოწმებენ და არსებობს ამაზე უკვე სანქცია, საკმაოდ დიდი ოდენობის,“ – აღნიშნავს იგი. „სიცხის წამლებს ასმევენ ისე მიჰყავთ საბავშვო ბაღებში და როგორ გგონიათ კონტაქტის გამო დატოვებენ სახლში? ამ ყველაფერს რომ ასრულებდეს მშობელი კარგი იქნებოდა. დილით წამალს რომ დაალევინებს და ისე უშვებს, რომ მალავს კონტაქტს მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა. იმედია აიღებენ პასუხისმგებლობას ასეთი მშობლები რომ გაუფრთხილდნენ სხვებსაც,“ – წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი. „ქმარს კოვიდი დაუდასტურდა და ბავშვი ბაღში დაჰყავდა არ გადაედოსო ამ შემთხვევაში ვერც ბავშვი დაიცვა და ვერც სხვა აღსაზრდელი..(ასეთი შემთხვევები და ამდაგვარი უამრავია თუმცა ჩამოთვლას არ დავიწყებ… რაც შეგვეხება ჩვენ, ამიერიდან ორი პირბადით დავდივართ, რადგან სიტუაცია უმართავი გახდება,(შიგნით თუ არ მუშაობთ გარედან ვერ მიხვდებით)“ – აღნიშნული კომენტარიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელს ეკუთვნის. ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი კი იმაზეც მიუთითებს, რომ ძალიან ბევრია ისეთი მშობელი, რომელიც ბავშვს სიცხის დამწევს აძლევს და ბაღში ისე უშვებს. „ასეთებისთვის სულერთია რას დაწერთ ან რას ეტყვით,“- წერს იგი სოციალურ ქსელში. ამ კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ ხშირად პატარები თავად მშობლების გულგრილობის გამო ზარალდებიან, რაც ბუნებრივია ზოგად პანდემიურ მოცემულობას მნიშვნელოვნად ცვლის, ბავშვები კი კვლავ ბაღის გარეშე რჩებიან. წყარო fortuna.ge tia.ge
  19. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საქართველოში შიშმა ჩამოიყვანა. „რამ ჩამოაფრინა თემურ ალასანია საქართველოში? – რამ და შიშმა! სააკაშვილმა სანდრას ჩაშვებით მესიჯი გაუგზავნა ყველას, ვისზეც პირის გაღება და ხელის დადება შეუძლია. ბიძამისი ამ მესიჯს მყისიერად გამოეხმაურა,- ჩამოფრინდა საქართველოში და უაზრო აქტიურობით სურს მიშას დაანახოს საკუთარი თავის საჭიროება, – რათა ამ უკანასკნელმა ისიც არ ჩაუშვას და არ მოითხოვოს მისი გვერდზე მიჯენა. ე.ი. ჩვენ კიდევ ვნახავთ შიშით გამოწვეულ სხვების რეაქციებს.“- წერს ნანა კაკაკბაძე სოციალურ ქსელში. tia.ge
  20. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „იმედის“ ეთერში განაცხადა , რომ ძალიან სამწუხაროა, როცა საქართველოში 35%-ია აცრილი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა „ომიკრონის“ შტამს შიშველი ხელებით ხვდება, – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, აფრიკის კონტინგენტს, სადაც აღნიშნული შტამი გავრცელდა, არ შეხვდა ვაქცინების ის რაოდენობა, რომ მოსახლეობა აეცრა. „ჩვენთან, მაგალითად, ნორვეგიაში ომიკრონის შემთხვევების 80% აუცრელებში ფიქსირდება. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში 35%-ია აცრილი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო შიშველი ხელებით ხვდება ამ შტამს, რომელიც ასე სწრაფად ვრცელდება. საზოგადოებას უქმნით საფრთხეს და ამ საზოგადოებაში თქვენ უნდა იცხოვროთ. აფრიკის კონტინგენტს არ შეხვდა ვაქცინების ის რაოდენობა, რომ აეცრათ, მაგრამ ქვეყანას, შენ, საქართველო, გაქვს გაქვს ვაქცინა და არ იცრები!“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა. tia.ge
  21. ინგრედიენტები საფუარი - 1 სკ შაქარი - 1 სკ რძე - 250 მლ კარაქი - 90 მლ შაქარი - 70 გრ კვერცხის გული - 3 ცალი მარილი - 1 ჩკ ფქვილი - 600 გრ კვერცხის ცილა - 1 ცალი თეთრი სეზამის მარცვლები - 1 ჩკ შავი სეზამის მარცვლები - 1 ჩკ მომზადების წესები: შემთბარ რძეს დაამატეთ შაქარი, საფუარი და გააჩერეთ სანამ საფუარი გაქტიიურდება (10-15 წუთით) გააქტიურებულ საფუარს დაუმატეთ: გამდნარი კარაქი, შაქარი, კვერცხის გული, მარილი, ფქვილი. მიღებული ცომის მასას მთლიან ზედაპირზე წაუსვით ცოტა ზეთი. გადაიტანეთ ცომი ცხიმწასმულ ჯამში და გააჩერეთ დაახლოებით 1 საათით ( სანამ კარგად არ აფუვდება). გააკეთეთ ცომისგან 15 პატარა ბურთულა და მოათავსეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოსაცხობ ფორმაშიც გააჩერეთ (დაახლოებით 1 საათით) რომ აფუვდეს და მისი მასა გაორმაგდეს. ბოლოს თავზე წაუსვით კვერცხის ცილა და მოაყრეთ სეზამის მარცვლები. გამოაცხვეთ - 180°C, ზედაპირი უნდა გახდეს ოქროსფერი შეფერილობის. tia.ge
  22. თბილისი ღამით +0°, დღისით +7°, მოსალოდნელია უნალექო ამინდი. სოხუმი ღამით +5°, დღისით +9°, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ბათუმი ღამით +8°, დღისით +1°, იწვიმებს. ფოთი ღამით +4°, დღისით +11°, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ. ზუგდიდი ღამით +6°, დღისით კი +8°, იწვიმებს. ქუთაისი ღამით +4°, დღისით +9° მოსალოდნელია წვიმა. მესტია ღამით -7° და დღისით +2°, მოსალოდნელია თოვლი. ბორჯომი ღამით -5°, დღისით კი +4°, ნავარაუდებია ნალექი თოვლის სახით. ახალციხე ღამით -4° იქნება, დღისით კი +3°, ითოვებს. ცხინვალი ღამით -4°, დღისით +6°, მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი. რუსთავი ღამით 0°, დღისით +7°, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. თელავი ღამით ტემპერატურა +1°, დღისით კი +6°, უმეტესად უნალექოდ. ლაგოდეხი ღამით +1°, დღისით +7°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი ღამით 0°, დღისით კი +6°, სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. ცაგერი ღამით -3°, დღისით კი +5°, დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა. ბახმარო ღამით -7°, დღისით +2°, მოსალოდნელია თოვლი. tia.ge
  23. ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გენერალ გიორგი კალანდაძის დაკავებას და წერს: „შერიგება გენერალი გიორგი კალანდაძის დაკავებით დაიწყო და რუსეთის დაკვეთით საქართველოს ყველა პატრიოტის განადგურებით გაგრძელდება! შემოუსხედით მერე სუფრას შადიმანები და ტრადიციულ ქართულ ჩოხებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილებმა დალიეთ პუტინის სადღეგრძელო! ვერ აღვწერ რას ვგრძნობ!“ tia.ge
  24. მომღერალ ნუკა კვალიაშვილი მესამე შვილის მოლოდინშია. ნუკა და გოჩა გელაშვილი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ,,მეცხრეში! პ.ს. უსამართლობაა ეს ყველაფერი… კაცებიც უნდა აჩენდეთ! აი, მაგალითად, გიბრუნებ 1 ნეკნს და საფასურად ორსულდები. ბოლო თვე არის გასაძლებად საშინელება, მაგრამ რაცაა, ეგაა”, – დაწერა ნუკამ ფეისბუქში. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და ამის გამო ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. მომღერალი მიმდინარე წლის აპრილში მეორედ დაქორწინდა. ნუკას პირველი ქორწინებიდან ნიკუშა კობახიძესთან ორი ბიჭი ჰყავს, რომლის აღზრდაშიც დედა, მომღერალი ეკა კვალიაშვილი ეხმარება. tia.ge
  25. წამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელიც ნოემბერში გოგონას დედა გახდა, ძალიან მალე დაიბრუნა ძველი ფორმები. „ქალი ლეგენდა“, – წერენ სოციალურ ქსელში. „SelfLove ყველაფერს გადაგატანინებთ. დარდიც არ გექნებათ გოგოებო. დაიწყეთ. მეზარება გრძელი ტექსტების წერა… დაიწყეთ თვითსიყვარული და აქეთ მომწერეთ პირადში, შედეგები.. მიყვარხართ“. – წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი გიორგი კოდუა ნოემბერში გოგონას მშობლები გახდნენ. tia.ge
×
×
  • შექმენი...