Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. „მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს“, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჟურნალისტების კითხვას, ჯანდაცვის მინისტრობის რომელი კანდიდატურა მოსწონს. როგორც იმნაძე „ტვ პირველთან“ აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრობის პოსტზე მხარს დაუჭერს, როგორც არჩილ თალაკვაძის, ისე ლევან რატიანის კანდიდატურებს. „ქალბატონი ეკაა ჯერჯერობით მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. არ გამიგია ვინ განიხილება, არ ვიცი. რატომ არა? მოწონებით არ არის, მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „ტვ პირველთან“. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად რამდენიმე პირს განიხილავს – ნინო კობახიძე, ლევან რატიანი, არჩილ თალაკვაძე. ამ დრომდე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კვლავ ეკატერინე ტიკარაძეა. ღარიბაშვილმა ტიკარაძის შემცვლელი წლის ბოლომდე უნდა დაასახელოს. The post პაატა იმნაძე: ანჯელინა ჯოლი მომწონს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 224.2 ლარს შეადგენდა. ნოემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 0.5 თეთრით შემცირდა და 223.7 ლარს მიაღწია. The post საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა 223.7 ლარამდე შემცირდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ჩვენი ფიქრისა, რომ პანდემია დასრულდა, ეს ასე არაა“, – ამის შესახებ ჯანმო-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს. ჯანმო-ში ამბობენ, რომ მსოფლიოს კორონავირუსის ახალი შტამის საფრთხის წინაშე ფრთხილად უნდა იყოს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პანდემიამ მსოფლიო ჯანდაცვის არქიტექტურაში არსებული სერიოზული ხარვეზები გამოავლინა. „როგორც უმეტესობამ თქვენგანმა იცის, პანდემიამ გამოავლინა სერიოზული ხარვეზები გლობალურ ჯანდაცვის არქიტექტურაში“, – განაცხადეს ჯანმო-ში. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 76 ქვეყანაში არის გავრცელებული. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ჯანმო „ომიკრონთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. პრეზიდენტს აქვს პატივი მოგიწვიოთ საახალწლო მიღებაზე – სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია. პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ მიღების არაფორმალური ნაწილიპოლიტიკურ კრიზისზე საუბარი იქნება. სალომე სამადაშვილის თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნება მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიებაში, რადგან დიალოგის ინიციატორი სწორედ პრეზიდენტია. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ფორმატი მისცემს დიალოგის საშუალებას, ვერ ხედავს პრობლემას ღონისძიებაზე დასწრების. გახარის პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მიწვევას დაესწრება. “გირჩის” აზრით, ამ საშუალების გამოტოვება არ ღირს. შალვა პაპუაშვილი (ქართული ოცნება), აცხადებს, რომ პირადად მას მოსაწვევი არ მიუღია. “ენმ”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის არ სცალია ახლა ქვეყანას, თუმცა, უცნობია, დაესწრებიან, თუ არა, ისინი შეხვედრას. The post საახალწლო ნადიმი პრეზიდენტთან – რა მოსაწვევები გაუგზავნა ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ლიდერებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოშია და იგი დღეს მესამე პრეზიდენტის მონახულებას აპირებს, ნათესავის სტატუსით, თუ მას ამის უფლებას მისცემს ხელისუფლება. შეგახსენებთ, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი კიდევ ერთხელ გამოჰკითხავს მიხეილ სააკაშვილს, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 14:00 საათისთვის უნდა მივიდეს. The post თემურ ალასანია დღეს სააკაშვილს მონახულებას გეგმავს – მედია appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს: “მე არა ვარ კლინიცისტი, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ჩართულები არიან ექიმები და ჩვენ, რასაკვირველია, გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციას.” The post “ჩვენ გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციას” – ეკატერინე ტიკარაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. ფოტო – ტვ პირველი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციისას, საქართველოს მასშტაბით 10-მდე პირია დაკავებული. სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თბილისში, ხვედელიძის 24 ნომერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დეპუტატ თემურ ჟორჟოლიანის შვილი 30 წლის ბექა ჟორჟოლიანი აიყვანეს. ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ რა კავშირი ჰქონდა ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წევრობას, ე.წ. ქურდული “საერთოს” შეგროვებას და ქურდული გარჩევების ორგანიზებას ედავება. The post ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დეპუტატის შვილი დააკავეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ქობულეთში გამართულ საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, მერაბ ცინცაბაძემ, საკრებულოს შესთავაზა, ანტონ ჩეხოვის ქუჩისთვის ბიძინა ივანიშვილის სახელი მიენიჭებინათ. ,,ოცნების” უმრავლესობამ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არაა, მაგრამ, მისი აზრით, აღნიშნული ინიციატივა ,,ნაციონალებს” პოპულიზმისთვის სჭირდებოდათ. The post “ენმ” ქუჩისთვის ივანიშვილის სახელის მინიჭებას ითხოვს – “ოცნება” უარზეა – ქობულეთის საკრებულო appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე: “პრეზიდენტების დანომრვა მიდის. პირველი!! მესამე!!! მეოთხეც გაისმის უკვე, მეხუთეს კონტურებიც იკვეთება. ერთადერთი შევარდნაძეს არ აღირსეს ნომერი.” The post “ერთადერთი შევარდნაძეს არ აღირსეს ნომერი” – შარაშენიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „რეკომენდაციები იგივე რჩება, თუ გვინდა ინფიცირებისგან თავის დაცვა, ეს არის, პირველ ყოვლისა, პირბადე, თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, თუ გავითვალისწინებთ იმ წახალისებას, რომელიც დაწესდა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ მაჩვენებელმა მოიმატა. სამწუხაროდ, ჩვენი სტატისტიკითაც ცნობილია, რომ გარდაცვლილების 85 პროცენტი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ამიტომ მათთვის ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გაითვალისწინონ წახალისება, რაც მათთვის არის. მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან“, – განაცხადა იმნაძემ. REZONANSI
  11. პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს: “10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა ე.წ. 3+3-ის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. შეხვედრის დონე მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა. გასაგები მიზეზების გამო, საქართველო არ იღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში, თუმცა, ფორმატის დასახელებაში იგულისხმება, რომ საქართველო იქ უნდა ყოფილიყო, სხვანაირად 3+2 ერქმეოდა, მეტიც, საქართველოს დროშაც კი იყო შეხვედრის პროცესში წარმოდგენილი, რაზეც, ჩემი აზრით, ადეკვატური და სწორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვფიქრობ, ეს დროშა ტყუილად არ იყო იქ გამოფენილი, რუსეთის საგარეო პოლიტიკა კარგადაა დახვეწილი და მათ ყველა ნაბიჯს აქვს სიმბოლური დატვირთვა. ეს იყო მინიშნება საქართველოსთვის, რომ ნებსით, თუ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ადრე, თუ გვიან, საქართველოს ამ ფორმატში მოუწევს მონაწილეობა. არ არის ეს მარტივი საკითხი – საერთოდ, ბუნდოვანია მიზნები, გაცხადებული ყოველთვის სიკეთე და მშვიდობაა, მაგრამ კონტექსტი უნდა გავიაზროთ. თავად ის ფაქტიც, რომ არა 6 ქვეყანაზეა საუბარი, არამედ 3-3-ზე, გულისხმობს იმას, რომ სამმა დიდმა რეგიონალურმა ქვეყანამ უნდა უზრუნველჰყოს მშვიდობა და სტაბილურობა 3 პატარა ქვეყანაში (სამხრეთ კავკასიაში) და გარკვეულ კურაციაზე იკითხება პრეტენზია ამ ყველაფრის უკან, რაც ჩემი აზრით, განსაკუთრებით საქართველოსთვის, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მისაღები არ უნდა იყოს. პირველი და ფუნდამენტური მიზეზია ის, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა რუსეთთან, რუსეთს ოკუპირეული აქვს საქართველოს ტერიტორიები და თუ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ამ ტიპის ფორმატში მონაწილეობა მისაღები გახდა ყარაბაღის ომის შემდეგ, როდესაც კვანძი გარკვეულწილად გაიხსნა და აზერნაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იქნა აღდგენილი, ჩვენ გვრჩება ეს პრობლემა და ამ პრობლემის თავი და თავი რუსეთია. ამიტომ მასთან ერთად რაიმე სახის ინტეგრაციულ პროცესში მონაწილეობა სრული აბსურდია. გარდა ამისა, არის მეორე მიზეზი – თუ ინტეგრაციაზე ვფიქრობთ, ჩვენი სტრატეგიული ვექტორი არის სულ სხვა მიმართულებით – ჩვენ უფრო სერიოზული და გლობალური მოთამაშე გვყავს არჩეული, იგივე ევროკავშირის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სახით. რატომ უნდა დავკნინდეთ და ქვემოთ რატომ უნდა ჩამოვიდეთ , უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის პროცესში, გაუგებარია. თუმცა, შეიძლებოდა გარკვეულ ეკონომიკურ-ინტეგრაციულ პროცესებში მოწილეობის მიღება, იმ დათქმით, თუ რუსეთთან არსებული პრობლემები, ამა თუ იმ ფორმით, წავიდოდა პოზიტიური მიმართულებით, რისი შანსებიც ძალიან ცოტაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსთის მეთოდი ურთიერთობაში, არ არის ვიღაცისთვის პრობლემების გადაწყვეტაში დახმარება, არამედ, თუ მას აქვს რაიმე მიზნები, ის ქმნის ახალ პრობლემებს და თავისივე შექმნილ პრობლემის გადაწყვეტას სთავაზობს მეორე მხარეს. ის, რომ ილუზია ვიქონიოთ, რომ რუსეთი დაგვეხმარება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, ამაზე არც უნდა ვიოცნებოთ. ის, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ დამატებითი პრობლემების შექმნა, ეს უკვე სავსებით ცხადია. 3+3 ფორმატში ჩვენი ჩათრევის მცდელობები კიდევ არაერთი იქნება. რუსეთი, და არამხოლოდ რუსეთი, ირანი და თურქეთი შეეცდებიან გაგვიკეთონ ისეთ წინადადებები, რომელზე უარის თქმა იქნება ძნელი, ასე რომ გვჭირდება სერიოზული გააზრება პრობლემების, სერიოზული განხილვა რისკების დასავლელ პარტნიორებთან ერთად და უსართხოების სისტემის შესაბამისი უზრუნველჰყოფა იმისათვის, რომ ჩვენ ძალით არ შეგვითრიონ გაუგებრობაში, საიდანაც გამოსვლა მერე გაჭირდება.” The post რა მიგვანიშნა რუსეთმა 3+3 შეხვედრაზე, რაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია რუსეთს, თურქეთს და ირანს და რა უნდა გააკეთოს საქართველომ? – ხუხაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  12. ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. REZONANSI
  13. იხილეთ ვიდეო Ruben Dias – The Art of Defending pic.twitter.com/79syOsM110 — Dan  (@GoldenBaldieSzn) December 14, 2021 pic.twitter.com/xXOBCo6fMh https://t.co/OhzRttnY4r — #11  (@LosoLFC) December 14, 2021 The post რუბენ დიაშის მოქმედება “ლიდსთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარე და პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს. კაჭარავა და ხატიაშვილი ერთმანეთს უკვე წლებია ხვდებიან. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/dat.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/dat-3.png წყვილის სხვა ფოტოები ინსტაგრამიდან http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/dat-4.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/daT-2.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/Screenshot_7.png The post დავით კაჭარავა ქეთი ხატიაშვილთან ერთად მადრიდში ისვენებს (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის სერიოზულად იწყებს მზადებას და გუნდის მე-2 ტრანსფერი გორის “დილას” უსწრაფესი ლეგიონერი, უსმანე კამარა გახლავთ. კამარა “დილაში” “ვალერენგადან” იყო განათხოვრებული და კარიერას, ამჯერად, “დინამოში” გააგრძელებს. გვინეელმა თავი სისწრაფით და დრიბლინგით დაგვამახსოვრა. ელიგის 36 მატჩში კი 8 გოლი და 5 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, “დინამოს” იჯარით ყოფილი კაპიტნის, ნიკა ნინუას დამატება სურს, რომელიც “ანორთოსისიდან” “პაოკში” დაბრუნდა, თუმცა არამგონია, სათამაშო დრო მიიღოს, თბილისელებს კი ცენტრალური ნახევარდაცვა აქვთ გასაძლიერებელი. ნინუას “პაოკთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რომელმაც 2020 წლის აგვისტოში მის სანაცვლოდ 850 ათასო ევრო გადაიხადა. ცხადაძე/რეხვიაშვილის დუეტმა პირველი ტრანსფერი “გაგრადან” განახორციელა – მეკარე დავით კერესელიძე. The post თბილისის”დინამო” ყოფილ კაპიტანს იბრუნებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. ბათუმის “დინამოს” გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ თურქული “ტრაბზონი” 2 მილიონ ევროს სთავაზობს. “ტრაბზონსპორის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ტოპ 1 სამიზნე სწორედ ირაკლი აზაროვია და თურქული კლუბი მოთამაშეში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის. ნაკლებად სავარაუდოა, “დინამომ” ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადოს და ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე შეინარჩუნოს. აზაროვი ბათუმმა თბილისის “დინამოდან” სულ რაღაც 40 ათას ლარად იყიდა და მხოლოდ თანხობრივი სახით, 6 მილიონიან მოგებაზეა საუბარი. The post ბათუმის “დინამოს” საუკეთესო ფეხბურთელში 2 მილიონ ევროს უხდიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. აზარტული თამაშების რეგულაციების კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარული წესით განიხილება და მოსალოდნელია, ძალაში უკვე იანვრიდან შევიდეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სათამაშო ბიზნესმა დეკემბრის მდგომარეობით, სარეკლამო სექტორში 30 მილიონი დახარჯა. მათი უმრავლესობა სატელევიზიო რეკლამებში გაიხარჯა. რეგულაციების თანახმად, აიკრძალება ყველა სახის აზარტული თამაშების რეკლამის განთავსება. გარდა ამისა, 25-წლამდე პირებს შეეზღუდებათ რეგისტრაცია. The post რამდენ მილიონ ლარს ხარჯავს სათამაშო ბიზნესი რეკლამებში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. ლონდონის “არსენალმა” გუნდის თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან მორიგი დისციპლინური დარღვევა გახდა. კერძოდ, ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გასულ კვირას ობამეიანგს საფრანგეთში გაფრენისა და შეუძლოდ მყოფი დედის მონახულების უფლება მისცა, თუმცა ინგლისში დაბრუნების ვადაც დაუთქვა. ფეხბურთელი კლუბის ბანაკში დაგვიანებით გამოცხადდა, რაც არ ეპატია. “გასულ კვირაში დაფიქსირებული უკანასკნელი დისციპლინური დარღვევის შემდეგ ობამეიანგი ჩვენს კლუბს აღარ უკაპიტნებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ყველა ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი კაპიტანი, ჩვენ მიერ დადგენილი და შეთანხმებული წესებისა და სტანდარტის შესაბამისად იმუშავებს. სრულად კონცენტრირებულნი ვართ ხვალინდელ მატჩზე”, – წერია “არსენალის” განცხადებაში. “მეთოფეები” ხვალ ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემს” მიიღებენ. ცნობილია, რომ ობამეიანგი დარღვევის გამო ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. ამავე მიზეზით არ ითამაშა გაბონელმა შაბათს, “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0). ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იუწყება, რომ “არსენალი” 2022 წლისთვის ახალი თავდამსხმელის შეძენას გეგმავს. პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე დისციპლინური დარღვევაა. თებერვლის თვეში გაბონელმა ფეხბურთელმა ინგლისში დაწესებული ლოქდაუნის წესი დაარღვია, მარტში კი “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” გამართულ მატჩზე (2:1) გამოცხადება დააგვიანა. აღნიშნულ შეხვედრაში ობამეიანგს უნდა ეთამაშა, მაგრამ დარღვევის გამო ის ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვეს და სათადარიგოთა სკამიდან არც აუყენებიათ. The post ობამეიანგს “არსენალის” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ყურადღება გაამახვილა ბარათების რაოდენობაზე, რომელსაც გუნდის ფეხბურთელები მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას იღებენ. “მგლებს” 52 ყვითელი და სამი წითელი ბარათი აქვთ მიღებული. “თუ მიღებული ყვითელ-წითელი ბარათების რაოდენობას გადახედავთ, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ. რაც შეეხება მსაჯთან ბრაიან კრისტანტეს კამათს, მე მას დაწყნარება ვურჩიე, რადგან ის ლეონარდო ბონუჩი არ არის. კრისტანტეს ცოტა სხვა სტატუსი აქვს ფეხბურთში, ამიტომ არბიტრებთან ზოგიერთ რამეზე საუბრის უფლება არ გააჩნია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”. “რომამ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 17 მატჩში 28 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია. The post მოურინიო: “იმდენი ბარათი გვაქვს მიღებული, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  20. როგორ თამაშობს ეკა ბესელია კალათბურთს - პოლიტიკოსის მონაცემებმა ყველა აღაფრთოვანა (ვიდეო) View the full article
  21. 10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულს შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება მოჰყვა. „ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – ნათქვამია საგარეო უწყების კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარში. The post საგარეო უწყება: მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე, წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. ამისთვის ივანიშვილმა 100 მილიონი გამოყო - სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას View the full article
  23. დიდ ბრიტანეთში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, განცხადებით, „ომიკრონით“ ქვეყანაში ერთი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო გაზრდილი ჰოსპიტალიზების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინის „ბუსტერ“ დოზების მიღება. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post დიდ ბრიტანეთში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. ამას­თან, რო­გორც ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ექ­სპრე­ზი­დენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სი­სუს­ტე, რაც უმოძ­რა­ო­ბით აიხ­სნე­ბა. “ხვა­ლი­დან კვე­ბა­ში შე­ზღუდ­ვა სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა. ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ კვე­ბა­ზე იყო, მაგ­რამ გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ტებს მა­ინც ვზღუ­დავ­დით და არ ვაძ­ლევ­დით. ხვა­ლი­დან იქ­ნე­ბა უკვე ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ფარ­თო­ე­ბულ კვე­ბა­ზე, კვე­ბას ნამ­დვი­ლად კარ­გად ით­ვი­სებს. ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბო­და ცილა, აქვს ყვე­ლა ნორ­მა­ში. ბევ­რი რამ არის მოხ­სნი­ლი – კა­ლი­უ­მიც მოხ­სნი­ლია, 3 დღე­ში ერთხელ ვაწ­ვდით და იმა­საც ხვა­ლი­დან სა­ერ­თოდ მოვხსნით, მაგ­ნი­უ­მიც მოხ­სნი­ლია. ის ნუტ­რი­ენ­ტე­ბი, მიკ­რო-მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლია, იქ­ნე­ბა მოხ­სნი­ლი. ანა­ლი­ზე­ბი ნორ­მა­შია, ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ამ­თავ­რა მუ­შა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სი­სუს­ტეს, ნამ­დვი­ლად არის, თუმ­ცა, ეს სი­სუს­ტე, პირ­ველ რიგ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ვი­ცით რამ­დე­ნი ხა­ნია აქ და რამ­დე­ნი ხანი იყო მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ჩვენ კონ­სი­ლი­უ­მი არ ვყო­ფილ­ვართ – ამ­დე­ნად, იქაც არ მოძ­რა­ობ­და, არც აქ, თვი­თონ არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ ბევ­რი იმოძ­რა­ოს და ივარ­ჯი­შოს. ორი კვი­რის წინ, რო­დე­საც ვი­ყა­ვით, ვთხოვ­დით, რომ და­ე­წყო ვარ­ჯი­ში. ამი­ტომ ამო­იყ­ვა­ნეს დღეს ტრე­ნე­რი, რომ იმას­თან ერ­თად და­ი­წყოს ვარ­ჯი­შე­ბი. სურ­ვი­ლი არ აქვს, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ემო­ცი­ურ ტრავ­მას­თან, ეს არის მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც მხო­ლოდ ფსი­ქი­ატ­რებს შე­უძ­ლი­ათ, რომ შე­ა­ფა­სონ. კარ­გი იქ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ ლა­პა­რა­კო­ბენ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ამის მა­გივ­რად იქ­ნებ დი­აგ­ნოზ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, მა­შინ მკურ­ნა­ლო­ბა ჩვენ­თვი­საც და თქვენ­თვი­საც იქ­ნე­ბა გა­სა­გე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა. The post “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია” – ელენე გიორგაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. The post სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი შერიგებაზე აზრს მოკლებულია” – ნიკა მელია (ვიდეო) appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...