
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
19 დეკემბერს ქუთაისში წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ასევე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. იწვიმებს. მესტიაში მოსალოდნელია თოვლი და +2 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი, +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. გორში წვიმიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. გუდაურში თოვს. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს. ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. რუსთავში მოსალოდნელია წვიმა, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. The post დღეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იწვიმებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღე, წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს. The post დღეს ნიკოლოზობაა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“სამტრედია” ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ ერთი ფეხბურთელის გარდა ყველამ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში მხოლოდ მცველი შალვა ნადირაძე დარჩა, რომელსაც მთელი კარიერა “სამტრედიაში” აქვს გატარებული და თამაში მხოლოდ გასულ სეზონში მოუწია. მათ შორის, წამსვლელებს შორის ბექა ქურდაძე, გიორგი არაბიძე, ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი და სხვები არიან. “სამტრედია” ეროვნულ ლიგა 2-ში სრულიად ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოუწევს. The post “სამტრედია” ერთის გარდა ყველა ფეხბურთელმა დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შეზღუდვები წესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დიდთოვლობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება. The post საქართველოს გზებზე შეზღუდვები წესდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისის მერიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო. მათივე ცნობით, ათონელის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზეც აიკრძალება. კერძოდ, საახალწლო ღონისძიებების მსვლელობის ფარგლებში, 14 იანვრის ჩათვლით, ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ ლ. ტოლსტოის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს (მარცხენა სანაპირო) გავლით, ბარათაშვილის ხიდის, რ. თაბუკაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით. ს. ვირსალაძისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდი) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დაშვებულია ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და ნოე ჟორდანიას მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსი N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ხიდზე და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგ, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. ავტობუსი N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებს ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე, მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან განაგრძობს სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით. დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მარშრუტი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ დაუკავშირდება ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგ ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩით მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და განაგრძობს სვლას დადგენილი სქემით. მიკროავტობუსის მარშრუტები N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, გადაინაცვლებენ მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩით (ელბაქიძის დაღმართი) დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს. შემდეგ, მარშრუტი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მარშრუტი იმოძრავებს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N150 გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, გადაინაცვლებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მოხვდება გორგასლის ქუჩაზე, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით. The post თბილისში 14 იანვრის ჩათვლით მოძრაობა შეიზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ესტონეთის პრემიერის, კაია კალასის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიპლომატების მოსმენის ფაქტზე ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესტონური სააგენტო Delfy Eesti Päevaleht-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „მე მას ვუთხარი, რომ გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ ეს მათ ეს საქმე უნდა გაგვიიოლონ. ჩაატარონ სასამართლო რეფორმა, შეეცადონ, გადალახონ საზოგადოებრივი განხეთქილება. მე ვუთხარი, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ თქვენ გვისმენთ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, არაფერს ცუდს თქვენს ზურგს უკან არ ვამბობთ. ასე არ გამოვა. ვკითხე, რამდენად შორსაა წასული გამოძიება ამ საკითხის შესახებ, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ ის მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერმინისტრის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიდის, თუმცა, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონია“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. The post ესტონეთი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილს – მიუღებელია, რომ გვისმენთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანია, “ტვ პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს, კითხვას, რომ მოენდომებია სააკაშვილს, მოახერხებდა, თუ არა, ისე დამალვას, რომ ვერ ეპოვათ, ასე უპასუხა: “რომ სდომოდა, შეეძლო ისე დამალული, რომ ვერ ეპოვათ, მაგრამ ესე იგი, არ უნდოდა… მან ანახა, რომ არ არის მშიშარა, ეს ნარატივი მოსპო… გააქარწყლა ის, რომ ვინმეს ატყუებს და არ ჩამოდის.” კითხვას, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური გუნდისგან, ადეკვატური მხარდაჭერა მიიღო? – ალასანია პასუხობს: “ეს მიშას უნდა ჰკითხოთ. მე მგონია, რომ – არა, იმიტომ რომ დღემდე ციხეშია… ბევრი მათგანი აკეთებს შესაძლებელს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენ, ყოველმა მათგანმა ჩვენ თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი? თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. პარტია აკეთებს შესაძლებელს, კი, ყოველი მათგანი, მე მესმის, რა ნება მაქვს ვინმეს მოვთხოვო, რომ თქვენი საკუთარი გადაყარეთ. პატრიოტიზმი, სწორედ ეგაა, პირადულზე უარის თქმა. შეიძლება ყველას მოთხოვო ერთნაირად? ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შესაძლებლობაა, ძალიან ბევრი, დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციურად გამყარებული მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში გამოიღო თავისი შედეგი.” კითხვას, ხომ არ არის მისი საქართველოში ყოფნა თავის ტკივილი ხელისუფლებისთვის, ალასანია ასე პასუხობს: “სამწუხაროდ, დიახ, თუმცა, არ მესმის რატომ და ამას არ ვმიამიტომ.” “სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს საქართველოდან” – თემურ ალასანია The post რა არ გააკეთა პარტიამ მიხეილ სააკაშვილისთვის? – თემურ ალასანია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს ნაკრებისა და ტულის “არსენალის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთეს გუნდში გადასასვლელად მას უკეთესად თამაში ესაჭიროება. “მე და ხვიჩას, ორივეს გვსურს ევროპაში და მაგარ გუნდში თამაში. კვარას სხვანაირი სიტუაცია აქვს, წასვლა უნდა და უკვე დამტკიცებული აქვს სანამ წახვალ, ეს ყველაფერი ხალხმა უნდა გაიგოს, წინა სეზონში როგორ იყავი. ვნახე კომენტარები, როგორ წავიდა ტულაშიო, როგორ წაიყვანა ჯუღელმაო. მე არ მითამაშია გასულ სეზონში კარგად, ეს რაც იყო, ნორმალურია და ვეცდები რომ ტრამპლინად გამოვიყენო. ახლა სულ სხვა სიტუაციაა, უფრო მეტად ვარ მოწადინებული და გავიზარდე, როგორც პროფესიონალი”, – განაცხადა დავითაშვილმა “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან”. დავითაშვილისა და კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელია. The post დავითაშვილი: ‘ვნახე კომენტარები, წერდნენ – როგორ წაიყვანა ჯუღელმაო…’ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანია, “ტვ პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს, ისაუბრა სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო გადაყვანაზე და თქვა: “მე ასეთი საუბრების შესახებ ჯერ არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები შედგება როდისმე. მე არ ვიცი, უკრაინაში უნდა წავიდეს, თუ სად წავიდეს, მაგრამ მე ვურჩევდი საქართველოდან წავიდეს და მიიღოს სათანადო, დროული მკურნალობა, დღეს ჩვენ შეჯიბრება გვაქვს არა ივანიშვილთან, არა – მთავრობასთან, არა – ოპოზიციასთან, ჩვენ დღეს ვეჯიბრებით დროს. სასწრაფოდ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მას სჭირდება მკურნალობა,. მას სჭირდება კვალიფიციური მკურნალობა.” კითხვას, შეთანხმება ასეთი უნდა იყოს, სააკაშვილის გამოშვება სამკურნალო მიზნებისთვის?, ალასანია ასე პასუხობს: “რასაკვირველია, ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა ერთი, ჩემი დის შვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, არ გაუარესდეს ყოველ შემთხვევაში და მოვახერხოთ მისი გაყვანა, რასაკვირველია, სახელმწიფოს დახმარებით, მე არ ვიძახი, მათი გვერდის ავლით, ვთქვათ, კიდევაც, კეთილი ნებით, თუ კეთილგონიერებით, თუ იძულებით. უნდა წავიყვანოთ სააკაშვილი სამკურნალოდ. შეიძლება მე ახლა მითხრან, გადაგიყვანთ მალაზიაში საცხოვრებლად, სამკურნალოდ და შეიძლება განვრისხდე, მაგრამ თუ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი იქნება, რომ სხვა გზა არ მექნება, ჩემი განსჯის კატეგორიების საგანი და გადაწყვეტილების მიმღები მეთოდოლოგია გამოიცვლება.” “ამას გპირდებით მე” – ვის შეიძლებოდა შეეცდინა სააკაშვილი და როგორ ხედავს მისი გათავისუფლების გზას თემურ ალასანია? The post “სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს საქართველოდან” – თემურ ალასანია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე: ,,ომიკრონმა “გადაუარა” ლონდონს … ასტრაზენეკას ეფექტურობაზე აღარც ვსაუბრობთ… სავარაუდოდ, ლონდონი ჩაიკეტება … საქართველოში ომიკრონის აქტიურ გავრცელრებაზე და იმ შედეგებზე, თუ რა იქნება იანვარში, არც კი მინდა, ვიფიქრო. უნდა დავიწყოთ მზადება ახლავე! ჩემი პირადი მოსაზრებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უნდა დარჩეს თავის პოსტზე მინიმუმ ზაფხულამდე და მიეცეს “კარტ ბლანში”, რათა მოამზადოს და მართოს ქვეყანა ამ ურთულეს პერიოდში. ცუნამი მოდის! მე გაგაფრთხილეთ …” The post ,,რა იქნება იანვარში, არც კი მინდა, ვიფიქრო… ცუნამი მოდის! მე გაგაფრთხილეთ …” – გიორგი ფხაკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულა სულაშვილი: ,,ერთი თვეა ახალი დაინფიცირების შემთხვევები 50 000 – ზე დაბლა არ ჩამოსულა საფრანგეთში და გერმანიაში. გადავედით ბუსტერზე. მოსახლეობის 89% ორჯერ აცრილია. დღეს გამოგვიცხადეს რომ ბუსტერის შემდეგ 4 თვეში კიდევ უნდა გავიკეთოთ აცრა. წინააღმდეგ შემთხვევაში სანიტარული პასპორტები გავიუქმდება. მებადება ლეგიტიმური კითხვა: ჯმო, თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?! ესენი ერთი წლის შემდეგ უეჭველი მოგვთხოვენ, დილით აცრის გარეშე ქუჩაში არ გავიდეთ. “Squid Game”- გვათამაშებთ თქვე შობელძაღლებო?” The post ,,მებადება ლეგიტიმური კითხვა: ჯმო, თქვენ @@@ ხომ არ გაქვთ?!” – ნუგზარ სულაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანია, “ტვ პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს საუბრობს მიზეზებზე, რატომ ჩამოვიდა ქვეყანაში და ამბობს: “მესამე პრეზიდენტის არაკანონიერად ციხეში ყოფნა, მისი პოლიტიკური დევნა, რაც უკვე დასაბუთებულია და არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, გარდა იმ ხალხისა, ვინც თავს ისულელებს. მეორე მიზეზი, ვყოფილიყავი ახლო არამარტო მასთან, ჩემ დასთანაც, შემდეგი მიზეზია 21 დეკემბერი, ჩვენ დაბადების დღეებს ყოველთვის ავღნიშნავთ მთელი ოჯახი, სადაც იყო ყველგან ჩავდიოდი.” მან თქვა, რომ ჩამოსვლის დღიდან მოითხოვა სააკაშვილან შესახვერად და მისთვის ჯერ არც თანხმობა უთქვამთ და არც უარი. “უდიდესი ღვაწლი გასწია საქართველოს სახელმწიფოებრიობის აშენებაში, ვიღაცას ჰგონია, რომ მისი როლი დამთავრდა – არავითარ შემთხვევაში, მიშას აქვს ძალიან ბევრი პოზიტიური მუხტი დარჩელი, ბევრი სიკეთეს გაკეთების პოტენციალი და საშუალებაც. მქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, რამოდენიმე სენატორთან, მქონდა შტატის ორ გუბერნატორთან საუბრები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაეროს კომიტეტთან, ჟენევაში და სხვა ორგანიზაციებთან, რათა კიდევ და კიდევ დამეფიქსირებია ის უსამართლობა, რაც ხდებოდა საქართველოში. ეს ვითარება იწვევს შეშფოთებას, მათ შორის პოლიტიკური კლულტურის, პრეცედენტის, არავის უნდა ეს გახდეს მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტი ნორმალურ მოვლენად, როცა პრეზიდენტებს ქუჩაში დაავლებენ ხელს, ჩასვამენ, დაუწყებენ ლიფტებში თრევას და ა.შ. მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია ახლაც, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის თავისუფალია. რაც შეეხება მის ფიზიკურ თავისუფლებას, აქ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ერთ-ერთი, უახლოესი, გამოიჩინოს საზოგადოებამ გონიერება იმისა, რომ ხდება მასობრივი დარღვევა ადამიანის უფლების. ლაპარაკია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების დარღვევაზე!” – ამბობს თემურ ალასანია. ნოდარ მელაძის კითხვას, რისი იმედი აქვს, გონება გაუნათდება ღარიბაშვილს ან ივანიშვილს და გაათავისუფლებენ? – თემურ ალასანია ასე პასუხობს: “გონების განათება ნამეტანი მოგივიდათ, იძულებულნი გახდებიან. პირველი – ეს არის ხალხი, ხალხის აქტიურობა, ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერი პირველი საწინდარი მიშას თავისუფლების. დღეს ვერ ვხედავთ (ქუჩაში ხალხის აზვირთებულ ტალღას), მაგრამ თქვენ არ იცით, რა მოხდება ხვალ. მაქვს ამის მოლოდინი.“ მან ისაუბრა სააკაშვილის მდგომარეობაზეც და თქვა: “სამედიცინო კუთხით, ვერ გიპასუხებთ, რაც შეეხება მის სულიერ სიძლიერეს, მიშა გაძლებს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭიროა. ამას გპირდებით მე! მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ მიშამ ბრძოლაზე თქვას უარი.” თემურ ალასანია ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ამჯერად ნამდვილად მოდიოდა საქართველოში და დასძენს, რომ მიშა კარგი იურისტიცაა და მას უხერხულ მდგომარეობაში არც ჩააყენებდა. თუმცა, ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მათ წინა წლებში ისაუბრეს: “2016, 2018 წლებში ვეუბნებოდი, რომ ასეთ ნაბიჯში არის რისკი და უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, იმაში კი არა, რომ არ დაგიჭირონ, თუნდაც იმ მონაკვეთში, რომ აი, შენი ეს ნაბიჯი იქნება შეფასებული სათანადოდ საზოგადოების მიერ და იქნება აღქმული როგორც სწორი პოლიტიკური გადაწვეტილება დასავლელი პარტნიორების მიერ.” თემურ ალასანიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა გარკვეული გარანტიები მიიღო უცხოეთიდან, ან საქართველოდან თავისი პარტიის მხრიდან: “მინიშნებითაც ვერ მივდივარ, ვის შეიძლებოდა ასეთი გარანტიები მიეცა და თუ მისცემდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იმისთანა, რომ ამ გარანტიებს დაიჯერებდა. გარკვეული ინფორმაციები მოდიოდა საქართელოდან, თქვენ გელოდებიან, თქვენი ჩამოსვლა იქნება დროული – ასეთი არავის უთქვამს, ეუბნებოდნენ, რომ თუ ჩამოხვლათ, კი, იქნება კარგი, თუმცა იყო სხვებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი, თუნდაც იმიტომ რომ ვერ შევძლებთ უსაფრთხოებას, მესამეები, ხელისუფლებიდან, მუქარას უგზავნიდნენ. ასე რომ იმის თქმა, ვიღაცამ მოატყუა, შეაცდინა… მიშასნაირი ადამიანის მოტყუება და შეცდენა ძალიან ძნელია.” კითხვას, ეკონტაქტებოდა თუ არა სააკაშვილი ივანიშვილს და დაურეკა, თუ არა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თემურ ალასანია ასე პასუხობს: “ივანიშვილთან დაკავშირებას არ ცდილობდა. დარწმუნებული ვარ იმდენად, რომ გარანტია შემიძლია მოგცეთ. შეუძლებელ რაღაცას მეკითხებით. ლაპარაკია აქ ორ განსხვავებულ მსოფლმხედვლებლობაზე, ისინი სხვადასხვა სიბრტეში არსებობენ.” The post “ამას გპირდებით მე” – ვის შეიძლებოდა შეეცდინა სააკაშვილი და როგორ ხედავს მისი გათავისუფლების გზას თემურ ალასანია? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ეკონომისტი ირაკლი ლატარია: ,,რამდენი პოსტი ვარდება, წავედი ემიგრაციაშიო, პოლონეთში, ესტონეთში, მოლდოვაში და ა.შ როგორ გული მწყდება, რა გახდა ეს ქვეყანა, სულ რაღაც 3 მილიონი ადამიანი ვართ და რით ვერ ავაწყვეთ ცხოვრება ისე, რომ ჩვენზე ბევრად ნაკლები პოტენციალის მქონე ქვეყნებში არ გარბოდნენ ჩვენი მოქალაქეები? უამრავი მილიონერი, მილიარდელი გვყავს და 99 % ცდილობს საზღვარგარეთ დაბანდოს თავისი ქონება და იქ ააწყოს ცხოვრება. ივანიშვილის გარდა, მე პირადად არ ვიცი არავინ ქართველი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც თუნდაც თავის რეგიონს მაინც ააყვავებდეს. 3 მილიონი კაცის სტაბილურად შემოსავალზე დასმას რა უნდა, აი რააა? ჩვენშია ყველაში ალბათ პრობლემა, როდესაც ვინმეს სადმე ნიშნავენ (10 დან 7) საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრობს, არადა ეგ ადამიანები ხომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ? ყველამ, რომ თავისი კონკრეტული საქმე აკეთოს ზედმიწევნით ერთგულებითა და პატიოსნებით, საქართველოში არ იქნება გაჭირვებული ოჯახი. ყველა რეგიონში შევიყვანოთ თითო ინვესტორი უდიდესი საწარმოების აშენების ვალდებულით და მხოლოდ ქართველების დასაქმებით, სახელმწიფომ კი გაათავისუფლოს იგი რამდენიმე წლით რომელიმე გადასახადისგან, მისცეს შეღავათები და ა.შ.. ძალიან მარტივად ვწერ ახლა, თორემ ბევრად მეტი მაქვს ნაფიქრელიც და დაწერილიც, მაგრამ ერთმანეთის ჭამაში რა ენერგიასაც ვხარჯავთ, ეს რომ ერთმანეთისთვის რაიმეს კეთებაში დავხარჯოთ ჩვენ ერი / ბერი ვერ გვაჯობებს. როგორი გულდასაწყვეტია, როდესაც შენი თანამოქალაქე მიდის ისეთ ქვეყანაში, რომელზეც მინიმუმ ორჯერ უკეთესადაც უნდა ვცხოვრობდეთ რომ მოგვენდომებინა!!!” The post ,,3 მილიონი კაცის სტაბილურად შემოსავალზე დასმას რა უნდა, აი რააა?” – ირაკლი ლატარია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების მესამედი აიღო, აქვს ამბიციები გაიფორმოს არჩევნები გამარჯვებულად“, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, მმართველი პარტია პოლიტიკოსების გადაბირებისთვის მუქარასა და შანტაჟს იყენებს, რამაც გახარიას პარტიის შემთხვევაში გავლენა უკვე იქონია. წალენჯიხის მერი ამბობს, რომ საკრებულოს მომავალ სხდომაზე თავისი კანდიდატურას დააყენებენ. ის გახარიას გუნდს მათი კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების მესამედი აიღო, აქვს ამბიციები გაიფორმოს არჩევნები გამარჯვებულად. ის მუშაობს თავისი მეთოდებით – მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა. თავის მხარეს გადაჰყავს ადამიანები და პრაქტიკულად, ეს გახარიას პარტიის შემთხვევაში უკვე მოხდა. ჩვენ დავაყენებთ ჩვენს კანდიდატურას, კეთილი ინებონ და ამომრჩევლის ნების შესაბამისად ისევე დაგვიჭირონ მხარი ღიად, როგორც ჩვენ გავაკეთეთ და ვაპირებდით მათთვის მხარის დაჭერას“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ. ცნობისთვის, 7 მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ამ დრომდე არ არის არჩეული. სხდომა, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარეები მორიგ ჯერზეც ვერ აირჩიეს, კანონის თანახმად, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ხელახალი არჩევნები გაიმართება. The post წალენჯიხის მერი: „ოცნება“ ადამიანების გადასაბირებლად შანტაჟს იყენებს – გახარიას პარტიის შემთხვევაში ეს მოხდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის Omicron ვარიანტი 89 ქვეყანაში არის გამოვლენილი. ჯანმოს ცნობით, „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა“ შტამზე მნიშვნელოვნად სწრაფად ვრცელდება. „Omicron სწრაფად ვრცელდება მოსახლეობის იმუნიტეტის მაღალი დონის მქონე ქვეყნებშიც და გაურკვეველია, გამოწვეულია თუ არა ეს ვირუსის უნარით, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას“, – აღნიშნულია ჯანმოს განცხადებაში. Omicron-ის კლინიკური სიმძიმის შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ არასაკმარისია და მეტი მონაცემია საჭირო იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინა ახალ შტამზე. „დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაცია კვლავ იზრდება და შემთხვევების სწრაფად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ ბევრი ჯანდაცვის სისტემა სწრაფად გადაიტვირთოს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. The post ჯანმო „ომიკრონთან“ დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „თუ ჩვენი ნატო-ს რომელიმე მოკავშირე ითხოვს დამატებით ძალებს ან დროებით ელემენტებს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს რუსეთსა და უკრაინაში, მაგრამ არ აპირებს დაზვერვის ანგარიშების დეტალებში შესვლას. „არ გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებაში. ისინი კვლავ იქ არიან დიდი რაოდენობით“, – თქვა კირბიმ. The post აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი აშშ-სა და ნატო-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტის შესახებ კრემლის პირობას გამოეხმაურა. მაკფოლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საპასუხო პირობები შესთავაზა. „ახლა, როცა პუტინმა უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შესახებ თავისი იდეები გამოაქვეყნა, ნება მომეცით, წარმოვადგინო შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი: მუხლი 1. რუსეთი თანხმდება მოლდოვიდან ჯარების გაყვანას და ამ ევროპული ქვეყნის სრული სუვერენიტეტის აღდგენას. მუხლი 2. რუსეთი თანხმდება საქართველოდან ჯარების გაყვანაზე, უარს ამბობს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე და აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს. მუხლი 3. რუსეთი თანხმდება უკრაინიდან ძალების გაყვანაზე, უბრუნებს ყირიმს უკრაინას, წყვეტს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერას და აღადგენს ამ ევროპული ქვეყნის სრულ სუვერენიტეტს. მუხლი 4. რუსეთი თანხმდება ისკანდერის რაკეტების გამოყვანაზე კალინინგრადიდან. მუხლი 5. რუსეთი თანხმდება შეაჩეროს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რუსეთი განამტკიცებს თავის დადებულ პირობებს, იმ შეთანხმებებზე, რომლებსაც უკვე მოაწერა ხელი, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და ბუდაპეშტის მემორანდუმზე“, – განაცხადა მაკფოლმა. The post „გაიყვანეთ ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან“ – მაკფოლის პირობები პუტინს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა. ბრეგაძე ამბობს, რომ ჰოსპიტლიდან გამომწერის შემდეგ, მესამე პრეზიდენტს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე გუშინ, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში. აქვე ვთქვი, რომ მას შემდეგ რაც მას გამოწერენ გორის ჰოსპიტლიდან, გადაყვანილი იქნება რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. The post იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
უკრაინაში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მინისტრი მოუწოდებს უკრაინის მოსახლეობას, ჩაიტარონ ვაქცინაცია და თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობა, სადაც კორონავირუსის გავრცელება მაღალია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უკვე 80-მდე ქვეყანაშია დადასტურებული. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post უკრაინაში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“. ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე “ქურდული სამყაროს” წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან – 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული “კანონიერი ქურდებისათვის” გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც “ქურდული სამყაროს” წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს ნაკრებისა და ტულის “არსენალის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან” მისი და კვარას შესახებ ისაუბრა. “საკუთარ თავთან მუშაობამ გამზარდა, როცა უფრო მეტს სთხოვ შენ თავს პროფესინოალიზმის მხრივ, ვარჯიშით, შრომით ყველაფერს მიაღწევ და რაღაცისთვის თუ გადადებ თავს, ყოველთვის გიფასდება” “როგორც ძმები, ისე ვართ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ბოლო დროს ჩავარდნა ჰქონდა, ასე ყველას ემართება და არც ხვიჩაა გამონაკლისი. მერე ყველამ ვნახეთ სანაკრებო თამაშში, ორი გოლი გაიტანა და გვანახა რა შეუძლია. ახლაც ფეხი აწუხებდა. ისე ვერ იყო და ცოტა მწვრთნელთანაც ურთიერთობები. წასვლა სურს, მაღალ კლუბში თამაში და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიხილავთ მაგარ გუნდში”, – განაცხადა ზურიკომ. დავითაშვილი მიმდინარე სეზონში “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო, კვარას “რუბინში” მწვრთნელ სლუცკისთან ურთიერთობა დაეძაბა და ნაკლებად შედეგიანია. The post ზურიკო დავითაშვილი ხვიჩაზე: “როგორც ძმები, ისე ვართ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოში “ომიკრონის” გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება თუმცა, ლუგარის ლაბორატორია კიდევ 2 საეჭვო შემთხვევას ისევ იკვლევს. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, “ომიკრონს” ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში. “ომიკრონი” შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა “ომიკრონისთვის” დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო “დელტა” ან “დელტა პლუსი”. არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post დადასტურდა, თუ არა საქართველოში “ომიკრონის” შტამი – ამირან გამყრელიძე 2 საეჭვო შემთხვევაზე საუბრობს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი გერმანულმა Transfermarkt-მა 1 მილიონ ევროდ შეაფასა და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. აზაროვს პირველი ოქტომბრიდან 350 ათასი ევრო დაუმატეს. ირაკლიმ ჯოვინო ფლამარიონს გადაასწრო, რომელიც ოქტომბერში 700 ათასი ევრო ღირდა და ახლა 550 ათას ევრომდე შემცირდა. “დინამო თბილისის” 18 წლის ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი 100 ათასი ევროთი გაძვირდა და ნახევარ მილიონად ფასობს. ხვადაგიანს ვილი სანიოლი ბოლო დროს სისტემატიურად იძახებს. ნახევარ მილიონიან ნიშნულს დაუბრუნდა ლევან ხარაბაძეც, ჯიღაური დარჩა 500 000-ზე და მამუჩაშვილი პირველად ავიდა. ტოპ 11-ში ერთადერთი გორის “დილას” მეკარე ლუკა გუგეშაშვილია, დანარჩენი “დინამოების” ფეხბურთელები არიან. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/Screen-Shot-2021-12-18-at-5.42.03-PM-1024x796.png The post ირაკლი აზაროვი 1 მილიონი ღირს, ხვადაგიანს ნაკრები დაუფასდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article