
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან წერილს ავრცელებს და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს. „მე ვიმყოფები უკანონოდ ციხის საკანში, იმ ქვეყანაში, სადაც მხარს უმრავლესობა მიჭერს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მონაწილეობს ჩემი გათავისუფლების საქმეში. როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ინფორმაციასთან წვდომა საკმაოდ შეზღუდული მაქვს, მაგრამ ცნობები ჩემამდე მაინც მოდის. უკრაინას საფრთხე ემუქრება, მის საზღვრებთან მტრის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა, დასავლეთმა უკვე თქვა, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იქნება სერიოზული ეკონომიკური სანქციები. საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი? – არა მგონია თუმცა ვიცი, რომ მას შეაჩერებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ერთიანობა და სიმტკიცე, სიმტკიცეს უკრაინელ ხალხს ვერ წაართმევ. მე არა ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის არანაირი შიში არ აქვს, რაც ჩვენს რეგიონში უნიკალური თვისებაა. ეს შიში არც იმ ჯარისკაცებს აქვთ, ვინც სანგრებშია და არც რეზერვისტებს, თუმცა სამწუხაროდ ერთიანობასთან მიმართებით ცუდი მდგომარეობაა. ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, ჩემი მეგობრები ასუსტებენ ქვეყანას და აღრმავებენ პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ. როცა დღეს საფრთხე ასეთი რეალურია და არჩევნებამდე ჯერ შორია, სწორი იქნება თუ დავძლევთ განსხვავებებს და უთანხმოებას და გავამყარებთ ფრონტს აგრესორის წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ უკრაინის გარშემო და მისი გუნდისთვის, როცა იქნება ერთიანობა მსოფლიო უფრო დაგვიჭერს მხარს, ჩვენი ძალა ერთობაშია და ვერც ერთი აგრესორი ვერ გაბედავს უკრაინაში ცხვირის შემოყოფას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. The post „საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი?“ – მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტასთან“ შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები 1,5-3 დღეში ორმაგდება. „მუტირებული ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობა მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს გამოწვეულია თუ არა ვირუსის უნარით, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, ან მისი ინტენსიური გადადების უნარით, ან ორივეს კომბინაციით“, – ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მათივე ცნობით, ჯერ კიდევ შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონის“ კლინიკური სიმძიმის თაობაზე. „მეტი მონაცემებია საჭირო, სიმძიმის პროფილის გასაგებად და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია და უკვე არსებული იმუნიტეტი. ჯერ კიდევ შეზღუდულია ხელმისაწვდომი მონაცემები და არ არის განხილული მტკიცებულება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის თაობაზე“, – ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. The post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ათონელის ქუჩაზე, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „19 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ათონელის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზეც აიკრძალება. საახალწლო ღონისძიებების მსვლელობის ფარგლებში, 14 იანვრის ჩათვლით, ზაარბრიუკენის მოედნიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალება ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) ათონელის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შეეზღუდებათ ჯ. სკუდიერის ქუჩიდან, ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდისკენ) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ხიდის ქუჩაზე (მშრალ ხიდზე) მოხვედრა აიკრძალება ს. ვირსალაძის, გ. ჭანტურიასა და რ. აბჟანდაძის ქუჩებიდან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ ლ. ტოლსტოის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროს (მარცხენა სანაპირო) გავლით, ბარათაშვილის ხიდის, რ. თაბუკაშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის დახმარებით. ს. ვირსალაძისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან ხიდის ქუჩისკენ (მშრალი ხიდი) მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დაშვებულია ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და ნოე ჟორდანიას მარცხენა სანაპიროს გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსი N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას. ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ხიდზე და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და გადაინაცვლებს მარცხენა სანაპიროზე, რის შემდეგ, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით დაუკავშირდება ზაარბრიუკენის მოედანს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. ავტობუსი N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებს ბარათაშვილის ქუჩაზე. უკუმიმართულებით, მარშრუტი მობრუნდება თავისუფლების მოედანზე, მარცხენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებს და იმოძრავებს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან განაგრძობს სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით. დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მარშრუტი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ დაუკავშირდება ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგ ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩით მოხვდება ზაარბრიუკენის მოედანზე და განაგრძობს სვლას დადგენილი სქემით. მიკროავტობუსის მარშრუტები N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედანზე მობრუნების შემდეგ, გადაინაცვლებენ მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩით (ელბაქიძის დაღმართი) დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს. შემდეგ, მარშრუტი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მარშრუტი იმოძრავებს დადგენილი სქემით. მიკროავტობუსი N150 გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით. ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, გადაინაცვლებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მოხვდება გორგასლის ქუჩაზე, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში. The post 19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ათონელის ქუჩაზე, ხოლო 20 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ხიდისა და სკუდიერის ქუჩებზე, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“შერიგების იდეა, თავისთავად კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ დავაკვირდე პროცესებს”, – ეს კომენტარი თეა წულუკიანმა პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური ძალების მიღების შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ განიხილება. მისი პერსონალური აზრით კი, წულუკიანი თვლის, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. “ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს, თუმცა რა თქმა უნდა როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში პროცესის დასასრული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. The post სააკაშვილის შეწყალებას არ განვიხილავ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა – თეა წულუკიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ლონდონის “ჩელსის” და “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ სტარიჯმა, რომელიც ახლა ავსტრალიაში თამაშობს, კარანტინში სიმღერა დაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. სტარიჯმა ხალხს სიმღერით მოუწოდა ვაქცინა გაიკეთონ. View this post on Instagram A post shared by Daniel Sturridge – Dstudge (@danielsturridge) The post სტარიჯმა კოვიდ ვაქცინაზე სიმღერა დაწერა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“ვალენსიას” ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო. მამარდას დადებულ ფოტოში შამპანური და სხვა სუვენირები ჩანს სწორედ შამპანურის გახსნის დროა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსიამ” გიორგი “დინამო თბილისიდან” 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მამარდას თამაში არ უწევს, “ვალენსიამ” მისი გამოსყიდვა მაინც გადაწყვიტა და შესაძლოა, ჩვენებური იჯარით გაუშვას სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/mamar-576x1024.jpeg The post მამარდაშვილმა ლა ლიგისგან საჩუქარი მიიღო (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
“დინამო თბილისმა” პოლონურ “იაგელონიასთან” ნიგერიელი მარცხენა მცველის გოდფრი სტეფენ ბიტოკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. 21 წლის მცველი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში იჯარის წესით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი “დინამოს” მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. “იაგელონიამდე” გოდფრი სტეფენ ბიტოკი ბელარუსული “ისლოჩის” და ნიგერიული “ჯი-ლექ აკადემის” ღირსებას იცავდა. საკლუბო კარიერას პარალელურად ბიტოკი 2019 წელს ნიგერიის 23-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. 2019 წელს მან ნიგერიელთა შემადგელობაში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 3 შეხვედრა გამართა. თბილისელებმა მანამდე უკრაინელი ფორვარდი სტანილსავ ბილენკი დაიმატეს, რომელმაც 2021 წლის სეზონში ბელარუსულ “დუნაისტა სტრედას” შემადგენლობაში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა. “დინამოს” ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ბოლოს სოლისგორკის “შახტიორში” მუშაობდა. საკლუბო კარიერა 2018-2020 | ისლოჩი | 59 მატჩი | 8 გოლი | 8 საგოლე გადაცემა 2021 | იაგელონია | 4 მატჩი 2021 | იაგელონია 2 | 17 მატჩი სანაკრებო კარიერა 2019 | ნიგერია U23 | 3 მატჩი The post “დინამო თბილისმა” ნიგერიელი მცველი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
„“ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანა ისე ახლოს არის ევროპასა და ამერიკასთან, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. „“ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ქვეყანა ისე ახლოს არის ევროპასა და ამერიკასთან, როგორც არასდროს. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი. The post ღარიბაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ისე ახლოს არის ევროპასთან, როგორც არასდროს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ანტისახელმწიფოებრივი ძალები სამოქალაქო დაპირისპირებას გეგმავდნენ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე იყო და საზოგადოებას სისხლისღვრა ააცილეს. „მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადა და წინასაარჩევნო პერიოდში სიცრუისა და ძალადობის მთელი რესურსი ჩადო. ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალები სამოქალაქო დაპირისპირებასაც კი გეგმავდნენ, თუმცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო. შესაბამისმა სამსახურებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მოსალოდნელი სისხლისღვრა საზოგადოებას ავარიდეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ირაკლი ღარიბაშვილი – საზოგადოებას მოსალოდნელი სისხლისღვრა ავარიდეთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ჩემ მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე კანონის უზენაესობის პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავამკვიდრეთ წესრიგი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თავს არავის დაუხრიან და არც არავის დაუწყებენ ზემოდან ყურებას. „თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსები ამას არ აღიარებდნენ. ჩემ მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავამკვიდრეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ. ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის არ დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პრემიერობის დროს ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. PACE-ის მომხსენებლებმა PACE-ს მომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში არსებული უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო, რომელიც ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს გამორიცხავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საქართველოს მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს საფრთხეს უქმნის. „დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდებენ მათ, განსაკუთრებით ორ უდიდეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნის საერთო ინტერესები ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ“, – აღნიშნულია განცხადებაში. PACE-ის თანამომხსენებლები საუბრობენ სასამართლო სისტემაზეც და აღნიშნავენ, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება საქართველოს მოქალაქეების სრული ნდობა, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებელი პირობაა. „მომხსენებლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა“, – ვკითხულობთ განცხადებაში. გარდა ამისა, განცხადების ავტორები შეშფოთებულები არიან ლგბტი თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო. „მომხსენებლებმა დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა პრაიდის კვირეულის დროს 2021 წლის ივლისში. მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ“, – აღნიშნულია PACE-ის განცხადებაში. The post PACE საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა, 2 070 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 906 965 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 854 630 პირი გამოჯანმრთელდა, 13 024 კი გარდაიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. „თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 205, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 174, კახეთი – 143, მცხეთა-მთიანეთი – 88, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. The post როგორია კოვიდსტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. პროკურატურა სასამართლოს განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით – 286 401 ლარის, 9 350 აშშ დოლარის, 1 250 ევროს, 15 000 უკრაინული გრივნას ღირებულების სხვადასხვა მოქალაქეთა კუთვნილი საკვლევი ნივთიერი მტკიცებულებები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კუთვნილი ტექნიკა: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები. პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 24 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობისთვის, ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს ცნობილი მომღერლის, შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. სწორედ მამამ აზიარა ჯემალ ჭკუასელი განუმეორებელი ქართული ფოლკლორის სიყვარულს. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1986 წლიდან იმდროინდელი კულტურის მინისტრის – ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, 2015 წლიდან კი ის „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი იყო. 130 წლის განმავლობაში ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია და სხვადასხვა დროს მასში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა. The post ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
14 წლის მაქსიმესთვის, რომელიც ბებიასთან ერთად გაჭირვებულად ცხოვრობს, მთელი ცხოვრება ფეხბურთია და ფეხბურთელობა სურს. მას ჩაფუშული ბურთი, თუმცა დიდი მიზნები და შრომისმოყვარეობა აქვს. მაქსიმეს ისტორია “ბაიასთან” გადაცემაში გავიდა, სადაც მაქსიმემ კვარაცხელიასთან, ჩაკვეტაძესთან და კაშიასთან შეხვედრა ან მათი მაისურები ისურვა. გადაცემის გასვლიდან მე-2 დღეს მაქსიმესთან ზურაბ ხიზანიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მივიდნენ და მაქსიმეც მაგრად გაახარეს. The post კვარამ და ხიზანამ 14 წლის მაქსიმე გაახარეს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა ,,იმ მხარეს’’? ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა? ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა? ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში? ხომ იცოდა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ? და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო? დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა? თევდორე მღვდელმა? ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ? ან ამ აბოს რაღა რჯიდა? იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა? და მე გპასუხობთ – იცოდა! გიორგი კეკელიძე The post და მე გპასუხობთ – იცოდა!-გიორგი კეკელიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ოფიციალურად აღიარებული 7000 ენიდან თითქმის ნახევარი გაქრობის საფრთხის წინაშეა, ხოლო 21-ე საუკუნის ბოლომდე 1500 ენა შეიძლება გაქრეს. ასეთი დასკვნა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს. „თუ უახლოეს 40 წელიწადში ამის შესაჩერებლად კონკრეტული ზომები არ იქნება მიღებული, ენების გაქრობის პროცესი სამჯერ უფრო სწრაფად წარიმართება. მე და ჩემმა კოლეგებმა შევისწავლეთ 51 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ენის გაქრობის სიჩქარეზე. ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფაქტორი საგზაო ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტი გზა აკავშირებთ სოფლებს ქალაქებთან, მით უფრო მაღალია ენების გაქრობის რისკი“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთ ავტორი ლინდელ ბრომჰემი. კვლევის ავტორების განცხადებით, მთავრობებმა მხარი უნდა დაუჭირონ ბილინგვურ განათლებას, რათა ადამიანები ფლობდნენ არა მხოლოდ რეგიონში ყველაზე გავრცელებულ ენას, არამედ მკვიდრი მოსახლეობის ენასაც. The post კვლევა: 21-ე საუკუნის ბოლომდე დედამიწიდან 1500 ენა შეიძლება გაქრეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ავსტრიის პარლამენტმა სამედიცინო სუიციდის შესახებ კანონი დაამტკიცა. ნორმატიულ აქტში მოცემულია ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება სუიციდის შესახებ. იგივე კანონი ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და აღსრულების გარემოებებს მკაცრად გაწერს. ავსტრიის იუსტიციის მინისტრის, ალმა ზადიჩის განცხადებით, ყველას აქვს უფლება იყოს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან სიცოცხლის ბოლო წლებში, თუ წუთებში, თავს კარგად გრძნობდნენ. ამასთანავე, არავინ არის ვალდებული აირჩიოს გარდაცვალების ფორმა, თუმცა იარსებებს ამის შესაძლებლობაც. კანონი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ევთანაზიის მსურველებს, შეეძლებათ განაცხადი ნოტარიუსთან შეავსონ, თუმცა მანამდე, ორ ექიმთან კონსულტაციის გავლის ვალდებულება ექნებათ. The post ავსტრიაში სამედიცინო სუიციდის აკრძალვა გააუქმეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
რესტორნების ქსელის მმართველი კომპანია „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო სტურუა აცხადებს, რომ “მწვანე პასპორტის” სისტემის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა საშუალოდ 50%-ით შეუმცირდათ. “რადიკალურად შეგვიმცირდა მომხმარებელი. დღეებზეა დამოკიდებული, ზოგიერთ დღეს დაახლოებით 50%, ზოგჯერ კი 40%-ით შემცირდა მომხმარებელი. ასეთი ვითარებაა თბილისის მასშტაბით ყველა რესტორანში. რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ დღეებში უკან ვაბრუნებდით ხალხს, ახლა აღარც მოდიან, რადგან იციან რომ არ ვუშვებთ”,-აცხადებს სტურუა. რესტორნების ქსელის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მომხმარებელი თბილისის ყველა უბანში შეუმცირდათ. მათ შორის ტურისტულ ადგილებშიც. “მაგალითად “მეიდანზე”, სადაც მეტწილად ტურისტები არიან, მათაც ვერ ვუშვებთ ხშირ შემთხვევაში. ზოგიერთი ტურისტი PCR ტესტით ჩამოდის, შემდეგ ამ ტესტს 72-საათიანი ვადა გასდის, აცრილები არ არიან, ანუ “მწვანე პასპორტი” არ აქვთ. ამიტომ, ბევრ მათგანს ვერ ვუშვებთ. როგორც გითხარით კვირის დღეებში დაახლოებით 50%-ით არის მომხმარებელი შემცირებული, ისე ალბათ 35-40%-ით”,-ამბობს სტურუა. ამის მიუხედავად, „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი “მწვანე პასპორტის” სისტემას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ ეფექტიანობის გასაზრდელად სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, მოქალაქეები ყველგან ამ სტატუსით უნდა დაუშვან. “მხოლოდ რესტორანში ამ სისტემის ამოქმედება შედეგს არ მოგვცემს”,-ამბობს სტურუა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “მწვანე პასპორტი” უვადოდ ენიჭება. მთავრობამ არ გამოიყენა რამდენიმეთვიანი შეზღუდვა, რასაც ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ კოვიდგადატანილი პირებისთვის. The post კვირის დღეებში თითქმის გაგვინახევრდა მომხმარებელი – “მაჭახელას” დირექტორი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა “ინსტაგრამზე” მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ფანების კრიტიკა დაიმსახურა. “წარბები არ მომწონს. იტყვი არც გაწონებო, მაგრამ ნეტავი შეგახედა სხვისი თვალით. წარბები გაისწორე, სიმრგვალე მიეცი, არაბის შეხედულებას გაძლევს”, – უწერენ შორენას კომენტარს. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან შორენას სხვა გამომწერებიც. “თვალები დაიკარგა იმხელა წარბებია”, “თეთრმა ფაფუკმა ქუდმა გამოკვეთა თქვენი შავი წარბები”, “საშინელებაა”, “ბიჭო აი ეს წარბები რას ჰგავს, თავის დამახინჯება როგორ გევასებათ”, – უწერენ მსახიობს კომენტარებს. The post “რას ჰგავს, თავის დამახინჯება როგორ გევასებათ” – შორენა ბეგაშვილის უახლეს ფოტოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მომდევნო კვირების განმავლობაში, აშშ-ში დომინანტური შტამი გახდება. „ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორის ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო, თუმცა უფრო მსუბუქად ან უსიმპტომოდ განვითარდა და მივიჩნევთ, რომ ეს ვაქცინის დაცვის გამოა. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ თავი Covid-19-ისგან დავიცვათ. ვაქცინები გვაქვს. გამაძლიერებელი დოზები გვაქვს“, – აღნიშნა როშელ ვალენსკიმ. The post CDC-ის დირექტორი: „ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორის ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო, თუმცა უფრო მსუბუქად ან უსიმპტომოდ განვითარდა და მივიჩნევთ, რომ ეს ვაქცინის დაცვის გამოა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით – 286 401 ლარის, 9 350 აშშ დოლარის, 1 250 ევროს, 15 000 უკრაინული გრივნას ღირებულების სხვადასხვა მოქალაქეთა კუთვნილი საკვლევი ნივთიერი მტკიცებულებები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კუთვნილი ტექნიკა: მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები. პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 2021 წლის 24 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე, 6 თვის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციაში საქმიანობის უფლება. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს განაჩენს სასჯელის ნაწილში არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. The post პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა appeared first on [/url]. ALIA.GE