
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
თბილისის “დინამოს” კაპიტანმა გიორგი პაპავამ ულამაზეს მოდელ მარიამ გველესიანს ხელი სთხოვა და გველესიანიც დათანხმდა. წყვილი ერთმანეთს უკვე წლებია ხვდება. View this post on Instagram A post shared by Anano Sakhelashvili (@anano_sakhelashvili) http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/04f201feeee91.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/7eb09efc95331.png http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/c0b329d31d5f1.pnghttp://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/7f27c68493fd1.png The post გიორგი პაპავამ ულამაზეს მარიამ გველესიანს ხელი სთხოვა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდ.მაკედონიასთან და ბულგარეთთან მოხვდა. ჯგუფური ეტაპის მატჩები 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება, 2022 წლის ზამთრის მსოფლიოს გამო კი ივნისში 4 შეხვედრა გაიმართება. A ლიგის ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს იქნება, ფინალი 18 ივნისს. С ლიგის პლეი-ოფებს კი 2024 წლის მარტში ვიხილავთ. ყველა ჯგუფის ბოლო ადგილოსნები ერთით დაბალ ლიგაში დაქვეითდებიან. როგორ აისახება ერთა ლიგის შედეგები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო სისტემაში, ამას მომდევნო წელს გავიგებთ. The post საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მე-4 ჯგუფში მოხვდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მიხეილ სააკაშვილის გზავნილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც ექსპრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე და წერს: „სააკაშვილის ბოლო პოსტი ივანიშვილის მისამართითაა, “შენს ხიხოსტანშიო”, ასე მიმართავს. ხომ მაგარი შემრიგებლური ტონია?! სააკაშვილისთვის, თავად თუ არაა ხელისუფლებაში, მთელი საქართველო ხიხოსტანია. მასე გააგრძელეთ. თქვენგან სხვა არცაა მოსალოდნელი.” “თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, დააპატიმრე ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, რათა ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში” – სააკაშვილი ივანიშვილს The post “სააკაშვილისთვის მთელი საქართველო ხიხოსტანია” – ამირან სალუქვაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საახალწლო მიღებაზე მიწვეულ პოლიტიკოსებთან, პრეზიდენტმა განაცხადა: …და ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ. ხანდახან ვლაპარაკობთ რომ მიუღებელია, მაგრამ რეალურად არ არსებობს სამომავლო გეგმა და ვერც იქნება, ქვეყანა რომელიც არ იქნება გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაერთიანებაზე. პერსპექტივა და ერთიანობა დავანახოთ ჩვენ აფხაზებს და ოსებს და ვაჩვენოთ რომ ეს არის ნამდვილი გზა. “დავხუროთ წარსულის ფურცლები” – რას მოგვიტანს შერიგება პრეზიდენტის აზრით? The post “ოკუპაციაზე პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ, რეალურად არ არსებობს სამომავლო გეგმა” – პრეზიდენტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკოსებთან შეხვედრისას, ამბობს: დროა – ახალგაზრდებისთვის. არ დავხუჭავთ თვალს, ვიცით, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან. არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს პერსპექტივას. მე პირადად ვგრძნობ ჩემ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. 5 რამ, რისი შეცვლის დროც მოვიდა – “დროა!” – სალომე ზურაბიშვილი The post “ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, სადაც ვერ ხედავს პერსპექტივას” – ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საახალწლო მიღებაზე მიწვეულ პოლიტიკოსებთან, პრეზიდენტმა განაცხადა: მთავარია, რას მოგვიტანს ეს პროცესი, თუკი წავიყვანეთ წარმატებულად. ეს გვაძლევს საშუალებას, წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ წარსული, დავხუროთ წარსულის ფურცლები, რომლებიც გვაწვება მძიმედ და მომავალი დავინახოთ ნათლად. ეს მოგვიტანს შინაგან, შედარებით მაინც დამშვიდებას, არ ვიცი თუ გვაქვს უნარი, მთლიანად დავმშვიდდეთ და შეიძლება არც იყოს საჭირო… მოგვცემს გამყარებას დემოკრატიისას, თუ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, ამითი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება დემოკრატიის პორცესი. სენი, რომელიც შეიძლება მოედოს მთელ მსოფლიოს, ვნახეთ პარტნიორ ქვეყნებში, რა დოზით შეიძლება გაღვივდეს დაპირისპირება და შეიძლება გავხდეთ მაგალითი, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო იმ პროცესის დაწყება, რაც დიდმა ქვეყნებმა ვერ გაბედეს… და ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ. ხანდახან ვლაპარაკობთ რომ მიუღებელია, მაგრამ რეალურად არ არსებობს სამომავლო გეგმა და ვერც იქნება, ქვეყანა რომელიც არ იქნება გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაერთიანებაზე. პერსპექტივა და ერთიანობა დავანახოთ ჩვენ აფხაზებს და ოსებს და ვაჩვენოთ რომ ეს არის ნამდვილი გზა. კიდევ ერთხელ, ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ ის მინიმალული კონსესუსი შეიქმნას, როგორი უნდა იყოს მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის გზა, ეს არავის ხელში არ არის, ეს არის ერთობლივ ხედვაში, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები. ყველაფერში თანხმობაში ვერ ვიქნებით, მაგრამ რაღაცეებზე უნდა შევძლოთ თუ არა შეთანხმება, ერთად საუბარი, იმისთვის რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ. ერთობლივი და ეროვნული საუბარი ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოსაც, ეროვნული საუბარი უნდა შევძლოთ მომავალშიც, ამითი ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა. “ეს უნდა იყოს ქართული პროცესი” – როგორ აპირებს პრეზიდენტი მოლაპარაკებების წარმართვას? The post “დავხუროთ წარსულის ფურცლები” – რას მოგვიტანს შერიგება პრეზიდენტის აზრით? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„რეფორმებს ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ქვეყანაში ფასები და სიღარიბის მაჩვენებელი გაზრდილია, ინვესტიციები შემცირებულია და იკლო შობადობამაც. მანჯგალაძე მიმართავს ნათია თურნავას კითხვით, კიდევ რა მაჩვენებელი უნდა გაუარესდეს, რომ მთავრობამ სრული შემადგენლობით გადადგომაზე იფიქროს. „აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 20%-ს გადაუცდა, გაზრდილია ფასები, საწვავთან დაკავშირებით საწინააღმდეგო გვაქვს, ბირჟაზე დაკლებულია ფასი, საქართველოში გაზრდილია. არის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და მთავრობა ამაში თავის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს, გაზრდილია სესხებზე პროცენტი, შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შობადობაც შემცირებულია – რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, კიდევ რა სტატისტიკა უნდა გაუარესდეს ქვეყანაში, რომ თქვენ და მთავრობამ გადადგომაზე იფიქროთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. The post მანჯგალაძე თურნავას: კიდევ რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ მთავრობამ გადადგომაზე იფიქროს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ნათია თურნავას, რომ ჯანდაცვის მინისტრის მსგავსად, განცხადება დაწეროს და თანამდებობა დატოვოს. სამადაშვილი ამბობს, რომ იმ მონაცემების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, ეკონომიკის მინისტრი მარტო წასვლის შესახებ კი არ უნდა წერდეს განცხადებას, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს. „გამაოგნებელია, ქალბატონო ნათია, თქვენი და თქვენი კოლეგების პათოსი, რომ მადლობები უნდა გადაგიხადოთ ვინმემ. თქვენმა კოლეგამ, ჯანდაცვის მინისტრმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაწერა განცხადება წასვლაზე იმიტომ, რომ ცხადია, რომ უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს და მოგიწოდებთ, რომ შეუერთდეთ მას განიხილოთ განცხადების დაწერა რაც შეიძლება მალე იმიტომ რომ იმ მონაცემების მქონე ქვეყანას, რაც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკის მინისტრი მარტო განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარსაც უნდა იყრიდეს“, – განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. The post სამადაშვილი თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„“კოვიდმა“ კი არ დაანგრია ეკონომიკა, მთავრობამ დაანგრია, როცა ბიზნესმენებს მუშაობ აუკრძალა“, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეკონომიკამ აღდგენა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეზღუდვები მოიხნა და ბიზნესმა მუშაობა განაახლა და ეს ზრდა მთავრობამ არ უნდა მიიწეროს. „“კოვიდმა“ კი არ დაანგრია ეკონომიკა, მთავრობამ დაანგრია, როცა ბიზნესმენებს მუშაობ აუკრძალა. საბოლოო ჯამში კოვიდს არ უნდა დავაბრალოთ ეს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ავუკრძალეთ ხალხს მუშაობდა ამიტომ ხალხი გაღატაკდა, მერე დავუბრუნეთ მუშაობის უფლება ხალხს და ეკონომიკური ზრდა სწრაფი გვაქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. The post რაქვიაშვილი თურნავას – ეკონომიკა „კოვიდმა“ კი არა, მთავრობამ დაანგრია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„გამიცრუვდა იმედი იმიტომ, რომ თქვენი გამოსვლა იყო სადღეგრძელო სასურველ გეგმებზე“, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნათია თურნავას. მისი თქმით, მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს, როცა მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკა დუღს, მაშინ, როცა პროდუქტზე ფასები მზარდია. „სიმართლე გითხრათ გამიცრუვდა იმედი იმიტომ, რომ თქვენი გამოსვლა იყო სადღეგრძელო სასურველ გეგმებზე, ვიდრე რეალობის ამსახველი. თქვით, რომ კრიტიკა ისმის იმასთან დაკავშირებით, როცა ხაზს უსვამთ, ეკონომიკა გაიზარდაო, გაღიზიანებას იწვევსო. თუ გნებავთ ავუყვეთ მაღაზიებს და გაჩვენებთ, რომ ადრე თითო რვეული თუ იყო ნისიების ახლა ტომეულებია. მაღაზიაში და ყველაზე უგემური პური რომაა, დაჭრილი, 80 თეთრი რომ ღირდა და ახლა, რომ 1.60 ღირს და მინისტრ ამბობს, რომ ეკონომიკა დუღს და გადმოდის ეს არის გამაღიზიანებელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. The post ელისაშვილი თურნავას – თქვენი გამოსვლა იყო სადღეგრძელო სასურველ გეგმებზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„თქვენ მე ვერ გამეცით პასუხი კითხვაზე, რატომაა, რომ სახელმწიფო ქონება, რომელიც თქვენს სამინისტროს აქვს მართვაში, არის მიტაცებული”, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ნათია თურნავას. ახვლედიანი მოითხოვს, რომ მინისტრმა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ არის მიტაცებული ბახმაროსა და გომის მთაზე მიწები და სახელმწიფო რატომ ვერ აკონტროლებს პროცესს. „მე ვერ გამეცით პასუხი კითხვაზე, რატომაა, რომ სახელმწიფო ქონება, რომელიც თქვენს სამინისტროს აქვს მართვაში, ბახმაროსა და გომის მთაზე არის მიტაცებული. თქვენ გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე? ეს სახელმწიფოა თუ ბაბუამ დატოვა შთამომავლობით, შეგიძლიათ ამიხსნათ? გომის მთაზე და ბახმაროზე რაც ხდება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს არის თქვენი უწყების დანაშაული და თქვენი როგორც მინისტრის“, – განაცხადა ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. The post ახვლედიანი თურნავას – რატომ არის სახელმწიფო მიწები მიტაცებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
1 დოლარი ხვალ 3.0972 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0957 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.5017 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4873 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0114 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან – გაუფასურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„გამოსავალი არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაიაზროს რა მონსტრი ააგო“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა. ხვიჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ სინანულში უნდა იყოს. „ჩემი აზრით, ის სულ სინანულში უნდა იყოს. გამოსავალი არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაიაზროს რა მონსტრი ააგო. რას უშვრებოდა საკუთარ მოსახლეობას, მართლა რა შანსი „გამაზა“ ამ ქვეყნისთვის და ამის გააზრების მერე დაიწყება მისი პატიების პროცესი მოსახლეობიდან და მას აქვს შანსი, რომ ღირსეულად დაბრუნდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველთან“. The post იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი სულ სინანულში უნდა იყოს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
2019-2021 წლებში თავდაცვის სამინისტრომ საეთერო დროის დათმობისა და საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად 472 831 ლარი დახარჯა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებით, სამინისტრო მეტწილად მმართველი პარტიისადმი დადებითად განწყობილ ტელევიზიებთან თანამშრომლობს. „2019-2021 წლებში თავდაცვის სამინისტრომ „ტვ იმედთან“ 201 628 ლარის ხელშეკრულება, ხოლო „რუსთავი 2“-თან 131 759 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 12 აგვისტოს „ტვ იმედმა“ პროპაგანდისტული ფილმი გაავრცელა, რომლის თანახმად 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და არა რუსეთმა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. The post 2019-2021 წლებში თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაციის გასავრცელებლად 472 831 ლარი დახარჯა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-11 მუხლები, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას. „სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება უზრუნველეყო 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარება. შიდა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავისუფალია აირჩიოს ზომები, რომლებიც ღონისძიების არეულობის გარეშე ჩატარებას უზრუნველყოფს, თუმცა სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ მომზადებისას LGBT დემონსტრანტებისთვის სერიოზული საფრთხის განეიტრალებისთვის საჭირო რესურსების სათანადო შეფასება არ მომხდარა. იმის მიუხედავად, რომ რეალობა და რისკის მასშტაბი სრულად იყო გაცნობიერებული, პოლიციამ უფრო ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, რაც საშუალებას მისცემდა აპლიკანტებს გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ღონისძიება, თავისი როლი დაიყვანა [დემონსტრანტების] ადგილიდან გაყვანის გეგმის, როგორც ერთადერთი ალტერნატივის, შემუშავებამდე. ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები არასოდეს ყოფილა შიდა ხელისუფლების პრიორიტეტი. ზემოაღნიშნულის ფონზე, სასამართლო ასკვნის, რომ დაირღვა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება კონვენციის მე-11 მუხლის მე-14 მუხლთან ერთად ფარგლებში“, – ,%22itemid%22:[%22001-214040%22]}"]აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post 17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„2021 წლის გაზაფხულზე შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა მიიჩნევს, რომ ბიზნესს სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა დაუბრუნეს. „ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ. The post თურნავა: ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო შევქმენით appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პრეზიდენტმა, პოლიტიკოსებთან შეხვედრისას, თქვა: “პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა – მესმის წინაპირობები, რაც უეჭველი ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი.“ შეგახსენებთ, დღეს გაჟღერდა კომენტარები, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე, მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესახებ თქვა – არა და არასოდეს. ეხება, თუ არა, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება – არაფერი არ არის გამორიცხული, მის სწორედ ამ ფრაზას – არა და არასოდეს, წესით, ეს მომავალში გამოჩნდება, თუმცა, ფაქტია, მოლაპარაკების პროცესის დაწყების წინაპირობას, ოპოზიცია, სწორედ სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებს. “ეს უნდა იყოს ქართული პროცესი” – როგორ აპირებს პრეზიდენტი მოლაპარაკებების წარმართვას? The post “არაფერია გამორიცხული” – პრეზიდენტი პოლიტიკოსების წინაპირობას პასუხობს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე მისულ პოლიტიკოსებს სიტყვით მიმართა: მინდა გითხრათ, როგორია ის პროცესი, როგორს ვხედავ – არა მაქვს რაღაცა ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც არ ექვემდებარება ცვლილებას, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით. მოვისმინე პირველი კომენტარები, მერეც მოვისმენ – გასაგებია, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა – ესეც ბუნებრივი ნაწილია და მოსალოდნელი, ეს რეაქციები ერთ რამეს ამტკიცებს – მართლაც დროა, სხვადასხვა ფორმით, ვინ როგორ ხედავს, აქედან გამოსვლის ფორმებს, მაგრამ, ის რომ ახლა აქედან გამოსვლის დროა, ეს უკვე მოცემულია. ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამოდენიმე მთავარ პრინციპს: ინკლუზიურობა – დღეს ყველა დარგი, სექტორი პოლარიზებულია და ყველა უნდა იყოს ჩართული. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე – დაიწყება კონსულტაციებით, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციების ფონზე, რათა საზოგადოებამ შეძლოს გაიგოს კონსულტაციების შინაარსი. პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა – მესმის წინაპირობები, რაც უეჭველი ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მე მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. აუცილებელია, იმისთვის რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, შედგეს კონსესურსის პლატფორმა, სადაც ჩართული იქნება პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები, სადაც გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ეს პროცესი, უნდა იყოს უცხოელებთან ერთად, თუ ქართული უნდა იყოს?დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, ეს უნდა იყოს, ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც უნდა იყოს ძალისხმევა ჩვენი პარტნიორების, მათ არ აქვთ შიგნიდან იმის გამოცდილება მართონ ასეთი მძიმე და ხანგრძლივი პროცესი – და ეს ნამდვილად იქნება ხანგრძლივი, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი, ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაცა ეტაპზე შეიძლება ჩართულნი იყვნენ პარტნიორები. გააჩნია რა დონეზე გადავალთ, ეს იქნება საკანონმდებლო დონე, ეს იქნება საზოგადოებრივი ქარტია, სახალხო კრება, თუ სხვა ფორმატი. 5 რამ, რისი შეცვლის დროც მოვიდა – “დროა!” – სალომე ზურაბიშვილი The post “ეს უნდა იყოს ქართული პროცესი” – როგორ აპირებს პრეზიდენტი მოლაპარაკებების წარმართვას? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ორი დღის წინ, კათოლიკოს-პატრიარქს კურთხევა სთხოვა ეროვნული შერიგების დასაწყებად, პოლიტიკოსებთან, ამბობს: “ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც დაყოფილია, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?” 5 რამ, რისი შეცვლის დროც მოვიდა – “დროა!” – სალომე ზურაბიშვილი The post “ეკლესიაც დაყოფილია, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?” – პრეზიდენტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე მისულ პოლიტიკოსებს სიტყვით მიმართა: “ჩვენი სახელმწიფო 30 წლისაა, ზრდასრულია და დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ ახალ, დამწიფებულ პოლიტიკაზე. დროა – საზოგადოება არამხოლოდ დაღლილია, გადაღლილია, ყველგან ისმის, რომ ეს მძიმე მდგომარეობა გაუსაძლისია, ამას ემატება, კოვიდი, სოციალური და ეკონომიური პირობები და ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ დავმშვიდეთ და მივხედოთ მთავარ საკითხებს – საზოგადოების გაერთიანება, შიდა განვითარება ეკონომიკა… ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც დაყოფილია, სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? გვავიწყდება გარე მსოფლიო, შიგნით ვართ მიჯრილნი, შიგნიდან ვუყურებთ და გარეთ როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს რაღაცნაირად გვავიწყდება. დროა – ახალგაზრდებისთვის. არ დავხუჭავთ თვალს, ვიცით, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, წავიდნენ აქედან. არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს პერსპექტივას. მე პირადად ვგრძნობ ჩემ პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის – თუ არ გვინდა დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც გვაქვს, ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი მნიშვნელობის დაბრუნება, ახალ მსოფლიოში ჩვენი ფუნქციის მოკვლევა – ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრებთ, ცალ-ცალკე ვერსად ვერ წავალთ. ბოლოს, დრო არის ჩემთვის, სამი წელი გავიდა… ამ სიტუაციების ექსპერტებთან ბევრი ვისაუბრე და სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება განკუთვნილია წარუმატებლობისკენ. საჭიროა, ბოლომდე მიხვიდე, დაინახო უფსკრული რომ მერე მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება. ვალდებულად ვთვლი, ამ პროცესზე ვიყო პასუხიმგებელი, ამის იქეთ არა მაქვს სხვა პოლიტიკური ამბიცია, მაქვს ამბიცია, დაგეხმაროთ თქვენ, დავეხმარო საზოგადოებას. ამ პროცესში ყველას ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველა არ იმყოფება და ეს ჩემთვის გასაგებია, არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს, არ ვთვლი არც შეურაცხყოფად, არც უხერხულობად, იქნება ბევრი სხვა საშუალება. The post 5 რამ, რისი შეცვლის დროც მოვიდა – “დროა!” – სალომე ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე მისულ პოლიტიკოსებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თქვა: “არ დავმალავ, ჩემი მიზანია ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა, ჩვენ ვართ განწყობის ხალხი… მნიშვნელოვანია შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას. ამითი არაფერი ახალი არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი. თუნდაც ეს ერთად დგომა არის პოზიტივი და პოზიტივი იქნება ხალხისთვისაც. პოლარიზაციამ გააჩერა, ჩაძირა ქვეყანა. ჩვენი სახელმწიფო 30 წლისაა, ზრდასრულია და დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ ახალ, დამწიფებულ პოლიტიკაზე. გავიარეთ რთული პროცესები, სულ იყო ორი ბანაკი და დაპირისპირება.” The post “ჩვენ ვართ განწყობის ხალხი… ჩემი მიზანია ახალი განწყობის შემოტანა” – პრეზიდენტი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე: “სინოვაკის” ვაქცინას პირველი “ლურსმანი” უკვე დააჭედა ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც დაადგინა, რომ “სინოვაკი”, სავარაუდოდ, არაეფექტური ვაქცინაა კოვიდის ომიკორნის ვარიანტის წინააღმდეგ. კოვიდის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ კიდევ უფრო გაამძაფრა “სინოვაკის” ვაქცინის ეფექტურობაზე დისკუსია აკადემიურ წრეებში. ფხაკაძე იყო და არის საქართველოში “სინოვაკის” შემოტანის სასტიკიკი წინააღმდეგი პირველივე დღიდან. ეს ყველასთვის ცნობილია. დღესდღეობით 2.3 მილიარდი ადამიანი არის აცრილი ამ ვაქცინით. მაგრამ: ყველაზე გაუმჭირვალე ვაქცინაა მსოფლიოში (თითქმის არაფერი ვიცით უკუჩვენებებზე, და ასე შემდეგ), კვლევების ნაკლებობა (დამოუკიდებელი მკვლევარების ღია და მაღალი დონის კვლევები არ გვაქვს), ინფორმაციის არარსებობა (ფაიზერზე ვინმეს თავი ასტკივდება, ერთ თვეში მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს და თურმე სინოვაკზე არავის თავის ტკივილიც არ აქვს), შეკვეთილი კვლევების რეკლამირება (შრილანკის ცნობილი კვლევა და ასე შემდეგ), და ძირითადად დიქტატორულ ან/და ღარიბ ქვეყნებში გამოყენება სინოვაკის (ინფორმაციის მანიპულაცია ან არ არსებობა) დღეს გამოქვეყნებული კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტიდან არის პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომ შესაძლოა, სინოვაკის ვაქცინა ვერ იცავს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან. რა თქმა უნდა კვლევა საკმაოდ მცირეა, მაგრამ პირველი სოლიდური კვლევაა. ფაქტია, სინოვაკი დიდხანს ასე ვერ გააგრძელებდა. ეს დროის ფაქტორი იყო და ომიკრონმა, უბრალოდ, პროცესი დააჩქარა. დღესდღეობით მარტო ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის ყველაზე ეფექტური ვაქცინები და ფაიზერის ბუსტერი არის ჯერჯერობით უალტერნატივო” The post ამ ვაქცინას პირველი ლურსმანი უკვე დაეჭედა – ფხაკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დღეს “ვალენსია” კოპა დელ რეის 1/32 ფინალში “არენტეიროს” ესტუმრება და განაცხადში მხოლოდ 2 მეკარეა – ხაუმე და გიორგი მამარდაშვილი. “უტრილასთან” წინა მატჩში კარში ხაუმე იდგა, რომელსაც გოლი არ გაუშვია, თუმცა დღეს, ბორდალასმა, როტაციის წესით მამარდა უნდა დააყენოს. გიორგის 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და მის ნაცვლად ლა ლიგაში ნიდერლანდელი იესპერ სილესენია. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება. The post მამარდაშვილი თუ ხაუმე? ქართველს 3 თვის შემდეგ შანსი აქვს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article