
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი თავად ავრცელებს. „ხვალ, 11:00 საათზე საერთაშორისო თაღლითურ სქემასთნ დაკავშირებით, რომელიც აწყობილი აქვს სუსს და უჩა მამაცაშვილს გამოკითხვაზე მივდივარ შსს – ში თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ვაპირებ, მივიდე და ოფიციალურად დავაფიქსირო ყველა სავარაუდო დამნაშავე და საერთაშორისო თაღლითი, ქურდი“, – წერს ლევან ხაბეიშვილი The post ლევან ხაბეიშვილი შსს-ში დაიბარეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება“, – ამის შესახებ განცხადებას დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლები ავრცელებენ ქალაქ ლივერპულში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი შვიდეულის ქყვეყნებმა რუსეთის აგრესიაზე და მის წინააღმდეგ გაერთიანებაზე ისაუბრეს. მხარეები რუსეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თუ აგრესორი ქვეყანა უკრაინის წინააღამდეგ იმოქმედებს, შედეგები უმძიმესი იქნება. The post დიდი შვიდეულის ქყვენები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედი იუწყება. „ერთი შემთხვევა სტამბოლში, ხუთი კი იზმირში დაფიქსირდა“ , – განაცხადა მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ. მისი თქმით, ვინც ახალი შტამით დაინფიცირდა, ძალიან მსუბუქი სიმპტომები დაუფიქსირდათ და არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალიზაცია. „ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა ინერვიულონ. ვაკვირდებით, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, ნაკლებად იწვევს მძიმე შემთხვევებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. The post თურქეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ავსტრია ვაქცინირებული ადამიანებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლოკდაუნს აუქმებს. ინფორმაციას ბრიტანული მედია აქვეყნებს. სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები იყო დაწესებული. შეზღუდვები ქვეყნის შიგნით რეგიონების მიხედვით განსხვავდებოდა. ზოგიერთ რეგიონში რესტორნებისა და სასტუმროების გახსნა იგეგმება. მიუხედავად ამისა, მთელს ქვეყანაში რესტორნები 11 საათზე დაიხურება და ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეებსა და მაღაზიებში სავალდებულო იქნება. კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა, გასულ კვირას აღნიშნა, რომ ავსტრიის ცხრა რეგიონიდან თითოეულში შეზღუდვები შეიძლება გამკაცრდეს ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე. არავაქცინირებული ადამიანებს კი ლოკდაუნში ყოფნა მოუწევთ, გამონაკლისების გარდა, როცა მათ მაღაზიებში სიარული, ექიმთან ვიზიტი ან ვარჯიში დასჭირდებათ. ავსტრიის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლები აუცილებელია ვირუსის გასაკონტროლებლად. მოსახლეობის მხოლოდ 67.7% არის სრულად ვაქცინირებული, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპისთვის. ამ ზომებს შორის არის ვაქცინის ეროვნული მანდატი, რომელიც ძალაში 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა მაცხოვრებლისთვის თებერვალში შევა. The post ავსტრიაში ვაქცინირებული ადამიანებისთვის ,,ლოქდაუნი“ უქმდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს რათა დაუყონებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – წერია განცხადებაში. The post ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დღეიდან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ახალი წევრი, ფსიქიატრი შეისწავლის. ფსიქიატრი კონსილიუმის სხვა წევრებთან ერთად ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შევიდა. როგორც სააკაშვილთან შესვლამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით დასკვნა და რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი. „სამედიცინო შემოწმება მოხდება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნა. დღეს ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი-ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით. ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით“ , – განაცხადა ლომჯარიამ. The post ნინო ლომჯარია სააკაშვილზე: ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ წუხილი, რაც დოზირებასთან დაკავშირებით გამოითქვა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
კორონავირუსის ახალი შტამი დღეისთვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები მეზობელ თურქეთსა და რუსეთშიც გამოვლინდა. პაციენტთა უმრავლესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, რაც მეცნიერთა მტკიცებით, ახალი შტამისთვის დამახასიათებელია, თუმცა, „დელტა“ ვარიანტისგან განსხვავებით, ის გავრცელების უფრო მაღალი უნარით გამოირჩევა. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენად მდგრადია ახალი შტამი არსებული ვაქცინების მიმართ. ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, კოვიდ-ვაქცინის ორი დოზა, „ომიკრონ“-შტამით დაინფიცირების პრევენციის კუთხით საკმარისი არ არის, მესა დოზა კი დაცვას, თითქმის 75%-მდე ზრდის. The post კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
იტალიაში, კუნძულ სიციალიაზე, აფეთქების შემდეგ ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს. მაშველები მუშაობას აგრძელებენ. ისინი კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. მედიის ინფორმაციით, 4-სართულიანი შენობა ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. მაშველებმა ხანდაზმული ქალი გადაარჩინეს. სახლში 9 ადამიანი ცხოვრობდა. შემთხვევისას, მათთან სტუმრად ორსული ქალი და მისი მეუღლე იყვნენ. ისინი ამ დრომდე არ უპოვიათ. არსებული ინფორმაციით, ქალაქ რავანუზაში მდებარე შენობაში გაზის მილის აფეთქდა, რასაც ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა. The post იტალიაში, შენობის ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ახალქალაქში დაიჭირეს კაცი, რომელმაც 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. The post ახალქალაქში დაიჭირეს კაცი, რომელმაც 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„შედგება თუ არა პოლიტიკური შერიგება?“, – ეს იყო კითხვა, რომელსაც დღეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერები პასუხობდნენ. საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პოლარიზაციის დასრულების საჭიროებაზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა „მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“. როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის შერიგებისკენ მიმავალი გზა მთავარი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ მონანიებაზე, ხოლო ოპოზიციისთვის სასამართლო რეფორმაზე, მართლმსაჯულების დეპოლიტიზებასა და სამართლიან არჩევნებზე გადის. „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკა ამჯერადაც უცვლელი იყო, მაგალითად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მანამ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებს არ აღიარებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. „სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარდგა მისი არაერთი ლიდერი, შეუძლებელი იქნება შერიგებაზე საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იზიარებს თანაგუნდელის პოზიციას და ამბობს, რომ შერიგებას აქვს წინაპირობა, ჩადენილი დანაშაულების მონანიების სახით. „შერიგებას პოლიტიკაში აქვს თავისი წინაპირობები. ამის წინაპირობა არის, პირველ რიგში, სინანული და მონანიება, საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საქართველოს პარტნიორებისთვის თვალის ასახვევად იყო და საკითხს გაგრძელება არ ექნება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიესალმება ზურაბიშვილის ინიციატივას და იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტის განცხადება ცარიელ სიტყვებად არ დარჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლარიზების დასრულებისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სასამართლოს დეპოლიტიზება და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი. „ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა: ფიქრი და ქმედება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მზადაა დიალოგის დასაწყებად, თუმცა შერიგებისთვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი არჩევები. „რაზე უნდა შევთანხმდეთ მაშინ? 1. თამაშის წესებზე: დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო; 2. ძალაუფლების განმსაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, სადაც, დღევანდელი მოცემულობით, ვერავინ 100 პროცენტით ვერ მოვა, ამას ყველა უნდა შევეგუოთ. შეიძლება ოცნებაც იყოს რაღაც დოზით, გახარიაც და სხვაც“, – განაცხადა ელენე ხოშტარია. „ენმ“-ს წევრი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაშვილისა და „ქართული ოცნების“ განცხადებები შერიგებასთან დაკავშირებით ლიტონი სიტყვებია და მხოლოდ პარტნიორებისთვის თვალის ახვევას ემსახურება. „ქართული ოცნება“, რომელიც უკიდურესად დაზიანდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ცდილობს ლიტონი სიტყვებით აღიდგინოს რეპუტაცია საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა, შედგება თუ არა საერთო ეროვნული შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის და თუ შედგება, რა კომპრომისზე წავლენ მხარეები. The post „მონანიება თუ რეფორმები“ – შედგება თუ არა პოლიტიკური შერიგება? appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
4 დეკემბერს სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის ძმა „ტვ პირველთან“ ყვება, რომ ძმა ბოლოს მკვლელობამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ნახა. ის დედასთან სამსახურში იყო მისული. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მისივე ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი დანა, დავით კრავეიშვილს არ ეკუთვნოდა. ბოლოს მაღაზიაში იყო დედასთან. 10 წუთით ადრე. იქ არაფერი არ უთქვამს. გავიდა იქიდან და უნდა მოსულიყო. არავინ გამოჩენილა იქ. ჩემი ძმა არ გადაადგილდებოდა დანით. არასდროს. კონფლიქტი არ ჰქონია“, – განაცხადა მოკლული კრავიაშვილის ძმამ „ტვ პირველთან“. შეგახსენებთ, რომ 15 წლის დავით კრავეიშვილი 4 დეკემბერს სანზონაში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებული ორი პირი. დაკავებულებიდან ერთს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი მკვლელობის დაფარვას ედავებიან. The post სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის ძმა განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ჩემს გადადგომას ვერ ეღირსებით უახლოს მომავალში“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ტვ პირველთან“ განაცხადა. მისი თქმით, ჩიტი, რომელსაც მედიისთვის მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მიაქვს ბოლო წლებში 10-ჯერ მაინც შეცდა. „ის ჩიტი, რომელსაც თქვენთან მოაქვს ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთი 10-ჯერ უკვე შეცდა და ჩამოწერეთ ეგ ჩიტი. რას მელაპარაკებით, ეს ინფორმაცია თქვენ გორიდან ხომ არ გაქვთ, ჰოსპიტლიდან, ან სად იგეგმება ეს თქვენი ფანტაზიები. ჩემს გადადგომას ვერ ეღირსებით უახლოს მომავალში“, – განაცხადა ნათია თურნავამ „ტვ პირველთან“. The post ნათია თურნავა: ჩემს გადადგომას ვერ ეღირსებით appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საქართველომ და უკრაინამ ძალიან აქტიურად გააგრძელონ დასავლეთთან თანამშრომლობა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მამულაშვილი ამბობს, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება რეალური ხდება, ამას ხედავს რუსეთიც და სწორედ ამის გამოძახილი იყო გუშინ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. „ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საქართველომაც და უკრაინამაც ძალიან აქტიურად გააგრძელონ დასავლეთთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ რეალური შანსი ნატო-ში გაწევრიანების მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო რეალისტური ხდება, ვიდრე ეს იყო აქამდე და შესაბამისად, რუსეთსაც რეაგირება აქვს ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც ხედავს იმ საშიშროებას, რომ უკრაინა და საქართველო, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრები“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე“. რუსეთის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მას მიუღებელი უწოდა. რუსეთს პასუხობს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც და ამბობს, რომ „ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა“. The post მამულაშვილი: ნატო-ში გაწევრიანების შანსი ბევრად უფრო რეალისტური ხდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოკუპანტი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში „აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა“. როგორც სამადაშვილი ამბობს, რუსეთის საგარეოს განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი პოზიცია უნდა დააფიქსირო. ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ ყოველი დღე, რომელსაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად ვერ იყენებს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა. „ძალიან აშკარაა, რომ რუსეთი სხვა ფაზაში გადავიდა, მე ვიტყოდი აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა, რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ის უკვე მოითხოვს არამხოლოდ პროცესის შეჩერებას, არამედ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას და დეზავუირებას იმ განაცხადის, რაც არის ჩაწერილი ნატო-ს უმაღლესი პოლიტიკური ფორუმის შესაფერის დოკუმენტებში. ამაზე საჭიროა ძალიან მკვეთრი პასუხის როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად მობილიზება შესაბამისი რეაგირების დასავლეთის მხრიდან. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებთ, ნატოში ჩვენი გაწევრიანების დასაჩქარებლად, არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ რუსეთი გადავიდა აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე“. The post სალომე სამადაშვილი: რუსეთი აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
პარლამენტის წევრი, ბუბა კიკაბიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა. კიკაბიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან და რა პოზიცია აქვს ზელენსკის სააკაშვილის საქმეზე. კიკაბიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, უკრაინაში პოსტს არ ჩააბარებდა. „მე რამდენიმე გადაცემაში ვთქვი, რომ შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის. ცუდი პოზიცია, რომ ჰქონოდა არ დანიშნავთ იქ სამსახურში, ეგრეა“, – განაცხადა ბუბა კიკაძემ. The post ბუბა კიკაბიძე სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„არ ვიცი რამდენად გულწრფელია ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ შერიგებისთვის საჭიროა მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. „არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს. ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა: ფიქრი და ქმედება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას“, – წერს ხატია დეკანოიძე. The post დეკანოიძე: შერიგებისთვის საჭიროა მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა“, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. „ჩვენი პოზიცია უცვლელია – ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი რუსეთიც არის. მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთის ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე“. The post იენს სტოლტენბერგი: ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და მას მიუღებლად მიიჩნევს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები” გაუქმებას. 2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. The post საქართველოს საგარეო უწყება კრემლის განცხადებას პასუხობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„რუსეთმა დაარწმუნა შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო, რომ არ აპირებს გააგრძელოს ესკალაცია უკრაინის ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მას შორის მოლაპარაკებისას საუბარი კომპრომისებზე არ ყოფილა. „მესიჯი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მივიღე, რომ რუსეთმა დაარწმუნა შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო, რომ იგი არ აპირებს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიებზე ესკალაციის გაგრძელებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ზელენსკი: რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე ესკალაციას აღარ გააგრძელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 648 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 187, იმერეთი – 558, ქვემო ქართლი – 182, შიდა ქართლი – 251, გურია – 85, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 117, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20“, – აღნიშულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. The post კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა დედაქალაქსა და რეგიონებში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo