Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. საქართველოში მოთოვს. შესაძლოა, მოთოვოს თბილისშიც – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 18-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. თბილისში კი 18-19 დეკემბერს, დღის საათებში, შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან კი დედაქალაქშიც აცივდება. The post თბილისში შესაძლოა მოთოვოს – უახლოესი დღეების ამინდი appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. “თუ ჩვენ ავყვებით “ქართული ოცნების” უმარტივეს თამაშს, რამდენი პარტიაა საქართველოში, ამ პარტიებს ჰყავს თითო ან ორ–ორი ლიდერი, ასე ჩამოგვივლიან ყველას, დაგვიჭერენ და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება უნდა გაჩერდეს?! ეს ხომ არალოგიკურია“, – ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ანა დოლიძემ განაცხადა. „ახლა “ნაციონალური მოძრაობის” და თუნდაც ჩვენი ამომრჩეკელი პოლიტიკურ შეთანხმებასა და სალომე ზურაბიშვილის სასახლეზე კი არ ფიქრობს, როგორ იყიდოს ნიგოზი, ამას ფიქრობს. რადგან, ბაზარზე არსებულ ფასებს ცეცხლი უყიდია და მოქალაქეებს ხელფასები 2003–2004 წლის დროინდელი აქვსთ,’– განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, მთავარი მიზანი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაა. “ჩემი პარტიის მიმართებაა,რომ სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკი კი არა, უთოს რომ ჩართავ, იქიდან უნდა ისმოდეს იმ პრობლემებზე ლაპარაკი, რაც დღეს ქვეყანას აქვს”– განაცხადა ანა დოლიძემ. The post “ახლა ჩვენი ამომრჩეველი პოლიტიკურ შეთანხმებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ფიქრობს, როგორ იყიდოს ნიგოზი”– ანა დოლიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. „პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, ძველი დემოკრატიებიც დააზარალა, ბევრ ქვეყანაშია და საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაში და საერთო გამოსავალი უნდა მოიძებნოს. „ასევე ცნობილია შიდა უკიდურესი გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოში; პოლარიზებული არჩევნები, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი საკითხია, სადაც სახელმწიფო ინტერესები ცალსახად გვერდით არის გადადებული ცალკეული პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ. ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ ამ პოლარიზაციის გამო. როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია ბევრ ქვეყანაში და საერთო გამოსავლები უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. The post სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. სამოქალაქო აქტივისტი მათ, ვისაც შესაძლებლობა აქვს, სთხოვს, საახალწლოდ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის გადასაცემად განსაზღვრულზე ცოტა მეტი პროდუქტი იყიდონ. გთავაზობთ მის პოსტს: „კეთილო ადამიანებო მოგვადგა ახალი წელი. ყველას ძალიან გაუჭირდა და წელს კიდევ უფრო მეტი ოჯახი ითხოვს სულ მცირე შემწეობას. მოდით, კიდევ ერთხელ ვიყოჩაღოთ!.. საახალწლო საყიდლებზე რომ წახვალთ, ტკბილეულს რომ იყიდით, გაიხსენეთ ეს პოსტი და იქნებ, მოგიხერხდეთ ნახევარი კილოგრამით მეტის ყიდვა? 100-მდე ოჯახი შევარჩიეთ ჩვენს ბაზაში, ვინც ამ დღესასწაულებზე ერთ კანფეტსაც ვერ იყიდის წელს. მოგვეხმარეთ, სულ მცირე სიკეთით კიდევ ერთხელ გადავწეროთ საახალწლო დღესასწაული… ჩემო კარგო ქვეყანავ…“ The post „საახალწლო საყიდლებზე რომ წახვალთ, იქნებ, მოგიხერხდეთ ნახევარი კილოგრამით მეტის ყიდვა?“ – გიგა მაქარაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 2015 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — “ხელოვნების ქურუმი” გადაეცა. The post ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. 86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ანსამბლ „ერისიონში“ ადასტურებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს „ერისიონის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ჯემალ ჭკუასელს პარკისონის დაავადება ჰქონდა, გუშინწინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა. ჯემალ ჭკუასელი 1976-1979 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. ჯემალ ჭკუასელს 1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1995 წელს კი ღირსების ორდენის კავალერი წოდება მიენიჭა. 2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჯემალ ჭკუასელს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. The post 86 წლის ასაკში ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. „მათი არსებობა განათლების დაბალი დონის ბრალია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა საშუალო განათლების მქონე ქვეყნებშია. „მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია ყველამ დავაკელით, მათ შორის, მეც, ჩვენმა ინსტიტუტმაც. მე ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ და კი ბატონო, მეტი იყო საჭირო. მეორე, არ მოეწონებათ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ალბათ, მაინც დაკავშირებულია ზოგადად, საშუალო განათლების დონესთან ქვეყანაში. სამწუხაროა, მაგრამ არის. ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა სად არის, რომელ ქვეყნებში? სადაც, სამწუხაროდ, საშუალო დონე მოიკოჭლებს. მზადდება კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული ახალი გეგმა. წინა გეგმაში სამიზნე გვქონდა მოზრდილი მოსახლეობის 60% და ჩვენ გავალთ, დაახლოებით, 40%-ზე. ეს 40% არის ჯანმოს სამიზნე საშუალო განვითარების და ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post გამყრელიძე ანტივაქსერებზე – მათი არსებობა განათლების დაბალი დონის ბრალია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  8. 17 დეკემბერს ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა. ქართველ ძალოსანს გამარჯვებ უამრავმა ადამიანმა მიულოცა, რომელთა შორის მისი ყოფილი კონკურენტი ბეჰდად სალიმიცაა. ვეტერანი ირანელი ძალოსანი სოციალურ ქსელში წერს: “ვაუ. გილოცავ, ლაშა. ლეგენდა!” http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/cats-8.jpg The post როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობას? (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. იხილეთ ვიდეო The post გაგიკვირდებათ – სომეხი კომენტატორის რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. ინტერნეტგამოცემა “ფუტბოლ ინსაიდერი” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ სამი კლუბი დაინტერესდა. წყაროს თანახმად, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ კონკრეტულ ინტერესს “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და “ევერტონი” აფიქსირებენ. კვარაცხელიას დამატებაზე “საუთჰემპტონიც” ფიქრობს. დასახელებულ კლუბებს ზამთარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურში” ან “მილანში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე. ქართველ ფეხბურთელსა და “რუბინს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. The post ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 3 კლუბი დაინტერესდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ ისაუბრა იმის შესახებ, თუ სად გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. როგორც ბრეგაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა იქნება, ექსპრეზიდენტს რუსთავის მე-12 ციხეში გადაიყვანენ. „მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძე. The post სად გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს – იუსტიციის მინისტრის განმარტება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  12. „დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებასთან არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ბოროტებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები წარმოადგენენ. „მოინანიონ, დანაშაულს თავის სახელი დაარქვან და მერე ვილაპარაკოთ არა შერიგებაზე, არამედ კონსტრუქციულობაზე და იმაზე, როგორ გავაგრძელოთ საქმის კეთება ხალხის საკეთილდღეოდ. თუ შერიგება გულისხმობს დამნაშავის ციხიდან გამოშვებას, შეგუებას გაუპატიურებასთან, ასეთ წარსულთან, სიბნელესთან, იმასთან, რომ რუსული საქმე აკეთოს ვიღაცამ და შენ გეძახოს რუსეთუმე, ბოროტებას რომ წარმოდგენს და შენ გეძახოს ბოროტი, ბიუჯეტის ფულს რომ იპარავდნენ და შენ გეძახოს ბიუჯეტის ქურდი – ამას თუ ეძახიან შერიგებას, ეს ვერ მოხდება“, – განაცხადა მდინარაძემ. The post მდინარაძე – დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებასთან არ ვაპირებთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „ფორმულას“ ეთერში თვითმმართველობებში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერი მერი აღნიშნავს, წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და ახლა პოლიტიკური ცხოვრება თანამდებობის გარეშე ვერ წარმოუდგენია. „მათ თანამდებობის გარდა პოლიტიკური ცხოვრება ვერ წამოუდენიათ. ადგილზე დაკარგეს ხელისუფლება და ახლა ცენტრალური ხელისუფლების ზურგით და მორევის მეთოდებით ცდილობენ ადგილზე დაკარგული ხელისუფლების გავლენების აღდგენას და წაგებული არჩევნების მოგებად გამოცხადებას“, – აღნიშნა ხარჩილავამ. წალენჯიხის მერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ვირუსივით არის. „“ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის, ეძებს ადამიანებში სუსტ წერტილებს და მუდმივად ამ სისუსტეებს უტევს – მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა, მისი შვეული მეთოდებია. ალბათ, ს ცდილობს ადამიანების გადაბირებასა და თავისუფალი ნების გატეხას, ჯერჯერობით ეს არ გაუვიდა, იმიტომ, რომ ოცნებასა და გახარიას პარტიას შორის ურთიერთობა არ განვითარდა ისე როგორც ეს მას უნდა, მაგრამ გახარიაც არ არის საბოლოოდ გამოხატული“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ „ფორმულას“ ეთერში. The post წალენჯიხის მერი: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. შრომის ინსპექციის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია. უწყებაში აცხადებენ, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე – ბიზნესის მდგრად აღდგენას. საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post შრომის ინსპექცია – ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  15. „მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია შედეგი შეიძლება სწრაფად დავინახოთ“, – ამის შესახებ აღნიშნულია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. „იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ. ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვალად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს! აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის”, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში. The post სააკაშვილი: იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. „არ ვართ დისკუსიის წინააღმდეგი, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია ამბობს, რომ სიმულაციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. „წინაპირობები ოპტიმიზმისთვის არ გვაქვს. თუ აღმოჩნდება, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, მზად არის იმოქმედოს და შეაჩეროს ის კატასტროფული კურსი, რაც ივანიშვილისა და მის გარემოცვას აქვს, მხოლოდ მოხარული ვიქნებით. არ ვართ დისკუსიის წინააღმდეგი, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ვისაც მტრად მიაჩნიხარ, ოღონდ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში არ ვაპირებ, რადგან უცნაური მიმდევრობაა, ჯერ უცხოეთში ფორუმზე ამის გამოცხადება, მერე რაღაც ცერემონიის დაგეგმვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს პროცესი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. The post ბოკერია შერიგებაზე – სიმულაციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მან +209 კგ. კატეგორიაში პირველობა კვლავ შეინარჩუნა და ზედიზედ მეხუთედ პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული მოიპოვა. ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია. The post ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  18. “შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი: “მე რა ვქნა მეე? ეხლა ამდენი კორუფციული გარიგებების ნეპოტიზმის და ბიზნესზე ფულის გამოძალვის მასალებს რომ ვიკვლევ. ან დაუშვათ ყველაზე ისეთი თემა რომ აღმოვაჩინო, კობახიძემ მამაის ტენდერი მისცა ან უჩამ ხელში ჩაიგდო აეროპორტი. ამ შერიგება შემორიგებაში ამ ფაქტებზე ოპოზიციონერები კომენტარებს აღარ გააკეთებენ? თუ მეც გავჩუმდე ოპოზიციის ხართრით შერიგებაში არ შეუშალო ხელი? ხვალ რომ მივადგე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას და ვუთხრა ამან ამდენი მოიპარა აი ფაქტებიო რას მეუბნებიან, ეხლა მაგის დრო არაა შევრიგდით ჩვენო ?” The post “რომ აღმოვაჩინო, კობახიძემ მამამისს ტენდერი მისცა, ოპოზიციონერები რას მეუბნებიან, შევრიგდითო?” – ვატო გელაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორ დოკუმენტს აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მოითხოვს ნატოს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამოირიცხოს. „არ განათავსონ დამატებითი სამხედროები და იარაღი იმ ქვეყნების გარეთ, სადაც ისინი იმყოფებოდნენ 1997 წლის მაისში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რუსეთისა და ნატოს წევრების თანხმობით; უარი თქვას ნატოს ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში; არ განათავსონ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმა; არ ჩაატაროს წვრთნები და სხვა მოქმედებები ბრიგადაზე მეტით შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში, რეგულარულად გაცვალოს ინფორმაცია სამხედრო წვრთნების შესახებ; დაადასტუროს, რომ მხარეები ერთმანეთს არ თვლიან მოწინააღმდეგეებად, გააძლიერონ შეთანხმება ყველა დავის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად და ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება; აიღონ ვალდებულება, რომ არ შექმნან პირობები, რომლებიც შეიძლება მეორე მხარის მიერ საფრთხედ აღიქმებოდეს; შექმენით ცხელი ხაზები სასწრაფო დახმარების კონტაქტებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. The post რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს მიმართ კონკრეტულ მოთხოვნებს ასახელებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. თბილისის უდიდეს ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს. ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო: ისნის რაიონში, 19:45-დან 02:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: იორის, ცუცქირიძის, ხიდისთავის, ვახტანგ მე-6 ის, ავლაბრის, გელათის, ლომოურის, გომელაურის, დუშეთის, არარატისა და ბაჩანას ქუჩებს; ნაძალადევის რაიონში, 18:15-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ზაქარაიას ქუჩას; სამგორის რაიონში, 16:30-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ზურაბ ჩაჩუას ქუჩას (აეროდრომის დასახლების 1; საბურთალოს რაიონში, 16:30-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფელ დიღომში – ჰუბერტის, კრისტიან სტივენსის, კლაპროტის, ბარონ დებაის, ზუტნერის, ხატაეთის და შერმადინის ქუჩებს; საბურთალოს რაიონში, 16:15-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღმი 7 და დიღომი 8; მთაწმინდის რაიონში, 15:00-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: კოჯორში – იუნკერების, თაყაიშვილის, უძოს, ნაძვნარის, სატყეოს და კვინიტაძის ქუჩებს; მთაწმინდის რაიონში, 14:45-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: წავკისში – გორგასლის, მარიჯანის, ჯაფარიძის ქუჩებს, ტაბახმელაში- კოჯრის გზატკეცილს და სულხან საბას; სამგორის რაიონში, 14:45-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფელ დიდ ლილოს. The post თბილისის უდიდეს ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა – GWP განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. 1 დოლარი ხვალ 3.0884 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0972 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4979 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.5017 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. ევროდეპუტატის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმებიან. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ღამის კლუბი მაინც გადაწყვეტს ღონისძიების ჩატარებას, ინსპექციას შესაბამისი რეაგირება ექნება. როგორც ფერაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ღამის კლუბებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია და საკითხის განხილვა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ღონისძიების ანონსის ან მისი თვითნებურად ჩატარების უფლება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამდე აქვთ. “ვერ ვიტყვი, რომ იყო დისკომუნიკაცია ღამეს კლუბებთან… პროტოკოლის დრაფტის შემუშავება არ გულისხმობს, რომ ნებართვა აქვს ამა თუ იმ სექტორს მიღებული. სავარაუდოდ, განწყობა უწყებების ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მზაობა და დამოკიდებულება სექტორის მიმართ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე თვითნებურად ანონსი უნდა გაკეთდეს ღონისძიებების ჩატარება, თუ არჩატარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მათ შორის, [ანონსი] როდესაც გავრცელდა პირველივე დღეს, კომუნიკაცია გვქონდა და მათ ავუხსენით, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ვერ იქნება ნებართვა მიცემული ვერც ერთ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია მათ აქვთ და მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მაინც დააანონსეს ივენთები”, – ამბობს ფერაძე რუსთავი 2-ის ეთერში. ფერაძემ ღამის კლუბების ხელმძღვანელებსაც მოუწოდა, რომ ღონისძიებები არ გამართონ, იქამდე, სანამ საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და უსაფრთხოების საბოლოო პროტოკოლზე არ შეჯერდებიან. “როგორც ჩანს, რამდენიმე ობიექტმა გადაწყვიტა, რომ დაანონსონ ივენთი, ჩვენ გვაქვს კვლავ კომუნიკაცია და მოვუწოდებთ, რომ არ არის ეს ნებადართული საქმიანობა და ჩვენ მოგვიწევს გეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს შესაბამისი რეაგირება, თუ აღმოვაჩენთ, რომ ესა თუ ის ღონისძიება კვლავ იმართება. ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ ეს არის გზა, ამდენი სახელმწიფო უწყება ერთობლივად ვმუშაობთ და საბჭოს უნდა წარედგინოს – საბჭო იმსჯელებს და თუ საბჭო მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ უნდა გაიხსნას ესა თუ ის სექტორი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე, ამიტომ ღია კარი, როდესაც არსებობს და მზაობა, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად მოხდეს ეს ქმედებები, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ წინსწრებით, რამდენიმე დღით ამა თუ იმ კომპანიამ მაინც განახორციელოს ღონისძება. ვფიქრობ, რომ არ მოხდება ასე, მიუხედავად ამისა, თუ რამდენიმე ორგანიზაცია მაინც დააანონსებს და გააკეთებს ამა თუ იმ ღონისძიებას, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – თქვა ბექა ფერაძემ. The post შესაბამისი რეაგირება გვექნება, თუ მაინც გაკეთდება ღონისძიებები – შრომის ინსპექციის უფროსი appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში, ჩვენ, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში – ამის შესახებ ანტიდასავლური და რადიკალური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა. „ჩასული იყო, რომ საკითხები წინასწარ მოამზადოს. იქითა წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში, ჩვენ, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში. მოსამზადებელი იყო ეს შეხვედრა. საუბარი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, დუმის აპარატებზე, რომლებთანაც მოსამზადებელი რუტინა გაიარა, შემდეგ უკვე ოფიციალურ პირებს შევხვდებით ჩვენ, როცა იქ ჩავალთ. საკითხები უნდა გაგვევლო ახლა წინასწარ, რისთვისაც პირადი კომუნიკაცია უფრო მისაღებია. შევხვდებით ყველას, ყველა სტრუქტურას, რომელსაც ხელეწიფება ჩვენი პრობლემის ირგვლივ საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა მორგოშიამ. ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის „ალტ-ინფოს” პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა“ 7 დეკემბერს დაარეგისტრირა. The post იანვარ-თებერვალში, მთელი პარტია ჩავალთ მოსკოვში – „ალტ-ინფოს“ პარტია რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გეგმავს appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. 17 დეკემბერს, ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა. ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა. გამარჯვების შემდეგ, ტალახაძემ ინგლისურენოვან ჟურნალისტს კომენტარი მისცა. ინტერვიუს ბოლოს კამერებმა მისი სიტყვები დააფიქსირეს. Unstoppable Lasha Talakhadze pic.twitter.com/AW4WGIaGTt — nina ¥ (@nin0ia) December 17, 2021 The post “ორ სიტყვას ვამბობ და ათს ამბობს” – ლაშა ტალახაძის კურიოზი ინტერვიუს დროს (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
×
×
  • შექმენი...