Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ვეტერანი, სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ თოფურია ფეისბუქზე მმართველ პარტიას და ოპოზიციას მიმართავს და წერს: “რომ შერიგდეთ ხელი გადახვიოთ ერთმანეთს და ……. “დრუჟნად” გაა..ათ ხომ არის გამოსავალი ქვეყნისთვის ?”"%20alt="%20alt= 17Giorgi Chik The post “რომ შერიგდეთ ხელი გადახვიოთ ერთმანეთს და…” – მალხაზ თოფურია appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და „ფორდ ტრანზიტის“ ტიპის მანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. The post ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – გარდაიცვალა ერთი პირი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. 1 დოლარი ხვალ 3.1002 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1004 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4924 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4932 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას გაჭირვებული ადამიანებუს დახმარებისკენ მოუწოდებს. “სანამ ფონდი „იავნანა“ ისევ ფეხზე დადგება, გაუსაძლის პირობებში არიან ოჯახები, ბავშვებს არ აქვთ საკვები, საწოლები,პამპერსები,კამფეტები, გათბობა, ენატრებათ ნაძვის ხე და სათამაშოები. ნუ ვიქნებით ამ მთავრობის იმედზე, გავერთიანდეთ და გავუთენოთ ბედნიერი ახალი წელი ადამიანებს, ვინც ჩვენს გვერდით უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. შედით ამ ლინკზე, ამოირჩიეთ რომელიმე ოჯახი და მომწერეთ თუ რით შეგიძლიათ დაეხმროთ.ყოველ ლარს აქვს დიდი მნიშვნელობა.გავუთენოთ ბედნიერი შობა ამ ოჯახებს. ერთად გადავარჩინოთ მომავალი!=AT1Q_5GGzTFlvMlwSRxNacza70UHdfrmWnE48gjIzFThmmat-BhQPyP2Ng7sLueZRcId7GoMfqdFnEUPjGg7HTZ_hSN_M2Esn-N4GT32VgZAeDxAcLYarZ5lSk4KZvV3PzPxRnu1JvuD8Y-ocJxSUsBv2wbYwkvfvN8"]https://bit.ly/3rSGGJL “, – წერს ბურჭულაძე ფეისბუქზე. The post მომწერეთ რით შეგიძლიათ დაეხმაროთ, ყოველ ლარს აქვს დიდი მნიშვნელობა – პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  5. არასრულწლოვანი ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. პედოფილიის შემზარავ შემთხვევაზე ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს. 40 წლამდე მამაკაცი 9 და 12 წლის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია მხილებული. არხის ინფორმაციით, მამა საკუთარ შვილებზე ნაქირავებ ბინაში სისტემატიურად ძალადობდა. “რუსთავი 2”-ის ცნბითვე, საქმეში კიდევ ერთი მამაკაცი ფიგურირებს. პედოფილების მსხვერპლ ბავშვებთან, ამჟამად, ფსიქოლოგები მუშაობენ. არასრულწლოვნები სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა. ამოღებულია მტკიცებულებები და დალუქულია დანაშაულის ადგილი. The post 9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს – 40 წლამდე კაცი შვილებზე სისტემატიურად ძალადობდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  6. დანიაში დევნილთა, ემიგრაციის და ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ინგერ სტოიბერგი სასამართლომ ახალგაზრდა მიგრანტი წყვილების დაცილების და მათ სხვადასხვა თავშესაფრებში მოთავსებისთვის დამნაშავედ ცნო. ამ საქმემ გამოიწვია სტოიბერგის იმპიჩმენტიც. ყოფილ მინისტრს 60-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ინგერ სტოიბერგი დანიის დევნილთა, ემიგრაციის და ინტეგრაციის მინისტრი 2015-2019 წლებში იყო. მინისტრობის პერიოდში მას მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდა და სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა, მათ შორის, მინისტრის გადაწყვეტილებით, 18-წელს ქვემოთ ახალგაზრდები თავის მეუღლესთან ერთად ერთ თავშესაფარში არ უნდა ყოფილიყვნენ მოთავსებული. სტოიბერგის განმარტებით, ეს პოლიტიკა ადრეულ ასაკში ქორწინებასთან ბრძოლას ემსახურებოდა. სოიბერგის განკარგულების საფუძველზე ერთმანეთს 23 დაქორწინებული წყვილი დააცილეს. რამდენიმე თვეში ამ ზომის გამოყენება შეწყდა. დაცილებულ წყვილებს შორის იყვნენ სირიელი რიმაზ ალკაიალი (იმ დროს 17 წლის) და მისი ქმარი ალნორ ალვანი (იმ დროს 26 წლის). ისინი იძულებული გახდნენ ოთხი თვის განმავლობაში ცალ-ცალკე ეცხოვრათ, მიუხედავად იმისა რომ ალკაიალი ორსულად იყო. წყვილმა სხვადასხვა თავშესაფრებში მოთავსების გამო დანიის ომბუდსმენს 2016 წელს მიმართა. ომბუდსმენის ოფისის გამოძიების და სპეციალური კომისიის გამოძიების დასკვნების მიხედვით, ინგერ სტოიბერგის ბრძანებები უკანონო იყო. დანიის კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების მიხედვით, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. გამომძიებელთა დასკვნით, წყვილების დაცილების დროს ეს მოთხოვნა უგულებელყოფილი იყო, რაც ადამიანის უფლებებს არღვევს. ორი დამოუკიდებელი იურისტის დასკვნით, ომბუდსმენის ოფისის გამოძიება მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველს იძლეოდა. 2021 წლის თებერვალში საპარლამენტო უმრავლესობამ, მათ შორის სტოიბერგის პარტიის წევრებმა მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი. იმის გადასაწყვეტად დაარღვია თუ არა მინისტრის მოქმედებამ ადამიანის უფლებებზე ევროპის კონვენცია და მინისტრის ანგარიშვალდებულების კანონი სტოიბერგის საქმე 26-მა უზენაესმა მოსამართლემ განიხილა, მათგან 25-მა ის დამნაშავედ ცნო. სტოიბერგის თქმით, ის გაკვირვებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მისი პოლიტიკის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინებასთან ბრძოლა იყო. მისივე თქმით, ის სასჯელს მოიხდის, თუმცა თავის გადაწყვეტილებებს არ ნანობს. წყარო The post მიგრანტი წყვილების დაცილებისთვის დანიაში ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  7. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა. არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიციის მაღალაჩინოსნები ე.წ. შავ სამყაროსთან დაკავშირებულ გარკვეულ პირებს იბარებენ და ეუბნებიან, რომ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნარკოტიკს, ან იარაღს ჩაუდებენ. 32 წლის რეზი ანთაძე ,,ტვ პირველს” პრევენციის მიზნით დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, პოლიციამ მას და ,,ქუჩის დალაგება” მოსთხოვა, ანუ ხელისუფლების სასარგებლოდ ხმების მოგროვება, რაზეც სამართალდამცველებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი მას იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრნენ. რეზი ანთაძე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან შანტაჟის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას გააჩნია. ჩემზე ყოველდღიურად ხორციელდება თვალთვალი, მიყურადება, არის მუქარები, უნდათ ჩემთვის იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადება. ვარ სამგზის ნასამართლევი. გარკვეული ტიპის დახმარება მთხოვეს არჩევნების პერიოდში, ვიღაც ტიპებთან გასაუბრება. როგორც კი უარი ვუთხარი, დაიწყო ჩემზე თვალთვალი, მაფრთხილებენ, რომ ჩემთვის იარაღის ჩადებას, ან ნარკოტიკის ჩადებას აპირებენ, 1937 წლის რეპრესიებზე არიან გადასული – აცხადებს ტვ პირველთან რეზი ანთაძე. რეზი ანთაძის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუცაში გავლენებით სარგებლობს, ამიტომაც აშანტაჟებს მას პოლიცია. რეზი არ არის ის ადამიანი, ვინც ვინმეს თავს გამოაყენებინებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფზე, მისი არდამორჩილება გამაღიზიანებელი არის პოლიციისთვის, ამიტომ შანტაჟის ხერხს მიმართეს. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მას იარაღს, ან ნარკოტიკს ჩაქუდებენ – ამბობს ადვოკატი. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აპირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართოს, რათა დაიცვას რეზი ანთაძის სიცოცხლე და უსაფრთხოება. The post ნარკოტიკის, ან იარაღის ჩადებით მემუქრებიან- რეზი ანთაძე პოლიციის მხრიდან შანტაჟზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებს საკუთარ წინამძღოლს. რაგბი საქართველოში სავარაუდოდ ყველას უყვარს. საქართველოს მერე, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გუნდი არის ახალი ზელანდიის ALL BLACKS. მათ საკულტო ცეკვა აქვთ, “ჰაკა”, სანამ თამაშს დაიწყებენ. ამ ცეკვის დროს გამოჰყავთ ხოლმე წინ რამდენიმე მოთამაშე, რომელიც თვალების დაქაჩვით ცდილობს, რომ შეაშინოს მოწინააღმდეგე, მომავალში სკამზე სხედან ხოლმე, არ თამაშობენ. ამიტომ ამისთანა ადამიანების წინ წამოწევით და თვალების დაქაჩვით ვერ შეაშინებს პროცესს. ჩვენ მოგვიწევს, ეს პროცესი გავაგრძელოთ, რამდენი სისულელეც არ უნდა ილაპარაკოს შალვა პაპუაშვილმა. თვალების ჩამქაჩავი არის. The post შალვა პაპუაშვილი თვალების დამქაჩავი არის – ნონა მამულაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. “მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით მიზანს ვერ მივაღწევთ… ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს, რომელიც მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე. საკუთარ ხალხზე “გამარჯვება” მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან. მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა. ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით!, – წერს მიხეილ სააკაშვილი. The post მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა – მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
  10. ფეისბუქ გვერდზე „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავტოსაგზაო შემთხვევას სასწაულებრივად გადარჩენილი მოქალაქე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “იარეთ ფრთხილად! გუშინ ღამე ამ შემთხვევამ შემიცვალა ცხოვრება. როგორ შეიძლება მიდიოდე შენს გზაზე ადამიანი მშვიდად და უცბად უგონოდ გახეულმა მთვრალმა ადამიანმა აგლეწოს! ჩვენ გადავრჩით დროული ტორმუზით რომლის შედეგადაც თავი მაგრად დავარტყი და იმის მერე მტკივა…მაგრამ რა იქნებოდა რომ აი ასე დროულად ვერ გაგვეჩერებინა მანქანა? იქნებ ეხლა არც ვყოფილიყავი? ამაზე ფიქრმა გამაგიჟა მთელი ღამე… თუ სვამ ნუღა ეკარები რა საჭეს ნუ კლავ ადამიანს…. არ ვიიცი რა ვთქვა იმ ემოციას ვერ გავურბივარ მანქანა რომ შენსკენ მოფრინავს და იაზრებ ტრაგედიას“ – წერს მოქალაქე. The post ამ შემთხვევამ შემიცვალა ცხოვრება..იმ ემოციას ვერ გავურბივარ მანქანა რომ შენსკენ მოფრინავს – რას წერს ტრაგედიას გადარჩენილი მოქალაქე appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. გორის ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება მეუფე იაკობის ინიციატივას, რომ შერიგება ეკლესიაში შედგეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ პატიმრობაშია, საპატრიარქოში შეხვედრა შეუძლებლად მიაჩნია. „მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია, რომ მათ სურვილი გამოთქვეს შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში. თუმცა მას შეუძლებლად მიმაჩნია ეს ტექნიკურად განხორციელდეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია, ის არის პატიმრობაში და არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება. ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. The post მიხეილ სააკაშვილი ეკლესიის განცხადებას ეხმაურება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  12. ზაზა ფაჩულიამ 3 მილიონო გამოყო - დიდი საჩუქარი ქართველებს View the full article
  13. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირებას უარყოფს. გაბუნიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ტიკარაძის გადადგომამდე იყო თუ არა დაპირისპირება მთავრობის სხდომაზე და ისმოდა თუ არა ფრაზა „მონა არავინ არ არის“. მისი თქმით, მსგავსი რამ არ ახსოვს. „დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. The post გაბუნია განმარტავს, თქვა თუ არა ღარიბაშვილმა ფრაზა: „მონა არავინ არ არის“ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. „არავინ აპირებს სააკაშვილის საზღვარგარეთის კუნძულზე დასასვენებლად გადაყვანას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე დრო ტყუილად არ უნდა დახარჯოს. „ტყუილად ნუ დახარჯავენ დროს, ენერგიას. მე მათ მოვუწოდებ, რომ ნუ დაკარგავენ ავტორიტეტს კიდევ უფრო მეტად, ნუ დაიზიანებენ საკუთარ თავს, რამეთუ არავინ აპირებს სააკაშვილის გადაყვანას რომელიმე საზღვარგარეთის კუნძულზე დასასვენებლად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. The post ღუდუშაური: არავინ აპირებს სააკაშვილის საზღვარგარეთის კუნძულზე დასასვენებლად გადაყვანას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  15. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მათთან კორონავირუსით ინფიცირებული 122 პაციენტი მკურნალობს. რეხვიაშვილის თქმით, ციციშვილის კლინიკაში 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი ინფორმაციით, ჩვილი და ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. „175 საწოლია კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილი და აქედან 122 არის დაკავებული ამ ეტაპზე. აქედან 17 პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მხოლოდ ორი არის მძიმედ მცირე ასაკის ბავშვები, ახალშობილი და ჩვილი. იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე. ძირითადი მომართვიანობა არის წლამდე ასაკის ბავშვებში“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, 4 588 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 837 263 პირი გამოჯანმრთელდა, 12 777 კი გარდაიცვალა. The post ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. ალერგოლოგ-იმუნოლოგის, გიორგი კამკამიძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. იმუნოლოგი ამბობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა ვარიანტს ჰგავს, ამიტომ რთულია მისი იდენტიფიცირება. კამკამიძის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიცაა. „ჯერჯერობით ოფიციალურად საქართველოში აღებული სინჯებიდან არ არის დადასტურებული „ომიკრონის“ არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ის უკვე არის საქართველოში. „დელტა“ ვარიანტის თვისებებს ჰგავს, ამიტომ გადამოწმებისა და ღრმა კვლევის გარეშე ამის დადასტურება ვერ ხდება და ჩვენგანაც, ისევე როგორც სხვა ლაბორატორიებიდან პერიოდულად იგზავნება ასეთი სინჯები სეკვენირებისთვის“, – განაცხადა გიორგი კამკამიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, 4 588 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 837 263 პირი გამოჯანმრთელდა, 12 777 კი გარდაიცვალა. The post „სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ – იმუნოლოგები „ომიკრონზე“ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. გენერალურ პროკურატურასთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროკურატურასთან შეკრებილი აქტივისტები სააკაშვილის გათავისუფლების მოითხოვენ. ამასთანავე, აქტივისტები ირაკლი შოთაძეს სიმბოლურად 41 მახათი შეუგზავნეს იმის ნიშნად, რომ პროკურატურა ობიექტურობისგან შორს არის. The post „თავისუფლება მიშას“ – პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  18. ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნეირორეაბილიტაციასა და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას საჭიროებს. თოიძის თქმით, რეაბილიტაციის გაწევა საქართველოში შეუძლებელია. ნევროლოგი ამბობს, რომ ისაუბრეს ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილთან აღნიშნულზე საუბარი დღეს არ შემდგარა. „ის ახლა ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა. მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ეჭვი მეპარება, საქართველოში მოვიძიოთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე“, – განაცხადა ოთარ თოიძემ. The post გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  19. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მესამე დოზა – ბუსტერი აუცილებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზების მიღების შემდეგ მსჯელობა დაიწყება მეოთხე დოზაზე. „პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით, „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოდ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post გამყრელიძე – ვაქცინაციის მესამე დოზა აუცილებელია, ვფიქრობთ მეოთხე დოზაზეც appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. 18 დღეზე ნაკლები რჩება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი მოძებნოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი ტიკარაძის ადგილზე რამდენიმე კანდიდატს – პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანსა და ღარიბაშვილთან დაახლოებულ პირს, ნინო კობახიძეს – განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა არჩილ თალაკვაძემ. მან მის მიერ ჯანდაცვის მინისტრის სავარძლის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა. საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ახალ მინისტრს „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა ექნება. „რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ იმ ამოცანებს უპასუხოს, რაც დღეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. სხვას ვერაფერს გეტყვით. მე მგონი, ამომწურავი პასუხი გაგეცით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მედიასთან კომენტარი ლევან რატიანსა და ნინო კობახიძეს არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებს ესაუბრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე, რომელმაც რატიანის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მანამდე კი ჟურნალისტმა ელისო კილაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ლევან რატიანის კანდიდატურას განიხილავდა. „ერთ-ერთი კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება ლევან რატიანის, ოღონდ არ ვიცი საბოლოოდ ეს კანდიდატურა იქნება თუ არა ბოლომდე გატანილი. ეს არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილ და მიღებული კანდიდატურა“, – განაცხადა ელისო კილაძემ „ფორმულასთან“. შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქმიანობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ტიკარაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წლის ბოლომდე იქნება, შესაბამისად, ღარიბაშვილს სამ კვირაზე ნაკლები რჩება ახალი მინისტრის შესარჩევად. The post 18 დღეზე ნაკლები საბოლოო გადაწყვეტილებამდე – ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. „ამის მიზეზი იქნება სამი რამ. პირველი – რესპირაციულ პანდემიურ ვირუსებს აქვთ თავიანთი განვითარების ციკლი. თუ ამ ვირუსს რაღაც განსაკუთრებული თვისება არ უდევს გენეტიკურ კოდში, როგორც წესი, ვირუსები 2-3 წელში ხდებიან ენდემიური და შედარებით სუსტი. მეორე – მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% ალბათ იქნება იმუნური. მესამე – დიდი იმედი მაქვს, რომ ბაზარზე მალე გამოჩნდება მედიკამენტი და ვირუსის დადგენიდან 5-7 დღის განმავლობაში მისი მიღების შემდეგ დაავადება არ გართულდება და ადამიანი აღარ მოკვდება. ვფიქრობ, რომ 2022 წლის შუა რიცხვები იქნება გარდამტეხი“, – განაცხადა გამყრელიძემ. The post „პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი“ – ამირან გამყრელიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. ქობულეთში დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც “რუსთავი 2-ს” სასწრაფო დახმარების ექიმმა განუცხადა, „ევექსი“ კლინიკაში შეიყვანეს 3 დაჭრილი, რომლებსაც ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდისა და ხელის არეში აქვთ მიყენებული. შეგახსენებთ, შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვარაში საღამოს მოხდა. სისხლიანი დაპირისპირება სავარაუდოდ, ციტრუსის ჩაბარების დროს მომხდარ კინფლიქტს მოჰყვა. The post როგორია ქობულეთში დაჭრილი 3 მამაკაცის მდგომარეობა – რა გახდა დაპირისპირების მიზეზი? appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი ერთ-ერთი ვაჟი, გიგი საცოლესთან ერთად ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. გამყრელიძის თქმით, მათ გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე განაცხადეს, რომ ოჯახის შექმნას აპირებდნენ. „ის გადაეფარა, მაგრამ საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა. ეს ძალიან მძიმე ტრაგედიაა, რაც მაშინ, 1995 წელს ჩვენს ოჯახებში მოხდა. თუმცა, სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც დასძლია ყველაფერი, რადგან პირველ ეტაპზე, შეიძლებოდა, მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს, მაგრამ იქიდანაც და ჩვენი მხრიდანაც, იმდენი ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს! არა მარტო ჩვენ, დედებსა და მამებს, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებსა და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, მთლიანად, დიდ სანათესავოს. შემდეგ ამ ურთიერთობამ თითქოს, როგორღაც გაადვილა მერე ცხოვრებაც. თუ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებას ადვილი ერქვას. მას შემდეგ მე უფრო მეტად პროფესიულ საქმიანობაში გადავერთე. ამით ვიქარვებდი შემდეგ ყველაფერს“, – განაცხადა გამყრელიძემ. The post „ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა“ – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ შვილზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  24. “ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უზურპირებულია” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს: „…როდესაც შენ არჩევნებს არ ატარებ სამართლიანად, გაქვს ამდენი დარღვევა და პლუს კიდევ ამ რეზულტატს არ იღებს მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ ხელისუფლება არის უზურპირებული ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე… სახელმწიფო გადატრიალებას ამას ვერ დავარქმევდი თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სტატუს-კვო არ შეცვლილა. სახელმწიფო გადატრიალება ჩვეულებრივი სტატუს-კვოს შეცვლაა… გადატრიალება, თავისთავად გულისხმობს ერთი ხელისუფლების მეორე ხელისუფლებით შეცვლას… აქ არის მიტაცებული არჩევნები, რომელიც არ აძლევს ახალ ძალას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის.“ The post “ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება უზურპირებულია” – გიორგი მარგველაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. შეიძლება ქართველს ქეიფი არ უყვარდეს?! გააჩნია ვის წრეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან გადაცემაში ველისციხეში სუფრასთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, რის გამოც გამყრელიძე სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. ფოტოზე იგი ღვინოს კრამიტიდან სვამდა. „ვაქცინაციის მარათონის დროს ველისციხეში გახლდით და იქ შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რთველი მთავრდებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა და ახსნა-განმარტება ვაქცინაციაზე. შემდეგ გვითხრეს, რომ ვენახში ჩავსულიყავით. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ. შემდეგ გვითხრეს, ჩვენი საკუთარი შატო გვაქვსო. მართლაც, ძველი შატო იყო – მე-19 საუკუნის და უფრო ძველი ქვევრებით. ასევე გვითხრეს, კახური შოთი და გუდის ყველი გაგვესინჯა. ამას მე „კახურ ფურშეტს“ ვეძახი-ხოლმე. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და უარი არ ვუთხარით. ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით და ეგ იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, მასპინძელმა შემდეგ სიტყვა გატეხა, პირობა არ შეასრულა და ქეიფის ამსახველი ფოტო გადაიღო. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ყველაზე უცნაური სასმისი, რითაც ღვინო დაულევია, ახალგაზრდობაში ლამფის შუშა იყო. (ფოტოები) – “ვისი ქეიფია დანაშაული?” – გამყრელიძემ რეგულაციების დარღვევით იქეიფა – “სტუდია მონიტორი” The post „მასპინძელმა სიტყვა გატეხა, ფოტო არ უნდა გადაეღო“ – ამირან გამყრელიძე ველისციხეში გამართულ სუფრაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...