
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
„წინა პერიოდში არასდროს იყო ფასების ზრდა მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრობლემა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასების მატება 3-4%-ზე მეტი არასდროს ყოფილა, 2020-2021 წლებში კი ფასები მატება პანდემიურმა კრიზისმა განაპირობა. „ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი, რომ სიღარიბე აღმოიფხვრას. ასევე ნომერ პირველი პრობლემა არის ინფლაცია და ფასები. მე მქონდა საშუალება დეპუტატებისა და მინისტრების წინაშეც წარვმდგარიყავი და მესაუბრა, რითაა ეს გამოწვეული და როგორ უზრუნველვყოფთ, რომ მომავალი წლის ბოლომდე ინფლაცია ჩვეულებრივ ნიშნულს 3-4%-ს დაუბრუნდეს. წინა პერიოდში არასდროს იყო ფასების ზრდა მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრობლემა. იმიტომ, რომ ყოველთვის ბოლო 10 წელი 3-4%-ზე მეტი ფასების ზრდა არ გვქონია“, – განაცხადა ნათია თურნავამ. The post თურნავა – წინა პერიოდში ფასების ზრდა მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრობლემა არასდროს იყო appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ლარის კურსი არის არსებითად სტაბილური“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან თქვა, ეკონომიკური ზრდა უტყუარი ფაქტია. თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდა რომ არ ყოფილიყო, ქვეყანას უფრო მეტი პრობლემა ექნებოდა. „ლარის კურსი არის არსებითად სტაბილური და ეს დადებითად განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, სადაც ინფლაციაც არის და ეროვნული ვალუტაც დევალვირებს. ჩვენთან ეს ნეგატიური ფაქტო არ არის. ცალკეული დარგები, მაგალითად მედიკამენტები აქ იცით რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ეს არის უტყუარი სტატისტიკა. ამას როცა ვამბობთ, ეს არ არის მცდელობა იმისა, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, თუმცა პრობლემებიც. რომ არ გვქონოდა ზრდა, პრობლემები უფრო მეტი იქნებოდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ. The post ნათია თურნავა – ლარის კურსი არის არსებითად სტაბილური appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალი წლის შემდეგ გადადგება. თურნავა მიმართავს ჟურნალისტებს, რომ როცა ახალი წელი გათენდება და კვლავ მინისტრის პოსტზე იქნება, მოუხდიან თუ არა მას ბოდიშს. „რამდენიმე ე.წ პარტიული ტელევიზია ავრცელებთ უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე მესმის კიდეც რა არის თქვენი ჩანაფიქრი. არ არის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა მიდი და ამით გნებავთ, რომ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. არაფერ შედეგს არ გამოიღებს ეს. გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით. თქვენი ინფორმაცია ისე გასკდება როგორც საპნის ბუშტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ. The post თურნავა – გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით. უმეტეს შემთხვევაში დადგინდა, რომ ისინი იყო „დელტა: და „დელტა პლუსი“. ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ „ომიკრონის“ არსებობს. რამდენჯერმე იქნა ეს გადამოწმებულის. ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია“, – განაცხადა გამყრელიძე. The post საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები დადასტურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დღევანდელი მაჩვენებლით ერთი დოლარი 17.2 ლირა ღირს. „როიტერსი“ წერს, რომ თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ 2021 წელს ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. პრეზიდენტმა რეჯიფ თაიფ ერდოღანმა თავისი ეკონომიკური პოლიტიკა კვირას მედიასთან საუბრისას დაიცვა და ვალუტის მერყეობა ქვეყნის ეკონომიკაზე თავდასხმად შეაფასა. „ჩვენ ვამცირებთ საპროცენტო განაკვეთებს. სხვას ნუ მოელით ჩემგან“, – აღნიშნა ერდოღანმა. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გიორგი კალანდაძის დაკავება რუსეთს აძლევს ხელს. მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ მისი დაკავება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა, უნდა განმარტონ, რას ედავებიან გენშტაბის ყოფილ უფროსს, რომელმაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა. „ვის უნდა აძლევდეს მისი დაკავება ხელს? ძალიან მარტივია – რუსეთი შესაძლებელია ამას აკეთებდეს ღიად. ჩვენ უნდა დაველოდოთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს თუ ჩვენ მოთხოვნით დაკავება, რას ედავებიან ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსული ოკუპაცია არ ყოფილიყო ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ გენშტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე გუშინ ბერლინში დააკავეს. გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას. მათივე ცნობით, ქართული მხარე გერმანულ მხარეს ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს. The post მანჯგალაძის განცხადებით, გიორგი კალანდაძის დაკავება რუსეთს აძლევს ხელს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დღეს კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება. მისი გამოკითხვა 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, კვლავ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება. საქმე ეხება თაღლითობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. შეგახსენებთ, თემურ ალასაია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 17 დეკემბერსაც გამოიკითხა. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება ეხებოდა 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება. tia.ge
-
საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ. tia.ge
-
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. “რამდენიმე ტელევიზია, ე.წ. პარტიული ტელევიზია, არ მიყვარს ხოლმე ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ახლა ვერ გავექცევი, ავრცელებთ კვლავაც ასე უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე სადღაც მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს ვიღაცისთვის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადატანოთ პიროვნებაზე, ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. მაინტერესებს აი ის ტელევიზიები, ვინც ამას ასე უტიფრად ავრცელებს, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მე ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხარ თუ არა, რომ საჯაროდ ბოდიში მომიხადოთ კოლეგების თანდასწრებით”, – თქვა ნათია თურნავამ. The post გათენდება ახალი წელი და კვლავ მინისტრად მოგევლინებით – ნათია თურნავა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ორივე მხრიდან ამ ქვეყნის უბედურებაა ბელადომანია – ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის აზრით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილი აქციის მიზანი აბსურდული და გაუგებარია. „რომ შეიკრიბებიან, ციხე თუ საავადმყოფო გაიხსნება, სააკაშვილს გამოუშვებენ, თუ რა? ისე წარმოუდგენიათ, რომ აქციაზე რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან, პატიმარი ციხიდან გამოვა? ეს ხომ სრული სიგიჟეა? – ორივე მხრიდან ამ ქვეყნის უბედურებაა ბელადომანია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის მორჩილებაშია, მაგრამ თვითონ იგივეს არ გამოხატავენ? – დაბადების დღეზე რომ მიდიხარ და აქციაში იღებ მონაწილეობას, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბელადომანია არ არის? – თავის თავში ეს ბელადომანია უნდა ჩაკლან. მოდით ჩემს დაბადების დღეზეო, – სააკაშვილს მაინც არ ეხამუშება, რომ მიდიან და მის დაბადების დღეზე აქციას მართავენ? მის ადგილას მაგარ უხერხულობაში ვიქნებოდი და ხალხს მოვუწოდებდი, სხვა დღეს შეიკრიბე-მეთქი, მაგრამ ბელადომანია თვითონაც სიამოვნებს და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამის მორჩილები არიან. სხვას რანაირად საყვედურობენ, ივანიშვილის ყმები ხართო? – საბჭოთა დროს, სტალინისა და ბრეჟნევის ფოტოებით რომ დადიოდნენ, იგივეა ახლაც. ამ ხალხს რატომ აქვს პრეტენზია, რომ ევროპულ ქვეყანას ააშენებენ?“ – განაცხადა ელისაშვილმა. The post მის ადგილას მაგარ უხერხულობაში ვიქნებოდი, მაგრამ ბელადომანია სააკაშვილსაც სიამოვნებს – ალეკო ელისაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გიორგი მარგველაშვილი ,,ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. გიორგი მარგველშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ირგვლივ შექმნილ პრობლემებსა და გამოწვევებს ადეკვატურად აფასებს. ჩემი შეფასებაა, რომ ქალბატონი სალომე უაღრესად ადეკვატურად აფასებს საქართველოს ირგვლივ არსებულ საერთაშორისო სიტუაციას, იმ გამოწვევებს, რაც ქართული საზოგადოების, პოლიტიკოსების წინაშე დგას. მრავალი პრობლემა, რომელიც ხელოვნურად არის წარმოშობილი ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს პრობლემები უნდა იქნას გადათარგმნილი უფრო რაციონალური და კონსტრუქციული განხილვის მეთოდით, ვიდრე ეს მიმდინარეობს ახლა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დროული ყოველთვის არის, მაგრამ ახლა არსებული საერთაშორისო გამოწვევების ფონზე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია – განაცხადა ,,ტვ პირველთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა. The post ზურაბიშვილი ადეკვატურად აფასებს გამოწვევებს – გიორგი მარგველაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს. „ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“,- აღნიშნავს გამყრელიძე. tia.ge
-
ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში ომიკრონ შტამის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ განაცხადა. „ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ ნელ-ნელა თუ გავრცელდა, იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, რომ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იქნება ამბულატორიული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. The post „დელტა“ შტამის ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ ორი თვე მაინც დასჭირდება – ამირან გამყრელიძე ეპიდვითარების სწრაფ გაუარესებას არ ელოდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რიაონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“,- ნათქვამია განცხადებაში. tia.ge
-
ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდებისა და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი. ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, Zolotaya Korona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ. საქართველოს მასშტაბით ‘ლიბერთი ექსპრესი’ გზავნილების გაგზავნა და მიღება უკვე ბანკომატითაც არის შესაძლებელი, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ლიბერთის ბანკომატებს განახლებული ინტერფეისი და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილება აქვს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია – გზავნილების კომფორტულად მიღება და გაგზავნა მომხმარებელს ფილიალებისა და ბანკომატების გარდა, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკშიც შეუძლიათ. „პანდემიის პირობებში მომხმარებლების საბანკო საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ციფრულ არხებში ინტეგრაციის პროცესს. ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნის სერვისის ბანკომატებში დანერგვით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ გზავნილების მიმოცვლის მარტივი პროცესი 24/7-ზე. ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი გაციფრულებული სერვისი დავნერგეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, რაც თავის მხრივ, ემსახურება მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების და ბანკისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ – ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ამ არხიდანაც ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო გზავნილს მიიღებს და გაანაღდებს. გათამაშების ფარგლებში ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად ჯილდოვდება 10 ლარით, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის დაწესებულია 200 და 500 ლარიანი პრიზები. გზავნილებით ბანკომატის საშუალებით სარგებლობა მარტივია, დეტალურ ინფორმაციას ლიბერთი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge The post ლიბერთის ბანკომატებში ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ახალი სერვისი დაინერგა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, არავინ უნდა მოიტყუოს თავი, რომ “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა. "თქვენ ნახეთ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა “ნაცმოძრაობა” და ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია. ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად. ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”-ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც,” – განაცხადა ზარქუამ. tia.ge
-
„ნაციონალური მორაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: „ომი საქართველომ დაიწყოვო, ანწუხელიძეს ჰააგაში უჩივიან, სპეცნაზელები რუსეთის შეკვეთით დაგვიხოცეს, ჩვენი გმირი სამხედროები ციხეში შეგვიმწყვდიეს, ჩვენი გმირი სამხედროების პირადი მონაცემები კრემლს გადასცეს და სდევნიან მსოფლიო მასშტაბით, პუტინის პირად მტერს, ჩვენს მთავარსარდალს ციხეში აწამებენ, კრემლის ნომრიან აგენტ წითელაშვილს უფლებას აძლევენ საიდუმლო მასალებზე წვდომის და სულ რომ სამოთხედ ექციათ ყველა სექტორი, ჩვენი ვალია ამ გარეწრების დამხობა -გასამართლება და აქეთ გვიბედავენ ბოდიში მოიხადეთ და სახლში წადით, რომ უფრო მშვიდად გადავბარდეთ ოკუპანტსო , ეს გარეწრები და ჩვენ კიდევ ჩმორები, ამდენს როგორ გვიბედავენ ხალხო, ვანო, გიგი, მიშა, ბაჩო, რომა, თოდუა… ყველა ციხეში ჰყავდათ და ჰყავთ, ნახევარმილიონზე მეტი ამომრჩეველი დარჩა იმ სიბინძურეების მიუხედავად, რასაც გვაბრალებდნენ და თან ბოდიში მოიხადეთო ხალხო, სისხლი მეყინება ძარღვებში, სად ვართ ის ხალხი, ვინც მიშას პარტიას ხმა მივეცით, სად ?!“ – წერს მეგი გოცირიძე. The post ჩვენი ვალია ამ გარეწრების დამხობა -გასამართლება და აქეთ გვიბედავენ ბოდიში მოიხადეთ და სახლში წადითო – მეგი გოცირიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია მივიდა. “რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება, როდესაც ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს შემქმნელი საპყრობილეშია და პირადი პატიმარია პუტინისა და ივანიშვილის და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვისაუბრებთ იმ გზებზე, როგორ უნდა გათავისუფლდეს ის. ეს არის მთავარი თემა ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის იყოს გარეთ ძალიან მალე”, - განაცხადა ნაყოფიამ. tia.ge
-
ისრაელმა „ომიკრონის“ საფრთხის გამო მოქალაქეებს აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ შვიდ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ინფორმაციით, ე.წ. წითელ ნუსხაში ასევე დაამატეს ბელგია, უნგრეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია, შვეიცარია და მაროკო. აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა ქნესეთის საკონსტიტუციო კომისიამ უნდა დაამტკიცოს და ის ძალაში 22 დეკემბრიდან შევა. 1 tv.ge The post კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო ისრაელმა თავის მოქალაქეებს ათ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“გორშიც იკრიბებიან „სტალინისტები“ და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბება “ნაცმოძრაობა” თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საუბარში “ნაცმოძრაობის” ხვალინდელ აქციას.ზარქუა ასევე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ არავინ უნდა მოიტყუოს თავი, რომ “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება უნდა. „პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, პრინციპული იყო, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არ შეიწყალებს. რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრას, ეს ძალიან კარგია. თუ მათი შეხვედრის შინაარსია, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა განიმუხტოს და შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და არა ერთმანეთის გინება, არამედ იდეების და პროგრამების ჭიდილი, ეს მისასალმებელია. თქვენ ნახეთ, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ მივიდა “ნაცმოძრაობა” და ხვალ ისევ აქციას აწყობს, ქაოსი უნდათ შემოიტანოს დედაქალაქის ქუჩებში და ნუ მოვიტყუებთ ნურავინ თავს, რომ ამ ხალხს სჭირდება სტაბილიზაცია. ხვალინდელი მათი აქცია ალბათ, უკავშირდება თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს, ისევე როგორც გორშიც იკრიბებიან სტალინისტები და თავიანთი ბელადის დაბადების დღეს აღნიშნავენ, აქეთაც შეიკრიბებიან თავიანთი ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად. ამის უფლება აქვთ, ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ მოქალაქეებს დისკომფორტს ნუ უქმნიან. ზოგი მოდის, ბავშვებს ასეირნებს და ქუჩების გადაკეტვა და შეძახილები, ხომ ვნახეთ, რომ ამას არ აქვს გაგრძელება, ხომ ვნახეთ პირველი ტალღა ჩაფლავდა და ახლა მოიწვიეს კიდევ “კგბ”- ს გენერალი, ბიძამისი ბატონი ალასანია, ტყუილად შეაწუხეს კაციც,” – განაცხადა ზარქუამ. მისი თქმით, მისთვის და მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ შერიგება მიხეილ სააკაშვილის და სხვების მიტევებას და გარეთ გამოშვებას არ ნიშნავდეს. “პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია და კეთილშობილურია, ამაღლებულია, ქართველისთვის, ქრისტიანისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, შერიგებისა და შემორიგებისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის 2012 წელს კოჰაბიტაციის ნაწილით, რომელიც იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით და გვერდში დგომით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება არ ნიშნავდეს, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს, ახალგაზრებს ხოცავდნენ, მივუტევოთ და ციხიდან გამოვუშვათ. თუ ამას გულისხმობს, ეს მიუღებელია, როგორც ჩემთვის, რიგითი პოლიტიკოსისთვის, ასევე გუნდისთვისაც. “ნაცმოძრაობას” ასე ესმის, რომ პატიმარ სააკაშვილს მივუტევოთ და გარეთ გამოუშვათ. ეს არ არის სწორი დეფინიცია, თუ შერიგება არ დგას სამართლიანობაზე, ის ფუჭია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერიგება, გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მწვალებლებს ეპატიოთ დანაშაული და გარეთ გამოვუშვათ,”- განაცხადა ზარქუამ. წყარო The post “გორში იკრიბებიან „სტალინისტები”, აქეთ კი “ნაცმოძრაობა” ბელადის დაბადების დღის აღსანიშნად” – ირაკლი ზარქუა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია მივიდა. “რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება, როდესაც ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს შემქმნელი საპყრობილეშია და პირადი პატიმარია პუტინისა და ივანიშვილის და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვისაუბრებთ იმ გზებზე, როგორ უნდა გათავისუფლდეს ის. ეს არის მთავარი თემა ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის იყოს გარეთ ძალიან მალე”,- თქვა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან. The post ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ ძალიან მალე – კობა ნაყოფია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს. tia.ge
-
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. The post საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE