
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება. “ყველაფერში ასე რომ დამიჯერონ და რაც მთავარია, დროულად, არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ ახლა…”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ომიკრონ შტამის დადასტურების შემდეგ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება. The post „ყველაფერში ასე რომ დამიჯერონ, არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ ახლა…”- გიორგი ფხაკაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ვერძი ბოროტება ბოროტების ნაცვლად ყოველთვის არ უნდა იყოს პასუხი, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებით სახიფათოა თქვენთვის. კურო დღე ხელსაყრელია ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციისთვის: ნებისმიერ შემთხვევაში, მოგება გელოდებათ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ სერიოზული კონტრაქტები მარცხისა და ზარალის შიშის გარეშე. ტყუპები არასასურველია სხვისი საქმეების საკუთარ თავზე აღება. შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს სხვის გასაკეთებელს თუ არასწორად შეასრულებთ, თქვენს პროფესიულ ავტორიტეტზეეს ძალიან გავლენას მოახდენს. კირჩხიბი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბედი კაპრიზული ქალბატონია: მას უყვარს თავდაჯერებული და მიზანსწაფული ადამიანები, ამიტომ, აუცილებელია საკუთარი თავის ძლიერი მხარეების დემონსტრირება. ლომი არასოდეს მოატყუოთ საყვარელი ადამიანები, მაგრამ დღეს ასეთმა საქციელმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები: ტყუილი ძალიან მალე გაირკვევა და საყვარელი ადამიანი, სავარაუდოდ, ამას არ გაპატიებთ. ქალწული შეუძლოდ ყოფნა, რომელიც შეიძლება ამ დღეს იგრძნოთ, გადატვირთული სამუშაოს გამო იქნება – ცოტა ხნით ყველაფრის გადადება და კარგი დასვენება გჭირდებათ. სასწორი არ უნდა ენდოთ სიტყვაზე, ვისაც არ იცნობთ - მათ შეუძლიათ მოგატყუონ სინდისის ქენჯნის გარეშე, შედეგად დაკარგავთ არა მხოლოდ დიდ თანხას, არამედ ადამიანების მიმართ რწმენასაც. მორიელი თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა თქვენგან განაწყენებულ ადამიანებთან, მათ მიმართ სიკეთის გაკეთებით: ქვეცნობიერის დონეზე, ჩვენ მიდრეკილნი ვართ ვენდოთ არა სიტყვებს, თუნდაც ისინი ძალიან ლამაზი იყოს, არამედ საქმეებს. მშვილდოსანი საკუთარ თავის გარედან შეხედეთ, ეს საშუალებას მოგცემთ გამოიტანოთ საჭირო დასკვნები წარმატებიდან და შეცდომებიდან, შედეგად, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. თხის რქა უმჯობესია ამ დღისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადადოთ. წვრილმან თემაზე უმნიშვნელო კამათიც კი შეიძლება მოულოდნელად გადაიზარდოს სერიოზულ ჩხუბში, რის შემდეგაც გაგიჭირდებათ ურთიერთობის დალაგება. მერწყული ყველაზე პატარა დეტალს შეუძლია განწყობა გაგიფუჭოთ შეიძლება ეს არასასიამოვნო ინფორმაციაც იყოს.ამიტომ დღეს უმჯობესია ინტერნეტ საიტებზე ნაკლებად ეძიოთ ინფორმაციები. თევზები მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ ინტუიცია: აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე , გადაწყვეტილება კი ინტუიციის სასარგებლოდ მიიღეთ. tia.ge
-
ჟურნალისტი გიორგი არობელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბათუმში ერთ-ერთ პოლიციაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ. გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად. ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა. ბარში მყოფმა ხალხმა, აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო – ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში. 5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ. გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს. ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო. ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა. მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც. კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები. ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად. ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ”,-წერს, გიორგი არობელიძე. The post 5-7-მა პოლიციელმა, უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინა, დაასისხლიანა.. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ – ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა პრეზიდენტის ბიძა დაკითხვაზე არ მივიდა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2012 წლის საქმეზე, რომელიც ეხება დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მითვისებას, თუმცა, რა სტატუსით დაიბარეს დღეს გამოკითხვაზე თემურ ალასანია, პროკურატურა არ აკონკტრეტებს. თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დღეს დანიშნულ გამოკითხვაზე. ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა. პროკურატურამ ალასანიას დაკითხვა ,,ტვ პირველისთვის” მიცემული მისი ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ დააპირა, სადაც პრეზიდენტის ბიძა ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან სააკაშვილი შეწყალების თემაზე მოლაპარაკებებს აპირებს. თემურ ალასანიამ საქართველო უკვე დატოვა. საააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსული გაეროს განიარაღების დეპარტამენტის ყოფილი შეფი, თემურ ალასანია, ამერიკაში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის პროკურატური სამიზნე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გახდა. ერთდაერთი ინტერვიუში, რომელიც ალსანიამ ,,ტვ პირველს” მისცა, ის პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ჩამოსვლის მიზანი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა იყო და ამისთვის საკუთარ გავლენებსაც იყენებდა. წყარო: tvpirvei tia.ge
-
მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება. „შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი „რემდესივირი“, მონოკლონური ანტისხეულების ორი სახეობა, „ბარიციტინიბი“ და „ტოცილიზუმაბი“. ყველა ეს მედიკამენტი ეფექტიანია „ომიკრონის“ შტამზეც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. The post „შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი“ – თენგიზ ცერცვაძემ დაასახელა მედიკამენტები, რომლებიც „ომიკრონ“ შტამს ეფექტურად ებრძვიან appeared first on [/url]. ALIA.GE
-
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. შესაბამისი შეტყობინება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „სტრანა.უა“ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივან ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ოქტომბერში ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს უკრაინელ ოპოზიციონერ პარლამენტარ ვიქტორ მედვედჩუკს. ამავე საქმეში ფიგურირებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ დემჩიშინი და ბიზნესმენი სერგეი კუზიარა. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა tia.ge
-
,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ იმ ხელოვანების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც პეტიციის ხელმომწერები არიან და პატიმარი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. ბუბა კიკაბაძე, ნინო ქათამაძე, გიორგი უშიკიშვილი, ლელა წურწუმია, სტეფანე, ნოდიკო ტატიშვილი – თბილისის მერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები საახალწლო გალა კონცერტზე არ დაპატიჟა. შეცვალეს რეჟისორიც, დათო დოიაშვილის ნაცვლად ღონისძიებას ,,ქართული ოცნების” პიარმენეჯერი, ბაკურ ბაკურაძე, დაგეგმავს. საახალწლო გალა კონცერტზე მხოლოდ ,,ოცნების” მხარდამჭერი მუსიკოსები იმღერებენ. ახალი წლის საღამოს რეჟისორმა სიაში თავიდან არც ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე ჩასვა. ,,პირველების” ინფორმაციით, დიდი გარჩევის შემდეგ ბაკურაძეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. თუმცა პირად საუბრებში მის გარემოცვასთან არ დაუმალავს, რომ მომღერლების დაბლოკვის მიზეზი მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერა იყო. ახალი წლის გალა კონცერტზე 300 მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ვინ იქნებიან ეს მომღერლები, სია ამ ეტაპზე უცნობია. The post თბილისის მერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები საახალწლო გალა კონცერტზე არ დაპატიჟა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოში მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია გააგზავნეს. მამალაძე აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა წინ მიიწევს. როგორც ის ამბობს, სტრასბურგის სასამართლო არის იმედი იმისა, რომ გიორგი მამალაძის 5-წლიანი პატიმრობა დასრულდება და სამართლიანობა აღდგება. „სტრასბურგის სასამართლოში ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს. ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. 3-თვიანი დიდი მუშაობის შემდეგ დავით ჯანდიერთან ერთად გუშინ გავაგზავნეთ მთავრობის შეპასუხებაზე პოზიცია, 140-გვერდიანი დოკუმენტია ინგლისურად. ეს სასამართლო ჩვენი ოჯახის იმედია. იმედი 5-წლიანი უკანონო პატიმრობის დასასრულისა და სამართლიანობის აღდგენისა. იმედი 3-წლიანი პარალიზებული მდგომარეობის დასასრულისა და მკურნალობის დასაწყისისა. იმედი იმისა, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ არავის მოკვლა (მოწამვლა) არ იგეგმებოდა“, – წერს თორნიკე მამალაძე. The post თორნიკე მამალაძე – ჩემი ძმის საქმის განხილვა წინ მიიწევს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. შესაბამისი შეტყობინება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ფოსტით გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი „სტრანა.უა“ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივან ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ოქტომბერში ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს უკრაინელ ოპოზიციონერ პარლამენტარ ვიქტორ მედვედჩუკს. ამავე საქმეში ფიგურირებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ დემჩიშინი და ბიზნესმენი სერგეი კუზიარა. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს. პოროშენკოს პარტიაში აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა. წყარო The post უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში ფულის გათეთრების დღემდე უცნობ საქმეზე დაიბარეს, თუმცა პრეზიდენტის ბიძა დაკითხვაზე არ მივიდა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2012 წლის საქმეზე, რომელიც ეხება დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მითვისებას, თუმცა, რა სტატუსით დაიბარეს დღეს გამოკითხვაზე თემურ ალასანია, პროკურატურა არ აკონკტრეტებს. თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში დღეს დანიშნულ გამოკითხვაზე. ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა. პროკურატურამ ალასანიას დაკითხვა ,,ტვ პირველისთვის” მიცემული მისი ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ დააპირა, სადაც პრეზიდენტის ბიძა ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან სააკაშვილი შეწყალების თემაზე მოლაპარაკებებს აპირებს. თემურ ალასანიამ საქართველო უკვე დატოვა. საააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოსული გაეროს განიარაღების დეპარტამენტის ყოფილი შეფი, თემურ ალასანია, ამერიკაში დიდი გავლენებით სარგებლობს. ის პროკურატური სამიზნე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გახდა. ერთდაერთი ინტერვიუში, რომელიც ალსანიამ ,,ტვ პირველს” მისცა, ის პირდაპირ ამბობდა, რომ მისი ჩამოსვლის მიზანი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა იყო და ამისთვის საკუთარ გავლენებსაც იყენებდა. The post თემურ ალასანიამ საქართველო დატოვა – გამოაცხადებენ თუ არა ძებნას მიხეილ სააკაშვილის ბიძაზე? appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წყლის არხში 22 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ახალი გათხოვილი იყო. 22 წლის გოგოს ოჯახის წევრები გუშინ დილიდან, პოლიციასთან ერთად ეძებდნენ. მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა სოფელ ცურტავში თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. “აქ სახლთან ეგ წყლის “კანალი” ასე ღია უსაფრთხოების ზომების გარეშე რომ არ ყოფილიყო ალბათ ეს უბედურება არ მოხდებოდა. გოგო თავად გადახტა იქ, თუ როგორ მოხდა, არავის უნახავს, თუმცა ვვარაუდობთ რომ თავად გადახტა წყალში რადგან ფეხსაცმელები იქვე იყო სადაც უბედური შემთხვევა მოხდა”- ამბობს ადგილობრივი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. tia.ge
-
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. Sport.es-ის ინფორმაციით, ურუგვაელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს შორის შეთანხმება უკვე შედგა. 34 წლის ფორვარდმა “ბლაუგრანასთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი იანვრის პირველ დღეებში უნდა გააფორმოს, მანამდე კი “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს. “ბარსელონა” სხვა თავდამსხმელების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი ედინსონ კავანიზე შეაჩერა, რაც რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ურუგვაელი ფეხბურთელი თავად იყო კლუბის გამოცვლით დაინტერესებული. გარდა ამისა, კავანი თანახმაა, პირველი ექვსი თვე ხელფასის ოდენობა შეიმციროს, რათა “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ სახელფასო ჭერს არ ასცდეს. ედინსონ კავანიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. The post კავანი და “ბარსელონა” შეთანხმდნენ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
ისრაელმა „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციისთვის, აშშ-სთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან სპეციალური ნებართვის გარეშე მიმოსვლა აკრძალა. როგორც იუწყება, შეზღუდვა ძალაში 22 დეკემბრიდან შევა. მოგზაურობა აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მაროკოში, პორტუგალიაში, კანადაში, შვეიცარიასა და თურქეთში შეიზღუდება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს, ნაფტალი ბენეტის, განცხადებით, ამჟამად ისრაელში „ომიკრონ“ ვარიანტის 134 შემთხვევაა დაფიქსირებული. ცნობისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი 90-მდე ქვეყანაშია დადასტურებული. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ისრაელი „ომიკრონის“ გამო აშშ-სთან მიმოსვლას კრძალავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას მისი მონახულების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად და სასაუბროდ მზადაა. „მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ. მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე, მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს. მან შესაბამისი განცხადებით იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა და უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ელოდება. The post მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს პასუხობს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური დევნის საკითხი. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა პოლიტიკოსები ციხეში არიან, სიტუაცია ვერ დაწყნარდება. „ჩემთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის საკითხი და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, თუ რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი პრინციპი გახლავთ ის, რომ პოლიტიკური დევნა არის მიუღებელი, პოლიტიკური დევნა აზიანებს ქვეყანას და სანამ გვყავს ციხეში დაპატიმრებული და დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში სიტუაცია ვერ დაწყნარდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრას მართავს. The post ბაქრაძე – სანამ ციხეში გვყავს პოლიტიკური ლიდერები, ქვეყანაში სიტუაცია ვერ დაწყნარდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე მისულები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. „ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ვიზიტი წინასაახალწლო მიღებას უკავშირდება. „ჩემთვის ცნობილია, რომ ეს არის წინასაახალწლო მიღება. სადაც თვითმმართველობების წარმომადგენლებიც იქნებიან. შერიგების წინააღმდეგი არავინ არ ვართ, თუმცა შერიგებას თავისი წინაპირობები აქვს და შერიგება თავის მიზანს ისახავს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა. წილოსანისგან განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეხვედრა პოლიტიკური შეთანხმებისა და შერიგების საკითხს უკავშირდება. „მე დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რამდენადაც ვიცი ამ კვირაში დაიწყო და გაგრძელდება შეხვედრები როგორც ცალკეულ პარტიებთან, ისე ცალკეულ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – ამბობს ბაქრაძე. The post ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრას მართავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. გამყრელიძე ამბობს, რომ თუ დაუმტკიცებენ, რომ მისი წასვლის შემდეგ კორონავირუსი გაქრება, ის პოსტს ხვალვე დატოვებს. „თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი და გამყრელიძე თუ არ იქნება დღეს და ხვალ, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ NCDC-დან, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ყველა პასუხისმგებელი ვართ. ის, ვინც მართავს და არის კიდევ მთელი საზოგადოება. საზოგადოებრივი კონსენსუსია საჭირო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. The post ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში გადადგება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრა. “სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე მათგანს შეუწყდება ეს დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი მათგანი მათით სულდგმულობს და მათი მამოძრავებელი ძალაა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შეწყვეტენ დაფინანსებას, მითუმეტეს, როგორი რთული განცხადებაც გაავრცელეს”, – განაცხადა ტალახაძემ “ფორმულასთან” ინტერვიუში. ტალახაძე სათამაშო ბიზნესის მხარდასაჭერ პრესკონფერენციაზე საგინაშვილთან, კოსტა ჯანაშიასთან, ნინო ოძელაშვილთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად გამოჩნდა. სათამაშო ბიზნესი შეზღუდვების დაკანონების შემთხვევაში აპირებს ქართული სპორტის სპონსორობას სრულიად ჩამოშორდეს. The post ლაშა ტალახაძე: “ძალიან ბევრი სპორტსმენი სათამაშო ბიზნესის სპონსორობით სულდგმულობს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა, მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა (ჰალკი) სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე ისაუბრა. “დღეს თუ რეგულაციები ამ სახით შევა ძალაში, თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს იქნება სპორტისთვის დამღუპველი. მე პირადად, მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან სპორტისთვის თავის დანენება. მე სახელმწიფოდან არაფერი არ მაქვს, ვარ მხოლოდ სპონსორობაზე დამოკიდებული და სახელმწიფოსგან ღირსეული დაფინანსება მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენს აქვს”, – განაცხადა საგინაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში. დღეს საგინაშვილმა, ლაშა ტალახაძემ, კოსტა ჯანაშიამ, ნინო ოძელაშვილმა და სხვა სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესის მხარდამჭერი პრესკონფერენცია გამართეს. The post ლევან საგინაშვილი: “ან ქვეყნიდან წასვლა მომიწევს ან სპორტისთვის თავის დანებება” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, არ ჰგონია, რომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველი არ არსებობს. „მგონია, არ შეიწყალებს იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას, კი ბატონო, ძალიან კარგია, იმიტომ, რომ თუ მათი შეხვედრის თემა არის ის, რომ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა განიმუხტო, ამ შემთხვევაში მისასალმებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს უკვე შეხვედრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა გიორგი მარგველაშვილთანაც. სავარაუდოდ, ამ კვირაში ზურაბიშვილი ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებსაც დაიწყებს. The post ზარქუა სააკაშვილზე – მგონია, ზურაბიშვილი არ შეიწყალებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ენმ“-ის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შერიგების პროცესში წინაპირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას სწორი წინადადებით მიმართა. „“ნაციონალური მოძრაობა“ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას. შეხვდებით დღეს, ხვალ, ზეგ, ცალკე ან სხვებთან ერთად. ფაქტია, მან სწორი წინადადებით მიმართა საზოგადოებას. ვერ იტყვის ის, რომ „ქართული ოცნება“ გაემიჯნა და ამიტომ მორჩა პროცესი, ვერ იტყვის, რომ ოპოზიციამ რამე დააშავა. ორივეს ვერ დაგვაბრალებს. მას აქვს ორი იარაღი – ვეტო და შეწყალების უფლება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს უკვე შეხვედრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა გიორგი მარგველაშვილთანაც. სავარაუდოდ, ამ კვირაში ზურაბიშვილი ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებსაც დაიწყებს. The post გოცირიძე – შერიგების პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ წინაპირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისთვის შერიგების პროცესი არც ერთ პოლიტიკურ საქმეზე არ დადის. „რა იყო გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის თემა ვერ გეტყვით. თუმცა მივესალმები და მომწონს, თუ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩემთვის ეს შეთანხმების პროცესი არ დადის არც ერთ პოლიტიკურ საქმემდე. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრებს ცალკე პარტიებთან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული შერიგების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს უკვე შეხვედრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა გიორგი მარგველაშვილთანაც. სავარაუდოდ, ამ კვირაში ზურაბიშვილი ცალკეულ პარტიებთან შეხვედრებსაც დაიწყებს. The post ნაცვლიშვილი – ჩემთვის შეთანხმების პროცესი არც ერთ პოლიტიკურ საქმეზე არ დადის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ითხოვს. როგორც მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაუბროს. „სალომესთან შეხვედრის შემდეგ მიმაჩნია, რომ ბატონი მიხეილის ნახვა სწორი და ადეკვატური არის ჩემი მხრიდან. მე დღეს ოფიციალურად მივმართე შესაბამის უწყებებს, რათა დაუშვან ჩემი შეხვედრა მესამე პრეზიდენტთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველთან“. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა შედგა. The post გიორგი მარგველაშვილი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo