Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ქართველი ჰალკის პასუხი მათ, ვინც მას სათამაშო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ლანძღავს View the full article
  2. ირანელი ჰალკი 8 წამში ნოკაუტში ჩააგდეს ! (ვიდეო) View the full article
  3. პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N33,N31 და მიკროავტობუსი N457ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვლებენ თბილისის საკონცერტო დარბაზთან, რომლის შემდეგაც, სვლას მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით განაგრძობენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტი უცვლელი იქნება. The post თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება appeared first on InterPost.ge. View the full article
  4. მამაკაცი 80 მილიონიანი პორტფოლიოთი - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ნეკა დოროყაშვილის გვერდით ხშირად ჩნდება View the full article
  5. “დინამო თბილისი” ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტად აქტიურობს და გუნდმა უკვე 3 ფეხბურთელი დაიმატა, სამივე ლეგიონერია. პირველი უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკია, რომელიც ბოლოს ბელარუსულ “დუნაისკა სტრედაში” თამაშობდა და 31 მატჩში 14 გოლი შეაგდო. “დინამოსთვის” იჯარით 2 მოთამაშე, “იაგელონიიდან” 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი გოდფრი სტეფენ ბიტოკი, სერბული “სლავენ ბელუპოდან” კი 24 წლის ნახევარმცველი ნემანია გლავჩიჩი გაირჯება. გლავჩიჩი Transfermartk-ზე 1 მილიონად არის შეფასებული. “დინამო ბათუმი” ჯერჯერობით ფეხბურთელებს ეროვნულ ლიგაში ეძებს და გორის “დილადან” ირაკლი ბიძინაშვილი, “დინამო თბილისიდან” მილან რადინი დაიმატა. გავრცელებული ცნობით, ბათუმელები “ლოკომოტივიდან” თორნიკე კირკიტაძის, “სამგურალიდან” სერგო კუხიანიძის გადაბირებას ცდილობენ. თბილისური კლუბი 5 წლის შემდეგ ბაქარ ქარდავამ დატოვა, დიდი ალბათობით, არენდით გაუშვებენ გიორგი კუციასა და დავით კობოურს. ბათუმიდან ლაშა შინდაგორიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიული მანჯგალაძე, ვაკო თევდორაძე და გიორგი ნიქაბაძე წავიდნენ. The post “დინამო თბილისი” ლეგიონერებს იმატებს, “დინამო ბათუმმა” ელიგას შეუტია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. ქუთაისში მდინარე წყალწითელაში ავტომობილო გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა დილით მოხდა. ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მომდინარეობს, მაშველებმა ავტომობილი უკვე ამოიყვანეს. The post ქუთაისში მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა – გარდაცვლილია 2 ახალგაზრდა appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, 22-23 დეკემბერს უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. The post “მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით” – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232635.00 კვ.მ. ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო – ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული სტატუსი ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების ,,ბ’’ კატეგორიის ლოჯისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის მიენიჭა. პროექტის თანახმად, რომელსაც შპს ,,თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოჯისტიკური პარკი 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს 6 სასაწყობე შენობას, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ინფრასტრუქტურა საოფისე სივრცეებისა და სასტუმროსთვის, ასევე ავტოსადგურებისთვის. ამასთან, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, კომპანია ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით – 108,07ჰა, ყოველწლიურად ჩაის მოყვანა განხორციელდება. ამ მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას აღნიშნული მიწები იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა. The post ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა – გადაწყვეტილებები ცნობილია appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა შობა-ახალი წლისათვის ბარათები დაამზადა. ფეხბურთელებს ფოტოები სახალისო სიტუაციაში გადაუღეს და ისინი ინტერნეტსივრცეშიც გამოქვეყნდა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/1-4.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/2-6.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/3-5.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/4-4.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/5-3.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/6-2.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/7-1.jpg http://fanebi.com/wp-content/uploads/2021/12/8.jpg The post ბელგიის ეროვნული ნაკრების სახალისო საახალწლო ბარათები (ფოტო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. 20 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე ბოლო დროს ნაკლებად ჩანს და დიდად შედეგიანობითაც ვერ გამოირჩევა. ქუთათელაძე მოსკოვის “სპარტაკის” მე-2 გუნდში თამაშობს, რომელიც რუსეთის ახალგაზრდულ ლიგაში გამოდის. ნიკოლოზმა 26 ნოემბერს “უფას” დუბლი შეუსრულა, თუმცა ეს იყო მისი ყველაზე გამოსარჩევი ეპიზოდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ორივე გოლი დასწრებაზე შეაგდო. ქუთათელაძეზე რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როცა “პსჟ”-ს 17 წლამდე აკადემიაში ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ საფრანგეთიდან რუსეთში წავიდა. ჯერ “ანჟიში”, მერე კი “სპარტაკ 2”-ს შეუერთდა. მიიღო რუსეთის მოქალაქეობაც და ბოლოს ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებში 2017 წელს ითამაშა. ფაქტია, ნიკოლოზის კარიერა ისე არ ვითარდება, როგორც ამას თავიდან მოელოდნენ და უცნობია, კვლავ სურს თუ არა საქართველოს სახელით გამოსვლა. ქუთათელაძის 4-წლის წინანდელი მომენტები The post სად გაქრა ნიკოლოზ ქუთათელაძე? “პსჟ”-დან რუსეთში ახალგაზრდულ ლიგაში appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. 20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა. სპორტსმენებმა აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. „ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ რომელიმე სპორტსმენი ან კლუბი დაფინანსების გარეშე დარჩება. პირადად მე სათამაშო ბიზნესისაგან დიდ გვერდში დგომას ვგრძნობ, წარმატებები უფრო მიფასდება და არ მინდა, წარმატებული სპორტსმენები დაფინანსების გარეშე დარჩნენ. შესაძლოა, ასეთ ვითარებაში რამდენიმე სპორტსმენს საქართველოს დატოვებაც კი მოუწიოს“, – განაცხადა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ. The post ლაშა ტალახაძე – თუ სათამაშო ბიზნესს სპორტის დატოვება მოუწევს, სპორტსმეს ქვეყნის დატოვება მოუწევთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  12. 20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა. სპორტსმენებმა აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. „ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესს თუ სპორტის დატოვება მოუწევს, ეს ამ სფეროსთვის დამღუპველი იქნება. ქართულ სპორტს ძირითადად სათამაშო ბიზნესი ასპონსორებს და პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ უმკაცრესი რეგულაციების მიღების შემთხვევაში წასვლა ან სპორტიდან მომიწევს, ან ქვეყნიდან, რადგან სხვა სტაბილური შემოსავალი მე არ გამაჩნია. ყველას მივმართავ, რომ გაითვალისწინონ სპორტსმენების თხოვნა და ისეთი კანონი მიიღონ, რომ სპორტს ხელი შეეშალოს და სათამაშო ბიზნესს ამ სფეროს დაფინანსების ინტერესი დარჩეს“, – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა. The post ლევან საგინაშვილი – თუ სათამაშო ბიზნესს სპორტის დატოვება მოუწევს, ან სპორტიდან მომიწევს წასვლა ან ქვეყნიდან appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მეგი გოცირიძე სოციალურს ქსელში სტატუს ამბობს, რომ მას კოვიდი აქვს და არავის არ დაურეკავს და არ მოუკითხიათ. ასევე მის სტატუსში ისმის მუქარები ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის , ეკატერინე ტიკარაძის მიმართულებით. ",,ჩემთან რომ არცერთხელ არ დაურეკავს არავის და არ უკითხავს მოვკვდი თუ დავრჩი, ეს გავიარეთ უკვე, ახლა ჩემი შვილი არის ცუდად! ვრეკავ და ვეუბნები კონტაქტი არის , მისთვის და მისი შვილებისთვის სასწრაფოდ მჭირდება გატესტვა ბინაზე, დილიდან ვრეკავ ამ გარეწრებთან, სამჯერ ჩაიწერეს პირადი მონაცემები , სამჯერვე დამაწყვიტეს ნერვები ამ თახსირებმა, ჩემი სახელით მილიარდობით ვალი რომ აიღეს , სახლში რომ გაზიდეს და ჩემმა შვილიშვილებმა რომ უნდა იხადონ, მე რომ აქ და ახლა მჭირდება და რა პრობლემაა ხვალ მოვალთო მპასუხობენ და ხვალ მე რომ ყირაზე მიდგება , რაც დაგეგმილი გვქონდა, ამაზე პასუხი ვის მოეთხოვება, იმისთვის ვებრძოდი ამ გათახსირებულებს ამდენი წელი, რომ ახლა ამათთვის ამნისტიაზე შეთანხმდნენ, ჯერ მშვიდობიანად გავისტუმრო ეს ვერაგი ვირუსი და მე მეგი არ ვიყო, თუ მიწიდან არ ამოგიღო ტიკარაძე , შე თახსირო ქალო, და ვინც მოვა ხელისუფლებაში თუ ზედ არ მოგაყოლო, სათითაო ადამიანის სიკვდილზე თუ არ აგებინე პასუხი და თითოეულ თეთრზე, რომელიც ჩემი სახელით ისესხეთ და ოჯახში შეზიდეთ, ოხრად დაგრჩეთ! ივანიშვილო, ჩაგიშხამდეს ახალი წელი!” tia.ge
  14. ინფექციონისტი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ომიკრონის" შტამისგან განსაკუთრებით ვაქცინის "ბუსტერ" დოზა იცავს. "პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები "ომიკრონისგან" - ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, ბუსტერ დოზა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა გაკეთებული აქვს, გაიკეთოს მესამე. ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მიმართონ ვაქცინაციას, რადგან ეს მაინც იცავს, შესაძლოა, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. პირბადის გამოყენება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს "ომიკრონისგანაც". ახლა სანამ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, მანამდე პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა", - განაცხადა ცერცვაძემ. tia.ge
  15. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა,რომ პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. „სცენა მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ საახალწლო ღონისძიებებს. გადაიკეტება რუსთაველის გამზირი. რაც შეეხება მსვლელობას, ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგი სადღაც შეიკრიბება და ამ მხრივ შეიძლება მსვლელობა იყოს, ასევე თავისთავად იქნება სიტყვით გამოსვლები”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. tia.ge
  16. ჟურნალისტი გიორგი არობელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბათუმში ერთ-ერთ პოლიციაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინორმაციას ავრცელებს. "ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ. გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად. ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა. ბარში მყოფმა ხალხმა, აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში. 5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ. გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს. ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო. ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა. მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც. კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები. ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად. ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ. Adgili•ადგილი ქვემოთ გულაობა რომ მიდის, ზემოთ ადამიანებს ურტყამენ. როდესაც მიზანმიმართულად, აი, ამათ ტიპს აჭერინებ და აი ამ ყველაფრისთვის იმეტებ, მერე სისტემა უნდა დაინგრეეეს და ფაქ პოლის ყვირილი რაღაცნაირად უხერხულია." tia.ge
  17. ყაზახი ბოდიბილდერი იური ტოლოჩკო დაიღალა ცოლთან თანაცხოვრებით, მან სექს-თოჯინა მარგოს უღალადა და ორ სხვა სექს-თოჯინასთან უღალატა. რომლებიც მარგოზე „ახალგაზრდები“ არიან. View the full article
  18. ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, მეგი გოცირიძე: ,,ჩემთან რომ არცერთხელ არ დაურეკავს არავის და არ უკითხავს მოვკვდი თუ დავრჩი, ეს გავიარეთ უკვე, ახლა ჩემი შვილი არის ცუდად! ვრეკავ და ვეუბნები კონტაქტი არის , მისთვის და მისი შვილებისთვის სასწრაფოდ მჭირდება გატესტვა ბინაზე, დილიდან ვრეკავ ამ გარეწრებთან, სამჯერ ჩაიწერეს პირადი მონაცემები , სამჯერვე დამაწყვიტეს ნერვები ამ თახსირებმა, ჩემი სახელით მილიარდობით ვალი რომ აიღეს , სახლში რომ გაზიდეს და ჩემმა შვილიშვილებმა რომ უნდა იხადონ, მე რომ აქ და ახლა მჭირდება და რა პრობლემაა ხვალ მოვალთო მპასუხობენ და ხვალ მე რომ ყირაზე მიდგება , რაც დაგეგმილი გვქონდა, ამაზე პასუხი ვის მოეთხოვება, იმისთვის ვებრძოდი ამ გათახსირებულებს ამდენი წელი, რომ ახლა ამათთვის ამნისტიაზე შეთანხმდნენ, ჯერ მშვიდობიანად გავისტუმრო ეს ვერაგი ვირუსი და მე მეგი არ ვიყო, თუ მიწიდან არ ამოგიღო ტიკარაძე , შე თახსირო ქალო, და ვინც მოვა ხელისუფლებაში თუ ზედ არ მოგაყოლო, სათითაო ადამიანის სიკვდილზე თუ არ აგებინე პასუხი და თითოეულ თეთრზე, რომელიც ჩემი სახელით ისესხეთ და ოჯახში შეზიდეთ, ოხრად დაგრჩეთ! ივანიშვილო, ჩაგიშხამდეს ახალი წელი!” The post ,,მშვიდობიანად გავისტუმრო ეს ვერაგი ვირუსი და მე მეგი არ ვიყო, თუ მიწიდან არ ამოგიღო ტიკარაძე” – მეგი გოცირიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  19. ბოლნისში, სოფელ ცურტავში, მდინარეში, 22 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ქალი გუშინ დილით დაიკარგა. ახალგაზრდას ცხედარი მდინარეში იპოვეს. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. The post მდინარეში 22 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  20. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ეროვნული შეთანხმების პროცესზე. "პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში. tia.ge
  21. ახალი წლის გალა კონცერტზე 300 მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ვინ იქნებიან ეს მომღერლები, სია ამ ეტაპზე უცნობია. ,,პირველების” ინფორმაციით, დიდი გარჩევის შემდეგ ბაკურაძეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. თუმცა პირად საუბრებში მის გარემოცვასთან არ დაუმალავს, რომ მომღერლების დაბლოკვის მიზეზი მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერა იყო. საახალწლო გალა კონცერტზე მხოლოდ ,,ოცნების” მხარდამჭერი მუსიკოსები იმღერებენ. ახალი წლის საღამოს რეჟისორმა სიაში თავიდან არც ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე ჩასვა. ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ იმ ხელოვანების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც პეტიციის ხელმომწერები არიან და პატიმარი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. ბუბა კიკაბაძე, ნინო ქათამაძე, გიორგი უშიკიშვილი, ლელა წურწუმია, სტეფანე, ნოდიკო ტატიშვილი – თბილისის მერმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მუსიკოსები საახალწლო გალა კონცერტზე არ დაპატიჟა. შეცვალეს რეჟისორიც, დათო დოიაშვილის ნაცვლად ღონისძიებას ,,ქართული ოცნების” პიარმენეჯერი, ბაკურ ბაკურაძე, დაგეგმავს. tia.ge
  22. 2021 წლის 11 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 1.97 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია. მთლიანობაში 2021 წლის 11 თვეში ბანკებმა ჯამური შემოსავლის სახით 5.4 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 23%-ით მეტია. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება. იხ. სრულად: bm.ge The post 11 თვეში ქართულმა ბანკებმა რეკორდული – 2 მილიარდ ლარამდე მოგება მიიღეს appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. 1 დოლარი ხვალ 3.0914 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0884 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.4828 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4979 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0151 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს” „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. „სცენა მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ საახალწლო ღონისძიებებს. გადაიკეტება რუსთაველის გამზირი. რაც შეეხება მსვლელობას, ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგი სადღაც შეიკრიბება და ამ მხრივ შეიძლება მსვლელობა იყოს, ასევე თავისთავად იქნება სიტყვით გამოსვლები”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. The post სცენა პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა, რომ საახალწლო ღონისძიებებს ხელი არ შევუშალოთ – ზაალ უდუმაშვილი ხვალინდელი აქციის შესახებ appeared first on [/url]. ALIA.GE
  25. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი რთული კომპლექსური პროცესია, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. „ბოლო დღეებია, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა, თუ პოზიციებით. ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...