
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში მისი ოჯახის 19 დეკემბრის ტრადიციაზე წერს. „48 ჯერ აღნიშნული გაცნობის დღე 19 დეკემბერი, ყოველი თვის ამ დღეს საიდუმლოა, სად წავალთ, სად აღვნიშნავთ ამ დღეს, ვიცი მხოლოდ საათი და “დრეს კოდი” დანარჩენი საღამოს დირიჟორმა … ყოველ თვე სხვადასხვანაირ ყვავილად მხედავს ხან წიწვოვანი ვარ ხან ტროპიკული ხან მინდვრის ყვავილი, ყოველი თვის თაიგული იდეით და ჩვენ ორისთვის ნაცნობი სცენარითაა, 48 ჯერ მოყოლილი ისტორია ყვავილით უკვე 3 ჯერ. ჩვენთან ერთად პატარა ყვავილი აივიც იყო და აღნიშნა ჩვენი გაცნობის დღე. დანარჩენი სთორიში გავაგრძელოთ დღევანდელი საღამო ვრცლად იქაა , ნიკოლოზობას გილოცავთ ბავშვების საყვარელი წმინდანის დღეს “.- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში. მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი ბიზნესმენი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია მშობლები აგვისტოში გახდნენ. tia.ge
-
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გენერალი კალანდაძე გერმანიაში, ბერლინში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით აიყვანეს. გენერლის დაკავების მიზეზები ამ დრომდე უცნობია. შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა. The post საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დააკავეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ფორმულას მისმა მამამ, გია თოიძემ უთხრა. დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს. თვითმხილველებმა ფორმულასთან თქვეს, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. The post ნუცუბიძეზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მომღერალ ნუკა კვალიაშვილი მესამე შვილის მოლოდინშია. ნუკა და გოჩა გელაშვილი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. ,,მეცხრეში! პ.ს. უსამართლობაა ეს ყველაფერი… კაცებიც უნდა აჩენდეთ! აი, მაგალითად, გიბრუნებ 1 ნეკნს და საფასურად ორსულდები. ბოლო თვე არის გასაძლებად საშინელება, მაგრამ რაცაა, ეგაა”, – დაწერა ნუკამ ფეისბუქში. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და ამის გამო ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. მომღერალი მიმდინარე წლის აპრილში მეორედ დაქორწინდა. ნუკას პირველი ქორწინებიდან ნიკუშა კობახიძესთან ორი ბიჭი ჰყავს, რომლის აღზრდაშიც დედა, მომღერალი ეკა კვალიაშვილი ეხმარება. The post უსამართლობაა ეს ყველაფერი… კაცებიც უნდა აჩენდეთ! appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საქართველოში შიშმა ჩამოიყვანა. „რამ ჩამოაფრინა თემურ ალასანია საქართველოში? – რამ და შიშმა! სააკაშვილმა სანდრას ჩაშვებით მესიჯი გაუგზავნა ყველას, ვისზეც პირის გაღება და ხელის დადება შეუძლია. ბიძამისი ამ მესიჯს მყისიერად გამოეხმაურა,- ჩამოფრინდა საქართველოში და უაზრო აქტიურობით სურს მიშას დაანახოს საკუთარი თავის საჭიროება, – რათა ამ უკანასკნელმა ისიც არ ჩაუშვას და არ მოითხოვოს მისი გვერდზე მიჯენა. ე.ი. ჩვენ კიდევ ვნახავთ შიშით გამოწვეულ სხვების რეაქციებს.“- წერს ნანა კაკაკბაძე სოციალურ ქსელში. The post სააკაშვილმა სანდრას ჩაშვებით მესიჯი გაუგზავნა ყველას, ვისზეც პირის გაღება შეუძლია, ბიძამისი მესიჯს მყისიერად გამოეხმაურა – კაკაბაძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს: „შერიგება გენერალი გიორგი კალანდაძის დაკავებით დაიწყო და რუსეთის დაკვეთით საქართველოს ყველა პატრიოტის განადგურებით გაგრძელდება! შემოუსხედით მერე სუფრას შადიმანები და ტრადიციულ ქართულ ჩოხებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილებმა დალიეთ პუტინის სადღეგრძელო! ვერ აღვწერ რას ვგრძნობ!“ ასე ეხმაურება იგი გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებას. The post “შემოუსხედით სუფრას შადიმანები და ქართულ ჩოხებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილებმა დალიეთ პუტინის სადღეგრძელო” – გია ხუროშვილი გიგი კალანდაძის დაკავებაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე იოანე, მის მიერ პანაღიას მითვისების შესახებ ბრალდებაზე, ქუთაისიპოსტის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. მიტროპოლიტმა ჟურნალისტი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ “დახვეწილი არამზადების” მსგავსად არ უნდა მოიქცეს. “თქვენ ასე უტიფრად რატომ მელაპარაკებით? დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ. ადამიანმა იცის სახელები და სანამ არ მივაწექი, უხეშად რომ ვთქვათ, არ გამოთქვა. ჟურნალისტებს ეთიკაც ევალებათ, თქვენ ეთიკას არღვევთ”, – უთხრა ჟურნალისტს იოანე გამრეკელმა. მას პანაღიას შესახებ ბრალდება არ უარუყვია, თუმცა, თქვა, რომ პანაღია, რომელიც სამმა პირმა მღვდელმთავრობიდან გადაყენებული ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის შეუკვეთა, დამკვეთებს არ ეკუთვნის. “ვისთვისაც იყო გამზადებული ეს პანაღია, ის იყო გადაყენებული მსახური და ეს მას არ ეკუთვნოდა. მე ვუთხარი მათ (დამკვეთებს), ჩემი თუ არ გჯერათ, რომ ეს არ ეკუთვნის მას, მე ვკითხავ პატრიარქსთქვა. პასუხი ასეთია – ახლა არ ეკუთვნის და როცა დაბრუნდება მეუფე პეტრე და აღუდგება მღვდელმსახურება, მაშინ დაუბრუნდება ეს პანაღია. პანაღია ინახება, მოლოდინი არის, რომ მეუფე პეტრე შეინანებს თავის საქციელს და დაბრუნდება ეკლესიაში”, – განაცხადა მეუფე იოანემ. შეკითხვაზე ვისთან არის ახლა პანაღია, მეუფე პასუხობს: “თქვენ გამომძიებელი ხართ? პროკურორი ხართ? რა კითხვაა ეს? გითხარით, ინახება ეს პანაღია მოლოდინში და ვის ხელშია, არ აქვს მნიშვნელობა. არავინ არ სარგებლობს ამ პანაღიით, არავინ არ იკეთებს, ის ელოდება თავის პატრონს”. მეუფე იოანე არ უარყოფს, რომ პანაღიას შემკვეთებს თანხაც შესთავაზა, თუმცა, ამბობს, რომ მათ არ უნდათ ფულის აღება, რადგან ასეთ შემთხვევაში პანაღია მათი აღარ იქნება. “არც ფულს იღებენ და არც ჩერდებიან. მაშინ ვინაა მართალი? ვინც საეკლესიო და საერო სამართალზე თანახმაა, თუ ვინც ორივე უგულებელყო? ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ეკლესიასთან დაახლოებულმა პირებმა პანაღიას (მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი), მითვისებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მეუფემ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრესთვის (ცაავა) საჩუქრად გადასაცემად გამზადებული პანაღია მიითვისა და დამკვეთებს არ უბრუნებს. The post „დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ“ – მეუფე იოანე „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
თეოლოგი,ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე _შარვაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს :” ღია წერილი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! გავეცანი რა საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტის” მიერ თქვენი ცალმხრივი გადაწყვეტილებით ამჟამად თქვენთან მყოფი ჩვენი კუთვნილი ნივთის (სამღვდელმთავრო პანაღიის) შესახებ საჯაროდ გაცემულ პასუხებს (ლინკი დართულია პირველი კომენტარის ველში), გადავწყვიტე, რომ ასევე საჯაროდ, ღია წერილით მოგმაროთ. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ უწყის ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხილველმა ყოვლადწმიდა სამებამ – სამყაროს შემოქმედმა, რომ ნამდვილად არ ვუწყოდი, რომელიმე ჟურნალისტი თქვენ თუ დაგისვამდათ კითხვას ამ საქმის ირგვლივ და თქვენი და ჟურნალისტის დღევანდელი დიალოგი ამ საკითხის შესახებ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით შევიტყვე. მსურს, რომ ჩემი მხრივ თავი დავიზღვიო იმ გარემოებისგან, რათა ვინმემ ადამიანთაგან არ გაიფიქროს, რომ თქვენს მიმართ მე მამოძრავებს პიროვნულად მტრული დამოკიდებულება ან თითქოს ცილს გწამებთ და ა.შ. აღნიშნულის გამოსარიცხად აღვნიშნავ შემდეგს: მას შემდეგ, რაც 2019 წლის 20 ივნისს ღვთივგანისვენა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ და მეორე დღეს, 21 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით თქვენ დაინიშნეთ ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო 22 ივნისს ჩამობრძანდით ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, იმ დღიდანვე ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება იყო ქრისტესმიერი შვილობრივი სიყვარულითა და მორჩილებით განმსჭვალული. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება უმძიმესი იყო ჩემთვის (რასაც დღემდე განვიცდი), ღვთის მადლით, მე შევძელი, რომ ღირსეულად და შვილობრივად დაგხვედროდით და შეგხვედროდი მის მემკვიდრეს ქუთაის-გაენათის კათედრაზე, ჯერ, როგორც დროებით მმართველს, ხოლო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან, როგორც მმართველ მღვდელმთავარს. ვფიქრობ, ამას გრძნობდით თქვენც. ალბათ არ უარყოფთ, რომ არაერთხელ გიწოდებიათ ჩემთვის ქუთაის-გაენათის ეპარქიის მემატიანე… არაერთხელ გიკითხავთ ჩემთვის ქუთაის-გაენათის ეპარქიის ზოგიერთი ტაძრის ისტორიის შესახებ თუ სხვა საინსტორიო ცნობის ირგლივ, რომელიც ამ უძველეს ეპარქიას უკავშირდება. გაგახსენებთ 2019 წლის 8 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თქვენთან მოწყობილ გაცნობითი ხასიათის მაღალი საზოგადოებრივი დონის შეხვედრას, სადაც მქონდა პატივი, რომ ტრიბუნიდან სიტყვით წარვმადგარიყავი. ჩემი გამოსვლისას მე საჯაროდ გავაჟღერე სურვილი და თხოვნა წმიდა სინოდისადმი, რომ სწორედ თქვენ უნდა დადგენილიყავით ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად. გადაუჭარბებლად აღვნიშნავ, რომ თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი მე გახლდით, რომელმაც საჯაროდ საზოგადოების წინაშე წარმოვთქვი სურვილი, რომ თქვენი მეუფება დანიშნულიყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. მას შემდეგ, რაც 2019 წლის 31 ოქტომბერს ეს აღსრულდა კიდეც წმიდა სინოდის მიერ და პირადად შეხვედრისას მოგილოცეთ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტობა, თქვენ ასეთი რამ მითხარით: “ცოტა შენი წვლილიც არის ამაში, შენ ხომ გააჟღერე ეს სურვილი საჯაროდ”. თქვენს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად დადგინებას მე გამოვეხმაურე საკმაოდ ვრცელი წერილით სოციალურ ქსელში, რომელიც მედიამაც გაავრცელა. მას შემდეგ, რაც ღვთივმიიცვალა მიტროპოლიტი კალისტრატე, პირველი აღსარება სწორედ თქვენ ჩაგაბარეთ 2020 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, რადგან ერთგვარად ასე ჩავთვალე, რომ მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ჩემი პირველი აღსარება მისი მემკვიდრე მღვდელმთავრისთვის უნდა ჩამებარებინა, რაზეც თქვენ დამთანხმდით. მე თქვენ მოწიწებით მოგიწვიეთ ჩემი სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე და პირადად გაახელით ჩემი ნაშრომის სადისერტაციო მაცნე, რაზეც თქვენ აღმითქვით, რომ მობრძანდებოდით, თუმცა, შემდეგ, გარკვეული საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძელით მოსვლა. მე თითქმის არასდროს ვაცდენდი თქვენს მიერ აღსრულებულ წირვა-ლოცვებს და გემსახურებოდით ისე, როგორც მანამდე, წლების მანძილზე, თქვენს წინამორბედ მიტროპოლიტსა და ჩემს აღმზრდელ მღვდელმთავარს, მეუფე კალისტრატეს. ეს ყოველივე გავიხსენე არა საკუთარი პიროვნების რაღაც ფორმით წარმოჩენისათვის, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რაც ზევით დავწერე, რომ თქვენს მიმართ მე არავითარი პირადული და პიროვნული უარყოფითი არ მამოძრავებს, ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ თავიდანვე მხოლოდ პოზიტიური იყო და უნდა აღვნიშნო, რომ თქვენგანაც დადებითი ურთიერთობის მუხტს ვგრძნობდი, მანამ, სანამ არ მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, როდესაც თქვენ, თქვენი ცალმხრივი გადაწყვეტილებით წაიღეთ ნივთი, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, არამედ მათ, ვინც ის დაუკვეთა და მასში თანხა გადაიხადა. სწორედ, აქედან გაჩნდა დიდი ბზარი იმ ძალიან დადებით ურთიერთობაში, რომელიც ზევით აღვწერე… სამწუხაროდ და გულდასაწყვეტად, ეს ბზარი სწორედ თქვენ გააჩინეთ. ერთ წელიწადზე მეტია ამ საქმის მოგვარებას ვეცადეთ თქვენთან საუბრებით, შიდა სივრცეში, თუმცა, თქვენ სამწუხაროდ არ შეისმინეთ… დღესაც, აწ უკვე საჯარო ფორმატში, კვლავ ძალიან ბუნდოვან და ყოვლადგაუგებარ მოტივებზე აპელირებთ ამ საკითხზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, თქვენ არ უარყოფთ, რომ აღნიშნული პანაღია ამჟამად სწორედ თქვენთან არის და თქვენთვის ცილი არ დაგვიწამებია. საინტერესოა თქვენს მიერ დღეს წარმოთქმული ფრაზა ჟურნალისტებთან: “ის (პანაღია) ელოდება პატრონს”. პანაღია არ ელოდება პატრონს, არამედ თქვენ ალოდინებთ მას, თორემ ნივთი არის მისი, ვინც თანხა შეუკვეთა და მოთხოვნილი თანხა სრულად გადაიხადა. ეს ელემენტარული სამართალია, რომელსაც არ სჭირდება ბევრი განსჯა. სამწუხაროა, რომ თქვენმა დღევანდელმა ინტერვიუმ ამ საკითხზე კიდევ მეტად გაართულა აღნიშნული საქმის ვითარება. გულსატნეკია, რომ თქვენი პიროვნული შეხედულებები და სურვილები უფრო მაღლა დგას თქვენთვის ამ საქმეში, ვიდრე ობიექტური რეალობა. მიუხედავად ყოველივესი, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ (მე – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე და გურამ მოდებაძე), ამ საკითხის კიდევ უფრო ოფიციალურ ფორმატში გადაზრდისგან. ჩვენ ტაძარში გაზრდილ-აღზრდილები ვართ, დიდი და ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ კალისტრატეს ომოფორის ქვეშ, ვიცით მღვდელმთავრის ხარისხისა და ამ ხარისხის მქონე პიროვნების პატივისცემა და დაფასება, თუმცა, რასაკვირველია, უპირველესად ვიცით, თუ როგორ უნდა ემსახუროს ჩვენი უღირსება ღმერთსა და მის სამართალს, რომელიც საღვთო სიმართლის საფუძველზე წყალობითაა აღსავსე. ჩვენი (ზემოთ დასახელებული ორი პიროვნების) თვითმიზანი არ არის სიტუაციის გამწვავება, არამედ უფლისადმი სასოებით, კვლავ არ ვკარგავთ იმედს, რომ თქვენი მხრივ მიღებული იქნება საღვთო სიმართლით განსმჭვალული მღვდელმთავრი გადაწვეტილება და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ არ მოგვიწევს სამოქალაქო სამართლის სივრცეს ვთხოვოთ ამ საქმეში დახმარების გაწევა. დღეს წმიდა დიდი მღვდელმთავრის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეა. დაე, წმიდა ნიკოლოზმა თავისი მღვდელმთავრი მადლითა და საკვირველთმოქმედებით შეაფასოს თქვენი, როგორც მღვდელმთავრის ქმედება ამ კონკრეტულ საქმეში და მოგმადლოთ სულიერი ნიჭი, ჭეშმარიტად მღვდელმთავრული, მართლმკვეთელური ნაბიჯის გადადგმისა. ქრისტესმიერი სიყვარულით, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი ქუთაისი 19 დეკემბერი, 2021 წელი” The post “მას შემდეგ რაც ღვთივმიიცვალა მიტროპოლიტი კალისტრატე პირველი აღსარება სწორედ თქვენ ჩაგაბარეთ”_ლაშა დეისაძე_შარვაშიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
-
შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ირაკლი ალასანია, იოსებ სტალინი – მათ, ყველას ერთად ერთი რამ აერთიანებთ, ექვსივე 21 დეკემბერს არის დაბადებული. ამ ადამიანებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ 21 დეკემბერს დიდი, ხანაც მცირე მასშტაბის “პოლიტიკა” იბადება. ეს თარიღი ერთგვარი პოლიტიკური დიდების საწინდარია. ინგლისურ ენაში პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად და პოლიტიკის მკეთებლებად იყოფიან, ამის ნათელი მაგალითი ქართველებისთვის უკვე კარგად ცნობილი შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, იოსებ სტალინი და შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილი არიან. საქართველოში კიდევ ორი ქართველი პოლიტიკოსი – ირაკლი ალასანია და ნიკა მელია ემატებიან. ამ ცნობილი ექვსეულიდან ხუთი დასავლელი და პროდასავლურობით ცნობილი პოლიტიკოსები არიან, თუმცა არის კიდევ ერთი – იმპერიალისტური რუსეთის იდეისთვის და ევროპის გამანადგურებელი მებრძოლი სტალინი… ამ პოლიტიკურ ორიენტაციაში აღრეულებში ალბათ, სანუგეშო ისაა, რომ უმრავლესობა დიდ პოლიტიკაში სწორი ფასეულობებით მოღვაწეობს… ზოდიაქოთი მშვილდოსანი პოლიტიკოსები პოლიტიკურ “მშვილდს” თავიანთ ქვეყნებში მიზანში ისვრიან. ამ ექსვეულიდან რამდენიმე საკუთარ სახელმწიფოებს სწორედ პოლიტიკის წყალობით გაცდა: მშვილდოსანი პოლიტიკოსები პოლიტიკის საერთაშორისო არენაზე შარლ მიშელი – ბელგიის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2014 – 2019) პოლიტიკური დიდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სავარძელს მისწვდა და ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს. შარლ მიშელი ბელგიაში, 1975 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. იოსებ სტალინი – კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ის ქალაქ გორში 1878 წელს 21 დეკემბერს დაიბადა. მიხეილ სააკაშვილი – საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი და ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი. ის თბილისში 1967 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. საქართველოს მასშტაბში ჩატეული პოლიტიკოსები მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ელჩის პოზიციაზე 2006 წელს ირაკლი ალასანიამ მიიღო, თუმცა ის ადგილობრივი პოლიტიკიდან წავიდა და ხანგრძლივი პაუზა აიღო. დაუბრუნდება თუ არა ალასანია აქტიურ პოლიტიკას ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრამდე. ის ბათუმში, 1973 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. ნიკა მელია – ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩეველი, აღსრულების ბიუროში ჯერ უფროსის მოადგილე, მერე – უფროსი. ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი, მთაწმინდის გამგებელი, 2014 წელს, თბილისის მერობის კანდიდატი. ის თბილისში 1979 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. ბებერი ევროპის ფრანგი პოლიტიკოსი იმანუელ მაკრონი – ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის 14 მაისიდან დღემდე, კარიერის დასაწყისში, მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. ვალსის მთავრობაში ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა, ის თანამდებობიდან გადადგა და საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. მაკრონი ქალაქ ამიენში, (საფრანგეთი) 1977 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. “სახალისო მათემატიკა” 21 დეკემბერს დაბადებული პოლიტიკოსები (18)67 წლიდან (19)79 წლებამდე დაიბადნენ. ყოველ მათგანში არის “სამოცდა…” 1878, 1967, 1973, 1975, 1977, 1979… წყარო: პრაიმტაიმი The post 21 დეკემბერს დაბადებული პოლიტიკოსები – მათი პოლიტიკური გზა და ბედისწერა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, 20 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – ,,ლექსო, არ დაიკარგები”. ინფორმაციას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, საღამო ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში ჩატარდება და ტრადიციულად ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული წაუძღვებიან. „ღონისძიებაში მონაწილეობენ: მთქმელები და ავტორმთქმელები, ზეპირსიტყვიერების შემკრებები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფაქტობრივად, მთელი საქართველოდან. საღამოზე მოისმენთ ქისტი და ოსი ქალბატონების ქართულ კაფიაობას და ბევრ საინტერესო შესრულებას. ხელნაკეთი მოსაწვევი ბარათები ყვავილებითა და ხალხური პოეზიის ნიმუშებით შექმნეს ზურა შევარდნაძემ, ეთერ თათარაიძემ და ამირან არაბულმა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი; გარდენია შევარდნაძე, ჯიდი ალკო და ალკორიუმი. ხალხური პოეზიის საღამოები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით 2008 წელს აღდგა, მას შემდეგ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო ყოველ წელს ეწყობა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2020 წელი, პანდემიის გამო საღამო ვერ ჩატარდა. ზეპირსიტყვიერების პირველი საღამო ქართული ენის სახელმწიფო ენის აღიარების მნიშვნელოვანი დღის წლისთავს დაამთხვიეს და 1979 წლის 14 აპრილს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ხალხს ვერ იტევდა… მქუხარე ტაშის ფონზე წარიმართა პირველი საღამო და ასე გაგრძელდა მრავალი წელი. დაიწყეს თენგიზ მირზაშვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ალექსი ჭინჭარაულმა… დღეს აგრძელებენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post 20 დეკემბერს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“, ამის შესახებ განცხადებას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ღამის კლუბების ფუნქციონირება არის შეზღუდული. აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის, ქ.თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატერება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები, იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე, რის შემდეგაც განხორციელდა დაანონსებული ღონისძიების გაუქმება. მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ორ წლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბებს მუშაობა 18 დეკემბერს უნდა გაეახლებინათ, თუმცა რამდენიმე საათით ადრე შრომის ინსპექციის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და იმ შემთხვევაში თუ ისინი მუშაობას გააგრძელებდნენ დაჯარიმდებოდნენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა სექტორის წარმომადგენლების პროტესტი, ისინი აცხადებდნენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მაინც გაიმართებოდა. საბოლოო ჯამში ღამის კლუბების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი ღონისძიებები ერთი კვირით გადაედოთ. The post აღადგენენ თუ არა მუშაობას ღამის კლუბები საახალწლოდ – შრომის ინსპექციის განცხადება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
“კურიერმა” ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია 19 წლის ნიკა თოიძეს ეძებს. სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. “კურიერი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა. იმავეს ამბობს სავარაუდო დამნაშავის დედაც. “არ მოსულა სახლში, ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა და არაფერი არ ვიცი. არც დედასთან არ არის, ამის თქმა შემიძლია მარტო. არ არის სახლში, ეგ ვიცი და რაღაც რომ მოხდა, ეგ ვიცი,”-აცხადებს გია თოიძე. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით, ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია. შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. როგორც “რუსთავი2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. The post პოლიცია ცნობილი მომღერლის შვილს ეძებს – ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც წუხელ თბილისში მოზარდი დაჭრა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა თანამდებობას ახალ წლამდე დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას მინისტრი არ ადასტურებს. „ფორმულას“ ინფორმაციით, თურნავას შემცვლელად მისი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია განიხილება. შეგახსენებთ, რომ წლების წინ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რაც შეეხება ნათელა თურნავას 2018-2019 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2019 წლის 18 აპრილიდან კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. The post ნათელა თურნავა თანამდებობას ახალ წლამდე დატოვებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ში, კონექტიკუტის “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა. მომღერალმა ამის შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. “უბედნიერესი ვარ!!! გავიმარჯვე კონექტიკუტის “ნიჭიერში”, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩემი მხარდაჭერისათვის, ყველანაირი სირთულე გადავლახეთ, ყველანაირი გამოწვევა და კონკურენცია და მაინც, მაინც შევძელით გამარჯვება უბედნიერესი ვარ რადგან დღევანდელმა დღემ მე მომცა მოვალის რწმენა, ეს არის პირველი კონკურსი ჩემი პაუზის შემდეგ და ამიტომ ორმაგად ვნერვიულობდი, ამას დაემატა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემს საგულშემატკივროდ სხვა შტატებიდან და ძალიან მინდოდა, რომ ისინი მესახელებინა და გამარჯვებით დასრულებულიყო ეს ყველაფერი! და ასეც მოხდა, უფალი ჩვენთანაა!!!” – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი. ცნობისთვის, 21 ნოემბერს ქართველი მომღერალი “ოქროს ღილაკით” პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა. The post “უბედნიერესი ვარ!” – 15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკაში “ნიჭიერში” გაიმარჯვა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლუბი აუცილებლად გაითვალისწინებს იმას, არის თუ არა ფეხბურთელი აცრილი. “ჯერ-ჯერობით რომელიმე ტრანსფერთან ახლოს არ ვართ, მაგრამ ვაქცინაციის სტატუსს აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუ ფეხბურთელი ვაქცინირებული არაა, ის ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ არავაქცინირებულ მოთამაშეს შევიძენთ, მან სხვა გასახდელში უნდა ჩაიცვას, სხვა დარბაზში მიირთვას კერძი, სხვა ავტობუსით იმგზავროს… შესაბამისად, ვაქცინაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მირორი”. The post კლოპი: “ლივერპული” არავაქცინირებულ ფეხბურთელს არ შეიძენს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 909 160 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 858 949, გარდაიცვალა 13 071 პაციენტი. The post დღე-ღამეში საქართველოში 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 195 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 909 160 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 858 949, გარდაიცვალა 13 071 პაციენტი. The post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ქართველი ალექსანდრე ზაზარაშვილი კონექტიკუტის „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა. „მიყვარხართ ყველა, ვინც მგულშემატკივრობდით! ყველა ადამიანი, ვინც მოხვედით და დამაფასეთ! არ მჯერა! ჯერ კიდევ შოკში ვარ,“ – ასე გამოხატა ემოცია ალექსანდრემ. The post ალექსანდრე ზაზარაშვილი კონექტიკუტის „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა (ვიდეო) appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სწრაფად გავრცელებადი ომიკრონის შტამის 10 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო ჯამში, შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს, ხოლო ახალი შტამით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7-ს მიაღწია. ბოლო რამდენიმე დღეა ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. 18 დეკემბერს ბრიტანეთში 90 000-ზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 146 791 კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კი 1 მილიონზე მეტი მიმდინარე აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინერებულია გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 76.3 %, ორი დოზით 69.6 %, ბუსტერ დოზა კი 35.8 %-მა მიიღო. ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. განგაშის მეოთხე დონე ნიშნავს, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ან მისი გავრცელების სიჩქარე სწრაფად მატულობს და გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. დიდ ბრიტანეთში განგაშის ყველაზე მაღალი დონე მეხუთეა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მომავალი კვირიდან ინგლისში ვაქცინის ბუსტერ დოზა 18 წელს ზევით ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ თვის ბოლომდე ბუსტერ დოზა ყველა მსურველმა გაიკეთოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ამჟამად COVID-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩევა, 65-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მის შესახებ არსებული ინფორმაცია ჯერაც არ აძლევთ მეცნიერებს საბოლოო დასკვნის გამოტანის საშუალებას. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. “მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა. COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება”. – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა. The post ბრიტანეთში ომიკრონის 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 7 ადამიანი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მოლაპარაკე ქანდაკებების საიტზე თბილისიც გამოჩნდა – ძეგლზე მიმაგრებული მრგვალი ლურჯი სიმბოლო იმის მანიშნებელია, რომ ის ქართულ და ინგლისურ ენებზე დაგელაპარაკებიან. საიტის მონაცემებით, თბილისში ამ ეტაპზე 8 ქანდაკება გაგესაუბრებათ: ქართლის დედა ილია და აკაკი შოთა რუსთაველი გიორგი ლეონიძე კონსტანტინე გამსახურდია ნოდარ დუმბაძე დავით გურამიშვილი გალაკტიონ ტაბიძე ინსტრუქცია კი ასეთია: ქანდაკებასთან დამონტაჟებული კოდის დასკანერების შემდეგ ტელეფონი დაგირეკავთ – მწვანე ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ კი ძეგლი საუბარს დაიწყებს. რას ეტყოდნენ გალაკტიონი, რუსთაველი და სხვები გამვლელებს? – ტექსტები საკუთარი ინტერპრეტაციით დაწერეს ქართველმა მწერლებმა რატი ამაღლობელმა, ეკატერინე ტოგონიძემ, დათო ტურაშვილმა, ალეკო შუღლაძემ, გიორგი კეკელიძემ, შოთა იათაშვილმა, ეკა ქევანიშვილმა, ივა ფეზუაშვილმა. ტექსტები კი მსახიობებმა ნინო კასრაძემ, ბექა სონღულაშვილმა, ლაშა გურგენიძემ, ბაჩო ჩაჩიბაიამ, თემიკო ჭიჭინაძემ, კახა კინწურაშვილმა და დავით ბეშიტაიშვილმა გაახმოვანეს. The post მოლაპარაკე ქანდაკებები თბილისში – როგორ გავესაუბროთ ქართლის დედას, შოთა რუსთაველს, ილიას, აკაკის და .ა.შ. appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველოში “ომიკრონის” გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, “ომიკრონს” ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა. “ომიკრონი” შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა “ომიკრონისთვის” დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო “დელტა” ან “დელტა პლუსი”. არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,”– განაცხადა ამირან The post დაფიქსირდა თუ არა საქართველოში “ომიკრონის” შტამი – გამყრელიძის განმარტება appeared first on InterPost.ge. View the full article
-
„არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. იაგო ხვიჩიას თქმით, ადამიანები ბევრად უფრო საღ აზრზე არიან და არ ჰყვებიან სიგიჟეს, რათა შუღლი გაღვივდეს. „პოლარიზებული არიან პოლიტიკოსები. ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ, კინკლაობენ და ა.შ. არ მჯერა იმის, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერთმანეთს ებრძვიან, არ მეგობრობენ ან ერთმანეთი არ „ევასებათ“ და ერთად დროს არ ატარებენ. წარმოიდგინეთ, ერთ პარტიას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, ხოლო მეორე პარტიას ერთ მილიონამდე ადამიანმა და ხომ შეუძლებელია, ამ ადამიანებს ერთმანეთთან ბევრნაირი ურთიერთობა არ ჰქონდეთ? მათ შორის რომ რეალური მტრობა და შუღლი იყოს, ჩვენ ამას დავინახავდით. მიუხედავად ამდენი მცდელობისა, რომ ეს შუღლი გაღვივდეს, მადლობა ღმერთს, ადამიანები ბევრად უფრო საღ აზრზე არიან და არ ჰყვებიან სიგიჟეს, რომელიც საჯარო სივრცეში გვხვდება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია. „გირჩის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის მერე ციხეში არ იჯდება. „მაინც მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე არ იჯდება ციხეში. ის არანაირ ექვს წელს არ მოიხდის და ამ წელს მოგვარდება მისი ამბავი, მაგრამ მინდა, ეს ისე მოგვარდეს, რომ ჩხუბი დამთავრდეს და დამთავრდეს ეს დაუსრულებელი მიშა-ბიძინას კონფლიქტი, სადაც ხალხს ხელოვნურად ყოფენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. The post „მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის მერე ციხეში არ იჯდება“ – იაგო ხვიჩია appeared first on [/url]. ALIA.GE