Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაში ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.მინდა მადლობა გადავუხადო […] REZONANSI
  2. 2021 წლის 9 თვეში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს 42 400 ვიზიტორი ჰყავდა. აქედან 36 042 უცხოელი იყო. სტატისტიკა მარტ-ნომებერს მოიცავს, რადგან მუზეუმები კოვიდ რეგულაციების გამო იანვარ-თებერვალში არ ფუნქციონირებდა. პანდემიამდელ 2019 წელს მუზეუმს 175 962 დამთვალიერებელი ჰყავდა, პანდემიურ 2020 წელს კი 10 916 – ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიზნესპრესნიუსს“ სტალინის სახელმწიფო მუზეუმიდან მიაწოდეს. ვიზიტორების რაოდენობა წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია : 2010 – 21 7982011 – 21 5032012 – 31 6652013- 42 4532014 – 40 1712015 – 53 0942016 – 92 6932017 – 132 8112018 – 162 0862019 – 175 9622020 – 10 9162021 – 42 400 (იგულისხმება მიმდინარე წლის 9 თვე) სტალინის სახელმწიფო […] REZONANSI
  3. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ” დოზა ექნება გაკეთებული. როგორც ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს. მისივე თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ “ფაიზერის” “ბუსტერ” დოზას “ომიკრონის” მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოუწოდებს მოსახლეობას “ბუსტერ” დოზით აიცრან. “მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი “ბუსტერ” დოზაა გაკეთებული. ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ “ბუსტერიზირებული”. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან “ბუსტერ” დოზით”,- აღნიშნავს გამყრელიძე. REZONANSI
  4. 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. https://interpost.ge/wp-content/uploads/2021/12/qveqhanashi-uqme-dgheebi-tskhaddeba-sakoordinatsio-sabtchom-akhali-.mp4 The post საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები ცნობილია appeared first on InterPost.ge. View the full article
  5. ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია. განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც საქართველოს მასშტაბით. ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid- 19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. The post როგორია კოვიდსტატისტიკა საქართველოს სკოლებში appeared first on InterPost.ge. View the full article
  6. “ქართველ მესად” წოდებული გიორგი ჭანტურია 2009-10 წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხებოდა და საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა. როგორც ჭანტურია აცხადებდა, მას მალე “ბარსელონა ბ”-ში გადასვლას ჰპირდებოდნენ, თუმცა გუნდში არ დარჩა და “ვიტესში” წავიდა, საიდანაც “ჩელსიში” წასვლა შეეძლო, თუმცა არ გამოვიდა. იყო მომენტიც, როდესაც მაშინ ამომავალ ვარსკვლავ ბოიან კრკიჩს ჭანტურიამ პენალტი არ შეასრულებინა და თვითონ შეაგდო. 2009-10 წლებში “ბარსელონამ” 6 ტიტულის მოგება მოახერხა და საუკეთესო ფორმაცია ჰქონდათ. დღეს კი მთავარი გუნდი “ბარსა ბ”-ს ახალგაზრდა მოთამაშეებით არის შევსებული და მათ შორის, ელზაზული, ჯუტგლა, გავი, ნიკო, ბალდე, ალვარო სანსი, ილიას აკომახი და სხვები არიან. ამ ფონზე კი თუ გიორგი დღევანდელ “ბარსელონა ბ”-ში მოხვდებოდა, მაშინ მას ნამდვილად ექნებოდა შანსი გამოძახება ჩავისგანაც მიეღო. ჭანტურიას თამაში აკადემიაში The post გიორგი ჭანტურიას “ბარსელონაში” დღეს რომ ეთამაშა… appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  7. იხილეთ ვიდეო Jules Kounde gets a straight red for throwing the ball at Jordi Alba's face pic.twitter.com/SjLC6yTdHv — ESPN FC (@ESPNFC) December 21, 2021 The post კუნდეს წითელი ბარათი “ბარსელონასთან” მატჩში (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  8. რა დაემართა იტალიელ სპორტულ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში (ვიდეო) View the full article
  9. "სამეფო გუნდის" ოფიციალური საიტი ახალ განცხადებას ავრცელებს. View the full article
  10. სალომე ფაჟავას ცეცხლოვანი ნომერი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ქართველმა სპორტსმენმა უმაღლესი შეფასება მიიღო (ვიდეო) View the full article
  11. 2022 წლის იანვარი, შეიძლება, აღმოჩნდეს ის თვე, როდესაც ორი საუკეთესო ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ტოპ 5 ჩემპიონატში მოხვდებიან. “გენტი” დღეს ბელგიის თასის 1/4 ფინალში “სტანდარტს” დაუპირისპირდება და ჩაკვე კვლავ განაცხადშიც ვერ ხვდება, როცა არც ტრავმა აქვს და არც სხვა სახის პრობლემა. ასეთ დროს კი მარტივია მისახვედრია, რომ გიორგი მალე “გენტს” დატოვებს და მოსალოდნელია, რომ ტოპ 5-დან რომელიმე ჩემპიონატში გადავა. მას შემოთავაზებებები აქვს და მასში გადასახდელი სატრანსფერო თანხა გაცილებით შემცირებულია. ოდნავ განსხვავებული სიტუაცია აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელშიც “რუბინი” 20 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა თუ ინგლისურ გამოცემებს დავუჯერებთ, “ვესტ ჰემი” ყველაზე მეტად არის დაინტერესებული კვარას დამატებით და მზად არიან ქართველში 15 მილიონი გადაიხადონ. კვარაცხელიაც უმოტივაციოდ თამაშობს რუსეთში და “რუბინს” მისი გაყიდვა ახლა მოუწევს, ვიდრე ფასი კიდევ უფრო არ დაცემულა. 2022 წელი კარგი ამბებით და დიდი ტრანსფერებით უნდა დავიწყოთ. The post ის, რასაც მთელი საქართველო ელოდა – ქართველი ტალანტები ტოპ 5-ში! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში “ნოესთან” შურის თემაზე ისაუბრა. “ყველაზე ძალიან მაშინ გამოჩნდა, როცა პირველად ჩემპიონი გავხდი. რაზეც გული დამწყდა, ვისგანაც არ ველოდებოდი, მათგან ვიგრძენი. გული წყდება ადამიანს, მაგრამ ხვდები, რომ ეს ცხოვრების ნაწილია ყველა სფეროში, ყველა ეტაპზე. ამაზე დიდხანს ფიქრი არაფერს არ მოგიტანს. იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ მართლა შოკი იყო. ჯერ ჩემ თავს ვუსვამდი კითხვას, რა დავაკელი” “როცა მეგობრად თვლი, როცა ასეთი ურთიერთობები გაკავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა კარიერაში, არც დრაფტი, არც პლეი-ოფი, არც პირველი ჩაგდებული ქულა ტიტულს ვერ შეედრება, ჩემპიონობა სულ სხვაა, თან NBA-ს. არ მომილოცეს, თუმცა ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ ხედავ ვინ მოიხსნა ნიღაბი, ვინ ვინ არის. წარსულით არ უნდა იცხოვრო და ყოველთვის წინ უნდა გაიხედო”, – განაცხადა ფაჩულიამ. ზაზა ორჯერ ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში 2017/18 წლებში გახდა. The post ზაზა ფაჩულია: “ეს ჩემთვის შოკი იყო, ვფიქრობდი, რა დავაკელი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა, ლაშა ტალახაძემ, ლევან საგინაშვილმა, კოსტა ჯანაშიამ, რაულ თუთარაულმა, ნინო ოძელაშვილმა და სხვებმა გუშინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ თუ სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას შეწყვეტს, მაშინ მათ ქვეყნიდან წასვლა ან სპორტიდან წასვლა მოუწევთ. “სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცა იმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს”, – თქვა ოძელაშვილმა, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა. “სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას თუ ვეღარ შეძლებს, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და სამომავლო გეგმებზე ფიქრიც გაგვიჭირდება. საქართველოში სპორტი დაფასებული არ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არა მხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტს გვიდგას”, – ამბობს რაულ თუთარაული, საქართველოს ჩემპიონი (28-6-2) მთავრობა აპირებს სათამაშო ბიზნესს რეგულაციები დაუწესოს და კანონი უკვე 2 მოსმენით მიღებულია. The post ნინო ოძელაშვილი: “ქართული სპორტი სათამაშო ბიზნესის დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაცია განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატი 4 წლის ნაცვლად 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, რაც შემოსავლებს თითქმის ორჯერ გაზრდის. დამოუკიდებელმა კომპანიებმა დაითვალეს სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები და თუ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებით 7 მილიონი დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი, ორი მუნდიალით 11.4 მილიარდი ევრო მიიღება. ეს თანხა FIFA-ს წევრ 211 ქვეყანაზე გადანაწილდება და თითოეულ ფედერაციას, 6 მილიონიდან დაფინანსება 25 მილიონამდე გაეზრდება, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც. ინფანტინოს ამ ინიციატივას მხარს 150-ზე მეტი ქვეყანა უჭერს. The post საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 25 მილიონ ევროს მიიღებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო 4 თვეა რაც ფუნქციონირებს- ამის შესახებ ინფორმაციას მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტო ემსახურება ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებს. სააგენტოს ძირითად მოვალეობაში შედის მიუსაფარი ძაღლების და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია ასევე ავადმყოფი და ნაავარიები ძაღლის და კატის მკურნალობა სააგენტოში შემოყვანილი ყველა ცხოველი გადის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას მუშავდებიან პარაზიტებზე უკეთდებათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ძაღლი კვლავ ბრუნდება ბინადრობის ადგილას,“ – აცხადებენ სააგენტოში. მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში მოქალაქეებს დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. ცხელი ხაზი ტელ: 595 33 55 08 REZONANSI
  16. მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერაძურიში” ლიონელ მესის ტრანსფერი. “არავინ მოელოდა, რომ ზაფხულში მესი “ბარსელონას” დატოვებდა. კორონავირუსული პანდემია მძვინვარებდა და საკუთარ თავს ასეთი ინვესტიციის განხორციელების უფლებას ვერ მივცემდით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კლუბის მომავალი საფრთხის წინაშე დადგებოდა”, – თქვა ძანეტიმ “ლიბეროსთვის” მიცემულ ინტერვიუში. “ინტერის” ლეგენდამ კომენტარი კიდევ ერთ არგენტინელ ფეხბურთელზე ლაუტარო მარტინესზე გააკეთა: “იოლი არ არის სერია A-სთან ადაპტაცია, თუმცა ლაუტარო დღესდღეობით “ინტერისა” და ეროვნული ნაკრების სავიზიტო ბარათია. ის დიდებული ფეხბურთელია და ჩვეულებრივი ფაქტია, რომ მისი დამატება ბევრ წამყვან კლუბს სურს. ლაუტი აქ ძალზედ ბედნიერია, ასე რომ მის მომავალზე არ ვღელავ. ის თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ გრძნობს და ამას ყველა მატჩში ამტკიცებს”. The post ძანეტი: “მესის დამატება “ინტერის” მომავალს საფრთხის წინაშე დააყენებდა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. მსოფლიო გადარია ! - მერაბ დვალიშვილმა მოგუდვას 1 წუთის განმავლობაში გაუძლო და მეტოქეს არ დანებდა ! (ვიდეო) View the full article
  18. დადასტურდა - ვინ არის ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც თაკო ნაცვლიშვილის გული მოიგო View the full article
  19. “სათამაშო ბიზნესის რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ” - კომენტატორ ლევან სალუქვაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა View the full article
  20. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდა. ჟურნალისტებს მასთან კითხვა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. ივანიშვილს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რა პოზიცია აქვს სალომე ზურაბიშვილის მიერ შერიგების პროცესთან დაკავშირებით წარმართულ შეხვედრებზე. ოლიგარქმა დუმილი არ დაარღვია და ტერიტორია დაცვის საშუალებით დატოვა. The post რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  21. ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს, – ამის შესახებ განცხადებას სუს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. „გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. The post სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  22. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინასა და საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. „პასუხი სრულიად განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, ნატო-სა და ვაშინგტონს მშვენივრად ესმით, რა არის სასწორზე და კარგად იციან“, – განაცხადა კონსტანტინ გავრილოვმა. The post რუსეთი – საქართველოსა და უკრაინაში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას არ დავუშვებთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  23. რა ვიცით „ომიკრონის“ შესახებ? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული B.1.1.529 ვარიანტის შესახებ პირველად 2021 წლის 24 ნოემბერს ეცნობა. ჯანმო-მ ახალ შტამს „ომიკრონი“ უწოდა და „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. ვირუსის ახალი შტამი 89 ქვეყანაშია დადასტურებული. საქართველოში პირველი ორი შემთხვევა 18 დეკემბერს გამოვლინდა. მიმდინარეობს კიდევ 26 ნიმუშის შესწავლა. ამ დრომდე „ომიკრონის“ შესახებ რაც ვიცით არის ის, რომ მას აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შემაშფოთებელია. ჯანმოს ინფორმაციით, წინასწარი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ვარიანტით რეინფექციის რისკი გაზრდილია. კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი „დელტა“ და „დელტა+“ შტამები. who-ს მონაცემებით, ქვეყნებში, სადაც ახალი შტამი უკვე გამოვლინდა, ყოველ დღე-ნახევარში ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა. წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონს“ რეინფიცირების გაზრდილი რისკი (3-ჯერ მეტი) ახასიათებს. მას აქვს უნარი, რომ გვერდი აუაროს ვაქცინაციით შექმნილ ანტისხეულებს, ინფიცირების შემდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს და კვლავ დააავადოს ადამიანი. BioNTech-ისა და Pfizer-ის კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტს ანეიტრალებს. ვაქცინის მწარმოებლები ამბობენ, რომ ორმა დოზამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობა გამოიწვია, მაგრამ მესამე დოზამ მათი რაოდენობა 25-ჯერ გაზარდა. ჰონ-კონგის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც „ფაიზერისა“ და „სინოვაკის“ „ომიკრონისადმი“ მანეიტრალიზირებელ უნარს აჩვენებს, ვკითხულობთ, რომ 25 აცრილიდან „ფაიზერის“ ჯგუფში ვირუსის განეიტრალება მხოლოდ 5-მა ადამიანმა შეძლო (ვაქცინის ეფექტურობაა 20-24%). „სინოვაკის“ ჯგუფში კი 25 აცრილიდან აღნიშნულის უნარი 0 ადამიანს გამოუვლინდა. რა სიმპტომები ახასიათებს? Zoe-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლენილ სიმპტომებს ეფუძნებოდა, დეკემბერში დაფიქსირებული ხუთი ძირითადი სიმპტომი გამოავლინა: სურდო; თავის ტკივილი; დაღლილობა (მსუბუქი ან მძიმე); ცემინება; ყელის ტკივილი. როგორია პროგნოზები? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ახალ წლამდე საქართველოში „ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ელოდება. მისი თქმით, ახალ შტამს „დელტას“ ჩასანაცვლებლად 2 თვე დასჭირდება. „ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვებს, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა“, – ამბობს გამყრელიძე. მისგან განსხვავებით იმუნოლოგები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ უფრო სწრაფად გავრცელების უნარის გამო, ქვეყანაში ერთდროულად ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, რაც კლინიკურ სექტორზე ზეწოლას გაზრდის. „შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. ჩვენ ისე გადავალთ „მეექვსე ტალღაში“, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. „მეხუთე ტალღის“ სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, – აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, დევი ტაბიძე. ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის, მარინე გელანტიას განცხადებით, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია,კ დაბალი ვაქცინაციის ფონზე კი ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს. „რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება“, – აცხადებს გელანტია. ვაქცინაციის როგორი მაჩვენებლით ხვდება საქართველო ახალ შტამს? 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 399 482 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 43.8%). სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 37.9%). „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს. 20 დეკემბერს აიცრა 13 743 ადამიანი. The post რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები – ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება. 23-26 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. The post საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ყინვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. ორბელიანების რეზიდენციაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტი უკვე შეხვდა სალომე სამადაშვილს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას საკითხს შეეხებოდა. გარდა ამისა, უკვე შედგა შეხვედრა „ხალხისთვის“ ლიდერს, ანა დოლიძეს. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს. დღესვე იგეგმება „ლელოს“, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლებთან. The post სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...