Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, მალხაზ ურთქმელიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გუშინ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის გაწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რადგან მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ურთქმელიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ გაიგო, შეუძლოდ გახდა და გაწერა გადაიდო. „ბატონი მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. გამოტანილ იქნა სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობდა. ის იმყოფებოდა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბულატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. მისი ინფორმირების შემდე, პაციენტი დაიძაბა აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც, იგი დატოვეს ჰოსპიტალში ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა. The post გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  2. „28 დეკემბერს პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი“, – ამის შესახებ სააკაშვილის ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა. გოგორიშვილი ამბობს, რომ დასმულ კითხვებს მოკლედ უპასუხა, მოგვიანებით კი გვარამიამ ტექსტი განავრცო. „მოგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდგე ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით. რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული იყო შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნ. გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას. ნაწილობრივი სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და სად იქნება ეს ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა. The post ექიმი – ნიკა გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა შემცირებისკენ მიდის. მისივე თქმით, ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდეზეა. „შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, შემცირებისკენ მიდის. ციფრები და ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი მიუთითებს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა. ამის მიმანიშნებელი არ არის მხოლოდ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მიმანიშნებელია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდი, კერძოდ, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რომელიც 3500-ზე მეტია. ამდენი თავისუფალი საწოლი არ ყოფილა ბოლო 2 თვის განმავლობაში “, – განაცხადა ივანე ჩხაიძე. ავტორი: მარიამ ტაბატაძე The post ივანე ჩხაიძე: პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  4. თბილისის “ლოკომოტივმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. “შექმნილი გარემოების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ვერ მოხერხდა აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა. “ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე. ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში. აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ. თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა”, – წერია განცხადებაში. “ლოკო” მთავარი მწვრთნელის გარდა 13-მა ფეხბურთელმა დატოვა: მარკ სპენკელინკი, დავით უბილავა (კაპიტანი), ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი გაბაძე, ადამა ვადე, ნიკა სანდოხაძე, დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე. The post პირველი პრეცენდენტი – “ლოკოს” გუნდი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო დაეშალა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  5. თბილისის “ლოკომოტივმა” ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის წასვლა. “ლოკო” ჭიას გარდა 13-მა ფეხბურთელმა დატოვა: მარკ სპენკელინკი, დავით უბილავა (კაპიტანი), ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი გაბაძე, ადამა ვადე, ნიკა სანდოხაძე, დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე. შესაძლოა, საქმე ხელფასების შემცირებას ეხებოდეს. The post “ლოკომოტივი” 13-მა ფეხბურთელმა დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  6. 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1-ელ იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელ იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. „2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის […] REZONANSI
  7. ერთ-ერთი თეორიაა, რომ შეიძლება „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები – „სამხრეთ აფრიკის მრუდმა თავი ქვემოთ ჩამოსწია“ და უკვე კლება შეიმჩნევა. „ის, რომ ვაქცინირებულებს „ომიკრონი“ ბევრად იოლად გადააქვთ, ასევე არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობა და ახალი შტამის სწრაფი გავრცელება ნიშნავს, რომ შეიძლება საერთო კუმულაციური იმუნური ფენა უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. ერთ-ერთი თეორია და შეხედულებაა ის, რომ შეიძლება „ომიკრონი“ გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის „ცუნამივით“ ძალიან დიდი რაოდენობით და შეიძლება ჯანდაცვაზე დიდი ზეწოლა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი […] REZONANSI
  8. შოტლანდიელმა გრეგ სტიუარტმა ინდოეთის ჩემპიონატში უძლიერესი გოლი გაიტანა. The post ინდოეთის ჩემპიონატში რობერტო კარლოსის გოლი გაცოცხლდა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  9. “გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!” – წერს “ლოკომოტივის” ოფიციალური გვერდი. ჭიამ “ლოკო” 2020 წლის 6 ივლისს ჩაიბარა და ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსკოვის “დინამო” გამოაგდო. გასულ სეზონში “ლოკომოტივმა” 53 ქულა დააგროვა და ევროტურნირებზე ვერ მოხვდა. მოსალოდნელია, რომ გუნდიდან ლიდერებიც წავლენ. The post გია ჭიაბრიშვილმა “ლოკომოტივი” დატოვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. მთავრობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილის საჯარო უწყებებში დასაქმებას გეგმავს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი 15 მლნ ევროს აღემატება, რომელიც რამდენიმე წელსა და მიმართულებაზეა განაწილებული. „მუშაობა მიმდინარეობს, გვაქვს გარკვეული კონცეფცია, რომლის შესახებაც 2022 წლის დასაწყისში მოსახლეობას უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ორი ნაწილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოხდეს შრომისუნარიანი მოქალაქეების კერძო სექტორში დასაქმება, ეს უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ თუ კერძო სექტორი ვერ შეძლებს მოსახლეობის დიდი რაოდენობის დასაქმებას, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებას. ეს იქნება როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე სხვადასხვა სამინისტროს მიმართულებით. სამინისტროებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა თუ რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის […] REZONANSI
  11. იანვრის თვეში გაგრძელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს აცრის სანაცვლოდ 200-ლარიან წახალისებას 60 წელს ზემოთ პირებისთვის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „აქვე კიდევ ერთი სიახლეა – ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50-წლამდე“, – აღნიშნა ღიბრაძემ. აქამდე, 200-ლარიან წახალისებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები იღებდნენ. REZONANSI
  12. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბის 200-ლა­რი­ა­ნი კამ­პა­ნია იან­ვარ­შიც გაგ­რძე­ლე­ბა. რო­გორც უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი და­ი­წევს და 60 წლის ნაც­ვლად, აც­რის შემ­თხვე­ვა­ში, 200 ლარს 50 წლი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ. “გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იან­ვრის თვე­ში გაგ­რძელ­დე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 200 ლა­რი­ან წა­ხა­ლი­სე­ბას გუ­ლის­ხმობ­და 60 წელს ზე­მოთ ასა­კის პი­რე­ბის­თვის. ასე­ვე კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა, ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი და­ი­წევს 50 წლამ­დე და თუ 60 წელს ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნი იღებ­და დახ­მა­რე­ბას, იან­ვრის თვი­დან უკვე მი­ი­ღებს 50 წელს ზე­მოთ, ვინც აიც­რე­ბა. ეს იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დღეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო. ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია იმ­დე­ნი თან­ხა, რაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რომ 50 წელს ზე­მოთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც აიც­რე­ბა, მივ­ცეთ 200- ლა­რი­ა­ნი წა­ხა­ლი­სე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა იან­ვარ­ში გაგ­რძელ­და, შემ­დგომ ვნა­ხოთ“, – გა­ნა­ცხა­და ღიბ­რა­ძემ. The post აცრის შემთხვევაში, 200-ლარს უკვე 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც მიიღებენ – საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება appeared first on InterPost.ge. View the full article
  13. ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას სერიოზულად განაგრძობს და ახალ ტრანსფერებს ახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოში” გიორგი არაბიძე და ნოდარ ქავთარაძე ითამაშებენ. არაბიძე ცეცაძის ფავორიტი მოთამაშეა, ქავთარაძეს კი 2019 წელს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. მათ გარდა, ქუთაისურ გუნდს გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე და გიული მანჯგალაძე შეუერთდებიან, ხოლო, თორნიკე ახვლედიანი და ლევან მჭელიძე კლუბში მინიმუმ 1 კიდევ სეზონს გაატარებენ. ცეცაძეს დაცვის გაძლიერება სურს და მალე დაცვით ტრანსფერებსაც ვიხილავთ. The post ქუთაისის “ტორპედოს” 3 ძალიან მაგარი ტრანსფერი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და ორგანიზაცია „თანადგომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო წერეთელმა მიიღეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს და მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, პროგრამის მასშტაბების გაფართოების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ექიმის არსებობა სავალდებულო გახდება. მისი თქმით, ექიმები პროფესიულ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებს მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებმა. შემაჯამებელი შეხვედრის დასასრულს საპილოტე პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებსა და ექიმებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება 6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები კონკრეტული კლასებისთვის. აღნიშნული სასწავლო გეგმები, სხვადასხვა აქტივობების შემუშავებასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესში საკითხავი მასალების, რესურსებისა და შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებას ითვალისწინებდა. The post განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. 32 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიკ მხითარიანი კარიერის დასრულების შემდეგ “კრასნოდარის” სპორტული დირექტორი გახდება. მხითარიანმა “კრასნოდარის” პრეზიდენტთან უკვე მიაღწია შეთანხმებას. ჰენრიკს “რომასთან” კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს. მისით რუსული გუნდები ინტერესდებიან, თუმცა პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა. მხითარიანი წლების განმავლობაში “შახტარში”, “მანჩესტერში”, “დორტმუნდსა” და “არსენალში” თამაშობდა. The post ჰენრიკ მხითარიანი რუსული გუნდის სპორტული დირექტორი გახდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  16. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, “ომიკრონის” გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20-25 ათასამდე გაიზარდოს. ეპიდემიოლოგი ქვეყანაში “ომიკრონ” შტამის გავრცელების ფონზე, არ გამორიცხავს შეზღუდვების დაწესებასაც. “თუ ჩვენ ვერ ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ვერ გავზრდით აცრების მოცვის მაჩვენებელს, “ომიკრონი” გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ “ომიკრონის” გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. თუ ჩვენ პირბადის ტარების მაჩვენებელს ვერ გავზრდით, ვერ გავზრდით აცრის მოცვის მაჩვენებელს, რომელიც ოდნავ იზრდება, დღეში თუ “ომიკრონის” 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში. The post “ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს” – გამყრელიძე appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” საახალწლო კონცერტის ანონსს აზიარებს და წერს: “ელის მარიას პირველი ეთერი”. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, სოფო ნიჟარაძე ერთ საახალწლო ნომერს შვილთან, პატარა ელის-მა­რიასთან ერთად შეასრულებს. The post “ელის მარიას პირველი ეთერი” – სოფო ნიჟარაძე ვიდეოს აქვეყნებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  18. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0789 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0774 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.15 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4853 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4888 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. The post ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა appeared first on InterPost.ge. View the full article
  19. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, სამი პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი გამოწვევებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება. “ვთანხმდებით რა ორივენი, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა საქართველო, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება ამ თვალსაზრისით და ტემპერატურის დაწევა შიდა დაპირისპირებისა, რომელიც ქალბატონი სალომეს მიერაა ინიცირებული, არის უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერი. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, გამოვხატეთ მზაობა და მოწონება იმისა, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი […] REZONANSI
  20. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, იმერეთში და გურიაში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორციელდება. მიზნობრივ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. დაფინანსება მოიცავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას და ასევე სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას. მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს. პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში -„აწარმოე საქართველოში“, საკრედიტო-საგარანტიო სქემის, ინდუსტრიული, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის, სასტუმროს ინდუსტრიის, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება. მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო ხელშეწყობის მიმართულებაში, მომავალი წლიდან პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოებასა და ასევე ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოებას; ამავე მიმართულებაში, ევროკავშირის დახმარებით, განისაზღვრება საპილოტე რეგიონები – იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გაიზრდება ბენეფიციარებისთვის გასაცემი გრანტების მოცულობაც – საპილოტე რეგიონებში ეს იქნება 40 000 ლარი, ხოლო სხვა რეგიონებში – 30 000 ლარი. გარდა ამისა, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ექსპორტის ტექნიკური დახმარების ნაწილი, რომელიც მოიცავს 3 კომპონენტს – პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, მიმართულება დაფინანსდება 20 000 ლარით; მეორე – ბრენდინგი და პროდუქციის შეფუთვა – დაფინანსდება 20 000 ლარით; მესამე – საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება – დაფინანსების ოდენობა 10 000 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში; ასევე, ერთი წლით გახანგრძლივდება პროგრამის უნივერსალურ, ინდუსტრიულ ნაწილში განაცხადების მიღების ვადა; ამ კომპონენტში შესაძლებელი გახდება საინვესტიციო ფონდების მონაწილეობაც ანუ მათაც მიეცემათ შესაძლებლობა გასცენ სუბსიდირებული სესხი; სასტუმროს მინიმალური, სავალდებულო ნომრების რაოდენობა განახევრდება და ათის ნაცვლად იქნება ხუთი. „სასტუმროს და ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის“ მონაწილე ბენეფიციარებს, რომლებსაც წარმოების დაწყების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ბოლოს, პანდემიის გათვალისწინებით, ოპერირების დაწყების ვალდებულება გადაუვადდებათ ერთი წლით. ასევე გახანგრძლივდება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 2022 წლის 3 იანვრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ამავე პერიოდით გაგრძელდება „საკრედიტო საგარანტიო სქემით“ სარგებლობის ვადაც. საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა ორი განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომელთა მიხედვით, 107 ფიზიკურ პირს ქალაქ რუსთავში, ხოლო 25 ადამიანს ქალაქ მარნეულში, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები. The post რა გადაწყვეტილებები მიიღეს მთავრობის სხდომაზე appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. სამოქალაქო მოძრაობა „გამოდი“-ს (მაკა მინდიაშვილი, ლევან ლელაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პირველადი ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სამშენებლო ბიზნესის ფასების რეგულაციებისა და შრომის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მსხვილი ბიზნესისთვის გათვალისწინებულია საათობრივი მინიმალური ანაზღაურება, სულ მცირე, 5 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დოკუმენტი ყველანაირ ბიზნესზე მოგების 20%-იანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა. The post საქართველოში, შესაძლოა, საათობრივი მინიმალური ანაზღაურება დაწესდეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. შოტლანდიაში ღამის კლუბები, სულ მცირე, 3 კვირით დაიხურება. შოტლანდიაში 27 დეკემბრიდან ღამის კლუბები, სულ მცირე, 3 კვირით დაიხურება.რამდენიმე დღის წინ, ომიკრონის გავრცელების გამო, დიდი ღონისძიებებიაიკრძალა.მინისტრის მოადგილემ, ჯონ სვინიმ განაცხადა, რომ დაზარალებულ ბიზნესსფინანსურად დაეხმარებიან.მისივე თქმით, ღამის კლუბებს ექნებათ საშუალება, ბარებად გააგრძელონ მუშაობა,თუმცა სტუმრებს შორის ფიზიკური დისტანციის დაცვა უნდა იყოსუზრუნველოფილი. შოტლანდიელებისთვის შობის გეგმების შეცვლა, ჯერჯერობით,არ მოუთხოვიათ, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, დარჩნენ სახლებშიდღესასწაულების განმავლობაში.სვინის თქმით, ომიკრონის გამო კოვიდის შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს,რაც, საბოლოოდ, ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავს, ამიტომ დიდითავშეყრებისგან მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს. REZONANSI
  23. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი 2021 წლის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ სამხედრო პირებს მომავალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ. მისი თქმით, სამხედროებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, იანვრიდან ხელფასების დამატებით ზრდა იგეგმება – დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით. REZONANSI
  24. ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „ეკა ტიკარაძე გადადგა. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს. ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა იყო დელტას ხელმძღვანელი, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ავიაციის აღდგენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. The post ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. 17 არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ, ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. მექანიზმის შექმნა ასევე გათვალისწინებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით. ამ გამოწვევების ფონზე, 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა. თუმცა, კანონის ამოქმედება პარლამენტმა ზედიზედ ოთხჯერ გადადო და საბოლოოდ, ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს. ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა. ამადროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერებაა. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე. სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებში და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშებში. ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში. The post „დამოუკიდებელ ორგანოზე თავდასხმა“ – NGO-ები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებას ეხმაურებიან appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
×
×
  • შექმენი...