
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
დღეს „ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, კორონავირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია, რაც რამდენიმე დღის წინ, ვირუსის ახალი ვარიანტის გაჩენამაც დაადასტურა. „დღეს „ბუსტერი“ და ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია, რამეთუ ბუსტერიზირებულ, განსაკუთრებით, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს. ამის დადასტურება გახლავთ ის, რომ გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც ისევ კამერუნის შემთხვევებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, ახალი შტამის შესახებ, რომელიც საფრანგეთში დადასტურდა, ცნობილია ის, რომ ვინც დაინფიცირდნენ, სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. […] REZONANSI
-
სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს. სომეხთა ეკლესია საქართველოში სიდიდით მეორე ქრისტიანული კონფესიაა. სომეხთა სამოციქულო ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ. The post სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას 6 იანვარს აღნიშნავს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყნის მოსახლეობასა და ოპოზიციას საჯაროდ მიმართავს. "რას ითხოვენ, ყაზახეთში: ა. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ბ. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა. გ. პოლიტიკური რეფორმები: დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ. დ. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან. გესმით ბაჟეში ამოვლებულებო? ყაზახებმა, შიმშილობა კი არა – რევოლუციაო! ოპოზიციის ლიდერებს (გამონაკლისების გარდა) ვინც თვლით, რომ ევროპაში მოკალათებული კლავიატურის ლომი ვარ და უფლება არ მაქვს საკუთარი აზრი ჩემს თანამოქალაქეებს გავუზიარო, ან მოვუწოდო, მინდა გკითხოთ: საქართველოში ყოფნით ვის რა არგეთ? მე, 11 წლის მანძილზე ათსობით საკუთარ თანამოქალაქეს უფასოდ ვემსახურები და ამ მომსახურების ხარჯი რამდენიმე მილიონ ევროს მოიცავს. ვეხმარები ონკო-პაციენტებს და უამრავ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. წლებია, მე და ჩემი გუნდი აქტიურად ვეწევით საქართველოს პოპულარიზაციას. ვმართავ გამოფენებს, ვაწყობთ სემინარებს და საჯარო ლექციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენს ყველა პრობლემას ოპერატიულად ვაწვდით ევროსტრუქტურებს. (ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე) და კიდევ მე ვარ ევროპულ სავარძელში მოთავსებული და "კლავიატურაზე მოკაკუნე ლომი" თქვე უნიათო ფარჩაკებო? და მე, არა მაქვს უფლება ხმის ამოღების?! ერთი მომაკვდავი კაცი მაჩვენეთ ვისაც სიცოცხლე შეუნარჩუნეთ და გპირდებით, ხმას სამუდამოდ ჩავიწყვეტ. ვერ შემომედავებით და იცი რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენც შესანიშნავად იცით და არა ერთხელ დაგხვედრიათ ჩემი უანგაროდ გამოწვდილი ხელი დასახმარებლად. ემიგრანტი მე კი არ ვარ, თქვენ ხართ. საკუთარ ქვეყანაში, ქვეყანა დაკარგულებო "- წერს ნუგზარ სულაშვილი. tia.ge
-
ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში გასული წლის შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „წლის შეჯამების ჟამი დამდგარაოოო: 1. ვიმოგზაურე 15-მდე ქვეყანაში პანდემიის ფონზე, აქედან 7 ახალში, მათ შორის ჩემი ოცნების ქვეყნებში: მექსიკა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, პანამა, დომინიკის რესპუბლიკა; 2. დავიწყე მუშაობა კიდევ ორ ახალ უნივერსიტეტში; 3. გავხდი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (მანამდეც ვიყავი, სეუში); 4. დავხურე ესპანური სალაპარაკო დონეზე და დავიწყე თურქული ენის სწავლა კაე სწრაფ ტემპში; 5. ჩემი გამოცემული წიგნი “ფერადი ფრაგმენტები” გახდა ბესტსელერი; 6. შევიძინე ახალი და გაწკრიალებული მანქანა, „პროსტა“ ცოტა არავაჟკაცური ფერის; 7. მიწის ნაკვეთიც უნდა შემეძინა აგარაკისთვის და ეს შემდეგი წლის შეჯამებაში იქნება, გაფორმებას ვეღარ ვასწრებ წელს :დ 8. დავიწყე პლეხანოვის სახლის რემონტი, უსვეცკესობად უნდა ვაქციო ))) 9. სამჯერ ვიყავი შეყვარებული – აქედან ორჯერ – შოკოლადზე 10. მივიღე მონაწილეობა მეორე წიგნით კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი” და გადავედი ფინალში, უნდა მოვიგო! 11. ვცადე კულინარია, სამზარეულოს ომებში არამხოლოდ კასტინგი გავიტანეთ თავით, არამედ ათეულშიც გავშრიალდით და ხუთეულამდეც მივაღწიეთ, კორონა და ჭირი რომ არა – ფინალშიც ვიქნებოდით ჩვენი ღრმა რწმენით! 12. განვაახლე ვარჯიში და მგონი ყველაზე კარგი შედეგი მაქვს, ვიდრე ოდესმე მქონია, რეეკორდი მოვხსენი 4 თვეზე მეტი უწყვეტი ვარჯიშით და გაჩერებას არ ვაპირებ! 13. წინა წელს ჩაწერილი, ჩემი პირველი საავტორო სიმღერა მადლობა (დუეტი მალიბუსთან) 1 წელში 4 მლნ ნახვას გადაცდა! 14. გადავიღე კიდევ 4 კლიპი, ერთ წელში, ყველა იცით მგონი, ანუ ყველა “წარმატდა” 15. წელს პირველად მიმიწვიეს კონცერტებზე და ავიღე ჰონორარი, როგორც მუსიკოსმა ) 16. გაცოცხლდა ჩემი ტურისტული მიმართულება, 20-მდე ბედნიერი და მხიარული ჯფუფური ტური მოვახდინეე 17. განვაახლე ყველა ტექნიკა: ტელეფონები მთელ ოჯახში, ლეპტოპი, დრონი, ა.შ. 18. დავასრულე ერთი ბიზნესგეგმა და მომავალ წელს ძალიან კარგ ახალ ბიზნესს გაგაცნობთ 19. შევიჭერი თმა და მომაკლდა კაე ხუთი წელი! 20. პუპუსთან ერთად კიდევ ერთი უბედნიერესი წელი გავიდა 21. დაბადების დღეს შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზანზიბარში, ახალ წელს სახლში და მერე გავვარდი ვენა-პრაღაში 22. დედასთან სამჯერ ვიმოგზაურე საზღვარგარეთ, მამა და ბებია არ მომყვებიან და რა ვქნა. 23. გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური (მიღწევებში ითვლება ბედკრულ ჯორჯიაში) 24. დავიწყე სარეკლამო კოლაბორაციები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგ. ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, საკვები და გასართობი ობიექტები, ა.შ. 25. რუტინულ ყოველდღიურ სამსახურებზე არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ ბევრს ვმუშაობ! ))) 26. აქტიურად ვაგრძელებთ ქველმოქმედებას ჯგუფი “შენთან ვარ” ფარგლებში და უამრავ ოჯახს, მოხუცს, ბავშვს დავეხმარეთ, წინ უფრო დიდი გეგმებია. რამე გამომრჩებოდა ალბათ, მაგრამ არა უშავს. მადლობა, რომ არ დაგეზარათ წაკითხვა, მადლობა, რომ მოტივაციას მმატებთ, მადლობა, რომ გიყვარვართ, ან ვერ მიტანთ – ნებისმიერი ემოცია დასაფასებელია. მინ. აესეთ და ათჯერ მეტად ნაყოფიერ 2022 გისურვებთ!“ – წერს შეროზია. The post „გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური“ – გურამ შეროზია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში გასული წლის შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „წლის შეჯამების ჟამი დამდგარაოოო: 1. ვიმოგზაურე 15-მდე ქვეყანაში პანდემიის ფონზე, აქედან 7 ახალში, მათ შორის ჩემი ოცნების ქვეყნებში: მექსიკა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, პანამა, დომინიკის რესპუბლიკა; 2. დავიწყე მუშაობა კიდევ ორ ახალ უნივერსიტეტში; 3. გავხდი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (მანამდეც ვიყავი, სეუში); 4. დავხურე ესპანური სალაპარაკო დონეზე და დავიწყე თურქული ენის სწავლა კაე სწრაფ ტემპში; 5. ჩემი გამოცემული წიგნი “ფერადი ფრაგმენტები” გახდა ბესტსელერი; 6. შევიძინე ახალი და გაწკრიალებული მანქანა, „პროსტა“ ცოტა არავაჟკაცური ფერის; 7. მიწის ნაკვეთიც უნდა შემეძინა აგარაკისთვის და ეს შემდეგი წლის შეჯამებაში იქნება, გაფორმებას ვეღარ ვასწრებ წელს :დ 8. დავიწყე პლეხანოვის სახლის რემონტი, უსვეცკესობად უნდა ვაქციო ))) 9. სამჯერ ვიყავი შეყვარებული – აქედან ორჯერ – შოკოლადზე 10. მივიღე მონაწილეობა მეორე წიგნით კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი” და გადავედი ფინალში, უნდა მოვიგო! 11. ვცადე კულინარია, სამზარეულოს ომებში არამხოლოდ კასტინგი გავიტანეთ თავით, არამედ ათეულშიც გავშრიალდით და ხუთეულამდეც მივაღწიეთ, კორონა და ჭირი რომ არა – ფინალშიც ვიქნებოდით ჩვენი ღრმა რწმენით! 12. განვაახლე ვარჯიში და მგონი ყველაზე კარგი შედეგი მაქვს, ვიდრე ოდესმე მქონია, რეეკორდი მოვხსენი 4 თვეზე მეტი უწყვეტი ვარჯიშით და გაჩერებას არ ვაპირებ! 13. წინა წელს ჩაწერილი, ჩემი პირველი საავტორო სიმღერა მადლობა (დუეტი მალიბუსთან) 1 წელში 4 მლნ ნახვას გადაცდა! 14. გადავიღე კიდევ 4 კლიპი, ერთ წელში, ყველა იცით მგონი, ანუ ყველა “წარმატდა” 15. წელს პირველად მიმიწვიეს კონცერტებზე და ავიღე ჰონორარი, როგორც მუსიკოსმა ) 16. გაცოცხლდა ჩემი ტურისტული მიმართულება, 20-მდე ბედნიერი და მხიარული ჯფუფური ტური მოვახდინეე 17. განვაახლე ყველა ტექნიკა: ტელეფონები მთელ ოჯახში, ლეპტოპი, დრონი, ა.შ. 18. დავასრულე ერთი ბიზნესგეგმა და მომავალ წელს ძალიან კარგ ახალ ბიზნესს გაგაცნობთ 19. შევიჭერი თმა და მომაკლდა კაე ხუთი წელი! 20. პუპუსთან ერთად კიდევ ერთი უბედნიერესი წელი გავიდა 21. დაბადების დღეს შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზანზიბარში, ახალ წელს სახლში და მერე გავვარდი ვენა-პრაღაში 22. დედასთან სამჯერ ვიმოგზაურე საზღვარგარეთ, მამა და ბებია არ მომყვებიან და რა ვქნა. 23. გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური (მიღწევებში ითვლება ბედკრულ ჯორჯიაში) 24. დავიწყე სარეკლამო კოლაბორაციები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგ. ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, საკვები და გასართობი ობიექტები, ა.შ. 25. რუტინულ ყოველდღიურ სამსახურებზე არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ ბევრს ვმუშაობ! ))) 26. აქტიურად ვაგრძელებთ ქველმოქმედებას ჯგუფი “შენთან ვარ” ფარგლებში და უამრავ ოჯახს, მოხუცს, ბავშვს დავეხმარეთ, წინ უფრო დიდი გეგმებია. რამე გამომრჩებოდა ალბათ, მაგრამ არა უშავს. მადლობა, რომ არ დაგეზარათ წაკითხვა, მადლობა, რომ მოტივაციას მმატებთ, მადლობა, რომ გიყვარვართ, ან ვერ მიტანთ – ნებისმიერი ემოცია დასაფასებელია. მინ. აესეთ და ათჯერ მეტად ნაყოფიერ 2022 გისურვებთ!“ – წერს შეროზია. The post „გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური“ – გურამ შეროზია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ემიგრანტის წერილი, რომელიც ძიძად მუშაობს, მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. გთავაზობთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში, “ემიგრანტ ქალთა მოძრაობა “ჩემი სახლი“-მ გამოაქვეყნა. “პატარას არ სძინავს, ჭირვეულობს და ველოდები ქალბატონს, როდის გამოვა ბავშვის ოთახიდან და მეტყვის, რომ თავისუფალი ვარ! თან მონდომებით ვუსურვებთ ერთმანეთს ღამე მშვიდობისას, თითქოს ერთმანეთზე ამოგვდიოდეს მზე და მთვარე!… – ევა! – გამოგლიჯა ბავშვის ოთახის კარი ქალბატონმა. – დიახ! – უმღერე რამე, იქნებ დაიძინოს! – შემომაჩეჩა აღნავლებული პატარა. – მე?!… ქალბატონო, სულ ორი დღის მოსული ვარ, ბავშვი შეჩვეულიც არ არის… – დავიბენი… – და რა ვუმღერო?!… – რამე… – ამიქნია ხელი ბავშვის ღნავილით თავმობეზრებულმა – რამე… ნანურიზმა?!… – ნანურიზმა?!… ჯერ ენაც არ ვიცი, ქალბატონო!… – ხომ უნდა დააძინო?! – გადმომიბრიალა თვალები – აბა, მაჩვენე როგორ შეძლებ! ატატებული ბავშვი ოთახში შევიყვანე… დავუყვავე, დავუნანავე, ჩავიხუტე და მივეფერე!… პატარას რძის სუნი ასდიოდა, მშობლიური და ჩემი! (ყველა დედის კუთვნილებაა ეს სუნი!)… ისე მომინდა ჩემი შვილები, ისე მომინდა!… „ჩემი საცოდავი ბავშვები, სხედან უშუქოში ალბათ, ნატრობენ დედას… მამა უკითხავს ზღაპრებს! (ესაა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რაც შემიძლია მათზე ვიფიქრო ახლა!) მაგრამ თუ გავყვები ფიქრებს, იქნებ შიათ კიდეც!… იქნებ ეძინებათ და ვერ იძინებენ!… იქნებ ამ პატარასავით უმიზეზოდ ჩხავიან!…” – დაიძინე, გენაცვალე!…-წავუღიღინე ბავშვს …- დაიძინე, პაწაწინავ!… დაიძინე ცის ვარსკვლავო!…- სიტყვები თავისით მოდიოდა – დაიძინე ანგელოზო!… ია-ვარდი დაგეფინოს!.. მარტო არ ხარ, შენთანა ვარ… გეფერები!… – თან შუბლზე ხელს ვუსვამდი და გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს ვღიღინებდი…- ნანი, ჩემო ანგელოზო!… რომ არ ვიცი რისთვის ტირი! აბა, როგორ განუგეშო! ახლა ნანი გინდა მხოლოდ, ანგელოზთან იგალობე… დაიძინე , ანგელოზო!… – და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა… დაიძინა… ცოლ-ქმარი სამზარეულოს კართან მიცდიდა, სასმენი აპარატით (როგორც ეტყობა თავიდან ბოლომდე აყურადეს ბავშვის დაძინების პროცესს. რამდენად კმაყოფილები დარჩნენ, არ ვიცი!…) – ქართულად? – მესროლა ქალმა ერთადერთი სიტყვა მხრების აჩეჩვით. – ღამემშვიდობისა! – ჩავიბურტყუნე ნამტირალევი ხმით და ქვედა სართულზე დავეშვი… სასწრაფოდ ჩავალაგე ტანსაცმელი… გოგონებისგან გაგონილი მქონდა, რომ ბავშვებთან მუშაობა შენს დარდს გავიწყებს და შენი შვილების მონატრებას გიქარწ####ბსო… მაგრამ ამ ეტაპზე მე ამისთვის მზად არ ვიყავი!… სხვაგან უნდა მეცადა ბედი…“. tia.ge
-
9 თვის ორსული გოგონა, რომელსაც სულ რაღაც 15 თეთრი აკლდა, მშიერი საცხობში მივიდა და აღმოაჩინა, რომ 1 ლარზე ნაკლები არცერთი საკონდიტრო ნაწარმი არ ღირდა. საცხობში მომუშავე გამყიდველმა უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრები ფეხმძიმე, შიმშილისგან ანემიის მქონე ქალი ხელცარიელი გაუშვეს… ის ახლა მშობიარობისთვის ემზადება, მისმა და მეუღლის ნათესავებმა, მეგობრებმა პრობლემების წინაშე მარტო დატოვეს. სასოწარკვეთილი ქალი სოციალური ქსელის იმედად იყო და ჯგუფის ადმინს – ყორანს დაუკავშირდა. სულ რამდენიმე დღეში შეჭირვებული ქალი დედა გახდება… არავინ იცის, რა პირობებში მოუწევს პატარას ცხოვრების დაწყება, თუმცა ალბათ, “პრაიმტაიმის” მკითხველი კვლავ “დაირაზმება” და ისევე დაეხმარებიან მას, როგორც სხვებს, არაერთს… “9 თვის ორსული გოგონა, რომელსაც 15 თეთრი აკლდა და საცხობში პროდუქტი არ მისცეს, უმძიმეს სიდუხჭირეში ცხოვრობს. 21 ოქტომბრის მერე კლინიკაში არ ყოფილა, მაშინაც ქუჩაში გახდა ცუდად და უცხო ადამიანებმა წაიყვანეს და გადაუხადეს თანხა. თამუნა 9 თვის ფეხმძიმეა, ამჟამად მარტოხელაა, რადგან მეუღლე მენტალური პრობლემით მკურნალობას გადის შესაბამის დაწესებულებაში და როდის შეძლებს საზოგადოებას დაუბრუნდეს არავინ იცის… არც ქმრის მხრიდან და არც თავისი მხრიდან არ ჰყავს არავინ, მეგობრებმაც არ მიიღეს რადგან ისეთი ცხოვრებაა თავი ვერ გაგვაქვს და შენ როგორ დაგეხმაროთო. ნაქირავებ ბინაშია. მ ჯგუფიდან უამრავმა გოგომ მიუტანა ნობათი და რომ არა თქვენ და ჩვენ მშიერი იქნებოდა ახალ წელს. 14 იანვარს აჩენს და საყოველთაო დაზღვევის მერე 190 ლარია მშობიარობის გადასახდელი, ექოსკოპია ხვალ ან ზეგ უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა ვნახოთ. ჩემი პირადი გინეკოლოგი უსასყიდლოდ დაადგება თავზე და ამშობიარებს როგორც პირადი ექიმი. ასევე, გვჭირდება 39 ზომა ჩუსტი და თბილი ფეხსაცმელი, L ზომა თბილი ხალათი, ქალის თეთრეული დედის ზომა. ჩვილი ბიჭის ტანსაცმელი, ბოდეები, წინდები, პამპერსები, სველი ხელსახოცები, ჰიგიენური ნივთები… მეც ბიჭს ველოდები და რაც მქონდა ნაყიდი ნახევარი გადავდე თამუნასთვის. ლოკაცია თბილისი, ნუცუბიძის მეოთხე მიკრო, 30-ე კორპუსი.” – წერს ის. ამ ისტორიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში აღშფოთება გამოიწვია: “ვაა, 15 თეთრის გამო უარით გაისტუმრეს ორსული და შემდეგ მსგავს სიტუაციაში მყოფზე ამბავს რომ გაიგებენ უკვირთ და სხვის ლანძღვაზე გადადიან როდესაც თვითონ ანალოგიურს აკეთებენ რა ხალხი ხართ სად გაიზარდეთ საიდან მოდიხართ” – წერს მომხმარებელი. დანიშნულებით #ორსულისთვის თიბისი ბანკი -მიმღები იმედა სულაბერიძე #GE54TB7011845064300030 საქართველოს ბანკი – მიმღები იმედა სულაბერიძე #GE86BG0000000010674500GEL საერთაშორისო გზავნილი Imeda Sulaberidze The post “15 თეთრის გამო უარით გაისტუმრეს ორსული” – თბილისში, მშიერი ფეხმძიმე ქალს საცხობში არაფერი აჭამეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
საქართველო გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელებიდან გამომდინარე, შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მისივე შეფასებით, მოსახლეობისთვის მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, საჭიროა იმუნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. “ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელების თვისებიდან გამომდინარე, გარდაუვალია – იანვარის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება. ეს რასაკვირველია, დიდი რისკია. […] REZONANSI
-
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2105 პირი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 949 176-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 908 813 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%. tia.ge
-
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს: “ახლა ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნაც ,,დივა,, მომღერალ წამყვანზე, ხომ გახსოვთ ქალბატონ წურწუმიას კოვიდი რომ ჰქონდა და ლევან რატიანთან იწვა “კარალევასავით”, ჰოდა, იმ დღესვე აუტეხია კივილი, მედპერსონალმა ჩანთა მომპარაო და იქ 400 დოლარი მედოვო, მთელი კლინიკა თურმე შეურაცხყოფილი ფეხზე იდგა, კიოდა და წიოდა თურმე და მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ჩანთა და ფული მისი ქმრის მანქანაში იყო, ჰოდა, ეგონა ეს ამბავი არ გასკდებოდა, მერე იხდიდა მადლობებს და პოზირებდა ლევან რატიანთან! საწყალი მედპერსონალი როგორ მუშაობენ როგორ წვალობენ ხალხის გადასარჩენად და ქურდობა დააბრალა,ეზიზღებათ თურმე მისი სახელის ხსენება არ უნდა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს და ექთნებს!”– წერს ნინო ჯღარკავა. mpn.ge The post ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ “ნაც დივა” წურწუმიაზე, ეგონა ეს ამბავი არ გასკდებოდა – ნინო ჯღარკავა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
გლდანის რაიონში, მუხიანი 2, საზანოს ქ. N 20 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:30-დან 22:00-მდე.:წყალმომარაგება შეუწყდება:მუხიანი2-ში: ვარდისუბნის, განთიადის, გორგულის ,სამთავროს, შოვის, სხარტალის, ბუგეულის, ჩხარის, ზნაკვის,თერგის, ბორითის, ხრესილის, ჩოხორის, რაჭისუბნის, ბოლნისის, სნოს, ოშკის ქუჩებს, ნეკრესის, დაისის, რაჭის, ვანის, ხვანჭკარა, თლუღის, ტეხურა, გრემის, იაკობის, კალოუბნის, მუხის, ტაძრის იასამნის, გომბორის ნაკადულის, მახარობლის, ანაგის, გაზაფხულის, რიცეულას, ცხენისწყლის, შემოდგომის, თერჯოლის, ყვარლის, დიდგორის, ჭუბურხინჯის, ბორჯომის, არწივის, ალავერდის, ლეჩხუმის,ხანძთის, ღების, გობრონიძე, რიონის,ჯვარისის,სკანდეს,საირმის,მუხურას, ამბროლაურის, შუამთის, ჩალიანის,კახეთის,ჭრებალოს, სანავარდოს, გალის, ერთობის,შორაპნისა და სამეგრელოს ქუჩებს. ისნის რაიონში, ბეღლეთის 1ჩიხის N 1 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით,11:00-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის , ნიაბის ქ.2,3,4,5 შესახ. ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, კვალეთის, ახალუბნის, შაქრიანის ქუჩებს. ისნის რაიონში, ირაბახის ქუჩის N 18 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 03:45-დან 13:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ფოსტის, სართიჭალის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ფაღავას, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N2-14 (ლუწებს), N 1, 3, 5, ხერხეულიძეს, ცისკრის, ვახტანგ მე-6, გურჯაანიის, იზაშვილის, მთავარ ანგელოზის, არარატის, ფაბრიციუსის ( კონსტანტინე ერისთავი ), ბოროდინის, წურწუმიას N1-27 (კენტებს) N2 -4 (ლუწებს) ირბახის, ბადიაურის, ქურხული, წმინდა ქეთევან დედოფლის მოედ. N2, კროპოტკინის, ფერიცვალების N 20-40 (ლუწებს) ქუჩებს tia.ge
-
ჟურნალისტი ქეთი ლომაია სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძესთან დაკავშირებით წერს: „მთელი ეს დღეებია ვფიქრობ, ვინმე მაყვალა სიკინჭილაშვილმა ცოლიანი კაცისგან ბავშვი რომ გააჩინოს ბოზია უპირობოთ და სოფო ნიჟარაძეს საქართველოს დედოფლობა რატომ დაშვენდებოდა? სასწაული ერი ვართ რაა... აფსუს ჩემო ბილ, ერთი გაეფარცქვალე მონიკას და სულ აშშ-ს კონსტიტუცია გირტყეს თავსში )) დილა მშვიდობისა, ერო, წამებულო “, - წერს ჟურნალისტი. tia.ge
-
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. REZONANSI
-
„ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს თავდასხმებისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტად არ იქცევა“ – წერს რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი საკუთარ Twitter-ზე ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა არსებული სიტუაციის გასამკლავებლად დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. The post მაკფოლი: იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში 19 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც კლინიკამ გარდაცვლილის ოჯახს განუმარტა, საკეისრო კვეთის დროს, ახალგაზრდა გოგოს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილი კომაში ჩავარდა და 2 კვირაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ორსულის გოგოს ოჯახი მის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს. ოჯახი ამტკიცებს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი ან უხარისხო დოზა შეუყვანეს. "აბსოლუტურად არანაირი მედიკამენტი მთელი ორსულობის განმავლობაში არ გამოუყენებია. დადებითად იყო განწყობილი, მესენჯერით ბავშვის ტანსაცმელები მანახა ჩემმა შვილმა, რომელი ჩავაცვაო, ნახევარ საათში გამოვალ და ბავშვსაც გაჩვენებო. ოპერაციის შემდგომ ექიმები არ შემხვედრიან და ზუსტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სამი საათის შემდგომ მითხრეს, გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას, მაგრამ დედა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში," - აღნიშნა სესილი ბუბუტეიშვილის დედამ თეა ლატარიამ. "ეს იყო ექიმების უყურადღებობის ან უხარისხო საანესთეზიო საშუალების ბრალი. გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წავიდეს, არამხოლოდ მამაგეიშვილის მისამართით ვინც ანეზთეზია გაუკეთა, არამედ იმის წინააღმდეგაც, რა მედიკამენტი შემოდის ზოგადად," - განაცხადა სესილი ბუბუტეიშვილის დამ, თეო ბუბუტეიშვილმა. გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. კლინიკა სადაც მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, დღეს ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს. წყარო: რუსთავი 2 tia.ge
-
ემიგრანტის წერილი, რომელიც ძიძად მუშაობს, მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. გთავაზობთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში, “ემიგრანტ ქალთა მოძრაობა “ჩემი სახლი“-მ გამოაქვეყნა. “პატარას არ სძინავს, ჭირვეულობს და ველოდები ქალბატონს, როდის გამოვა ბავშვის ოთახიდან და მეტყვის, რომ თავისუფალი ვარ! თან მონდომებით ვუსურვებთ ერთმანეთს ღამე მშვიდობისას, თითქოს ერთმანეთზე ამოგვდიოდეს მზე და მთვარე!… – ევა! – გამოგლიჯა ბავშვის ოთახის კარი ქალბატონმა. – დიახ! – უმღერე რამე, იქნებ დაიძინოს! – შემომაჩეჩა აღნავლებული პატარა. – მე?!… ქალბატონო, სულ ორი დღის მოსული ვარ, ბავშვი შეჩვეულიც არ არის… – დავიბენი… – და რა ვუმღერო?!… – რამე… – ამიქნია ხელი ბავშვის ღნავილით თავმობეზრებულმა – რამე… ნანურიზმა?!… – ნანურიზმა?!… ჯერ ენაც არ ვიცი, ქალბატონო!… – ხომ უნდა დააძინო?! – გადმომიბრიალა თვალები – აბა, მაჩვენე როგორ შეძლებ! ატატებული ბავშვი ოთახში შევიყვანე… დავუყვავე, დავუნანავე, ჩავიხუტე და მივეფერე!… პატარას რძის სუნი ასდიოდა, მშობლიური და ჩემი! (ყველა დედის კუთვნილებაა ეს სუნი!)… ისე მომინდა ჩემი შვილები, ისე მომინდა!… „ჩემი საცოდავი ბავშვები, სხედან უშუქოში ალბათ, ნატრობენ დედას… მამა უკითხავს ზღაპრებს! (ესაა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რაც შემიძლია მათზე ვიფიქრო ახლა!) მაგრამ თუ გავყვები ფიქრებს, იქნებ შიათ კიდეც!… იქნებ ეძინებათ და ვერ იძინებენ!… იქნებ ამ პატარასავით უმიზეზოდ ჩხავიან!…” – დაიძინე, გენაცვალე!…-წავუღიღინე ბავშვს …- დაიძინე, პაწაწინავ!… დაიძინე ცის ვარსკვლავო!…- სიტყვები თავისით მოდიოდა – დაიძინე ანგელოზო!… ია-ვარდი დაგეფინოს!.. მარტო არ ხარ, შენთანა ვარ… გეფერები!… – თან შუბლზე ხელს ვუსვამდი და გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს ვღიღინებდი…- ნანი, ჩემო ანგელოზო!… რომ არ ვიცი რისთვის ტირი! აბა, როგორ განუგეშო! ახლა ნანი გინდა მხოლოდ, ანგელოზთან იგალობე… დაიძინე , ანგელოზო!… – და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა… დაიძინა… ცოლ-ქმარი სამზარეულოს კართან მიცდიდა, სასმენი აპარატით (როგორც ეტყობა თავიდან ბოლომდე აყურადეს ბავშვის დაძინების პროცესს. რამდენად კმაყოფილები დარჩნენ, არ ვიცი!…) – ქართულად? – მესროლა ქალმა ერთადერთი სიტყვა მხრების აჩეჩვით. – ღამემშვიდობისა! – ჩავიბურტყუნე ნამტირალევი ხმით და ქვედა სართულზე დავეშვი… სასწრაფოდ ჩავალაგე ტანსაცმელი… გოგონებისგან გაგონილი მქონდა, რომ ბავშვებთან მუშაობა შენს დარდს გავიწყებს და შენი შვილების მონატრებას გიქარწ####ბსო… მაგრამ ამ ეტაპზე მე ამისთვის მზად არ ვიყავი!… სხვაგან უნდა მეცადა ბედი…“ The post ტირილით ნამღერი ქართული იავნანა – ემიგრანტი ძიძის ისტორია appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 867-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 536 824 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 945 609 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 908 813, გარდაიცვალა 14 082 პაციენტი. The post 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 867 ადამიანი აიცრა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 949 176 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 908 813, გარდაიცვალა 14 082 პაციენტი. The post 24 საათის განმავლობაში საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 105 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 945 609 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 908 813, გარდაიცვალა 14 082 პაციენტი. The post საქართველოში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ე.წ კანონიერი ქურდის, ლავასოღლის საცოლე, ნინიკო ნაცარაშვილი instagram გვერდზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გოგონა ორსულადაა და ამ სიახლეს მის გამომწერებსაც უზიარებს. „კიდევ უფრო დამშვენდი“ „სასწაული სილამაზე, ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ ნინიკო“ – წერენ კომენტარებში. ცნობისთვის, ბათუმელი ლამაზმანი, ნინიკო ნაცარაშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკომ და კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ ფარულად იქორწინეს.+ სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post „კიდევ უფრო დამშვენდი“ – ლავასოღლის ორსული საცოლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს appeared first on InterPost.ge. View the full article
-
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 236 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6,18%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.43%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: ⭕ თბილისი - 1 821 ⭕ აჭარა - 460 ⭕ იმერეთი - 325 ⭕ ქვემო ქართლი - 175 ⭕ შიდა ქართლი - 220 ⭕ გურია - 141 ⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 161 ⭕ კახეთი - 162 ⭕ მცხეთა-მთიანეთი - 61 ⭕ სამცხე-ჯავახეთი - 35 ⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255 საიდანაც: 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 034, აჭარაში - 510, იმერეთში - 735. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 124, იმერეთში - 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში - 153, აჭარაში - 33, იმერეთში - 30. 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 628 - თბილისში, 269 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 7. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი. tia.ge
-
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2105 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 949 176-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 908 813 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 082 პაციენტი ემსხვერპლა. tia.ge
-
ორი დღეა, უამრავი გამოხმურება აქვს მამა პეტრე კოლხის პოსტსს, სადაც კომუნალურების გაზრდილ გადასახადზე გამოთქვამს პროტესტს. მან ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაშიც” ამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა, რომ თუ ამ პრობლემას არ გადაწყვეტს, შვილებთან ერთად წყნეთში, სახლში მიადგება. -მე არავის ვეუბნები, რომ ოჯახი მირჩინოს. მე იმისი პირობები უნდა მქონდეს, რომ ჩემი ოჯახი არ იყოს გაჭირვების ზღვარს მიღმა, კომუნალურებს ვერ იხდიდეს და ზამთარში ბავშვები იყინებოდნენ?დეკემბერში შუქის გადასახადი მომივიდა ორჯერ. ამას გადაყვება ჩვენი ხელისუფლება. მე არ ვაპირებ პოლიტიკური მოწოდებით საუბარს, აქ ვსაუბრობ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მის გარეშე შეუძლებელია ღირსეულად ვემსახურო უფალს. მე მაწუხებს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ერის ტკივილი. უნდა ვისაუბროთ ამაზე. არასდროს გავჩუმდები, თუ არავინ გამომყვება, ჩემი 6 შვილით მივადგები კალაძეს წყნეთში და იქ დავუჯდები სანამ ჩემს კომუნალურებს არ გადაიხდის. სასულიერო პირების 80-90 პროცენტი სიღარიბის მიღმაა. პანდემიის დროს აღარ ტარდება ჯვრისწერები, არც მარხვაში, მათი შემოსავალი კი ჯვრისწერისა და ნათლობების შესაწირია. საპატრიარქოს ფული მაღალ იერარქიებში ნაწილდება, ჩვენამდე არ მოდის. ძალიან ბევრი მღვდელი ღამით გადის და ტაქსაობს, ბევრი დარაჯად მუშაობს, რომ ოჯახი შეინახოს. ზოგს 12 შვილი ჰყავს… ბევრი ამერიკაში წავიდა და იქ მოხუცებს უვლიან, – განაცხადა მამა პეტრემ. წყარო - "სარკე" tia.ge
-
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უსახლკარო მოხუცებს ხშირად ეხმარება, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: “ერთი ოქროს პაპა მყავს, სიმონა. ბედობა დილას მივადექი, ნარდი მაჩუქეო მთხოვა. მივუტანე. სულ მხიარული კაცი დარდიანი დამხვდა, რათა ხარ მოწყენილი-მეთქი ვკითხე, და მეშინიაო! რამე რომ დამემართოს, კაციშვილი არ მომიკითხავსო. ჰო და 1 საათის წინ გარდაიცვალა ნატანჯი სიმონა პაპა. ნარდი გიგამ წაიღოსო, დაუბარებია. გაიხედ-გამოიხედეთ და პირველივე მოხუცს ჩაეხუტეთ, მოასწარით ჩახუტება”, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. The post “ერთი საათის წინ გარდაიცვალა…” – გიგა მაქარაშვილის ემოციური პოსტი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ალკოიანო 1-3 რეალი (მიმოხილვა) View the full article