Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. აბუ-დაბიში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ჩინური წარმოების ვაქცინის, Sinopharm-ის ახალი ბუსტერ დოზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე მწარმოებლის ვაქცინის მესამე დოზა. კვლევა ამ ეტაპზე ავტორიზებული არ არის. კვლევაში 192 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ ჰქონდათ გაკეთებული. მათ ერთ ნაწილს Sinopharm-ის მიერ ცილის ბაზაზე დამზადებული ბუსტერი (NVSI-06-07) გაუკეთეს, მეორე ნაწილს კი ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ის ვაქცინის (BBIBP-CorV) მესამე დოზა. კვლევის შედეგად, ბუსტერით აცრილ ადამიანებში ომიკრონის წინააღმდეგ მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობა “გაცილებით მაღალი” იყო, ვიდრე მესამე დოზით აცრილებში. აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, Sinopharm-ის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა (BBIBP-CorV) ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური იყო. Sinopharm-ის მიერ ცილის ბაზაზე დამზადებული ვაქცინა (NVSI-06-07) კი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით არის შექმნილი და მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გადაუდებელ შემთხვევებში, ბუსტერის სახით იყენებენ. წყარო The post ომიკრონის წინააღმდეგ Sinopharm-ის ახალი ბუსტერი უფრო ეფექტურია ვიდრე მესამე დოზა appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. „ოი, არა! მე ალერგია მაქვს ყველა ქიმიკატის მიმართ” – ფრაგული კინოს 87 წლის ვარსკვლავი, ბრიჯიტ ბარდო კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. „მაშინაც კი, როდესაც აფრიკაში ვმოგზაურობდი, უარი ვთქვი ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ჩემმა ექიმმა ყალბი ცნობა მომცა. წავედი და დავბრუნდი მშვენიერ ფორმაში”.ბრიჯიტ ბარდოს მიიჩნევს, რომ მას ასაკთან შედარებით კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს: „კი, 87 წლის ვარ, მაგრამ ვფიცავ, არ გამოვიყურები ისე, რამდენისაც ვარ. არ მაქვს ჭაღარა, ძალიან გამხდარი ვარ”. მეორეული კოქსართროზი მაქვს, ყავარჯნებს ვიყენებ, მაგრამ თუ რუმბას, ჩა-ჩა-ჩას, ჯიფსი კინგსის ან ფლამენკოს მელოდია მომესმა, მოძრაობის ისეთი მძაფრი სურვილი მიჩნდება, რომ მტკივა, – თქვა ბარდომკითხვაზე, ეშინია თუ არა მას სიკვდილის, ბრიჯიტ ბარდომ უპასუხა: „სიკვდილი ოდესმე უნდა მოვიდეს”, „ეს სიბერესავითა, ვერ გაექცევი”. The post „ოი, არა! მე ალერგია მაქვს“ – 87 წლის ბრიჯიტ ბარდო ვაქცინაციაზე უარს ამბობს appeared first on [/url]. ALIA.GE
  3. მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: “ერთი გოგონაა “ტიკტოკზე”, ცალი ხელი არ აქვს და ვიღაცა უწერს: მანიკურზე რომ მიდიხარ ნახევარ ფასს გართმევენო? იქნებ წაიკითხოს რამენაირად კომენტრის ავტორმა და იცოდეს რომ ყველაზე ნაბო*არია პლანეტაზე. ბოდიში “უზ დელობისთვის”, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი. The post იქნებ წაიკითხოს კომენტრის ავტორმა და იცოდეს, რომ ყველაზე ნაბო*არია პლანეტაზე – მაია კაჭკაჭიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
  4. „თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა ისედაც პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილის თქმით, ის და იაგო ხვიჩია ჩარკვიანისა და ნათელაშვილის პარლამენტში შესვლაზე დანიძლავდნენ და მან ნიძლავი წააგო. „ცხადია, ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად ვიღაც მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს. თუ ადამიანებს მოსწონთ საქმისადმი ასეთი მიდგომა, მაშინ რას იზამ. ესეც პარლამენტია, გარკვეული რეპრეზენტაცია იქნება ჩვენი მოქალაქეების პრეფერენციების. თავიდან მე და იაგო დავნიძლავდით, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც საჯაროდ ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ პატიოსნებაზე, შეასრულებდნენ თუ არა თავის სიტყვას“, – განაცხადა რაქვიაშვილმა. ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობს. The post რაქვიაშვილი: ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა ნათელაშვილიც დაემატება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  5. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. 9 იანვარს ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს. თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. ამასთანავე, 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. The post როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები საქართველოში appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასამ-ჟომარტ ტოყაევის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. ტოყაევმა ასევე თქვა, რომ „20 000 ბანდიტი“ თავს დაესხა ალმა-ატას. მან აქციაში მონაწილე ყველა პირი „ტერორისტად“ დაასახელა და თქვა, რომ ისინი უნდა განადგურდნენ. „ჩვენ საქმე გვქონდა შეიარაღებულ და კარგად მომზადებულ ბანდიტებთან, ტერორისტებთან. ამიტომ ისინი უნდა გავანადგუროთ, ეს მალე გაკეთდება“, – თქვა ტოყაევმა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს ამ დროისთვის დაღუპულია 26 „შეიარაღებული კრიმინალი“ და 18 პოლიციელი. დაკავებულთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს. The post ყაზახეთის პრეზიდენტი: საქმე გვაქვს ტერორისტებთან, ისინი უნდა გავანადგუროთ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  7. ხელი რადგანაც მოწერილი მაქვს, ე.ი ვეთანხმები – დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის პირველი კომენტარი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ექსპერტიზასთან დაკავშირებით. როგორც გეჯაძემ “მთავარ არხს” უთხრა, ჟურნალისტების შეკითხვებს ხვალ, პირველ საათზე უპასუხებს. იქამდე კი არავითარი განცხადების გაკეთებას არ აპირებს. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა – დასკვნა თავდაპირველად “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა, შემდეგ კი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ. The post “ხელი რადგან მოწერილი მაქვს, ე.ი ვეთანხმები” – გეჯაძე ლაშქარავას გარდაცვალების დასკვნაზე appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა. უფრო ზუსტად, ამის შედეგად გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ექსპერტიზის მიხევდით, ლაშქარავას ორგანიზმში ჰეროინის გარდა აღმოაჩინეს მორფინის, მონოაცეტილმორფინისა და კოდეინის გარკვეული დოზებიც. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც ლაშქარავამ 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიიღო: სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლისა და ზედაყბის ძვლის მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, ჰემოსინუსიტი, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. ასევე, სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერების მიხედვით, მას ჰქონდა თავის ტვინის შერყევა, რქოვანი ტრავმული ეროზიო და თვალის კაკლის კომიციო. თუმცა, დასკვნაში წერია რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ეს დაზიანებები არ გამხდარა. “დაზიანებები […] REZONANSI
  9. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 11 იანვრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება, 9 იანვარს კი ზოგან აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს. მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 6-დან 8 იანვრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში კი მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოში ქარბუქსა და ნისლსაც ვარაუდობენ. მათივე პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, 10 იანვრიდან კი გამოიდარებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 9 იანვრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ […] REZONANSI
  10. ალექსანდრე ზაზარაშვილის პაპა გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი წერს: ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო ძალიან მიყვარდი, მიყვარხარ, და მეყვარები ყოველთვის… ყველაზე თბილი და გულკეთილი ადამიანი იყავი ხოლმე, პატარაობიდან ყოველთვის მიყვარდა შენთან წამოსვლა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ შენს სამსახურში მამღერებდი, მერე კიდევ ხინკალს მაჭმევდი, ამაყად ყველას აცნობდი ჩემს თავს სამსახურში, ჯერ კიდევ მაშინ როცა არავინ მიცნობდა, და როგორც კი შანსი ჩაგივარდებოდა მამღერებდი ხოლმე, მერე კი უკვე როდესაც გავიზარდე, ამერიკაში წამოვედი, აქ მირეკავდი და მიყვებოდი ამბებს, სადაც არ უნდა წასულიყავი და რომ იტყოდი ზაზარაშვილი ვარო ყველა რომ გეკითხებოდა თურმე რომ ჩემი ვინმე თუ იყავი… რამდენადაც არარეალური და მტკივნეული ეს ყველაფერი არის, დღეს შენ აღარ ხარ, მაგრამ მე გპირდები რომ შენი გვარი ყოველთვის იქნება, ვიცი რომ ამ შობა დღეს უფალი უმიზეზოდ არ წაგიყვანდა, შენ სამოთხეში ხარ. უფალს უყვარხარ, და კიდევ ათასობით ადამიანს შენი ამ ქვეყანაზე ცხოვრებისას გაკეთებული სიკეთეების გამო The post ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო… ვიცი რომ ამ შობა დღეს უფალი უმიზეზოდ არ წაგიყვანდა… – ალექსანდრე ზაზარაშვილი ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  11. 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით პენსია გაიზარდა. პენსიის გაზრდის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა 6 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 2022 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით გაიზარდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი – 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გაიზრდება 312 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნება. The post ვის გაეზარდა შემოსავალი იანვრიდან – გადაამოწმეთ ხართ თუ არა სიაში appeared first on InterPost.ge. View the full article
  12. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება ნებადართული იქნება. მთავრობის დადგენილება 6 იანვრით არის დათარიღებული. “2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე […] შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე”, – წერია დადგენილებაში. ამ ახალი დადგენილებით, დროებითი ცვლილება შევიდა სამ მუხლში, რომელიც ღონისძიებების გამართვის, თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის წესებს არეგულირებს კორონავირუსის პირობებში. REZONANSI
  13. UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. სიის მიხედვით, 2021 წელს სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა. იუნესკოს სიაში ლექსო ლაშქარავას მკვლელობის თარიღად 2021 წლის 5 ივლისია მითითებული. მოკლული ჟურნალისტების სიაში, რომელსაც იუნესკო ყოველწლიურად აახლებს, საქართველოდან სულ 5 ჟურნალისტია შეყვანილი. სამი მათგანი [გრიგოლ ჩიხლაძე, ალექსანდრე კლიმჩუკი, სტანს ტორიმანსი] 2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს დაიღუპა, მეხუთე კი გიორგი სანაიაა, რომელიც 2001 წელს მოკლეს. სია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან ამ დრომდე მოკლულ 1 490 ჟურნალისტს აერთიანებს. “ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა კერძო ტელევიზია ტვ პირველისთვის და იყო ერთ-ერთი იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომლებმაც სერიოზულ დაზიანება მიიღეს 5 […] REZONANSI
  14. საქართველოში გრიპის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული – გრიპი 3 ბავშვთან არის დადასტურებული, – ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, გრიპის ვირუსის რაოდენობის მკვეთრი მატება მოსალოდნელი არ არის. „გრიპის და გრიპისმაგვარი შემთხვევების დეტალური მონიტორინგი საქართველოში საყრდენ ბაზებზე ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, გრიპის გარდა, რა სახის ვირუსები აღინიშნება. ის მონაცემები, რომელიც 2021-2022 წლის სეზონზეა, მიუთითებს, რომ გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები წელს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15 არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ციფრი […] REZONANSI
  15. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 699-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 545 490 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 410 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 910 540, გარდაიცვალა 14 128 პაციენტი. REZONANSI
  16. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 410 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 910 540, გარდაიცვალა 14 128 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან. REZONANSI
  17. Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 727 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 410 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 910 540, გარდაიცვალა 14 128 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია […] REZONANSI
  18. რომან დოლიძეს სადებიუტო შეხვედრა UFC-ში და ნოკაუტში გაშვებული რუსი მეტოქე! (ვიდეო) View the full article
  19. ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა – უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა, ეს არის ამოსავალი წერტილი, – ამის შესახებ პატრიარქის ილია მეორეს ეპისტოლეშია ნათქვამი.როგორც საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული, თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, უკეთესი გახდება ცხოვრება.„ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი … უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და […] REZONANSI
  20. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა.„დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც.ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა, ენით უთქმელი სასწაულია, – იშვა ემანუელი!მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება.ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა.გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი იუდას… ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49, 10), […] REZONANSI
  21. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ციალა გურგენიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. ციალა გურგენიძე ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ყარაულაშვილი ქეთოს როლს ასრულებდა. მსახიობი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. The post “ორ დღეში ორი მსახიობი გარდაიცვალა. რა სამწუხაროა” – ცნობილი მსახიობი ციალა გურგენიძე ახალ წელს გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  22. ამბავი განგსტერული ფილმიდან!- პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 3 ქართველი დააკავა. გაზეთ Warszava- ს ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა ქართველმა ახალგაზრდებმა პრაღის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ოსტომბრასკას ქუჩაზე, პოლონეთის ორი მოქალაქე გაძარცვეს. მათ დანის მუქარით მობილური ტელეფონი და 2 ათასი ზლოტი გაიტაცეს. როგორც ირკვევა, ქართველი კრიმინალები თავიანთ მსხვერპლს ღამის კლუბის ტერიტორიაზე არჩევდნენ, მათ უკან მიჰყვებოდნენ და დანის მუქარით ძარცვავდნენ. პოლონეთის პოლიციას 1 კვირა დასჭირდა მძარცველების ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად. სამართალდამცველებმა ისინი ზიელონკას უბანში აიყვანა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ცნობილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. "ქართული დანის ბანდა" ასე შეარქვა მედიამ დაჯგუფებას. tia.ge
  23. სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მსოფლიოში ცნობილ მორაგბესთან ერთად იცეკვებს View the full article
  24. „ტაბულას“ დამფუნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელში საქართველოსა და ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს: „ვინმემ აუხსნას ამ საააკაშვილის ფონის დეკორაციას, რომ საერთოდ არავინ უშლის ხელს სააკაშვილს და მის ორნამენტებს რევოლუციები აწყონ. ასევე ჩემგან დავამატებ, რომ ყველა უპრინციპო და უსახური, ვის გამოც ევროპულმა საქართველომ რეიტინგი დაკარგა უკან შეუძვრა სააკაშვილს და გულით ვულოცავ ამ ძვირფას შენაძენს“, - წერს ჩერგოლეიშვილი. tia.ge
  25. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.0890 ლარი ეღირება, ევრო – 3.4952 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1803 ლარი. 6 იანვრის ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.0074 ლარით გამყარდა. დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.0964 ლარი ღირს, ევრო – 3.5023 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 4.1894 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 7 იანვარს შევა tia.ge
×
×
  • შექმენი...