Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. ყაზახეთში განვითარებულ არეულობას 8 სამართალდამცველის და ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. გარდა ამისა, რუსული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 317 ადამიანი. მომიტინგეთა შორის დაჭრილებისა და დაღუპულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მასობრივი აქციები გაზის ტარიფის გაზრდამ გამოიწყვია. დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. აქციები ქვეყანაში ჯერაც გრძელდება. არეულობებისა და შეტაკებების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. tia.ge
  2. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქ ნურ-სულთანის დატოვეას არ აპირებს. „რაც არ უნდა იყოს, მე ვიქნები დედაქალაქში“, – განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, საწვავისა და გაზის გაზრდილი ფასის გამო დაწყებული აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყაზახეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. მოქალაქეებმა ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანიის, „მირის“ ოფისი დაარბიეს. მედიის ცნობით, განადგურებულია მათი კუთვნილი აპარატურა. გარდა ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში ხანძარია. საპროტესტო აქციების პარალელურად ქალაქში ძარცვისა და მაროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და აქციის 53 მონაწილე დაშავდა. The post ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში დავრჩები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  3. ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის მიერ "შავი სიის" შექმნის იდეას, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "მე ზუსტად ვიცი სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები (ცნობადი ინდივიდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) ვინც არიან ამ მიმართვის ადრესატები. დარწმუნებული ვარ ისინი ენთუზიაზმით დაეწაფებიან ამ იდეას, რადგანაც ეს აზრი მათ წრეებში კარგა ხანია ტრიალებს. როგორც დავწერე, ზოგი უკვე აკეთებს ამას, კონკრეტულ ადამიანებზე იარლიყების მიკერებას. მოგვიანებით დავასახელებ მათ. სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას. და ბოლოს, მსგავსი სიის გაკეთება საზოგადოების მეორე ნაწილსაც შეუძლია და ეს სია ძალიან გრძელი გამოვა", - წერს ანჯაფარიძე. tia.ge
  4. გარფილდ მორგანისა და მისი თანამზრახველ კიმ ჰორტონისთვის სახლის ბოლო გაქურდვა საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი შეიპარნენ ჰარის, იგივე "შავი მგლის" სახლში, თუმცა, საუბედუროდ, ამერიკის ყველაზე აგრესიული ჰომოსექსუალი საკუთარ სამფლობელოში დახვდათ. View the full article
  5. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა, თუმცა მას ექს-პრეზიდენტის მონახულების უფლება არ მისცეს. მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა მიხეილ სააკაშვილს, რომ პენიტენციური სამსახურისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა, რომელიც დღეს იწურება, გადაწიოს. „თუ გვისმენს მიშა ვეტყოდი, რომ, მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან და თუ შეიძლება გადადე ეს შენი ულტიმატუმის დღეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ სამსახურს 3 იანვარს მიმართა და მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა 6 იანვრამდე მისცა. მესამე პრეზიდენტი სახალხო დამცველი ექიმთა ჯგუფის, სახელმწიფო კონსილიუმისა და „ემპათიას“ კონსილიუმის ექიმების შესვლასა და მისი უფლებების დაცვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს. The post ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  6. ყაზახეთის მოქალაქეებმა ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანიის, „მირის“ ოფისი დაარბიეს. მედიის ცნობით, განადგურებულია მათი კუთვნილი აპარატურა. გარდა ამისა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ წუთებში ხანძარია. მანამდე აქტივისტებმა ალმათიში ქალაქის მერია იერიშით აიღეს. მერიის შენობაში ხანძარიც იყო, ასევე ხანძარი იყო ქალაქის პროკურატურის შენობაშიც. ამასთანავე, ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად ქალაქში ძარცვისა და მაროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და აქციის 53 მონაწილე დაშავდა. ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, საწვავის გაზრდილი ფასის გამო დაწყებული აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. The post ყაზახეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  7. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „შავი სიის“ შედგენაზე მიხეილ სააკაშვილის იდეას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ იდეით ყოფილმა პრეზიდენტმა მოქმედის იდეას „ცივი წყალი გადაასხა“. “მე ზუსტად ვიცი სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები (ცნობადი ინდივიდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) ვინც არიან ამ მიმართვის ადრესატები. დარწმუნებული ვარ ისინი ენთუზიაზმით დაეწაფებიან ამ იდეას, რადგანაც ეს აზრი მათ წრეებში კარგა ხანია ტრიალებს. როგორც დავწერე, ზოგი უკვე აკეთებს ამას, კონკრეტულ ადამიანებზე იარლიყების მიკერებას. მოგვიანებით დავასახელებ მათ. სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას. და ბოლოს, მსგავსი სიის გაკეთება საზოგადოების მეორე ნაწილსაც შეუძლია და ეს სია ძალიან გრძელი გამოვა,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე. The post „სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად, ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას“ – ზაალ ანჯაფარიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  8. მსახიობი ნატალია ყულოშვილი მოულოდნელად გარდაცვლილი კოლეგის, ნიკა ქაცარიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: “გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა.. ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის”, – წერს ნატალია ყულოშვილი. The post „გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა“ – ნიკა ქაცარიძეს მეგობრები იხსენებენ appeared first on [/url]. ALIA.GE
  9. 1 დოლარი ხვალ 3.0964 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0883 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა. ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 ევრო 3.5023 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4913 ლარს უტოლდებოდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0110 ლარი შეადგინა. The post ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  10. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელის ვასილ კაკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მიიღეს მისგან. ვასილ კაკაშვილმა მედიასთან გამოკითხვის შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „დავუსვით ყველა კითხვა, რაც გვქონდა აღნიშნულ საკითხზე. კიდევ მოხდება სხვადასხვა პირის გამოკითხვაც, რომლებსაც ექნებათ საქმესთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაცია. შესაძლოა, კიდევ გამოიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი გამოკითხვის დროს, თუმცა შეფერხება არ გვქონია. მიმდინარე საქმეზე გამოკითხული არიან არა მხოლოდ ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე ექიმები და სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, – განაცხადა ვასილ კაკაშვილმა. The post სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა appeared first on [/url]. ALIA.GE
  11. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. მოქალაქეებს პაკეტების შეძენის შესაძლებლობა მეტროს სალაროებში ექნებათ. გარდა ამისა, დედაქალაქის მოსახლეობა ხვალიდან სამგზავრო პაკეტებს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი თებერვლიდან მგზავრები სურვილისამებრ ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ. The post საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  12. ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რაკეტა სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის არსებულ ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. გაერომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდა აუკრძალა. ამის მიუხედავად კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავდაცვას გააძლიერებს. მან გასულ წელს სხვადასხვა რაკეტები უკვე გამოსცადა. The post ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გოცირიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ე.წ შავი სიის იდეა გაიხსენა. გოცირიძემ თქვა, რომ კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური სანქციები უნდა დაწესდეს. „მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების (მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების და ა.შ) მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს. ეს სია უნდა ახდეს მთელი ქვეყნისთვის ცნობილი, უნდა იქნას მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რათა შეეზღუდოთ მათ თავისუფალი გადაადგილება ევროპასა თუ ამერიკაში“, – განაცხადა გოცირიძემ. The post მიხეილ სააკაშვილი ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 528 030 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 45%), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 40.3%). ცენტრის ცნობით, „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს. გარდა ამისა, 4 იანვარს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 7 191-მა პირმა ჩაიტარა. The post რამდენი ადამიანია საქართველოში ვაქცინირებული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  15. დღეს დილით რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება. მსახიობს რუსთაველის თეატრიდან რვა იანვარს გამოასვენებენ და დაკრძალავენ. ნიკა ქაცარიძე ფართო საზოგადოებამ სერიალებიდან – “შუა ქალაქში” (ხელოსნის როლში) და “ჩემი ცოლის დაქალები” (სკვითის როლში) გაიცნო. მსახიობს რეჟისორები, კინოსა და თეატრში, სახასიათო როლებს აძლევდნენ. ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. “მხოლოდ იმიტომ ღირს ცხოვრება, შვილები გაახარო” – პირველ იანვარს ფეისბუქზე წერდა მსახიობი და ნაძვის ხესთან საჩუქრებით გახარებული შვილების ვიდეოს აქვეყნებდა… ნიჭიერი მსახიობი, იუმორის მქონე, პოზიტიური ადამიანი და მზრუნველი მამა – ეს არის დახასიათება, რასაც ყველაზე ხშირად მისი მისამართით გაიგონებ. ნიკას პარტნიორი “ჩემი ცოლის დაქალებში” პაატა გულიაშვილი იყო. ისინი სერიალში სკვითი ძმების როლს ასრულებდნენ. პაატა გულიაშვილი: – როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წუხელ დალია და გამთენიისას, გულით გარდაიცვალა. არაფერი აწუხებდა. გულს არ უჩიოდა. ნაბახუსევზე გარდაიცვალა. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ყველგან ერთად, თეატრსა თუ გადაღებებზე… ჩემი და ნიკას უკანასკნელი საუბარი საახალწლო მილოცვა იყო მესენჯერში მივწერეთ ერთმანეთს. დარჩა ანგელოზივით მეუღლე და ორი პატარა, რომლებზეც გიჟდებოდა. შვილებზე გადაყოლილი მამა იყო. მიმძიმს საუბარი. მადლობა… ნიკას “პრაიმტაიმთან” იხსენებს ეკა მჟავანაძე, “ჩემი ცოლის დაქალების” ქასთინგ-მენეჯერი. ეკა მჟავანაძე: – არ ვიცი, რა ვიფიქრო. ახალგაზრდა, 43 წლის კაცი ასე უცებ წავიდა… არასდროს გამიგია, რომ გულს უჩიოდა. ექიმთან ეგ არ წავიდოდა და არ გამოიკვლევდა, რა სჭირდა. ხომ იცით, ახალგაზრდების ამბავი. ალბათ, რამე მიზეზი ჰქონდა და სმამ ეს გამოიწვია. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ნიჭიერი მსახიობი. ტიპაჟით ყოველთვის მომწონდა, უცნაური ფერის თმით. “რიჟას” ვეძახდით. ხმის განსხვავებული ტემბრი ჰქონდა. იუმორი – ზღვა. გამარჯობას რომ გეტყოდა, ისეთ ხუმრობებს მოაყოლებდა, სიცილით კვდებოდი. ახლა მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვმუშაობ და მსახიობების სია მაქვს, სადაც ნიკაც მყავდა გათვალისწინებული. რეჟისორისთვის უნდა გამეცნო. მახსოვს, ნიკა და პაატა გულიაშვილი ერთად ისხდნენ, რომ სკვითების როლი შევთავაზეთ და მაშინვე, ექსპრომტად გაათამაშეს როლი. გიჟი მამა იყო, ერთი ციდა შვილებს ზრდიდა. თავს ევლებოდა თავის გოგოს და ბიჭს. ცალ ხელში ერთი ეჭირა, მეორეში – მეორე. კოლეგას იხსენებს რუსთაველის თეატრის მსახიობი, მალხაზ ქვრივიშვილიც. მალხაზ ქვრივიშვილი: – დღეს თვალი გავახილე თუ არა, ჩემმა ცოლმა ეს საშინელი ამბავი მითხრა. კინაღამ მეც გავყევი… არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, ნიჭიერი. მახსოვს, მისი თეატრში მოსვლა. იყო საოცარი მამა, კეთილშობილი ადამიანი. რა გითხრათ, ვწუხვარ და განვიცდი.. რა სამწუხარო რეალობა გვიდგას. რამდენი სიკვდილიანობაა. ეს ახალგაზრდები როგორ იღუპებიან. სულ პანაშვიდები და მწუხარებაა. სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post „არასდროს გამიგონია, რომ გულს უჩიოდა…“ – რა გახდა ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების მიზეზი appeared first on InterPost.ge. View the full article
  16. ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. “აცრაზე უარის თქმა ეგოიზმია. თუ პოლიციელები ვალდებულნი არიან, აიცრან, რატომ არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა ფეხბურთელებმა? არავაქცინირებული ფეხბურთელები ზიანს აყენებენ საზოგადოებას. მათ ხელფასები უნდა შეუმცირდეთ. ვაქცინირებული ადამიანები უფრო ადვილად იტანენ დაავადებას და უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”. იტალიის ჩემპიონატში ფეხბურთელებისა და პერსონალის 98 პროცენტი აცრილია, რაც ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. The post კაპელო: “არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  17. ამსტერდამის “აიაქსის” კიპერმა ანდრე ონანამ მილანის “ინტერში” სამედიცინო შემოწმება წარმატებულად გაიარა და იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში ზაფხულში შევა. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს თანახმად, 25 წლის კამერუნელი მეკარის წლიური ანაზღაურება სუფთა სახით სამი მილიონი ევრო იქნება. ანდრე ონანა “ინტერს” ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. The post ონანამ “ინტერთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  18. “გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2011-დან 2018 წლამდე. საგულისხმო ის არის, რომ ბოლო 2 წელია კლეი ტრავმირებულია და პარკეტზე დაბრუნებას მხოლოდ ახლა, კვირის ბოლოს შეძლებს. ტომპსონმა 78 მილიონი მიიღო, როცა თამაშობდა და როცა რეაბილიტაციას გადიოდა, 84 მილიონი. ამერიკელი ზაზა ფაჩულიას გამორჩეული მეგობარია. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screenshot_3.jpg The post გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა! appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  19. „ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური დისკუსია და მოლოდინია ახალ, უკვე, კონკრეტულად კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთია „მერკის“ (Merck) მიერ წარმოებული „მოლნუპირავირი“ (Molnupiravir) , რომელიც უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. მან მიიღო ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ავტორიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კლინიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა მედიკამენტის გარკვეული რაოდენობის შესყიდვას და ვფიქრობთ, რომ როგორც კი შესყიდვის პროცედურა დასრულდება, ის ხელმისაწვდომი იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას. მისივე თქმით, შესაძლებელია, ქვეყანამ „ფაიზერის“ მიერ დამზადებული და უკვე ავტორიზებულ მედიკამენტიც მიიღოს. „დეკემბრის ბოლოს, FDA-მ მასაც მიანიჭა ავტორიზაცია. ამ მედიკამენტების არსებობა ძალიან იმედისმომცემია. მათი გამოყენება ნაჩვენებია მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოხატული მძიმე სიმპტომები. […] REZONANSI
  20. დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ყველასთვის საყვარელი, უნიჭიერესი მსახიობი ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ნიკა ქაცარიძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობდა მისი სხვადასხვა როლებიდან. ნიკა ქაცარიძემ 1 იანვრის ღამეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო – “სამყაროს იმედები.-მხოლოდ ამიტო ღირს ცხოცრება,შვილები გაახარო” The post მხოლოდ ამიტო ღირს ცხოცრება – რა ვიდეო გამოაქვეყნა ნიკა ქაცარიძემ სოციალურ ქსელში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე appeared first on InterPost.ge. View the full article
  21. 34 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კვლავ საუცხოო კონდიციებში იმყოფება და უეფას მიერ გავრცელებული სტატისტიკით, მხოლოდ “ანორთოსისის” არაჯურის ჩამორჩება. კაშიამ “სლოვანის” შემადგენლობაში უეფას კონფერენს ლიგაზე 13 წარმატებული ვარდნა გააკეთა. “კაშია აშკარად ღვინის რეცეპტით მოძრაობს” – ხუმრობენ სლოვაკი ფანები გურამზე. ვაისს კიდევ ერთი მაგარი ქართველი ვეტერანი, ჯაბა კანკავაც ჰყავს, რომელიც 35 წლისაა. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/Screenshot_2.png The post გურამ კაშია ღვინის რეცეპტით – კაშო კონფერენს ლიგაზე მეორეა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. მასწავლებლების ანაზღაურება ინდივიდუალურად ანგარიშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული პედაგოგი ხელფასს განათლების, სამუშაო სტაჟის, სტატუსისა და საათების რაოდენობის მიხედვით იღებს. გარდა ამისა, დანამატია კლასის დამრიგებლობის შემთხვევაშიც. სამუშაო საათების მიხედვით 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა არსებობს: ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი. მასწავლებელმა რომ სტატუსის დანამატი სრულად აიღოს, აუცილებელია, რომ მას სრული დატვირთვა ჰქონდეს. სრულზე მეტი დატვირთვა კი ნიშნავს 19 ან მეტ საგაკვეთილო საათს კვირაში. სკოლებში, სადაც ამის საშუალებაა, მასწავლებლები 25 საათსაც კი ატარებენ. მართალია პედაგოგები საკმაოდ იტვირთებიან და იღლებიან, თუმცა მათ მოტივაციას დამატებითი ანაზღაურებაც აძლევთ. რამდენი ლარით იზრდება მასწავლებლის ხელფასი სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში? სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, […] REZONANSI
  23. პანდემიის გამო, „ალილო“ კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. როგორც “პალიტრანიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება. „წლებია 7 იანვარს, ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. „ალილოს“ სადღესასწაულო ელფერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. ეს დღესასწაული წელსაც საზეიმოდ ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. მსვლელობა მანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც […] REZONANSI
  24. 33 წლის თურქი ნახევარმცველი მესუთ იოზილი თურქეთის მე-3 დივიზიონის გუნდს ყიდულობს. საუბარია “ქორუმზე”, რომელიც ამ სეზონში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება და 19 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-6 ადგილზეა. Bild-ს ინფორმაციით, კლუბის მეპატრონე 20 მილიონ ლირას ანუ დაახლოებით მილიონ 300 ათას ევროს ითხოვს, რაც მესუთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ “რეალში” მისმა თანაგუნდელმა მარსელომ პორტუგალიის მე-2 დივიზიონის “სიდე მაფრა” შეიძინა. იოზილი ახლა ბურთს “ფენერბაჰჩეში” აგორებს და 20 მატჩის შემდეგ 8 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს შესრულებული. The post მესუთ იოზილი გუნდს 20 მილიონ ლირად ყიდულობს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  25. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი შტამი ომიკრონი და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხოკოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზის გამოყენება რჩება. „არის ახალი გამოწვევები ბუნებრივია კოვიდის მართვის პროცესში, მსოფლიო დღეს უმკლავდება ომიკრონის ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და […] REZONANSI
×
×
  • შექმენი...