Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 549 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 956 032-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 911 666. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება: ⭕ თბილისი - 1 597 ⭕ აჭარა - 343 ⭕ იმერეთი - 179 ⭕ ქვემო ქართლი - 111 ⭕ შიდა ქართლი - 84 ⭕ გურია - 48 ⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 78 ⭕ კახეთი - 101 ⭕ მცხეთა-მთიანეთი - 48 ⭕ სამცხე-ჯავახეთი - 30 ⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184 საიდანაც: 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 846 - თბილისში, 281 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 ადამიანი. tia.ge
  2. 28 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი 8 იანვარს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი, რამდენიმე დღე კომოტოზურ მდგომარეობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს. მაგდა ხარაიშვილი ლაგოდეხში თიბისი ბანკში მუშაობდა. tia.ge
  3. სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისს ეხმაურება და წერს: „წულუკიანის მეჯლისი” დადიანების სასახლეში… ასეთი აღვირახსნილობა მართლა იშვიათად მინახავს, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლანი შეიკრიბა, თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან, ფულსაც თვითონ იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამშეულ ერს, რომლის დიდ ნაწილსაც საახალწლო სუფრაზე ალბათ გოზინაყიც კი არ ედო, ამ მასკარადს აყურებინებენ. პური არაა, მაგრამ თვითონ სანახაობის პროფანაცია, არის. ვუყურებ და თან ნერვები მეშლება, თან მეცინება, იმდენად კომიკურია მათი ტყლარწვა, როგორ სულმოუთმენლად უნდათ, რომ ერთი დღით მაინც მეფის კარზე იცხოვრონ. სიმართლე რომ ითქვას, “მეჯლისი” ერთადერთი იყო, რაც ჩვენს აღვირახსნილ კორუფციულ მონარქიას აკლდა იმისათვის, რომ ზუსტი სურათი გვქონდეს, სად ვცხოვრობთ. აღარც თავს ვიტყუებთ და აღარც თვითონ გვატყუებენ, ამ ნაწილში. “შობას გილოცავთ” მონარქია უნდა დაეცეს!“, – წერს გიორგი კიკონიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. tia.ge
  4. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 622 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 956 032-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 911 666. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა - 343, იმერეთი - 179, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 111, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3. ამ ეტაპზე ინფიცირების 30 184 აქტიური შემთხვევაა. tia.ge
  5. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრმა ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ”კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პანაშვიდი: 9 და 10 იანვარს, 16:00 სთ. მის.: სვანეთის უბანი, კაპანაძის ქ. #12 გასვენება: 11 იანვარს, 14:00 საათზე, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიიდან” – ვკითხულობთ პოსტში. ”უზუმოდ მეწყინა უსაყვარლესი ადამიანი იყო ბატონი ნუგზარი ძალიან ძალიან ვწუხვარ ”ვიზიარებ!..ძალიან ვწუხვარ!..ვერ წარმომედგინა,რომ ასეთი სიმშვიდისა და იუმორის მქონე ადამიანი ასე ადრე წავიდო და!..სოხუმის თეატრს და ყველა ჩვენთაგანს ძალიან დააკლდება ისეთი მსახიობი,როგორიც ბ-ნი ნუგზარი იყო!..ღმერთმა გაანათლოს მისი სული!..” – წერენ პოსტის კომენტარებში. The post ”მთელ საქართველოს დაწყვიტა გული…” – ახლახანს კიდევ ერთი ყველასათვის საყვარელი მსახიობი გარდაიცვალა. ცნობილია გარდაცვლილი მსახიობის ვინაობა appeared first on InterPost.ge. View the full article
  6. აზერბაიჯანში 4 თვის წინ მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ქალს, რომელმაც პოლიციაში პოლიციელი მეუღლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ქმარმა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ 15 ტყვია ესროლა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მამაკაცი ცოლზე სისტემატურად ძალადობა. ხანიმ მამადოვამ ისმაილ მამედოვზე სტუდენტობისას იქორწინა. ქმრის აკრძალვების გამო მას არასდროს უმუშავია. მკვლელობის შემდეგ, ქალის ხელჩანთაში წერილი იპოვეს: „არ ვიცი საიდან დავიწყო, რა ვთქვა. მაგრამ ერთი რამ ვიცი, მე ვიხრჩობი საკუთარ ცხოვრებაში, ვიხრჩობი საკუთარ სიბნელეში. ვისურვებდი, რომ ისე მიმიღო, როგორც მე მიგიღებ. არსებობს გამონათქვამი, მიიღე ყველაფერი ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც გინდა რომ იყოს. შეხედე მე მიგიღე ზუსტად ისეთი როგორიც ხარ. მაგრამ შენ მიმიღე ისეთი როგორიც გინდა რომ ვიყო და არა ისეთი როგორიც ვარ. თქვენ შექმენით კიდევ ერთი ქალბატონი თქვენს ტვინში, თქვენი სურვილისამებრ… ვაიგნორებ ჩემს გრძნობებს, სურვილებს, ემოციებს, ოცნებებს. მე ასევე შევეგუე შენს ტვინში შენს მიერ შექმნილ ქალბატონს, რომელიც საკუთარ თავსა და ჩემს ეგოს უგულებელყოფს. მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ, შეიძლება ვერც ხედავ. მე უკვე ძალიან დავიღალე იმ ქალბატონის მსგავსად ყოფნით ჩემს ტვინში მოლაპარაკე, დამცინავი, მხიარული, წუწუნა ქალბატონი. ვიცი, ეს ძალიან სულელური ნაბიჯია, ძალიან არასწორი. თითქოს ჩემი თავი გავწირე, ჩემი პიროვნება. არასდროს მაძლევ უფლებას ვიყო კომფორტულად შენს თანდასწრებით, ვიყო თავისუფალი. ყოველთვის მინდოდა გულიდან გამეცინა, შენ გეთქვა „არ გაჩუმდე“. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ ხართ ჩემი ოჯახი, მე უნდა ვიყო ყველაზე კომფორტულად, ყველაზე ახლოს თქვენთან. ჩემი გრძნობები, ჩემი სურვილები უაზროა შენთვის. დამიჯერე, არასდროს მინდა ამის თქმა, მაგრამ სიმართლეა. ჩემი ცხოვრება ორად გაიყო. ვგრძნობ, რომ თავს სრულიად კომფორტულად ვგრძნობ დედაჩემთან და მამაჩემთან. მაგრამ შენს გვერდით ვიღაც სხვა, ვიღაც სხვა და შენ შექმენი. გულიდან ვერ გავიღიმებ, გულიდან სევდას ვერ ვიმეტებ, და გულში რომ გადის იმ სიტყვას ვერ ვამბობ. სიტყვები ქუჩიდან… რამდენიც არ უნდა იძახოთ მლიქვნელი სიტყვები, ჩემი ფსიქოლოგია უკვე დარღვეულია. საკუთარ თავში ეჭვის შეტანას ვიწყებ. ნეტა მართლა ასეა? იქნებ მართლა ის ვარ, რასაც ის ამბობს, რომ ვარ? იცი რა საშიში გრძნობაა ეს? არ არსებობს იმაზე ტრაგიკული გრძნობა, ვიდრე საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. ცხოვრება ჩემთვის ძალიან უაზრო და მოსაწყენია. უკვე ძალიან დავიღალე გონებრივად და სულიერად. ყველა ამოსუნთქვაზე მახრჩობს. მიმიღე ისეთი როგორიც ახლა ვარ. დამიჯერეთ, მე უკეთესი, გამგები, სასიამოვნო, მომღიმარი, ხალისიანი ადამიანი ვარ, ვიდრე თქვენს ტვინში შექმნილი ქალბატონი. მე არ ვარ ცუდი ადამიანი ისმაილ. ნუ მოკლავ ჩემში ბუმბერაზ, ხალისიან, ჰარმონიულ ქალბატონს. ეცადეთ მიცნოთ, გამიგოთ, მიმიღოთ. არ გავჭყლიტო, ნუ გამაჩერებ, გევედრები. ნუ დაანგრევ ჩემი ოცნების ბედნიერ ოჯახს. ძალიან ბედნიერი დედა ვარ, მადლობა შემოქმედს. მაგრამ მე არ ვარ ბედნიერი ქალი. დამეხმარეთ, დამეხმარეთ, რათა ვიყო ბედნიერი ქალი“ სტატიის წყარო: პრაიმტაიმი The post „ეს ძალიან სულელური ნაბიჯია, ძალიან არასწორი. ჩემი თავი გავწირე“ – რას წერდა ქალი, რომელსაც ქმარმა 15 ტყვია დაახალა (აზერბაიჯანი) appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინ ხიდან ჩამოვარდა, დაიღუპა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. „რა ეშველება ახლა მის სამ ობოლს. დღე და ღამე მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. საცოდაობაა. თვითონაც ობლად, უდედოდ გაიზარდა. რა ბედი ჰქონიათ. უბედური მამამისი, რა გააძლებინებს“, – ამბობს ოჯახის ახლობელი. ცნობისთვის, უბედური შემთხვევა ჩოხატაურში მოხდა. 45 წლამდე კაცი ე.წ. „დრუჟბით“ მუშაობდა, რა დროსაც ხიდან ჩამოვარდა. The post „რა ეშველება ახლა მის სამ ობოლს“ – ახალგაზრდა, რომელიც გუშინ ხიდან ჩამოვარდა, გარდაიცვალა appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. რუსეთის ფედერაცია ყაზახეთში 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადას გაგზავნის, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 45-ე ბრიგადა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული დანაყოფია. ეს ბრიგადა 2008 წლის აგვისტოს ომის გარდა მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში, 2014 წელს ყირიმის ანექსიის სპეცოპერაციასა და სირიის კონფლიქტში. ასევე ცნობისთვის, 45-ე ბრიგადის გარდა, რუსეთი ყაზახეთში გაგზავნის გვარდიის 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს. ამ დანაყოფის სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ რამდენიმე სამშვიდობო მისიაში: 1996 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში, 1998 წლის აფხაზეთის კონფლიქტსა, 1999 წელს კოსოვოში. The post რუსეთმა ყაზახეთში გაგზავნა 45-ე ბრიგადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  9. ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი “ტრაბზონში” არ გადავა და “დინამოსთან” ერთად შეკრებაზე წავა. თუ “დინამო” 2 მილიონზე მეტს შემოთავაზებას არ მიიღებს, აზაროვის გუნდიდან წასვლა არ იგეგმება და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმს დაეხმარება. გარდა ამისა, “დინამო” უარყოფს გავრცელებულ ცნობას 200 ათასი ევროთი თანხის მომატებასთან დაკავშირებით. არჩილ ბერიძის განცხადებით, თურქულმა მხარემ აზაროვს ადგილზე სულ სხვა პირობები დაახვედრა, რაც დიდწილად ხელფასთან იყო დაკავშირებული. “ტრაბზონმა” აზაროვს გაცილებით ნაკლები ჰონორარი შესთავაზა. The post მოკლედ: სასიამოვნო სიახლე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრობისთვის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში “ტორინოს” ფეხბურთელის, ანდრია ბელოტის ვიდეოს აქვეყნებს, როცა ბელოტი საჯარიმოსთან წაიქცევა და ღირსეულად მოიქცევა. მამუკა, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ ყოველთვის ღირსეული იყო. The post პატივისცემა: რა ვიდეოს აქვეყნებს მამუკა გორგოძე? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  11. თბილისის “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა და უმეტესმა მათგანმა უკვე იპოვა ახალი კლუბი. მაგალითად, კირკიტაძე – “დინამო თბილისში”, უბილავა და სიხარულიძე – “საბურთალოში”. ვნახოთ, რა გუნდი დარჩა “ლოკოს” იმ ფეხბურთელებიდან, რომლებთაც ეროვნულ ლიგაში 1 მატჩი მაინც ჩაუტარებიათ. “ლოკომოტივიდან” წავიდა ჰოლანდიელი მეკარე მარკ სპენკელინკი. დარჩნენ რევაზ თევდორაძე და 15 წლის სოსო კოპალიანი. როგორც ჩანს, სოსო ახალი სეზონიდან მე-2 მეკარე იქნება. ძირითადი შემადგენლობის 4-ვე მცველი წავიდა. ახლა მარჯვენა ფლანგზე რატი მჭედლიშვილს, შუაში ბექა ბუიღლიშვილსა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, მარცხნივ კი გიორგი ქველაძეს ვიხილავთ. ყველაზე დიდი დანაკლისი ნახევარდაცვაშია, როცა მხოლოდ 3 ნახევარმცველი – ლუკა კეკელიძე, ირაკლი ჭიაბრიშვილი და გივი მუკბანიანი ჰყავს აქტივში “ლოკომოტივს”. წინ ირაკლი სიხარულიძეს და მამია გავაშელიშვილს (სამგურალი) გიორგი იაკობიძე ცვლიდა. ამჯერად, იაკობიძე ძირითადიდან შეუტევს. კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს მოთამაშეების დამატება აკადემიიდან მოუწევს და შესაძლოა, ვეტრანი ფეხბურთელების დამატებაც მოხერხდეს, რომლებთაც, შედარებით, ნაკლები ფინანსები დააკმაყოფილებს. წარმატებები ახალგაზრდებს. The post რა გუნდი დარჩა “ლოკომოტივს” დაშლის შემდეგ? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. ყაზახეთში მყოფი ქართველი, სროლების ხმა ისმის, არ ვიცით რა დროს შემოვარდებიან“, – ამის შესახებ ყაზახეთში, ასტანაში მყოფი ქართველი ქალი „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინიტროს ამუშავებულ ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას. „რესტორნის შენობაში ვიმყოფებით, დიდი უშველებელი რესტორანია, ჩაკეტილები სარდაფში. სროლების ხმა ისმის, არ ვიცით რა დროს შემოვარდებიან და რა დროს რა იქნება არ ვიცი. ინტერნეტი არა, WI-FI არა, ყველაფერს მოწყვეტილები ვართ. ჩაკეტილები ვართ სიბნელეში, გარეთ ვერ გავდივართ, შიგნითაც ვერავინ ვერ შემოდის. აქ ქართველი მეტი არავინაა, მე ვარ მარტო ქართველი, დანარჩენი ყაზახები არიან, ისე აქ გარშემო ბევრი ქართული რესტორანია და ყველგან ქართველები არიან“, – ამბობს მოქალაქე. The post „რესტორნის სარდაფში ვართ ჩაკეტილები“ – ყაზახეთში მყოფი ქართველი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  13. ფარავნის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. კერძოდ, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post გზის რომელ მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვები appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  14. შესაძლოა, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა მიმდინადრე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულოს. “სამეფო კლუბი” 32 წლის უელსელ ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ბეილის კარიერა უელსის ნაკრებზეა დამოკიდებული. თუ უელსელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, ბეილი ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს, რათა სანაკრებო ტურნირს მომზადებული შეხვდეს. თუ უელსის ნაკრები მუნდიალს მიღმა დარჩება, სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე დაკიდოს. მსოფლიოს ჩემპიონატის საპლეიოფო რაუნდზე უელსელები ავსტრიელებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, უელსის ნაკრები მუნდიალის საგზურისთვის შოტლანდიისა და უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეეცილება. The post შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  15. ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ქვეყანა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული ბიურო იუწყება. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის ძმა ჯერ კიდევ ქვეყანაში იმყოფება. ცნობისთვის, ნაზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. The post ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  16. ბათუმში, ზღვაში რამდენიმე საათია შუა ხნის მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მყვინთავებმა ზღვაში ტელეფონი და საფულე იპოვეს. ამ წუთებში ზღვის ნაპირას მყვინთავები და მაშველები არიან მობილიზებული. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო კატარღებიც. The post ბათუმში, ზღვაში მამაკაცს ეძებენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  17. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ავრცელებს. „კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პანაშვიდი: 9 და 10 იანვარს, 16:00 სთ. მის.: სვანეთის უბანი, კაპანაძის ქ. #12 გასვენება: 11 იანვარს, 14:00 საათზე, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიიდან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შესრულებული როლები: ბონდო, დარიალოვი – ალ. ჩხაიძე „მიკროფონი“, „შთამომავლობა“; ბუხუტი – ო. იოსელიანი „სანამ ურემი გადაბრუნდება“; ომარი – გ. ნახუცრიშვილი „შაითან ხიხო“; მიკოლა, კეჭო – ა. გეწაძე „პაემანი ცაში“, „ყარამანი ცოლს ირთავს“; დუდნიკოვი – გ. დარასელი „კიკვიძე“; ნუგზარი – ზურაბოვი „ლიკა“; ზემდეგი – ვასოლიევი „განთიადი კი აქ წყნარია“; სორინი – ა. ჩეხოვი „თოლია“; ონისიმე – დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“; ექიმი – მ. გორკი „ფსკერზე“; კაკუტა – პ. კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“; სალარიძე – ნ. დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“; მელქისედეკ კათალიკოსი – კ. გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა“; ბესო, ანანია – ალ. სუმბათაშვილი „ღალატი“; ქორა მახვში – კ. გამსახურდია „მთვარის მოტაცება“. The post სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ნუგზარ წერედიანი გარდაიცვალა appeared first on [/url]. ALIA.GE
  18. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. დასკვნაში ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა დასახელებული. „გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)“, – აღნიშნულია დასკვნაში. შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. „იუნესკომ“ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ მედიის წარმომადგენელთა სიაში შეიყვანა. The post ექსპერტიზის ბიურომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე დასკვნა მოამზადა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  19. ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის ოპტინელი წმინდა ბერების ტაძარში ქრისტეშობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლის დროს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და მომხდარს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე შეტევის მცდელობა უწოდა. „ყაზახეთი – რუსეთის პერიმეტრზე არსებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე შეტევის მცდელობაა. მათ უნდათ რუსეთი სისხლში დაახრჩონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ რუსეთი დაინგრევა, მაშინ ვერც კი შევამჩნევთ, სად აღმოვჩნდებით. ჩვენ უბრალოდ გადაგვაბიჯებენ. როგორც მე ვამბობ, დაგვფქვავენ და გადაგვაფურთებენ. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ ჩვენი ცივილიზაციის ცენტრი, ჩვენი მართლმადიდებლობის ცენტრი, არამედ ის მიწები, რომლებიც დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. აი, ესაა მთელი ფილოსოფია. მე მინდა, რომ თქვენ ეს გესმოდეთ”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ The post „თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ჩვენ უბრალოდ გადაგვაბიჯებენ..დაგვფქვავენ და გადაგვაფურთხებენ“ – ალექსანდრე ლუკაშენკო appeared first on [/url]. ALIA.GE
  20. ინგა გრიგოლია 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შეყვანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ღმერთი სამართლიანია. შობის დღეს ვიგებთ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში unesco-ს მიერ, 5 ივლისის გამო, ლექსო ლაშქარავას დასახელებას. საბოლოოდ ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ხოლო, ღმერთი რომ სამართლიანია და სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად დააყენებს ყველა იმ პირის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც 5 ივლისს მედიაზე შტურმი მოაწყო და ვინც ხელისუფლებიდან ეს სპეცოპერაცია დაგეგმა……”, – წერს ჟურნალისტი. The post ღმერთი სამართლიანია- შობის დღეს ვიგებთ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ლექსო ლაშქარავას დასახელებას – ინგა გრიგოლია appeared first on [/url]. ALIA.GE
  21. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობას შობას ულოცავს. “ადამიანი დაიბადა დღეს, ისეთივე უმწეო, როგორებიც ვიბადებით ყველა. ხოდა ადამიანის გაფრთხილებიდან იწყება ყველა ამბავი ღმერთის შესახებ. იმდენი რამ უნდა ირწმუნო ადამიანის, რომ ამასობაში შენც გაუტოლდები ღმერთს იმდენად, რომ მეგობრად თუ არა, ფრენდად მაინც გამოადგე. ამიტომ მიყვარს შობა. ჩვილი ღმერთი რომ დაგვაჭერინეს ხელში”,-წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში. The post ადამიანის გაფრთხილებიდან იწყება ყველა ამბავი ღმერთის შესახებ – ნათია ფანჯიკიძე appeared first on [/url]. ALIA.GE
  22. პუტინმა ტრადიცია დაარღვია და შობას მოსკოვის გარეუბანში, ნოვო-ოგარიოვოს სახელმწიფო რეზიდენციის ტაძარში შეხვდა. კრემლის განმარტებით, პუტინი კერძო ტაძარში მარტო იმყოფებოდა და წირვასაც მხოლოდ ის დაესწრო. მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, სადაც წირვა პატრიარქმა კირილმა აღავლინა, შესვლა მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს შეეძლოთ. რუსულმა საპატრიარქომ არ განმარტა, ვის გაუგზავნა მოსაწვევები. The post პუტინმა ტრადიცია დაარღვია და შობას კერძო ტაძარში, მარტო შეხვდა appeared first on [/url]. ALIA.GE
  23. „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე ეხმაურება „იუნესკოს“ მიერ 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში მისი შვილის დამატებას. კახიძის თქმით, მისი შვილი მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. „ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. ყველა ერთნაირად ვერ იტანს. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხო არ ვიყავი“, – განაცხადა თინათინ კახიძემ „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრისას. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა „იუნესკომ“ 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს მოძალადეების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად, 11 ივლისს გარდაიცვალა. The post ლექსო ლაშქარავას დედა განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  24. საქართველოში მცხოვრები ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერ აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილ პირებს სამოქალაქო აქტივისტებიც უერთდებიან. ისინი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ყაზახ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. „ჩვენ აქ ჩავრჩით, უცხო ქვეყანაში, მაგრამ მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამემამულეებს. არ შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის ჯარები იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არასწორია. თავად გადავწყვეტთ ჩვენს პრობლემებს“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ყაზახეთის მოქალაქემ. ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, საწვავისა და გაზის გაზრდილი ფასის გამო დაწყებული აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. გარდა ამისა, ორ პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტმა მასობრივი აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ნაწილები გუშინ გადაისროლა და ე.წ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ყასიმ ტოყაევის განცხადებით, სამთავრობო უწყებების შენობებზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს. ტოყაევმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომიტინგეები ბოევიკები და ტერორისტები არიან და ისინი უნდა გაანადგურონ. მანვე თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს მისცა უფლება, რომ მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესროლონ. დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 1000-ზე მეტი და გარდაცვლილია ათობით პირი. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. The post საქართველოში მცხოვრები ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები სოლიდარობის აქციას მართავენ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
  25. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე და „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი, ნიკა სიმონიშვილი ექსპერტიზის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისი გასაჯაროების ფორმა მიუღებელია. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი: ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო (!!!), რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა. მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე. ასევე არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც და რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონოდ რომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის. ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი. რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება”- წერს საიას თავმჯდომარე. The post ეს ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო – საიას თავმჯდომარე appeared first on [/url]. ALIA.GE
×
×
  • შექმენი...