აბსოლუტური [ლათ. Absolutus თავისთავადი, უთუო] - არაშეფარდებითი, თავისთავადი. აბსოლუტური ჭეშმარიტება - ჭეშმარიტება, რომელიც გვაძლევს სინამდვილის სრულ, ამომწურავ ცოდნას. აბსოლუტური უმრავლესობა - ხმის რაოდენობა, რაც უდრის არჩევნებში მონაწილეთა ყველა ხმის ნახევარზე მეტს. აბსოლუტური მონარქია - შეუზღუდავი მონარქია, აბსოლუტიზმი.