Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი მდა

  1. ცხრა აპრილს დაღუპულები (1989) http://s59.radikal.ru/i164/0812/69/4d0a5535a228.jpg მოშიმშილე მომიტინგეები, რომლებიც 9 აპრილის დილას დაარბიეს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა. 1989 წლის აპრილის თვეში თბილისში დაიწყო გამოსვლები აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. 4 აპრილს მომიტინგეები საქართველოს მთავრობის სასახლის წინ შეიკრიბნენ. მათმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, რამაც მალე მასიური ხასიათი მიიღო. აფხაზეთის საკითხმა თანდათან უკან გადაიწია და მთავარ მოთხოვნად საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება იქცა. 8 აპრილის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში საბჭოთა შეიარაღებული ჯარის ნაწილების შემოსვლის შესახებ. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და დაშლისკენ მოუწოდა, მაგრამ მომიტინგეები არ დაიშალნენ. გამთენიისას მშვიდობიანი მიტინგი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა დარბეული. ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გარდა შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა გამოიყენეს აკრძალული მომწამვლელი აირი "სი-ესი" (K-51). ადგილზე გარდაიცვალა 16 ადამიანი (უმეტესობა მომწამლავი აირით მოგუდვისგან), ორი კი - რამდენიმე დღეში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ადამია აზა ბეჟანიშვილი ეკა გიორგაძე ნატო დოლიძე თამუნა ენუქიძე თინა თოიძე ნინო კიკვიძე ზაირა ლოლაძე მანანა მამულაშვილი თამარ ნოზაძე მამუკა სამარგულიანი ნანა ჭყონია-სამარგულიანი მარინა ჭიპაშვილი ელისო ჭოველიძე თამარ ჯანგირაშვილი ნოდარ ჯინჭარაძე მზია მელქაძე მანანა ქარსელაძე გია მოწამლულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 4000 კაცი შეადგინა.
  2. ცხრა ძმა ხერხეულიძე (1625) http://i011.radikal.ru/0812/59/ef923cde8a09.jpg სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ძმები, რომლებიც გმირულად დაეცნენ მარაბდის ველზე. ქართულმა ეკლესიამ ძმები ხერხეულიძეები, მათი ნაბოლარა და, დედა და მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული 9 ათასი ქართველი წმინდანად შერაცხა. 1625 წელს ქართველებს ორჯერ მოუხდათ ბრძოლა შაჰ-აბასის არმიის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა 25 მარტს, ხარება დღეს, მარტყოფის ველზე გაიმართა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის 30 ათასიანი ლაშქრიდან, ცოცხალი მხოლოდ 3 ათასი გადარჩა. 40 წლის მანძილზე ირანს ასეთი მარცხი არ განუცდია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 1 ივლისს, შაჰ-აბასის ლაშქარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, კვლავ მოადგა საქართველოს. ამჯერად ბრძოლა გაიმართა მარაბდის ველზე. შეტევაზე ქართველები გადავიდნენ თეიმურაზ I-ის მეთაურობით. მათი შეჩერება შეუძლებელი გახდა. ბრძოლაში სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მტრის ჯარი აირია, ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. ქართველების ერთი ნაწილი გაქცეულებს დაედევნა და ბრძოლის ადგილს მოსცილდა. მეორე ნაწილი მტრის ალაფს ინაწილებდა და ბრძოლა მოთავებული ეგონა. სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე ყიზილბაშთა ახალი ძალა შემოიჭრა. ამას ზედ ისიც დაერთო, რომ ბრძოლაში დაიღუპა თეიმურაზ მუხრანბატონი, მაგრამ ხმა გავრცელდა თეიმურაზ მეფე მოკლესო. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, შეთხელდა ივერიელთა რიგები. 9 ათასი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ხარჭაშნელი და რუსთველი ეპისკოპოსები, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი. ქართულმა დროშამ ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ცხრავე ბრძოლის ველზე დაეცა. დროშა კი მათი ნაბოლარა დის ხელში გადავიდა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, ხერხეულიძეების დედამ აღმართა საქართველოს დროშა, როგორც უკვდავების სიმბოლო. გადმოცემით, მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები დაკრძალულნი არიან სოფელ ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის საარაკო გმირობის ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. მათ თავდადებას ლექსები მიუძღვნეს ლადო ასათიანმა, სიმონ ჩიქოვანმა და სხვა პოეტებმა.
  3. აკაკი წერეთელი (1840-1915) http://i067.radikal.ru/0812/a2/c47c3c840a1f.jpg პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის, როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა, ეკატერინე აბაშიძე, იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის შთამომავალი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან კი სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე განაგრძო. ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 19 წლისა უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა "საიდუმლო ბარათო" - ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს ყოფილა სახელმწიფო სამსახურში. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და მის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა ქართული დრამატული საზოგადოების დაარსება, რადგან თეატრი იყო ერთადერთი ადგილი, საიდანაც ქართული სიტყვა ისმოდა. აკაკის სახელს უკავშირდება ასევე ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაც, იგი თავადაც ხშირად წერდა პუბლიცისტურ წერილებს, გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალს "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) და რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა". იმის გამო, რომ ჟურნალს მკვეთრად ეროვნული მიმართულება ჰქონდა, აკაკი უსიამოვნებასაც გადაეყარა. აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მისი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. აკაკი წერეთლის პოეზია გამორჩული იყო სისადავითა და ჰარმონიულობით, ამიტომ მისი მრავალი ლექსი სიმღერად იქცა. ქართველმა ხალხმა მას საქართველოს ბულბული უწოდა. თუმცა აკაკის შემოქმედების მთავარი მიზანი სიმართლისათვის სამსახური იყო, ამიტომ პოეტის მოვალეობად მას სიმართლის თქმა მიაჩნდა. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა აკაკი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. მადლიერების ნიშნად 1908 წელს შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაუმართეს, 1912 წელს კი რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა, პირველად საქართველოში, კინოფირზე სწორედ აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობა გადაიღო. აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  4. გიორგი წერეთელი (1842-1900) http://s61.radikal.ru/i171/0812/ba/de47e83a2ab1.jpg მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1861 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ცარიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო მცირე ხნით დააპატიმრეს კიდეც. 1863 წელს გიორგი წერეთელი საქათველოში დაბრუნდა. მან დიდი როლი შეასრულა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1866 წელს დააარსა პოლიტიკურ - ლიტერატურული გაზეთი "დროება", რომელსაც 1869 წლამდე თავადვე რედაქტორობდა. 1868 წელს გამოსცა "სასოფლო გაზეთი", 1871-73 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "კრებულს". თანამშრომლობდა გაზეთ "ტიფლისსკი ვესტნიკში", ასევე რედაქტორობდა გაზეთ "კვალს". აქტიურად თანამშრომლობდა ყველა ჟურნალ-გაზეთში, რომელიც იმხანად თბილისში გამოდიოდა. წერეთლის პუბლიცისტურ სტატიებში და მხატვრულ შემოქმედებაში რეალისტურად აისახა მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმათვისუფლებელი მოძრაობის, ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი ქართული საზოგადოების თავისებურებანი. წერეთელი იყო "თერგდალეულთა" ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძესთან და სერგი მესხთან ერთად. მან ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყნის ახალი პერიოდის ისტორიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურის განვითარების პერიოდიზაცია, სამ ეტაპად დაყო და მათ დასები უწოდა. წერეთლის მიხედვით, პირველი დასი ეწოდება საზოგადოებრივ-ლიტერატურულ მიმდინარეობას და იგი იყო "ღუმანიტარულ-ლიტერატურული მიმართულებისა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით", მეორე დასი - პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა, რომელიც შემოკრებილი იყო "დროება" - "კრებულის" გარშემო, ხოლო მესამე დასის მოღვაწეობას იწყებდენ გაზეთ "კვალის" გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მარქსისტები. წერეთელი თავისი გაზეთების საშუალებით აქტიურად ეხმიანებოდა ეროვნების შემოღების, ხოლო 1876 წლიდან ქალაქის თვითმმართველობის საქმიანობას. წერეთელს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  5. გიორგი წერეთელი (1904-1973) http://s39.radikal.ru/i083/0812/30/ef17f50670b4.jpg ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. პროფესორი, აკადემიკოსი. პოლონეთის ორიენტალისტთა საზოგადოების საპატიო წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების საპატიო წევრი. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1928 წელს ჩარიცხეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტად ლენინგრადში და მისი დასრულებისთანავე მიიწვიეს ლენინგრადის ცოცხალ აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის არაბული ენის დოცენტად. ლენინგრადში მისი მასწავლებელი იყო რუსეთში არაბისტიკის ფუძემდებელი და მსოფლიო დონის ორიენტალისტი იგნატი კრაჩკოვსკი და როცა 1933 წელს გიორგი წერეთელი თბილისში დაბრუნდა, მისმა მასწავლებელმა გულდაწყვეტით აღნიშნა, ახლა კი არაბისტიკის ცენტრი ლენინგრადიდან თბილისში გადაინაცვლებსო. მსოფლიო სემიტილოგიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება წერეთლის მიერ წამოწყებული სამუშაო არმაზში აღმოჩენილი წარწერების ამოკითხვისა და კვლევის საქმეში. გიორგი წერეთლმა ამოიკითხა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ორენოვანი წარწერა და მიუძღვნა გამოკვლევები "არმაზის ბილინგვა" და "არმაზული წარწერა მითრიდატე იბერიელის ხანისა". ეს გამოკვლევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სემიტური დამწერლობების ისტორიისათვის, დადგინდა არამეული დამწერლობის ახალი სახეობა, რომელიც მეცნიერებაში "არმაზის არამეულის" სახელწოდებით დამკვიდრდა. წერეთლის მიერ შესწავლილ არმაზის არამეულ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც აღმოსავლურ-არამეული დამწერლობის, ისე ქართული ანბანის წარმოშობის შესწავლისათვის. 1960 წელს გიორგი წერეთელი ირაკლი აბაშიძესა და აკაკი შანიძესთან ერთად მივლინებული იყო ისრაელში ქართველთა ჯვრის მონასტერში, საიდანაც მათ შოთა რუსთაველის ფრესკის ფოტოასლები ჩამოიტანეს, ამოიკითხეს მონასტრის იატაკზე, საკურთხეველსა და სხვადასხვა ადგილებში გაბნეული ქართული წარწერები. წერეთლის ინიციატივით დაარსდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის კათედრა (1945) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1960). კათედრასა და ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე. თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. წერეთლის სამეცნიერო კვლევის სფერო იყო არაბული ენათმეცნიერება და ფოლკლორი, ებრაბისტიკა და არამეისტიკა, ახლო აღმოსავლეთის ძველი ენები და დამწერლობათა ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ქართული და შედარებითი ლექსთწყობის საკითხები, თეორიული ლინგვისტიკის პრობლემები, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხები, რუსთველოლოგია. აღსანიშნავია, რომ გიორგი წერეთელი იყო 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ეროვნულ ამბოხებაში, რისთვისაც იმავე წელს დააპატიმრეს კიდეც. გიორგი წერეთელი დაკრძალულია თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
  6. მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965) http://s52.radikal.ru/i135/0812/fd/5423402dba16.gif მეცნიერი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, თბილისისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხაკო წერეთელი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1901 წელს ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ის პარიზიდან გაასახლეს. 1907 წელს მიხაკო საქართველოში იყო. აღსანიშვანია მისი სიტყვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე. მომდევნო წლებიდან მეცნიერი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში წერეთელი ასიროლოგიაში დახელოვნდა და 1918-23 წლებში ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა. 1912 წელს გამოაქვეყნა გამოკვლევა "სუმერული და ქართული" (თბილისი), 1923 წელს - "გილგამეშიანის" ქართული თარგმანი განმარტებებითურთ (კონსტანტინოპოლი), 1933 წელს კი სულხან საბას "სიბრძნე-სიცრუისას" გერმანული თარგმანი (ბერლინი). 1957-58 წლებში პარიზში, ჟურნალში "ბედი ქართლისა" დაბეჭდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ცხოვრების ტექსტები გერმანული თარგმანითურთ. მიხაკო წერეთელი ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე აქვეყნებდა გამოკვლევებსა და წერილებს ქართული ენისა და ქართველების წარმოშობის საკითხებზე, ურარტუს ისტორიასა და ენაზე. 1961 წელს პარიზში გამოქვეყნდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი. მიხაკო წერეთელი დაკრძალულია მიუნხენში.
  7. ილია წინამძღვრიშვილი (1834-1920) http://s39.radikal.ru/i083/0812/bd/115e3be193e3.jpg საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. 1855 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრონომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში. იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდობას სასოფლო-სამეურნეო განათლებას მისცემდა, წინამძღვრიშვილმა 1883 წელს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე და 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმებისათვის, სახლი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები. სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩვლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა. 1889 წელს წინამძღვრიშვილმა გამოსცა სახელმძღვანელო "ვაზის მოშენება" ხორეშანა გვერდწითელის ფსევდონიმით. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინამძღვრიანთკარის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. აქტიური მონაწილე იყო ხოლმე ილიაობის აღნიშვნისას. ყოველ წელიწადს წინ მიუძღოდა თავის მოწაფეებს და ზეიმზე დასასწრებად საგურამოში ჩაჰყავდა. წინამძღვრიშვილი იყო დიდი ქველმოქმედი. მან დედაქალაქს გადასცა იმხანად ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც "სახალხო კითხვათა კომისიის" განკარგულებაში იყო და იქ იმართებოდა სახალხო წარმოდგენები. წინამძღვრიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი წერილები, პუბლიცისტური სტატიები და ნარკვევები ეხებოდა საყოფაცხოვრებო, ეთნოგრაფიულ და სამეურნეო საკითხებს. აქვს პედაგოგიური ხასიათის წერილებიც. წინამძღვრიშვილი იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების აქტიური წევრი.
  8. სერგი წულაძე (1916-1977) http://s61.radikal.ru/i171/0812/4b/0542b718141c.jpg მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა და ჯერ სტამბულში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1951 წელს მიიღო სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1958 წლიდან ოჯახთან ერთად კვლავ თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა ჯერ დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. მედიცინის გარდა, სერგი წულაძე აქტიურად იყო ჩაბმული მთარგმნელობით საქმიანობაში. ფრანგულ ენაზე თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის "აბო თბილელის მარტვილობა", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი, რომელსაც საფრანგეთის აკადემიის ლანგლუას სახელობის პრემია მიენიჭა. მასვე ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსების თარგმანები.
  9. ალექსანდრე წუწუნავა (1881-1955) http://i010.radikal.ru/0812/b4/1551882308f7.jpg ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, ქართული მხატვრული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია. 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, 1901-05 წლებში კი - თბილისის ქართულ თეატრში. 1905-10 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ თბილისის სახალხო სახლსა და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად, ხოლო 1947 წლიდან - მთავარ რეჟისორად. 1918 წელს ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით, პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული მუნჯი ფილმი "ქრისტინე", რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მხატვრული კინოს განვითარებას. ამას მოჰყვა ფილმები: "ვინ არის დამნაშავე?", "ხანუმა", "ორი მონადირე", "ჯანყი გურიაში".
  10. აბაკელია თამარ აბაკელია იოსებ აბაშიძე კიტა აბაშიძე გრიგოლ აბაშიძე ირაკლი აბაშიძე ვასო აბაშიძე ლევან აბაშიძე მემედ აბულაძე ილია აბულაძე იუსტინე ავალიშვილი ზურაბ ალადაშვილი ალექსანდრე ალექსიძე დიმიტრი ამაშუკელი ელგუჯა ამაშუკელი ვასილ ამილახვარი გივი ამილახვარი დიმიტრი ამირანაშვილი შალვა ანდრონიკაშვილი ელეფთერ ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ანთიმოზ ივერიელი ანტონ I ანუა იური ანჯაფარიძე ვერიკო ანჯაფარიძე ზურაბ არაყიშვილი დიმიტრი არსუკიძე არჩილ II ასათიანი გურამ აფაქიძე ანდრია აფხაზი კოტე აღნიაშვილი ლადო ახალკაცი ნოდარ ახალციხელი შალვა ახვლედიანი გიორგი ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი აბაშიძე დავით (დოდო) აბაშიძე ჰაიდარ აბულაძე თენგიზ ასათიანი ლადო ახვლედიანი ელენე ბაგრატ III ბარათაშვილი ნიკოლოზ ბატონიშვილი დემნა ბაქრაძე აკაკი ბააზოვი გერცელ ბაგრატიონი პეტრე ბაკურიანისძე გრიგოლ ბალანჩივაძე მელიტონ ბალანჩივაძე ანდრია ბალანჩინი ჯორჯ ბარნოვი ვასილ ბატონიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი ვახუშტი ბაქრაძე კონსტანტინე ბერია ლავრენტი ბერიტაშვილი ივანე ბერიძე ვახტანგ ბერძენიშვილი ნიკო ბობოხიძე იაკობ ბოლქვაძე დავით ბოჭორიშვილი ვახტანგ ბროსე გამსახურდია ზვიად გამსახურდია კონსტანტინე გოგებაშვილი იაკობ გონაშვილი ჰამლეტ გლდანელი კულა გუდიაშვილი ლადო გურამიშვილი დავით გაბაშვილი ბესიკ გაბაშვილი გიორგი გაბაშვილი რეზო გაბაშვილი ტიმოთე გამრეკელი ირაკლი გაპონოვი ბორის გეგეჭკორი გიორგი გელოვანი აკაკი გელოვანი არჩილ გელოვანი მირზა გვერდწითელი ირაკლი გოგიჩაიშვილი ფილიპე გოთუა ლევან გოძიაშვილი ვასო გრანელი ტერენტი გრიგოლია ვლადიმერ გრიგორაშვილი მიხეილ გრიშაშვილი იოსებ გრუზინსკი პეტრე გუგუშვილი პაატა გულია დიმიტრი გულჩარა გუნია ვალერიან გურგენიძე ბუხუტი გურგულია ინოლა გურჯი იეთიმ გურჯიევი გიორგი დადიანი ნიკო დადიანი შალვა დადიანი ლევან II დადიანი მარიამ დამიანე დარასელია ვიტალი დარახველიძე გიორგი (ბუხუტი) დაუდ ხანი დაჩი დეკანოზიშვილი გიორგი დოდაშვილი სოლომონ დოლიძე ვიქტორ დოლიძე გოგი დოლიძე სიმონ (სიკო) დოსითეოს ქუთათელი დადიანი ცოტნე დავით აღმაშენებელი დემეტრე თავდადებული დუმბაძე ნოდარ ელიავა ლია ერისთავი გიორგი ერისთავი ქუჯი ერისთავი რაფიელ ერისთავი თორნიკე ერისთავი კონსტანტინე ერმაკოვი დიმიტრი ელიავა გიორგი ერეკლე II ვაჟა-ფშაველა ვაჩნაძე ნატალია (ნატო) ვარაზი ავთო ვარაზიშვილი ვასილ ვასაძე აკაკი ვახტანგ VI ვეკუა ილია ვირსალაძე სიმონ ვირსალაძე სპირიდონ ვორონცოვი მიხეილ ზავრიევი კირიაკ ზაზაძე პავლე ზაქაიძე ილია ზდანევიჩები ილია და კირილ ზიჩი მიხაი ზოსიმე იოანე ზურაბაშვილი ავლიპ ზაქარიაძე სერგო ზუბალაშვილები თავაქალაშვილი მამუკა თარხნიშვილი ივანე თარხნიშვილი მარო თარხნიშვილი მიხეილ თაქთაქიშვილი ოთარ თბილელი მარინა თეიმურაზ I თელია აკაკი თვარაძე რევაზ თიკანაძე გურამ თიკანაძე ივანე თორაძე დავით თორთლაძე სულიკო თუმანიშვილი მიხეილ თურმენიძეები თაბუკაშვილი რეზო თამარაშვილი მიხეილ თაყაიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი სესილია იაშვილი პაოლო იმედაშვილი იოსებ იოსელიანი ჯაბა ისაკაძე იობა იყალთოელი არსენ იბერი პეტრე ინანიშვილი რევაზ ინგოროყვა პავლე კავსაძე ანზორ კაკაბაძე დავით კაკაბაძე პოლიკარპე კალატოზიშვილი მიხეილ კანდელაკი ალექსანდრე კარგარეთელი ილია კარტოზია გივი კრისტოფორო დე კასტელი კახიანი ნიკოლოზ კახიძე ჯანსუღ კეკელიძე კორნელი კერესელიძე ივანე კერესელიძე არჩილ კერსელიანი აკოფ კეცხოველი ნიკო კვესელავა მიხეილ კვინიტაძე გიორგი კიკნაძე ფილადელფოს კლდიაშვილი დავით კონსტანტინე I კოტეტიშვილი ვახტანგ კრავეიშვილი ბათუ კუპრაძე ვიქტორ კურაპალატი აშოტ I დიდი კურაპალატი დავით III დიდი კალანდაძე ანა კოსტავა მერაბ კოტეტიშვილი ვახუშტი ლაისტი არტურ ლაღიძე მიტროფანე ლაღიძე რევაზ ლაშქაროვი სერგეი ლებანიძე მურმან ლეონიძე გიორგი ლესელიძე კონსტანტინე ლიქოკელი მგელიკა ლოლუა ძუკუ ლომოური ნიკო ლომოური თამარ ლორთქიფანიძე ნიკო ლორთქიფანიძე ოთარ ლოსაბერიძე ალექსანდრე ლუარსაბ I მაისურაძე გიორგი მანაგაძე შოთა მანჯგალაძე ეროსი მარი ნიკო მარჯანიშვილი კოტე მარჯანიშვილი ფამარ მაღლაკელიძე შალვა მაყაშვილი მარო მაჭავარიანი ალექსანდრე მაჭავარიანი ალექსი მახალდიანი ვახტანგ მახარაძე კოტე მეგრელიძე შოთა მეკოკიშვილი არსენ მელიქიშვილი გიორგი მერჩულე გიორგი მეტრეველი სლავა მეუნარგია იონა მირზაშვილი თენგიზ მირიანაშვილი ბელა მიქაბერიძე კოტე მიქელაძე ევგენი მიწიშვილი ნიკოლო მოდრეკილი მიქაელ მოსულიშვილი ფორე მჟავანაძე ვასილ მრევლიშვილი მაყვალა მროველი ლეონტი მუხაძე გრიგოლ მღვიმელი შიო მშვენიერაძე პეტრე მჭედლიშვილი ვანო მაზიაშვილი ბიძინა მაზნიაშვილი გიორგი მამარდაშვილი მერაბ მაღლაკელიძე ბენედიქტე (ძაგული) მაჩაბელი ივანე მელაშვილი აჰმედ მელიქიშვილი პეტრე მესხი მიხეილ მუსხელიშვილი ნიკო მხეიძეები დავით და კონსტანტინე ნადირაძე კოლაუ (ნიკოლოზ) ნათაძე რევაზ ნეკრესელი აბიბოს ნიკოლაძე იაკობ ნიკოლაძე გიორგი ნიკოლაძე ნიკო ნიკურაძე ალექსანდრე და ივანე ნიშნიანიძე შოთა ნოზაძე ვიქტორ ნონეშვილი იოსებ ნუცუბიძე შალვა ოპიზარი ბექა და ბეშქენ ორბელიანი სულხან-საბა ორბელიანი გრიგოლ ონიაშვილი ოთარ ორჯონიკიძე სერგო ოცხელი პეტრე პაიჭაძე ბორის პატარკაციშვილი ბადრი პაჭკორია კირილე პეტრიაშვილი ვასილ პეტრიწი იოანე პიპინაშვილი კონსტანტინე ჟამთააღმწერელი ჟვანია ზურაბ ჟორდანია თევდორე ჟორდანია იოსებ ჟორდანია ნოე ჟორჟოლიანი ალექსანდრე ჟღენტი ვლადიმერ რადიანი შალვა რაზიკაშვილი ბაჩანა-ნიკოლოზ რაზიკაშვილი თედო რაზმაძე ანდრია რაზმაძე სოლომონ რაზმაძე რომანოზ რაზმაძე შოთა რამიშვილი მაქსიმე რამიშვილი ნოე რატილი იოსებ რობაქიძე გრიგოლ როინაშვილი ალექსანდრე რუსთაველი შოთა რუხაძე ალექსანდრე რუხაძე ნიკოლოზ რჩეულიშვილი გურამ რჩეულოვი ბორის სააკაძე გიორგი სავანელი ხარლამპი საიათნოვა სალუქვაძე გიორგი სამადაშვილი ნიკო სანაია გიორგი სანიკიძე ლევან სარაჯიშვილი დავით სარაჯიშვილი ვანო სარაჯიშვილი პეტრე სახოკია მიხეილ სახოკია თედო სვიმონ I დიდი სიმონიშვილი ვარლამ სოლომონ I სოლომონ II სტალინი სულაკაური არჩილ სულხანიშვილი ნიკო სურამელი გრიგოლ ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძე ტიციან ტაბლიაშვილი ვახტანგ ტარსაიძე გიორგი ტატიშვილი ერეკლე ტატიშვილი გრიგოლ უგრელიძე მარიამ უზნაძე დიმიტრი უმიკაშვილი პეტრე უნდილაზე ალავერდი-ხანი უორდროპი მარჯორი სკოტ ფალიაშვილი ზაქარია ფანასკერტელ-ციციშვილი ზაზა ფანჯიკიძე გურამ ფარაჯანოვი სერგო ფარნავაზი ფარსმან I ფარსმან II ქველი ფარჯიანი ირაკლი ფერაძე გრიგოლ ფიროსმანი ნიკო ფიფია ეგნატე ფოცხიშვილი მორის ფუთურიძე ვლადიმერ ფხაკაძე ალექსანდრე ფხაკაძე ომარ ფხალაძე გრიგოლ ქანთარია მელიტონ ქართველიშვილი ალექსანდრე ქართველიშვილი გიორგი ქარსელაზე ვახტანგ ქარჩხაძე ჯემალ ქებურია ბესარიონ ქვლივიძე მიხეილ ქიაჩელი ლეო ქიქოძე გერონტი ქობულაძე სერგო ქოიონჯუ ქაზიმ ქორიძე ფილიმონ ქორქია ოთარ ქუთათელაძე იოველ ქურდიანი არჩილ ქურხული ილია (ილიკო) ღვალაძე ვარლამ ღუდუშაური ოთარ ყაზბეგი ალექსანდრე ყანჩაველი ზაქარია ყაუხჩიშვილი სიმონ ყიფიანი დიმიტრი ყიფიანი დავით შავგულიძე გიორგი შავიშვილი მიხეილ შანიძე აკაკი შარაძე გურამ შარვაშიძე გიორგი შარტავა ჟიული შევარდნაძე დიმიტრი შენგელაია ნიკოლოზ შინჯიკაშვილი იბრაჰიმ-ბეი შიუკაშვილი ალექსი ჩანტლაძე შოთა ჩანტლაძე თენგიზ ჩარკვიანი ირაკლი ჩერქეზიშვილი ვარლამ ჩიტაია გიორგი ჩიქობავა არნოლდ ჩოლოყაშვილი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოხელი გოდერძი ჩუბინაშვილი დავით ჩუბინაშვილი გიორგი ჩხაიძე ვასილ ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე უშანგი ჩხეიძე ოთარ ცაბაზე გიორგი ცაგარელი ალექსანდრე ციმაკურიძე დავით ცინცაძე სულხან ციციშვილი ირაკლი ცურტაველი იაკობ ცხვედაძე ნიკოლოზ ძიძიგური მედეა წერეთელი აკაკი წერეთელი გიორგი წერეთელი გიორგი წერეთელი მიხეილ (მიხაკო) წინამძღვრიშვილი ილია წულაძე სერგი წუწუნავა ალექსანდრე ჭაბუკიანი ვახტანგ ჭაბუკიანი პეტრე ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძე პავლე ჭავჭავაძე ეკატერინე ჭავჭავაძე ალექსანდრე ჭანტურია აკაკი ჭანტურია გიორგი ჭელიძე ვახტანგ ჭიაურელი მიხეილ ჭიაურელი სოფიკო ჭიჭინაძე ზაქარია ჭყონდიდელი გიორგი ხანძთელი გრიგოლ ხარაძე ევგენი ხარისჭირაშვილი პეტრე ხეთაგუროვი კოსტა ხერგიანი მიხეილ ხერხეულიძეები (ცხრა ძმა) ხვიჩია იპოლიტე ხიმშიაშვილი სელიმ-ფაშა ხორავა აკაკი ხოშტარია აკაკი ხუნდაძე ფატი ხუნდაძე სილოვან ხურცია ნიკო (ნოკო) ჯავახიშვილი ივანე ჯავახიშვილი მიხეილ ჯავრიშვილი დავით ჯანაშია სიმონ ჯანელიძე ალექსანდრე ჯაფარიძე უჩა (ილია) ჯაფარიძე მედეა ჯიქია სერგი ჯობაძე ვახტანგ ჯორჯაძე არჩილ იან ჰომერი შუშანიკ დედოფალი ცხრა აპრილს დაღუპულები ცისფერყანწელები ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები - შალვა და ელიზბარი ქეთევან დედოფალი უცნობი გმირები სუხიშვილი და რამიშვილი სამასი არაგველი კალისტრატე და ნინო სალიები წმინდა ნინო მეფე მირიანი და დედოფალი ნანა თამარ მეფე თევდორე მღვდელი მეფე ვახტანგ გორგასალი წმინდა ექვთიმე აღმსარებელი მამა გაბრიელი გიორგი V ბრწყინვალე გიორგი XI იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელები მამა ანდრია ასი ათასი დიდმოწამე ასურელი მამები აბო თბილელი მენშევიკები კოლხი მედეა კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი ილარიონ ქართველი დები იშხნელები მურუშისძე იოანე ევსტათი მცხეთელი (VI საუკუნე) ეფრემ მცირე გაბრიელ ეპისკოპოსი ღირსი ეფთვიმე გაენათელი გაიოზ რექტორი ლაშა გიორგი IV გურჯი ხათუნი
  11. ვახტანგ ჭაბუკიანი (1910-1992) http://s58.radikal.ru/i162/0812/8d/f6be6647c334.jpg მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი. სკოლაში სწავლის პარალელურად, მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა. 1926 წელს გადავიდა ლენინგრადში. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა და მთელ საბჭოთა კავშირში გაითქვა სახელი, ჰქონდა გასტროლები საზღვარგარეთ. 1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერად. 1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა - ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. 1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, იყო აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში. ჭაბუკიანი იყო ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  12. პეტრე ჭაბუკიანი http://i081.radikal.ru/0812/55/311247d15e16.jpg მხარეთმცოდნე. მის სახელს უკავშირდება საქართველოში, ქუთაისიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარე სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში მღვიმეების აღმოჩენა, მათი შესწავლა და შემდგომი პოპულარიზაცია. 1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს სათაფლიის ნაკრძალში აღმოაჩინა მღვიმეები. ნაკრძალში ისტორიამდელი ორი ძეგლია განლაგებული: ერთი - ცარცული პერიოდის გიგანტურ ცხოველთა - დინოზავრთა ნაკვალევი და მეორე - კარსტული გამოქვაბულები. დღეს იქ 5 კარსტული მღვიმეა, მაგრამ ამათგან მხოლოდ ერთი, პირველი მღვიმეა საექსკურსიოდ გამოყენებული.
  13. ილია ჭავჭავაძე (1837-1907) http://s50.radikal.ru/i130/0812/1c/723b90695caf.jpg მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ყვარელში გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა, მარიამ ბებურიშვილი, 14 წლისას - მამა. დაობლებული ბავშვების მოვლა-პატრონობა მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის 4 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის სოციალური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის, რაც საკუთარი ხალხისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს დაუკავშირა. ამ წლებში შეიქმნა პოემები: "აჩრდილი", "ქართვლის დედა", "კაკო ყაჩაღი", ლექსები: "გუთნისდედა", "ქართვლის დედას", "ელეგია", "გაზაფხული", "პოეტი". მოთხრობები: "გლახის ნაამბობი" (I-IV თავები), "კაცია-ადამიანი?!". ამავე პერიოდს განეკუთვნება შილერის, ჰაინეს, ბაირონის, პუშკინისა და ლერმონტოვის პოეტური თარგმანები. ილია ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილებმა "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა", "პასუხი" და "საქართველოს მოამბეზედ" ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. სამშობლოში დაბრუნებულმა ილიამ 1863 წელს დააარსა ჟურნალი "საქართველოს მოამბე", იმავე წელს დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე. ჟურნალის გამოცემა ვეღარ გააგრძელა და იძულებული გახდა სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყო. მუშაობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ დუშეთის მაზრაში. ამ პერიოდში შეიქმნა მწვავე სატირული ლექსები "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?!", "ბედნიერი ერი", "გამოცანები" და "პასუხის პასუხი", პატრიოტული "ჩემო კარგო ქვეყანავ". 1873 წლიდან ილია ჩაება სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკის დაარსების საქმეში, წესდება შეადგინა, მოსკოვში ნებართვა დაამტკიცებინა და 31 წელი ქართული ბანკის თავმჯდომარე იყო. ბანკი ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში, მათ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, თავმჯდომარე, ილია იყო. მანვე, 1877 წელს დააარსა და 1902 წლამდე რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას". ამ პერიოდიდან ილია ჭავჭავაძე ძირითადად პუბლიცისტურ სტატიებს წერდა ლიტერატურათმცოდნეობის, საქართველოს ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, სახალხო მეურნეობის, სოფლის მეურნეობის, საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე, ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე. შექმნა ორი მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოები: პოემა "განდეგილი" და მოთხრობა "ოთარაანთ ქვრივი". 1906 წელს ილია სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს. ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. სწორედ მისი ეს პოზიცია გახდა მიუღებელი სოციალ-დემოკრატებისათვის, რომლებიც ეროვნულის ნაცვლად, სოციალურ ერთიანობას ქადაგებდნენ და ილიას დიდი ავტორიტეტი ხელს უშლიდათ თავიანთი იდეების დამკვიდრებაში. ამ წინააღმდეგობის გამო, 1907 წელს, საგურამოში მიმავალი ილია წიწამურთან მოკლეს. ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა ქართველი საზოგადოების აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ მკაფიოდ გამოიკვეთა დიდი მოაზროვნის მისიის ის ჭეშმარიტი არსი, ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში რომ შეასრულა. ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა. http://s58.radikal.ru/i159/0812/38/abd0abbf5c75.jpg http://s45.radikal.ru/i110/0812/97/fe5178a233ed.jpg http://s45.radikal.ru/i108/0812/35/eeb4cbfa8d66.jpg http://i082.radikal.ru/0812/00/3260af3e7512.jpg http://i024.radikal.ru/0812/b2/24762cada25b.jpg http://i026.radikal.ru/0812/9a/4edd6ea05e92.jpg http://s48.radikal.ru/i122/0812/26/77d87ae69515.jpg http://i033.radikal.ru/0812/f9/888ac3465d8e.jpg 1448 წელი - ილია გიმნაზიაში http://s48.radikal.ru/i120/0812/74/da38e2b2fea0.jpg 1860 წელი - პეტერბურგში სწავლისას http://s46.radikal.ru/i112/0812/cf/22ad6a6850af.jpg ილიას და აკაკის ძეგლი პირველ გიმნაზიასთან http://s52.radikal.ru/i135/0812/5a/2bd347a98560.jpg
  14. პავლე ჭავჭავაძე (1899-1971) http://s43.radikal.ru/i101/0812/e8/28ec05ab39f3.jpg ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი. ალექსანდრე ჭავჭავაძეს, პოეტსა და რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ერთი ვაჟი ჰყავდა, დავითი - პოლკოვნიკი და იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. დავითს ბევრი შვილი ჰყავდა, მათ შორის მარიამი. მარიამი ცოლად გაჰყვა ჭავჭავაძეთა მეორე შტოს წარმომადგენელს, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. მათი შვილი იყო ალექსანდრე, პავლეს მამა, ასევე გენერალი რუსეთის არმიისა. არ არის ცნობილი, მონაწილეობდა თუ არა ის სამოქალაქო ომში. რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. 1930 წელს დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციონერი და შეთქმულების ორგანიზატორი. პავლეს დედა იყო მარია პავლეს ასული როძიანკო. პავლე ჭავჭავაძე დაიბადა სანკტ-პეტერბურგში. უცნობია, ჩამოდიოდა თუ არა საქართველოში, მაგრამ ქართული ენა კი იცოდა. 1917 წელს დაამთავრა გიმნაზიის კურსი, რევოლუციას გამოექცა და სამშობლოში ჩამოვიდა. ცოტა ხნის შემდეგ რუმინეთში წავიდა ძმასთან, მოგვიანებით კი ინგლისში გადავიდა, სადაც დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი. იგივე კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული ვლადიმერ ნაბოკოვს და პავლესთან მეგობრობდა კიდეც. 1922 წელს პავლე ჭავჭავაძემ ცოლად შეირთო ნინა რომანოვნა, ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილი. ნიკოლოზის უმცროსი ვაჟი - მიხეილი იყო კავკასიის მეფისნაცვალი. თბილისში იყო მიხეილის ქუჩა (დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტი) და საავადმყოფო, მისი დამსახურებაა ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მას ჰყავდა ორი ვაჟი: ნიკოლაი და გიორგი. 1927 წელს პავლე დასახლდა ამერიკაში და შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. მუშაობდა ამერიკული წითელი ჯვრის ორგანიზაციაში და ხშირად ჩადიოდა ევროპაში, კორეაში, ჩინეთში. წერა გვიან, 50 წლისამ დაიწყო. პირველი ნაწარმოები "საოჯახო ალბომი" - ავტოგრაფიული ხასიათისაა. 1952 წელს გამოაქვეყნა რომანი "მთები ალაჰისა", სადაც აღწერილია მისი წინაპრების გატაცება წინანდლიდან. ქართულად ნათარგმნია მხოლოდ ამ რომანის ნაწყვეტები. ამ ნაწარმოებმა ავტორს პოპულარობა მოუტანა. შემდეგ იყო რომანი "მამაო ვიკენტი" - რუს მღვდელსა და მის ნიუ-იორკელ მრევლზე. 1966 წელს გამოჩნდა "რამეთუ იდგა შავბნელი ღამე" - ოქტომბრის რევოლუციაზე. ეს წიგნი ხუთი წლის შემდეგ ისევ გამოიცა. ნაბოკოვის რეკომენდაციით პავლემ რუსულიდან ინგლისურად თარგმანა სვეტლანა ალილუევას მეორე წიგნი. პავლე ჭავჭავაძის ჰყავს ვაჟი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გადამდგარი პოლკოვნიკი დავით ჭავჭავაძე. დავითის ქალიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე არის ნიუ-იორკის "საქართველოს მეგობართა ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ხშირად ჩამოდის საქართველოში და ეხმარება ქართველ ბავშვებსა და მოხუცებს.
  15. ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882) http://i016.radikal.ru/0812/82/8e84bcbc4da7.jpg სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი. ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს, დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა. ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარ ფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი სახალხო თავდაცვის ორგანიზებას შეუდგა და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე. პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს "სტატს დამის" წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა დასჯას ითხოვდა. მთავრობამ ეს შემთხვევა სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს "დროებით" მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. 1958 წელს სტუდენტი ილია ჭავჭავაძე და კიდევ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა ესტუმრნენ ეკატერინეს. ეკატერინემ ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი ხელნაწერი რვეული გამოუტანა - ლექსები და "ბედი ქართლისა", აქედან დაიწყო ბარათაშვილის, როგორც პოეტის, ხელახალი სიცოცხლე. ეკატერინემ მას აღმაფრენა მისცა, როგორც პოეტს და შემდეგ მივიწყებული მანვე გადაარჩინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.
  16. ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) http://s43.radikal.ru/i099/0812/8e/0fcc3b62ed36.jpg პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. დაიბადა პეტერბურგში. 9 წლისა მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. როცა 1799 წლის 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები საქართველოში წამოიღეს და გიორგი XII-ს მეფედ კურთხევაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას. 1804 წელს მამის თხოვნით, ალექსანდრე კამერპაჟად ჩაირიცხა, მაგრამ იმ წელსვე მოხდა მთიულეთის აჯანყება, რომლის მონაწილე ალექსანდრეც იყო. ამის გამო იგი თბილისის საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ კი 3 წლით ტამბოვში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1807-08 წლებში, იგი პაჟთა კორპუსში ირიცხებოდა, რომელის დამთავრების შემდეგაც პოდპორუჩიკობა მიიღო. მალევე დიდ სამხედრო ოპერაციებში ჩაება და პორუჩიკის წოდება მიიღო, 1811 წელს კი გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტი გახდა, რომლის ბრძანებითაც 1812 წელს კახეთის აჯანყების ჩასახშობად გამოგზავნეს. ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობას ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში, სადაც ბრძოლებში წარჩინებისათვის ბევრი მაღალი ჯილდო დაიმსახურა. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მათ კულტურას, ყოფა-ცხოვრებას. ევროპაში ნანახი ბევრი კარგი სამეურნეო წესი შემდგომ მან საკუთარ მამულში განახორციელა, ამან კი განაპირობა მისი, როგორც მეურნისა და საქმოსნის, წარმატება. ჭავჭავაძეთა ოჯახის სტუმართმოყვარეობა საქვეყნოდ იყო განთქმული. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უწევდა, უპირველეს ყოვლისა, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა "წარსულში დამსახურებისთვის" მალევე გაათავისუფლეს. 1838 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842-1843 წლებში ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. რთული სამხედრო სამსახურის მიუხედავად, ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსის წერისთვისაც იცლიდა. ის ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად მიიჩნევს. მის ლირიკაში ხშირია აწმყოზე სამდურავი, წარსულზე დარდი და მომავლისადმი უიმედობა, ასევე დიდი ადგილი უჭირავს სატრფიალო ლირიკასაც. ალექსანდრე ჭავჭავაძე დაკრძალულია კახეთში, შუამთის მონასტერში და საფლავის ქვაზე წაწერილია: "მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან".
  17. აკაკი ჭანტურია (1881-1941) http://s52.radikal.ru/i137/0812/8d/0efe50603aba.jpg მეცნიერი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი. დაწყებითი განათლება აკაკიმ ახალსენაკის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შეეძლო, თბილისის სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ ჩარიცხულიყო, მაგრამ მას სხვა მიზნები ჰქონდა - უცხოეთში წასვლაზე ოცნებობდა. მალევე ბათუმში გადავიდა და როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იქვე შეუდგა ინგლისური ენის სწავლას. იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში წასასვლელი ფული მოეგროვებინა, ფიზიკურ შრომასაც არ ერიდებოდა. აკაკი ჭანტურია ინგლისში 1904 წელს გაემგზავრა და ერთ ოჯახში რუსული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და უნივერსიტეტში გეოლოგირ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება, მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და ტრადიციულ შემოქმედებით დათვალიერებებში. 1912 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მან სამეგრელოში დიდძალი გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა შეაგროვა, დაახარისხა და მამაპაპეული ოდის დიდ დარბაზში სანიმუშო გამოფენა მოაწყო. ამავე თემას უძღვნა საკვალიფიკაციო ნაშრომი "საქართველოს გეოლოგია", რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოიცა. 1913 წლის ბოლოს აკაკი ჭანტურია კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯსა და სამხატვრო კოლეჯში, იქვე მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც. 1919 წელს აკაკი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ბარრეტის კოლეჯში სწავლობდა. ამერიკაში დარჩა 4 წელი. ინგლისში დაბრუნებულმა ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი ქეით უოლტერ ბოლი. 1920 წელს აკაკი მეუღლესთან და უფროს ვაჟიშვილთან ერთად საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მშობლიურ სოფელში დასახლდა. მეუღლეს შეასწავლა ქართული და მეგრული. იგი ხშირად დადიოდა თბილისში, ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში, მუშაობდა მუზეუმებში, არქივებსა და წიგნთსაცავებში. ჯერ თბილისის უნივერსიტეტში სამსახური, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან სხვა მიზანი - მუზეუმის დაარსება - ჰქონდა. ამი მიზნის მისაღწევად აკაკის ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა. მუზეუმი, რომელსაც "სამეგრელოს მუზეუმი" ეწოდა, 1921 წლის 1 მაისს გაიხსნა. დადიანების ქონება ზუგდიდის გარდა სალხინოსა და ჭკადუაში - პრინც მიურატის სასახლეში ინახებოდა. სალხინოდან ნივთების მიღება აკაკის მთელ ეპოპეად ექცა - მცველების თანხლებით მიდიოდა და აურაცხელ საგანძურს ურმებით ეზიდებოდა. 1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. 1940 წლის 23 ივლისს დადიანების სასახლში აკაკი ჭანტურიას ეპოქა დასრულდა. მეცნიერმა სიძველეთსაცავი სამუდამოდ დატოვა, რის გამოც საგანძური გაიძარცვა.
  18. გიორგი ჭანტურია (1959-1994) http://s57.radikal.ru/i157/0812/ff/e5025cbb1a3a.jpg 1979 წელს გიორგი ჭანტურია პირველად დააპატიმრეს დისიდენტური საქმიანობისთვის. 1981 წლიდან იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა, მაგრამ 1983 წელს ისევ დააპატიმრეს ანტი-საბჭოთა გამოცემების გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ, 80-იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების შექმნაში, რომელსაც მალევე გამოეთიშა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით კვლავ დააპატიმრეს. 1990 წლიდან გიორგი ჭანტურიასა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა დაიძაბა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჭანტურიას აზრით, ეროვნული მოძრაობის უპირველესი ამოცანა დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა იყოს. 1991 წელს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდგომ ედპ-ის ლიდერის დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა, ის აქტიურად ჩაერთო მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადაყენება ედპ-ის მთავარ ლოზუნგად აქცია. 1991 წელს ჭანტურია კვლავ დააკავეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. გათავისუფლებისთანავე გიორგი ჭანტურიამ კვლავ გაააქტიურა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები. 1991-92 წლების გადატრიალების შემდეგ ჭანტურია ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მიმართ ზომიერად ოპოზიციურად იყო განწყობილი, თუმცა მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა, მისი დამოკიდებულება შევარდნაძის მთავრობისადმი გამწვავდა. 1994 წელს ჭანტურიას ავტომობილს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. გიორგი ჭანტურიას მეუღლე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, მძიმედ დაიჭრა, თავად ედპ-ის ლიდერი კი - ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშუეთის ეკლესიის ეზოში.
  19. ვახტანგ ჭელიძე (1917-2005) http://s44.radikal.ru/i105/0812/7a/0a3b9e93230b.jpg მწერალი, მთარგმნელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. 1948-52 წლებში იყო "საბლიტგამის" მთავარი რედაქტორი, შემდგომ ჟურნალების: "ნიანგის", "ცისკრის" რედაქტორი. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი. მწერლის პირველი თარგმანებია შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და "ვენეციელი ვაჭარი", პირველი ორიგინალური ნაწარმოები კი - ბიოგრაფიული რომანი "ცხოვრება ივანე მაჩაბლისა", რომელიც 1955 წელს გამოქვეყნდა. ვახტანგ ჭელიძეს თარგმნილი აქვს ინგლისურენოვანი ლიტერატურის წარმომადგენელთა თხზულებები. 1978 წელს სწორედ მთარგმნელობითი მოღვაწეობისათვის მიენიჭა მას ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. იგი იყო ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილების, ესეების ავტორი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება "ქართლის ცხოვრების ქრონიკები". 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
  20. მიხეილ ჭიაურელი (1894-1974) http://s60.radikal.ru/i170/0812/3f/72084879bcb3.jpg კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში მსახიობად, რეჟისორად და მხატვრად. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925-27 წლებში იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად არის მუსიკალური თეატრის (ვასო აბაშიძის სახელობის) ფუძემდებელი. კინოში მოსვლამდე ქართულ სცენაზე შეასრულა 60-ზე მეტი როლი და დადგა 30-მდე სპექტაკლი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: "არსენა ჯორჯიაშვილი", "სურამის ციხე", "ხანუმა" და სხვა. მხატვრულად გააფორმა ფილმები: "სურამის ციხე" და "სამანიშვილის დედინაცვალი". მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "უკანასკნელი საათი", "საბა", "უკანასკნელი მასკარადი", პირველი ქართული ხმოვანი ფილმი "არსენა", "დიადი განთიადი", "გიორგი სააკაძე", "ფიცი", "ბერლინის დაცემა", "ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ასევე ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მეადლი (1946). თავდაპირველად დაკრძალეს კინოსტუდიის ეზოში, მოგვიანებით კი გადაასვენეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  21. სოფიკო ჭიაურელი (1937-2008) http://s51.radikal.ru/i131/0812/d4/dd13a2c25962.jpg მსახიობი, საქართველოს, სომხეთისა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. დაიბადა თბილისში, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) და ჩაირიცხა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის დასში. 1967 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მაგრამ 3 წელიწადში კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. ჭიაურელის შემოქმედება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სცენური კულტურით, ნატიფი იუმორითა და საოცარი პლასტიკით. მისი ყველა როლიდან სიცოცხლე მოდიოდა, მაყურებლისათვის დაუვიწყარია სახეები: ციცინო ("ჩვენი ეზო"), ვარდო ("ვერის უბნის მელოდიები"), ტასია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მზექალა ("ხევსურული ბალადა"), ფუფალა ("ნატვრის ხე"), საიათნოვა ("ბროწეულის ყვავილობა") და სხვ. დედის, ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა საკუთარ სახლში შექმნა ერთი მსახიობის თეატრი, სადაც თავადვე შეასრულა რამდენიმე როლი. სოფიკო ჭიაურელი იყო ნამდვილი სახალხო არტისტი. მაყურებლის უსაზღვრო სიყვარულს, პროფესიონალიზმთან ერთად, მისი ადამიანური ბუნებაც განაპირობებდა - სოფიკო ყველას თავისიანად მიაჩნდა. 2007 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან საზეიმოდ გახსნეს მისი ვარსკვლავი. დაკრძალულია ქართველ მწერლათა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. http://i043.radikal.ru/0812/3b/40fbdd9b05ee.jpg http://i082.radikal.ru/0812/86/a9ceaa5915cd.jpg
  22. ზაქარია ჭიჭინაძე (1854-1931) http://s53.radikal.ru/i141/0812/fe/b9ce78487843.jpg საზოგადო მოღვაწე, ქართული მწერლობისა და ისტორიის მკვლევარი. ზაქარია ჭიჭინაძე იდეური მიმართულებით იყო ხალხოსანი და სოციალისტ-უტოპისტი. 1872 წლიდან თანამშრომლობდა თბილისის ჟურნალ-გაზეთებში და სტატიებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით. ის იყო მეწიგნე, გამომცემელი, ძველ ხელნაწერთა ჭირისუფალი, ქართველ მაჰმადიანთა გულშემატკივარი, სემინარიელებზე მზრუნველი, არალეგალურ წიგნთა მცველი და გამავრცელებელი, მუშა-ხელოსანთა მასწავლებელი და აღმზრდელი, ქართული ენისა და მწერლობის ქომაგი. თვითონ გაჭირვებული, ყველას უშურველად უმართავდა ხელს, მაგრამ ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული მიზანი და მოვალეობა იტვირთა: ის იყო ქართველ კათოლიკეთა, ქართველ მაჰმადიანთა, ებრაელთა და გრიგორიანთა ეროვნული ერთიანობის მქადაგებელი და მათზე მზრუნველი. 1889 წელს პირველად გაემგზავრა ქობულეთში და მას შემდეგ მუდმივად დადიოდა, თან ჩაჰქონდა ქართული წიგნები და უფასოდ არიგებდა. ეს მოგზაურობა არ იყო იოლი და უხიფათო. ხოჯები და მოლები თავიანთ მრევლს ქრისტიანთან ურთიერთობას, ქართული წიგნების შეხებასაც კი უკრძალავდნენ, ამისთვის წყევლიდნენ და სჯიდნენ. ზაქარია ჭიჭინაძე არ ეპუებოდა - ნაჩუქარ წიგნებს უკან უყრიდნენ, ის მაინც არიგებდა, ცდილობდა, ყველა ოჯახში ერთი ქართული წიგნი მაინც ყოფილიყო, მეჩეთიდან აგდებდნენ, მაგრამ ახერხებდა, ხოჯებთან და მოლებთან საერთო ენას გამოენახა, ჯამეში იჩოქებდა და არაბულ ლოცვებს წარმოთქვამდა. წვიმაში, ტყე-ტყე მარტო დადიოდა, ყველა სოფელს სწვდებოდა. ის არც მაჰმადიანობას ებრძოდა და არც ქრისტიანობას ქადაგებდა. ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ქართველებს თავიანთი ენა და ეროვნება არ დავიწყებოდათ. საგანგებოდ ბეჭდავდა იაფფასიან წიგნაკებს, მათ ქართულ ანბანსაც ურთავდა, განსაკუთრებით აჭარა-ქობულეთელთათვის. არაბულ ლოცვებს ქართული ასოებით უბეჭდავდა და ქართველ მუსლიმანთა ხალხურ ლექსებსა და თქმულებებს ათავსებდა. გაზეთებში კორესპონდენციებს გზავნიდა და ქართულ საზოგადოებას ყურადღებასა და მზრუნველობას სთხოვდა. ზაქარია ჭიჭინაძემ ლაზისტანიც მოიარა და ამ კუთხისა და ხალხის მდგომარეობაც აღწერა. მეორედ გამოსცა ბროსე-ჩუბინაშვილისეული "ქართლის ცხოვრება" (1913, ორ ნაწილად), "პარიზის ქრონიკა" (1910). ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა ჭიჭინაძის მრავალრიცხოვანი (120-ზე მეტი) ნარკვევი და წერილი საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის ისტორიის საკითხებზე. ცალკე შრომა მიუძღვნა 1805 წლის ამქართა აჯანყებას. სხვა შრომებიდან აღსანიშნავია "აღა-მაჰმად-ხანის თავისმკვეთელი მცხეთელი ანდრია და მორჩილი რაჟდენ ბარამიძე", "ძველი თბილისი - აღწერანი და ცხოვრება-რაოდენობა". დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
  23. გიორგი ჭყონდიდელი (XI-XII) http://s41.radikal.ru/i094/0812/25/4d491e0ceaa1.jpg მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი, პირველი ვეზირი დავით აღმაშენებლის სამეფო კარზე. დავითის მეფედ კურთხევის შემდეგ მისი პირველი მრჩველი და მესაიდუმლე სწორედ გიორგი ჭყონდიდელი იყო. ჯერ კიდევ დავითის გამეფებამდე ის იყო უფლისწულის ერთ-ერთი მასწავლებელი. დავითის ისტორიკოსი ასე ახასიათებს მას: "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა და სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა... სვიანი და ფრთხილი". რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრებაზე გატარებული ღონისძიებების შემდეგ საჭირო გახდა გადამჭრელი ზომების მიღება, რათა ეკლესია საბოლოოდ დამორჩილეობდა მეფის ხელისუფლებას. ამისათვის კი აუცილებელი იყო ყველაზე გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანა ან რომელიმე უხუცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობა. ამიტომ აღმაშენებელმა თანამდებობები: მწიგნობართუხუცესი და ჭყონდიდელი გააერთიანა. მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი, ამავე დროს, საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის - ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა. ამ ტიტულის პირველი მფლობელი გახდა გიორგი ბერი - რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ყველაზე აქტიური მონაწილე. შემდგომ დავითმა ჭყონდიდელს დაუქვემდებარა კიდევ ორი ეპარქია: ბედიისა აფხაზეთში და ალავერდის კახეთში. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი არ ყოფილა სამხედრო ხელისუფალი, მაგრამ მის განსაგებელთა შორის სამხედრო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ლაშქრობები და ლაშქრის ორგანიზაციის საკითხები მის გარეშე არ წყდებოდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ საქართველოს სამეფოს მუდმივი ლაშქრის შექმნის დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის გადაწყვეტილების მიზნით, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელს თან ახლდა ოსეთსა და ყივჩაღეთში. "ხელმწიფის კარის გარიგება" გვამცნობს, რომ იგი "ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების". ჟამთააღმწერლის დამოწმებით კი, "სამეფოსა და სახლის განგებაც" მისი მოვალეობაა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი "სააჯო კარსაც" ედგა სათავეში და სახელმწიფოში მართლმსაჯულებას განაგებდა.
  24. გრიგოლ ხანძთელი (759-862) http://s39.radikal.ru/i086/0812/71/305a83940456.jpg პოეტი, მწიგნობარი, მოაზროვნე, საეკლესიო მოღვაწე, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ფუძემდებელი. დაიბადა 759 წელს წარჩინებულ დიდგვაროვანთა ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისთავის, ნერსეს კარზე. მიიღო საფუძვლიანი განათლება, გაიწაფა ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში. მე-8 საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს თანამოაზრეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში ჩავიდა და საერო პირთა დახმარებით (აშოტ კურაპალტის, ბაგრატ კურაპალატის, გაბრიელ დაფანჩულისა და სხვათა) სამონასტრო მშენებლობას შეუდგა. მისი თაოსნობით აშენდა 4 მონასტერი კლარჯეთში (ხანძთა, შატბერდი, გუნათლე, მერე) და ერთიც დასავლეთ საქართველოში - უბე. გრიგოლ ხანძთელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მხარში ედგა საქართველოს გაერთიანების დიდ საქმეს. გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობა სრულად არ არის გამოვლინებული. პ. ინგოროყვას ვარაუდით, გიორგი მერჩულეს ხელთ ჰქონდა გრიგოლ ხანძთელის თხზულებანი. მათ შორის ევქოლოგიური კრებული, რომელშიც შეტანილი ყოფილა "სავედრებელნი". მისივე მოსაზრებით, გრიგოლ ხანძთელს უნდა ეკუთვნოდეს "ქებაი კლარჯეთის უდაბნოთაი", რომელიც გიორგი მერჩულეს თხზულების მიხედვით, გრიგოლს წარმოუთქვამს აფხაზეთში დემეტრე მეფის წინაშე. გიორგი მერჩულეს ცნობით, ხანძთის მონასტერში მისი მოღვაწეობის დროს დაცული იყო გრიგოლ ხანძთელის ხელით დაწერილი "საწელიწდო იადგარი" - გალობათა სრული კრებული. პ. ინგოროყვას მიაჩნია, რომ ამ "საწელიწდო იადგარის" ავტორი იყო თავად გრიგოლ ხანძთელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრიგოლ ხანძთელს საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი მონასტრისათვის შეუდგენია ქტიტორული ტიპიკონი. ამ ძეგლს, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია. გარდაიცვალა გრიგოლ ხანძთელი 862 წელს, 102 წლის ასაკში.
  25. ევგენი ხარაძე (1907-2001) http://s61.radikal.ru/i173/0812/eb/20aa988e5f42.jpg ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. თბილისის საპატიო მოქალაქე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. იყო საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, 1939-98 წლებში - უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959-65 წლებში კი უნივერსიტეტის რექტორი. ევგენი ხარაძის სახელს უკავშირდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დაარსება. ხარაძე თავადვე ხელმძღვანელობდა ობსერვატორიას. ხარაძის შრომები ძირითადად ეძღვნება გალაქტიკის აგებულებას, არის მრავალი სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი. სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთის სამეცნიეროჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო ასტრონომთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი და ასტრონომიული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს ხარაძის სახელი მიანიჭეს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
×
×
  • შექმენი...