საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებაში "ელჩების კონფერ
მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.
„ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფ
საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაია ომიაძე ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა დროს იგი ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტ
უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და უკრაინაში ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობისა და ძალადობის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
„ჰუმანიტარული იმპერატივია, რომ ჩვენ დავდგეთ მათ გვერდით, ვისაც თავს დაესხნენ, დაემუქრნენ და დაჩაგრეს. ბევრს გამოუცდია საშინელი რამ, რამაც ისე შეაშინა, რომ კარის დაკეტვაზეც კი კანკალებს“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე გან
რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.
მისი მოსაზრ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
უკრაინა დღეს რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენი კითხვა მარტივია: აქვს კი უფლება რუსეთს, რჩებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად და საერთოდ, იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ჩვენ გვაქვს მტკიცე და არგუმენტირებული პასუხი, არ აქვს უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს მას შემდეგ, რაც ის თავისივე წამო
მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია.
აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, როდესაც ადგილზე აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რეგიონში სამთო მოპო
რუსეთი ფიქრობს უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე 150 რაკეტის გაშვებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, ბოლო დარტყმის დროს რუსეთს ჰქონდა ყველა ტიპის 460-500 ფრთოსანი რაკეტა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მოუწოდა უკრაინელებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის სიგნალები უახლოეს დღეებში.
„ვთქვათ, გაუშვეს 150 რაკეტა, 140-120 ჩამოვგდეთ, 30 გაფრინდა. პრინც
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააცნობიერონ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში განიხილონ, ეს სწორია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს განხილულ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველო
წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული გამოცემა Baza იუწყება. მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, ხანძარმა მოიცვა 120 კვადრატული მეტრი ტერიტორია.
პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
სარატოვის ოლ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით გაწყდა და მათ აღსადგენად თბილისს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს რუსეთის და საქართველოს კავშირების მომავლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობების შესახებ ჰკითხა რუსულმა სააგენტო „ტასმა“. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, გალუზინი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც დონბასში ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენე
ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების ზეიმით უკრაინაში სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით იყვნენ.
„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში.
2022 წელს იაპონელი ჩოგბურთელის შემოსავალმა 51.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 50 მილიონი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი – კორტზე გამომუშავებული ჰონორარი. ოსაკა ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი.
Forbes-ის სიაში მეორე ადგილი უკავია ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილ
ჩინეთის ჯანდაცვის მესვეურებმა 25 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებენ მონაცემებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, იმ ფონზე, როცა გამოკვეთილი ტენდენციები რიცხვების ზრდაზე მიუთითებს.
"ამიერიდან ეპიდემიის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნდება" - აცხადებს პეკინის ჯანდაცვის კომისია, მიზეზების დაუკონკრეტებლად.
შიდა მონაცემების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მიმდინარე თვის ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ანუ მას მერე, რაც გაუქმდა ადა
როკ მუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად.
კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა.
radio tavisup
ლიეტუვამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 283 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა კიდევ 40 მილიონი ევროთი გაიზრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
„მომავალ წელს დაგეგმილი მხარდაჭერა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია ახალი აღჭურვილობისა და მსგავსი ნივთების შეძენა, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში და უკრაინელებს ესაჭიროებათ“, - განაცხადა მინისტრმა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი.
რეზნიკოვი „ტვიტერზე“ ეხმაურება ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთადერთი ეკლესიის დაბომბვას და აცხადებს, რომ რუსებისთვის არ არსებობს არც რელიგიის პატივისცემა.
„ერთადერთი ეკლესია სოფელ კისილივკაში (ხერსონის რაიონი) სრულად განადგურდა რუსული დაბომბვის შედეგად. ჰააგის IV კონვენცია რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს იცავს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი
ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რითაც სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელს ულოცავს.
„გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს.
საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია ჩვენი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება. 1977 წლის 23 დეკემბერს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.