პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააცნობიერონ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში განიხილონ, ეს სწორია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს განხილულ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველო
წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული გამოცემა Baza იუწყება. მისივე ცნობით, აფეთქების შემდეგ, ხანძარმა მოიცვა 120 კვადრატული მეტრი ტერიტორია.
პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
სარატოვის ოლ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის ინიციატივით გაწყდა და მათ აღსადგენად თბილისს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს რუსეთის და საქართველოს კავშირების მომავლის და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობების შესახებ ჰკითხა რუსულმა სააგენტო „ტასმა“. ინტერვიუში, რომელიც დღეს, 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, გალუზინი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 5 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც დონბასში ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 1 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენე
ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების ზეიმით უკრაინაში სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით იყვნენ.
„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში.
2022 წელს იაპონელი ჩოგბურთელის შემოსავალმა 51.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 50 მილიონი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი – კორტზე გამომუშავებული ჰონორარი. ოსაკა ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი.
Forbes-ის სიაში მეორე ადგილი უკავია ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილ
ჩინეთის ჯანდაცვის მესვეურებმა 25 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ ყოველდღიურად აღარ გამოაქვეყნებენ მონაცემებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ, იმ ფონზე, როცა გამოკვეთილი ტენდენციები რიცხვების ზრდაზე მიუთითებს.
"ამიერიდან ეპიდემიის შესახებ ყოველდღიური ინფორმაცია აღარ გამოქვეყნდება" - აცხადებს პეკინის ჯანდაცვის კომისია, მიზეზების დაუკონკრეტებლად.
შიდა მონაცემების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მიმდინარე თვის ბოლო სამი კვირის განმავლობაში - ანუ მას მერე, რაც გაუქმდა ადა
როკ მუსიკის ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Pink Floyd 500 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეაგროვა სიმღერის "Hey, Hey, Rise Up" ("ჩერვონა კალინა") გაყიდვებისგან. თანხა გადაეცემა უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
სინგლი ჯგუფმა ჩაწერა უკრაინული ჯგუფის, ბუმბოქსის ლიდერთან, ანდრი ხლივნიუკთან ერთად.
კლიპის პრემიერა 7 აპრილს შედგა YouTube-ზე, მას შემდეგ ის 11 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა. კომპოზიცია დაწერეს Pink Floyd -ის წევრებმა, დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა.
radio tavisup
ლიეტუვამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 283 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა კიდევ 40 მილიონი ევროთი გაიზრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
„მომავალ წელს დაგეგმილი მხარდაჭერა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია ახალი აღჭურვილობისა და მსგავსი ნივთების შეძენა, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში და უკრაინელებს ესაჭიროებათ“, - განაცხადა მინისტრმა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი.
რეზნიკოვი „ტვიტერზე“ ეხმაურება ხერსონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთადერთი ეკლესიის დაბომბვას და აცხადებს, რომ რუსებისთვის არ არსებობს არც რელიგიის პატივისცემა.
„ერთადერთი ეკლესია სოფელ კისილივკაში (ხერსონის რაიონი) სრულად განადგურდა რუსული დაბომბვის შედეგად. ჰააგის IV კონვენცია რელიგიურ შენობებს საომარი მოქმედებების დროს იცავს, მაგრამ რუსი ომის დამნაშავეებისთვის არ არსებობს ღმერთი
ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რითაც სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელს ულოცავს.
„გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს.
საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია ჩვენი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება. 1977 წლის 23 დეკემბერს მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.
პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას.
პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.
„პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს.
რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს.
რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავი
რომის პაპის განცხადებით, მსოფლიოში „მშვიდობის შიმშილია“. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას აღნიშნა.
ამასთან, ყოველწლიური საშობაო მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მოუწოდებს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, „ურბი ეთ ორბი“-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო.
„მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და
პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერანსმა განაცხადა.
„სანქციებს დიდი ეფექტი აქვს, ომი ძვირი ჯდება და პუტინმა უკვე წააგო. ის შეცდა უკრაინელების მდგრადობასთან დაკავშირებით. უკვე ვერავინ ბედავს, მას სრული სიმართლე უთხრას, მათ შორის, მისი არმიის მდგომარეობასთან დაკვაშირებით, რომელიც კორუფციულმა ოფიცრებმაა გაანადგურეს“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი კ
ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიას და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე, ეს ჩანს გამოკითხვებშიც, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვას დაუსვეს, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ივანიშვილის მარიონეტები და ივანიშვილი „ოცნებას“ კულისებიდან მართავს“.
„ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ.
"დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ.
„ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!
საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის.
ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტე
პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა.
კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ.
„პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც ეს კატალოგი შეიქ
სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ, გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შეიძლება ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შეიძლება ცარიელი სკამები იყოს. ჩვენი სახლები და ქუჩე
პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნ
მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, მამაკაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე აშკარა მითითებით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას განაცხადა.
საშობაო ქადაგებაში პონტიფიკოსმა ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი დაგმო.
„რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუ