ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ.
ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ.
წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა
ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვიცაა.
თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.
ავტორი - სალომე თორაძე
ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში წარდგენილი 38 შენიშვნიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეტესობა გაითვალისწინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "სენაკი საქართველოსთვის" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"წარმოგიდგენთ პროექტებს, რომლებიც მომავალ წელს ,,სენაკი საქართველოსთვის" ინიცირებითა და შუამდგომლობით შესრულდება:
- ინფრასტრუქტურული პროექტები
- ნოქალაქევში, ცენტრალური საავტომობ
მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს და ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს.
„ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა სა
შემოდგომის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრნი სანაპიროზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის მოწმენი გახდნენ. ოჩამჩირის ცენტრალური და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების პლიაჟები საპნის ქაფის მსგავსი სქელი ფენით დაიფარა.
ამ მათთვის უცხო და გაურკვეველმა სანახაობამ აფხაზების უმეტესობას გაკვირვებასთან ერთად შიშიც მოჰგვარა, ზოგიც ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ისინი ამბობდნენ, რომ ზღვამ საპნის ქაფის უზარმაზარი აბაზანა გაიკეთა, რომელშიც ზღვის ღმერთი ბანაობდა.
მსგავსი მოვლენა, მართალია ი
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა:
„ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკ
უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში.
მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები.
კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში.
"ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს.
უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენ
,,დამოუკიდებლობა პასუხიმგებლობასაც ნიშნავს. თავად იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც შენ ხარ."
მმართველი გუნდის მიერ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, სხვადსხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ბოლო ერთი კვირაა ქტიურად მსჯელობენ. ყველა მათგანი თანხმდება იმ აზრზე, რომ აღნიშნული ცვლილებების პაკეტი სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტების იძულების მექანიზმი და მათი დაშანტაჟების მცდელობა.
საქმე ეხება კანონის ერთ-ერთ პუნქტს
თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილეს, ჰიკმეთ გაჯიევს ესაუბრა.
სალივანმა მხარეებს მოუწოდა, განიხილონ ნაბიჯები, რომელიც შეარბილებს ორმხრივ დაძაბულობას და საფუძველს დაუდებს
ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის.
„ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი სახელმწიფოს მოქმედებების სხვ
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში.
რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც.
ავტორი - სალომე
აშშ-ის სენატმა 22 დეკემბერს ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ფედერალური ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების უფლებას აძლევს.
შესწორებას მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, წინააღმდეგი იყო - 29. დოკუმენტი არეგულირებს რუსი ოლიგარქებისგან კონფისკაციის გზით მიღებული აქტივების გამოყენებას. ამოღებული თანხა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც მას საერთაშორისო დახმარების სახით გაანაწილებს. კანონპროექტი არ ა
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი.
ახლა დოკუმენტი გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავისი ხელმოწერით კანონად აქცევს მას.
პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესს მადლობას უხდის ტვიტერზე, წერს, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკელი ხალხი ამ ბრძოლაში უკრაინელების გვერდით დგანან“.
ზელენსკი ვაშინგტონიდან - მისი პირველი მოგზაურობიდან უკრაინის გარეთ რუსეთის შეჭრის შემდეგ - დაბრუნდა დაპ
მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც გაცნობეთ, რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Infobae-ს ინფორმაციით, 82 წლის ლეგენდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკვე ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. წყაროს ცნობით, პელეს ლაპარაკი თითქმის აღარ შეუძლია... ამასთან ერთად ბრაზილიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დაიწყეს ფიქრი...
2021 წლის სექტემბერში ბრაზილიელს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს.
sportall.ge
რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არასდროს რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან მოუწოდა უკრაინელებს დღესასწაულების პერიოდში ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს.
„გთხოვთ, გახსოვდეთ, ვინ ომობს ჩვენს წინააღმდეგ. მოახლოებულ სადღესასწაულო დროს რუსი ტერორისტები შესაძლოა კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ხელყოფენ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადად ნებისმიერ ღირებულებებს. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ არ უერთგულა პირობას, რომ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი ჰყოლოდათ.
„პირველივე დღეებიდან ვამბობდით, რომ ოპოზიციამ ზურგი აქცია ჩვენს შეთავაზებას, 12 პუნქტზე ერთად მუშაობის შესახებ და სახალხო დამცველის არჩევნების ჩავარდნა ზუსტ
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
„სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.
ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად არის განკუთვნილი, 6 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. ტაივანს ვაშინგტონი 10 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მომდევნო წლის თავდაცვის დოკუმე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები. ამის შესახებ მან უკრაინის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა განიხილონ მისი აშშ-ში ვიზიტი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი და “აწეული თამასა”.
“არ მაქვს საგარეო ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა. დრო არ არის. ისე, როგორც ეს ადრე სხვა პირობებში კეთდე
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდ აშშ დოლარს ითვალისწინებს და მასში უკრაინისთვის განკუთვნილი სახსრები და სამხედრო დახმარებაცაა გათვალისწინებული.
„თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად სთავაზობდა
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ნიკა გვარამიას ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვები დასაწყისშივე იყო და ახლაც რჩება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს არანაირი კითხვა შერჩევით მართლმსაჯულებაზე.
„ნიკა გვარამიას ბრალდებებთან და დროსთან დაკავშირებით აშკარა კითხვები დასაწყისიდანვე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს გადაიჭრა მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გზით, განსაკუთრებით, როცა საქმე ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ეხ
ირანმა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთს დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ ომში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, თეირანისთვის ცნობილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ.
„ირანი უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, ცრუ გზას ირჩევს და საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს, როდესაც თავს აჩვენებს თითქოს ამ ომში არავი