ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.
როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხო
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია.
"დ
2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს.
საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და დღეიდან ძალაშია.
2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს.
1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება.
კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნა
იაპონია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს, რომელიც 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Nikkei წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს შექმნას პირობები ინტენსიური დისკუსიებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლც
უკრაინელებმა წლის პირველ ღამეს Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ისინი ომს აგებენ.
„ჩვენი ერთიანობის, ავთენტურობის სიცოცხლის განცდა - ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთში გამეფებულ შიშს. ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლ
ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.
"ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ
დღეიდან, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით, ამოქმედებას იწყებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა სა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა.
ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრა
თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე გალაკონცერტზე იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„ჟანრობრივად მრავალფეროვან საახალწლო მუსიკალურ პროგრამას 23:00 საათიდან დიჯეი ანა სიუ გახსნის. 12:00 საათიდან კი სამ სხვადასხვა სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, დათო ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, NewOne,
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს.
„ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრე
ბრძოლაში ჩნდება ერი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ სადღესასწაულო მილოცვაში წერს.
„ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად. ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა
უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის ტერმინალების მესამე პარტია მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, Starlink-ის ტერმინალების ნაწილი უკვე გაიგზავნა „უძლეველობის პუნქტებში“, ნაწილი კი - ენერგეტიკისა და სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი იმისთვის, რომ უკრაინელებს უშუქობის დროს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ, კრიტიკულმა ინფრასტრუქტურის ობიექტებმა კი ურთულეს პირობებში მუშაობა შეძლონ.
უკრაინამ, საერთო
მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანები არიან - უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს. ზუსტად ვიცი, რომ დაახლოებით, ერთი კვირა დაგრჩათ, სანამ რაიმე არჩევანი მაინც გაქვთ. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებს საზღვრებს ჩაუკეტავს, შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებს და მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.
მისი თქმით, საზღვრე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლებულ პუნქტში 200-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განხორციელდა.
„მოწინააღმდეგე აგრძელებს დანაკარგების განცდას. მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის ფედოროვკას დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე 200-მდე ოკუპანტის ლიკვიდაცია განხორციელდა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ზაპორო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევის ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება სასტიკი ბრძოლები, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს და ცალკეულ მონაკვეთზე წინაც მიიწევენ.
„ბახმუტი, სოლედარი, კრემინა...მთლიანობაში პოზიციებს ვინარჩუნებთ. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთები, სადაც ნელ-ნელა წინ მივიწევთ. და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლისა, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ“, - განა
წინასაახალწლოდ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში არსებულ მოხუცთა თავშესაფრებს ვესტუმრე და ჩვენს მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მივულოცე, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ხოჯევანიშვილი.
მისი თქმით, მოხუცებს განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ.
"ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლე მინდა ვუსურვო თითოეულ მოხუცს, მათ განსაკუთრებული ყურადღება, დაფასება და გაფრთხილება სჭირდებათ ჩვენგან.", - წერს ხოჯევანიშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7020 ლარი ეღირება, ევრო – 2.8844 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2581 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7103 ლარი ღირდა, ევრო – 2.8832 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2621 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 დეკემბერს ამოქმედდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. მისი თქმით, ეს ბრძოლა მარტივი არ არის, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.
“ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსულ
საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ.
დაკრძალვამდე მოეწყობა მსვლელობა, რა დროსაც, ლეგენდარულ ფეხბურთელს იმ რაიონში ჩაატარებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს.
"ინტერპრესნიუსი"
1-ელი იანვრიდან კომერციული ბანკები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადავლენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კომერციული ბანკების საზედამხედველო ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადასვლა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიით იყო გათვალისწინებული.
„ფასს-ზე გადასვლით საბანკო სექტორის საჯარო და საზედამხედველო ანგარიშგებ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ბალისტიკურ რაკეტებს 300 კმ-მდე დიაპაზონით და თანამედროვე დრონებს, მაგრამ მისი თქმით, ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.
ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა РБК-Украина-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო იარაღს, მათ შორის, ტანკებსა და ATACMS-ს, კულებამ უპასუხა: „მომავალ წელს, დიახ