უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა.
„ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაშ
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება.
ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრა
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა თავი.
შემთხვევის დროს ადგილზე 300-დან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა, რადგან ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია განთავსებული.
როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა გა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრი
დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი.
მსგავსი: გაერო გვაფრთხილებს, რომ დედამიწაზე თითქმის ყველა, საშინლად დაბინძურებულ, არაჯანსაღ ჰაერს ვსუნთქავთ — #1tvმეცნიერება
შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ,
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8813 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრ
ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-2024 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს.
„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო აგრძელებს.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბ
"მოსაზრება, რომ მტრობა და შუღლი მხოლოდ ქართველებს ახასიათებს, არასწორია!"
"ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინ ვერავინ დაუდგება, შეიძლება ეს პროცესი ვიღაცამ დროებით შეაფერხოს, მაგრამ ასეა..." - ამბობს იურისტი, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.
- ქალბატონო სოფო, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ძალიან ინერტულია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არა აქვს?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ქართველ ხალხს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია აღარ აქვს. ამის დასტურია თუნდაც
ირანმა ამ ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული იხმო მისი ქვეყნის კომენტარის გამო ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში ირანის ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალად სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო,
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალი 9,329,690 ლარს შეადგენდა და 4,040,051 ამერიკულ დოლარს უდრიდა. 2016 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით კი, სახელმწიფო საგარეო ვალი ეროვნულ ვალუტაში 9,866,334-ია, ხოლო აშშ დოლარში - 4,422,580.
რაც შეეხება 2016 წლის მარტის მონაცემებს, სახელმწიფო საგ
ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ კვერცხში, ლაბორატორიული კვლევით, ანტიბიოტეიკები არ აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის, ,,მომხმარებელი.გეს“ ვებ-საიტზე ვრცელდება.
,,კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმის მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე შევამოწმეთ. საბედნიეროდ, ა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება.
ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“.
„ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ.
ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე, გარდაიცვალა. წინამძღვარს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სასულიერო პირმა დამწვრობა კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 50%-მდე სხეულის დამწვრობა ჰქონდა.
ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
ხანძარი კელიაში 16 იანვარს გაჩნდა.
IPN
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა ირანიდან საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია. საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები თეირანიდან ბაქოში სპეცრეისით 29 იანვარს, ღამით ჩაიყვანეს.
აზერბაიჯანული სააგენტოს, Trend-ის ცნობით, თეირანი დატოვა საელჩოს 53-მა თანამშრომელმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, საელჩოში დარჩა 5 ადამიანი, რომლებიც დიპლომატიურ საქმიანობას არ განახორციელებენ და მხოლოდ საელჩოს შენობის და მისი ქონებ
უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან.
ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა,
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე. ასევე - 44 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ისევ უტევს ლიმანს, ბახმუტს, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკს, სხვა მიმართულებებით კი, თავს იცავს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლ
უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ბახმუტში, უგლედარსა და დონეცკის ოლქის სხვა მიმართულებებზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის თავდაცვის გარღვევას მუდმივად ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ხალხს არ ითვლის და მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი დანაკარგისა, შეტევების მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ უკრაინაში დასავლური ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში ამა თუ იმ გზით ჩართულ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც აღიარეს, რომ აშშ-მა გამოაცხადა „აბრამსის“ მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინი „ლეოპარდების“ გაგზავნაზე უარს იტყოდა.
გამოცემის თანახმად, საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებ
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიის სიუჟეტს ეხმაურება.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.
ამასთან, უწყების განმარტებით, გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპა