უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2023 წელსაც უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თავისი მიდგომის შენარჩუნების პირობას დებს. ამის შესახებ მან წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანმა ამ წლის განმავლობაში თავისი მთავრობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ის დაასახელა, რომ უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო.
მისი თქმით, ამ ომში მხოლოდ წაგებულები არიან, რომლებადაც ორბანი ქვეყნებს - უკრაინასა და რუსეთს - მიიჩნევს, ასევე ევროპას, რომელსაც ეკონომიკური ვარდნა აქვს და
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს იქნება საქართველოს თავსებადობის შეფასება საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, ხოლო მომავალი წლის შემოდგომაზე ევროკომისიის შეფასების მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ შეფასება
ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა.
"ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის", - წერს გამოცემა.
"ჩვეულებრივ დროს The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, რომლის დროსაც ისინი კამათობენ მოკლე სიაში მოხვედრილი ექვსიოდე ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წე
პასუხისგებაში მისცეს რუსეთის ის მოქალაქე, რომელმაც 9 ნოემბერს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტს ავტომობილი დააჯახა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
შემთხვევის ამსახველი კადრების გადაღება შეძლო ამ ჟურნალისტთან ერთად მყოფმა ოპერატორმა. კადრები, რომლებიც თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, "რიკო კრედიტთან" არის გადაღებული, გავიდა ტელეარხის ეთერშიც.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სა
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“, სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება.
მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები.
„კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები – გვან
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ე
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის.
„პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვა
არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა.
მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.
„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი,
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს.
„რა სახის ინსინუაციებს აღარ ავრცელებს ზოგ
ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამარ
97 წლის ირმგარდ ფურხნერს, რომელიც მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მდივნად მუშაობდა, 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა.
მსჯავრდებული შტუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა.
ირმგარდ ფურხნერი 10 505 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობასა და კიდევ ხუთი პირის მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. ვინაიდან ფურხნერი აღნიშნული დროისთვის მხოლოდ 18 ან 19 წლის იყო, ის არასრულწლოვანთა სპეციალურ სასამართ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, რომ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი თეთრ სახლს ეწვ
გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს განკარგულება, რომელიც ავღანეთში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ გასცა. განკარგულება ქალებს უნივერსიტეტებში სწავლას უკრძალავს ქვეყნის მასშტაბით.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ავღანეთის პრობლემას ეხებოდა, გაეროში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელი ზომაა ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის სფეროში.
„თალიბანი არ უნდა მოელოდეს, რომ საერთაშორისო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 25 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 61 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა.
ზელენსკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აშშ-ისკენ გზაზეა, რათა განამტკიცოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილოს აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხები. უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.
ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაადასტურა თეთრმა სახლმაც.
ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას დღეს, 21 დეკემბერს გ
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც Reuters-ი იტყობინება 20 დეკემბერს, ახალი ვადით მას 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ნაფიცმა მსაჯულებმა უაინსტინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და ორ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში რუსული წარმომავლობის მოდელის მიმართ 2013 წელს. ქალის ვინაობას არ ამხელენ.
მთლიანობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში უაინსტინის წინააღმდეგ ოთხი ქალი
დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული.
„წერილი მივიღე-
ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, - ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას Starlink-ის სატელიტური კავშირის კიდევ 10 000 ტერმინალი გადაეცემა.
“ილონ მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. როდესაც ელექტროენერგიის გათიშვები გვქონდა, იმ დღეს მივწერე მას მესიჯი და მას იმწამსვე ჰქონდა რეაქცია და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მ
აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - 40.6 მილიარდი აშშ დოლარი.
დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევა