მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით.
„გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად, გირგვლიანი იმ
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი უკვე მიიღო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ეარ არაბიასა“ და „შარჯა თბილისის“ თვითმფრინავები უკვე დაჯდა თბილისის აეროპორტში.
„დუბაის სამი რეისიდან, ორი დაფრინდა თბილისში, ერთი ბაქოში, უზბეკეთის ავიახაზების ტაშკენტი-თბილისის რეისი სოჭის აეროპორტში დაფრინდა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
მათივე ინფორმაციით, ბაქოს, ერევნისა და სტამბოლის რეისები, რომლებიც თბილისში დილის საათებში უნდა ჩ
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან ერთი ბაქოში გაფრინდა.
რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.
თურქეთში, შავ ზღვაში აღმოჩენილია გაზის ახალი მარაგი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა.
თურქული სააგენტოს, „ანადოლუს“ ინფორმაციით, 26 დეკემბერს საღამოს, მინისტრთა კაბინეტის თითქმის 4-საათიანი სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოანმა გამოაცხადა, რომ საბადო ჩაიჯუმა 1-ში, 3023 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგი. შესაბამისად, როგორც ერდოანმა თქვა, შავ ზღვაში თურქეთის გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამჟამად თურქეთი ბუნებრივ
სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, კოსოვოსთან საზღვარზე დაძაბულობის გამო, შეიარაღებულ ძალებსა და შსს-ს ქვედანაყოფებში გამოაცხადა უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა.
თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა 26 დეკემბერს, ღამით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, არმია გადადის მოქმედების ყველაზე მაღალ დონეზე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავ
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პასუხისმგებლობის აღება უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის დემოკრატიზაციის გზაზე უკუსვლაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე, ასოცირების პროცესის „სამეულში“, რომელშიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შედიან, ლიდერის, ინიციატორის პოზიციის დაკარგვაზე. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებელ
შეერთებული შტატების მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა უკრაინისთვის გადაცემული Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემის დაჩქარებული განლაგებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას განმარტებით, აშშ-ის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რათა Patriot-ის ბატარეა, რომლის მომზადებას, როგორც წესი, ერთ წლამდე სჭირდება, ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოემზადოს უკრაინაში ექსპლუატაციისთვის.
კულებამ ასევე განაცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა და მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს.
„ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს - და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია - იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნ
არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა.
ამასთან, მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მართლმსაჯულების სისტ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს.
საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.
“ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი და ფინეთი 2023 წლის ბოლომდე გახდებიან ნატო-ს წევრები.
სტოლტენბერგის თქმით, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პროცესის რატიფიკაცია დროულად მოხდება, თუმცა ალიანსის გენერალური მდივანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს.
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთი გამოდიოდა. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ თურქეთი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. ამის შესახებ საუბარია დღეს, 26 დეკემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. აღნ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 26 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სახელმწიფოსგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პრეპარატ Voxzogo-ს დაფინანსება. დაპირების მიუხედავად, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო მათ უარს ეუბნება: უწყების თქმით, სახელმწიფოს მიერ, ეს მედიკამენტი, ჯერ არც ერთ ქვეყანაში ფინანსდება და მას, უფასოდ, მხოლოდ კვლევებში ჩართული პაციენტები იღებენ. უწყება ამტკიცებს, რომ ჯერ არც ამ პრეპარატის კვლევა და
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნებათ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებაში "ელჩების კონფერ
მთავრობის დადგენილებით, ექიმებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 1260, ხოლო ექთნებისთვის - 792 ლარი განისაზღვრება.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.
„ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფ
საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია.
მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაია ომიაძე ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა დროს იგი ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტ
უკრაინაში უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ აჯილდოებს მიწის წართმევას და უკრაინაში ხალხს არ ტოვებს ოკუპანტების თვითნებობისა და ძალადობის წინაშე, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
„ჰუმანიტარული იმპერატივია, რომ ჩვენ დავდგეთ მათ გვერდით, ვისაც თავს დაესხნენ, დაემუქრნენ და დაჩაგრეს. ბევრს გამოუცდია საშინელი რამ, რამაც ისე შეაშინა, რომ კარის დაკეტვაზეც კი კანკალებს“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე გან
რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან. ამის შესახებ რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.
მისი მოსაზრ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
უკრაინა დღეს რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენი კითხვა მარტივია: აქვს კი უფლება რუსეთს, რჩებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად და საერთოდ, იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ჩვენ გვაქვს მტკიცე და არგუმენტირებული პასუხი, არ აქვს უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
მისივე თქმით, კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს მას შემდეგ, რაც ის თავისივე წამო
მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია.
აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, როდესაც ადგილზე აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რეგიონში სამთო მოპო