Jump to content
Planeta.Ge

Blogs

დმიტრო კულება - პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. "პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა კიდევ ერთი ცეკვაა მათი შესრულებით. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ახლა გვაქვს, ამ შეხვედრაზე კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6667 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6667ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8368 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8320 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

შსს - პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ

ავსტრიის ელჩი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე - მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს გრძელვადიანი, დიდი გზაა - საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ, კარგი დღის წესრიგი გაქვთ

[ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე] მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით, ეს არის გრძელვადიანი გზა. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, არ იყო ადვილი, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თომას მიულმანიმ ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ბევრი სამუშაო,

მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ქალაქში ვიზიტი არ დაანონსებულა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე. მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც. IPN

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ვლადიმერ პუტინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართული საჩვენებელი შეხვედრის მიზანი ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის მოხსნა იყო

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. „16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაერთიანებულ შტაბს ეწვია. პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვი

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის ფასის ზედა ზღვრის შემოღებაზე

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს, 19 დეკემბერს, შეთანხმდნენ, რომ შემოღებულ იქნას გაზის ფასის ზედა ზღვარი. შეზღუდვები 15 თებერვლიდან ამოქმედდება, თუ TTF-ში (ნიდერლანდის უდიდესი ვირტუალური სავაჭრო პუნქტი) გაზის ღირებულება სამი დღის განმავლობაში 180 ევროს გადააჭარბებს. შეზღუდვის შემოღებამდე ევროკავშირის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუ როგორ გამკლავებოდნენ ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს. წინა ორ შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე, ოკუპანტები ცდილობენ მის გატეხვას, მაგრამ ბახმუტი ტეხს რუსულ ჯარს

ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე - აქტიური საომარი მოქმედებების 1300 კმ-ზე მეტი. მაისიდან მოყოლებული ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოილოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალების მსხვერპლი მალე 100 000-ს მიაღწევს და ადამიანები მხოლოდ იმისთვის იღუპებიან, რომ კრემლში მყოფ ჯგუფს არ შეუძლია შეცდომის აღიარება და საშინლად ეშინია რეალობი

სახელმწიფო სამ სამაშველო ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

ვლადიმერ პუტინი - მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უაღრესად რთულია, იქ მცხოვრები ხალხი - რუსეთის მოქალაქეები, ჩვენი უსაფრთხოების უწყებების დაცვის იმედადაა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა უკიდურესად რთულია და უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უსაფრთხოების უწყებების ქვედანაყოფები, რომლებმაც მოქმედება რუსეთის ახალ რეგიონებში დაიწყეს. დიახ, ახლა თქვენ რთულ მდგომარეობაში ხართ. მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეს

დავით სანაკოევი - ჰააგის სასამართლოს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა, ხოლო რუსეთის აგრესორად გამოყვანა სურს - საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს, რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა რუსულ სააგენტო TASS-ს განუცხადა. „ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ამ ფორმით ახლა დასრ

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე დაინიცირდა. კანონის პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას - 100 ლარის

ახალი ათონის ზღისპირა პარკის ბინადარი, თითქმის, ყველა გედი ძაღლებმა დაგლიჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ახალ ათონში, ზღვისპირას მდებარე ხელოვნურ ტბაში მობინადრე 24 გედიდან ცოცხლად მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან 1 თეთრი და დანარჩენი - შავი. სამწუხაროდ, 19 გედი ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს.  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აფხაზური ჯგუფი იუწყება. იქვე წერენ, რომ ახალი ათონის პარკის ადმინისტრაცია მალე ახალი გედების ყიდვას გეგმავს.  ინფორმაციას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილო და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი უპატრონო ძაღლების დახოცვას და მათგან პარკის გათა

სახალხო დამცველის აპარატი - მოვუწოდებთ ყველას, არ დაუშვან ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვნების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, მოვუწოდებთ პარლამენტს, აამოქმედოს ეთიკის საბჭო

ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის

ლევან დავითაშვილი - წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატორი, იდეის ავტორი იყო საქართველო, ჩვენ დავიწყეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, შემდგომ შემოგვიერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც

ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში. საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც მინისტრმა აღნ

საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ ოპერაციაში Shield – მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და 28 ქვეყნის სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან ერთად

ლევან დავითაშვილი - უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება, ჩვენი მეგობრები მიიღებენ მაღალი ტექნოლოგიის, სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს. „გენერატორებთან დაკავშირებით, იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მი

ვოლოდიმირ ზელენსკი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, შეიარაღების მიწოდება გაზარდონ

უკრაინის პრეზიდენტი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) თხოვნით მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება გაზარდონ. შეხვედრა, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, ნატო-ს ათი მოქმედი და ორი მომავალი წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ერთგვარი სამხედრო გაერთიანებაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და პრემიერ რიში სუნაკს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობ

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, რომელსაც დღეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა, ამბობს, რომ თავდასხმის უკან სუს-ი დგას. ფაქტთან დაკავშირებით კირთაძე პოლიციაში გამოკითხვაზე აპირებს მისვლას, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს. „ორგანიზებული იყო სუს-ის მიერ, თორემ ეს კაცი ქუჩაში ჯიბეებში კვერცხებით დადის? მომაყენეს შეურაცხყოფა, მეც, ჟურნალისტსაც, სრულიად უმიზეზოდ. რას ვერჩი იქ მოსულ პოლიციელებს, მაგრამ ეგენი რას გამოიძიებენ“, – განაცხა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი – ბ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მო

რიში სუნაკი - ვიდრე რუსეთის ჯარები არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები

რუსეთისადმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება აბსოლუტურად უაზროა არსებულ ვითარებაში, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან რიგის სამიტზე გააკეთა. „რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, საკუთარი ჯარების გაძლიერებისთვის. ვიდრე ისინი არ გავლენ დაკავებული ტერიტორიებიდან, არ შეიძლება და არ უნდა იყოს არანაირი რეალური მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. სუნაკის თქმით, საერთაშორისო ს

ლევან დავითაშვილი - მთავრობამ მოიწონა შეთანხმება „ხუდონჰესის“ გამოსყიდვის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. დავითაშვილის თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება. „მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედ

ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. ის ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა. როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო ს
×
×
  • შექმენი...