ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა.
2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის იმ დროებითი წესის მოქმედება სრულდება, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით კანდიდატების შეფასების 9-კაციანი ჯგუფი შექმნა, ხოლო სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით რეგლამენტში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა. ამავე დროებითი წესის თანახმად, სახალხო დამცველობის კანდიდატების რაოდენობა
„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით, - ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაგდებას.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ დღევანდე
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია.
"შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო კონტროლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის შუალედს.
ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შემცირდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ან ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
„საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება ს
momxmarebeli.ge მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
momxmarebeli.ge თანხის შეგროვებას იწყებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.
მათივე თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შე
სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი - სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - ჩავარდა დღეს ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, სცენარის, რასაც 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია
ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მისაღები იქნება, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, „ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოებისგან წარმოდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატებს. როგორ შეაფასებდით მათ
პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას.
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, კერძოდ, მოთხოვნილია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახ
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება.
პარლამენტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ცესკო-ს წევრობის ოთხ კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც.
ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“.
როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება.
„ბიბისი“ ცნობით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს.
მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერ
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. როცა კითხვა ისმის, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა სადმე, ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. ისიც კი ვერ გავიგეთ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობა თუ შესაძლებელია საქართველოში, მაშინ გადაყვანის მოთხოვნა რა ლოგიკას ექვემდებარება, საკითხავია.
„სააკაშვილის რეალური დიაგნო
რუსები ყველაფერს იყენებენ უკრაინის ქალაქების, მათ შორის ბახმუტის, წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"შარშან ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ამ მიწის ყოველი სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი. დონბასი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში სასტიკი ბრძოლით, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას. რუსები ყველაფერს იყენებენ, რაც აქვთ
აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად.
"აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია ა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.
„როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში.
"ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ.
ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.
რადიო თავისუფლება
უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, გასულ ღამით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის).
დროებით ჩაბნელდა 60-ზე მეტი ცნობილი ადგილი და შენობა, მათ შორის რომის კოლიზეუმი, სიდნეის ოპერა, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში და ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობები ბრიუსელში.
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა ქალაქ დონეცკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას. ინფორმაცია რუსულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა როგოზინის თანაშემწემ. მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც ცხოვრობდნენ სამხედრო მრჩევლები, როგოზინის ხელმძღვანელობით. სხვა წყაროებით, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა.
თანაშემწის თანახმად, ზურგში დაჭრილი დმიტრი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თებერვალში თავის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესს 21 დეკემბერს უთხრა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენს ინვესტიციას დემოკრატიაში და არა ქველმოქმედებას და გაიხსენა ამერიკელების მიერ გაწეული ძალისხმევა ნაცისტების დასამარცხებლად მეორე მსოფლიო ომში.
რუსეთთან ბრძოლაში თავისი ქვეყნისთვის აშშ-საგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მოსურნე ზელენსკიმ, რომელსაც მისთვის უ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს.
„დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის განრიგის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა”, - წერს გამოცემა.
ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.
“დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი
საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყება აღნიშნავს, რომ ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების ს