უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და წერს, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო:
"ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე
უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა.
„თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას.
პისტორიუს
აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს.
იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რ
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.
„2023 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს.
საქმის ფარგლებში
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია.
მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.
რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა.
ავტორი - თამთა რუხაძე
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები, ნიდერლანდების რადიოს (NPO) 3FM-ის ინიციატივით, ერთიანდებიან და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთსა და სირიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს.
15 თებერვალს, თბილისის დროით 11:45, საქართველოს რადიო და საქართველოს რადიო – მუსიკა ევროპის რადიოსადგურებთან ერთად შეურთდებიან სოლიდარობის აქციას და აჟღერდება სიმღერა.
„ასეთ დროს რადიო ყოველთვის თქვენ გვერდით არის, ამიტომ ოთხშაბათს, 15 თებერვალს რადიოსადგურები ერთად ააჟღერ
უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე მის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 000 ლარის ოდენობით.
ამას საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ასევე გათვალისწინებულია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6583 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
„საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ორი ქვეყნის ს
რამდენიმესაათიანი დახურვის შემდეგ მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა.
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დროებით დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა.
უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
ავტორი - თამთა რუხაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყება.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.
როგორც
აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი.
„საკონტაქტო ჯგუფმა ნათლად განმარტა,
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.
„15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“;
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“;
15 თებერვლიდა
2023 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარში, ამავე აეროპორტში 55,895 მგზავრი დაფიქსირდა.
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემს
წმინდა წყლის დასახლებაში, გორის გარეუბანში, 13 თებერვლის საღამოს ბუნებრივი აირი გაითიშა. გაზის მიწოდება შეუწყდა ყიფიანისა და კაჩინსკის ქუჩებზე მცხოვრებლებს. ამ ქუჩებზე ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსებია განლაგებული და ასობით მოქალაქეა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაზგამანაწილებელი კომპანიისგან ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, რომელშიც წერია, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიმართავენ დამატებით ზომებს თავდ
საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე:
უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ემზადება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელები