Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ სკვერის მოწყობის თაობაზე თანხმობა ჯერ არ გაუცია, მაგრამ „უმოკლეს დროში“ გასცემს


თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ თანხმობა არ გაუცია, მაგრამ ნებართვის გაცემას გეგმავენ.

მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონაა, რისთვისაც პროექტის დამტკიცებამდე საბჭოს თანხმობაა საჭირო, ხოლო ტენდერის გამოცხადება საჭირო არ არის.

„მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მშენებლობის შესახებ მერიაში პროექტი გასულ კვირას შემოვიდა, დღე არ მახსოვს. ჯერჯერობით თანხმობა გაცემული არ არის. ამ პროცესში გარემოს დაცვის და არქიტექტურის სამსახურია ჩართული, მას შემდეგ, რაც თანხმობა გაიცემა, სამუშაოები ჩატარდება. ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. როგორც ვიცი, ადგილზე მასალები მიიტანეს, მაგრამ ღობის მომზადება არ დაწყებულა. შესაძლოა, თხრილები ღობის განთავსების მიზნით გაკეთდა. ჩვენ ადგილზე, რაც ვნახეთ, სამუშაოები დაწყებული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ კარგი პროექტია და მერია იმუშავებს, ვეცდებით ძალიან მალე გავცეთ თანხმობა. ამას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება, ეს არის პირველი კლასის ნაგებობა, ამაზე თანხმობას მუნიციპალიტეტი გასცემს.

მართალია ისტორიული ზონაა, ამისთვის საბჭოს თანხმობაა საჭირო, ხოლო ტენდერის გამოცხადება არა. რაც შეეხება შემსრულებელ კომპანიას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ სკვერი კეთდება, რაც ძალიან კარგია, ამის თანხმობაზე მუნიციპალიტეტი მუშაობს, უმოკლეს დროში თანხმობას გავცემთ, თუ საბჭოსთან ვიზუალი არის შესათანხმებელი, შევათანხმებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...