საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა ს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ მოკლული ქალის დედა, ხათუნა ნაჭყებია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
განაჩენის თანახმად, მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ სიძეს, როინ მებონიას 20-წლით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც ხათუნა ნაჭყებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი სიძის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
ის აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც მიმართავს.
მოკლულის დედა განმარტავს, რომ მისი სიძ
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან.
,,რა თქმა უნდა, არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით არც დევი კახოიძის და არც ლაშა ფურცხვანიძის ნაწილში. დევი კახოიძესთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება თავის თავში მოიაზრებდა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე წაქეზებას, შესაბამისი მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე, დევი კახოიძესთან დაკავშირებით შეიცვალა არა
16 თებერვალს ბაკურიანში, კოხტას მთაზე, არეალსის დისციპლინაში ქალებსა და კაცებში პირველი ოფიციალური ვარჯიში შედგა.
Aerials-ი სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დროსაც სპორტსმენები 15 მეტრამდე ნახტომს ფერდობიდან ჰაერში ასრულებენ.
ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.
19 თებერვალს Aerials-ის გუნდური შეჯიბრების ფინალი, ხოლო 22 თებერვალს Aerials-ის ფინალი გაიმართება.
უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 000-60 000 დაღუპულს მოიცავს.
„რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხ
ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან სხვაგან არ უმუშავია ცხოვრებაში გარდა GIZ-ისა, ამავე ლოგიკით ირაკლი კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი.
,,ე.წ. „ხ
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას
ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიშის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ODIN-მა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლი
თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს.
ამასთან, უწყების ცნობით
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და ,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პა
ქალი, რომლის შვილიშვილსაც მისი ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ჩვენებაში აცხადებს, რომ შვილიშვილზე სესხის გამო მასზე განაწყენებული იყო.
როგორც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ბებიამ ალექსანდრე საყვარელიძეს 10 000 აშშ დოლარი ასესხა, რაც მას არ დაუბრუნებია.
,,მარტში, 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემს მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული როინ მებონია დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოიღო.
მოსამართლის განმარტებით, მსჯავრდებული მამაკაცი გამოჯანმრთელებამდე სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოიხდის. თავად როინ მებონიამ სხდომაზე მოკლე განცხადება გააკეთა.
,,ბატონო მოსამართლე, ავად ვარ და ვერ ვხვდები, რა ხდება”, - განაცხადა როინ მებონიამ.
შეგახ
,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს,
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 12:00-დან 18:00 საათამდე ქ. დუშეთში რუსთაველის, შამანაურის, ჭონქაძის, ჭავჭავაძის, დადიანის, წმ. ნინოს, სააკაძის, ბაჩანას, იოსელიანის, ერეკლე II-ისა და მიმდებარე ქუჩებზე აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ასევე, 12:00-დან 12:30 საათამდე და 17:30-დან 18:00 საათამდე სოფელ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემჭრის წლისთავზე გამოცხადდება.
„ვფიქრობ, დაახლოებით 24 თებერვალს, თქვენ იხილავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს შეერთებული შტატებისგან და“დიდი შვიდეულისგან“. ეს სანქციები გააფართოვებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ, შეზღუდავს ტექნოლოგიისა და აღჭურვილ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„გამ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 17 თებერვალს, კრწანისის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები 17 თებერვალს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
„სამუშოების მიმდინარეობისას აუცი
პარლამენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ. აზარაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.
მინისტრი კომიტეტის წევრებს სამინისტროს 2022 წელს განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
საბჭოთა კავშირის ცნობილი მსახიობი, 84 წლის ლია ახეჯაკოვა, პუტინის პოლიტიკის კრიტიკის გამო, მშობლიური თეატრიდან გამოაგდეს.
ახეჯაკოვა თეატრის ხელმძღვანელობამ ყველა როლიდან მოხსნა, ზოგ შემთხვევაში კი, სპექტაკლები, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა საერთოდ ჩაიხსნა.
ახეჯაკოვას განცხადებით, რომელიც მან მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდგომ გააკეთა, მისთვის ეს გასაკვირი არ არის და არც იმას გამორიცხავს, რომ ძალიან მალე ის უცხოელი აგენტების სიასაც დაამატონ და დიდი ფულადი ჯარიმებიც დააკისრონ, თუმცა,
აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.
შამბამ კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "კონსტიტუცია ამ თემის განხილვის საშუალებას არ იძლევა".
„ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუა
ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 მებრძოლი “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში.
მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას.
ფასის მითითება აუცილებელი არ